დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დავალიანების ანაზღაურების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2180 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016445 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2180
2013 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დავალიანების ანაზღაურების შესახებ
ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში, 2013 წლის 1 ნოემბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დავალიანების ანაზღაურების მიზნით, შესაბამისად მიმართოს სს „თელასისათვის“ – 653 366 (ექვსას ორმოცდაცამეტი ათას სამას სამოცდაექვსი) ლარი, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ – 102 609 (ას ორი ათას ექვსას ცხრა) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
დოკუმენტის კომენტარები