მაგისტრალური ნავთობსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მაგისტრალური ნავთობსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017694
75
15/01/2014
ვებგვერდი, 20/01/2014
300160070.10.003.017694
მაგისტრალური ნავთობსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №75

2014 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

მაგისტრალური ნავთობსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103–ე მუხლის პირველი ნაწილისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი მაგისტრალური ნავთობსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

მაგისტრალური ნავთობსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ

თავი I რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება


მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი მაგისტრალური ნავთობსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ  (შემდგომში - ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს მაგისტრალური ნავთობსადენის მოწყობილობის და ნაგებობის მიმართ.

2.  ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება დასაპროექტებელ, მშენებარე  და ექსპლუატაციაში მყოფ მაგისტრალურ ნავთობსადენებზე და სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მაგისტრალურ ნავთობსადენთან დაკავშირებულ შესაბამის საქმიანობას.

3.მაგისტრალურ ნავთობსადენში შედის: ხაზობრივი კონსტრუქცია, სათავე ნაგებობები, შუალედური ნავთობგადასატუმბი სადგურები, ნავთობის მიღებისა და გაცემის ბაზები, ნავთობის გათბობის პუნქტები და ნავთობის შერევის სადგურები.

4.მაგისტრალური ნავთობსადენების ხაზობრივ კონსტრუქციაში შედის:

ა) უშუალოდ ნავთობსადენი  განშტოებებით, ჩამკეტი და მარეგულირებელი არმატურით; ბუნებრივ და ხელოვნურ დაბრკოლებებზე გადასასვლელები; გამწმენდი ნაგებობების გაშვების და მიღების მოწყობილობები;

ბ) მილსადენების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დამცავი მოწყობილობები;

გ)  კავშირგაბმულობის, ტელემექანიკის, ავტომატიკის ხაზები და ნაგებობები;

დ) ტრასის გასწვრივ განლაგებული მუდმივი გზები და მათთან მისასვლელები;

ე) ელექტროქიმიური დაცვის, ელექტროენერგიით მომარაგების და დისტანციური მართვის გადამცემი ხაზები;

 ვ) ხანძარსაწინააღმდეგო   მოწყობილობები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 ა) მაგისტრალური ნავთობსადენი - მილსადენი და მასთან დაკავშირებული ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების  ტრანსპორტირებისათვის და არ გამოიყენება მათი განაწილებისა და მოხმარებლისთვის მისაწოდებლად.   მივუთითოთ კონკრეტული კრიტერიუმიც.                                                 

ბ) ნავთობგადასატუმბი სადგური - წარმოადგენს ნაგებობების და მოწყობილობების კომპლექსს, სადაც მილსადენის მეშვეობით ხორციელდება ნავთობის მიღება, შეგროვება და გადატუმბვა, რომელიც მოიცავს შერმდეგ ობიექტებს: სატუმბო საამქრო, სატუმბო-ძალოვანი აგრეგატებით და შეპოხვის, გაცივების და საწვავის მიწოდების სისტემებით;სარეზერვუარო პარკი; ტექნოლოგიური მილსადენი; წყალმომარაგების, თბომომარაგების, სავენტილაციო, საკანალიზაციო და ხანძარქრობის სისტემა; ელექტრომომარაგების, ავტომატიკისა და ტელემექანიკის, კავშირგაბმულობისა და რადიოგადაცემის  მოწყობილობა;

გ) ტექნოლოგიერი მილსადენები - შიდა მოედნის ნავთობსადენები; მილსადენების შემაერთებელი დეტალები; ჩამკეტი, მარეგულირებელი და დამცავი არმატურა; აღრიცხვისა და კონტროლის კვანძები, ფილტრები და სხვა მოწყობილობა.

დ) საქვაბე - ტექნოლოგიური ოპერაციების დროს ნავთობპროდუქტების შეთბობის მიზნით ორთქლის მისაღებად განკუთვნილი ტექნოლოგიური დანადგარი.

ე)   ჩამკეტი არმატურა - მოწყობილობა მილსადენში ნაკადის გადასაკეტად.

ვ)  აფეთქებასაფრთხიანი ზონა - სივრცე, რომელშიც არსებობს ან შეიძლება წარმოიქმნას აფეთქებასაფრთხიანი ნარევები და რომლის ფარგლებში დაწესებულია შეზღუდვები აფეთქების წარმოქმნის ალბათობის შემცირების მიზნით.

 ზ)საწარმოო ინსტრუქციები - საწარმოში დამუშავებული და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული კონკრეტული სამუშაოს ჩატარების თანამიმდევრობის, თანამდებობრივი მოვალეობების შესრულების მეთოდური მითითებები.

თ) ნავთობმედეგი შესრულება - ისეთი მასალის გამოყენება,  რომელიც არ განიცდის  ნავთობისგან მავნე ზემოქმედებას.

თავი II. პერსონსალი

მუხლი 3.მომსახურე პერსონალი

1. მაგისტრალური ნავთობსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე  პასუხიმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს  საექსპლუატაციო და სარემონტო საქმიანობასთან  დაკავშირებული პერსონალი შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციითა და ინსტრუქციებით სამუშაოზე დაშვებამდე და ასევე უზრუნველყოს მათი კვალიფიკაციის შესაბამისი დონე.

თავი III. მაგისტრალური ნავთობსადენის მეურნეობა

მუხლი 4. მშენებლობა, ექსპლუატაცია

1. მაგისტრალური ნავთობსადენის მშენებლობა, რეკონსტრუქცია, ასევე შესაბამისი  საპროექტო სამუშაოები  წარიმართება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ “   საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილების შესაბამისად.

2. მაგისტრალური ნავთობსადენის ტექნოლოგიური, ენერგეტიკული და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე, დამხმარე მოწყობილობის ექსპლუატაციისას მოთხოვნების დაცვა უნდა ხდებოდეს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების და ესპლუატაციის ინსტრუქციების  შესაბამისად.                                                 

3. მაგისტრალური ნავთობსადენის ექსპლუატაცია დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში არსებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში.

მუხლი 5.მაგისტრალური ნავთობსადენის ტერიტორია

1. სათავსოებში, სადაც შესაძლებელია აფეთქებასაშიში  აირის გამოყოფა, საჰაერო სივრცის კონტროლისათვის დამონტაჟებული და მუდმივად გამართულ მდგომარეობაში  უნდა იყოს ავტომატური სიგნალიზატორები.                                                                                                     

2.  ნავთობგადასატუმბი სადგურები აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარქრობის მექანიკური და  ავტომატური საშუალებებით შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 

3. ყველა ობიექტზე გამოკრული უნდა იყოს სახანძრო წყალსადენის სქემები, სახანძრო ჰიდრანტების განთავსების ადგილების ჩვენებით. ჰიდრანტებთან უნდა იყოს დამონტაჟებული შუქურა ან ფლუორისცენტული  მაჩვენებლები.                                                                        

4.  მეხამრიდების და დამცავი ჩამიწების განთავსება და ექსპლუატაციის პირობები   უნდა  აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტისმოთხოვნებს.  

5. შესასვლელ-გასავლელი, კიბის უჯრედები, ტამბურები, დერეფნები და ხანძარქრობის საშუალებებთან მისასვლელები  უნდა იყოს თავისუფალი და დაბრკოლებების გარეშე მოწყობილი.                                                                                                             

6. მაგისტრალური ნავთობსადენის მფლობელი ვალდებულია ჰქონდეს შემუშავებული და განთავსებული ევაკუაციის გეგმა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.                                         

7. ევაკუაციის გეგმა შეიცავს:

ა) ნავთობსადენის ობიექტის ტერიტორიის გეგმას, ძირითადი და სათადარიგო გასასვლელების ჩვენებით;

ბ) შენობის და სათავსის გეგმას (სართულების მიხედით), ძირითადი და სათადარიგო გასასვლელების ჩვენებით;

გ) პერსონალის მოქმედების გეგმას, ადამიანების და ქონების ევაკუაციის და ხანძრის ქრობის დროს.

8. ევაკუაციის გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელია ობიექტის ხელმძღვანელი.

9. მაგისტრალური ნავთობსადენების სახაზო ნაწილის კაპიტალური შეკეთების დროს დაცული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები და  ინსტრუქციები, უბნის სპეციფიკის გათვალისწინებით.

10. მიწისქვეშა ნავთობსადენის ტრასის განთავსების ზედაპირზე განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებული აღნიშვნები, რომლებიც უნდა მოიცავდეს  ნავთობსადენის ღერძის განთავსების ადგილს, კილომეტრაჟის აღნიშვნას და ჩაღრმავების მონაცემებს. მიწისქვეშა ტექნოლოგიურ კომუნიკაციებს, წყალსადენებს, საკანალიზაციო და თბომომარაგების ქსელებს და სხვა კომუნიკაციებს, ნაგებობებსა და ჭებს მიწის ზედაპირზე განთავსებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებული აღნიშვნები.

11.  სარემონტო სამუშაოები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებს.  

12. მაგისტრალური მილსადენების ინფრასტრუქტურა დაცული უნდა იქნეს  კოროზიისა და მოხეტიალე დენების ზეგავლენისაგან შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით.

13. ნავთობსადენებზე სახაზო ჩამკეტი არმატურის განთავსების ადგილი და პირობები უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.   ჩამკეტ არმატურას უნდა ჰქონდეს შემორაგვა და გამაფრთხილებელი ნიშნები.

14. ჩამკეტი არმატურის ჭები  უნდა იყოს მიწის დონეზე მაღლა. ჭებში გრუნტის  წყლებისა და ატმოსფერული ნალექების მოხვედრა დაუშვებელია.   გადახურვის მქონე ჭები აღჭურვილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით.

15. სატუმბო სადგური განთავსებული უნდა იყოს შემორაგულ მოედანზე, რომლის დაცილება დასახლებული პუნქტებიდან და სამრეწველო საწარმოებიდან უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.                                                                                                                     

16. ნავთობგადასატუმბი სადგურის ექსპლუატაცია დაუშვებელია სამშენებლო/სარემონტო პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაოს დასრულებამდე.                                                                                                       

17. ნავთობგადასატუმბი სადგურის ტერიტორიის დანაგვიანება, მასზე დაღვრილი ნავთობის, ნავთობპროდუქტების და წყლის დაგროვება დაუშვებელია. ზამთარში გასასვლელები, ტროტუარები, გზები და ტერიტორიის ის უბნები, სადაც ოპერატიული გადართვები ხორციელდება თოვლისგან უნდა იწმინდებოდეს.

18. აფეთქებახანძარსაშიში სათავსოების, შენობებს და ობიექტებს  უნდა გააჩნდეთ , მათი აფეთქებასაფრთხიანი და ხანძარსაფრთხიანობის კლასისა და კატეგორიის შესახებ  მითითებები.                                                           

19. მაგისტრალური ნავთობსადენის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანძარუსაფრთხოების ნორმების შესრულება.

20. თითოეულ ნავთობგადასატუმბ სადგურზე  შედგენილი უნდა იყოს ტექნიკური  დოკუმენტაცია დამონტაჟებული მოწყობილობისა და ნაგებობების ჩამონათვალით და მათი მოკლე ტექნიკური დახასიათებით.                

21. საწვავ-საპოხი მასალების საწყობებში და სხვა ადგილებში, სადაც ინახება წვადი და ადვილად აალებადი მასალები, სითხეები და აირები დატანილი უნდა იყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები                                                         

მუხლი 6.  საწარმოო შენობები და ნაგებობები

1.  შენობების, ნაგებობების და მათი ელემენტების რეკონსტრუქცია და რემონტი უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი პროექტის მიხედვით.

2. ლითონის კონსტრუქციები დაცული უნდა იყოს კოროზიისაგან, მაგისტრალურ ნავთობდსადენზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საწარმოო შენობების კონსტრუქციული მდგრადობა, გამორიცხული უნდა იქნეს საძირკვლების/ ფუნდამენტების დაჯდომა, რაზედაც უნდა ხორციელდებოდეს მათი მუდმივი კონტროლი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

3.  იკრძალება ზეთის ან თხევადი საწვავის მოხვედრა ტუმბოების, ძრავების და სხვა მექანიზმების საძირკვლების ქვეშ.

4. მოედნები და კიბეები დაცული უნდა იყოს მოაჯირებით, რათა გამორიცხული იქნეს ადამიანის ჩავარდნა.

მუხლი 7. წყალმომარაგება, კანალიზაცია

1. ნავთობსაქაჩი სადგურები უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ძრავებისა და  ტუმბოების  გაგრილების სისტემებით და სახანძრო ჰიდრანტებით, რაზედაც უნდა არსებობდეს თვალსაჩინო ადგილას გამოკრული შესაბამისი სქემები.  

2.  წყლის სატუმბი სადგურის   სამანქანო განყოფილების შესასვლელში გამოკრული უნდა იყოს წყალმომარაგების სქემა ძრავების, ტუმბოების, წყლით გაგრილების მოწყობილობების, ჭების, სახანძრო ჰიდრანტების და არმატურის ნუმერაციის ჩვენებით. ასევე  სახანძრო ტუმბოების გაშვების რიგითობის ინსტრუქცია.

3.  წყალმომარაგების სისტემის მიმართ უნდა ხორციელდებოდეს მუდმივი კონტროლი.კონტროლისა და აღმოფხვრილი დაზიანებების შედეგები ასახული უნდა იყოს სპეციალურ ჟურნალში.      

4.  სხვადასხვა სისტემის კანალიზაციის მილსადენების გაერთიანება დაუშვებელია.

5. კანალიზაციის ქსელებში არსებულ ყველა ჭას უნდა გააჩნდეს ნუმერაცია და ქსელის სახეობის აღნიშვნის  მაჩვენებელი.

6. მაგისტრალური ნავთობსადენის ნავთობბაზებში, ნავთობსაქაჩ სადგურებსა დაჩამოსასხმელ პუნქტებში ჩამდინარე წყლის გასაწმენდად გათვალისწინებული უნდა იყოს გამწმენდი ნაგებობების კომპლექსი.

7. ყოველი რეზერვუარისა და რეზერვუართა ჯგუფის შემოზვინვის შემდეგ განთავსებულ  გამშვებზე, ასევე კანალიზაციის ხაზზე ნავთობდამჭერამდე და შემდეგ, დამონტაჟებული უნდა იყოს ჰიდრავლიკური ჩამკეტი.   

მუხლი 8.საწარმო სათავსოების ვენტილაცია

1.მაგისტრალურ ნავთობსადენის შენობა-ნაგებობებში არსებული ვენტილაცია უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაო ზონაში უსაფრთხო ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნებას.

2. გამწოვი და მომდენი ვენტილატორი, რომელიც ემსახურება სათავსოს, შესრულებული უნდა იყოს ნაპერწკალსაწინააღმდეგო მასალისაგან.   

3.  სავენტილაციო სისტემებმა  ექსპლუატაციაში გაშვებამდე უნდა გაიარონ  გამოცდა და გააჩნდეს  შესაბამისი შესაბამისობის შეფასების დადებითი დასკვნა/სერტიფიკატი. 

4. სავენტილაციო სისტემას უნდა ემსახურებოდეს კვალიფიცირებული პერსონალი.    

თავი IV. უსაფრთხოების მოთხოვნები მაგისტრალური ნავთობსადენის  ძირითადი მოწყობილობის, ნაგებობების ექსპლუატაციის მიმართ

მუხლი 9. სატუმბო საამქრო

1. სატუმბო საამქრო შედგება  ძირითადი და დამხმარე მოწყობილობისგან:

 ა) ძირითად მოწყობილობას მიეკუთვნება ტუმბოები და მათი ძრავები (სატუმბო აგრეგატები).

 ბ) დამხმარე მოწყობილობას მიეკუთვნება სატუმბო აგრეგატების მომსახურე მოწყობილობა: გაპოხვის, გაციების, საწვავის მისაწოდი, კონტროლისა და დაცვის სისტემები. ასევა სატუმბე საამქრო აღიჭურვება წყალმომარაგების, თბომომარაგების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით.

2. სატუმბო აგრეგატებსა და დამხმარე მოწყობილობაზე უნდა არსებობდეს მათი განთავსებისა და  ექსპლუატაციის ტექნოლოგიური სქემა   

3. სატუმბე საამქროს იატაკი უნდა იყოს  ნავთობმედეგი შესრულების.              

4. ნავთობსატუმბი საამქროს შენობები, ნაგებობები და ტერიტორია უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს, კერძოდ კი შემდეგი ობიექტები:

ა) ზედაპირული და გრუნტის წყლების არინების სისტემა.   

ბ) საავტომობილო გზები, სახანძრო ჰიდრანტებთან მისასვლელები, ხიდები, გადასასვლელები და სხვა;        

გ) წყალმომარაგების, ხანძარქრობის, საკანალიზაციო, სადრენაჟო და თბომომარაგების სისტემები;     

 დ) სარეზერვუარო პარკების, გამწმენდი ნაგებობების შემოზვინვა;  

  ე) ტერიტორიის შემორაგვა.      

 5. გადასატუმბი სადგურის ტერიტორიაზე ღია ცეცხლის გამოყენება აკრძალულია.

საშემდუღებლო და სხვა საცეცხლე სამუშაოები უნდა წარმოებდეს შესაბამისი სტანდარტის და ინსტრუქციის მოთხოვნათა  დაცვით.    

მუხლი 10. სატუმბო აგრეგატები

1. სატუმბი აგრეგატების მონტაჟი და გამართვა უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი სტანდარტის და ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციების შესაბამისად.   

 2. კოლექტორის ჰიდრავლიკური გამოცდები, მონტაჟის შემდეგ, უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.      

 3. აგრეგატის გაშვება აკრძალულია, შესაბამისი სტანდარტისა და დამამზადებლის ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევისას, კერძოდ კი შემდეგი ობიექტები:         

ა) გაპოხვის სისტემაში წნევის ვარდნისას;

ბ) საკისრების, ტუმბის კორპუსის, ელექტროძრავას ან ნავთობის ტემპერატურის აწევისას;

გ) შემჭიდროებიდან ნავთობის  გაჟონვისას;

დ) ელექტროძრავის კორპუსში ჭარბი წნევის ვარდნისას;

ე) გაცივების სისტემაში წნევის ვარდნისას;

ვ)  ვიბრაციისას.

4. სატუმბი აგრეგატების  ტექნიკური მომსახურება და რემონტი უნდა წარმოებდეს შესაბამისი სტანდარტის და  ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციის შესაბამისად.      

5. ელექტროძრავები, რომლებიც გამოიყენება პროდუქტის  გადასატუმბად, უნდა იყოს აფეთქებაუსაფრთხო შესრულებით.  

მუხლი 11. შეზეთვის სისტემები

1. სატუმბო აგრეგატის ექსპლუატაციის პროცესში უნდა ხორციელდებოდეს აგრეგატის საკისრის შესასვლელში ზეთის ტემპერატურის და წნევის, ასევე საკისრების ტემპერატურის კონტროლი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით,

2. შეზეთვის სისტემაში ზეთის შეცვლა უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი სტანდარტისა და დამამზადებლის ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვით.

3. შეზეთვის სისტემის ელემენტები (მილსადენები, ფილტრები, მაცივრები, ზეთის ავზები და სხვა) პერიოდულად უნდა იწმინდებოდეს  შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

4. ნავთობსატუმბო სადგურის სატუმბი საამქროში, შესაბამისი სტანდარტის დაცვით, შედგენილი და გამოკრული უნდა იყოს შეზეთვის სისტემის სქემა.    სქემაში დატანილი უნდა იყოს ზეთის სადენები, მოცულობები, ტუმბოები,არმატურა და ა.შ., ასევე ზეთის დასაშვები მინიმალური და მაქსიმალური წნევა და ტემპერატურა.

მუხლი 12. გაგრილების სისტემა

1. გაგრილების აგრეგატებისა და თბოგაცვლის აპარატების ნადებისა და ჭუჭყისაგან გაწმენდის ვადები და მეთოდები დგინდება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, რომელიც დამოკიდებულია  გაგრილების სისტემის კონსტრუქციაზე, გაჭუჭყიანების დონეზე, წყლის სიმკვრივესა და ხარჯზე.     

2. გაგრილების სისტემამ უნდა უზრუვნელყოს წყლის წნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ მითითებულ სიდიდეზე.  

 3.სატუმბო საამქროში უნდა იყოს გაგრილების სისტემის სქემა კომუნიკაციებით, სადაც ნაჩვენებია ტუმბოები, სავენტილაციო სისტემები, არმატურა, თბოგაცვლის აპარატები და ა.შ., ასევე დასაშვები წნევები და ტემპერატურები, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 

მუხლი 13. ბლოკურ-კომპლექტური ნავთობსაქაჩი სადგურები

1.ბლოკურ-კომპლექტური ნავთობსაქაჩი სადგურების ბლოკები უზრუნველყოფილი  უნდა იყოს ავტოტრანსპორტის მისასვლელებით.   

2. ბლოკურ-კომპლექტური ნავთობსაქაჩ სადგურს უნდა გააჩნდეს ტექნიკური პასპორტი, შედგენილი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.   

მუხლი 14. სარეზერვუარო პარკი

1.შუალედურ გადასაქაჩ სადგურებში, სატუმბოს მოწყობილობების დამოუკიდებელი მუშაობისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ტევადობები, შესაბამისი სტანდარტის მიხედევით, რომელიც დამოკიდებულია ნავთობსადენის დღიურ გამტარუნარიანობაზე.  

2. პარალელური ნავთობსადენის შემთხვევაში ტევადობის ჯამური ზომა განისაზღვრება მათი დღიური ერთობლივი მუშაობით.

3. ყოველ სარეზერვუარო პარკში დამონტაჟებული უნდა იყოს ნავთობის ავარიული  საცავი შესაბამისი სტანდარტის დაცვით.      

4. ყოველი რეზერვუარი აღჭურვილი უნდა იყოს აორთქლების საწინააღმდეგო საშუალებებით, ლექის დაგროვების საწინააღმდეგო სისტემით და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით.              

5. მცურავსახურავიან და პონტონიან რეზერვუარებს  უნდა გააჩნდეს  მოქმედი სტანდარტით განსაზღვრული ტექნიკური დოკუმენტაცია.        

6.   ღამე, სარეზერვუარო პარკის ტერიტორია უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკმარისი განათებით იმგვარად, რომ გამოირიცხოს სიბნელით გამოწვეული ავარია.        

7. ყოველ მიწისზედა რეზერვუარს ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად კორპუსზე უნდა ჰქონდეს მკაფიოდ გამოსახული რიგითი ნომერი.      

8.  ყოველ რეზერვუარზე შედგენილი უნდა იყოს გრადუირების ცხრილი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.         

9. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, რეზერვუარის ტევადობიდან გამომდინარე, მოწყობილი უნდა იყოს  ავტომატური ხანძარქრობის სისტემით.       

10.  რეზერვუარის ფუძის ჯდომაზე უნდა ხორციელდებოდეს დაკვირვება მოქმედი სტანდარტის მიხედვით.

11.  სარეზერვუარო პარკზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით  შემუშავებული უნდა იყოს რეზერვუარების  ტექნოლოგიური რუკა, სადაც ნაჩვენები იქნება:               

ა) რეზერვუარის ნომერი;

ბ) რეზერვუარის ტიპი და ტევადობა;

გ) რეზერვუარის ფაქტობრივი სიმაღლე;

დ) სასუნთქი და დამცავი სარქველების, ცეცხლჩამხშობი დამცველების, ლექის დაგროვების აღმოფხვრის სისტემების და აორთქლების საწინააღმდეგო საშუალებების რაოდენობა და დახასიათება;

ე) ნავთობის შეთბობის მაქსიმალური ტემპერატურა;

ვ) რეზერვუარის შევსებისა და დაცლის დასაშვები წარმადობა.

12.  რეზერვუარის შევსების  (დაცლის) მწარმოებლობა  უნდა შეესაბამებოდეს დამონტაჟებული სასუნთქი და მცველი სარქველების ან სავენტილაციო მილყელების გამტარუნარიანობას.         

13. ერთ რეზერვუარზე დამონტაჟებული დამცავი სარქველების საპროექტო ჯამური გამტარუნარიანობა არ უნდა იყოს ნაკლები, ვიდრე სასუნთქი სარქველების.

14. სარეზერვუარო პარკის ტერიტორიაზე, თვალსაჩინო ადგილზე, შესაბამისი სტანდარტის დაცვით, გამოკრული უნდა იყოს მილსადენის განთავსების სქემა  ურდულის დანიშნულების მითითებით.          

15. ყოველ რეზერვუარს უნდა გააჩნდეს სიმაღლის ტრაფარეტი თვალსაჩინო ადგილას. სიმაღლის ტრაფარეტის სიდიდე მოწმდება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.             

მუხლი 15.ნავთობის   მიღების და გადატვირთვის ბაზები

1. ბაზებში ნავთობის მიღება და გადატვირთვა უნდა წარმოებდეს    ჩამსხმელ- ჩამომხსნელ ესტაკადებზე და ნავსაყუდელზე.        

2. ესტაკადები და ნავსაყუდელი აღჭურვილი უნდა იყოს მოედნებით, გადასასვლელი ხიდებით, კიბეებით, რაც უზრუნველყოფს მომსახურე პერსონალის უსაფრთხო მუშაობას. 

3.  ესტაკადები და ნავსაყუდელის განათება უნდა ხორციელდებოდეს ხანძარუსაფრთხო შესრულების პროჟექტორებით, ასევე აღჭურვილი უნდა იყოს ორმხრივი კავშირით და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით.             

4. ჩამსხმელ-ჩამომხსნელი ნაგებობები  უნდა იყოს ჩამიწებული.          

 5.ჩამსხმელ ჩამომხსნელი ნაგებობების მოედნების საფარი უნდა იყოს ბეტონის და უზრუნველყოფდეს სითხის ჩადინებას წყალქცევის ჭებსა და არხებში, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს შემკრებ კანალიზაციასთან.                 

 6.   ნავთობსადენზე და კოლექტორზე უნდა იყოს შედგენილი გრადუირების ცხრილი.       

 7. ჩამსხმელ-ჩამომხსნელი მოწყობილობები, კომუნიკაციები და შეერთებები უნდა იყოს  ჰერმეტული.      

 8.  ორი სხვადასხვა ხარისხის ნავთობის ერთდროული ჩასხმა-ჩამოსხმა აკრძალულია გამხოლოებული კოლექტორების არარსებობისას.           

  9.  ჩამსხმელ-ჩამომხსნელ ნაგებობებზე და ნავსაყუდელზე საექსპლუატაციო სამუშაოების ჩატარებისას, საცეცხლე სამუშაოების ჩატარება აკრძალულია. 

თავი IV.უსაფრთხოების მოთხოვნები მაგისტრალური ნავთობსადენის  დამხმარე მოწყობილობების, ნაგებობების ექსპლუატაციის მიმართ

მუხლი 16. ნავთობის შეთბობის პუნქტები და შერევის სადგურები

1.  მაგისტრალური ნავთობსადენით მაღალი სიბლანტის ნავთობის გადაქაჩვისას წარმოებს მისი შეთბობა   შეთბობის პუნქტებში.

2. შეთბობის პუნქტებში შედის:

ა) შეთბობის ღუმელი;

ბ) შიდა ცირკულაციის სისტემა, რათა აღმოიფხვრას ნავთობის გამყარება კომუნიკაციებში.

გ) კომუნიკაციებში და მაგისტრალურ მილსადენებში გამყარებული ნავთობის დაძვრის სისტემა.

3. შეთბობის პუნქტებში არსებული რეზერვუარები აღჭურვილი უნდა იყოს ნავთობის გამყარების და ლექის აღმოფხვრის გამაფრთხილებელი სისტემებით.    

4. ღუმელის  დადგენილ რეჟიმზე მუშაობისას რადიაციის კამერის გამოსასვლელზე აირის ტემპერატურა უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტს.

5. შეთბობის ღუმელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სტაციონარული  ქაფქრობის საშუალებებით. აკრძალულია ღუმელების ექსპლუატაცია ხანძარქრობის საშუალებების  გარეშე.

 6.  შეთბობის ღუმელის მოედანი უნდა იყოს შემოზვინული.

მუხლი 17. ტექნოლოგიური მილსადენები

1.  ტექნოლოგიური მილსადენების, არმატურის და მოწყობილობების მუშა წნევა და გამოცდის რეჟიმი დგინდება შესაბამისი სტანდარტით შემუშავაბული ტექნოლოგიური პროექტით.          

2. ტექნოლოგიურ მილსადენებზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით შედგენილი უნდა იყოს ტექნოლოგიური სქემები, სადაც  არმატურას, დანადგარებს, ხელსაწყოებს და მოწყობილობებს უნდა გააჩნდეს შესაბამისი აღნიშვნები და ნუმერაცია.                

მუხლი 18. ნავთობის ხარისხის კონტროლი

1. ნავთობის ანალიზის ლაბორატორიის და ნიმუშის აღების პროცედურის უსაფრთხოება  უნდა იყოს დაცული  შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

 2.  ლაბორატორიის ყველა სათავსი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძარქრობის პირველადი საშუალებებით.  

მუხლი 19.საქვაბე

1.  სამუშაო ადგილზე შესაბამისი სტანდარტის დაცვით გამოკრული უნდა იყოს ორთქლის, წყლის, აირის და მაზუთის მილგაყვანილობის სქემები არმატურის ჩვენებით, ასევე საექსპლუატაციო ინსტრუქციები. 

 2. ექსპლუატაციის უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად ქვაბი აღჭურვილი უნდა იყოს არმატურითა და შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებით.   

მუხლი 20. გადატვირთვის რეჟიმი

1. ტექნოლოგიური რეჟიმი უნდა უზრუნველყოფდეს ნავთობის გადატვირთვას მოთხოვნილი გამტარუნარიანობით და მინიმალური დანაკარგებით, ასევე ნავთობსადენის უსაფრთხო და უავარიო ექსპლუატაციას,  შესაბამისი სტანდარტის დაცვით.                                                                                     

  2. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით დამუშავებული უნდა იყოს რეზერვუარებისა და დანადგარების ექსპლუატაციის ტექნოლოგიური სქემა.

თავი V. უსაფრთხოების მოთხოვნები ელექტროდანადგარების

ექსპლუატაციის მიმართ

მუხლი 21. ელექტრომომარაგება

1. ყველა ელექტრო დანადგარი შესრულებული უნდა იყოს პროექტის შესაბამისად და  აკმაყოფილებდეს „ელექტროდანადგარების უსაფრთხოების წესები“-სა და შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნებს.          

2. საკაბელო ხაზები აფეთქებასაშიში შენობების შესასვლელსა და გამოსასვლელებში უნდა იყოს ჰერმეტიულად ამოვსებული.           

3.  ღია სადენების ხაზს უნდა გააჩნდეს მეხამრიდი.  

4.  მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.                              

მუხლი 22. კოროზიისაგან ნავთობსადენების დაცვა

1. მაგისტრალური ნავთობსადენის  კათოდური და დრენაჟული დაცვის სადგურები უნდა იყოს შემოღობილი, გააჩნდეთ გამაფრთხილებელი წარწერები შესაბამისი სტანდარტის დაცვით,  ტრასის ნომრის და კილომეტრის მითითებით.

 2.   კათოდური დაცვის სადგურებზე მოწყობილი უნდა იყოს მეხამრიდი.  

3.  მიწისქვეშა ლითონის ნაგებობების ანტიკოროზიული კონტროლი ხორციელდება საკონტროლო - საზომ პუნქტებში, რომლებიც განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.                           

4. ელექტროქიმიური დაცვის მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება უნდა ხორციელდებიდეს მოქმედი სტანდარტის დაცვით.

5.  ელექტროქიმიური დაცვის საშუალებების დამცავი ჩამიწება უნდა შეესაბამებოდეს „ელექტრო დანადგარების მოწყობის წესები“-ს და სტანდარტების მოთხოვნებს.

მუხლი 23.სტატიკური ელექტროობა და მეხდაცვა

1. ყველა ლითონის მოწყობილობის, რეზერვუარების, ნავთობსადენების, ჩასხმა-გადმოსხმის მოწყობილობების, რომლებიც განთავსებულია შენობის შიგნით და გარეთ და გამოიყენება ადვილადაალებადი და წვადი სითხეების (ნავთობი) ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემისთვის, სტატიკური ელექტროობისაგან დაცვის მიზნით  უნდა იქნეს ჩამიწებული.                                                                                                                                        

2. ჩამიწების საერთო სისტემიდან უნდა გამოიყოს და ჩამიწდეს ცალკეული აპარატი, რომელიც წარმოადგენს სტატიკური ელექტროობის წარმოქმნის წყაროს (ჩასხმა-გადმოსხმის მოწყობილობები, ტუმბოები და სხვა).                                                                                

3. ჩამიწებას და ჩამიწების საერთო სისტემასთან მიერთებას ექვემდებარება ცალკე განთავსებული მოცულობები და აპარატები. ჩამიწების სისტემაში მიმდევრობითი ჩართვა დაუშვებელია.

4.  მაგისტრალური ნავთობსადენის ჩამიწების მოწყობილობის განთავსება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტს.                                                                                                                                                                    

5.  რკინიგზის ლიანდაგები, ჩასხმა-გადმოსხმის საზღვრებში, ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული ელექტრულად და საიმედოდ ჩამიწებული.                                             

6. ყველა  რეზინის სახელო ლითონის  დაბოლოებით, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ცისტერნებსა და გემებში ნავთობის ჩასასხმელად (გადმოსასხმელად)  უნდა იყოს ჩამიწებული.         

თავი VI. არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები:

მუხლი 24. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

1.      ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში,მე-5 მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-9, მე-10, მე-11, მე-13, მე-14, მე-16, მე-18, მე-20, 21-ე პუნქტებში, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-7 მუხლის მე-3, მე-5,მე-6 და მე-7  პუნქტებში, მე-8 მუხლის პირველ პუნქტში, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-10 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში,  მე-11 მუხლის პირველმ მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-12 მუხლის პირველ, მე-2  და მე-3 პუნქტებში, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში, მე-14 მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8, მე-10, მე-11, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტებში, მე-15 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-16 მუხლის მე-6 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-18 მუხლის პირველ პუნქტში, მე-19 მუხლის პირველ პუნქტში, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 22-ე მუხლის პირველ,მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, 23-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2.ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლი პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-5 მუხლის პირველი, მე-2, მე-12, მე15 და მე-19 პუნქტებში, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-14 მუხლის  მე-9 პუნქტში, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში,  მე-18 მუხლის  მე-2 პუნქტში, 21-ე  მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში, 22-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 23-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

მუხლი 25. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა

1. ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-7 მუხლის პირველ და მე-4   პუნქტში, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში,  მე-9 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-15 მუხლის მე-8 პუნქტში, მე-16  მუხლის მე-4 პუნქტში, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში, მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

2. ტექნიკური რეგლამენტის  მე-10 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში, მე-15 მუხლის მე-9 პუნქტში, მე-16 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-20 მუხლის  პირველ პუნქტში, 23-ე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნებაII ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

მუხლი 26. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

ტექნიკური რეგლამენტის 24-ე და 25-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.