ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017698
79
15/01/2014
ვებგვერდი, 17/01/2014
300160070.10.003.017698
ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №79

2014 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების  შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების შესახებ

 ტექნიკური რეგლამენტი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში - „რეგლამენტი“) ადგენს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს იმ მოქმედ, დასაპროექტებელ, მშენებარე და რეკონსტრუირებად საწარმოზე, რომელიც აწარმოებს, მოიხმარს და ინახავს ჰაერის დაყოფის პროდუქტებს (ჟანგბადს, აზოტს, არგონს, კრიპტონს, ქსენონს, ნეონ-ჰილიუმის ნარევს და ა.შю) ან მათ ნარევებს.

2. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებაზე პასუხისმგებლობა და კონტროლი ეკისრება საწარმოს მფლობელს.

3. ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებაში და მოხმარებაში დასაშვებია მხოლოდ იმ დანადგარების გამოყენება, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის და შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

4. მფლობელს უნდა ჰქონდეს ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოების და მოხმარების დანადგარის ექსპლუატაციის ინსტრუქცია, რომელიც შემუშავებულია დამამზადებლის მიერ. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში მფლობელმა უნდა შეიმუშაოს ზემოთ თქმული ინსტრუქცია.

 

მუხლი 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა

ა) ჰაერის დაყოფა - პროცესი, რომლის მიზანია ჰაერიდან გამოყოს ჟანგბადი, აზოტი და სხვა კეთილშობილი აირები, რომლის დროს გამოიყენება კრიოგენული, აბსორბციული, დიფუზიური და სხვა მეთოდები.

ბ) კრიოგენული პროდუქტი - პროდუქტი, რომლის დუღილის ტემპერატურა მინუს 120 oC -ზე დაბალია.

გ) ჰაერის დაყოფის დანადგარი - ჰაერის დაყოფის მოწყობილობის ერთობლიობა,მასთან დაკავშшრებული დამხმარე ინფრასტრუქტურა, მათ შორის ჭურჭელი, საკომპრესორო დანადგარი, მილსადენი და სხვა, რომელიც აწარმოებს, მოიხმარს და ინახავს ჰაერის დაყოფის პროდუქტებს (ჟანგბადს, აზოტს, არგონს, კრიპტონს, ქსენონს, ნეონ-ჰელიუმის ნარევს და სხვა) ან მათ ნარევებს.

დ) ჭურჭელი - კორპუსი, სხვა მოწყობილობებთან უშალოდ დამაკავშირებული ელემენტების ჩათვლით, რომელიც დაპროექტებულია და აგებულია დენადი არეების შესანახად და მისაწოდებლად.

ე) სკრუბერი - მყარი და აირადი მინარევების დამჭერი აპატარი.

ვ) დეტანდერი - აირის გაფართოების გზით, აირის გამაციებელი მოწყობილობა.

ზ) ბაიპასი - სტაციონალური დენადი აირებისათვის განკუთვნილი მილსადენებისგან შექმნილი შემოვლითი ხაზი.

თ) გაზგოლდერი - ბუნებრივი და თხევადი აირების შესანახი რეზერვუარი.

ი) კრიოგენული ჭურჭელი - ჰაერის დაყოფით მიღებული თხევად მდგომარეობაში მყოფი პროდუქტების შესანახად და ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ჭურჭელი.

კ) ჰიდრანტი - წყალსაღები მოწყობილობა.

ლ) რეციპიენტი - წნევის ქვეშ მყოფი აირის მიმღები, შესანახი და გამცემი ერთი ან რამდენიმე ჭურჭელი.

მ) ექსპლუატაცია - მოწყობილობის მიზნობრივი გამოყენება, მათ შორის მისი შეკეთება, მონტაჟი, დემონტაჟი, ინსტალაცია და სხვა.

ნ) რეგენერატორი - დანადაგარი, რომელიც გადასამუშავებელ ჰაერს წმენდს წყლისაგან და ნახშიროჟანგისააგან.

ო) ადსორბერი - მოწყობილობა, სადაც მიმდინარეობს აირის ნაკადიდან სითხის შთანთქმა.

პ) ადსორბენტი - მშრალი ნივთიერება, რომელიც შთანთქავს სითხეს.

 

ჟ) დაცვის ინდივიდუალური საშუალება- მომსახურე და დაქირავებული პერსონალის დაზიანებისაგან, მათ შორის ტრავმისაგან ან ინტოქსიკაციისაგან, დაცვის საშუალება.

 

მუხლი 3. ჰაერის დაყოფის საწარმოს ტერიტორია და შენობა-ნაგებობები

1. აკრძალულია მოედნების საზღვრებში არხების, ჭების, სანიაღვრე კანალიზაციის და სხვა მიწისქვეშა ნაგებობების განლაგება.

2. აკრძალულია არხის და ორმოს მოწყობა იმ სათავსოში, რომელიც განკუთვნილია კრიოგენული და თხევადი პროდუქტების ავტოცისტერნების სადგომად.

3. ჰაერის დაყოფის დანადგართან, მის დამხმარე ინფრასტრუქტურასთან და შენობასთან რომელშიც აღნიშნული დანადგარი დგას სავალი ბილიკი, ესტაკადა, შენობასთან დაკავშირებული გარე კიბე, ასევე სახანძრო მოწყობილობასთან, ჰიდრანტთან, წყალსაცავთან და აუზთან მისასვლელი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, ღამის საათებში განათებული და აღჭურვილი შესაბამისი საცნობი ნიშნებით.

4. ჰაერის დაყოფის თხევადი პროდუქტების რეზერვუარების და ჩამსხმელ-ჩამომსხმელი ესტაკადების მოედნების მოწყობისა და შესრულების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

5. ჰაერის დაყოფის თხევადი პროდუქტების რეზერვუარების, მილსადენების, ასევე კიბეების და სხვა მოწყობილობების ლითონის საყრდენები უნდა იყოს დაყენებული საყრდენზე, რომელიც შესრულებული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით.

6. სანიაღვრე კანალიზაცია, ორმოები და სარდაფები, რომლებიც რეზერვუარების და ჩამსხმელ-ჩამომსხმელი მოწყობილობებიდან 10 მ-ზე ნაკლებ მანძილზეა განთავსებული უნდა იყოს შემოღობილი. აღნიშნული შემოღობვა უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 4. ვენტილაცია

1. ჟანგბადის, აზოტის და არგონის აპარატებისა და მილსადენების გაქრევის სისტემებმა უნდა გამორიცხონ ჰაერის დაყოფის პროდუქტების მოხვედრა საამქროს სათავსოში.

2. ჰაერის დაყოფის დანადგართან დაკავშრებული სავენტილაციო სისტემა უნდა იყოს ჩამიწებული.

3. ჰაერის დაყოფის პროდუქტების მწარმოებელი და მომხმარებელი საწარმოს სათავსოში ჰაერში ჟანგბადის მოცულობითი წილი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

4. ჰაერის დაყოფის დანადგარის ექსპლუატაციის დროს ყველა სავენტილაციო სისტემა უნდა აკმაყოფილებდს შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ რეჟიმებს.

 

მუხლი 5. ჰაერის დაყოფის დანადგარი და მისი ექსპლუატაცია

1. ტექნოლოგიური სისტემები აღჭურვილი უნდა იყოს მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი კონტროლის, დაცვის და ბლოკირების საშუალებებით.

2. მომსახურე პერსონალის სამუშაო ადგილზე გამოკრული უნდა იყოს აგრეგატებისა და მილსადენების განთავსების და ტექნოლოგიური კვანძების სქემები.

3. ჰაერის დაყოფის პროდუქტების მწარმოებელს და მოხმარებელს უნდა გააჩნდეს ჰაერის დაყოფის დანადგარის ინსტრუქცია ან/და პასპორტი.

4. აკრძალულია ჟანგბადთან მომუშავე მოწყობილობის და მილსადენების გამოყენება ჰაერთან, აზოტთან, არგონთან და სხვა აირებთან მუშაობისათვის.

5. აკრძალულია იმ გაუმართავი ბლოკირების სისტემისა და დამცავი საშუალების ექსპლუატაცია, რომელის საშუალებით კონტროლდება და რეგულირდება:

ა) წნევა მანქანასა და აპარატში;

ბ) სითხის დონე;

გ) ტემპერატურა რევერსული თბოგაცვლის აპარატში;

დ) ტემპერატურა აირის გამაცივებელი დანადაგარის წინ და უკან;

 ე) ტემპერატურა მანქანის საკისრეებზე;

ვ) მიღებული პროდუქტების და გადასამუშავებელი ჰაერის ხარჯი, რომლებიც ცირკულირდება ადსორბერებიდან ამაორთქლებლის შემდეგ.

6. აკრძალულია ჰაერის დაყოფის დანადგარის ექსპლუატაცია ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში.

7. აკრძალულია წყლის დაგროვება საძირკველის სარდაფებსა და მომიჯნავე ორმოებში.

8. აკრძალულია ჰაერის დაყოფის დანადგარის ბლოკშიდა სივრცეში და საცავში თხევად ჟანგბადთან რეაქციისას აფეთქებასაფრთხიანი მასალების გამოყენება.

9. ჰაერის დაყოფის დანადგარი და მისი ცალკეული მოწყობილობა მათ შორის ჟანგბადის კომპრესორი, თხევადი ჟანგბადის შესანახი მოცულობა, ასევე აირადი და თხევადი ჟანგბადის მილსადენები უნდა იყოს ჩამიწებული, გააჩნდეს საერთო ჩამიწების კონტური და მეხამრიდი.

10. სატრანსპორტო ცისტერნებისა და კრიოგენული ჭურჭლების შევსება/დაცლა უნდა განხორცილდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით მოწყობილ მოედანზე.

11. თხევადი კრიოგენული პროდუქტის ტრანსპორტირება, ჭურჭლის შევსება და დაცლა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის ინსტრუქციაში მითითებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ მოცულობაზე შესაბამის ინსტრუქციაში არ არის მითითება, მაშინ მოცულობა არ უნდა იყოს ¾-ზე მეტი.

12. აკრძალულია თხევადი კრიოგენული პროდუქტის გადასატანი ჭურჭლის შენახვა და ტრანსპორტირება, იმ შემთხვევაში, თუ ჭურჭლის თავსახური არ აკმაყოფილებს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

13. აკრძალულია დანადგარის ექსპლუატაცია დასაშვები მონაცემებით განსაზღვრულზე მეტი დატვირთვისა და წნევის შემთხვევაში. აღნიშნული დაშვებები უნდა ეყრდნობოდეს: შესაბამისი სტანდარტის მოთოვნებს, დამამზადებლის მიერ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან დამოუკიდებელი შესაბამისი ლაბორატორიის მიერ დამტკიცებულ მოთხოვნებს.

14. დანადგარის სარქველი და უკუსარქველი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

15. ჰაერის დაყოფის ერთ პროდუქტზე მომუშავე მოწყობილობის გამოყენებისას (გარდა ჟანგბადისა) სხვა პროდუქტისათვის დაცული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნები.

16. აკრძალულია ჰაერის დაყოფის დანადგარის ექსპლუატაცია, თუ ჰაერში მინარევების კონცენტრაცია აღემატება შესაბამის ინსტრუქციაში მითითებულ მოთხოვნებს.

 

მუხლი 6. უსაფრთხოების მოთხოვნები ტექნოლოგიური პროცესების ჩატარების დროს

1. ჰაერის დაყოფის დანადგარი, რომელიც გადაამუშავებს საათში 10000მ3 ჰაერს, აღჭურვილი უნდა იყოს სინჯამღები მოწყობილობით, ლაბორატორიაში თხევადი კრიოგებული პროდუქტების გაზიფიცირებული სინჯების გასაცემად.

2. ჰაერის დაყოფის დანადგარის სინჯამღები მოწყობილობა უნდა იყოს მინარევებისაგან გათავისუფლებული. 

3. აკრძალულია მილსადენების გამოყენება დანადგარიდან სითხის ჩამოსასხმელად.

4. ჰაერის დაყოფის დანადგარის კონტროლის და ავტომატიზაციის სისტემები უნდა გამოსცემდნენ ხმოვან სიგნალს შემდეგ პრიობებში:

ა) რეგენერატორების გადართვის სისტემის მწყობრიდან გამოსვლისას.

ბ) ჰაერის კომპლექსური გაწმენდის ბლოკის ავტომატური სისტემის გაუმართაობისას.

გ) ტექნოლოგიურ სისტემებში ჩართული თხევადი კრიოგენული პროდუქტების ტუმბოების გაჩერებისას.

დ) დეტანდერის ძრავ-გენერატორზე ძაბვის გამორთვის ან სამუხრუჭე სისტემაში ზეთის წნევის ვარდნისას.

ე) სხვა დადგენილი პარამეტრების დარღვევისას.

5. აზოტწყლის გაცივების სისტემის ჰაერდამყოფი დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური მოწყობილობით, რომელიც საჰაერო სკრუბერში წყლის დონის დასაშვებზე მეტად გაზრდისას შეწყვეტს წყლის მიწოდებას.

6. აირადი აზოტის მწარმოებელი ჰაერდამყოფი დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური მოწყობილობით, რომელიც გამორიცხავს გაზგოლდერებში დასაშვებ ნორმაზე მეტი ჟანგბადის არსებობას.

7. აზოტწყლიანი გაცივების სკრუბერის მოედნის შესასვლელთან, სადაც შესაძლებელია დაფიქსირდეს აზოტის მაღალი კონცენტრაცია, დაყენებული უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი.

8. აკრძალულია ჰაერის დაყოფის დანადგარის ექსპლუატაციისას ტექნოლოგიურ ნაკადებში აფეთქებასაშიში მინარევების ანალიტიკური კონტროლი, თუ კონტროლისათვის საჭირო მოწყობილობა არ აკმაყოფილებს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 7. უსაფრთხოების მოთხოვნები ჰაერის დაყოფის დანადგარის მოკლევადიანი გაჩერების დროს

1. ჰაერის დაყოფის დანადგარის გაჩერებისას მოწყობილობებიდან (ადსორბერის გარდა) თხევადი კრიოგენული პროდუქტების ჩამოსხმა უნდა ხდებოდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მოწყობილობაში არსებულ თხევად ჟანგბადში აფეთქებასაშიში მინარევების კონცენტრაცია აღემატება შესაბამის დარეგისტრირებული ინსტრუქციით/სტანდარტით დადგენილ უსაფრთხოების ნორმებს;

ბ) თუ გაჩერების მომენტში თხევადი ჟანგბადის (თხევადი ჰაერის) დონე მოწყობილობაში საექსპლუატაციო ნორმის 30%-ზე ნაკლებია.

2. ჰაერდამყოფი დანადგარის გაჩერების პერიოდში აუცილებელია რეგენერატორების, ან რევერსული ან/და არარევერსული თბოგამცვლელების თანაბარი გაცივება.

 

მუხლი 8. რეგენერატორი

1. აკრძალულია თხევადი ჟანგბადის მოხვედრა რეგენერატორის სარქველიან მოცულობაში.

2. აკრძალულია გაუმტვერიანებელი ბაზალტის მოხვედრა რეგენერატორში.

3. აკრძალულია ბაზალტის დამატება ერთი რეგენერატორიდან მეორე რეგენერატორზე გადართვისას.

4. რეგენერატორის გათბობა და მათი შემდგომი გაციება უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით.

 

მუხლი 9. ადსორბერი

1. ადსორბენტი მისი საექსპლუატაციო ვადის მიუხედავად უნდა გამოიცვალოს, თუ თხევად ჟანგბადში აღმოჩენილ იქნა ინსტრუქციაში მითითებულ მნიშვნელობაზე მაღალი აცეტილენის კონცენტრაცია, ასევე თუ ადსორბენტი გაყვითლდა ან მასში ზეთის კვალია აღმოჩენილი. 

2. ადსორბენტის რეგენერაცია უნდა განხორციელდეს თხევადი კრიოგენული პროდუქტების მოშორების შემდეგ.

3. ადსორბერი შევსებული უნდა იყოს შესაბამისი დარეგისტრირებული სტანდარტით გათვალისწინებული ადსორბენტით. აღნიშნულ ადსორბენტს უნდა ჩაუტარდეს ნესტიანობის და ჩასაყრელი მასის ლაბორატორული შემოწმება.

4. ადსორბერის დაშლამდე, ადსორბერის გამოსასვლელზე გამთბარი აირის ტემპერატურა და გამოქრევის შემდეგ ჰაერში ზეთის კონცენტრაცია უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

5. ადსორბენტის ტემპერატურა ექსპლუატაციის პროცესში უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 10. კონდესატორ-ამაორთქლებელი

1. მოწყობილობაში, რომელიც არ აწარმოებს კრიპტონის კონცეტრატს, ჟანგბადის მილშიდა დუღილიანი ხვეული კონდესატორ-ამაორთქლებელი უნდა ირეცხებოდეს თხევადი ჟანგბადით. გამორეცხვის შემდეგ თხევადი ჟანგბადი დაუყოვნებლივ უნდა მოშორდეს სითხის გამომყოფიდან.

2. ორი სხვადასხვა წნევის სქემით მომუშავე ჰაერის დაყოფის დანადგარი უნდა მუშაობდეს მუდმივად ჩართული ხრახნული ტიპის გამოტანილი კონდენსატორით.

3. კონდენსატორ-ამაორთქლებელში თხევადი ჟანგბადის დონე უნდა აკმაყოფილებდეს ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნებს.

 

მუხლი 11. დგუშიანი დეტანდერი

1. აკრძალულია გაუმართავი დამცავი მოწყობილობის შემთხვევაში დეტანდერის ექსპლუატაცია.

2. აკრძალულია სოლურ-ღვედური გადამცემით დგუშიანი დეტანდერის მუშაობა, თუ ღვედების რაოდენობა არ აკმაყოფილებს პასპორტში მითითებულ მონაცემებს.

3. აკრძალულია დგუშიანი დეტანდერის ძრავ-გენერატორის ელექტროკვებიდან გამორთვა დეტანდერში აირის შემშვები ვენტილის ღია მდგომარეობაში ყოფნისას.

4. აკრძალულია დეტანდერის მუშაობა გაუმართავი ზეთის მოსახდელი მოწყობილობით.

5. დეტანდერის ცილინდრში მისაწოდებელი ზეთის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ჰაერის დაყოფის დანადგარის ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მითითებულ რაოდენობას.

6. დეტანდერში გამოყენებადი დამცავი მემბრანების რღვევის წნევა უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

 

 

მუხლი 12. ტურბოდეტანდერული აგრეგატი

1. აკრძალულია ტურბოდეტანდერული აგრეგატის ექსპლუატაცია ავარიის საწინააღმდეგო სისტემის გარეშე.

2. აკრძალულია ტურბოდეტანდერის ექსპლუატაცია საიზოლაციო გარსაცმის და წარმადობის მექანიზმის ამძრავი პროგრესირებადი გაყინვის შემთხვევაში.

3. აკრძალულია ტურბოდენტერის ექსპლუატაცია მილსადენზე განთავსებული სარქველის და ჩამკეტი არმატურის ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნისას.

 

მუხლი 13. თხევადი კრიოგენული პროდუქტების დგუშიანი და ცენტრიდანული ტუმბოები

1. აკრძალულია ტუმბოს ექსპლუატაციის დროს საყრდენი ჩარჩოს მოყინვა.

2. სადგომი და დინამიური შემამჭიდროებლის და ტუმბოს ჩობლების მოყინვისას მიღებული უნდა იქნეს ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მითითებული ზომები.

3. ტუმბოს ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს, თუ მასში ჟანგბადის წილი არ აკმაყოფილებს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 14. ჰაერის გასუფთავება და გაშრობა

1. ჰაერის კომპლექსური გაწმენდის ცეოლიტის ბლოკის ექსპლუატაციისას დაცული უნდა იყოს ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მოცემული ჰაერის გაწმენდის პროცესის, ცეოლიტის რეგენერაციისა და გაციების ტემპერატურული რეჟიმების პარამეტრები.

2. აკრძალულია ჰაერის ტუტე გაწმენდის აპარატის მუშაობა ტუტეს დონის გაუმართავი მაჩვენებლებით ან სკრუბერში მინის დაბინძურების შემთხვევაში.

3. აკრძალულია ჰაერის ქიმიური გაშრობის ბლოკის გამოყენება ჰაერის დამყოფ დანადგარში.

4. დგუშიანი დეტანდერიდან გამომავალი ჰაერი ზეთისგან უნდა იწმინდებოდეს ორ ურთიერთგადასართავ სადეტანდერო ფილტრში და მათზე მიმდევრობით მიერთებულ ანალოგიური კონსტრუქციის საკონტროლო ფილტრში.

5. ტუტე ხსნარის მომზადება და შენახვა, კაოსტიკური სოდის განფასოება და დაღერღვა უნდა წარმოებდეს გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილ იზოლირებლ სათავსოში.

6. ბაკი, რომელშიც მზადდება ან ინახება ტუტე სხნარი, მჭიდროდ უნდა იყოს დახურული და აღჭურვილი უნდა იყოს ორთქლის სათავსოს გარეთ არინების მოწყობილობით.

7. მყარი კაოსტიკური სოდის დაღერღვა, აგრეთვე ტუტე ხსნართან და თხევად კაუსტიკთან დაკავშირებული ოპერაციები უნდა განხორციელდეს დაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით.

8. ნახშირბადის ორანჟისაგან ჰაერის ქიმიური გაწმენდის აპარატის მომსახურება უნდა წარმოებდეს მოწყობილობის ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.

9. ადსორბენტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 15. კომპრესორი

1. აკრძალულია ტურბოკომპრესორების ექსპლუატაციის დროს დაწნეხილი აირების ზეთით დაბინძურება.

2. აკრძალულია ჰაერის ფილტრებში ჰაერის გაწმენდისას ზეთის გამოყენება. ჟანგბადის ცენტრიდანული კომპრესორების მართვა, კონტროლი და გაშვება უნდა განხორციელდეს იზოლირებული სათავსოდან.

3. 0.6 მპა(6კგძ/სმ2)-ზე მეტი დაჭირხვნის წნევის მქონე ჟანგბადის ცენტრიდანულ კომპრესორზე გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) ავტომატური დაცვა

ბ) ლაბირინთულ შემჭიდროებაში მიწოდებული აირის წნევის შემცირების შემთხვევაში კომპრესორის ავტომატური გაჩერება.

გ) კომპრესორის ლაბირინთული შემჭიდროებიდან გამომავალი აირის ანალიზისთვის სინჯების აღების სტაციონალური მოწყობილობა.

4. აკრძალულია აზოტის კომპრესორის მიერთება ჰაერის დაყოფის დანადგართან გაზგოლდერის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ავტომატური მოწყობილობა და ბლოკირება.

5. თითოეული ცენტრიდანული კომპრესორის ზეთის ავზიდან ზეთის ორთქლის არინება უნდა განხორციელდეს ცალკეული მილსადენის მეშვეობით. ზეთის ორთქლის კონდესატის ჩამოსასხმელად მილსადენის ქვედა წერტილიდან მოწყობილი უნდა იყოს დრენაჟი.

6. საკომპრესორო მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის, შესაბამისი დარეგისტირებული სტანდარტის და საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

 

მუხლი 16. უსაფრთხოების მოთხოვნები ჰაერის დაყოფის თხევადი კრიოგენული პროდუქტების მოწყობილობებისა და მილსადენების მიმართ

1. ჰაერის დაყოფის თხევადი კრიოგენული პროდუქტების სტაციონალური საცავების და გადამზიდავი ცისტერნების გარსაცმებზე, გარდა სპეციალური დანიშნულების ცისტერნებისა, უნდა იყოს წარწერები შესანახი პროდუქტების დასახლებით და განსხვავებული ფერადი ზოლი, რომელიც შეესაბამება წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების მოთხოვნებს.

2. ჰაერის დაყოფის თხევადი კრიოგენული პროდუქტებით შესავსები რეზერვუარები აღჭურვილი უნდა იყოს შევსების დონის მაჩენებლებით.

3. მოწყობილობის და მილსადენების ცივი უბნები, რომელებიც მომსახურების ზონაშია განთავსებული, უნდა იყოს იზოლირებული ან შემორაგული.

4. ჰაერის დაყოფის თხევადი პროდუქტების გადამზიდავი ცისტერნები ფარეხში დგომისას მიერთებული უნდა იყოს გამფრქვევ მილსადენთან, რომლის განთავსება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

5. ჰაერის დაყოფის თხევადი პროდუქტების მილსადენების მონაკვეთები, რომლებიც განთავსებულია ვენტილებისა და სხვა ჩამკეტ მოწყობილობებს შორის, აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი მოწყობილობით, რომელიც გამორიცხავს ჭარბ წნევას.

6. ჰაერის დაყოფის თხევადი პროდუქტების სადრენაჟო მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს პროდუქტისაგან სრულ დაცლას.

 

მუხლი 17. ბალონების შევსება, შენახვა და განმუხტვა

1. ჰაერის დაყოფის პროდუქტების ბალონების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში.

2. შევსებული და ცარიელი ბალონები უნდა ინახებოდეს კონტეინერებში ან გალიებში. 

3. ბალონის საწყობში გასასვლელის სიგანე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთოვნებს.

4. ჭურჭლის შევსების სათავსოსა და შენობას შორის, საიდანაც ხორციელდება ბალონის შესავსებად შეკუმშული აირის მისაწოდებელი მოწყობილობის მართვა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორმხრივი საწარმოო კავშირი.

 

მუხლი 18. ჟანგბადგამანაწილებელი (მარეგულირებელი) პუნქტები (ჟგპ)

1. ჟანგბადის წნევის შემცირება და მისი საჭირო დონეზე შენარჩუნების უზრუნველყოფა იმ ჟანგბადმომარაგების სისტემაში, რომელშიც ჟანგბადის ხარჯი მეტია 6000 მ3/სთ-ზე და წნევა 0.6 მპა(6კგძ/სმ2) - 4მპა(40კგძ/სმ2) ფარგლებშია, უნდა ხორციელდებოდეს ჟანგბადგამანაწილებელ პუნქტებში.

2. ჟანგბადგამანაწილებელი პუნქტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

3. რეგულირების თითოეული ხაზის ჩამკეტის მილტუჩა შეერთებებს, რეგულატორამდე და მის შემდეგ, რეგულატორის მხრიდან უნდა ჰქონდეთ შუა სადები რგოლები. რემონტის დროს ამ რგოლების ნაცვლად უნდა იყოს დაყენებული სახშობები.

4. თითოეულ ჟანგბადსადენზე ჟანგბადგამანაწილებელი პუნქტის წინ შესაბამისი სტანდარტის მიხედვით დაყენებული უნდა იყოს გამომრთველი და ჩამკეტი დისტანციური მართვით.

5. ჟანგბადგამანაწილებელი პუნქტის რეგულირების თითოეული ხაზი აღჭურვილი უნდა იყოს ხმოვან-შუქური სიგნალიზაციით და ბლოკირების სისტემით, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

6. 1.6 მპა(16კგძ/სმ2)-ზე მეტ წნევაზე მომუშავე ჟანგბადსადენებზე, ჟანგბადგამანაწილებელი პუნქტის წინ დაყენებული უნდა იყოს ფილტრები.

7. ბაიპასი, რომელიც გათვალისწინებულია ჟანგბადსადენის გამოქრევისათვის, განთავსებული უნდა იყოს ჟანგბადგამანაწილებელი პუნქტის ფარგლებს გარეთ და უნდა გააჩნდეს მოსახსნელი მილყელები და სახშობები.

8. ჟანგბადგამანაწილებელი პუნქტის, რომელსაც ჟანგბადი მიეწოდება 300 მმ-ზე მეტი დიამეტრის მილსადენით, მართვის შენობა განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით.

 

მუხლი 19. მუდმივი წნევისა და მოცულობის გაზგოლდერი, რეციპიენტი

1. მუდმივი წნევის მშრალი და სველი ფოლადის გაზგოლდერი, რომელიც გამოიყენება ჰაერის დაყოფის პროდუქტებისათვის, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრული შევსების დონის დისტანციური მაჩვენებლებით და შევსების სიგნალიზატორით.

2. გაზგოლდერი აღჭურვილი უნდა იყოს ვაკუუმსაწინააღმდეგო დაცვით.

3. გაზგოლდერის წყლის გადასაღვრელი ავზების ჩამკტები მუდმივად სავსე უნდა იყოს წყლით.

4. შენობის გარეთ განთავსებული ფოლადის გაზგოლდერის და რეციპიენტის გარე ზედაპირი შეღებილი უნდა იყოს ღია ფერში.

ჩამკეტი არმატურით გამოსართავი რეციპიენტის თითოეულ ჭურჭელს ან ჭურჭელთა ჯგუფს უნდა გააჩნდეს ატმოსფეროში გაზის გამგდები არმატურა, რომელთა მომსახურება შესაძლებელია მიწის ზედაპირიდან.

5. 200 მ3-ზე მეტი მოცულობის და 1.6 მპა(16კგძ/სმ2)-ზე მეტი წნევაზე მომუშავე რეციპიენტისათვის, მისი ჟანგბადსადენთან მიერთების ადგილას დაყენებული უნდა იყოს დისტანციური მართვის ჩამკეტი.

6. გარეთ განთავსებული რეციპიენტი შემორაგული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრული ღობით.

7. გაზგოლდერი და რეციპიენტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 20. კრიპტონი, ქსენონი და კრიპტონ-ქსენონის ნარევების წარმოება

1. კრიპტონის, ქსენონის და კრიპტონ-ქსენონის ნარევების საწარმოში შენობა, რომელშიც განლაგებულია რეზინქსოვილიანი და ფოლადის გაზგოლდერი, შემვსებელი და ბალონის საწყობი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრული ვენტილაციის სისტემით.

2. აკრძალულია კრიპტონის, ქსენონის და კრიპტონ-ქსენონის ნარევების საწარმოში გამორთული ვენტილაციის სისტემით მუშაობა.

 

მუხლი 21. არგონის წარმოება

1. ნედლი არგონის ჟანგბადისაგან გაწმენდის რეაქტორები განთავსებული უნდა იყოს შენობის გარეთ.

2. კატალიზური ჰიდრირების მეთოდით ჟანგბადისაგან ნედლი არგონის გაწმენდის დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს ბლოკირების სისტემით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

3. ჟანგბადისაგან ნედლი არგონის გაწმენდის პროცედურა, გაწმენდის დანადგარსა და წყალბადის კომუნიკაციაზე ნებისმიერი სარემონტო სამუშაო და ტექნიკური მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

4. ნედლი არგონის ჟანგბადისაგან გაწმენდის პროცედურა უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 22. ჰაერის დაყოფის აირადი პროდუქტების ტექნოლოგიური მილსადენები

1. 1.6 მპა(16კგძ/სმ2)-ზე მეტი მუშა წნევის მქონე ჟანგბადსადენები, რომელთა მოცულობა მათთან მიერთებული რეციპიენტების ჭურჭელთან ერთად აღემატება 200 მ3-ს, აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური დაცვით.

2. მილსადენის ფერები უნდა შეესაბამებოდეს რეგლამენტის მოთხოვნებს და შესაბამის სტანდარტებს.

3. ნახშირბადოვანი ან დაბალლეგირებული ფოლადისაგან დამზადებულ ჟანგბადსადენზე, რომელიც მუსაობს 1.6 მპა(16კგძ/სმ2)-ზე მეტ წნევაზე, ჟანგბადის მიმართულების მიხედვით დაყენებული უნდა იყოს ფილტრები, შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრულ ადგილებში.

4. მაფილტრებელი ელემენტები დამზადებული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

5. ჟანგბადის შესასვლელსა და გასასვლელში ფილტრს უნდა გააჩნდეს ჩამკეტი არმატურა.

6. ტექნოლოგიური მილსადენის არმატურას უნდა გააჩნდეს დისტანციური მართვა, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

7. აკრძალულია ჟანგბადსადენებზე ჩამკეტი არმატურის მარეგულირებლად გამოყენება.

8. აკრძალულია ჟანგბადის არმატურის განთავსება მართვის ფარების სათავსოში.

9. 2.2 მეტრი და მეტ სიმაღლეზე განლაგებული ჩამკეტი, მარეგულირებელი და სხვა არმატურის მომსახურებისათვის მოწყობილი უნდა იყოს სტაციონალური მოედნები და კიბეები. სიმაღლის ათვლა ხდება მიწის, გადახურვის და საფარის დონიდან დეტალის ზედა მდგომარეობამდე.

10. არმატურის და ხელსაწყოების განლაგების ადგილი უნდა იყოს განათებული.

11. ექსპლუატაციის პროცესში ტექნოლოგიური მილსადენები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნებს.

12. ყოველი სარემონტო, გადაკეთებითი სამუშაოების ჩატარების და ერთ წელზე მეტი კონსერვაციის შემდეგ ტექნოლოგიური მილსადენები უნდა გამოიცადოს სიმტკიცეზე და სიმკვრივეზე .

13. ჟანგბადსადენისათვის განკუთვნილ მილს უნდა გააჩნდეს ქარხანა-დამამზადებლის სერტიფიკატი.

 

მუხლი 23. საკონტოლო საზომი ხელსაწყოები, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის საშუალებები

1. ჰაერის დაყოფის დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს პროექტით გათვალისწინებული საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებით, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის საშუალებებით.

2. საკონტროლო-საზომი ხელსაწყოს სიზუსტე მოწმდება შესაბამისი დარეგისტრირებული სტანდარტით დადგენილი წესით და ვადებში. საკონტროლო-საზომი ხელსაწყო უნდა იყოს ტარირებული.

3. აკრძალულია მოწყობილობის მუშაობა გაუმართავი ან გამორთული სიგნალიზაციის და დაცვის სისტემით.

4. აკრძალულია ქრომატოგრაფიის სათავსოში ორ ბალონზე მეტი საეტალონო და შემოწმებისათვის განკუთვნილი აირადი ნარევების შენახვა. თითოეული ბალონი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 24. ჰაერის დაყოფის თხევადი კრიოგენული პროდუქტები

1. ჰაერის დაყოფის თხევადი პროდუქტების ცისტერნები, რომელთა ჯამური ტევადობა აღემატება 10მ3-ს, აგრეთვე ცისტერნები, რომლებიც გამოიყენება ჩასხმა-ჩამოსხმისათვის უნდა განთავსდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით.

2. ჰაერის დაყოფის თხევადი პროდუქტების შესანახი და სამუშაო ჭურჭელი (კრიოგენული ჭურჭელის გარდა) აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი სარქველით ან მემბრანით.

3. თუ სათავსოს მოცულობა მ.კბ-ში 7-ჯერ ნაკლებია ჭურჭელში მოთავსებული სითხის (ლიტრებში) მოცულობაზე, სათავსოში მოწყობილი უნდა იყოს მუდმივ მოქმედი შემწოვ-გამწოვი ვენტილაცია, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

4. აკრძალულია გამორთული ვენტილაციით ჰაერის დაყოფის იმ თხევად პროდუქტებთან მუშაობა, რომელთა აორთქლება წარმოებს უშუალოდ საამქროს შენობაში.

5. თხევადი აზოტის გამაციებლად გამოყენება განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით.

6. თხევადი აზოტით გასაციებელი აბაზანების გათბობა უნდა ხდებოდეს აზოტით, რომელშიც ჟანგბადის მოცულობითი წილი 30%-ზე მეტია, ასევე პერიოდულად უნდა განხორციელდეს ამ აბაზანების გაუცხიმოება საექსპლუატაციო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. დეტალების თხევადი აზოტით გასაცივებელი აბაზანებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს ადგილობრივი შემწოვები.

 

მუხლი 25. ჰაერის დაყოფის აირადი პროდუქტები

1. ჟანგბადის მომხმარებელ საამქროში გამორიცხული უნდა იყოს წვადი აირებით შევსებულ სისტემაში ჟანგბადის მოხვედრა ან გაჟონვა.

2. აკრძალულია ჟანგბადის მოხმარების ობიექტებზე ჟანგბადის ბალონის ვენტილის დაშლა, შემამჭიდროებელი ელემენტებისა და სხვა დეტალების შეცვლა.

3. აკრძალულია ჟანგბადსადენების ხრახნიანი შეერთების შესამჭიდროვებლად ორგანული ნივთიერების გამოყენება.

 

მუხლი 26. ელექტროუსაფრთხოება

1. აკრძალულია ელექტროკაბელებისთვის განკუთვნილ არხებსა და გვირაბებში წყლის და ზეთის მოხვედრა.

2. ჰაერის დაყოფის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოებში ჩამიწების და მეხამრიდის მოწყობა უნდა მოხდეს დადგენილი წესის მიხედვით.

3. სარემონტო სამუშაოების და მოწყობილობის ტექნიკური მომსახურების ჩატარებისას გამოყენებული უნდა იყოს გადასატანი სანათი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 27. სახანძრო უსაფრთხოება

1. აბაზანები და საშხაპე კაბინები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

2. ზეთისგამცემის მიწისზედა განლაგების შემთხვევაში, ზეთის ავარიული გადაღვრა უნდა ხორციელდებოდეს ჩაღრმავებულ მოცულობაში, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

3. თითოეული ჟანგბადის ცენტრიდანული კომპრესორი, რომლის დაჭირხვნის წნევაა 0.6 მპა(6კგძ/სმ2) და მეტი, ტექნოლოგიური მოწყობილობისაგან შემოღობილი უნდა იყოს დამცავი ეკრანებით.

4. ზეთსადენი, რომლიც იმყოფება ჟანგბადის ცენტრიდანული კომპრესორის ფარგლებში, შესაძლო აალებისაგან დაცული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრული მასალით.

5. ტვირთამწე მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი საშუალებით, რომელმაც უნდა გამორიცხოს ზეთის მოხვედრის შესაძლებლობა ჟანგბადის მოწყობილობაზე და არმატურაზე.

 

მუხლი 28. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-5 მუხლის მე-2, მე-3, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში, მე-6 მუხლის მე-2, მე-5 და მე-7 პუნქტებში, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებში და მე-2 პუნქტში, მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-9 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-10 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-14 მუხლის პირველ, მე-2, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებში, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტში და მე-5 პუნქტში, მე-16 მუხლის პირველ, მე-3 და მე-6 პუნქტებში, მე-17 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში, მე-18 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებში, მე-19 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებში, 22-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-9, მე-10, მე-12 და მე-13 პუნქტებში, 23-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში, 24-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, 26-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, 27-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ა), ბ), გ), დ), ე) და ვ) ქვეპუნქტებში, მე-6 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტში, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

 

მუხლი 29. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-5 მუხლის პირველ, მე-9, მე-10, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებში, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ა), ბ), გ), დ) და ე) ქვეპუნქტებში და მე-6 პუნქტში, მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-9 მუხლის პირველ პუნქტში, მე-11 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-12 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-13 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-14 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-15 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებში, მე-16 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-17 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, მე-18 მუხლის მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებში, მე-19 მუხლის პირველ, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებში, 21-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, 22-ე მუხლის პირველ, მე-6 და მე-8 პუნქტებში, 23-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-5 მუხლის მე-4, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებში, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებში, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-20 მუხლის პირველ პუნქტში, 22-ე მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

 

მუხლი 30. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

 ტექნიკური რეგლამენტის 28-ე და 29-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.