„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 170050000.22.027.016509
2
28/01/2014
ვებგვერდი, 28/01/2014
170050000.22.027.016509
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №2

2014 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის  31 მარტის №68 ბრძანებაში (სსმ III, 2010 წ., №33, მუხ. 517) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. ბრძანებით დამტკიცებული ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების:

ა) მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი;

 

ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოცდა მოიცავს ორ ეტაპს – ზოგად უნარ-ჩვევებს (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს) და პროფესიულ ნაწილს, რომლებიც ტარდება ტესტირების ფორმით. ტესტირება შეიძლება ჩატარდეს კომპიუტერული პროგრამის ან სხვა საშუალების გამოყენებით.“;

 

გ) მე-17 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოცდის შედეგების გადასინჯვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო კომისია იუსტიციის სამინისტროსა ან/და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებისაგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - აგრეთვე შესაბამისი დარგის სპეციალისტებისაგან.“;

 

გ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იყოს იმავდროულად კომისიისა და  საპრეტენზიო კომისიის წევრი. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია.“.

 

2. ბრძანებით დამტკიცებულ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამაში (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) საკონსტიტუციო სამართლის ნაწილის:

ა.ა) VI თემა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თე­მა VI. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებრი­ვი მოწ­ყო­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი. ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. თვითმმართველი ერთეულები, როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები (თვითმმართველი ქა­ლა­ქი, მუნიციპალიტეტი), თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულები (დასახლება, დასახლების ნაწილი (უბანი), დასახლებათა ერთობლიობა (თემი)), თვითმმართველი ერთეულის დასახლებები (სოფე­ლი, და­ბა, ქალაქი).“;

 

ა.ბ) „ლიტერატურა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლიტერატურა:

სა­ქარ­თვე­ლოს 1995 წლის 24 აგ­ვის­ტოს კონ­სტი­ტუ­ცია.

საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ”.

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“.

საქართველოს საარჩევნო კოდექსი.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ”.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „რე­ფე­რენ­დუ­მის შე­სა­ხებ“.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შესახებ“.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შე­სა­ხებ“.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „საქართველოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ“.

საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“.

საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“.

საქართველოს კა­ნო­ნი „სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ”.

საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.“;

 

ბ) სამოქალაქო სამართლის ნაწილს „მემკვიდრეობითი სამართლის“ თემატიკის შემდეგ დაემატოს „ლიტერატურა“ შემდეგი რედაქციით:  

ლიტერატურა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ.“.         

 

გ) ადმინისტრაციული სამართლის ნაწილის II თემა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თემა II. ინფორმაციის თავისუფლება

 კომერციული საიდუმლოება, პროფესიული საიდუმლოება, სახელმწიფო საიდუმლოება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადა, საჯარო რეესტრი, ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია, პერსონალური მონაცემების საიდუმლოება, მონაცემებში შესწორების შეტანა ან მათი განადგურება.“;

 

დ) ნოტარიატის ნაწილის „ლიტერატურა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლიტერატურა:

საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის (UINL) წესდება;

„ნოტარიატი (ლექციების კურსი)“, მე-2 გამოცემა, ავტ. ბესიკ სეხნიაიძე, თბილისი, 2006.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი