სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 17/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017705
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
86
17/01/2014
ვებგვერდი, 20/01/2014
010220030.10.003.017705
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/01/2014 - 11/02/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №86

2014 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ

    „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანდართული დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანდართული საშტატო განრიგი (დანართი №2).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი 1
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის

დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი (შემდგომში - აპარატი) ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს (შემდგომში - საბჭო) საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.

2. აპარატი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დებულების,  ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

3. აპარატის ტექნიკურ-მატერიალური, იურიდიული, ფინანსური და სხვა სახის ადმინისტრაციული უზრუნველყოფის თვალსაზრისით აპარატი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს.

4. აპარატის შინაგანაწესს ამტკიცებს საქართველოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი (შემდგომში - საბჭოს მდივანი).

5. აპარატი არის საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული რეჟიმის სამსახური.

6. აპარატს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებით და სხვა ატრიბუტები.

7. აპარატის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ.N7.

მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები

აპარატის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასა და საბჭოს მუშაობას, აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის კოორდინაციასა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს. ამ მიზნით, აპარატი:

ა) შეიმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს;

ბ) ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეების და გამოწვევების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;

გ) ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

დ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით;

ე) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხვევაში მათ წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის;

ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

ზ) ამზადებს საბჭოს სხდომებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს საბჭოს დღის წესრიგს, ასევე წინადადებებს საბჭოს სხდომაზე მოსაწვევ თანამდებობის პირთა შესახებ;

თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამზადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

ი) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგს;

კ) კოორდინაციას უწევს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული და დოქტრინალური დოკუმენტების შემუშავებას;

ლ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგის დაცვის სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას;

მ) კოორდინაციას უწევს ეროვნული უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებას;

ნ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, უზრუნველყოფს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციას;

ო) საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს სხვა ფუნქციებს.

მუხლი 3. აპარატის საქმიანობის წესი

1. აპარატს ხელმძღვანელობს საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საბჭოს მდივანი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

3. აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნის წინაშე.

4.  აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს მდივნის წარდგინებით.

5.  აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

6. საბჭოს მდივანს  ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბჭოს მდივნის წარდგინებით.

7.  საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს მდივნის ერთ-ერთი მოადგილე.

8. საბჭოს მდივანი:

ა) ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს;

ბ) უზრუნვეყოფს საბჭოს აპარატის საქმიანობის ორგანიზებას;

გ) ამზადებს საბჭოს სხდომებს;

დ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ორგანიზებას და ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმებს;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, აპარატისა და მისი ქვედანაყოფების დებულებებს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს, ასევე აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

ზ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საბჭოს მდივნის მოადგილეებისა და აპარატის სხვა თანამშრომლების  კანდიდატურებს;

ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მუდმივი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ;

კ) კოორდინაციას უწევს მუდმივი ან დროებითი კომისიების საქმიანობას;

ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის საქმიანობის შესახებ, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;

მ) აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების  საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებების შესრულებას;

ნ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.  

მუხლი 4. აპარატის სტრუქტურა და უფლებამოსილება

1. აპარატის სტრუქურული ქვედანაყოფებია:

ა) საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი;

ბ) შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტი;

გ) ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი;

დ) თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი;

ე) საორგანიზაციო სამსახური;

ვ) მონიტორინგის სამსახური;

ზ) კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრი.

2. საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი:

ა) შეისწავლის ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა სხვადასხვა მიმართულებებს,  უზრუნველყოფს საგარეო პოლიტიკური საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;

ბ) ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას საგარეო საფრთხეებზე და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ცალკეულ საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე რეაგირების კუთხით;

დ) კოორდინაციას უწევს საგარეო ურთიერთობათა სხვადასხვა მიმართულებებზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების, ასევე საგარეო პოლიტიკური საფრთხეების პრევენციის სტრატეგიის შემუშავების პროცესს; 

ე) უზრუნველყოფს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების კოორდინაციას ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, ასევე საგარეო პოლიტიკური საფრთხეების პრევენციის კუთხით სტრატეგიის განხორციელების პროცესში;

ვ) შეისწავლის საგარეო სადაზვერვო სისტემაში შემავალი სამსახურების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებს სადაზვერვო სისტემაში შემავალი სამსახურების ორგანიზებისა და განვითარების სფეროში გასატარებელი ცალკეული ღონისძიებების შესახებ;

ზ) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო სისტემაში შემავალი სამსახურების ორგანიზებისა და განვითარების საკითხებზე ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას, უზრუნველყოფს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაციას აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების პროცესში;

თ) ქვეყნის წინაშე არსებული საგარეო საფრთხეებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სადაზვერვო საქმიანობის  პრიორიტეტებისა და ძირითადი ამოცანების შესახებ;

ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ, დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ თემატიკაზე;

კ) საორგანიზაციო სამსახურთან ერთად ამზადებს საბჭოს სხდომებს დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს საბჭოს დღის წესრიგს, ასევე წინადადებებს საბჭოზე მოსაწვევი პირების შესახებ;

ლ) საორგანიზაციო სამსახურთან ერთად, საბჭოს გადაწყვეტილების ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების საფუძველზე, ამზადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტებს დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

მ) კოორდინაციას უწევს დოქტრინალური და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას საგარეო უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

ნ) შეისწავლის და შეაფასებს საერთაშორისო შეთანხმებებს, საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს საგარეო უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

ო) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების პროცესში; 

პ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან;

ჟ) საბჭოს სახელით წარმართავს ურთიერთობებს უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებთან,  წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

3. შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტი:

ა) შეისწავლის ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას, მართლწესრიგისა და სტაბილურობის მდგომარეობას, ტერორიზმთან, სეპარატიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის, კიბერუსაფრთხოების, ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ასევე რელიგიურ და ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ახდენს ზემოაღნიშნულ სფეროებში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებას და ანალიზს;

ბ) ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას სხვადასხვა სახის შიდა უსაფრთხოებასა და მართლწესრიგთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და შიდა პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ცალკეულ  შიდა საფრთხეებზე რეაგირების კუთხით;

დ) კოორდინაციას უწევს სხვადასხვა სახის შიდა საფრთხეების პრევენციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესს;

ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებების კოორდინაციას სხვადასხვა სახის შიდა საფრთხეების პრევენციის კუთხით სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პროცესში;

ვ) შეისწავლის სამართალდამცავი და შიდა უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებს სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების ორგანიზებისა და განვითარების სფეროში  გასატარებელი ცალკეული ღონისძიებების შესახებ;

ზ) კოორდინაციას უწევს სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების ორგანიზებისა და განვითარების საკითხებზე ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას, უზრუნველყოფს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაციას, აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების პროცესში;

თ) ქვეყნის წინაშე არსებული შიდა საფრთხეებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების  საქმიანობის  პრიორიტეტებისა და ძირითადი ამოცანების შესახებ;

ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ, ქვეყნის შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემატიკაზე;

კ) საორგანიზაციო სამსახურთან ერთად ამზადებს საბჭოს სხდომებს შიდა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს საბჭოს დღის წესრიგს, ასევე წინადადებებს საბჭოზე მოსაწვევი პირების შესახებ;

ლ) საორგანიზაციო სამსახურთან ერთად, საბჭოს გადაწყვეტილების ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების საფუძველზე, ამზადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტებს შიდა უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

მ) კოორდინაციას უწევს დოქტრინალური და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას შიდა უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

ნ) შეისწავლის და შეაფასებს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს შიდა უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

ო) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების პროცესში; 

პ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან.

4. ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი:

ა) შეისწავლის ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროცესების (უცხოური ინვესტიციები, სტრატეგიული პროექტები და სხვა) უსაფრთხოების ასპექტებს, საგარეო და შიდა ფაქტორებს, რაც ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, ენერგეტიკული, ეკოლოგიური უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებას, ახორციელებს ზემოაღნიშნულ სფეროებში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას და ანალიზს;

ბ) ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას ეკონომიკური, სოციალური, ენერგეტიკული, ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ეკონომიკურ, სოციალურ, ენერგეტიკულ, ეკოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების კუთხით;

დ) კოორდინაციას უწევს ეკონომიკური, სოციალური, ენერგეტიკული, ეკოლოგიური საფრთხეების პრევენციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას;

ე) უზრუნველყოფს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების კოორდინაციას ეკონომიკური, სოციალური, ენერგეტიკული, ეკოლოგიური  საფრთხეების პრევენციის კუთხით სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პროცესში;

ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ, ეკონომიკურ, სოციალურ, ენერგეტიკულ, ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით;

ზ) საორგანიზაციო სამსახურთან ერთად ამზადებს საბჭოს სხდომებს ეკონომიკურ, სოციალურ, ენერგეტიკულ, ეკოლოგიურ  უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს საბჭოს დღის წესრიგს, ასევე წინადადებებს საბჭოზე მოსაწვევი პირების შესახებ;

თ) საორგანიზაციო სამსახურთან ერთად, საბჭოს გადაწყვეტილების ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების საფუძველზე, ამზადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტებს ეკონომიკურ, სოციალურ, ენერგეტიკულ, ეკოლოგიურ უსაფრთხოების სფეროებს მიკუთვნებულ საკითხებზე;

ი) შეისწავლის და შეაფასებს საერთაშორისო შეთანხმებების, საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს ეკონომიკურ, სოციალურ, ენერგეტიკულ, ეკოლოგიურ უსაფრთხოების სფეროებს მიკუთვნებულ საკითხებზე;

კ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების პროცესში; 

ლ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან.

5. თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი:

ა) შეისწავლის თავდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, თავდაცვის ორგანიზების, შეიარაღებული ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის, შეიარაღებული ძალების განვითარების, სამხედრო განათლების, სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ფუნქციონირებისა და განვითარების საკითხებს. ახორციელებს ქვეყნის წინაშე არსებული სამხედრო ხასიათის საფრთხეების შეფასებასა და ანალიზს;

ბ) ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას სამხედრო ხასიათის საფრთხეებთან და თავდაცვის სფეროს მიკუთვნებულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს თავდაცვის სფეროში გასატარებელი ცალკეული ღონისძიებების შესახებ;

დ) კოორდინაციას უწევს თავდაცვის ორგანიზების, შეიარაღებული ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის, შეიარაღებული ძალების განვითარების, სამხედრო განათლების, სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ფუნქციონირებისა და განვითარების, ასევე თავდაცვის სფეროს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე  ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას;

ე) უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების კოორდინაციას თავდაცვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის   განხორციელების პროცესში;

ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ, თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ თემატიკაზე;

ზ) საორგანიზაციო სამსახურთან ერთად ამზადებს საბჭოს სხდომებს თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს საბჭოს დღის წესრიგს, ასევე წინადადებებს საბჭოზე მოსაწვევი პირების შესახებ;

თ) საორგანიზაციო სამსახურთან ერთად, საბჭოს გადაწყვეტილების ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების საფუძველზე, ამზადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტებს თავდაცვის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

ი) შეისწავლის და შეაფასებს საერთაშორისო შეთანხმებების, საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს თავდაცვის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

კ) კოორდინაციას უწევს დოქტრინალური და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას თავდაცვის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

ლ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების პროცესში;

მ) მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან.

6. საორგანიზაციო სამსახური:

ა) ახორციელებს საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, რაც მოიცავს საიდუმლო საქმისწარმოების, იურიდიული, საკადრო, სამეურნეო, ტექნიკური უზრუნველყოფის ფუნქციებს;

ბ) შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების მომზადებას და სხდომების საოქმო ჩანაწერების განხორციელებას;

გ) შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად, საბჭოს გადაწყვეტილების ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების საფუძველზე, ამზადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტებს;

დ) უზრუნველყოფს საიდუმლო საქმისწარმოებას, საბჭოში საიდუმლოების დაცვის კონტროლს, საიდუმლოების გრიფის მქონე დოკუმენტების რეგიტრაციას;

ე) უზრუნველყოფს საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმართვას;

ვ) ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს.

7. მონიტორინგის სამსახური ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, საბჭოს გადაწყვეტილებების, საბჭოს საქმიანობის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებებისა და სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესის კოორდინაციას.

8. კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრი კრიზისული სიტუაციების დროს (ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა, შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობა, სტიქიური კატაკლიზმები და სხვა სახის კრიზისი) გადადის საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში. კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრი:

ა) ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების შექმნის საშიშროების, ან მისი დადგომის შემთხვევაში მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს;

ბ) უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმების შემუშავებას;

გ) ამზადებს კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის გეგმის პროექტებს;

დ) კრიზისული სიტუაციების დროს ახდენს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ორგანიზებას;

ე) ახორციელებს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების/დავალებების შესრულების მონიტორინგს;

ვ) ქმნის და აწარმოებს კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრის საინფორმაციო ბანკს;

ზ) ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


დანართი 2
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - საბჭოს მდივანი

1

სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის - საბჭოს მდივნის მოადგილე

2

 

საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი

დეპარტამენტის დირექტორი

1

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1

 

საგარეო საფრთხეების ანალიზის სამსახური

სამსახურის უფროსი

1

უფროსი მრჩეველი

6

მრჩეველი

3

სულ

10

 

სადაზვერვო ორგანოების კოორდინაციის სამსახური

სამსახურის უფროსი

1

უფროსი მრჩეველი

2

მრჩეველი

2

სულ:

5

 

შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტი

დეპარტამენტის დირექტორი

1

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1

 

შიდა საფრთხეების ანალიზის სამსახური

სამსახურის უფროსი

1

უფროსი მრჩეველი

6

მრჩეველი

4

სულ:

11

 

სამართალდამცავი და შიდა უსაფრთხოების ორგანოების კოორდინაციის სამსახური

სამსახურის უფროსი

1

უფროსი მრჩეველი

2

მრჩეველი

2

სულ:

5

 

ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი

დეპარტამენტის დირექტორი

1

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1

უფროსი მრჩეველი

4

მრჩეველი

3

სულ:

9

 

თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი

დეპარტამენტის დირექტორი

1

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1

უფროსი მრჩეველი

4

მრჩეველი

2

სულ:

8

 

საორგანიზაციო სამსახური

სამსახურის უფროსი

1

წამყვანი სპეციალისტი

3

უფროსი სპეციალისტი

2

სპეციალისტი

5

სულ

11

 

მონიტორინგის სამსახური

სამსახურის უფროსი

1

უფროსი მრჩეველი

2

მრჩეველი

1

სულ:

4

 

კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრი

ცენტრის დირექტორი/დეპარტამენტის დირექტორი

1

კოორდინატორი/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1

უფროსი მრჩეველი

3

მრჩეველი

2

წამყვანი სპეციალისტი

2

უფროსი სპეციალისტი

2

სულ:

11

 

ჯამში

81 შტატი

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.