ტექნიკური რეგლამენტი - სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტი - სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017682
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
64
15/01/2014
ვებგვერდი, 20/01/2014
300160070.10.003.017682
ტექნიკური რეგლამენტი - სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/01/2014 - 16/06/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №64

2014 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტი - სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარული რეჟიმის დაცვის, ჯანმრთელობისათვის საშიში ნარჩენებისადმი უმართებულო მოპყრობით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების, საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი ნარჩენების მენეჯმენტის წესების შესაბამისად წარმოების მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი – „სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარული წესები“ (დანართი 1);

2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესე­ბულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის მინისტრის  2001 წლის 16 აგვისტოს №300/ნ ბრძანება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარიული წესები და ნორმები

I. გამოყენების სფერო

1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი განკუთვნილია ყველა ტიპის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებისათვის, ასევე იმ ორგანიზაციებისათვის, რომელნიც საქმიანობენ ჯანდაცვის სფეროში და ევალებათ შეასრულონ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება, შენახვა და ტრანსპორტირება, აგრეთვე ახორციელებენ გადამამუშავებელი და გამაუვნებელი დანადგარებისა და მყარი ნარჩენების სამარხი პოლიგონების პროექტირებასა და ექსპლუატაციას.

2. წინამდებარე წესების დებულებებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ტიპის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებისათვის, ასევე პ.1.-ში მითითებული სხვა დაწესებულებებისათვის, მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.

II. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე წესებითა და ნორმებით განისაზღვრება – სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ყველა სახის ნარჩენის შეგროვების, შენახვის, გადამუშავების, გაუვნებლებისა და გატანის წესები.

2. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ნარჩენებია, ყველა სახის ნარჩენი, რომელიც წარმოიქმნება:

ა) საავადმყოფოებში ;

ბ) პოლიკლინიკებში (მ.შ. მოზრდილებისა, ბავშვთა, სტომატოლოგიური) და პირველადი ჯანდაცვის სხვა დაწესებულებებში;

გ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურებში;

დ) სისხლის გადასხმის სადგურებში;

ე) ავადმყოფთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში;

ვ) სამედიცინო პროფილის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სასწავლებლებში;

ზ) აფთიაქებში;

თ) ფარმაცევტულ წარმოებებში;

ი) გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში (სანატორიუმი, პროფილაქტორიუმი, დასასვენებელი სახლი, პანსიონატი);

კ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დაწესებულებებში;

ლ) სამედიცინო ლაბორატორიებში (მ.შ. ანატომიური, პათოლოგანატომიური, ბიოქიმიური, მიკრობიოლოგიური, ფიზიოლოგიური);

მ) სამედიცინო მომსახურების სხვა  დაწესებულებებში.

3. ნარჩენების მართვისა და უსაფრთხო მოპყრობის ორგანიზების მიზნით, ყოველ მსხვილ და საშუალო სიმძლავრის სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში საჭიროა დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით განისაზღვროს შესაბამისი განათლების მქონე  პასუხისმგებელი პირი.

III. სამედიცინო ნარჩენების კლასიფიკაცია

1. პროფილისა და სიმძლავრის (საწოლთა ფონდის) მიუხედავად, ყოველი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა ფრაქციული შედგენილობისა და საშიშროების კლასის ნარჩენები.

2. ნარჩენები იყოფა საშიშროების 5 კლასად, ეპიდემიოლოგიური, ტოქსიკოლოგიური და რადიაციული საშიშროების მიხედვით (ცხრილი 1):

კლასი – სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების უსაფრთხო ნარჩენები;

კლასი – სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების საშიში (სარისკო) ნარჩენები;

კლასი – სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების განსაკუთრებით საშიში ნარჩენები;

კლასი – სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულების ნარჩენები, რომლებიც შედგენილობის მიხედვით საწარმოო ნარჩენებს უტოლდება;

კლასი – სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების რადიაქტიური ნარჩენები.

IV. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ნარჩენების შეგროვების, დროებითი შენახვისა და ტრანსპორტირების სისტემის ორგანიზების ზოგადი წესები

1. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ტერიტორიაზე ნარჩენების ორგანიზებული შეგროვების, დროებითი შენახვისა და ტრანსპორტირების სისტემა უნდა მოიცავდეს შემდეგ რგოლებს:

ა) ნარჩენების შეგროვება სამედიცინო განყოფილებებში;

ბ) ნარჩენების დროებითი შენახვა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ტერიტორიაზე;

გ) სანაგვე კონტეინერების ტრანსპორტირება ნარჩენების გაუვნებლების ადგილამდე.

2. თითოეულ რგოლში ჩასატარებელი სამუშაოების თანამიმდევრობა და წესი განისაზღვრება წინამდებარე სანიტარიული წესების შესაბამისად.

3. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ტერიტორიაზე წარმოქმნილ ნარჩენებს წაეყენება განსხვავებული მოთხოვნები (საშიშროების კლასისადმი კუთვნილების შესაბამისად), შეგროვების, დროებითი შენახვისა და ტრანსპორტირებისადმი.

4. დაუშვებელია სხვადასხვა კლასის ნარჩენების შერევა შეგროვების, დროებითი შენახვის ან ტრანსპორტირების რომელიმე სტადიაზე.

5. ნარჩენების შეგროვების, დრებითი შენახვისა და ტრანსპორტირების სამუშაოებზე არ დაიშვებიან პირები, რომელთაც არ გაუვლიათ წინასწარი მომზადება.

6. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების პერსონალის მომზადება ნარჩენებისადმი მოპყრობის საკითხებში, ეკისრება მოცემული დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დანიშნულ, ნარჩენების შეგროვებაზე პასუხისმგებელ პირს.

კარი II. ძირითადი ნაწილი

V. ნარჩენების შეგროვების წესი სამედიცინო ქვედანაყოფებში

1. საშიშროების სხვადასხვა კლასის ნარჩენებს, წაეყენება განსხვავებული მოთხოვნები მათი ეპიდემიოლოგიური, ტოქსიკოლოგიური და რადიაციული საშიშროების ხარისხის შესაბამისად.

2.კლასის ნარჩენები

ა) ა” კლასის ნარჩენები შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარმოიქმნება:

ა.ა) სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების განყოფილებების პალატები (ინფექციური, კანისა და ვენერიული, ფტიზიატრიული, მიკოლოგიურის გარდა);

ა.ბ) სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ადმინისტრაციულ-სამეურნეო სათავსები;

ა.გ) კვების ბლოკი/ბუფეტი (ინფექციური, კანისა და ვენერიული, ფტიზიატრიული, მიკოლოგიურის გარდა);

ა.დ) სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების შენობის გარე ტერიტორია.

ბ) „ა” კლასის ნარჩენები უნდა შეგროვდეს ერთჯერად პაკეტებსა ან მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელში.. მრავალჯერადი გამოყენების შევსებული ჭურჭელი და ერთჯერადი პაკეტები უნდა გადაიტვირთოს მოცემული საშიშროების კლასის ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერებში. მრავალჯერადი გამოყენების ტარა ნარჩენების შეგროვებისა და დაცლის შემდომ საჭიროებს აუცილებელ რეცხვასა და დეზინფიცირებას.

გ) „ა” კლასის მსხვილგაბარიტიანი ნარჩენები უნდა შეგროვდეს მსხვილგაბარიტიანი ნარჩენებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ბუნკერებში. მსხვილგაბარიტიანი ნარჩენების ზედაპირები და აგრეგატები, რომლებიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფიცირებულ მასალებთან ან ავადმყოფებთან, ექვემდებარება აუცილებელ დეზინფექციას.

3.კლასის ნარჩენები

ა) „ბ” კლასის ნარჩენები, შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარმოიქმნება:

ა.ა) საოპერაციო;

ა.ბ) სარეანიმაციო;

ა.გ) საპროცედურო, შესახვევი და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების სხვა სამანიპულაციო-დიაგნოსტიკური სათავსები;

ა.დ) სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ინფექციურ, კანისა და ვენერიულ სნეულებათა განყოფილებები;

ა.ე) სამედიცინო და პათოლოგანატომიური ლაბორატორიები;

ა.ვ) განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მომუშავე ლაბორატორიები;

ა.ზ) ვივარიუმები;

ბ) ზემოთ ჩამოთვლილ ქვეგანყოფილებებში წარმოქმნილი ნარჩენები საჭიროებს შეგროვებას ერთჯერად ჰერმეტულ ტარაში;

გ) ერთჯერადი გამოყენების პაკეტის 3/4-ით შევსების შემდგომ, საჭიროა მისი ჰაერისგან დაცლა და ჰერმეტიზება, რაც უნდა განახორციელოს მოცემულ ქვედანაყოფში ნარჩენების შეგროვებაზე პასუხისმგებელმა თანამშრომელმა. ერთჯერადი პაკეტის ჰაერისაგან დაცლისა და ჰერმეტიზების სამუშაოები, უნდა ჩატარდეს რეზინის ხელთათმანებითა და დოლბანდის ნიღბით;

დ) საოპერაციოებსა და ლაბორატორიებში წარმოქმნილი ორგანული ნარჩენები, მიკრობიოლოგიური კულტურები და შტამები, ვაქცინები, ვირუსოლოგიური სახიფათო მასალები საჭიროა შეგროვდეს მყარ, ერთჯერადი გამოყენების ჰერმეტულ ტარაში;

ე) ბასრი ინსტრუმენტები (ნემსები, კალმები) უნდა შეგროვდეს სხვა ნარჩენებისაგან განცალკევებით, მყარ, ერთჯერადი გამოყენების ტარაში;

ვ) „ბ” კლასის ნარჩენების ყველა სახეობის ტრანს-პორტირება სამედიცინო ქვეგანყოფილების გარეთ, უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების ტარაში, მისი აუცილებელი ჰერმეტიზაციის შემდგომ;

ზ)  ჰერმეტიზებული, ერთჯერადი გამოყენების ტარაში (პაკეტები, ბაკები) ჩაყრილი ნარჩენები უნდა ჩაიტვირთოს სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების „ბ” კლასის ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონ-ტეინერებში.

4.კლასის ნარჩენები

ა) გ” კლასის ნარჩენები შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარმოიქმნება:

ა.ა)განსაკუთრებით საშიში ინფექციებით დაავადებული პაციენტების სამკურნალო ქვედანაყოფები;

ა.ბ)განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მომუშავე ლაბორატორიები;

ა.გ) ფტიზიატრიული და მიკოლოგიური კლინიკები (განყოფილებები).

ბ) ზემოაღნიშნულ ქვედანაყოფებში წარმოქმნილი ნარჩენები საჭიროებს აუცილებელ დეზინფექციას მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

გ) გ” კლასის ნარჩენები უნდა შეგროვდეს ერთჯერადი გამოყენების ტარაში.

დ) ერთჯერადი გამოყენების პაკეტის 3/4-ით შევსების შემდგომ, საჭიროა მისი ჰაერისგან დაცლა და ჰერმეტიზება, რაც უნდა განახორციელოს მოცემულ ქვედანაყოფში ნარჩენების შეგროვებაზე პასუხისმგებელმა თანამშრომელმა, განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მუშაობის უსაფრთხოების წესების დაცვით.

ე) მიკრობიოლოგიური კულტურები და შტამები, ვაქცინები უნდა შეგროვდეს ერთჯერადი გამოყენების, მყარ, ჰერმეტულ ტარაში.

ვ) „გ” კლასის ნარჩენების ყველა სახეობის ტრანსპორტირება სამედიცინო ქვედანაყოფის გარეთ, უნდა ხდებოდეს მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების ტარაში, მისი აუცილებელი ჰერმეტიზაციის შემდგომ.

ზ) ჰერმეტიზებული, ერთჯერადი გამოყენების ტარაში (პაკეტები, ბაკები) განთავსებული ნარჩენები უნდა ჩაიტვირთოს სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების „გ” კლასის ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერებში.

5.კლასის ნარჩენები

ა) დ” კლასის ნარჩენების წარმოქმნის ადგილებია:

ა.ა) დიაგნოსტიკური ქვედანაყოფები;

ა.ბ) ქიმიოთერაპიის განყოფილებები;

ა.გ) პათოლოგიური ანატომიის განყოფილებები;

ა.დ) ფარმაცევტული საამქროები, აფთიაქები, საწყობები;

ა.ე) ქიმიური ლაბორატორიები;

ა.ვ) ადმინისტრაციულ-სამეურნეო სათავსები.

ბ) მოცემული კლასის ნარჩენების სახეობების ტოქსიკურობის ხარისხი და მართვის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,

გ) ნახმარი ლუმინესცენციური ნათურები, ვერცხლისწყლისშემცველი ხელსაწყოები და აღჭურვილობა საჭიროა შეგროვდეს დახურულ, ჰერმეტულ ჭურჭელში. შევსების შემდგომ აუცილებელია ჭურჭლის ჰერმეტიზება და შენახვა დამხმარე სათავსებში. ამ სახეობის ნარჩენების გატანა სამედიცინო დაწესებულებიდან რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

დ) ციტოსტატიკური პრეპარატების შეგროვება და შენახვა  უნდა შეესაბამებოდეს ტოქსიკური სამრეწველო ნარჩენების მართვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს.

6. კლასის ნარჩენები

ა) „ე” კლასის ნარჩენების წარმოქმნის ადგილებია:

ა.ა) დიაგნოსტიკური ლაბორატორიები (განყოფილებები);

ა.ბ) რადიოიზოტოპური ლაბორატორიები და რენტგენის კაბინეტები.

ა.გ) მოცემული კლასის ნარჩენების შეგროვება, შენახვა და გატანა უნდა შეესაბამებოდეს რადიაქტიურ ნივთიერებებსა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის წესებს და რადიაქტიური ნივთიერებებისადმი მოპყრობის მარეგლამენტირებელი სხვა მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.

7. დაუშვებელია:

ა) „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების გადაყრა ერთი ჭურჭლიდან მეორეში;

ბ) ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვების განთავსება ელექტროგამათბობელი ხელსაწყოების სიახლოვეს;

გ) ნარჩენების ხელით ჩაწნეხა;

დ) ნარჩენების შეგროვება ხელთათმანების გარეშე.

VI. ნარჩენების კონტეინერების განლაგების ადგილების, ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემის ორგანიზებისათვის განკუთვნილი ინვენტარისადმი წაყენებული ზოგადი მოთხოვნები

1. „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილი ერთჯერადი გამოყენების პაკეტები, უნდა უზრუნველყოფდეს ნარჩენების უსაფრთხო შეგროვების შესაძლებლობას და ჰერმეტიზებას.

2. „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილი ერთჯერადი ბაკების კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს მათ ჰერმეტიზაციას შეგროვების პროცესში და გამორიცხავდეს სამედიცინო განყოფილების (ლაბორატორიის) ფარგლებს გარეთ ნარჩენების ტრანსპორტირებისას შეფუთვის გახსნის შესაძლებლობას.

4. სხვადასხვა კლასის ნარჩენები უნდა გროვდებოდეს განსხვავებულ კონტეინერებში. სხვადასხვა კლასის ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ კონტეინერებს უნდა ჰქონდეს ადვილადგასარჩევი განმასხვავებელი ნიშნები. ერთი და იმავე კლასის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები უნდა იყოს სრულიად იდენტური.

5. სამედიცინო ნარჩენების დროებითი შენახვისათვის განკუთვნილ კონტეინერებს უნდა ჰქონდეს მჭიდრო და ჰერმეტული თავსახური. კონტეინერების კონსტრუქციამ უნდა უზრუნველყოს აბსოლუტური ჰერმეტულობა და ტენგაუმტარობა, გამორიცხოს უცხო პირების კონტაქტის შესაძლებლობა შიგთავსთან და მიუწვდომელი იყოს ნარჩენები ცხოველებისათვის.

6. „ა”, „ბ” და „დ” კლასის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები უნდა განთავსდეს ღია მოედანზე ან სამედიცინო დაწესებულების შენობის იზოლირებულ სათავსში.  სათავსებს, რომელშიც განთავსებულია კონტეინერები ნარჩენებით, წაეყენება განსაკუთრებული მოთხოვნები (დანართი 1).

7. „გ” კლასის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები აუცილებელია განთავსდეს სამედიცინო დაწესებულების შენობის იზოლირებულ სათავსში, რომელსაც წაეყენება განსაკუთრებული მოთხოვნები (დანართი 1).

8. სამედიცინო ნარჩენების კონტეინერების განსათავსებლად განკუთვნილი მოედანი უნდა იყოს მოასფალტებული, ადვილად მისადგომი ავტოტრანსპორტისათვის და მოხერხებული ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისათვის. კონტეინერების განსათავსებელი ღია მოედანი დაცილებული უნდა იყოს სამკურნალო დაწესებულების შენობიდან.

9. დასაშვებია სხვადასხვა კლასის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერების განთავსება ერთ ღია მოედანზე.

VII. ნარჩენების დროებითი შენახვისა და გატანის პირობები

1. დაუშვებელია სამედიცინო ქვედანაყოფის გარეთ „ბ”, „გ” და „დ” კლასის ნარჩენების ღიად შენახვა და მათთან პერსონალის კონტაქტი.

2. „ა”, „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების შენახვა და ტრანსპორტირება სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ მრავალჯერადი გამოყენების ჰერმეტულ კონტეინერებში.

3. დაუშვებელია „გ” კლასის ნარჩენების გატანის ნაკადის შერევა, სხვა კლასის ნარჩენების გატანის ნაკადთან.

4. „ა”, „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების შენახვა დასაშვებია ბუნებრივ პირობებში არა უმეტეს 1 დღე-ღამისა, ხოლო უფრო ხანგრძლივად შენახვისას ტემპერატურული რეჟიმი 5-100C არ უნდა აღემატებოდეს.

5. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ტერიტორიაზე ნარჩენების გამაუვნებელი დანადგარის არ არსებობის შემთხვევაში „ა”, „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების გატანა უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად.

6. „ა” კლასის ნარჩენების გასატანად დასაშვებია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაზიდად განკუთვნილი ავტოტრანსპორტის გამოყენება.

7. სამედიცინო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ძირითად სისტემას წარმოადგენს შემკრებთა „შენაცვლების” სისტემა, როდესაც ნარჩენებიანი კონტეინერები გააქვთ დახურული ძარის მქონე ავტომანქანებით, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნისათვისაა განკუთვნილი, ხოლო გატანილი კონტეინერების სანაცვლოდ იდგმება დაცლილი და დეზინფიცირებული შემკრებები.

8. „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების ტრანსპორტირება სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ტერიტორიის გარეთ დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. დასაშვებია „ა” კლასის ნარჩენების დამარხვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების სამარხ პოლიგონებზე.

10. „ბ” და „გ” კლასის ნარჩენები კი აუცილებელია განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. გამაუვნებელი დანადგარის არ არსებობის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო პათოლოგანატომიური და საოპერაციოს ორგანული ნარჩენები (ორგანოები, ქსოვილები და მისთ.) უნდა დაიმარხოს სასაფლაოზე სპეციალურად გამოყოფილ სამარხებში.

12. „ბ” კლასის სხვა ნარჩენები (მასალები და ინსტრუმენტები, პაციენტთა გამონაყოფები, მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებსა და ვივარიუმებში წარმოქმნილი ნარჩენები), ჩატარებული დეზინფექციის შემდგომ შესაძლებელია გადატანილი იქნესმყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ნებართვის არსებობის შემთხვევაში

13. „დ” კლასის ნარჩენების ტრანსპორტირება, გაუვნებელყოფა და განადგურება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

VIII. ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სქემის რეალიზება

1. თითოეული სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების მიერ უნდა შემუშავდეს ნარჩენების შეგროვებისა და გატანის დეტალური გეგმა და დაისახოს ღონისძიებები მისი რეალიზებისათვის. ნარჩენების შეგროვებისა და გატანის გეგმის შესადგენად, საჭიროა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები:

ა) უნდა განხორციელდეს წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი, ნარჩენების დაგროვების ოდენობის გაანგარიშებით, კლასებისდა მიხედვით;

ბ) თითოეული კლასის ნარჩენისათვის უნდა განისაზღვროს ნარჩენების პირველადი შეგროვების ადგილებში გამოყენებული, აუცილებელი შესაფუთი მასალების რაოდენობა;

გ) ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების ტარა,  კონტეინერები და სამედიცინო ნარჩენებისდროებითი შენახვისათვის განკუთვნილი სათავსები, სრულად უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე სანიტარიული წესების პუნქტებში მოცემულ მოთხოვნებს.

2. უნდა შემუშავდეს ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა სხვადასხვა კლასის ნარჩენების განცალკევებით შეგროვებისა და გატანის მოთხოვნების შესაბამისად.

3. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, უნდა დამტკიცდეს ინსტრუქცია, რომელიც დაადგენს ნარჩენებისადმი მოპყრობის წესებსა და თანამშრომელთა პერსონალურ პასუხისმგებლობას, აგრეთვე ნარჩენების გატანის სქემას, შემდეგი მონაცემებით:

ა) ნარჩენების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შედგენილობის შესახებ;

ბ) ნარჩენების შესაგროვებელი ადგილებისა და გამოყენებული ჭურჭლის სახეობების შესახებ;

გ) ნარჩენების დროებითი შენახვის ადგილების შესახებ;

დ) ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და გატანისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ.

დანართი 1

(სავალდებულო)

IX. მოთხოვნები სამედიცინო ნარჩენების დროებითი შენახვისათვის განკუთვნილი სათავსისადმი

1. სათავსის იატაკი, კედლები და ჭერი აუცილებელია მოპირკეთდეს ისეთი მასალით, რომელიც დაექვემდებარება სველი წესით დამუშავებასა და დეზინფექციას.

2. სათავსი უნდა აღიჭურვოს:

ა) ხელსაბანით;

ბ) წყლის ჩასადინარით;

გ) ვენტილაციის სისტემით.

დანართი 2

X. ზოგადი მოთხოვნები სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნახმარი წყლების გაწმენდისა და გაუსნებოვნებისადმი

1. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნახმარი წყლების გამწმენდი ნაგებობები უნდა დაპრო-ექტდეს დასახლებული ადგილების საყოფაცხოვრებო ნახმარი წყლების გაწმენდისათვის რეკომენდებული სქემების შესაბამისად და აუცილებელია შეიცავდეს ისეთ აპრობირებულ ელემენტებს, როგორიცაა მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდა, კონკრეტული პირობების გათვალისწინებით.

2. ინფექციური, ფტიზიატრიული საავადმყოფოების და განყოფილებების ნახმარი წყლები განეკუთვნება ჩამდინარე წყლების იმ კატეგორიას, რომელთა გაწმენდასა და გაუსნებოვნებას წაეყენება განსაკუთრებული მოთხოვნები, მათი სპეციფიკურობის გათვალისწინებით.

XI. ინფექციური საავადმყოფოები და განყოფილებები

1. დასახლებული ადგილების გარე კანალიზაციაში ჩაშვებამდე ინფექციური საავადმყოფოებისა და განყოფილებების ჩამდინარე წყლები უნდა გაუსნებოვნდეს შემდეგი პრინციპით:

ა) ნაწლავური ინფექციებით დავადებულთა გამონაყოფების გაუსნებოვნების გზით უშუალოდ განყოფილებაში, საკანალიზაციო ნახმარი წყლების სრული ბიოლოგიური გაწმენდისა და გაუსნებოვნების პირობით წყალსატევებში ჩაშვებამდე;

ბ) ლოკალური გამწმენდი დანადგარების მოწყობით ინფექციური საავადმყოფოების ან განყოფილებების ტერიტორიაზე ყველა სახის ჩამდინარე წყლების გაწმენდისა და გაუსნებოვნებისათვის.

2. ინფექციური საავადმყოფებისა და განყოფილებების ლოკალური გამწმენდი ნაგებობები უნდა წარმოადგენდეს ნაგებობათა კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს ნახმარი წყლებისა და ნალექების მექანიკურ, ასევე ბიოლოგიურ გასუფთავებასა და გაუსნებოვნებას.

3. მცირე ინფექციური განყოფილებებისათვის (დღე-ღამეში 25მ3 წყალხარჯვით), ხოლო ცალკეულ შემ-თხვევებში, საავადმყოფებისა და მსხვილი ინფექციური განყოფილებებისათვის, დასაშვებია ჩამდინარე წყლების გაწმენდა გახანგძლივებული მექანიკური გაუფერულებით სეპტიკებში და გაძლიერებული გაუსნებოვნებით საქლორატორო მოწყობილობის გამოყენებით.

4. დასახლებული პუნქტის ფარგლებს გარეთ, უკანალიზაციო რაიონში განლაგებული ინფექციური საავადმყოფოებისათვის განსაკუთრებულ აუცილებლობას წარ-მოადგენს ლოკალური გამწმენდი ნაგებობების არსებობა, ნახმარი წყლების დამოუკიდებელი არინებისათვის.

5. ინფექციური საავადმყოფებისა და განყოფილებების ნახმარი წყლების გაუსნებოვნებისათვის საქლორატორო დანადგარების წარმადობა გაიანგარიშება 30გ/მ3 აქტიური ქლორის ხარჯვით ნახმარი წყლების ერთჯერადი მექანიკური გაუფერულებისას, ხოლო 10გ/მ3 ხარჯვით – ნახმარი წყლების წინასწარი ბიოლოგიური გაწმენდისას.

6. ნახმარი წყლების გაუსნებოვნებისას ქლორის ჰიპოქლორიტით, სამუშაო ხსნარის ავზის მოცულობა გათვლილი უნდა იყოს დღე-ღამურ მარაგზე, ხსნარში აქტიური ქლორის 3%-მდე კონცენტრაციით. ქლორის სამუშაო დოზებმა უნდა უზრუნველყოს ნაშთი ქლორის დონე ბიოლოგიური გაწმენდის შემდეგ არანაკლებ 1,5მგ/ლ-ისა და არანაკლებ 3მგ/ლ-ისა მექანიკური გაუფერულების შემდეგ.

7. ორიარუსიანი სალექარებისა და ჩვეულებრივი სეპტიკების ნალექი, აგრეთვე ჭარბი აქტიური ლამი ბიონაგებობებიდან, საჭიროებს სავალდებულო გაუსნებოვნებას თერმული მეთოდით (დეჰელმინთიზატორი). დეჰელმინტიზატორიდან ან სეპტიკდეჰელმინთიზატორიდან ნალექი შეიძლება:

ა) გაიტანონ სალამე მოედნებზე და შემდგომ გამოყენებულ იქნეს სასუქად;

ბ) ჩაუშვან დასახლებული პუნქტის საკანალიზაციო ქსელში;

გ) გადატვირთონ საასენიზაციო ტრანსპორტით გადანაყარის საერთო გაუსნებოვნების ადგილზე.

ცხრილი 1

 სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ნარჩენების კლასიფიკაცია

 საშიშროების კატეგორია

„ა“ კლასი

უსაფრთხო

„ბ“ კლასი

საშიში

(სარისკო)

„გ“ კლასი

განსაკუთრებით საშიში

„დ“ კლასი

ნარჩენები, რომელიც შედგენილობით საწარმოოს მსგავსია

„ე“ კლასი

რადია ქტიუ

რი ნარჩე ნები

მორფოლ

ოგიური შედგენილობის დახასია თება

ნარჩენები, პაციენტის ბიოლოგიურ სითხეებთან, ინფექციურ ავადმყოფებთან კონტაქტის გარეშე, არატოქსიკური ნარჩენები. საკვების ნარჩენები სამკურნალო-

პროფილაქტიკური დაწესებულების ყველა განყოფილებიდან, კანისა და ვენერიულის, ფთიზიატრიულის და ინფექციურის გარდა. ავეჯი, ინვენტარი, დაზიანებული სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა, რომელიც ტოქსიკურ ელემენტებს არ შეიცავს. არაინფიცირებელი ქაღალდი, სამშენებლო ნაგავი და ა. შ.

პოტენციურად ინფიცირებული ნარჩენები. სხვადასხვა გამონაყოფებით, მ.შ. სისხლით დაბინძურებული მასალები და ინსტრუმენტები. ავადმყოფთა გამონაყოფები. პათოლოგანა

ტომიური ნარჩენები. საოპერაციოს ორგანული ნარჩენები (ორგანოები, ქსოვილები და ა.შ.). ინფექციური განყო-ფილებების ყველანაირი ნარჩენი (მ.შ. საკვების). განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მომუშავე  ლაბორატორიის ნარჩენები. ვივარიუმების ბიოლოგიური ნარჩენები.

მასალები, რომლებსაც იყენებენ განსაკუთრებით საშიში ინფექციებით დაავადებულ ავადმყოფებთან. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მომუშავე ლაბორატორიების ნარჩენები. მიკოლოგიური, ფტიზიატრიული საავადმყოფოების ნარჩენები. ანაერობული ინფექციით მოავადე პაციენტების ნარჩენები.

ვადაგასული სამკურნალწა

მლო საშუალე ბები., სამკურ ნალო და დიაგნოსტიკური პრეპარატების ნარჩენები, დეზსაშუალე ბები, რომლებიც გამოუსადე-

გარია გამოყენებისათ

ვის, ან ვადაგასულია. ციტოსტატიკური და სხვა ქიმპრეპარატები. ვერცხლის- წყალშემცველი საგნები, იარაღები და აღჭურვილობა.

რადიაქტიური კომპონენტების შემცველი ყველა სახის ნარჩენი.