საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016462
  • Word
2174
26/12/2013
ვებგვერდი, 17/01/2014
000000000.00.003.016462
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2174

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

2013 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარგში დასაქმე­ბუ­ლი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოუყოს 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის დადგინდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ, ხოლო სხვა დანარჩენი ციტრუსის მწარმოებელი თვითმმართველი ერთეულებისათვის შესაბამისი საკრებულოების  მიერ.

3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ ციტრუსის შემსყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირი(ებ)ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის, ციტრუსის შემსყიდველი პირისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლის მიერ და ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაცია) საფუძველზე შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ციტრუსის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე, მათ მიერ ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე ციტრუსის შემსყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირი(ებ)ს მიერ გადახდილი თანხის დამატებით 0.15 ლარის გაცემა.

4. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მიეცეს უფლება, განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ციტრუსის მოსავლის აღების ხელშეწყობის ღონისძიებები განახორციელოს როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ, ასევე სხვა ციტრუსის მწარმოებელ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში და ამ მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხები გადაურიცხოს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს.

5. განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში, განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დანიშნულებით თანხების გაცემა განხორციელდეს 2013 წლის 6 დეკემბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე.

პრემიერ-მინისტრი                               ი . ღარიბაშვილი