დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) გაზსავსები სადგურების, პუნქტების, ბალონების საშუალედო საწყობების, ავტომობილების გასამართი სადგურების, სარეზერვუარო, ჯგუფური და ინდივიდუალური გაზბალონიანი დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 76 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/01/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017695 |
|
მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103–ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) გაზსავსები სადგურების, პუნქტების, ბალონების საშუალედო საწყობების, ავტომობილების გასამართი სადგურების, სარეზერვუარო, ჯგუფური და ინდივიდუალური გაზბალონიანი დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ტექნიკური რეგლამენტი
გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) გაზსავსები სადგურების, პუნქტების, ბალონების საშუალედო საწყობების, ავტომობილების გასამართი სადგურების, სარეზერვუარო, ჯგუფური და ინდივიდუალური გაზბალონიანი დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ
თავი I
მუხლი 1. გავრცელების სფერო |
1. ,,ტექნიკური რეგლამენტი“ აწესებს მოთხოვნებს გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების, სადგურების, გაზსავსები პუნქტების, ბალონების საშუალედო საწყობებისა და ავტომობილების გაზგასამართი სადგურების დაპროექტებასა და ექსპლუატაციაზე. ,,ტექნიკური რეგლამენტით „განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა იურიდიული და ფიზიკურ პირისთვის, ვინც აპროექტებს, აშენებს, უწევს ექსპლუატაციას და მოიხმარს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. გათხევადებული ნახშიწყლბადიანი გაზების განაწილებისას – გაზსავსები სადგურების, პუნქტების, სარკინიგზო და საავტომობილო გაზის ცისტერნების, გაზის ბალონების საზიდი სპეციალური ავტოტრანსპორტის, ჯგუფური ბალონიანი დანადგარების, მიწისზედა და მიწისქვეშა რეზერვუარების, ბალონების პარკის ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტებისა და მოსახლეობის მომარაგებას. 2. საწარმოს (ორგანიზაციის) გაზის სისტემა _ საწარმოს (ორგანიზაციის) ტერიტორიაზე განლაგებული გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემა. 3. გაზმოწყობილობა – მარეგულირებელი, ჩამკეტი, მცველი არმატურა, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და ავტომატიზაციის საშუალებები, სანთურები, აგრეთვე, გაზის ხელსაწყოები და აპარატები, რომლებშიც გაზი გამოიყენება საწვავად ორთქლისა და ცხელი წყლის მისაღებად, საკვების მოსამზადებლად და გათბობისათვის, აგრეთვე ტექნოლოგიურ ნედლეულად. 4. გაზის მიმწოდებელი საწარმო – საწარმო, მათ შორის გამანაწილებელი საწარმო, რომელიც ახორციელებს ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების სისტემების ქსელის ექსპლუატაციას. 5. გაზის სისტემაზე პასუხისმგებელი პირი _ საწარმოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი, რომელიც პასუხისმგებელია გაზის მეურნეობის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე. 6. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზები (აირები) – ნახშირწყალბადების ნარევი (ძირითადად პროპანი C3H8 და ბუტანი - C4H10), რომლებიც შედარებით მცირე წნევის ან ტემპერატრისას თხევად, ნორმალურ პირობებში კი აირად მდგომარეობაშია. 7. დასახლებული პუნქტის გაზსადენი – გაზსადენი მაგისტრალური გაზსადენის მანაწილებელი სადგურიდან გაზის მომხმარებლებამდე (შენობებისა და ნაგებობების გარე კედლებამდე). 8. შიდა გაზსადენები – გაზსადენები სხვადასხვა დანიშნულების შენობებისა და ნაგებობის შიგნით. 9. ოდორანტი – მოხმარების უსაფრთხოების გაზრდისა და გაჟონვის გამოვლენის მიზნით გაზში დასამატებელი ნივთიერება დამახასიათებელი სუნის მისაცემად. 10. ოდორიზაცია – გაზში ოდორანტის შერევა. 11. გაზსავსები სადგური – საწარმო (საამქრო), რომლის დანიშნულებაა გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მიღება რკინიგზის, წყლის, საავტომობილო და მილსადენი ტრანსპორტით, მათი შენახვა და მომხმარებლებისათვის მიწოდება ავტოცისტერნებით და ბალონებით, აგრეთვე, ბალონების რემონტი, ტექნიკური შემოწმება და შეღებვა. 12. გაზსავსები პუნქტი - მცირე მწარმოებლურობის საწარმო (საამქრო), რომლის დანიშნულებაა გათხევადებული ნახშირწყალბდიანი გაზების მიღება უპირატესად საავტომობილო ტრანსპორტით, მათი შენახვა და მომხმარებლისათვის მიწოდება ბალონებით, აგრეთვე, ბალონების რემონტი, ტექნიკური შემოწმება და შეღებვა. 13. სარეზერვუარო დანადგარი – დანადგარი, რომელიც რეზერვუარიდან გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით ამარაგებს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს, საზოგადოებრივ შენობებს, კომუნალურ, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს. 14. ჯგუფური ბალონიანი დანადგარი _ გაზმომარაგების დანადგარი ორზე მეტი ბალონით. 15. საორთქლებელი დანადგარი – დანადგარი ნახშირწყალბადიანი გაზების ხელოვნურად საორთქლებლად. 16. გაზსაშიში სამუშაო – სამუშაო, რომელიც ტარდება დაგაზიანებულ გარემოში ან რომლის წარმოებისას შესაძლებელია გაზის გაჟონვა. 17. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაო- ნებისმიერი სამუშაო ღია ცეცხლის გამოყენებით. 18. გაზსადენების კოროზიისაგან დაცვა – ღონისძიებათა კომპლექსი მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენების დასაცავად ნიადაგისა და მოხეტიალე დენების კოროზიული ზემოქმედებისაგან. 19. გაზსადენების იზოლაცია (პასიური დაცვა) – მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენების ანტიკოროზიული საფარი, რომელიც გამორიცხავს ნიადაგთან მილის ლითონის შეხებას. 20. გაზსადენების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვა – მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენების კათოდური, სადრენაჟო და პროტექტორული დაცვა, რომელთა მიზანია, შესაბამისად, გაზსადენებზე კათოდური პოლარიზაციის უზრუნველყოფა, მოხეტიალე დენების დაბრუნება მათ გამომწვევ წყარომდე (რკინიგზის, ელექტროფიცირებული საქალაქო ტრანსპორტის წევის ქვესადგურები) ან გაზსადენების ნაცვლად თვით პროტექტორის (ანოდური ელექტროდის) დაშლა. 21. მილსადენის არმატურა – მოწყობილობა მილსადენით ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზისა და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ნაკადების მართვისათვის. იყოფა სამ ძირითად კლასად: ჩამკეტი, მარეგულირებელი და მცველი. 22. ჩამკეტი არმატურა – მოწყობლობა მილსადენში ნაკადის გადასაკეტად. 23. მარეგულირებელი არმატურა – მოწყობილობა გაზის გამომავალი წნევის დადგენილი რეჟიმის უზრუნველსაყოფად, მიუხედავად გაზის ხარჯისა. 24. მცველი არმატურა – მოწყობილობა გაზის წნევის დასაშვებზე მეტად აწევისაგან დასაცავად. 25. მცველი საფალიე მოწყობილობა – მოწყობილობა გაზის სანთურის და მაზუ ის მფრქვევანას ავტომატური ან დისტანციური დანთებისათვის. 26. სამრეწველო ობიექტი - მეწარმე სუბიექტი, რომელიც ტექნოლოგიურ პროცესებს წარმართავს გაზის გამოყენებით, გარდა იმ ობიექტებისა რომლებიც გაზს მოიხმარენ საკვების მომზადებისათვის ან/და წარმართავენ პროცესებს საყოფაცხოვრებო გაზის დანადგარების საშუალებით. 27. ადმინისტრაციული ობიექტი - საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობები. 28. საზოგადოებრივი ობიექტი - საგანმანათლებო დაწესებულებების, თეატრების, საკონცერტო და სპორტის დარბაზების შენობები.
თავი II მუხლი 3. გაზსავსები სადგურის ძირითადი შენობა-ნაგებობები. განლაგება 1. გაზსავსები სადგურის ტერიტორია შესაბამისი სტანდარტის მიხედვით იყოფა საწარმოო და დამხმარე ზონებად, რომელთა ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების, შენახვისა და მიწოდების ტექნოლოგიურ პროცესებთან დამოკიდებულების მიხედვით უნდა განლაგდეს შემდეგი ძირითადი შენობები (სათავსები) და ნაგებობანი: საწარმოო ზონაში: ა) რკინიგზის ხაზი ესტაკადითა და რკინიგზის ცისტერნებიდან გაზის რეზერვუარებში ჩამოსასხმელი მოწყობილობით; ბ) შესანახი ბაზა რეზერვუარებით; გ) სატუმბ-საკომპრესორო განყოფილება; დ) საორთქლებელი განყოფილება; ე) შევსების საამქრო; ვ) ბალონების ტექნიკური შემოწმების განყოფილება; ზ) ბალონების შეღებვის განყოფილება; თ) ავტოცისტერნების გაზით შესავსები სვეტები, სვეტები ავტოცისტერნებიდან გაზის დაცლისათვის, როდესაც გაზსავსები სადგური გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით მარაგდება ავტოტრანსპორტითა და გაზბალონიანი ავტომანაქანების გასამართი სვეტები; ი) თბომცვლელი დანადგარები გაზის შეთბობისათვის; კ) რეზერვუარები ბალონებიდან აუორთქლებელი გაზის, გადავსებული და დაზიანებული ბალონებიდან ჩამოსხმული გაზის დასაცლელად; ლ) ბალონების რკინიგზისპირა საწყობი. 2. დამხმარე ზონაში: ა) დამხმარე დანიშნულების საამქრო ადმინისტრაციულ-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო სათავსებით, ლაბორატორიებით, სატუმბებით, მექანიკური სახელოსნოთი მოწყობილობის, ბალონებისა და ვენტილების შესაკეთებლად, სააკუმულატოროთი და ა.შ. ბ) საქვაბე; გ) სატრანსფორმატორო ქვესადგური; დ) სამარაგო წყლის რეზერვუარები ხანძრის ჩაქრობისათვის; ე) წყალდასაწნევი კოშკი; ვ) სასაწყობო და სხვა სათავსები; ზ) შენობა ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისათვის; თ) ავტომობილების ღია სადგომი; ი) ავტომობილების სარეცხი მოედანი ან დანადგარი; კ) ტექნიკური კონტროლის პუნქტი. 3. მინიმალური მანძილი, გაზსავსებ სადგურში განლაგებული განთხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების შესანახი რეზერვუარებიდან იმ შენობა-ნაგებობამდე, რომლებიც არ ეკუთვნის სადგურს, შერჩეული უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
მუხლი 4. ტერიტორიისა და გზების დაგეგმარება, მოთხოვნები შენობა-ნაგებობებისადმი 1. გაზსავსები სადგურის ტერიტორია უნდა შემოკავდეს უწვავი, განიავებადი ღობით, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 2. საწარმოო და დამხმარე ზონები, აგრეთვე ავტომეურნეობის განლაგების უბანი უნდა გამოცალკევდეს უწვავი მასალისგან დამზადებული კონსტრუქციებით. 3. გაზსავსები სადგურის ტერიტორიის დაგეგმარებამ უნდა გამორიცხოს გაზის შეგროვების (შეგუების ზონების) წარმოქმნა და წყალსაწრეტ სისტემასთან ერთად უზრუნველყოს ტერიტორიის დაცვა ნიაღვრებისა და მდნარი წყლებისაგან. 4. გაზსავსები სადგურის ტერიტორიის, მისასვლელის და შიგასამოედნო გზების დაგეგმარება უნდა შესრულდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 5. გაზსავსები სადგურის რკინიგზის ხაზები, გაზის ჩამოსხმის ადგილებში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჰორიზონტალური ან არა უმეტეს 2,5% დაქანების მქონე უბნების სახით. რკინიგზის შემადგენლობის გადასახსნელად, ჩიხის მხრიდან, დამატებით გათვალისწინებულ უნდა იქნეს რკინიგზის ხაზის სწორი მონაკვეთი. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 6. გაზსავსები სადგურის ტერიტორიაზე გზის შესვლამდე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ავტომანქანების მოსაბრუნებელი და დასაყენებელი მოედანი. 7. ავტოცისტერნების შესავსებსა და გაზბალონიანი ავტომანქანების გასამართ სვეტებს შორის გათვალისწინებულ უნდა იქნეს გასასვლელი. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 8. სამრეწველო საწარმოების ტერიტორიებზე განლაგებული გაზსავსები სადგურისთვის და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების რეგაზიფიკაციის დანადგარისათვის აუცილებელია გაზსავსები სადგურის ტერიტორიაზე ერთი შესასვლელის გათვალისწინება. 9. სატრანსპორტო ნაგებობები გაზსავსები სადგურის შიგა გზებზე უნდა აიგოს უწვავი მასალისაგან. 10. გაზსავსები სადგურის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისას, ამ რეგლამენტის მოთხოვნათა გარდა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნები. 11. სატუმბ-საკომპრესორო განყოფილება გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცალკე შენობაში. 12. შევსების საამქროს შენობაში შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნით გათვალისწინებულ უნდა იქნეს: ა) ბალონების შევსების განყოფილება - დაცლის, შევსების, ბალონების ჰერმეტულობასა და შევსებაზე შემოწმების მოწყობილობით; ბ) ბალონების დეგაზაციის განყოფილება; გ) ბალონების დატვირთვა-ჩამოტვირთვის ბაქანი. 13. ბალონების ტექნიკური შემოწმების განყოფილებისათვის გათვალისწინებულ უნდა იყოს მოედანი იმ ბალონების დატვირთვა-ჩატვირთვისათვის, რომლებიც შემოაქვთ ტექნიკური შემოწმებისათვის. 14. ბალონების სამღებრო განყოფილება, როგორც წესი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბლოკში ტექნიკური შემოწმების განყოფილებასთან. 15. სატუმბ-საკომპრესორო და შევსების განყოფილებათა სათავსებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცეცხლმაქრები. 16. დატვირთვა-ჩამოტვირთვის მოედნები სავსე და ცარიელი ბალონების განსალაგებლად გათვალისიწნებულ უნდა იქნეს უშუალოდ შევსების განყოფილებაზე მიშენებით. მოედნის ზომები გასასვლელების ჩათვლით უნდა განისაზღვროს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 17. დატვირთვა-ჩამოტვირთვის მოედნის ზემოთ გათვალისწინებულ უნდა იქნეს უწვავი მასალის ფარდული, პერიმეტრზე (საჭიროებისას) ღობე, რომელიც უზრუნველყოფს მისი ტერიტორიის განიავებას. 18. იატაკები გათვალისწინებულ უნდა იქნეს უწვავი მასალის საფარით, რომელიც არ წარმოქმნის ნაპერწკლებს.
მუხლი 5. ჩამოსაცლელი მოწყობილობა 1. ჩამოსასხმელი მოწყობილობის მომსახურებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს უწვავი მასალის ესტაკადები ჩამოსასხმელი მოწყობილობის ცისტერნებთან მისაერთებლად. 2. რკინიგზის ცისტერნებიდან გაზის ჩამოსასხმელ მილსადენებზე, გაზსავსები სადგურის სტაციონარული მილსადენების სატრანსპორტო საშუალებათა ჩამოსასხმელ მოწყობილობებთან მიერთების უშუალო სიახლოვეს, შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნით გათვალისწინებულ უნდა იქნეს: ა) უკუსარქველი-თხევადი ფაზის მილსადენებზე; ბ) სწრაფმოქმედი სარქველი-ორთქლის ფაზის მილსადენებზე; გ) გამომრთველ მოწყობილობამდე შტუცერი გამომრთველი მოწყობილობით, ნარჩენი გაზის მილსადენების სისტემაში ჩასაცლელად ან გამქრევ სანთელზე გასაშვებად. 3. გაზსავსები სადგურში ავტოცისტერნებით მიწოდებული გაზის ჩამოსაცლელად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩამოსაცლელი სვეტები.
მუხლი 6. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების რეზერვუარები 1. გაზსავსებ სადგურში გაზის მიღებისა და შენახვისათვის განკუთვნილი რეზერვუარები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს. 2. გაზსავსებ სადგურში გაზის მიწისზედა ან მიწისქვეშა რეზერვუარების განლაგება ჯგუფის შიგნით და რეზერვუარებს შორის მანძილები განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 3. მიწისზედა რეზერვუარები უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 4. მიწისზედა რეზერვუარები დაცულ უნდა იყოს მზის სხივების ზემოქმედებისაგან. 5. მიწისზედა რეზერვუარების თითოეული ჯგუფის პერიმეტრზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემოზვინვა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 6. რეზერვუარების პარკის ტერიტორიაზე შესასვლელად შემოზვინვის ან კედლის ორივე მხრიდან გათვალისწინებულ უნდა იყოს გადასასვლელი კიბეები შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, 7. მიწისქვეშ განლაგებისათვის გათვალისწინებულ უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის რეზერვუარები. 8. მანძილი სიოში ცალკეულ მიწისქვეშა რეზერვუარებს შორის უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით 9. რეზერვუარები კოროზიისაგან უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით დაცული.
მუხლი 7. გაზსავსები სადგურის ტექნოლოგიური მოწყობილობა 1. გაზსავსები სადგურის მილსადენებში გაზის თხევადი და ორთქლის ფაზების გადასაადგილებლად შესაბამისი სტანდარტის მიხედვით გათვალსიწინებულ უნდა იქნეს ტუმბოები, კომპრესორები და საორთქლებელი (თბომცვლელი) დანადგარები. 2. კომპრესორები უნდა განლაგდეს სათავსებში, სადაც უზრუნველყოფილია გათბობა. იმ სათავსების იატაკი, რომლებშიც განლაგებულია ტუმბოები და კომპრესორები, უნდა იყოს დამზადებული შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 3. ტუმბოები და კომპრესორები უნდა დაიდგას ისეთ საძირკვლებზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული სხვა მოწყობილობების საძირკვლებთან ან შენობის კედლებთან. 4. ერთ რიგში ორი ან მეტი ტუმბოს ან კომპრესორის განლაგებისას მანძილები გათვალსიწინებული უნდა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 5. ტუმბოებისა და კომპრესორების შემწოვ მილსადენებზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით გათვალისწინებულ უნდა იქნეს გამომრთველი მოწყობილობა, დამწევ მილსადენებზე კი გამომრთველი მოწყობილობა და უკუსარქვლები. 6. ტუმბოების წინ შესაბამისი სტანდარტის მიხედვით გათვალისწინებული უნდა იყოს ფილტრები გამქრევი მილსადენებით, ტუმბოების შემდეგ კი - დამწნევ მილსადენებზე გამქრევი მილსადენები, რომელთა გაერთიანებაც დასაშვებია ფილტრების გამქრევ მილსადენებთან. ტუმბოების სადაწნეო კოლექტორზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტუმბოების შემწოვ მილსადენებთან გაერთიანებული გადამშვები მოწყობილობა. ჩამკეტი არმატურის დამონტაჟება გადამშვებ მოწყობილობაზე დაუშვებელია. 7. კომპრესორების შემწოვ მილსადენებზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით გათვალისწინებული უნდა იქნეს კონდენსატშემკრებები, დამწნევ მილსადენებზე კომპრესორების შემდეგ კი-ზეთგამომყოფები. კონდენსატშემკრებები უნდა აღიჭურვოს დონის სიგნალიზატორებითა და სადრენაჟო მოწყობილობით. 8. დონის სიგნალიზატორები ბლოკირებული უნდა იყოს კომპრესორებთან, რითაც უზრუნველყოფილი იქნება კომპრესორის გამორთვა კონდენსატშემკრებებში გაზის მაქსიმალური დონის მიღწევისას. 9. ტუმბოები და კომპრესორები უნდა აღიჭურვოს ავტომატიკით, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროკვების შეწყვეტას, შემდეგ შემთხვევაში: ა) სათავსის დაგაზიანებისას; ბ) ტუმბოს ან კომპრესორის დამწნევ მილსადენებში წნევის გაზრდისას; გ) მაქსიმალური დონის მიღწევისას შესავსებ რეზერვუარში (აგრეგატებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია რეზერვუარების შესავსებად). 10. ბალონების შევსების საშუალებებისაგან დამოუკიდებლად, მათი შევსების კონტროლი გათვალისწინებული უნდა იქნეს აწონვით ან სხვა ზუსტი მეთოდით. ზამთარში ჰერმეტულობის კონტროლის უზრუნველსაყოფად საჭიროა გაზის შემთბობი დანადგარების გათვალისიწენება. 11. ორთქლისა და თხევადი ფაზების მილსადენებზე, სვეტების სტაციონარული მილსადენების ავტომანქანების შევსებისა და გაზგასამართ მოწყობილობასთან შეერთების ადგილებთან უშუალო სიახლოვეს, გათვალისიწინებულ უნდა იქნეს საპეციალური სარქველები, რომლებიც შესავსები და გაზგასამართი მოწყობილობის ჰერმეტულობის დარღვევისას გამორიცხავს ატმოსფეროში გაზის გადინებას. 12. თხევადი და ორთქლის ფაზების მილსადენებზე, რომლებიც უერთდება შესავსებ და ავტოგაზგასამართ სვეტებს, გათვალისიწინებულ უნდა იქნეს გამომრთველი მოწყობილობა.ჯგუფს შიგნით მიწისზედა რეზერვუარებს შორის მანძილები განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 13. გაზსავსები სადგურიგნგ-ს შესათბობად შენობის გარეთ გათვალისწინებული ამაორთქლებლები და თბომცვლელები (შემდგომში-საორთქლებელი მოწყობილობა) უნდა განლაგდეს გნგ-ს რეზერვუარებიდან შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 14. საორთქლებლებს შორის დაცილება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 15. გაზსავსები სადგურში დაუშვებელია ისეთი საორთქლებლების გათვალისწინება, რომლებშიც გამოყენებულია ღია ცეცხლი.
მუხლი 8. გაზსადენები, არმატურა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები 1. გაზსავსები სადგურის საწარმოო ზონაში გაზსადენების გაყვანა გათვალისწინებულ უნდა იქნეს მიწის ზემოთ, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 2. თხევადი გაზის მილსადენების ჰიდრავლიკური გაანგარიშება უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 3. თხევადი ფაზის მიწისზედა გაზსადენების იმ უბნებზე, რომლებიც შემოზღუდულია ჩამკეტი მოწყობილობით, მათზე მზის სხივების ზემოქმედებით წნევის ზრდისგან დასაცავად, ჩამკეტი მოწყობილობის პარალელურად, გათვალისწინებული უნდა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით უკუსარქველი და დამცავი სარქველი რომელიც უზრუნველყოფს გაზის გადადინებას. 4. სატუმბ-საკომრესოროს, ბალონების შევსების, დაცლისა და დეგაზაციის, სამღებრო და სხვა სათავსებში შესაბამისი სტანდარტის მიხედვით უნდა განლაგდეს გაზის საშიში კონცენტრაციის სასიგნალო მოწყობილობა, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იყოს ბალონებიდან თხევადი ნარჩენების მიმღები საცავების მოწყობა, განთავსება და ატმოსფერული ჰაერის დაცვა მავნე ნივთიერებების ემისიისაგან. 5. გაზსავსებ სადგურში თხევადი გაზის მიწისქვეშა და მიწისზედა რეზერვუარებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და დამცავი არმატურა. 6. მიწისზედა და მიწისქვეშა რეზერვუარებისათვის დამცავი სარქველების გამტარუნარიანობა განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 7. რეზერვუარების დამცავი სარქველებიდან გაზის არინება გათვალისწინებულ უნდა იქნეს გამქრევი (საგდები) მილსადენებით, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
მუხლი 9. წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა და ვენტილაცია 1. გაზსავსები სადგურის წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების დაპროექტება უნდა შესრულდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 2. გაზსავსებ სადგურში შესაბამისი სტანდარტის მიხედვით გათვალისწინებული უნდა იქნეს ხანძრის ქრობის სისტემა, რომელიც მოიცავს რეზერვუარებს წყლის მარაგით და სახანძრო ჰიდრანტებს. 3. გაზსავსებ სადგურში შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, რეზერვუარის ტევადობიდან გამომდინარე მიწისზედა რეზერვუარებზე გათვალისიწინებული უნდა იქნეს რეზერვუარების წყლით გაგრილების სტაციონარული ავტომატური სისტემა. 4. გაზსავსებ სადგურში აუცილებელია საწარმოო და საყოფაცხოვრებო კანალიზაციის გათვალისწინება, მოწყობილი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 5. დახურული სათავსებისათვის შესაბამისი სტანდარტის მიხედვით საჭიროა მომდენ გამწოვი სავენტილაციო სისტემების მოწყობა. 6. სატუმბ-საკომპრესორო, ამაორთქლებელ, შევსების, ბალონების დეგაზაციისა და სამღებრო განყოფილებების სათავსებში, სამუშაო დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს მათი განიავება, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 7. საავარიო ვენტილაცია უნდა მოეწყოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 8. საწარმოო სათავსებში განლაგებული ტუმბოების, კომპრესორებისა და სხვა მოწყობილობების ელექტროამძრავები, ვენტილაციის გამორთვის შემთხვევაში ავტომატურად უნდა ითიშებოდეს.
თავი III გაზსავსები პუნქტები
მუხლი 10. საერთო მითითებანი 1. გაზსავსები პუნქტები განკუთვნილია უპირატესად საავტომობილო ტრანსპორტით მოწოდებული გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მისაღებად, შესანახად და მომხმარებლებისათვის ბალონებით მისაწოდებლად. 2. გაზსავსები პუნქტების შენობა-ნაგებობები და მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც წაეყენება გაზსავსები სადგურების ანალოგიურ შენობა-ნაგებობებსა და მოწყობილობას, აგრეთვე ამ ქვეთავის დამატებითი მითითებების გათვალისწინებით. 3. გაზსავსებ პუნქტში შესანახი ბაზის ტევადობა უნდა განისაზღვროს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 4. გაზსავსები პუნქტი ,როგორც წესი, უნდა განლაგდეს, დასახლებული პუნქტის ტერიტორიის ფარგლებში, შესაძლებლობისამებრ საცხოვრებელი განაშენიანებისაკენ გაბატონებული ქარების საწინააღმდეგო მიმართულებით. 5. გაზსავსები პუნქტის სამშენებლო მოედნის შერჩევა უნდა მოხდეს გარედან მისი შემოღობვის შესაძლებლობების გათვალისწინებით, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
მუხლი 11. გაზსავსები პუნქტის შენობა-ნაგებობები 1. გაზსავსები პუნქტი ტერიტორია შესაბამისი სტანდარტი მიხედვით იყოფა საწარმოო და დამხმარე ზონებად, რომელთა ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების, შენახვისა და მიწოდების ტექნოლოგიურ პროცესებთან დამოკიდებულებით უნდა განლაგდეს შემდეგი ძირითადი შენობები და ნაგებობანი: -საწარმოო ზონაში: ა) გაზის დასაცლელი სვეტები; შესანახი ბაზა თხევადი გაზის რეზერვუარებით; ბ) შესანახი ბაზა თხევადი გაზის რეზერვუარებით; გ) შევსების საამქრო, სავსე და ცარიელი ბალონების დასაწყობი და დასატვირთ-ჩამოსატვირთი მოედნით; დ) გაზის სატუმბ-საკომპრესორო და ჰაერის საკომპრესორო; ე) ამაორთქლებელი (თბომცვლელი) დანადგარი; ვ) ბალონებიდან აუორთქლებელი ნარჩენების მისაღები რეზერვუარები; ზ) გაზსავსები პუნქტის ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად თხევადი გაზის ორთქლისა და თხევადი ფაზების გადასაადგილებელი შიგასამოედნო მილსადენები. 2-დამხმარე ზონაში: ა) საწარმოო-დამხმარე შენობა მექანიკური სახელოსნოს, სანტექნიკური სატუმბის, ადმინისტრაციულ-სამეურნეო და სხვა სათავსების განლაგებისათვის; ბ) სატრანსფორმატორო ქვესადგური; გ) საქვაბე (თუ არ არსებობს თბომომარაგების არსებულ სისტემასთან მიერთების საშუალება); დ) ავტომანქანების ღია სადგომი; ე) ხანძარსაწინააღმდეგო სამარაგო წყლის რეზერვუარები; ვ) სასაწყობო და სხვა სათავსები. 3. მინიმალური მანძილი გაზსავსები პუნქტის თხევადი გაზის შესანახი რეზერვუარებიდან იმ შენობა-ნაგებობებამდე, რომლებიც არ ეკუთვნის პუნქტს, უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს. 4. მინიმალური მანძილი გაზსავსები პუნქტის ტერიტორიაზე განლაგებულ შენობებსა და ნაგებობებს შორის მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
თავი IV
მუხლი 12. ბალონების საშუალედო საწყობები 1. ბალონების საშუალედო საწყობები განკუთვნილია გაზსავსებ სადგურში ან გაზსავსებ პუნქტში შევსებული თხევადი გაზის ბალონების მიღების, შენახვისა და მომხმარებელებისათვის მისაწოდებლად. 2. ბალონების საშუალედო საწყობების შემადგენლობაში გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის დაცვით მოწყობილი ცარიელი და სავსე ბალონების საწყობი , აგრეთვე დატვირთვა-გადმოტვირთვის მოედნები ბალონების მიღება-გაცემისათვის. მანძილი კარადებიდან შენობა-ნაგებობებამდე აღებულ უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 3. ბალონების საშუალედო საწყობები უნდა განლაგდეს დასახლებული პუნქტის ტერიტორიის ფარგლებში, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 4. თხევადი გაზის საწყობების სამრეწველო საწარმოთა ტერიტორიაზე განთავსება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
თავი V მუხლი 13. ავტომანქანების გაზგასამართი სადგურები 1. ავტომანქანების გაზგასამართი სადგურები განთავსების პირობა უნდა აკმაყოფილებდეს იგივე პიროპებს რაც ავტომანქანების გაზგასამართი პუნქტი. 2. ავტომანქანების გაზგასამართი სადგურების შემადგენლობაში შესაბამისი სტანდარტის მიხედვით გათვალისწინებულ უნდა იყოს გაზის შესანახი რეზერვუარები, ჩამოსაცლელი და გასამართი სვეტები, საწარმოო შენობა გაზის გადასატუმბად საჭირო დანადგარებისათვის, სავენტილაციო და სხვა მოწყობილობა, აგრეთვე საყოფაცხოვრებო სათავსები. 3. ავტომანქანების გაზგასამართი სადგურების ტერიტორია ავტოტრანსპორტის მისასვლელის გარდა უნდა შემოიღობოს უწვავი მასალის ისეთი ღობით, რომელიც უზრუნველყოფს ტერიტორიის განიავებას. 4. განაშენიანების ფარგლებში ავტომანქანების გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე განლაგებული რეზერვუარების მაქსიმალური ტევადობა უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს. 5.ავტომანქანების გაზგასამართი სადგურებისათვის გათვალისწინებული შენობები, რეზერვუარები, მოწყობილობა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები უნდა აკმაყოფილებდეს გაზსავსები სადგურისა და გაზსავსები პუნქტების ანალოგიური ობიექტებისა და კომუნიკაციებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. 6. მინიმალური მანძილები ავტომანქანების გაზგასამართი სადგურების რეზერვუარებიდან რეგულირდება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 7. ავტომანქანების გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე დაუშვებელია საცხოვრებელი სათავსებისა და ისეთი წარმოებების განლაგება, რომლებიც არ შედის სადგურის შემადგენლობაში, აგრეთვე ისეთი მოწყობილობისა და ხელსაწყოებისა, რომლებშიც გამოყენებულია ღია ცეცხლი.
თავი VI
მუხლი 14. ელექტრომომარაგება, ელექტრომოწყობილობა, მეხდაცვა 1. გაზსავსები სადგურების, ბალონების საშუალედო საწყობების,ავტომანქანების გაზგასამართი სადგურების ელექტრომოწყობილობების შერჩევა, უნდა მოხდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 2. სატუმბ-საკომპრესოროს, შევსებისა და ამაორთქლებელი განყოფილებების სათავსებში უნდა მოეწყოს დამატებითი საავარიო განათება. 3. ელექტრომომარაგების სქემა, ხანძრის გაჩენის და აფეთქებასაშიში კონცენტრაციის შემთხვევაში, უნდა ითვალისწინებდეს ტექნოლოგიური მოწყობილობების ავტომატურ გამორთვას. 4. შენობა-ნაგებობებისათვის, გარე ტექნოლოგიური დანადგარებისა და კომუნიკაციებისათვის, აფეთქებასაშიში ზონებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს მეხდაცვა. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
თავი VII
მუხლი 15. სარეზერვუარო და ჯგუფური გაზბალონიანი დანადგარებით გაზმომარაგება საერთო მითითებანი 1. ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება სარეზერვუარო და გაზბალონიანი დანადგარებით გაზმომარაგების სისტემების, აგრეთვე საორთქლებელი მოწყობილობებისა და თხევადი გაზის ჰაერთან შემრევი დანადგარების დაპროექტებაზე. 2. განსაკუთრებული ბუნებრივი ან კლიმატური პირობების რაიონებისათვის გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით გაზმომარაგების სისტემების დაპროექტებისას გასათვალისწინებელი უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნები. 3. სათავსებს შიგნით გაზსადენის გაყვანა, გაზის ხელსაწყოების განლაგება და საწარმოო დანადგარების გაზმომარაგების დაპროექტება უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
მუხლი 16. სარეზერვუარო დანადგარები 1. დანადგარებში რეზერვუარების რიცხვი განისაზღვრება უნდა მოხდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 2. სარეზერვუარო დანადგარების საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები, დამცავი და ჩამკეტი არმატურა უნდა შეირჩეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 3. სარეზერვუარო დანადგარების ხელსაწყოები და არმატურა ატმოსფერული ნალექებისა და მექანიკური დაზიანებისაგან დაცული უნდა იყოს გარსაცმით. 4. სარეზერვუარო დანადგარებ უნდა იყოს შემოღობილი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 5. ბუნებრივი აორთქლებისას რეზერვუარების წარმადობა უნდა განისაზღვროს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
მუხლი 17. საორთქლებელი და შემრევი მოწყობილობები 1. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით საორთქლებელი მოწყობილობა, ხელოვნური აორთქლებით, გათვალისწინებული უნდა იყოს იმ შემთხვევებში: ა) როდესაც სარეზერვუარო დანადგარები ბუნებრივი აორთქლებით ან გრუნტის საორთქლებლებით ვერ უზრუნველყოფს გაზის საანგარიშო მოთხოვნილების დაკმაყოფილებას; ბ) როდესაც არის, გაზის მუდმივი მახასიათებლებით (წვის მუდმივი ტემპერატურა, მუდმივი სიმკვრივე), მიწოდების აუცილებლობა; გ) როდესაც იმ ადგილებში, სადაც გრუნტის ტემპერატურა რეზერვუარების დამონტაჟების სიღრმეზე უარყოფითია, მიეწოდება ბუტანის გაზრდილი (აღემატება 30%) შემცველობის გაზი.
მუხლი 18. ბალონების ჯგუფური დანადგარები 1. ბალონების ჯგუფურ დანადგარებად ითვლება გაზმომმარაგებელი დანადგარი, რომლის შემადგენლობაშიც შედის არანაკლებ 2 ბალონისა. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დასაბუთდეს ბალონების ჯგუფური დანადგარის გამოყენების საჭიროება. 2. ბალონების ჯგუფურ დანადგარში გათვალისწინებული უნდა იქნეს: განთხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ბალონები, მაღალი წნევის კოლექტორი, გაზის წნევის რეგულატორი ან ავტომატური რეგულატორ-გადამრთველი, საერთო გამომრთველი მოწყობილობა, მანომეტრი (მაჩვენებელი), დამცავ-საგდები სარქველი და მილსადენები. 3. ერთ ჯგუფურ დანადგარში ბალონების რაოდენობა უნდა განისაზღვროს გაზის საათური ხარჯისა და ერთი ბალონის წარმადობიდან გამომდინარე, გარემოს ტემპერატურის, გაზის მარკისა და გაზის მოხმარების ხანგრძლივობისაგან დამოკიდებულებით. 4. ბალონების ჯგუფური დანადგარის მაქსიმალური ჯამური ტევადობა აღებულ უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 5. ჯგუფური დანადგარები უნდა განლაგდეს უწვავი მასალის კარადებში ან დაცულ იქნეს ხუფებით. 6. ჯგუფური დანადგარების განლაგება გათვალისწინებულ უნდა იყოს უშუალოდ შენობასთან შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
მუხლი 19. ბალონიანი და სარეზერვუარო ჯგუფური დანადგარების მილსადენები 1. რეზერვუარების, ბალონებისა და წნევის რეგულატორების შემოკვრის მილსადენები გაანგარიშებული უნდა იყოს რეზერვუარებისა და ბალონების მისაღებ წნევაზე. 2. ბალონებიანი და სარეზერვუარო ჯგუფური დანადგარებიდან დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების გაყვანა, თუ ამ დანადგარებში გათვალისწინებულია გაზის ხელოვნური აორთქლება, საჭიროა ისეთ სიღრმეზე, სადაც გრუნტის მინიმალური ტემპერატურა აღემატება გაზის კონდენსირების ტემპერატურას. 3. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ბალონებიანი და სარეზერვუარო ჯგუფური დანადგარებიდან დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების გაყვანა, თუ ამ დანადგარებში გათვალისწინებულია გაზის ხელოვნური აორთქლება, საჭიროა ისეთ სიღრმეზე, სადაც გრუნტის მინიმალური ტემპერატურა აღემატება გაზის კონდენსირების ტემპერატურას. გაზსადენები მოცულობითი საორთქლებლებიდან გაყვანილი უნდა იყოს გრუნტის გაყინვის სიღრმეზე ქვემოთ. ამ პირობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს გაზსადენების ან კონდენსატშემკრებების შეთბობა. 4. გაზსადენის დახრილობის სიდიდე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
თავი VIII
მუხლი 20. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ინდივიდუალური გაზბალონიანი დანადგარები 1. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ინდივიდუალურ გაზბალონიან დანადგარად ითვლება გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზით მომარაგების დანადგარი, თუ მასში შედის არაუმეტეს ორი ბალონისა. 2. ბალონები დაცული უნდა იყოს მზის სხივების ზემოქმედებისაგან. 3. ბალონების განთავსება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს. 4. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზის ის აგრეგატები, რომლებიც ამარაგებს დანადგარებსა და სანთურებს, უნდა განთავსდეს შესაბამისი სატანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. 5. საწრმოო სათავსებში ბალონების განლაგება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
მუხლი 21. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4,მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 პუნქტებში და მე-12 პუნქტის ”ა, ბ,და გ ქვეპუნქტებში”, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტებში, მე-7 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში, მე-9 პუნქტის ”ა, ბ და გ” ქვეპუნქტებში, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტებში, მე-9 მუხლის პირველ, მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებში, მე-10 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-14 მუხლის პირველ პუნქტში, მე-18 მუხლის პირველ, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-19 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ”ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ” ქვეპუნქტებში, მე-2 პუნქტის ”ა, ბ, გ, დ, ე, ვ” ქვეპუნქტებში, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-20 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.
მუხლი 22. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ,ი , კ, ლ” ქვეპუნქტებში, მე-2 პუნქტის ”ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი, კ” ქვეპუნქტებში და მე-3 პუნქტში, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”ა, ბ, გ” ქვეპუნქტებში და მე-3 პუნქტში, მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-13 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტებში, მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-18 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებში, მე-20 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 და მე-9 პუნქტებში, მე-8 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში, მე-9 მუხლის მე-2, მე-3, მე-6 და მე-8 პუნქტებში, მე-16 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ”ა, ბ და გ” ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.
მუხლი 23. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა ტექნიკური რეგლამენტის 22-ე და 23-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას. |
დოკუმენტის კომენტარები