ტექნიკური რეგლამენტის - თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის - თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 11/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160000.10.003.017614
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
03/01/2014
ვებგვერდი, 14/01/2014
300160000.10.003.017614
ტექნიკური რეგლამენტის - თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/01/2014 - 14/09/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №16

2014 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის   58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე,

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 13 სექტემბრის №261 ბრძანება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა

თავი I

შესავალი


მუხლი 1. მენეჯმენტის გეგმის ტერიტორიული სფერო

1. „თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა“ შემუშავებულია თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის და თუშეთის ეროვნული პარკისათვის.

2. თუშეთის დაცული ტერიტორიები მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

ა) თუშეთის ეროვნული პარკი მოიცავს დიდი კავკასიონის მთავარი ქედის გვერდითი ჩრდილოეთი (პირიქითა) ქედის სამხრეთ კალთებს (კავკასიონის ამ ნაწილში პირიქითა ქედი სიმაღლით აღემატება მთავარ ქედს და აღწევს 4500 მ.ზღ.დ.), დიდი კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ ფერდობებს, მათ შორის მდებარე თუშეთის ქვაბულს და სპეროზას ქედის ნაწილს. ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის საზღვრები ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან. კერძოდ, პარკი ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთსა და ინგუშეთს, ხოლო აღმოსავლეთით დაღესტანს. პარკს სამხრეთიდან ესაზღვრება კახეთი, ხოლო დასავლეთიდან ფშავი და ხევსურეთი, სადაც საზღვარი გადის აწუნთას ქედსა და თებულოს მთაზე. თუშეთის ეროვნული პარკის შიდა საზღვრები ზოგან ემთხვევა მდინარის კალაპოტს ან სხვა სახის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ბარიერს, მაგრამ უმეტესად არ ემორჩილება ამგვარ ლოგიკას. პარკის შიდა საზღვრები უმთავრესად თუშეთის დაცული ლანდშაფტის გარე საზღვრებია. სხვა ადგილებში პარკი უშუალოდ სახელმწიფო ნაკრძალს ესაზღვრება (იხ რუკა, დანართი 1).

ბ) თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორია რამდენიმე ერთამანეთისგან იზოლირებული მონაკვეთისგან შედგება. იგი მოიცავს მდინარეების: პირიქითის, გომეწრის ალაზნის და ჭანჭახოვანის ხეობებს, კერძოდ, ორწყლის ხეობის მარჯვენა ფერდის ნაწილს მდინარე გომეწრის ალაზნისა და ჭანჭახოვანის ალაზნის შეერთებამდე. პირიქითა ალაზნის ქვედა დინებას, მაკრატელას ქედის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს და მის მიმდებარე ფიჭვნარ ტყეებს დიკლოს მთამდე. პირიქითა ალაზნის ხეობის მარჯვენა ფერდზე არსებულ ფიჭვნარ ტყეებს დანოს ჭალიდან ომალო-შენაქოს საცხენოსნო ხიდამდე, პირიქითის ალაზნისა და ჩიღოს ხაას ხევის შეერთების ადგილიდან მარცხენა ფერდის ფიჭვნარ ტყეებს ომალო-შენაქოს საცხენოსნო ხიდამდე. ჭანჭახოვანის ხეობის მარჯვენა ფერდს ნახიდურის წყლის შესართავიდან ხისოს ხევის შესართავამდე. გომეწრის და პირიქითა ალაზნების შეერთების ადგილიდან დაღესტნის საზღვრამდე მდინარის მარჯვენა ფერდობებზე არსებულ ტყის მასივებს. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იზოლირებული მონაკვეთია ე.წ. სპეროზას მონაკვეთი, რომელიც თუშეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და საჯიხვეებს და ტყით დაფარულ მონაკვეთს მოიცავს. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის საზღვრები ზოგან ემთხვევა მდინარის კალაპოტს, ტურისტულსა და ცხვრის გადასარეკ ბილიკებს ან სხვა სახის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ბარიერებს, ნაკრძალის აღმოსავლეთი ნაწილის საზღვარი ემთხვევა სახელმწიფო საზღვარს.

3. დაცული ტერიტორიები მდებარეობს კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

მუხლი 2. მენეჯმენტის გეგმის სამართლებრივი საფუძვლები

„თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ტყის კოდექსი, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონი, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილება.

მუხლი 3. დაცული ტერიტორიის მიწათსარგებლობა

1. თუშეთის დაცული ტერიტორიების საზღვრებს შიგნით არსებული მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა.

2. თუშეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხორციელდება განახლებადი ბუნებრივი რესურსებით ლიმიტირებული სარგებლობა.

3. თუშეთის დაცული ტერიტორიების მიზნები:

ა) თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი - ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება და მონიტორინგის, სამეცნიერო-კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; უნიკალური ფიჭვნარებისა (Pinus sosnovsky) და არყნარების (Betula litwinowii, B. raddeana) კონსერვაცია; ამ ტყეების როგორც იშვიათი სახეობების ჰაბიტატების, ეროზიის პრევენციისა, წყლის რეჟიმის რეგულაციის ზვავების შემაკავებელი ფუნქციების შენარჩუნება.

ბ) თუშეთის ეროვნული პარკი - ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის მთის ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნება, მდიდარი ფლორისა და ფაუნის კონსერვაცია, ეკოტურიზმის განვითარება და რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაფუძნებული ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის შენარჩუნება.

მუხლი 4. მენეჯმენტის გეგმის მიზნები

1. წინამდებარე მენეჯმენტის გეგმა შემუშავებული იქნა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მენეჯმენტის გეგმა სავალდებულოა ყველა დაცული ტერიტორიისათვის.

2. მენეჯმენტის გეგმის მიზანს წარმოადგენს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა, რომლის შედეგების მიღწევაც მიზნად უნდა დაისახოს პასუხისმგებელმა უწყებამ მენეჯმენტის გეგმის ძალაში ყოფნის პერიოდში, ამ შედეგების მისაღწევად მან უნდა განახორციელოს კონკრეტული ქმედებები და დასახოს ინდიკატორები მონიტორინგის შესაფასებლად.

მუხლი 5. მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესი

მენეჯმენტის გეგმის მომზადების პროცესში მონაწილეობას იღებდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო“, „თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია“, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სამოქალაქო ორგანიზაციები.

მუხლი 6. მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდი

მენეჯმენტის გეგმა მოქმედებს მისი ოფიციალურად ძალაში შესვლიდან 6 წლის განმავლობაში.

მუხლი 7. მენეჯმენტის გეგმაში ცვლილებების შეტანა და განახლება

1. მენეჯმენტის გეგმაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მენეჯმენტის გეგმის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს მეექვსე წლის პირველი კვარტალისა, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო“ დაიწყებს ახალი მენეჯმენტის გეგმის მომზადებას, რომელიც მიღებული იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი II

დაცული ტერიტორიის აღწერა

მუხლი 8. ბიომრავალფეროვნება

1. ფლორისა და მცენარეულობის თვალსაზრისით თუშეთი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარეა საქართველოში. აქ გავრცელებულია 92 ოჯახის 1000-ზე მეტი ჭურჭლოვანი სახეობა (დანართი N8). შესაბამისად, საქართველოს ფლორის მეოთხედი და კავკასიის მცენარეთა სახეობების ერთი მეექვსედი გვხვდება თუშეთში. თუშეთის მცენარეულობა მოიცავს ტყეებს, სუბალპურ ტყეებსა და ბუჩქნარებს, სუბალპურ და ალპურ მდელოებს, სუბნივალურ და ნაშლების ფლორისტულ კომპლექსებს. ამ ძირითადი ცენოზებიდან თითოეული, თავის მხრივ, კიდევ წარმოდგენილია მრავალი კერძო ვარიანტით, რომლებიც ერთმანეთისგან სტრუქტურითა და სახეობრივი შემადგენლობით განსხვავდებიან.

2. თუშეთის ფლორა მრავალ იშვიათ სახეობას შეიცავს. მათგან 4 სახეობა შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში (დანართი N9). თუშეთში ასევე გვხვდება რეგიონული მასშტაბით იშვიათი სახეობები, რომლებიც კავკასიაში თავიანთი მსოფლიო არეალისგან იზოლირებულად იზრდებიან.

3. ენდემიზმის დონე (ენდემურ სახეობათა პროპორციული რაოდენობა) განსაკუთრებით მაღალია მცენარეთა სახეობებს შორის. თუშეთის ფლორა შეიცავს საქართველოს 11 და კავკასიის 230-ზე მეტ ენდემურ სახეობას, რაც ნიშნავს, რომ თუშეთში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების 22.5% საქართველოს ან კავკასიის ენდემია. გარდა ამისა, მინიმუმ 8 მათგანი მეტად იშვიათი სახეობების კატეგორიას განეკუთვნება.

4. რეგიონი ასევე ხასიათდება ძუძუმწოვართა მრავალფეროვნებით - სულ გამოვლენილია 32 სახეობის მსხვილი, საშუალო ზომისა და წვრილი ძუძუმწოვარი (დანართიN8). განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩლიქოსანთა თანასაზოგადოება. მათ შორისაა ნიამორი (Capra aegagrus), რომლის მეტ-ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ თუშეთშია შემორჩენლი, და კავკასიის ენდემი აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis). ასევე გავრცელებულია არჩვი (Rupicapra rupicapra), შველი (Capreolus capreolus), გარეული ღორი (Sus scrofa) და კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus). თუშეთი გამოირჩევა მსხვილ მტაცებელთა ფაუნის მხრივაც. აქ გვხვდება მურა დათვი (Ursus arctos), მგელი (Canis lupus), ფოცხვერი (Lynx lynx) და სავარუდოდ ასევე ჯიქი (Panthera pardus). წვრილი ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიის ენდემები: დაღესტნური მემინდვრია (Microtus (Terricola) daghestanicus), გუდაურის მემინდვრია (Chionomis gud), რადეს ბიგა (Sorex raddei) და ვოლნუხინის ან მცირეკავკასიური ბიგა (Sorex volnuchini).

5. არსებული მონაცემებით თუშეთში გავრცელებულია ფრინველთა 90-მდე სახეობა (დანართი N8). თუშეთის ორნითოფაუნიდან პირველ რიგში აღსანიშნავია, კავკასიის ენდემები: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi) და კავკასიური შურთხი (Tetraogallus Caucasicus). სულ თუშეთში გვხვდება ფრინველთა 6 სახეობა საქართველოს წითელი ნუსხიდან, მათგან ერთი (სვავი, Aegypius monachus) საფრთხეშია გლობალური მასშტაბითაც და შესულია IUCN -ის წითელ ნუსხაში (NT-ის კატეგორიით); თუშეთი მდიდარია დიდი ზომის ფრინველთა სახეობებით და საკმაოდ ხშირად გვხვდებიან ისეთი მტაცებლები და ლეშიჭამიები, როგორიცაა: (გარდა ზემოთაღნიშნული სვავისა) ბატკანძერი (Gypaetus barbatus), ორბი (Gyps fulvus), კირკიტა (Falco tinnunculus), ქორი (Accipiter gentilis), მიმინო (Accipiter nisus), მთის არწივი (Aquila chrysaetos) და სხვ. ასევე საყურადღებოა ის, რომ თუშეთში გვხვდება თითქმის ყველა ის ენდემური თუ „ბერდვოჩინგისთვის“ სხვამხრივ მნიშვნელოვანი სახეობა, რაც საქართველოში საერთოდ ბინადრობს: (ზემოთ ნახსენები კავკასიური როჭოსა და კავკასიური შურხს გარდა) კავკასიური ყარანა (Phylloscopus lorenzii), მწვანე ყარანა (Phylloscopus nitidus), თავწითელა მთიულა (Serinus pusillus), დიდი კოჭობა (Carpodacus rubicilla).

6. მწირია ცნობები ხერხემლიანთა სხვა კლასების შესახებ. თუშეთში რეპტილიების მინიმუმ 3 და ამფიბიების მინიმუმ 4 სახეობა გვხვდება, ხოლო თევზებიდან მხოლოდ ერთი - მდინარის კალმახი (დანართი N8).

7. თითქმის არაფერია ცნობილი უხერხემლოთა შესახებ. თუმცა, ზედაპირული შეფასებით ჩანს, რომ თუშეთი გამოირჩევა დღის პეპლების სიუხვით. დაფიქსირებულია გლობალურად იშვიათი სახეობა აპოლონი (Parnassius apollo), ასევე კავკასიის იშვიათი ენდემი კავკასიური აპოლონი (Parnassius nordmanni).

8. ველური ბიომრავალფეროვნების გარდა, თუშეთი მდიდარია შინაურ ცხოველთა და კულტურულ მცენარეთა ჯიშებითაც. რეგიონი სამი ენდემური ჯიშის წარმოშობის კერაა. ესენია: თუშური ცხენი, ქართული ნაგაზი და თუშური ცხვარი. გარდა ამისა, თუშეთი წარმოადგენს კულტურულ მცენარეთა რამდენიმე ენდემური ჯიშის წარმოშობის კერას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქერის ენდემური ჯიში - ქერშველი, რომელიც უნიკალური მორფოლოგიური და სხვა ნიშან-თვისებებით ხასიათდება და საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების მემკვიდრეობის კომპონენტია.

მუხლი 9. ლანდშაფტები და ჰაბიტატები

1. თუშეთის დაცული ტერიტორიები მაღალი ლანდშაფტური მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ ვხვდებით ფიჭვნარებისგან, სუბალპური ბუჩქნარებისა და ტყეებისგან, სუბალპური და ალპური მდელოებისა და მყინვარებისგან შექმნილ ეკოლოგიურ "მოზაიკას". სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტების ფორმირებისა და გავრცელების კანონზომიერება გარემოს მახასიათებლების (გეოლოგიური, გეოგრაფიული, კლიმატური, ბიოგეოგრაფიული და სხვ. ფაქტორები) და საუკუნეების განმავლობაში ადამიანის საქმიანობის ერთობლივი მოქმედების შედეგია.

2. მცენარეულობის ტიპი და სტრუქტურა, რელიეფის ფორმასთან ერთად, დაცული ტერიტორიების ლანდშაფტების მეტ-ნაკლებად პირობითი კლასიფიკაციის საშუალებას გვაძლევს.

ა) ტყის ჰაბიტატი: თუშეთის ტყის ჰაბიტატი უმეტესად ფიჭვნარებითაა წარმოდგენილი, რომელსაც Pinus sosnovskyi ქმნის. შედარებით ნაკლები ფართობი უკავია არყნარებს. მეტად შეზღუდულია ფართოფოთლოვანი ტყეების გავრცელება. ეროვნული პარკისა და სახელმწიფო ნაკრძალის ფარგლებში მოქცეული ტყის ჰაბიტატების საერთო ფართობი დაახლ. 20 ათასი ჰა-ია. ტყის ზონა წარმოდგენილია ტყის ზედა ქვესარტყლით, რომელიც ზღვის დონიდან 1650 მ-დან 1800-1900 მეტრამდე ვრცელდება. სუბალპური ტყეები კი გვხვდება 1800-1900 მეტრიდან 2500-2600 მეტრამდე ზღვის დონიდან. არყნარები (ტანბრეცილი არყნარების ჩათვლით) გავრცელებულია ზღვის დონიდან 1700-2400 მ-ის სიმაღლეებზე (თუმცა ტყის ზედა საზღვარი 2500 მ-ზეა; ზოგან იგი 2600 მ-საც კი აღწევს). ყველაზე ფართოდ გავრცელებულია Betula pendula-სგან შემდგარი არყნარები. არყნარის ეს ტიპი ძირითადად ჩრდილოეთის ექსპოზიციაზე გვხდება. ასევე მნიშვნელოვანი ფართობები უკავია ლიტვინოვის არყის (Betula litwinowii) არყნარებს.

ბ) სუბალპური ბუჩქნარი: ამ ტიპის ჰაბიტატი წარმოდგენილია დეკიანებით (Rhododendron caucasicum). დეკიანები გავრცელებულია ზღვის დონიდან 2400-2800 მ-ის ფარგლებში. მათი შედარებით დიდი ფრაგმენტები სუბალპურ ტყეს ზოლად მიუყვება პირიქითი ალაზნის ხეობაში ზღვის დონიდან 2600-2800 მ-ზე.

გ) ალპური და სუბალპური მდელოები: მდელო თუშეთის ლანდშაფტის მთავარი კომპონენტია. მდელოების საერთო ფართობი თუშეთის მასშტაბით 60500 ჰა-ს აღწევს. აქედან 37000 ჰა-მდე ეროვნული პარკისა და სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზეა. ფიტოლანდშაფტის ეს ტიპი განსაკუთრებით ფართოდაა წარმოდგენილი პირიქითა ალაზნის სათავეებში. თუშეთში მრავალი სხვადასხვა ტიპის მდელოს ვხვდებით.

დ) სუბნივალური ჰაბიტატი და ნივალური ზონა: სუბნივალური ჰაბიტატი დამახასითებელი ფლორის კომპლექსით ყველაზე მძლავრად განვითარებულია აწუნთისა და პირიქითის ქედებზე, განსაკუთრებით თებულოს, ამუგოს და დიკლოს მთის მასივებზე. სუბნივალური მცენარეულობა სუსტადაა გამოხატული კავკასიონის მთავარ ქედზე. ნივალური ზონა მუდმივი თოვლითა და მყინვარებით თუშეთში 3400 მ-დან იწყება.

მუხლი 10. გეოლოგია და ჰიდროლოგია

1. თუშეთის ორივე გასწვრივი ხეობა (პირიქითი და გომეწრის ალაზნის ხეობები) და ნაყაიჩო-მაკრატელას ქედი იურული ფიქლებით არის აგებული. პირიქითის ალაზნის ხეობაში, სოფ. დართლოს მიდამოებში, რამდენიმე ადგილას კირქვიანი ტრავერტინების მძლავრი გროვებია წარმოდგენილი.

2. თუშეთის რელიეფი საკმაოდ რთულია. რელიეფის მორფოლოგიური იერ-სახე მდინარეული ეროზიის ზემოქმედებით არის ჩამოყალიბებული. თუშეთის ორივე ალაზნის ზემო ნაწილები მეოთხეული პერიოდის მყინვარებითაა დამუშავებული. მეოთხეული გამყინვარების ნიშნები კარგადაა გამოხატული როგორც პირიქითის და მაკრატელას ქედებზე, ასევე კავკასიონის მთავარ ქედზეც. ამ ადგილებში, ზღვის დონიდან 2700 მ-ზე მაღლა გვხვდება მყინვარული რელიეფის სხვადასხვა ფორმა ე. წ. ცირკებისა და კარების სახით.

3. თუშეთის აღმოსავლეთ ნაწილში სიმაღლეთა სხვაობა 2500 მ-ზე მეტია; ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1600 მ-ზე მდებარეობს, ხოლო ყველაზე მაღალი - 4275 მ-ზე. ორივე ალაზნის შესაყართან, სოფ. შენაქოს, ქვემო ომალოსა და დიკლოს მიდამოებში, შემორჩენილია რელიქტური ეროზიული ვაკეები.

4. თუშეთის ტერიტორია, არსებითად, საკმაოდ ვრცელ, გასწვრივ ქვაბულს წარმოადგენს. იგი ორი პარალელური ხეობისგან შედგება. ერთ ხეობაში გაედინება პირიქითის ალაზანი, ხოლო მეორეში - გომეწრის ალაზანი. მათ შორისაა ნაყაიჩო-მაკრატელას წყალგამყოფი გასწვრივი ქედი, რომელიც აწუნთის ქედს გამოეყოფა ამუგოს მწვერვალის მასივთან. მას აღმოსავლეთის მიმართულება აქვს და მთავრდება ომალოს პლატოთი. ამ პლატოს ძირზეა ზემოთ ხსენებული ორი ალაზნის შესართავი, რომელიც ზღ. დ.-დან დაახლოებით 1600 მ-ზე მდებარეობს.

5. პირიქითი ალაზნის შედარებით დიდი შენაკადია ლაროვანისწყალი, ხოლო გომეწრის ალაზნისა - ხისოსწყალი (ჭანჭახოვანის ხეობა), ორწყალი და ქიბდუხის ხევი. ეს შენაკადები მარჯვნიდან ერთვიან თუშეთის ალაზნებს. გომეწრის ალაზნის შედარებით დიდი მარცხენა შენაკადებია წოვათისწყალი და სამრულისწყალი, ხოლო თუშეთის შეერთებული ალაზნებისა - დიკლოსხაისწყალი. პირიქითის ალაზნის მარცხენა შედარებით მოზრდილი შენაკადებია ჩიღოსხაისწყალი, დიდხევი, ჭეროსხაისწყალი და ფარსმისხევი. ეს შენაკადები პირიქითის ქედის სამხრეთი კალთებიდან ჩამოედინება. ასევე, უხვადაა წვრილ-წვრილი შენაკადები და წყაროები. თუშეთის რელიეფი ჰიდროგრაფიული ქსელით ძლიერაა დანაწევრებული. ზამთარში მდინარეების უმეტესობა ნაწილობრივ ან მთლიანად იყინება.

6. თუშეთში მრავლადაა სხვადასხვა წარმოშობის მცირე ზომის ტბები. მდ. ორწყალის სათავეებში წარმოდგენილია მცირე ზომის (20 მ-ზე ნაკლები დიამეტრის) მყინვარული წარმოშობის ტბები. პატარა ტბები გვხვდება შავკილდისა და ვებუს სათავეებთანაც. მუდმივად გაყინული ტბა მდებარეობს კალოანის სათავეებში.

7. მაღალი მთის ჭაობები გვხვდება შენაქოს, ომალოს, თურსიეხისა და ხახაბოს მიდამოებში. მათი უმეტესობა ჩამოყალიბებულია ტბების ადგილას და ამჟამად მიწისქვეშა წყლებით იკვებება.

8. თუშეთი მდიდარია მინერალური წყლებით. ძლიერ მარილიანი წყაროა სოფელ ჩიღოში. მჟავე წყაროებია ვეძისხევის ძირში, ხოლო ტუტე წყლები გამოდის სოფლებში ომალო, შენაქო, ფარსმა, ჭონთიო და სხვ. რკინის მაღალი შემცველობის მქონე წყლები გვხვდება დოჭუსა და ხახაბოსთან.

მუხლი 11. კლიმატი

1. რეგიონისთვის, ზოგადად, დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი კლიმატი შედარებით მშრალი და ცივი ზამთრით და მოკლე ზაფხულით. კონტინენტური კლიმატი, განსაკუთრებით, დამახასიათებელია თუშეთის აღმოსავლეთი ნაწილისათვის. თუმცა ლოკალური კლიმატური პირობები (განსაკუთრებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა) მნიშვნელოვნად ცვალებადობს რელიეფისა და სიმაღლის მიხედვით. მაგალითად, საყორნეს უღელტეხილზე (2970 მ. ზღ. დ.) საშუალო წლიური ნალექების რაოდენობაა 1631 მმ; მდ. ორწყალის ხეობაში იგი 1064 მმ-მდეა. სხვა ადგილებში წლიური ნალექების რაოდენობა მერყეობს 700-900 მმ-ის ფარგლებში. ნალექების სიუხვით განსაკუთრებით გამოირჩევა კავკასიონის მთავარი ქედი და, საერთოდ, გომეწრის ალაზნის აუზი, სადაც ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა, დაახლოებით, 10%-ით უფრო მაღალია, ვიდრე პირიქითა ალაზნის ხეობაში. ეს სათანადოდ აისახება ამ ორი მდინარის წყლის რეჟიმებზეც. ნალექების რაოდენობის განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ თუშეთის აღნიშნული ნაწილი უმთავრესად ტენიანდება სამხრეთიდან შემოჭრილი ტენიანი ჰაერის მასებით.

2. თუშეთის ქვაბული, რომელიც ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მაღალი მთებითაა დაცული, ხასიათდება უმეტესად უქარო და მშრალი ლოკალური კლიმატით. მაგალითად, ომალოს პლატო თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და თბილი ადგილია, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 3.5°C-ია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 14.2°C-ია, ხოლო იანვრისა - მინუს 9.1 °C (თუმცა ტემპერატურა ნულს ქვემოთ შესაძლოა აგვისტოშიც კი დაეცეს). აბსოლუტური მაქსიმუმი 31 °C-ია, ხოლო აბსოლუტური მინიმუმი - მინუს 36°C. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა 748 მმ-ია, რომლის უმეტესი ნაწილი მოდის წელიწადის უთბილეს პერიოდში - აპრილიდან სექტემბერის ჩათვლით.

3. თოვლის საფარის სისქე და განაწილების კანონზომიერებანი ნაირგვარია და დამოკიდებულია არა მხოლოდ ნალექების რაოდენობაზე, არამედ ქარის მიმართულებაზე, მის სიძლიერესა და მეზორელიეფის თავისებურებაზე.

რელიეფის სირთულის, ექსპოზიციათა ნაირგვარობისა და სხვა გარემოებათა გამო, მეზო- და მიკროკლიმატი თუშეთში საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა, უმთავრესად სიმაღლეთა სხვაობის მიხედვით, გამოიყოფა კლიმატის შემდეგი ძირითადი ტიპები:

ა) ნოტიო კლიმატი ცივი ზამთრითა და მოკლე ზაფხულით (1600-2000 მ ზღ. დ.);

ბ) გარდამავალი მთის კლიმატი ცივი ზამთრით და მოკლე ზაფხულით (2000-2400 მ ზღ. დ.);

გ) ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ზომიერად ნოტიო კლიმატი (2400-3400 მ ზღ. დ.);

დ) მაღალმთის ნოტიო კლიმატი, მუდმივი თოვლითა და მყინვარებით, სადაც წლის ყველა თვის საშუალო ტემპერატურა 00C-ზე დაბალია (ზღ. დ.-დან 3400 მ-ზე ზევით).

მუხლი 12. ტურისტული და რეკრეაციული პოტენციალი

1. ველური ბუნების, მთისა და ტყის ლანდშაფტებისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების, ისტორიისა და კულტურის ერთობლიობა იზიდავს სხვადასხვა ეროვნების, ასაკისა და ინტერესის მქონე ვიზიტორებს.

2. თუშეთის ფიჭვნარები შერწყმული მაღალმთის კლიმატთან იძლევა სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების პერსპექტივას;

3. დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული აქტივობების ფართო სპექტრი არსებობს: სალაშქრო და საცხენოსნო ბილიკები (რაც რამდენიმედღიანი მოგზაურობის საშუალებას იძლევა), სამთო ველოსიპედით გასეირნება, ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების დათვალიერება და ფოტოგადაღება, საგანმანათლებლო და კულტურული ტურები, დაკვირვება ფრინველებზე და სხვა ცხოველებზე, მათ შორის ველურ ჩლიქოსნებზე, საზაფხულო ბანაკები.

4. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას პარტნიორული ურთიერთობა აქვს მომსახურების ადგილობრივ მომწოდებლებთან. ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესი ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორიცაა სასტუმროს, ცხენების, გიდების, ტრანსპორტირების და კვების მომსახურებას.

მუხლი 13. ტრადიციული საქმიანობა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება

1. თუშების თანამედროვე მეურნეობა მომთაბარე მესაქონლეობას ემყარება და განთავსებულია ე.წ. თუშეთი-ალვანი-შირაქის სამეურნეო-კულტურულ არეალში. შესაბამისად, პირუტყვის მიმოქცევის არეალი გამოირჩევა ბუნებრივი და ეკონომიკური პირობების მრავალფეროვნებით. თუშეთ-შირაქის სამეურნეო კავშირების ისტორია XVII საუკუნიდან იღებს სათავეს. თუშური მეცხვარეობის საკვებ ბაზას ბუნებრივი საძოვრები წარმოადგენს, რომელსაც, ბუნებრივი პირობების შესაბამისად, მომთაბარე მეცხვარეობა სეზონურად იყენებს. ზემოთქმულმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მომთაბარე მეცხვარეობის შემდგომ განვითარებასა და სპეციალიზაციას. თუმცა 1950-იან წლებამდე თუშები ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ ტრადიციული ცხოვრების წესს - მომთაბარე მეცხვარეობასთან ერთად ისინი კვლავ მისდევდნენ მეძროხეობასა და მიწათმოქმედებას და, შესაბამისად, თუშეთში იყო მუდმივი მოსახლეობაც.

2. ტრადიციულად, თუშეთში მკაცრად იცავდნენ მიწის სავარგულების ვერტიკალური ზონალობის წესებს. სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით, მთელი ფართობები ზონებად იყოფოდა და ყოველ ზონას თავისი სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა. ასევე ადგილი ჰქონდა ნაკვეთმორიგეობას. ყოველივე ეს უზრუნველყოფდა ნიადაგსაფარის შენარჩუნებასა და, ზოგადად, საძოვრებისა და სახნავ-სათესი მიწების მდგრად გამოყენებას.

3. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან, ცხვრის სულადობის ზრდაზე ორიენტირებული საბჭოთა სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის პირობებში, მეურნეობის ტრადიციული წესი დავიწყებას მიეცა. ჭარბი და უსისტემო ძოვების გამო, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც ზამთრის, ისე - ზაფხულის საძოვრები. დღეისათვის თუშეთის სამეურნეო ფართობის უმეტესი ნაწილი ძლიერ ეროზირებული და დამეწყრილია. განსაკუთრებით მძიმე სურათია წარსულში სახნავ-სათეს, ხოლო ამჟამად საძოვრად გამოყენებულ ფართობებზე. ტრადიციული მეურნეობის მოსპობამ ტრადიციული ცხოვრების წესის ცვლილება გამოიწვია. თუშებმა ხელი აიღეს ხვნა-თესვაზე და მთლიანად მომთაბარე ცხოვრების ნირზე გადავიდნენ.

4. ნადირობა თუშეთში საკვების მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. თუმცა მას დიდი სოციო-კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. ნადირობა “მეკლდეურობასთან” (კლდეზე ცოცვის ხელოვნება) იყო დაკავშირებული, მამაკაცის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების საშუალებად ითვლებოდა. ტრადიციული ნადირობა მკაცრად რეგულირდებოდა გარკვეული შეზღუდვებითა და აკრძალვებით.

5. ტრადიციული ნადირობა ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების თვალსაჩინო მაგალითი იყო. ამჟამად ეს პრაქტიკა და მასთან ერთად ის წეს-კანონები, რაც ამ ნადირობის მდგრადობას განსაზღვრავდა დავიწყებულია.

6. საქართველოს მთიანეთში, მათ შორის თუშეთში, დღემდე შემონახულია ხატის ტყეების ფენომენი. ხატის ტყე პრაქტიკულად რელიგიური დატვირთვის „ნაკრძალს“ წარმოადგენს და, შესაბამისად, ტყის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მაგალითია. ხატის ტყეები, თითქმის ხელუხლებლად შემონახული ტყის უბნებია, რომლებიც ხშირად განსაკუთრებული ესთეტიკური მახასიათებლებით და მდიდარი ბიომრავლფეროვნებით გამოირჩევა. ამასთან, ხატის ტყე არის მაგალითი იმისა, თუ როგორია ტყე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში (ან საერთოდ) არ განუცდია სერიოზული ანთროპოგენული ზემოქმედება.

7. თუშეთი ცნობილია დამახასიათებელი ორნამენტით შემკული ტრადიციული რეწვის ნიმუშებით, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებიდან, ისე - უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს შორის. თუშები შალისა და ბუნებრივი საღებავების გამოყენებით ამზადებენ ფარდაგებს, ქუდებს, წინდებს, ტანსაცმელს, ხოლო ხისგან - ავეჯს და ჭურჭელს.

8. ამჟამად თუშეთის მოსახლეობა იყენებს ისეთ ბუნებრივ რესურსებს, როგორიცაა: თევზი, შეშა, საშენი მასალა, კენკრა, სოკო, სამკურნალო/საღებავი მცენარეები და ა.შ. ამ რესურსების მოხმარება, როგორც ჩანს, ძლიერ უმნიშვნელო რაოდენობით ხდება და ძირითადად მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის; ბუნებრივი რესურსების გამოყენებისგან მიღებული შემოსავლის წილი საერთო შემოსავლში უმნიშვნელოა.

9. ტყის მერქნულ რესურსებს (შეშა, სამასალე მერქანი) მოსახლეობა ძირითადად მოიპოვებს დაცული ლანდშაფტის ტყეებიდან მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისათვის. შეშა მთავარი რესურსია გათბობისა და საკვების მომზადებისთვის.

ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ნადირობის აკრძალვის (დაცული ტერიტორიების დაარსების) შემდეგ, თუშები პრაქტიკულად აღარ ნადირობენ და არალეგალური ნადირობის თითქმის ყველა შემთხვევა „ჩასულ“ მონადირეებთანაა დაკავშირებული.

მუხლი 14. ისტორიულ-კულტურული ღირებულება

1. თუშეთი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მხრივ, ერთ-ერთი უმდიდრესი მხარეა საქართველოში. გეოგრაფიულმა იზოლაციამ და ცხოვრების დამახასიათებელმა წესმა ხელი შეუწყო თუშეთის თვითმყოფადი კულტურისა და ტრადიციების წარმოშობას. თუშური ცხოვრების წესი და ტრადიციები არა მარტო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის ამ მხარეს, არამედ ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების საუკეთესო მაგალითებს იძლევა. შესაბამისად, მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ ეროვნული პარკისა და დაცული ლანდშაფტის მართვის თვალსაზრისით.

2. ისტორიულ-კულტურული ძეგლების აბსოლუტური უმეტესობა დაცულ ლანდშაფტშია. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს მხოლოდ ერთი არქიტექტურული ძეგლი - „სიყვარულის ციხე“. ზოგადად თუშური არქიტექტურული კულტურა შემდეგ ძირითად კატეგორიებში ერთიანდება: სოფლები, საკულტო-რელიგიური (ჯვარ-ხატები, მემორიალური საყდრები, ეკლესიები), საბრძოლო-თავდაცვითი ციხე-კოშკები, არქეოლოგიური ძეგლები.

მუხლი 15. ეკო-საგანმანათლებლო პოტენციალი

1. მთის უნიკალური ლანდშაფტების, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის და ველური ბუნების, მცენარეთა საოცარი მრავალფეროვნებისა და მაღალი ენდემიზმის გამო, თუშეთის დაცული ტერიტორიები სამეცნიერო კვლევისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ეკო-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად, ველზე გაკვეთილების ჩასატარებლად, ბუნებაში ქცევის წესების შესასწავლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოში. თუშეთი წლების მანძილზე იზიდავდა ქართველ, რუს და სხვა უცხოელ ბოტანიკოსებს, რადგანაც თუშეთის ფლორის შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დიდი კავკასიონის ფლორის ისტორიული ფორმირების საკითხების გარკვევისათვის.

2. თუშეთი უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა (კანონმდებლობით დადგენილი წესების ფარგლებში) მცენარეთა და ცხოველთა კვლევებისთვის, სასკოლო და სტუდენტური საველე პრაქტიკისთვის.

მუხლი 16. საზოგადოებასთან ურთიერთობა

1. თუშეთის დაცული ტერიტორიების და ადგილობრივი თემის მომავალი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ადგილობრივი მაცხოვრებლების საქმიანობა ზეგავლენას ახდენს როგორც დაცულ ლანდშაფტზე, ისე - სახელმწიფო ნაკრძალსა და ეროვნულ პარკზე. ეს დაცული ტერიტორიები თავის მხრივ გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ. ამიტომ აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების არსის და დაცული ტერიტორიების სარგებელის დემონსტრირება.

2. აღსანიშნავია, რომ გამოკვლევების თანახმად, თუშეთის მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერება საკმაოდ მაღალია. მოსახლეობა თვლის, რომ თუშეთში ტრადიციულად იყო დაცული ტერიტორიები (ე.წ. ‘ხატის ტყეები“) და თუშური ტრადიციები თავისთავად გულისხმობდა ბუნებრივი რესურსების დაცვას და მდგრად გამოყენებას.

მუხლი 17. სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები

1. ეროვნული პარკისა და სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე დასახლებები არ არის. სოფლები განლაგებულია დაცული ლანდშაფტის ფარგლებში.

2. თუშეთის მუდმივი მოსახლეობის რაოდენობა მე-18 საუკუნიდან შემცირებას იწყებს ბარისკენ მიგრაციული პროცესების გაძლიერებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ თუშების მნიშვნელოვანი ნაწილი მომთაბარე ცხოვრებას მისდევდა, მეცხვარეთა ოჯახები და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაინც მუდმივად ცხოვრობდა თუშეთში. გასული საუკუნის 50-იან წლების ბოლოს საბჭოთა ხელისუფლებამ თუშეთში მიზანდასახულად მოშალა მკვიდრი ცხოვრების წესი, რათა თავისი ძალაუფლება განემტკიცებინა თუშეთის გეოგრაფიულად იზოლირებულ რეგიონში და დაიწყო თუშების იძულებითი ჩასახლება ბარში. მას შემდეგ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, მეცხვარეების მსგავსად, მომთაბარე ცხოვრების წესზე გადავიდა. შემოდგომობით, ისინი ჩადიან ბარში, ხოლო ადრე გაზაფხულზე ბრუნდებიან თუშეთში.

3. თუში მოსახლეობა ბარში განსახლებულია სოფლებში - ზემო ალვანი, ქვემო ალვანი და ლალისყური, ხოლო თუშეთში – ჩაღმის, გომეწრის, პირიქითის და წოვათის 50-მდე სათემო სოფელში. თუშეთის როგორც სეზონური, ისე მუდმივი მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მერყეობს.

4. 2010 წელს თუშეთის თითქმის ყველა სოფელში ჩატარებული კვლევის თანახმად, ზაფხულის განმავლობაში თუშეთში მყოფი ოჯახების თითქმის ნახევარი (46.9%) ეწევა რაიმე ეკონომიკურ საქმიანობას თუშეთში. ამ საქმიანობების უმრავლესობა (82.8%) დაკავშირებულია ტურიზმთან, ხოლო 13.8% ეწევა მეცხვარეობას. ზოგადად კი თუშური ოჯახების 60 – 70% ეწევა მეცხვარეობას თავად თუში მეცხვარეების აზრით. საშუალოდ, თითოეულ ოჯახს 300 – 400 ცხვარი ჰყავს, ზოგ ოჯახს - 2000-მდე. მიახლოებითი შეფასებით ამჟამად თუშებს 40000-მდე სული ცხვარი ჰყავთ.

5. მეცხვარეობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა ცნობილი გუდის ყველის წარმოება. ამჟამად ცხვრის ხორცი და გუდის ყველი შემოსავლის მომტანი ძირითადი პროდუქტებია. მნიშვნელოვნად დაბალია მოთხოვნილება მატყლზე.

6. თუშები შალისა და ბუნებრივი საღებავებისგან ტრადიციულ ნაწარმს: ფარდაგებს, წინდებსა და სხვა ნაკეთობებს ამზადებენ, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ როგორც ადგილობრივ, ისე - უცხოელ ტურისტებში.

თავი III

გრძელვადიანი მიზნები

მუხლი 18. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნები

შენარჩუნებულია თუშეთის დაცული ტერიტორიების უნიკალური ბუნებრივი და ნახევრადბუნებრივი ლანდშაფტები და ჰაბიტატები; ცხოველთა და მცენარეთა პოპულაციების კონსერვაცია ხდება ბუნებრივ და პრაქტიკულად ხელუხლებელ გარემოში. უზრუნველყოფილია უნიკალური და ენდემებით მდიდარი ალპური და სუბალპური, ასევე სუბნივალური მცენარეული კომპლექსების კონსერვაცია. შენარჩუნებული და გაუმჯობესებულია თუშეთის ფიჭვნარების მდგომარეობა - შენარჩუნებულია არამარტო მათი ფართობი, არამედ - სტრუქტურაც.

მუხლი 19. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის და ბიოლოგიური მრავალფეროვნების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნები

თუშეთის დაცული ტერიტორიების ფლორა და ფაუნა შეიცავს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ათეულობით სახეობას და კავკასიისა თუ მხოლოდ საქართველოს მრავალ ენდემს (თუშეთში შემორჩენილი ნიამორის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია მთელ საქართველოში). თუშეთის დაცული ტერიტორიები წარმატებით ასრულებს ამ სახეობების გენოფონდის ეფექტური და გრძელვადიანი შენარჩუნების ფუნქციას. განსაკუთრებით პრიორიტეტული სახეობების (ნიამორი, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი) პოპულაციების რიცხოვნობა გაზრდილია და მიახლოებულია ბუნებრივ ტევადობას.

მუხლი 20. განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის შესაბამისი საველე პირობების შექმნასთან დაკავშირებული მიზნები

დაცულ ტერიტორიებზე შექმნილია სათანადო პირობები ბუნებისდაცვითი, საგანმანათლებლო საქმიანობის და სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად.

მუხლი 21. ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მიზნები

თუშეთის დაცული ტერიტორიებზე, ადგილობრივი თემის უშუალო მონაწილეობით, წარმატებით ვითარდება ბუნებაზე ორიენტირებული მდგრადი ტურიზმი, ვიზიტორებისთვის კი უზრუნველყოფილია სუფთა და უსაფრთხო გარემო. ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დაცული ტერიტორიების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებაში.

მუხლი 22. ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობასთან და თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შენარჩუნებასთან დაკავშირებული მიზნები

თუშეთის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს ბუნებასა და ადამიანს შორის ამ რეგიონში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ჰარმონიული ურთიერთობის თვალსაჩინო მაგალითსა და ლოგიკურ შედეგს - შენარჩუნებული და, თუ მიზანშეწონილი და შესაძლებელია, აღდგენილია: ბუნებრივი რესურსების (პირველ რიგში საძოვრების) მდგრად გამოყენებაზე დაფუძნებული ტრადიციული საქმიანობები, რაც ხელს არ უშლის საქართველოს „წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების გენოფონდის ეფექტურ და გრძელვადიან შენარჩუნებას.

მუხლი 23. ბუნებრივი რესურსების მდგრად სარგებლობასთან დაკავშირებული მიზნები

დაცული ტერიტორიები ხელს უწყობს თუშეთის მოსახლეობის კეთილდღეობას და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბუნებრივი რესურსებით მდგრად სარგებლობას მათი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მეორე მხრივ, ხდება ბუნებრივი რესურსების „არამომხმარებლურ“ გამოყენებაზე დაფუძნებული ალტერნატიული შემოსავლების (მაგ., წარმატებით ვითარდება ბუნებაზე ორიენტირებული ტურიზმი) და რესურსების დამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვის (ჰელოსისტემები) აქტიური ხელშეწყობა და განვითარება, რათა შემცირდეს ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება ბუნებრივ რესურსებზე.

მუხლი 24. ადმინისტრაციის განვითარებასთან დაკავშირებული მიზნები

კვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული და ფინანსური და ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფილი ადმინისტრაცია უზრუნველყოფს თუშეთის დაცული ტერიტორიების ეფექტურ მართვას.

მუხლი 25. თუშეთის დაცულ ლანდშაფტთან (ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან) თანამშრომლობასთან დაკავშირებული მიზნები

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს (ადგილობრივ მუნიციპალიტეტს) შორის მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე უზრუნველყოფილია დაცულ ლანდშაფტში მიმდინარე პროცესებისა და საქმიანობების ჰარმონიზება დაცული ტერიტორიების მიზნებსა და ამოცანებთან.

თავი IV

სიტუაციური ანალიზი

მუხლი 26. ბუნებრივი რესურსების კონსერვაცია და მდგრადი სარგებლობა

1. საკვანძო ჰაბიტატებისა და სახეობების მდგომარეობა

ა) თუშეთის ჰაბიტატებისა და მცენარეულობის ნაირგვარობა და განაწილების კანონზომიერებანი განპირობებულია არა მარტო ისტორიული თუ თანამედროვე გარემო პირობებით, არამედ წარსული და ამჟამინდელი ანთროპოგენური ზემოქმედებითაც. ადამიანის ზეგავლენა განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული მთის ზედა და სუბალპურ სარტყლებში, ვინაიდან რელიეფის მდგომარეობით და თერმული რეჟიმის მხრივ სწორედ ეს ადგილებია შედარებით ხელსაყრელი ადამიანისთვის, როგორც საცხოვრებლად, ისე საქმიანობისთვის, განსაკუთრებით, მიწათმოქმედებისათვის;

ბ) გასული საუკუნის 50-იან წლებში თუშეთში მნიშვნელოვნად შემცირდა ხვნა-თესვა და სახნავი მიწები გასაძოვრდა. ამ მიწებზე მცენარეულობის აღდგენა მუდმივი ძოვების პირობებში მიდიოდა, რამაც შესამჩნევად დააბრკოლა აღდგენის პროცესი და მომძლავრდა ეროზიული მოვლენები. მნიშვნელოვნად დაირღვა ბუნებრივი მცენარეულობის სტრუქტურა და ფართო გავრცელება ჰპოვა მეორადმა, დაბალი კვებითი ღირებულების მქონე მცენარეულობამ. ამგვარ მცენარეულობას დიდი ფართობები უკავია პირიქითის ალაზნის ხეობაში სოფ. ჩიღოდან მოყოლებული თითქმის ქვახიდამდე და გომეწრის ალაზნის აუზში სოფ. ბოჭორნიდან წოვათამდე; აგრეთვე ჭანჭახოვანის ხეობასა და ვებუ-ორეთის მასივზე;

გ) თუშეთის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ზე ტყის მცენარეულობაა განვითარებული. ისტორიულ წარსულში უფრო ფართოდ იყო გავრცელებული ფიჭვნარების შედარებით მშრალი ვარიანტები - უპირატესად ბალახნარიანი ფიჭვნარები. მათი ადგილსამყოფელი, როგორც ჩანს, უფრო ხელსაყრელი იყო მიწათმოქმედებისათვის, რის გამოც ეს ტყეები პირწმინდად გაიჩეხა. ამ ტერიტორიებზე ამჟამად წარმოდგენილია მეორადი ბალახოვანი მცენარეულობა. ამჟამად, როგორც ჩანს, ძოვების რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით ზოგ ადგილებში შეინიშნება ფიჭვნარის ზრდის ტენდენცია. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა გატყევების პროცესი შესაძლოა შეუქცევადი გახდეს და ფიჭვნარის ფართობი გაიზარდოს. დღეისათვის შემორჩენილი ფიჭვნარების ეკოლოგიური მდგომარეობა შეფასებული არ არის. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ტიპის ტყეებსა და დეკიანებზეც;

დ) თუშეთის ფლორა შეიცავს არაერთ ენდემურ, იშვიათ და რელიქტურ სახეობას, რომელთაც შესაძლოა გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. სპორადულად გავრცელებულია, აგრეთვე კავკასიის ფლორის იშვიათი მცენარეები ძირითადი არეალისაგან მოწყვეტით. მათ, კავკასიის ფლორის შეცნობისათვის, რელიქტური და ენდემური სახეობების ტოლფასოვანი მნიშვნელობა აქვთ. იშვიათი, ენდემური და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებია: მაღალმთის ქოთანა (Silene humilis), ფურისულა (Primula luteola), ჯადვარი (Gymnadenia conopsea), თელა (Ulmus glabra), არაბულა (Arabis mollis), ვავილოვია (Vavilovia formosa).

ე) ნიამორი (Capra aegagrus):

ე.ა) დღეისათვის დადგენლია თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ნიამორის ზაფხულის არეალი (იხ. რუკა დანართი N3). ამჟამად არსებული ინფორმაციის მიხედვით ამ სახეობის გავრცელების მაქსიმალური სიმაღლეა 3200 მეტრი ზღვის დონიდან. დაბალ სიმაღლეებზე ნიამორის არეალის ლიმიტი სახეობის ჰაბიტატის ძირითადი მახასიათებლებითაა განპირობებული, ესენია: რელიეფის დახრილობა, ტყის საფარისა და კლდიანი ადგილების არსებობა. ამჟამინდელი მონაცემებით, ნიამორის ზაფხულის არეალის საერთო ფართობი დაახლოებით 96 კმ2 -ია. ეს არეალი მოიცავს არა მარტო ტყის ზონას, არამედ სუბალპურ და ალპურ ზონებსაც (არეალის უტყეო ნაწილს), სადაც მხოლოდ ზრდასრული, გამრავლებაში მონაწილე მამრები ადიან. რაც შეეხება არეალის ტყიან ანუ ძირითად ნაწილს, (სადაც გვხვდებიან პოპულაციის ყველა კატეგორიის წევრები: როგორც მდედრები და ახალგაზრდა მამარები, ისე - გამრავლებაში მონაწილე მამრები) მისი ფართობი შეაგენს 63 კმ2-ს;

ე.ბ) ნიამორის პოპულაციის მინიმალური რიცხოვნობა მთელ დადასტურებულ არეალზე 130 ზრდასრული ინდივიდია. ეს მაჩვებელი (≥130) 2004 წლის ზაფხულში ჩატარებული აღრიცხვის მონაცემებთან შედარებით (95 ნიამორი) საგრძნობლად მაღალია. ეს შესაძლოა მიუთითებდეს პოპულაციის ზრდის ტენდენციაზე, თუმცა იგი ასევე შეიძლება იყოს დაკავშირებული იმასთან, რომ ეს ბოლო კვლევა გაცილებით დეტალური იყო და ეფუძნებოდა ახალი საშუალებების (ფოტოხაფანგების) ინტენსიურ გამოყენებას. პოპულაციის რიცხოვნობის ტენდენციის დასადგენად ორი წელიწადის მონაცემი საკმარისი არ არის. ამისთვის მომდევნო წლებშიც უნდა გაგრძელდეს მონიტორინგი.

ვ) ჯიხვი (Capra cylindricornis):

ვ.ა) ზაფხულის განმავლობაში თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ჯიხვი ძირითადად ალპურ, სუბნივალურ და ნივალურ ზონებში გვხვდება. თუმცა პოპულაციის ძირითადი ნაწილი მაინც უფრო მიუვალ ადგილებს - სუბნივალურ და ნივალურ ზონებს აფარებს თავს. ალპურ ზონაში იშვიათად საძოვრების გამო ჩამოდის თუ ამის საშუალება მიეცა, რადგან საძოვრები ამ პერიოდში ინტენსიურად გამოიყენება წვრილფეხა საქონლის მიერ. ზაფხულის განმავლობაში ჯიხვის არვეები 2800 მ.ზ.დ.-ზე ქვემოთ იშვითად გვხვდებიან. აღსანიშნავია ჭეშოსა და ჩიღოს ხაას სათავეები, სადაც ჯიხვის დიდი არვეები სუბნივალურ/ნივალურ ზონაში მიუვალ კლდეებს აფარებენ თავს.

თუშეთში ჯიხვის ზაფხულის არეალი განსისაზღვრება ჯიხვის ვერტიკალური გავრცელების ქვედა ლიმიტით - 2800 მ.ზ.დ. ხოლო ამ სიმაღლის ზევით პრაქტიკულად მთელი ტერიტორია ჯიხვის არეალს წარმოადგენს (იხ. რუკა, დანართი N3). ჯიხვის ზაფხულის არეალი 330 კმ2 -ს შეადგენს;

ვ.ბ) ჯიხვისთვის მნიშვნელოვან ტეროტორიებს შორის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს აწუნთას ქედი: ბორბალოს მთების მიდამოები, მთა ამუგო და მის ირგვლივ მდებარე ქედები, აწუნთას უღელტეხილი და მადნის ხორხი. ჯიხვისთვის პრაქტიკულად იდეალურ ჰაბიტატს წარმოადგენს ამუგოს მისადგომები, კერძოდ, ნარცაპის უღელტეხილი, საიდანაც მდინარე ლაროვნის წყალი იღებს სათავეს. ამ მიუვალ ტერიტორიაზე ბევრია დასამალი ადგილები, რთული რელიეფის გამო, ასევე ბევრია კარგი საბალახო ადგილები და ხასიათდება წყაროების სიმრავლით და მყინვარებით. ეს ყველაფერი ამ ტერიტორიებს ჯიხვისთვის კიდევ მიმზიდველს ხდის. თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც შუნებთან ერთად ხარ-ჯიხვებიც მთელი წლის განმავლობაში რჩებიან. ხარჯიხვები, როგორც წესი, შუნების ჯგუფებისგან განცალკევებულად უფრო მაღალ სიმაღლეებზე ცხოვრობენ წლის უმეტეს ნაწილში. ზაფხულის განმავლობაში სქესმწიფე (გამრავლებაში მონაწილე) ხარები უმეტესად ძლიერ მიუვალ ადგილებს აფარებენ თავს, განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩევიან, რის გამოც მათი ვიზუალური დაფიქსირება ძლიერ რთულია;

ვ.გ) ზოგადად აწუნთას ქედის, როგორც ჯიხვის ჰაბიტატის უპირატესობა განპირობებულია იმით, რომ აქ საჯიხვეები საკმაოდ დიდ ფართობზეა წარმოდგენილი; ბევრია წლის უმეტესი დროის განმავლობაში ძლიერ ან პრაქტიკულად მიუვალი მონაკვეთები; შეწუხების შემთხვევაში, ცხოველები შედარებით ადვილად აფარებენ თავს ბუნებრივად დაცულ ადგილებს; აქ შესაძლოა ასევე ნაკლებია ვერტმფრენების მოძრაობის ინტენსივობაც ხშირი ნისლიანობის გამო.

ვ.დ) ბოლო წლებში დაზუსტებული არეალის მიხედვით და მანამდე შეფასებულ სიმჭიდროვეზე (2.26 ინდ/კმ2) დაყრდნობით, თუშეთში ჯიხვის სავარაუდო რიცხოვნობა არის 750 ინდივიდი.

2. ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეები

ა) ძოვება:

ა.ა) საქონლის ძოვება ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფართოდ გავრცელებული ფაქტორია. სოფლის მეურნეობის ტრადიციული სისტემა მოიცავდა ნაკვეთ-მორიგეობასა და დიფერენცირებულ გამოყენებას და ტერასოვან მიწათმოქმედებას. ეს ყველაფერი საბჭოთა პერიოდში მოიშალა და მეტად არამდგრადი ფორმები მიიღო. შედეგად შეინიშნება საძოვრების დეგრადაცია და ნიადაგის ეროზია (წარსულში დამუშავებული მიწები გნსაკუთრებით მოწყვლადია ეროზიის მიმართ). საქონლის ძოვებას ადგილი აქვს დაცული ტერიტორიების მდელოების საერთო ფართობის დაახლოებით 80%-ზე. ცხვრის ძოვება და მასთან დაკავშირებული ფაქტორები როგორც უშუალო, ისე არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენს ველურ ცხოველებზე და მათ სივრცულ განაწილებაზე - ზოგი სახეობა იძულებულია შედარებით მაღალ სიმაღლეებს შეაფაროს თავი.

ა.ბ) მეცხვარეობა თუშური კულტურის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მან სხვადასხვა კუთხით სერიოზული ზეგავლენა იქონია ბუნებრივ ეკოსისტემებზეც. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საუკუნეების მანძილზე ცხვარი ამ ეკოსისტემების შემადგენელი კომპონენტიც გახდა და ველური მტაცებლების საკვები ბაზის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ა.გ) ეროვნული პარკის ფარგლებში ძოვება დასაშვებია მხოლოდ ტრადიციული გამოყენების ზონაში (დანართი N7). დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის მიხედვით, მეცხვარეები ძირითადად იცავენ ამ წესს, თუმცა საქონლის ძოვების შემთხვევები ნაკრძალის ტერიტორიაზეც არის. ნაკრძალის ტერიტორიაზე გადის საქონლის გადასარეკი ბილიკები. ასევე აღსანიშნავია, რომ არ არის ბუფერული ზონები. ყოველივე ეს ართულებს კონტროლს და დაცვის რეჟიმის განხორციელებას.

ბ) ბრაკონიერობა:

ბ.ა) დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობის რეალური დონე ცნობილი არ არის, პატრულირებისა და კანონაღსრულების მონაცემების ნაკლებობის გამო. არ არის გამორიცხული, რომ არალეგალური ნადირობის ინტენსივობა შედარებით მაღალი იყოს სპეროზას მონაკვეთზე, რომელიც უფრო დიდი ხნის განმავლობაშია მიღწევადი (თოვლის მოსვლის შემდეგ ეს მონაკვეთიც პრაქტიკულად მიუღწეველია). ნადირობა ყველაზე მეტად მოქმედებს მთავარ „სამიზნე“ სახეობებზე - ნიამორსა და ჯიხვზე, სავარაუდოდ, დათვზეც;

ბ.გ) ამჟამად არსებული ინფორმაციის მიხედვით, ცხადია, რომ თუშეთში ნადირობის ინტენსივობა, პირველ რიგში, დაკავშირებული უნდა იყოს გზის გახსნის ვადებთან; მაგრამ, საფიქრებელია, რომ არალეგალური ნადირობის რისკები იცვლება სანადირო ობიექტისა და სეზონების მიხედვითაც. მაგ., გარკვეულ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ტურისტებისა და ზოგადად ხალხის მოძრაობა ზაფხულის განმავლობაში და ასევე სექტემბერში (მაგ. ძირითადი სოფლების ახლო-მახლო ტყეები), ნადირობას, როგორც ჩანს, ერიდებიან (თუმცა ე.წ. ტროსებს ანუ ყულფებს ცხოველების დასაჭერად მაინც აგებენ ან ისინი გაზაფხულიდან რჩება). სავარაუდოდ ამ ადგილებში რისკი უფრო მაღალი იქნება გაზაფხულსა და ადრე ზაფხულში, ასევე ტურისტული სეზონის ბოლოსკენ და მისი დამთავრების შემდეგ. შედარებით უფრო მიუვალ და ნაკლებად ტურისტულ ზონებში ნიამორზე ნადირობის რიკსი მუდმივად მაღალი შეიძლება იყოს. ზოგადად სავარაუდოა, რომ არალეგალური ნადირობის რისკები ყველაზე მაღალია მაისი-ივნისი და ოქტომბრის პერიოდებში და ემთხვევა ცხვრის ასვლა-ჩამოსვლის დროს.

ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, თუშეთში ადგილობრივი თუშები აღარ ნადირობენ და თუშეთში მხოლოდ ჩასული მონადირეები ნადირობენ. თუმცა რთულია იმ შესაძლებლობის სრულად გამორიცხვა, რომ მწყემსები და ზოგადად ადგილობრივებიც ნადირობენ. ზოგიერთ მწყემსს აქვს სანადირო იარაღი, რასაც ისინი იმით ხსნიან, რომ თავის დაცვა სჭირდებათ ველური მტაცებლებისგან. პანკისის ხეობის მხარეს რაც შეეხება, ადგილობრივი ქისტი მონადირეები პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში ნადირობენ და/ან მეგზურებად მიჰყვებიან ჩასულ მონადირეებს ხეობის სხვადასხვა ნაწილებში, თუმცა როგორც ჩანს ერიდებიან დაცულ ტერიტორიაზე შესვლას.

დ) ტყის ჭრა:

დ.ა) თუშეთის მოსახლეობას აქვს უფლება მოიპოვოს შეშა და წაქცეული და ზეხმელი ხეები ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიიდან (დანართი N5). თუმცა აკრძალულია ტყის ნებისმიერი რესურსის გამოყენება ნაკრძალის ტერიტორიაზე და ზეზემდგომი ხეების მოჭრა ეროვნული პარკის ტყეებში.

დ.ბ) ისტორიულად ტყის ჭრამ მნიშვნელოვანი როლი იქონია თუშეთის ლანდშაფტების ფორმირებაში. ბოლო წლებში დაცული ტერიტორიის დაარსების პარალელურად შეინიშნება არალეგალური ჭრის კლების ტენდენცია, რასაც რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. ესენია პარკის ადმინისტრაციის მიერ გატარებული ახსნა-განმარტებითი სამუშაო ადგილობრივ მოსახლეობასთან, საჯარიმო სანქციების გამკაცრება და უფრო ეფექტური კონტროლის სისტემა. თუმცა რთულია იმის თქმა, რომ არალეგალური ჭრა მთლიანად აღმოფხვრილია ნაკრძალის ტერიტორიაზე, რისი ერთ-ერთი მიზეზიც შესაძლოა ზონირების ხარვეზები იყოს.

3. თუშეთი დიდი კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე მდებარეობს. თუმცა მომთაბარე მეცხვარეების გამო იგი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში, დაახლოებით 200 კმ.-ით დაშორებით მდებარე ზამთრის საძოვრებთან და ვაშლოვანის დაცულ ტერირიტორიებთან. ეს ორი დაცული ტერიტორია ეფექტურად ინაწილებს ამ საერთო ეკოლოგიურ და კულტურულ მემკვიდრეობას. მთელი ეს დამაკავშირებელი დერეფანი გამოირჩევა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით.

4. წინა სამენეჯმენტო პერიოდში (2006-11 წწ) ბუნებრივი მემკვიდრეობის (ბუნებრივი რესურსების) კონსერვაციისა და აღდგენის სტრატეგია ფოკუსირებული იყო კანონაღსრულების სისტემისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაზე კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელ პირობად განიხილებოდა.

ამჟამად კანონაღსრულების ინფრასტრუქტურა მოიცავს სამხევის, სპეროზიის და ქვახიდისწყლის რეინჯერთა სადგურებს და სახელმწიფო ნაკრძალისა და ეროვნული პარკის სადემარკაციო ნიშნებს. თუმცა შემდგომი მუშაობისათვის საჭიროა მოგვარდეს არასწორად მარკირებული ტერიტორიების და სივრცულ დაგეგმარებასთან დაკავშირებული სხვა სადავო საკითხები. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უკანონო ძოვებისა და ხე-ტყის მოპოვების შემცირებას და კონტროლს. ჩამოყალიბებულია რეიჯერთა სამსახური. რეიჯერთა სამსახურის თანმშრომლები მომზადებულნი არიან სხვადასახვა შესაბამის უნარებში და მათ უკვე აქვთ რესურსების მომხმარებლებთან და ადგილობრივ თემებთან მუშაობის გამოცდილება. შესაბამის სპეციალისტებთან ერთად თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრციამ შეიმუშავა კანონაღსრულების სტრატეგია. ამ სტრატეგიის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სახეობების და ჰაბიტატების დაცვას.

5. ბიომრავალფეროვნების დაცვა-კონსერვაციის, აღდგენისა და მდგრადი გამოყენების კუთხით, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის წინაშე პირველ რიგში დგას შემდეგი საკითხები: უკანონო ძოვება და საძოვრების მართვის პრობლემები, ხე-ტყის და საშეშე მასალის უკანონო მოპოვება, პრობლემები დაცული ლანდშაფტის მართვის კუთხით. ასევე პრობლემატურია ისეთი საკითხები, როგორიცაა რეგიონალური პოლიტიკის არასტაბილურობა, კანონმდებლობის ცნობადობის ნაკლებობა ადგილობრივ მოსახლეობაში, ხანძრები და ბრაკონიერობა.

6. რეინჯერთა შემცირებული კორპუსი განიცდის პატრულირებისა და ტერიტორიის ეფექტური დაცვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების, რესურსებისა და აღჭურვილობის ნაკლებობას. შესაბამისად, თუშეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერთა კორპუსს არ გააჩნია საკმარისი შესაძლებლობები ტერიტორიის ეფექტური დაცვისა და პატრულირების უზრუნველსაყოფად. რეინჯერთა შესაძლებლობები მეტად შეზღუდულია საძიებო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების კუთხითაც. გამოცდილი და სტაჟიანი რეინჯერების შენარჩუნების საკითხი უშულო კავშირშია თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინსტიტუციურ შესაძლებლობასთან დაცვისა და მონიტორინგის კუთხით.

7. საძოვრების დეგრადაცია და ეროზია ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში (დანართი N5). ადგილობრივი მესაქონლეები და მეცხვარეები ზოგჯერ დაცული ტერიტორიის ისეთ ზონებში იჭრებიან, სადაც ძოვება აკრძალულია. შესაძლებელია ამის ძირითადი მიზეზი საზღვრების მაჩვენებელი ნიშნების, საინფორმაციო დაფების და ბუფერული ზონების ნაკლებობაა. მოუწესრიგებელია საქონლის გადასარეკი ბილიკებიც, რის გამოც ვერ ხერხდება საქონლის მოწესრიგებულად და გარემოსადმი მინიმალური ზიანით გადაადგილება. თუშეთის დაცული ტერიტორიების სივრცულ დაგეგმვაში 2011 წლის 22 მარტს შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მოხდა თუშეთის დაცული ტერიტორიების გარკვეული უბნების სტატუსის შეცვლა. ამით გარკვეულწილად მოგვარდება ზემოხსენებეული პრობლემები. თუშეთის საძოვრების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა და დეგრადირებული მონაკვეთების აღდგენა შეუძლებელია დეტალური ინვეტარიზაციისა და მართვის სტრატეგიული დაგეგმვის გარეშე.

8. კანონმდებლობით ადგილობრივ მოსახლეობას აქვს მერქნული რესურსის გამოყენების უფლება ეროვნული პარკისა (დანართი N7) და დაცული ლანდშაფტის ტყეებში (საქართველოს მთავრობის დადგენილება №242 2010 წლის 20 აგვისტო). ხე-ტყის არაკანონიერი ჭრის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა კანონაღსრულების გაძლირებისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების შედეგად. თუმცა, ფაქტობრივი ბუფერული ზონების სიმცირე ხელს უწყობს ტყის რესურსების უკანონო მოპოვებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ტყეების ბოლო ინვენტარიზაცია თუშეთში 30 წლის წინ ჩატარდა. მას შემდეგ კი ტყეების გავრცელებასა და სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ვადაგასული ტყეთმოწყობის დოკუმენტაცია და მასთან დაკავშირებული რუკები ართულებს კანონმდებლობის გამოყენებას და გაურკვევლობაში შეჰყავს რესურსების მომხმარებლები.

9. თუშეთის დაცული ტერიტორიების სივრცულ დაგეგმვაში შეტანილი ზემოხსენებული ცვლილებები, საძოვრების გარდა, ტყის გარკვეული უბნების სტატუსის შეცვლასაც მოიცავდა. ეს მრავალ ადგილას დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს შეშაზე და მოაგვარებს კონფლიქტს ტყის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებით. თუმცა თუშეთის დაცული ტერიტორიების სივრცულ დაგეგმვაში კვლავ რჩება ხარვეზები, რის გამოც სანაკრძალო რეჟიმის რეალურად განხორციელება საკმაოდ გართულებული იქნება. ახალი დაგეგმვით წინა პლანზე გადმოდის დემარკაციის და საზღვრების იდენტიფიკაციის პრობლემა. მანამდე არსებული საზღვრები ბევრგან უშუალოდ ტყის საზღვარზე გადიოდა, რაც ცხადია ადვილი გამოსაცნობი იყო. ამჟამად კი, ნაკრძალის საზღვარი ხშირად შუა ტყეში გადის და არავითარ ფიზიკურ-გეოგრაფიულ (ბუნებრივ) საზღვარს არ ემთხვევა. ეს პოტენციურად ქმნის სიტუაციას, როცა ნაკრძალის რეალური საზღვრის გამოცნობა რთული იქნება არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ვიზიტორისთვის, არამედ თავად ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ამა თუ იმ მონაკვეთის ნაკრძალის სტატუსის რეალური ანუ პრაქტიკული მნიშვნელობა. ამასთან, სახელმწიფო ნაკრძალის საზღვრის პერიმეტრის საერთო სიგრძე 200 კმ-ს აღემატება, რაც ძლიერ ართულებს სანაკრძალო რეჟიმის აღსრულებას.

10. ბრაკონიერობა კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე რთულად მოსაგვარებელ პრობლემად. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობის რეალური მასშტაბები ცნობილი არ არის. თუშეთში ბრაკონიერთა მთავარ სამიზნეს ჯიხვი და ნიამორი წარმოადგენს. როგორც ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობა თუშეთში ნაკლებად ნადირობს და უმეტესად „ჩასულები“ ნადირობენ. არალეგალური მეთოდებით თევზაობა, სერიოზულ საფრთხეს უქმნის თუშეთში გავრცელებულ თევზის ერთადერთ სახეობას - კალმახს.

11. ტყის ხანძრები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე (დანართი N6). ხანძრები უმეტესად ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული და ამიტომ სიტუაცია შესაძლებელია გართულდეს კლიმატის ცვლილების ფონზე, ხანძრის პოტენციური გაჩენის საფრთხე ტურისტების რაოდენობის ზრდაც შეიძლება იყოს, შესაბამისად საჭიროა პრობლემის მონიტორინგი და დაცვის სამსახურის გაძლირება, რათა მათ შეძლონ ხანძრის კერების დროულად გამოვლენა და ლიკვიდაცია.

12. ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკური არასტაბილურობა თუშეთში საქართველოს სასაზღვრო ძალების გაზრდილი კონტინგენტის ყოფნის აუცილებლობას ქმნის. ეს აფერხებს ტურიზმის განვითარებას და რეგიონის მასშტაბით ბუნების კონსერვაციას. თუშეთის დაცული ტერიტორიები ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის დაღესტნისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკებს. სახეობების და ეკოსისტემების მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ამ რესპუბლიკებთან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა.

13. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას არ შეუძლია აქტიური რეაგირება მოახდინოს იმ საკითხებზე, რაც დაცულ ლანდშაფტს ეხება, რადგან მისი კომპეტენცია დაცულ ლანდშაფტთან მიმართებაში მონიტორინგით და მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდებით შემოიფარგლება. მუნიციპალიტეტში სულ ახლხან ჩამოყალიბდა დაცულ ლანდშაფტზე პასუხისმგებელი სპეციალური ერთეული - ააიპ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია. თუმცა ამ ერთეულის შესაძლებლობები ჯერ-ჯერობით შეზღუდულია. თუმცა დაწყებულია თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმის შექმნის პროცესი.

14. მომთაბარე მეცხვარეობა თუშეთისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს შორის ეკოლოგიური და კულტურული კავშირების არსებობას განაპირობებს. საძოვრების მართვის ერთიანი ჰოლისტიკური ხედვის ჩამოყალიბება და კოორდინირებული მოქმედება შესაძლოა რესურსების მდგრადი გამოყენებისა და თუშ მეცხვარეებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზა იყოს. არსებობს საფრთხე იმისა, რომ ერთ დაცულ ტერიტორიაზე მიღებული ზომები გამოიწვევს მოცემული პრობლემის არა მთლიანად აღმოფხვრას, არამედ მის გადანაცვლებას მეორე დაცულ ტერიტორიაზე. ამგვარი საფრთხის თავიდან აცილება ორ დაცულ ტერირიტორიას შორის მჭიდრო თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი. ეს აგრეთვე შეამცირებს ძალისხმევის დუპლიკაციის საფრთხეს და შექმნის ინტეგრირებული ლანდშაფტური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას.

მუხლი 27. ეკო-ტურიზმი და რეკრეაცია

1. საბჭოთა პერიოდში თუშეთს ყოველწლიურად მრავალი ტურისტი სტუმრობდა როგორც საბჭოთა კავშირიდან, ისე - საზღვარგარეთიდან. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. თუმცა, 2004 წლიდან მოყოლებული ვიზიტორთა მატება წლიდან წლამდე შეინიშნება.

2. ამჟამად თუშეთში 30-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა, რომლებიც თუშეთის 12 სოფელში მდებარეობს. ამ საოჯახო სასტუმროებში ერთდროულად 350-ზე მეტი ვიზიტორის განთავსებაა შესაძლებელი. ყველაზე მეტი საოჯახო სასტუმრო სოფ. ზემო და ქვემო ომალოშია - აქ არსებულ 11 საოჯახო სასტუმროს ერთდროულად 130-მდე ვიზიტორის მიღება შეუძლია.

3. ძირთადი ტურისტული სეზონი თუშეთში ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდს ემთხვევა. ტურისტების უმეტესობა ირჩევს საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტებს. ტურისტები ცხენებს ადგილზე ქირაობენ და მათი გამყოლებიც ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.

4. საჰაერო მიმოსვლის გარკვეული საშუალებების მიუხედავად, ტერიტორიაზე მოხვედრა ძირითადად შესაძლებელია გრძელი და რთული საავტომობილო გზის საშუალებით, რომელიც მხოლოდ ზაფხულის სეზონზეა ღია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რაც ხელს უშლის წარმატებული, გრძელ-ვადიანი ტურიზმის განვითარებას, რადგანაც ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს ტურისტული სეზონის ხანგრძლივობას და ტურიზმის ფორმებს.

5. 2008 წელს მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდო ტურიზმის ინფრასტრუქტურის და ვიზიტორთა მენეჯმენტის სისტემის სწრაფ განვითარებაში. ომალოში აშენდა და 2009 წელს გაიხსნა პარკის ადმინისტრაციის შენობა, რომელშიც ინტეგრირებულია სასტუმრო ნომრები ვიზიტორებისთვის, კაფეტერია და ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო დარბაზით, საკონფერენციო დარბაზით, საინტერპრეტაციო და საინფორმაციო დაფებით. ასევე ჩამოყალიბდა 12 ტურისტული მარშრუტი. თუმცა მხოლოდ სამი მათგანი იყო მარკირებული და აღჭურვილი ვიზიტორებისათვის საჭირო საინფორმაციო და საინტერპრეტაციო დაფებით. საზოგადოებრივი საპირფარეშოები აშენდა ომალოს მიმდებარე ტერიტორიებზე და მოეწყო 2 საკემპინგე ადგილი.

6. განხორციელდა სამუშაო თუშეთის დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციისთვის და ტურიზმის ხელისშეწყობისთვის დამყარდა ურთიერთობები ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო არასამთავრობო თუ დონორ ორგანიზციებთან.

7. პრობლემების ანალიზი:

ა) ტურიზმი და რეკრეაცია თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საქმიანობის მნიშვნელოვანი სფეროა. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ვიზიტორები, ჩვეულებრივ, ჩერდებიან დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, მაგრამ ისვენებენ და მოგზაურობენ ეროვნულ პარკში. ამიტომ აუცილებელია ერთიანი და კომპლექსური მიდგომის ჩამოყალიბება და ტურიზმის ერთობლივი მართვა. ახლახან ჩატარებული შეფასების მიხედვით, მომავალ წლებში მოსალოდნელია ვიზიტორების რაოდენობის ზრდა. ეს გამოიწვევს ისედაც არასაკმარისი ინფრასტრუქტურის, გაუმართავი მართვის სისტემის და ზოგადად თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების გადატვირთვას. უფრო მეტიც, არაადეკვატური საშუალებები და სერვისები ვერ დააკმაყოფილებს ვიზიტორების, განსაკთრებით უცხოელი ვიზიტორების (რომელთა რაოდენობა წინა წლების სტატისტიკისა დ ტენდენციის მიხედვით სავარაუდოდ 50% იქნება) მოთხოვნებსა და მოლოდინებს. ეს უარყოფითად აისახება ტურიზმის შემდგომ განვითარებაზე. თუშეთის დაცული ტერიტორიებზე ტურიზმის მართვისა და განვითარების კუთხით მთავარი პრობლემებია:

ბ) ტურიზმის და რეკრეაციის არსებული ინფრასტრუქტურა არაადეკვატურია. 12 ტურისტული მარშრუტიდან მხოლოდ სამია გარკვეული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი და ორი მათგანი უკვე გადატვირთულია ვიზიტორებით, რაც ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ბილიკის მდგომარეობაზე. ნიშნულების გარკვეული ნაწილი არასწორადაა განთავსებული. არც ერთი საკემპინგე ადგილი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს - არ არის სასმელი წყალი, ტუალეტები და ურნები ნარჩენებისთვის. ბილიკების სისტემა საჭიროებს დაუყოვნებელ განახლებას, საჭირო ნიშნებს და საინფორმაციო დაფებს. საკემპინგე ადგილები უნდა შეკეთდეს ისე, რომ დააკმაყოფილოს უცხოელი ვიზიტორებისთვის შესაფერისი სტანდარტები. შემდგომში საჭიროა განახლებული მარშრუტების ქსელი და საკემპინგე ადგილების აქტიური რეკლამირება, რათა შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილი იყოს ვიზიტორების გადანაწილება და მარშრუტების მეტ-ნაკლებად თანაბრად დატვირთვა კონკრტულ ბილიკებზე ძლიერი უარყოფითი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად.

გ) კვალიფიციური სეზონური მეგზურების ნაკლებობა ადგილობრივი ტურისტული სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. ადგილობრივ მსურველთა შორის უცხო ენის არცოდნა სერიოზული დაბრკოლებაა. კვალიფიციურ გიდს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ვიზიტორი კმაყოფილი დარჩეს და ამავე დროს უზრუნველყოფილი იყოს ვიზიტორების სწორი მენეჯმენტი. კარგი მეგზურები დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციას ეხმარებიან ვიზიტორების კონტროლის, მონიტორინგის და უსაფრთხოების კუთხით. ამიტომ სათანადო პირობები უნდა შეიქმნას მეგზურების მოსაზიდად და მათ შესანარჩუნებლად. უცხო ენა (ძირითადად ინგლისური) მეგზურების მომზადების პროგრამის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს;

დ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას არ აქვს სასტუმრო ოთახების დაჯავშნის სისტემა. თავის მხრივ, საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებიც ყოველდღიურად ტელეფონით უკავშირდებიან პოტენციურ დამსვენებელებს, რათა უზრუნველყონ ოთახები და ჩაინიშნონ ვიზიტორთა მონაცემები. ასევე შეინიშნება საოჯახო სასტუმროების მომსახურების ხარისხის გაუარესება. მასპინძლობის უნარ-ჩვევებს და სტანდარტებს მუდმივად სჭირდება გაძლიერება მომსახურების მაღალი დონის შესანარჩუნებლად;

ე) ვიზიტორთა ხარისხიანი მომსახურება ვიზიტორებისთვის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნვეყოფასაც გულისხმობს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამჟამად თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას არ აქვს ეფექტური სამთო-სამაშველო საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა და ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.

ბ) ვიზიტორების გაზრდილ რაოდენობას შეუძლია სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს თუშეთის ბუნებრივ და სოციო-კულტურულ გარემოზე. არ არსებობს ტერიტორიის „გამტარუნარიანობის მაჩვენებელი“ - რამდენი ვიზიტორის გატარება შეუძლია ტერიტორიას უარყოფითი ზეგავლენის გარეშე. ასევე არ არსებობს ტურიზმის ზეგავლენის მონიტორინგის პროგრამა. ეს ორი ფაქტორი გადამწყვეტია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტურიზმისა და რეკრეაციის მდგრადობა.

მუხლი 28. ეკოგანათლება და ცნობიერების ამაღლება

1. თუშეთის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ეკოგანათლება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ასევე აუცილებელია თუშეთის დაცული ტერიტორიების როლის წარმოჩენა ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში. სწორად დაგეგმილი ეკო-საგანმანათლებლო საქმიანობა დადებით ზეგავლენას ახდენს ნებისმიერ ადამიანზე, ასაკის მიუხედავად, ვინაიდან ყოველთვის არსებობს საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, მანამდე უარყოფითად ან სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები შესაძლოა ბუნების და კულტურის მხარდამჭერებად გადაიქცნენ.

2. თუშეთის დაცული ტერიტორიები პრაქტიკულად ე.წ. „საველე ლაბორატორიას“ წარმოადგენს. მდიდარი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობით, ცოცხალი ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტებით იგი სახალისო ეკო-საგანმანათლებლო საქმიანობისთვის საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას აქვს გამართული საინფორმაციო ცენტრი სოფელ ომალოში. ცენტრში მოქმედებს საინფორმაციო და საინტერპრეტაციო ექსპოზიცია, ფუნქციონირებს კაფეტერია და სასტუმრო. ეს ყველაფერი იდეალურ ბაზას ქმნის როგორც კამერალური, ისე - ღია ცის ქვეშ სწავლებისთვის.

3. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების აქტივობების უმეტესი ნაწილი ხორციელდება თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის სხვა საქმიანობის სფეროების მხარდასაჭერად, როგორიცაა ბუნების კონსერვაცია ან ეკოტურიზმის განვითარება. ამის გამო, ეკო-საგანმამნათლებლო და ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ აქტივობებში ჩართულია ადმინისტრაციის ყველა განყოფილება. ეს არ უნდა ჩაითვალოს კომპეტენციების გადაფარვად, რადგან იგი მხოლოდ ხაზს უსვამს განათლების და ცნობიერების მნიშვნელობას ზოგადად ადმინისტრაციის საქმიანობაში.

4. 2006-2011 წლებში განხორციელებული საქმიანობა:

ა) გარემოსდაცვითი განათლების და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების კუთხით, ომალოში საინფორმაციო ცენტრის დაარსება დაცული ტერიტორიების მთავარ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. გარდ ამისა, 2006-2011 წლების განმავლობაში გამოიცა მრავალი ბროშურა თუ საინფორმაციო ფურცელი, რუკა ვიზიტორებისთვის; დაიბეჭდა სტატიები ეროვნულ და ადგილობრივ პრესაში, ასევე გადაიცა რეპორტაჟები ტელევიზიით. თუშეთის დაცული ტერიტორიების ცნობადობა გაიზარდა ცნობილი ადამიანების სტუმრობის მეშვეობით, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები, მსახიობები და მწერლები. თუშეთის დაცული ტერიტორიები წარმოდგენილი იყო ბერლინისა და ლონდონის საერთაშორისო გამოფენებზე. შეიქმნა თუშეთის დაცული ტერიტორიების ვებ-გვერდი.

ბ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა ასობით ბავშვსა და მოზარდს შეეხო. მოეწყო ეკობანაკები ახალგაზრდებისთვის, გაკვეთილები - ადგილობრივ სკოლებში, ლექციები - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. განხორციელდა ეკო-საგანმანათლებლო - "ნორჩი რეინჯერის" საპილოტე პროგრამა. შემუშავდა თუშეთის დაცული ტერიტორიების კომუნიკაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, რომლიც განსაზღვრავს კომუნიკაციის სამომავლო მიმართულებას, ეკო-საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების აქტივობებს.

გ) შეიქმნა თუშეთის მეგობართა ასოციაცია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან, ახორციელებს პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას და მოსახლეობის ჩართვას გარემოსდაცვით აქტივობებში.

5. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვები მიუთითებებს, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებში ჯერ კიდევ დაბალია ეკოლოგიური საკითხების ცნობიერების დონე. მეორე მხრივ, არ არსებობს სათანადო ინფრასტრუქტურა ახალგაზრდული ეკობანაკების მოსაწყობად.

6. ზამთარში თუშების უმრავლესობა ბარის თუშურ სოფლებშია. ამიტომ საჭიროა მასშტაბური საგანმანათლებლო პროგრამის ამუშავება ალვანსა და მიმდებარე სოფლებში ზამთრის თვეების განმავლობაში. თუმცა, ალვანში ადმინისტრაციას არ აქვს ხარისხიანი ეკო-საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურა.

მუხლი 29. საზოგადოებასთან ურთიერთობა

1. საზოგადეობასთან ურთიერთობას ახორციელებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია. საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას განსაზღვრავს დაცული ტერიტორიების სააგენტო. ცენტრალურ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტო. მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს ცენტრალურ ტელეკომპანიებთან.

2. საზოგადოებასთან ურთიერთობა ხორციელდება შემდეგი რესურსებით: საინფორმაციო მასალებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თავად თუშეთის დაცული ტერიტორიების ვებ-გვერდებით www.apa.gov.ge; www.tushetinationalpark.com სოციალური ქსელის Facebook -ისა (Agency of Protected Areas) და youtube-ის მეშვეობით და ძირითად მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენს მასმედია, ტურ-ოპერატორები, ახალგაზრდები (სტუდენტები, მოსწავლეები), 25-60 წლამდე საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენლები.

3. ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობა და მუდმივი კონტაქტი. მჭიდრო კავშირი არსებობს რეგიონალურ და ადგილობრივ მას მედიასთან.

4. დღესდღეობით თუშების უმეტესობისთვის მუდმივი სახცოვრებელი ადგილი ახმეტის და თელავის რაიონის თუშური სოფლებია (ზემო ალვანი, ქვემო ალვანი და ლალისყური), ხოლო თუშეთში მუდმივად მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი ცხოვრობს (ეს რიცხვი არაზუსტია და წლიდან წლამდე მერყეობს). თუშების უმეტესობა თუშეთში მხოლოდ ზაფხულში ადის, სასოფლო-სამეურნეო ან ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობის გამო, უბრალოდ დასასვენებლად ან რელიგიურ დღესასწაულებზე (დღეობებზე) დასასწრებად. ამიტომ თუშეთის დაცული ტერიტორიისთვის ადგილობრივ თემს წარმოადგენს, როგორც თუშეთში მუდმივად მცხოვრები ადამიანები, ისე - სეზონური მოსახლეობა.

5. როგორც მუდმივი, ისე სეზონური მოსახლობა პირადი მოხმარებისათვის იყენებს სხვადასხვა ბუნებრივ რესურსებს: ფიჩხს/შეშას, სოკოს, კენკრას, სამკურნალო მცენარეებს, მატყლის შესაღებ მცენარეებს. თუშების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა საუკუნეების განმავლობაში იყო და არის ის ფაქტორი, რაც თუშეთის ალპური და სუბალპური ლანდშაფტების რაობას განსაზღვრავს. ლანდშაფტის ინტეგრული ნაწილია თუშური კულტურა: სოფლები, ციხე-კოშკები, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. ეს ყველაფერი ერთიან ბუნებრივ და ბუნებრივ-კულტურულ ლანდშაფტად აღიქმება და რეგიონის უნიკალურობას განსაზღვრავს.

6. ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებული როლი აქვს თუშეთის ბუნების დაცვაში და თავისი წვლილი შეაქვს ამ საქმეში არაფორმარული მონიტორინგის, ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებებით და ტურისტული სერვისების მიწოდების გზით.

7. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში დასაქმებული კადრების ძირითადი ნაწილი თუშები არიან. თუშები არიან ასევე ზაფხულის სეზონური მეგზურები და ტურისტული სერვისების მიმწოდებლები.

8. 2006-2011 წლებში განხორციელებული საქმიანობა:

ა) გასულ წლებში თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის სტრატეგია ადგილობრივ თემთან მჭიდრო და პოზიტიური კავშირების განვითარებისკენ იყო მიმართული. მიღწეული პროგრესის მაჩვენებელია ალტერნატიური სამუშაო ადგილების და საარსებო საშუალებების შექმნა, დაცული ტერიტორიის და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი კულტურის და ტრადიციების პოპულარიზაცია ფესტივალების, მედია საშუალებების, ბროშურების და სხვა პუბლიკაციების საშუალებით, კულტურული ძეგლების აღდგენის ხელშეწყობა და სხვ.

ბ) თუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნას ერთი მხრივ, მოჰყვა გარკვეული შეზღუდვები ბუნებრივი რესურსების მოხმარებაზე, მეორე მხრივ კი - ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის გაიზარდა ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა ტურისტული სერვისების (მაგ. საოჯახო სასტუმროების, საცხენოსნო ტურების) განვითარებისათვის.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორცილებულმა სარეკლამო საქმიანობამ ხელი შეუწყო ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და შექმნა დასაქმების და შემოსავლების გაზრდის პერსპექტივა.

გ) აქტიურად მიმდინარეობდა ფონდების მოზიდვა და პროექტების განვითარება ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად. მათ შორისაა: თუშურ სოფლებში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია/მოწყობა, ჰელიოსისტემების პილოტირება, თუშური მეცხვარეობის და ვეტერინარული მომსახურების მხარდაჭერა ზამთრის საძოვრებზე.

დ) საწყის ეტაპებზე გარკვეული პრობლემების მიუხედავად, მთლიანობაში ადგილობრივებსა და თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას შორის კარგი ურთიერთობები დამყარდა. მოსახლეობის ინფორმირებულობა თუშეთის დაცული ტერიტორიების და გარემოს შესახებ გაიზარდა და თემი უფრო აქტიურადაა ჩართული თუშეთის დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

9. პრობლემების ანალიზი:

ა) თუშეთში ჯერ კიდევ არის კანონით დადგენილი შეზღუდვების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და აღქმა იმისა, რომ რესურსების გამოყენების საკითხები უსამართლოა და არ ეფუძნება თანასწორობის პრინციპებს, გადაწყვეტილების დროს კი ადგილობრივების შეხედულებები და საჭიროებები არ არის სათანადოდ გათვალისწინებული. თუშეთის დაცული ტერიტორიების მიზნებისა და როლის, ასევე შესაბამისი კანონმდებლობის შესახებ ადგილობრივი თემის ინფორმირებულობის დონე უნდა შენარჩუნდეს და გაიზარდოს.

ბ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საქმიანობების და აქამდე განხორციელებული სხვადასხვა პროექტების მიერ მოტანილი სარგებელი ყოველთვის სათანადოდ არ იყო მიწოდებული და ახსნილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თემი ხშირ შემთხვევაში გაურკვევლობაშია და არ ესმის ამა თუ იმ პროექტის და საქმიანობის მნიშვნელობა. ეს კი უნდობლობას იწვევს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების საქმიანობის და მოტივების მიმართ;

გ) მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების პრობლემა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები შედარებით გაუმჯობესდა, ახალგაზრდების დიდი ნაწილი საცხოვრებლად დიდ ქალაქებში მიდის ან საზღვარგარეთ მიემგზავრება უკეთესი სოციალური და ეკონომიური პირობების საძიებლად. მუდმივად საჭიროა დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. პარალელურად აუცილებელია ამ ადამაინებში კულტურული იდენტობის, ტრდიციებისა და წეს-ჩვეულებების შენარჩუნების ხელშეწყობა;

დ) მოსახლეობა მიესალმება თუშეთის განვითარების მხარდაჭერას, განსაკუთრებით ტურიზმთან დაკავშირებით, მაგრამ არსებობს იმის ნიშნები, რომ ზოგიერთი ტურისტული მომსახურების ხარისხი ბოლო დროს გაუარესდა. ტურისტული მომსახურების სტანდარტები და მათგან მიღებული სარგებელი მკვეთრად შეიძლება გაუმჯობესდეს მიზანმიმართული და მორგებული ღინისძიებების მეშვეობით.

მუხლი 30. საკანონმდებლო ბაზის აღწერა

თუშეთის დაცული ტერიტორიები იმართება შემდეგი კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით:

ა) საქართველოს კანონი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ”;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“;

გ) საქართველოს ტყის კოდექსი;

დ) საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;

ვ) სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით.

მუხლი 31. ადმინისტრაციის მდგომარეობა

1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია 2005 წელს დაარსდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2008 წელს დაცული ტერიტორიების რეორგანიზაციის შემდეგ, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულია. კანონმდებლობის მიხედვით, ფინანსები და კადრები იმართება საქართველოს დაცული ტერიტორების სააგენტოს მიერ. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ყოველდღიური საქმიანობების მართვაზე პასუხისმგებლია ადმინისტრაციის დირექტორი. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია გაყოფილია ორ განყოფილებად: დაცვისა და ადმინისტრაციულ განყოფილებებად.

2. დაცვის განყოფილების თანამშრომლების ძირითადი მოვალეობებია: ტერიტორიის ფიზიკური დაცვა და კანონაღსრულება თუშეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში; დაცული ლანდშაფტის ფარგლებში არსებული ბუნებრივი რესურსების გამოყენების მონიტორინგი, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და კონსერვაციულ ღონისძიებებში მონაწილეობა.

3. ადმინისტრაციული განყოფილების ვალდებულებებში შედის: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მუშაობის მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ვიზიტორთა მომსახურება და მომარაგება.

4. ადმინისტრაციის პერსონალის თითოეულ წევრს გააჩნია შესაბამისი გამოცდილება და უნარები თავისი ძირითადი მოვალეობების სრულყოფილად შესრულებისათვის. მაგრამ კადრების შენარჩუნებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად აუცილებელია მუდმივი ტრენინგები და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

5. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საზაფხულო სათავო ოფისი მდებარეობს თუშეთში, ხოლო ზამთრის ოფისი - ქვემო ალვანში. საზაფხულო ადმინისტრაციული შენობა სოფელ ომალოში სპეციალურად ამ მიზნისთვის აშენდა და გაიხსნა 2009 წელს. აქ შესაძლებელია შეხვედრების და ტრენინგების ჩატარება. ზამთრის ოფისს მხოლოდ სამი ოთახი უკავია სოფ. ალვანის კულტურის სახლის შენობაში. ეს საოფისე ფართი მხოლოდ თანამშრომელთა სამუშაო მაგიდების განთავსებას ჰყოფნის.

6. ადმინისტრაციის ძირითადი ბიუჯეტი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და შესაბამისად მდგრად ფინანსირებას წარმოადგენს. თუმცა, ეს ბიუჯეტი არ არის საკმარისი თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ყველა საქმიანობის განხორციელებისთვის. სახელმწიფო დაფინანსებას პერიოდულად ემატება გარკვეული ფინანსური მხარდაჭრა გარე წყაროებიდან. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ფლობს მწირ, მხოლოდ ყველაზე აუცილებელ, ინფრასტრუქტურასა და რესურსებს.

7. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას აქვს აქტიური თანამონაწილოებითა და შესაბამის სპეცალისტების თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბებული სტრატეგიული და სამოქმედო დოკუმენტები: მენეჯმენტის გეგმა, ტურიზმის განვითარებისა და მარკეტინგის ქვეგეგმა, კანონაღსრულების სტრატეგია და სხვ.

8. 2006-2011 წლებში განხორციელებული საქმიანობა:

ა) მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელი და გასაუმჯობესებელია, მიღწეულია სერიოზული წარმატებები. ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს დაცული ტერიტორიის მართვის ყველა მიმართულებით, როგორიცაა: კანონაღსრულება, ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მონიტორინგი, ტურიზმი და რეკრეაცია, განათლება და ცნობიერების ამაღლება, და სოციალური კვლევები. ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თემთან და დაინტერესებულ მხარეებთან;

ბ) ადმინისტრაციამ თანამშრომლობა დაამყარა სხვადასხვა ეროვნულ და ადგილობრივ უწყებებთან, მათ შორის, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციასთან, ეროვნულ სამაშველო სამსახურთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, ახმეტის მუნიციპალიტეტთან და სხვ;

გ) ადმინისტრაცია ნაყოფიერად თანამშრომლობს მრავალ ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციასთან.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების სააგენტომ უზრუნველყო ეროვნული და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერა პროექტების საშუალებით, რამაც უშუალო წვლილი შეიტანა თუშეთის დაცული ტერიტორიების განვითარებაში. მათ შორის იყო მსოფლიო ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გერმანიის მთავრობისა და ევროგაერთიანების მიერ დაფინანსებული პროექტები. ისინი განხორციელდა და, ზოგ შემთხვევაში, თანადაფინანსებულიც იყო, სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისი -WWF, ბუნების კონსერვაციის მსოფლიო კავშირის კავკასიის ოფისი - IUCN, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“, „ორგანიზაცია ფაუნა და ფლორა“ - FFI და სხვა). თუშეთის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში განასკუთრებული წვლილი შეიტანა „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტმა“ (GEF/WB), 2003-2007 წწ.

9. პრობლემების ანალიზი:

ა) ქვემოთ განხილულია თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები;

ბ) ეს პრობლემა ადმინისტრაციის საქმიანობის ყველა სფეროს ეხება, მაგრამ იგი განსაკუთრებით მწვავედ დგას დაცვის განყოფილებისთვის. დაბალი ხელფასისა და სამუშაოს სეზონური ხასიათის კომბინაცია (რეინჯერების თითქმის ნახევარი სეზონურია) ამცირებს კვალიფიცირებული კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების შესაძლებლობებს. ამას ისიც ერთვის, რომ ვერ ხერხდება რეინჯერების საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა მორიგეობის დროს. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება დაცვის სამსახურის მუშაობაზე. დაბალი ხელფასების გამო, ასევე პრობლემატურია კვალიფიციური (უცხო ენის მცოდნე) სეზონური მეგზურების და სხვა კადრების მოზიდვა;

დ) ზოგადად მნიშვნელოვანია კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება, მაგრამ პრიორიტეტული კვლავ დაცვის სამსახურის გაძლიერებაა. ასევე დგას ადმინისტრაციული განყოფილების შესაძლებლობის გაძლიერების საჭიროება: შესაბამისი კადრების ტრენინგი ბუღალტრულ აღრიცხვებში და საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფა, ტრენინგები ბიუჯეტის შედგენაში, GIS -პროგრამებში, ფონდების მოძიებაში და საპროექტო წინადადებების მომზადებაში.

ე) ადმინისტრაციის ზამთრის ოფისი პერსონალს სათანადო სამუშაო პირობებით ვერ უზრუნველყოფს. მეტად შეზღუდულია ვიზიტორების მიღების შესაძლებლობები და არ არის საკმარისი ფართი შეხვედრების მოსაწყობად, ტრენინგებისთვის და სხვა ღონისძიებებისათვის. ყველაზე მწვავედ დგას დაცვის ინფრასტრუქტურის, მაგ. რეინჯერთა სადგურების და თავშესაფრების ნაკლებობა. თერთმეტიდან რვა ტურისტული მარშრუტი არ არის აღჭურვილი საჭირო ინფრასტრუქტურით, გაუმართავია საკარვე ადგილები და ტუალეტები.

ვ) 2008 წელს გაიხსნა პარკის ადმინისტრაციის შენობა და ვიზიტორთა ცენტრი ომალოში. იგი მოიცავს რამდენიმე ოთახიან სასტუმროს ტურისტებისთვის, საკონფერენციო დარბაზს და კაფეტერიას. ადმინისტრაციული შენობის გარდა, გაკეთდა გარკვეული საინტერპრეტაციო დაფები, მცირე რაოდენობის ბილიკების მაჩვენებლები და საპირფარეშოები. თუმცა, საცალფეხო და საცხენოსნო ბილიკების აღდგენა და მოწესრიგება არ მომხდარა. მოეწყო საკარვე ადგილები, მაგრამ ისინი გაუმართავია და ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს (არ არის სასმელი წყალი, ტუალეტები და სანაგვე ყუთები).

ზ) ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ, ამჟამად ზოგი საინტერპრეტაციო დაფა შეკეთებას საჭიროებს; ზოგან ბილიკების მაჩვენებლები არასწორ მანძილებს მიუთითებს ან გადაადგილებულია; საცალფეხო და საცხენოსნო ბილიკების უმეტესობა შესაკეთებელია; ზოგი საინტერპრეტაციო დაფა ფიზიკურად ისეა დაყენებული, რომ ძნელად იკითხება (ასეთი დაფები ბილიკების ახლოს უნდა იყოს დამონტაჟებული და ვიზიტორმა ახლოს მისვლა და ტექსტის წაკითხვა ადვილად უნდა შეძლოს); გზის მაჩვენებლები ძალიან შორიშორსაა განლაგებული, მათი ნაკლებობა განსაკუთრებით იგრძნობა დაცული ტერიტორიის მაღალ ზონებში; ახალი ტუალეტები წყლიდან მოშორებითაა აშენებული, რის გამოც სანიტარიული ნორმების დაცვა შეუძლებელია; ვიზიტორთა ცენტრის შენობა ხელის შევლებას საჭიროებს და ასევე მოსაწესრიგებლია ელექტრომომარაგების საკითხი (ელექტროენერგია შენობაში მხოლოდ პერიოდულად არის, რაც მის მუშაობას ძლიერ უშლის ხელს); არასაკმარისია საცალფეხო ხიდების რაოდენობა (ვიზიტორებს ფეხით ან ცხენით უხდებათ მდინარეზე გადასვლა, რაც ხშირად საკმაოდ საშიშია); არ არსებობს ბილიკების ინფრასტრუქტურა ერთდღიანი სალაშქრო მარშუტების განსახორციელებლად იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც სასტუმროებში გაჩერებას ამჯობინებენ (ანუ არ აინტერესებთ ან არ შეუძლიათ მრავალდღიანი მარშრუტების გაკეთება).

თ) შესაბამისად, თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ძლიერ მწირია ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები სასიამოვნო და უსაფრთხო ერთდღიანი ექსკურსიებისთვის, როგორც ფეხით მოსიარულე, ისე ცხენოსანი ტურისტებისთვის.

ი) რაც შეეხება დაცვის ინფრასტრუქტურას, იგი მოიცავს რეინჯერთა სამ სადგურს. ესენია: პანკისის ხეობა (პარკის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში), სამხევი (პარკის მთავარ შესასვლელში) და ქვახიდისწყალი (შენობა დაუმთავრებელია). რეინჯერთა სადგურები არასაკმარისია. ქვახიდის სამცველოს ესაჭიროება დასრულება. საჭიროა 2-3 ახალი სამცველო, რათა დაცვა გახდეს ეფექტური.

კ) ტერიტორიის მარკირება მხოლოდ ნაწილობრივაა განხორციელებული.ამკრძალავი და საზღვრების ნიშნები არასაკმარისია.

ლ) ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი საკმარისად და სწრაფად გაიზარდოს იმისთვის, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა სრულად მოგვარდეს. მნიშვნელოვანია, რომ თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ მოიძიოს დაფინანსების დამატებითი წყაროები, როგორიცაა, მაგ.: შესასვლელი საფასურის დაწესება, კონცესიები, საძოვრების გამოყენების გადასახადი და სხვ.

მუხლი 32. კვლევა-მონიტორინგი

1. თუშეთი საკმაოდ რთულ რეგიონს წარმოადგენს საველე კვლევების განხორციელების კუთხით. რეგიონში მუშაობის პერიოდი ფრიად მოკლეა, შეზღუდული მიღწევადობის გამო. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც თუშეთის ბიომრავალფეროვნების შესახებ ინფორმაცია ზოგადად არასრულია.

2. მიუხედავად ამისა, თუშეთის ბიომრავალფეროვენების კვლევას დიდი ხნის ისტორია აქვს. მაგ., ბოტანიკური შესწავლა XIX საუკუნის შუა წლებიდან იწყება და 1986-1990 წწ-მდე მეტ-ნაკლებად სისტემატურად მიმდინარეობდა (1860 წ საქართველოს ამ მხარეში ფ. რუპრეხტმა იმოგზაურა, ხოლო 1876 წ. - გ. რადემ, საბჭოთა წლებში კი ჩატარდა პირველი გეობოტანიკური გამოკვლევები და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტისა და სახელმწიფო მუზეუმის ბოტანიკის განყოფილების ერთობლივი ექსპედიციები). მეორე მხრივ, ზოოლოგიური კვლევები მხოლოდ სპორადული ხასიათის იყო. მაშინაც კი, როცა სახელმწიფო ნაკრძალი იქმნებოდა, ადგილობრივი ფაუნის და ცალკეული პოპულაციების რიცხოვნობის შესახებ ცნობები მეტად მწირი იყო, ან საერთოდ არ არსებობდა (მცირემასშტაბიანი ზოოლოგიური კვლევა ჩატარდა 1999-2001 წლებში „ნაკრესის“ მიერ WWF-ის ფინანსური მხარდაჭერით).

3. თუშეთი დიდი კავკასიონის ენდემიზმითა და მრავლფეროვნებით გამორჩეული მონაკვეთია და ამიტომ მიმზიდველი ადგილია სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად. თუშეთი უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა ისეთი გლობალური თემების შესწავლისთვის, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მისი ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებასა და ზოგადად ეკოსისტემებზე. საუკეთესო შესაძლებლობებია საგანმანათლებლო საქმიანობისთვისაც, როგორიცაა სასკოლო და სტუდენტური საველე პრაქტიკა და ლექცია-სემინარები.

4. 2006-2011 წლებში განხორციელებული საქმიანობა:

ა) რამდენიმეწლიანი შესვენების მერე თუშეთში პირველი მასშტაბური საბაზო კველევები განხორციელდა 2003-2004 წლებში "დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის" (GEF/WB) ფარგლებში (ამ პროექტის ფარგლებში „ნაკრესმა“ ჩაატარა საბაზისო კვლევა, რომელიც ძუძუმწოვართა და ფრინველთა ინვენტარიზაციის და ზოგადად ბიომრავალფეროვნების შეფასების შედარებით მასშტაბური პირველი მცდელობა იყო). ამ საბაზო კვლევების შედეგად:

ა.ა) გამოიყო ძირითადი ფიტოცენოზები და შეიქმნა მათი გავრცელების რუკები;

ა.ბ) ჩატარდა ფლორისტული ინვენტარიზაცია და გამოვლინდა მონიტორინგისთვის მნიშვნელოვანი სახეობები;

ა.გ) შეფასდა საკვანძო სახეობების (ნიამორი, ჯიხვი) რიცხოვნობა და სხვა პოპულაციური პარამეტრები, შემუშავდა შესაბამისი თემატური რუკები;

ა.დ) გამოვლინდა და შეფასდა სახეობებსა და ჰაბიტატებზე მოქმედი ძირითადი საფრთხეები;

ა.ე) შეგროვდა ინფორმაცია სხვა (არასაკვანძო) სახეობებზე;

ა.ვ) ჩატარდა ორნითოფაუნის 1-ლი ინვენტარიზაცია და შეიქმნა ფრინველთა სახეობების პირველადი სია.

ბ) მიუხედავად იმისა, რომ მოგროვდა სრულიად ახალი მასალა, შეივსო და გადამოწმდა ძველი მონაცემები, თუშეთის ბიომრავალფეროვნების შესწავლა ჯერ კიდევ მხოლოდ საწყის სტადიაზეა და კიდევ მრავალი წელი დასჭირდება სახეობათა სხვადასხვა ჯგუფების (განსაკუთრებით ფაუნის როგორც ხერხემლიანთა, ისე უხერხემლოთა) თუნდაც სახეობათა სიების სრულყოფას. მაგალითად, ფრინველთა ინვენტარიზაცია წლობით შეიძლება გაგრძელდეს და მრავალი წლის მერეც შესაძლებელია მოხდეს თუშეთისთვის ახალი სახეობის დაფიქსირება;

გ) მსხვილი ძუძუმწოვრების შესწავლა საბაზო კვლევების შემდეგ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს, WWF-ის კავკასიის ოფისისა და „ნაკრესის“ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში და ასევე ევროგაერთიანების მხარდაჭერით მიმდინარე FFI/NACRES-ის „საქართველოს მტაცებლების პროექტის“ თანამონაწილეობით 2009 წლის ზაფხულში დაიწყო მსხვილი ძუძუმწოვრების შესწავლა. იგი ძირითადად ეძღვნებოდა ლეოპარდს და მსხვერპლ სახეობებს - ჯიხვსა და ნიამორს. შედეგად ლეოპარდის არსებობა არ დადასტურებულა, მაგრამ მნიშვნელოვნად შეივსო არსებული ინფორმაცია ძუძუმწოვრების შესახებ. თუმცა საინფორმაციო „თეთრი ლაქები“ თუშეთის ფაუნის და ზოგადად ბიომრავალფეროვნების შესახებ ჯერ კიდევ მრავლადაა. სამეცნიერო კვლევის პრიორიტეტების დეტალური სია წარმოდგენილია თუშეთის დაცული ტერიტორიების 2006 წლის მენეჯმენტის გეგმაში. ეს სია ჯერ კიდევ აქტუალურია. პრიორიტეტებს შორის შეიძლება დავასახელოთ: ფრინველთა სიების შევსება, უხერხემლოთა ინვენტარიზაცია, სხვადასხვა საკვანძო ძუძუმწოვრების (ნიამორი, ჯიხვი, ასევე არჩვი და ირემი, მტაცებელი ძუძუმწოვრები) არეალების და რიცხოვნობის შემდგომი დაზუსტება, თუშეთში გავრცელებული თევზის ერთადერთი სახეობის - კალმახის შეფასება, და ა.შ.

დ) პრიორიტეტულ საკითხებზე და საკვანძო სახეობებეზე ორიენტირებული კვლევები ჩატარდა 2010 წელს „ნაკრესის“ მიერ პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაზრდა“ (UNDP/GEF) ფარგლებში. ამ კვლევების მთავარი მიზანი იყო არსებული ინფორმაციის განახლება ბიომრავალფეროვნების ისეთი კომპონენტების შესახებ, რომელთაც განსაკუთრებული კონსერვაციული მნიშვნელობა აქვთ და ამავე დროს გააჩნიათ პოტენციალი მდგრადი ეკოტურიზმის განვითარების კუთხით თუშეთის დაცული ტერიტორიების საპილოტო ტერიტორიაზე. შედეგად შეფასდა ნიამორისა და ჯიხვის პოპულაციები და მათი გავრცელება; შეგროვდა მონაცემები მსხვილ მტაცებლებსა და სხვა ძუძუმწოვრებზე; ჩატარდა ფრინველთა ინვენტარიზაცია და მნიშვნელოვნად შეივსო მანამდე არსებული სია; გამოვლინდა ფრინველთა კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილები; მოგროვდა პირველადი მასალა დღის პეპლებზე; შეიქმნა ხატის ტყეების პირველადი რუკა; დაზუსტდა ტყისა და მდელოს ჰაბიტატის გავრცელება.

ე) 2010 წელს მომზადდა ასევე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროგრამა თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის. ამ დოკუმენტში წარმოდგენილია თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე პრიორიტეტულ სახეობებზე და ჯგუფებზე მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პრინციპები, მონიტორინგის განხორციელების ვადები და კონკრეტული ადგილები, შერჩეულია ოპტიმალური მეთოდები.

5. პრობლემების ანალიზი:

ა) თუშეთის დაცული ტერიტორიების შესაძლებლობები მწირია სამეცნიერო კვლევების წარმოების კუთხით. თუმცა ადმინისტრაციამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი თუშეთში სამეცნიერო კვლევის განხორციელბას სათანადო სპეციალისტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ (უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები);

ბ) ადმინისტრაცია განსაკუთრებით დაინტერესებულია სამეცნიერო ინფორმაციაში არსებული ისეთი „თეთრი ლაქების“ შევსებაში, რაც მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიის სწორი და ეფექტური მართვისთვის. ამ მხრივ, პირველ რიგში, დგას საძოვრების მდგომარეობისა და პროდუქტიულობის შეფასების საჭიროება, ბიომრავალფეროვნების მენეჯმენტისა და ტურიზმის მხრივ მნიშვნელოვანი ჯგუფების ინვენტარიზაცია, საკვანძო სახეობების პოპულაციებისა და ეკოლოგიის კვლევა;

გ) 2011 წელს შემუშავებული თუშეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციის ფინანსური და ადამიანური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, გამოვლინდა უმთავრესი პრიორიტეტები. ამ ეტაპზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მთავარი პრიორიტეტებია ნიამორისა და ჯიხვის პოპულაციების მონიტორინგი, ასევე მონაცემების შეგროვება სხვა იშვიათ ძუძუმწოვრებზე (მაგ., ლეოპარდი, ირემი, არჩვი და სხვ.); ფრინველთა სახეობების სიის შევსება; მონაცემების შეგროვების ხელშეწყობა სხვა კონსერვაციული და ეკოტურისტული თვალსაზრისით პრიორიტეტულ ჯგუფებზე; ასეთია მაგ.: უხერხემლოები (განსაკუთრებით დღის პეპელები), ქუდიანი სოკოები, წვრილი ძუძუმწოვრები. უნდა განხორციელდეს ასევე ტყის ჰაბიტატების მონიტორინგიც.

ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ზრდასთან ერთად მომავალში სასურველია მონიტორინგის პროგრამის გაფართოება (მაგალითად, პრიორიტეტული სახეობების სრულფასოვანი მონიტორინგისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის სხვადასხვა, იდეალურ შემთხვევაში ყველა, სეზონზე შეგროვება. მაგრამ ამ ეტაპზე ნოემბერი-მაისის განმავლობაში თუშეთი ფაქტიურად მიუვალია. წლის ამ პერიოდში მონიტორინგის განხორციელება სამომავლო პერსპექტივად უნდა ჩაითვალოს, რადგან ეს დიდ დანახარჯებსა და დამატებით ადამიანურ რესურსებთან იქნება დაკავშირებული).

მუხლი 33. თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება

1. თუშეთის გამორჩეულობას და განსაკუთრებულობას მისი ბუნებრივი და ანთროპოგენული ლანდშაფტების, დამახასიათებელი არქიტექტურისა და თვითმყოფადი კულტურის ერთობლიობა ქმნის. თუში ხალხი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა და მდგრადი გამოყენების პრინციპებით მოიხმარდა იქ არსებულ ბუნებრივ რესურსებს. მიუხედავად იმისა, რომ თუშური თემები დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მათი საყოფაცხოვრებო კულტურა და ტრადიციები განუყოფელია ეროვნული პარკის და სახელმწიფო ნაკრძალის ფარგლებში არსებული ბუნებრივ ლანდშაფტებისგან.

2. თუშური კულტურა დღემდე ინარჩუნებს თვითმყოფადობასა და უნიკალურობას, რაც მოიცავს დამახასიათებელ დიალექტს, ხალხურ რეწვას, ტრადიციულ სამზარეულოს, წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს, ცხოველთა ენდემურ ჯიშებს და სხვ.

3. ალპურ პეიზაჟთან შერწყმული დამახასიათებელი არქიტექტურა - ფიქლით ნაშენი სოფლები და ციხე-კოშკები, ქმნის სურათს, რითაც თუშეთი პირველ რიგში იდენტიფიცირდება. ეს ყველაფერი ადგილობრივ ტრადიციებთან და კულტურასთან კომბინაციაში კი არის ის, რაც ვიზიტორებს იზიდავს, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებიდან, ისე - საზღვარგარეთიდან.

4. თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და აღდგენა ხელს შეუწყობს თუშეთის დაცული ტერიტორიების ეფექტურ მართვას და ადგილობრივი კულტურისა და ეკონომიკის განვითარებას.   

5. პრობლემების ანალიზი:

ა) ძოვების თუშური სისტემა საუკუნეების მანძილზე უზრუნველყოფდა ალპური ბალახეულობისა და მდელოების ეკოსისტემების ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ეს სისტემა მკვეთრად ჩამოყალიბებულ ზონალობის პრინციპზე იყო დაფუძნებული და საუკეთესოდ იყო მორგებული სეზონურ და მასთან დაკავშირებულ ვეგეტატიურ ციკლებს. თუშეთის კულტურა, ტრადიციები და ადათ-წესები, თავის მხრივ, ამავე პრინციპებზე დაყრდნობით ვითარდებოდა. ამგვარად ადგილი ჰქონდა თუშეთის ბუნებრივი და კულტურული ასპექტების ჰარმონიზაციას. ამ კავშირების დაკარგვა უარყოფითად აისახა, როგორც კულტურაზე, ისე გარემოზე. ტრადიციული ძოვების სისტემის, ანუ მდგრადი გამოყენების აღდგენა შეაჩერებს ეროვნული პარკის და დაცული ლანდშაფტის ფარგლებში არსებული საძოვრების დეგრადაციას.

ბ) ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება თუშეთის კულტურის ეროზიისა და ადგილობრივ კულტურასთან „კონფლიქტის“ საფრთხე. ვიზიტორები ინფორმირებულნი უნდა იყვენენ თუშური ტრადიციებისა და ადათ-წესების თაობაზე და სათანადო პატივი უნდა სცენ მათ. დღეისათვის მწვავედ დგას პრობლემა, რომელიც ეხება საკრალურ ადგილებში მდედრობითი სქესის ვიზიტორების შესვლას, რადგან ასეთ ადგილებში მხოლოდ მამაკაცებს აქვს შესვლის უფლება.

თავი V

დაცული ტერიტორიების კატეგორიები და ზონირება

მუხლი 34. დაცული ტერიტორიის კატეგორიების და ზონების ჩამონათვალი

1. თუშეთის ნაკრძალი არ მოიცავს ზონებს და მისი საზღვრები განსაზღვრულია „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით.

ა) ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო ნაკრძალი წარმოადგენს უმნიშვნელოდ სახეცვლილ უნიკალურ ეკოსისტემას, რომელიც განსაკუთრებული ღირებულების მქონე ობიექტია მეცნიერული კვლევის თვალსაზრისით. დაცვითი რეჟიმი შეესაბამება IUCN -ის დაცული ტერიტორიის I კატეგორიას. სახელმწიფო ნაკრძალი იქმნება ფლორისა და ფაუნის დაცვის, ეკოსისტემის თვითრეგულირებადი და სრულყოფილი ფუნქციონირების და მისი დღევანდელი სახით შენარჩუნების მიზნით.

ბ) თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის დაარსების მთავარი მიზანი 1980 წელს იყო უნიკალური ფიჭვნარების Pinus sosnovsky და არყნარების (Betula litwinowii, B. raddeana). კონსერვაცია. გარდა ამისა, ამ ტყეებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს როგორც იშვიათი სახეობების ჰაბიტატებს და, აგრეთვე, ეროზიის პრევენციისა და წყლის რეჟიმის რეგულაციის საქმეში. სუბალპურ ტყეებსა და ბუჩქნარებს (დეკიანებს) ასევე გააჩნიათ ეროზიის, მეწყერისა და ზვავების შემაკავებელი ფუნქცია. ამავე დროს, ამ ცენოზების შემქმნელი მცენარეთა სახეობები წარმოადგენენ მესამეულ ენდემურ რელიქტებს.

გ) თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტყეების დიდი ნაწილი, პრაქტიკულად, ხელუხლებლადაა შემონახული და ფაუნის მრავალი იშვიათი სახეობისთვის არეალის მნიშვნელოვან ან კრიტიკულ ნაწილს წარმოადგენს. ამ სახეობებიდან, პირველ რიგში, აღსანიშნავია ნიამორი. სხვა სახეობებიდან საყურადღებოა: არჩვი, მგელი, დათვი, ფოცხვერი და სხვ;

დ) 2011 წლის 22 მარტს „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილება, რის მიხედვითაც სახელმწიფო ნაკრძალს დაემატა სპეროზას მონაკვეთი. შედეგად ნაკრძალის შემადგენლობაში შევიდა ჯიხვის ჰაბიტატებიც. ეს საჯიხვეები და მთლიანად სპერიოზას მონაკვეთი მნიშვნელოვანია არამარტო ჯიხვისთვის, არამედ სხვა მრავალი იშვიათი და საკვანძო სახეობისთვის, როგორიცაა, არჩვი, მგელი, დათვი და, სავარაუდოდ, ასევე ჯიქი; ფრინველებიდან, კავკასიური შურთხი, იშვიათი ლეშიჭამია და მტაცებელი ფრინველები: ბატკანძერი, სვავი, ორბი, მთის არწივი, შევარდენი და სხვ.

2. თუშეთის ეროვნული პარკი შედგება შემდეგი ზონებისგან (დანართი N7):

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) ტრადიციული გამოყენების ზონა;

გ) ადმინისტრაციის ზონა.

3. თუშეთის ეროვნული პარკის ზონების აღწერა:

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა

ა.ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა შექმნილია ხელუხლებელი ბუნების და ეკოტურიზმისა და სამეცნიერო კვლევის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ტერიტორიაზე. თუშეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის მიზანია ხელუხლებელი ეკოსისტემების შენარჩუნება ეკოტურიზმისა და არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევის დაშვების პირობებში. ამჟამად ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ძირითადი მიზანი საჯიხვეების დაცვის ხელშეწყობაა;

ა.ბ) თუშეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა მოიცავს პრაქტიკულად ხელუხლებელ ტერიტორიებს, საჯიხვეებს ანუ ჯიხვის ჰაბიტატებს, ვერტიკალური სარტყლების მიხედვით კი - ალპურ, სუბინალურ და ნივალურ ზონებს. შესაბამისად, ამ ზონის მიზნებია ჯიხვისა და საჯიხვეებისთვის დამახასიათებელი სხვა სახეობების დაცვა და მათი ჰაბიტატების უცვლელად შენარჩუნება, სახეობრივი მრავალფეროვნებითა და ენდემიზმით გმორჩეული ალპური და სუბნივალური მცნარეულობისა და ფლორის კომპლექსების დაცვა;

ა.გ) მკაცრი დაცვის ზონის „აწუნთას მონაკვეთი“ (აწუნთას ქედი და თებულოს მთის მისადგომები) ჯიხვის იდეალური ჰაბიტატია და ეს ტერიტორია, როგორც ჩანს, ჯიხვის არეალის ერთ-ერთ „ბირთვულ ზონას“ წარმოადგენს. ამ ტერიტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს თუშეთის, და შესაძლოა ასევე ხევსურეთის, ჯიხვის პოპულაციის შენარჩუნებაში. ზემოხსენებული ტერიტორიების მკაცრი დაცვა აუცილებელია აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის კონსერვაციისათვის როგორც ლოკალურ, ისე ეროვნულ კონტექსტში;

ბ) ტრადიციული გამოყენების ზონა:

ბ.ა) ტრადიციული გამოყენების ზონის მთავარი მიზნებია ბუნების დაცვის უზრუნველყოფის პარალელურად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილება რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპზე დაფუძნებული ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაშვების გზით და ტრადიციულ თუშურ მეცხვარეობასთან დაკავშირებულ შინაურ ცხოველთა შენარჩუნება-აღდგენის ხელშეწყობა. ამდენად საძოვრების მდგრადი გამოყენების მიზნით ტრადიციული გამოყენების ზონა მოიცავს როგორც ამჟამად აქტიურად გამოყენებად, ასევე პოტენციურ სათიბ-საძოვრებს;

ბ.ბ) უახლოეს დრომდე დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოქცეული სათიბ-საძოვრების გამოყენების მართვას მთლიანად ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ახორციელბდა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით (№125, 22/05/2013) დამტკიცდა „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების (გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მიწისა) სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულება“ ამ დებულებით შეიცვალა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში არსებული სათიბ-საძოვრების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წესი. დებულების თანახმად, ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დაცული ტერიტორიების სააგენტო;

გ) ადმინისტრაციის ზონა: ადმინისტრაციის ზონა მოიცავს ტერიტორიებს, სადაც განლაგებულია ტურისტული, დაცვის, კონტროლისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ამ ზონის მიზანია სახელმწიფო ნაკრძალისა და ეროვნული პარკის ეფექტური დაცვისა და მართვისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა.

მუხლი 35. დაცული ტერიტორიების კატეგორიებისა და ზონების ფართობი და საზღვრები

1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის საერთო ფართობია 12 627,2 ჰა.

2.  თუშეთის ეროვნული პარკის ფართობია 69 515 ჰა.

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობია 12 678 ჰა;

ბ) ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობია 56 789 ჰა;

გ) ადმინისტრაციული ზონის ფართობია 48 ჰა;

3. თუშეთის ეროვნული პარკის ზონების საზღვრების კოორდინატები მოცემულია დანართში (N10).

მუხლი 36. დაცული ტერიტორიების თითოეულ კატეგორიაში და ზონაში დაშვებული საქმიანობები

1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიება;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა და გარემოს მონიტორინგისა;

გ) ბიოტექნიკური ღონისძიებებისა;

დ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა).

2. თუშეთის ეროვნულ პარკში დაშვებული ქმედებები

ა) მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა.ა) უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიებისა;

ა.ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგისა;

ა.გ) ბიოტექნიკური ღონისძიებებისა (სამარილეების, საკვებურების მოწყობა და სხვა);

ა.დ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა).

ბ. ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ბ.ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;

ბ.ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენისა;

ბ.გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვა და მონიტორინგი, დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;

ბ.დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა, მათ შორის, არქეოლოგიური და ისტორიულ-კულტურული ძეგლების კვლევისა;

ბ.ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;

ბ.ვ) ადგილობრივი მოსახლეობისათვის ამ მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილება, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო–მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ბ.ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ბ.კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

ბ.ლ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

ბ.მ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობის (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 12 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.

ბ.ნ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა.

ბ.ო) საფუტკრეების მოწყობა;

ბ.პ) საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებისთვის და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობა;

ბ.ჟ) გადასარეკი ტრასების მოწყობა მცირე ინფრასტრუქტურით (დასარწყულებელი, დასასვენებელი) და სხვა;

ბ.რ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა;

ბ.ს) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის და სარგებლობისა;

ბ.ტ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა).

ბ.უ)კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მიზნით ხეების მოჭრისა;

ბ.ფ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.

გ) ადმინისტრაციულ ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ადმინისტრაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის და ვიზიტორებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოვლა-პატრონობა.

მუხლი 37. დაცული ტერიტორიის თითოეულ ზონაში ბუნებრივი რესურსების და დაცული ტერიტორიის ქონების სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებული საკითხები

დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და ქონების სარგებლობაში გადაცემა განხორციელდება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილების, ამ მენეჯმენტის გეგმის და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VI

მენეჯმენტის გეგმის პროგრამები

მუხლი 38. პასუხისმგებლობა მენეჯმენტის გეგმის განხორციელებაზე

1. დაცული ტერიტორიების სააგენტო (ცენტრალური აპარატი და თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია) პასუხიმგებელია მენეჯმენტის გეგმით განსახორციელებელი ქმედებების ორგანიზაციასა და განხორციელებაზე, ქმედებების განხორციელების მონიტორინგზე და მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე.

2. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ სხვა ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, განახორციელონ ან ითანამშრომლონ გარკვეული ქმედებების განხორციელებაში.

მუხლი 39. ბუნებრივი რესურსების დაცვის, კონსერვაციისა და მდგრადი სარგებლობის პროგრამა

1. ბუნებრივი რესურსების დაცვის, კონსერვაციისა და მდგრადი სარგებლობის პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სააგენტო მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებულ იქნება იმის შესაფასებლად მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები შემდეგია:

 

მიზნები (რისი მიღწევა გვსურს მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვამდე)

ინდიკატორები

1.

ჰაბიტატების და ეკოსისტემების ეფექტური დაცვისა და წითელი ნუსხის საკვანძო სახეობების პოპულაციების რიცხოვნობის ზრდის უზრუნველყოფა.

– არ შეინიშნება ჰაბიტატების მდგომარეობის გაუარესება ადამიანის ზეგავლენის გამო;

გაზრდილია წითელ ნუსხაში შესული სულ ცოტა ორი სახეობის რიცხოვნობა.

2.

ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების, განსაკუთრებით მდგრადი ძოვების, უზრუნველყოფა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და დეგრადირებული საძოვრების ფართობების შეძლებისდაგვარად შემცირება.     

– არ შეინიშნება საძოვრების მდგომარეობის გაუარესება ადამიანის ზეგავლენის გამო;

შემცირებულია დეგრადირებული საძოვრების ფართობი.

3.

თუშეთის დაცული ტერიტორიების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის შევსებისა და განახლების, და პრიორიტეტული მიმართულების სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა.

– მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული სამეცნიერო ცოდნა საძოვრების მდგომარეობისა და პროდუქტიულობის შესახებ;

შევსებული/განხლებულია სახეობათა სიები ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ჯგუფების შესახებ.

გაუმჯობესებულია სამეცნიერო ცოდნა საკვანძო სახეობების პოპულაციებისა და ეკოლოგიის შესახებ.

4.

ბიომრავალფეროვნების შესახებ მონაცემთა შეგროვების, შენახვისა და ანალიზის სრულფასოვანი და ეფექტური სისტემის დანერგვა, რომელიც სრულად პასუხობს დაცული ტერიტორიების კონსერვაციულ და ეკოტურისტულ პრიორიტეტებს და უზრუნველყოფს მის ადაპტაციურ მენეჯმენტს.

– თუშეთის დაცულ ტერიტორიებს აქვს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზა;

უზრუნველყოფილია „უკუგებითი“ კავშირი ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და დაცული ტერიტორიების მენჯმენტს შორის მონაცემების ანალიზის შედეგად შემუშავებული რეკომენედაციების განხორციელების საშულებით.

2. ბუნებრივი რესურსების დაცვის, კონსერვაციისა და მდგრადი სარგებლობის პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მიზნები, შემდეგია:

 

1.

ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება

2.

ჰაბიტატების და სახეობების დაცვა

3.

კანონაღსრულების სისტემის გაძლიერება

4.

თუშეთის დაცული ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება

5.

სამეცნიერო კვლევის პრიორიტეტების მიხედვით თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა შესაბამის სპეციალისტებსა და ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების/დამყრების გზით.

6.

ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სრულფასოვანი და ეფექტური სისტემის დანერგვა და შესაბამისი საქმიანობების წარმოება.

7.

ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაზრდა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მხრივ შესაბამისი ტრენინგებისა და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფის გზით.

8.

ბიომრავალფეროვნების საქმიანობებში ადგილობრივი თემის, განსაკუთრებით ახალგაზრდების და ბავშვების, და ვიზიტორების ჩართვა.

3. ბუნებრივი რესურსების დაცვის, კონსერვაციისა და მდგრადი სარგებლობის პროგრამის სამოქმედო ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს დაცული ტერიტორიების სააგენტო თითოეული სტრატეგიული ქმედების ფარგლებში არის შემდეგი:

ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 1 - სათვის: ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება

ქმედება

შედეგი

დტს/თდც-ის როლი

ხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

1.1. კონტაქტების დამყარება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თდტ-ის საერთაშორისო ქსელებში გერთიანების მიზნით (იუნესკოსთან თუშეთის დაცული ტერიტორიების ბიოსფერულ რეზერვატად გამოცხადების პროცესის ინიიცირება იუნესკოს „ადამიანი და ბიოსფერო“-ს პროგრამის (MAB) ფარგლებში;

Pan-parks-ის ქსელში გაწევრიანების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება

მიმდინარეობს თდტ -ს ბიოსფერულ რეზერვატად გამოცხადების შესაძლებლობის შეფასება;

 

მიმდინარეობს თდტ -ს პანპარკების ქსელში გაწევრიანების პროცესი ან უკვე გაწევრიანებულია.

ინიციირება და კოორდინირება

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი/დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია და სხვა დაინტერესებული მხარეები

იდეა შეთანხმებულია დაინტერესებულ მხარეებთან

შეფასებისათვის მოპოვებულია დამატებითი დაფინანსების წყარო

1.2. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა დაცული ლანდშაფტის ადმინსტრაციის გაძლიერებაში და დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაში.

მიმდინარეობს დაცული ლანდშაფტის ადმინსტრაციის გაძლიერება და შემუშავებულია ან შემუშავების პროცესშია დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმა.

ინიციირება და განხორციელება

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი/დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია და სხვა დაინტერესებული მხარეები

ჩამოყალიბებულია აქტიური თანამშრომლობა თდც-ისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციებს შორის.

1.3. ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ბუნებრივი რესურსების მართვის ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბება.

ჩამოყალიბებულია რესურსების მართვის ერთიანი მიდგომები.

ინიციირება და განხორციელება

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი/დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია და სხვა დაინტერესებული მხარეები

დაცულ ლანდშაფტის ადმინისტრაციას გააჩნია შესაბამისი მოტივირებული შტატი და რესურსები

1.4 თანამშრომლობის უზრუნველყოფა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ისეთი საერთო პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა ველური ბუნების დაცვა, საძოვრების მართვა და საზოგადოებასთან ურთიერთობა.

მიმდინარობს მუდმივი დიალოგი ორ დაცულ ტერიტორიას შორის, ჩამოყალიბებულია და ინერგება ერთიანი მიდგომები.

ინიციირება და განხორციელება

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

არ არის

ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 2 – სათვის: ჰაბიტატების და სახეობების დაცვა

 

ქმედება

შედეგი

დტს/თდც-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

2.1 ადგილობრივ თემსა და რესურსების მომხმარებლებზე ორიენტირებული ცნობიერების ამაღლების პროგრამის შემუშავება, კანონმდებლობით დადგენილი დაცვის რეჟიმების, დაცული ტერიტორიების ზონების, მათი ფართობებისა და ადგილმდებარეობის შესახებ.

ადგილობრივ თემსა და რესურსების მომხმარებლებზე ორიენტირებული ცნობიერების ამაღლების პროგრამის დოკუმენტი

განხორციელება და კოორდინირება

შესაბამისი ექპერტები, პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

2.2. უკანონო ძოვების შემცირების მიზნით, ამკრძალავი და საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების და საინფორმაციო დაფების მოწყობა იმ ადგილებში, სადაც განსაკუთრებით ხშირია ამ ტიპის სამართალდარღვევა.

შემცირებულია უკანონო ძოვების შემთხვევები

განხორციელება

არ არის

დამატებითი დაფინანსება

2.3. სისტემატური პატრულირების გაგრძელება და შემდგომი გაფართოება ბრაკონიერობის და სხვა უკანონო საქმიანობების შემცირების მიზნით.

შემცირებულია სამართალდარღვევების შემთხვევები

განხორციელება

არ არის

არ არის

2.4. კონკრეტულ საკვანძო სახეობებზე (ჯიხვი,ნიამორი და სხვ.) ორიენტირებული დაცვითი ღონისძიებების (მაგ., სპეციფიკური პატრულირების მარშრუტები) დაგეგმვა შესაბამის სპეციალისტებთან თანამშრომლობით.

შემცირებულია საკვანძო სახეობებზე უკანონო ნადირობის შემთხვევები

განხორციელება

შესაფერისი ექსპერტი ან კვლევითი ორგანიზაცია

საჭიროა დამატებითი დაფინანსება

2.5. კოორდინაციის და თანამშრომლობის გაუმჯობესება სხვადასხვა შესაბამის უწყებებთან თუშეთის დაცული ტერიტორიების კანონაღსრულების სტრატეგიის განსახორციელებლად.

შემცირებულია სამართალდარღვევების შემთხვევები

კოორდინირება და განხორციელება

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი/დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია, საზღვრის დაცვის დეპარტამნეტი, სხვა დაინტერესებული მხარეები

ქმედითი თანამშრომლობა შესაბამის უწყებებს შორის.

2.6. ყოველწლიური ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება.

დროულად ხდება ხანძრების ლიკვიდაცია.

კოორდინირება და განხორციელება

ადგილობრივი მუნიციპალიტეტ, საგანგებო სიტუაციების სამსახური; ადგილობრივი მოსახლეობა

საჭიროა დამატებითი დაფინანსება მასალისა და აღჭურვილობისათვის

2.7. ადგილობრივი რესურსების მომხმარებლების ხანძარ-საწინააღმდეგო უნარჩვევებში მომზადება და მათი თანადგომის მოპოვება ხანძრების ლიკვიდაციაში.

დროულად და ეფექტურად ხდება ხანძრების ლიკვიდაცია.

კოორდინირება და განხორციელება

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საგანგებო სიტუაციების სამსახური; ადგილობრივი მოსახლეობა

საჭიროა დამატებითი დაფინანსება ტრენინგების მოსაწყობად.

გ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 3 – კანონაღსრულების სისტემის გაძლიერება

ქმედება

შედეგი

დტს/თდც-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

3.1 რეინჯერთა სამსახურის შესაძლებლობების და მოტივაციის გაზრდა პროფესიული ტრენინგების, ბიომრავალფეროვნების მართვის და სხვა საჭირო უნარჩვევების შემსწავლელი პროგრამების საშუალებით.

რეინჯერთა პროფესიული ტრენინგების, ბიომრავალფეროვნების მართვის და სხვა საჭირო უნარჩვევების შემსწავლელი პროგრამები.

განხორციელება

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი

საჭიროა დამატებითი დაფინანსება

3.2 რეინჯერთა სამსახურის შესაძლებლობების გაზრდა სამაშველო ფუნქციების შესრულების კუთხით.

რეინჯერებს გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები.

განხორციელება

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი

საჭიროა დამატებითი დაფინანსება ტრენინგებისა და აღჭურვილობისთვის

3.3 თემის მოხალისეების მობილიზება და ჩართვა სამაშველო ოპერაციებში.

არსებობს სათანადოდ გაწვრთნილი ადგილობრივი ჯგუფი.

ინიციირება და განხორციელება

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი

საჭიროა დამატებითი დაფინანსება ტრენინგებისა

დ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 4 – სათვის: თუშეთის დაცული ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება

ქმედება

შედეგი

დტს/თდც-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

4.1 ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში არსებული საძოვრების ეტაპობრივი შეფასება და მართვის გეგმის შედგენა

ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში არსებული საძოვრების ეტაპობრივი შეფასების ანგარში და მართვის გეგმა.

კოორდინაცია და განხორციელება

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი ან კვლევითი ორგანიზაცია

საჭიროა დამატებითი დაფინანსება

4.2 თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყის რესურსების მდგომარეობის და მათი გამოყენების შეფასება.

შესაბამისი ანგარიში

კოორდინაცია

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი ან კვლევითი ორგანიზაცია

საჭიროა დამატებითი დაფინანსება

4.3. ტყის რესურსების შეფასებაზე დაყრდნობით ზონირების განახლება და შესაბამისი სასაზღვრო ნიშნების განთავსება.

რეკომენდაციები ზონირების განახლების კუთხით

კოორდინაცია

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი ან კვლევითი ორგანიზაცია

საჭიროა დამატებითი დაფინანსება

4.4. მეცხვარეობასთან დაკავშირებული ტრადიციების და საძოვრების მდგრადი გამოყენების მეთოდების აღდგენის ხელშეწყობა.

კონკრეტული რეკომენდაციები მეცხვარეობასთან დაკავშირებული ტრადიციების და საძოვრების მდგრადი გამოყენების მეთოდების აღსადგენად

კოორდინაცია და განხორციელება

ადგილობრივი ჯგუფები და მუნიციპალიტეტი,შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი

საჭიროა დამატებითი დაფინანსება

4.5. კონკრეტულ ადგილებთან მიმართებაში ტურიზმის და რეკრეაციის აქტივობების ეკოლოგიური საფრთხეების ანალიზი და სათანადო შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრა.

შესაბამისი ანგარიში და რეკომენდებული შემარბილებელი ღონისძიებების

კოორდინაცია და განხორციელება

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი

საჭიროა დამატებითი დაფინანსება

ე) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 5 – სათვის: სამეცნიერო კვლევის პრიორიტეტების მიხედვით თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე სამცნიერო კვლევების ხელშეწყობა შესაბამის სპეციალისტებსა და ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების/დამყრების გზით.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

5.1 სამეცნიერო კვლევის პრიორიტეტების არსებული სიის განახლება

სამეცნიერო კვლევის პრიორიტეტების განახლებული სიის არსებობა

განხორციელება

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი

არ არის

5.2. საძოვრების მდგომარეობისა და პროდუქტიულობის შესახებ სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა;

სამეცნიერო ინფორმაცია საძოვრების მდგომარეობისა და პროდუქტიულობის შესახებ.

ხელშეწყობა და ზედამხედველობა

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი, კომპეტენტური კვლევითი ორგანიზაციები, სხვა პარტნიორი ორგანიზაციები.

საჭიროა ერთობლივი პროექტების ინიციირება საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად.

5.3. ორგანიზმთა მნიშვნელოვანი ჯგუფების ინვენტარიზაციის ხელშეწყობა (მაგ. ფრინველთა სიების შევსება, უხერხემლოთა ინვენტარიზაცია, ქუდიანი სოკოების და სხვ.).

გაუმჯობესებული სამეცნიერო ინფორმაცია და სახეობათა განახლებული სიები.

ხელშეწყობა და ზედამხედველობა

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი, კომპეტენტური კვლევითი ორგანიზაციები, სხვა პარტნიორი ორგანიზაციები.

საჭიროა ერთობლივი პროექტების ინიციირება საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად.

5.4 საკვანძო სახეობების ეკოლოგიური კვლევების ხელშეწყობა (მაგ. სხვადასხვა საკვანძო ძუძუმწოვრების არეალების და რიცხოვნობის შემდგომი დაზუსტება, კალმახის პოპულაციის შეფასება).

გაუმჯობესებული სამეცნიერო ინფორმაცია საკვანძო სახეობების.

ხელშეწყობა და ზედამხედველობა

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი, კომპეტენტური კვლევითი ორგანიზაციები, სხვა პარტნიორი ორგანიზაციები.

საჭიროა ერთობლივი პროექტების ინიციირება საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად.

5.5 მნიშვნელოვანი ეკოსისტემების ან ასოციაციების მუდმივი მონიტორინგის წარმოება

გაუმჯობესებული სამეცნიერო ინფორმაცია მნიშვნელოვანი ეკოსისტემების ან ასოციაციების შესახებ.

ხელშეწყობა და ზედამხედველობა

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი, კომპეტენტური კვლევითი ორგანიზაციები, სხვა პარტნიორი ორგანიზაციები.

საჭიროა ერთობლივი პროექტების ინიციირება საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად.

5.6 კვლევის ხელშეწყობა თუშეთში ადგილობრივ მეცხვარეებსა და მტაცებელთა შორის კონფლიქტის ეკოლოგიური და სოციო-ეკონომიკური ასპექტების შესწავლის მიზნით.

გაუმჯობესებული სამეცნიერო ინფორმაცია ადგილობრივ მეცხვარეებსა და მტაცებელთა შორის კონფლიქტის ეკოლოგიური და სოციო-ეკონომიკური საფუძვლების შესახებ.

ხელშეწყობა, მონაცემების შგროვება და ზედამხედველობა

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი, კომპეტენტური კვლევითი ორგანიზაციები, სხვა პარტნიორი ორგანიზაციები.

საჭიროა ერთობლივი პროექტების ინიციირება საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად.

ვ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 6 – სათვის: ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სრულფასოვანი და ეფექტური სისტემის დანერგვა და შესაბამისი საქმიანობების წარმოება.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

 

6.1 პრიორიტეტული საკვანძო სახეობების (ჯიხვისა და ნიამორის) პოპულაციის მონიტორინგის წარმოება „თუშეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროგრამის“ შესაბამისად.

ეფექტურად მიმდინარეობს პრიორიტეტული საკვანძო სახეობების (ჯიხვისა და ნიამორის) პოპულაციის მონიტორინგი.

ინიციირება, მონაწილეობა, კოორდინირება

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი, პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი თემის წრამომადგენლები.

საბიუჯეტო დაფინანსების გარდა დამატებითი დაფინანსება

6.2 იშვიათი ძუძუმწოვრების (მაგ. ლეოპარდი, ირემი და სხვ.) შესახებ მონაცემების შეგროვება.

ეფექტურად მიმდინარეობს იშვიათი ძუძუმწოვრების შესახებ მონაცემების შეგროვება

ინიციირება, მონაწილეობა, კოორდინირება

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი, პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი თემის წრამომადგენლები.

საბიუჯეტო დაფინანსების გარდა დამატებითი დაფინანსება

6.3 ტყის ჰაბიტატებისa და იშვიათი ეკოსისტემების გავრცელების მონიტორინგის წარმოება.

ტყის ჰაბიტატებისა და იშვიათი ეკოსისტემების გავრცელების განახლებული რუკები

ინიციირება, მონაწილეობა, კოორდინირება

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი, პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი თემის წრამომადგენლები.

საბიუჯეტო დაფინანსების გარდა დამატებითი დაფინანსება

6.4 მონიტორინგის მონაცემთა ანალიზი/ინტერპრეტაცია და დაცული ტერიტორიის მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

მონაცემთა ანალიზის შედეგების შემცველი ანგარიში და რეკომენდაციები.

ინიციირება, მონაწილეობა, კოორდინირება

შესაფერისი ექსპერტ(ებ)ი, პარტნიორი ორგანიზაციები.

საბიუჯეტო დაფინანსების გარდა დამატებითი დაფინანსება

ზ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 7 – სათვის: თდტ-ის ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაზრდა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მხრივ შესაბამისი ტრენინგებისა და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფის გზით.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

7.1 რესურსების მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება სპეციალური ტრენინგების საშუალებით ისეთ სფერობში, როგორიცაა: GIS-ტექნოლოგიების გამოყენება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის მონაცემების შეგროვების დაგეგმვა და განხორციელება და მონაცემთა ბაზის წარმოება.

რესურსების მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის ამაღლება.

ინიციირება და კოორდინირება

შესაფერისი ექსპერტ(ებ)იდა პარტნიორი ორგანიზაციები

საბიუჯეტო დაფინანსების გარდა დამატებითი დაფინანსება რათა დაფინანსდეს ტრენინგები.

7.2 რეინჯერთა მუდმივი ტრენინგების ჩატარება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის ველზე მონაცემების შეგროვებასა და ამისთვის საჭირო აღჭურვილობის გამოყენებაში.

რეინჯერთა კვალიფიკაციის ამაღლება.

ინიციირება და კოორდინირება

შესაფერისი ექსპერტ(ებ)იდა პარტნიორი ორგანიზაციები

საბიუჯეტო დაფინანსების გარდა დამატებითი დაფინანსება რათა დაფინანსდეს ტრენინგები.

7.3 ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საქმიანობების განსახორციელებლად საჭირო აღჭურვილობისა და ცვეთადი საველე მასალებით უზრუნველყოფა.

ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაზრდა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საქმიანობების განსახორციელებლად

განხორციელება, ხელშეწყობა და კოორდინირება

შესაფერისი ექსპერტ(ებ)იდა პარტნიორი ორგანიზაციები

საბიუჯეტო დაფინანსების გარდა დამატებითი დაფინანსება

თ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 8 – სათვის: ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საქმიანობებში ადგილობრივი თემის, განსაკუთრებით ახალგაზრდების და ბავშვების, ასევე ვიზიტორების ჩართვა.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

8.1 თუში სტუდენტებისთვის ეკობანაკების ორგანიზება, რომლის დროსაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ ბიომრავლფეროვნების შესახებ მონაცემების შეგროვებაში, როგორიცაა მაგ., ხატის ტყეების აღრიცხვა და რუკაზე დატანა, ნიამორის აღრიცხვა, თვითმხილველთა გამოკითხვა და სხვ.

დამატებითი ინფორმაცია და ბიომრავალფროვნების მონიტორინგის მონაცემთა ბაზის შევსება.

კოორდინირება და განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

8.2 სასკოლო ასაკის ბავშვების ეკობანაკების მოწყობა, რომლის დროსაც ბავშვები მარტივი და სახალისო მეთოდებით (მაგ. დღის პეპლების კოლექციების შექმნა, ჰერბარიუმების გაკეთება და ა.შ.) მონაწილეობას მიიღებენ ბიომრავლფეროვნების შესწავლასა და მონიტორინგში.

დამატებითი ინფორმაცია და ბიომრავალფროვნების მონიტორინგის მონაცემთა ბაზის შევსება.

კოორდინირება და განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

8.3 ტურისტებისგან ბიომრავალფეროვნების შესახებ ინფორმაციის მიღების მარტივი და ხელმისაწვდომი მექანიზმების დანერგვა (მაგ., საინფორმაციო ფურცელი, მონიტორინგის პრიორიტეტებითა და ინფორმაციის მიწოდების თხოვნით; დაცული ტერიტორიების ვებგვერდზე ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება, სადაც ვიზიტორები შეძლებენ თავიანთი ინფორმაციის გაგზავნას; ველურ ცხოველებზე დაკვირვების ტურებში მონაწილე ვიზიტორებისგან მონაცემების მოთხოვნა და სხვ.).

დამატებითი ინფორმაცია და ბიომრავალფროვნების მონიტორინგის მონაცემთა ბაზის შევსება.

განხორციელება

არ არის

არ არის

 

მუხლი 40. ეკო-საგანმანათლებლო და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა

1. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ეკო-საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სააგენტო მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებულ იქნება იმის შესაფასებლად მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები არის შემდეგია

 

მიზნები (რისი მიღწევა გვსურს მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვამდე)

ინდიკატორები (რა უნდა შევაფასოთ იმისათვის, რომ გავიგოთ მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზნებს)

1

თუშეთის დაცული ტერიტორიების და მისი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადგილობრივ მოსახლეობაზე, ვიზიტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო და ახსნა-განმარტებითი სამუშაოს განხორციელების გზით.

– გამოკითხვები მიუთითებს, რომ ცნობიერება გაიზარდა.

– საზოგადოების ჯგუფების დამოკიდებულება კონსერვაციის მიმართ უფრო კეთილგანწყობილია.

2.

ადგილობრივ თემთან თანამშრომლობა და მისი განვითარების მხარდაჭერა ისე, რომ ამან ხელი შეუწყოს თუშეთის ბუნებრივი და კულტურული ფასეულობების შენარჩუნებას.

გაზრდილია თემის შესაძლებლობები;

გაზრდილია თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის და მისი საქმიანობის მხარდაჭერა.

2.    საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ეკო-საგანმანათლებლო პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მიზნები შემდეგია:

1

შესაძლებლობების გაზრდა ცნობიერების ამაღლების და განათლების ეფექტური და მასშტაბური პროგრამის დასანერგად.

2

ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობა მიზნობრივი ეკო-საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით.

3

ფართო საზოგადოების ინფორმირება თუშეთის დაცული ტერიტორიების შესახებ.

4.

ადგილობრივ თემთან კომუნიკაციის და ურთიერთობების გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერის მოპოვება.

5.

თუშეთის თემის სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება იმ ფორმებით, რაც არ ეწინააღმდეგება თუშეთის დაცული ტერიტორიების მიზნებს და არ აზიანებს გარემოს.

3.    საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ეკო-საგანმანათლებლო პროგრამის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს დაცული ტერიტორიების სააგენტო, თითოეული სტრატეგიული ქმედების ფარგლებში არის შემდეგი:

ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 1-სათვის: შესაძლებლობების გაზრდა ცნობიერების ამაღლების და განათლების ეფექტური და მასშტაბური პროგრამის დასანერგად.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

1.1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ძირითადი ეკო-საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების გზავნილების ჩამოყალიბება კონკრეტული საკითხების და სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ძირითადი ეკო-საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ნათლად ჩამოყალიბებული გზავნილები.

განხორციელება

არ არის

არ არის

1.2 პოპულარული ბროშურის მომზადება საკვებად ვარგისი მცენარეების, სამკურნალო მცენარეებისა და ბუნებრივი საღებავების შესახებ

პოპულარული ბროშურა საკვებად ვარგისი მცენარეების, სამკურნალო მცენარეებისა და ბუნებრივი საღებავების შესახებ

ინიციირება და კოორდინირება

შესაბამისი ექპერტები, პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

1.3 პოტენციური ადგილების განსაზღვრა ეკო-ბანაკების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ამისათვის პარტნიორების მოძიება.

იდენტიფიცირებული და რუკაზე დატანიალია პოტენციური ადგილების ეკო-ბანაკების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

განხორციელება

შესაბამისი ექპერტები.

დამატებითი დაფინანსება

ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 2-სათვის: ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობა მიზნობრივი ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

2.1 რესურსების მომხმარებელთა მთავარ ჯგუფებზე (მეცხვარე/მესაქონლეები, ხე-ტყის მომხმარებლები) მორგებული ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის შემუშავება.

რესურსების მომხმარებელთა მთავარ ჯგუფებზე (მეცხვარე/მესაქონლეები, ხე-ტყის მომხმარებლები) მორგებული ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის დოკუმენტი

განხორციელება და კოორდინირება

შესაბამისი ექპერტები, პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

2.2 რესურსების მომხმარებლებისთვის საგანმანათლებლო პროგრამის (ინფორმაციის გაზიარება, პრაქტიკული სწავლება, ტრენინგები) შემუშავება რესურსების (მაგ.: საძოვრები, ხე-ტყე) გამოყენების და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის საკითხებზე.

საგანმანათლებლო პროგრამა რესურსების მომხმარებლებისთვის

განხორციელება და კოორდინირება

შესაბამისი ექპერტები, პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

2.3 სპეციალური პროგრამის (ინფორმაციის გაზიარება, პრაქტიკული სწავლება, ტრენინგები) შემუშავება საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებისთვის და ტურისტული სერვისების მიმწოდებლებისათვის, რათა მათ წვლილი შეიტანონ თუშეთში საგანამანათლებლო და ცნობიერების ამაღლების საქმიანობებში.

სპეციალური საგანამანათლებლო პროგრამა საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებისა და ტურისტული სერვისების მიმწოდებლებისთვის.

განხორციელება და კოორდინირება

შესაბამისი ექპერტები, პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

2.4 ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებზე ორიენტირებული პრეზენტაციების საზაფხულო პროგრამის განხორციელება თუშეთის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის და კონსერვაციის თემებზე.

ჩატარებულია პრეზენტაციები თუშეთის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის და კონსერვაციის თემებზე.

განხორციელება და კოორდინირება

შესაბამისი ექპერტები, პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

2.5 თუშეთის დაცული ტერიტორიების კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონსერვაციის თემებზე სასწავლო პროგრამების განხორციელება ვიზიტორი სტუდენტებისთვის თუშეთში და/ან სკოლებსა და უნივერსიტეტებში.

განხორციელებულია სასწავლო პროგრამები თუშეთის დაცული ტერიტორიების კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონსერვაციის თემებზე.

განხორციელება და კოორდინირება

შესაბამისი ექპერტები, პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

2.6 ეკო-კლუბების დაარსება ბარის თუშური სოფლების სკოლებში და მათი ფუნქციონირების მხარდაჭერა.

დაარსებულია ეკო-კლუბები ბარის თუშური სოფლების სკოლებში.

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

2.7 სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება საგანმანათლებლო დაწესებულებებსითვის, ასაკობრივი ზღვარისა და სამიზნე ჯგუფების განსაზღვრით

არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა საგანმანათლებლო დაწესებულებებსითვის, ასაკობრივი ზღვარისა და სამიზნე ჯგუფების განსაზღვრით

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

2.8 ბუნებაზე ორიენტირებული საზაფხულო ღონისძიებების/ეკო-ბანაკის ორგანიზება სტუდენტებისთვის და ბავშვებისთვის.

განხორციელებულია ბუნებაზე ორიენტირებული საზაფხულო ღონისძიებები/ეკო-ბანაკი.

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

2.9 ადგილობრივ მოხალისეთა ჯგუფის ორგანიზება, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა და ახალგაზრდების („ნორჩი რეინჯერების“) ჩართვას თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საქმიანობებში.

დაარსებულია და ფუნქციონირებს ადგილობრივ მოხალისეთა ჯგუფი.

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

 

გ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 3 - სათვის: ფართო საზოგადოების ინფორმირება თუშეთის დაცული ტერიტორიების შესახებ.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

3.1 თუშეთის დაცული ტერიტორიების, მისი ბუნებრივი და კულტურული ფასეულობების და მნიშვნელობის პოპულარიზაცია, სტატიებისა და ინფორმაციის ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო მედიაში განთავსების გზით.

თუშეთის დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია/სტატიები განთავსებულია ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო მედიაში.

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

არ არის

3.2 თუშეთის დაცული ტერიტორიების შესახებ პუბლიკაციების, საინფორმაციო ფურცლების, ბროშურების, საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი მასალების და რუკების გამოცემა

გამოცემულია პუბლიკაციები, საინფორმაციო ფურცლები, ბროშურები, საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი მასალები და რუკები თუშეთის დაცული ტერიტორიების შესახებ.

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

დ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 4-სთვის: ადგილობრივ თემთან კომუნიკაციის და ურთიერთობების გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერის მოპოვება.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

4.1 ადგილობრივი დაინტერესებული პირების ფორუმის შექმნა, რათა მათ მიიღონ ინფორმაცია თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ და მიეცეთ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის საშუალება.

ჩამოყალიბებულია და ფუნქციონირებს ადგილობრივი დაინტერესებული პირების ფორუმი.

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

არ არის

4.2 თემის ინფორმირება თუშეთში დაგეგმილი პროექტების შესახებ და მათი შეძლებისდაგვარი ჩართვა ამ პროექტების განხორციელების პროცესში.

ჩატარებულია სათემო შეხვედრები თემის თუშეთში დაგეგმილი პროექტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით.

განხორციელება და კოორდინირება

არ არის

არ არის

4.3 კონსერვაციულ თემატიკაზე ორიენტირებული საკვირაო სკოლების ორგანიზება ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის.

ჩატარებულია საკვირაო სკოლები ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის.

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

4.4 ყოველწლიური სოციო-ეკონომიკური მონიტორინგის გაგრძელება.

ჩატარებულია ყოველწლიური სოციო-ეკონომიკური მონიტორინგის საქმიანობა.

განხორციელება

არ არის

არ არის

4.5 ურთიერთობის დამყარება განსაკუთრებულად დაინტერესებულ ადგილობრივ ახალგაზრდებთან და მათთან რეგულარული შეხვედრების ორგანიზება.

ჩატარებულია შეხვედრები განსაკუთრებულად დაინტერესებულ ადგილობრივ ახალგაზრდებთან.

განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

არ არის

ე) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 5-სთვის: თუშეთის თემის სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება იმ ფორმებით, რაც არ ეწინააღმდეგება თუშეთის დაცული ტერიტორიების მიზნებს და არ აზიანებს გარემოს.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

5.1 ისეთი პროექტების ხელშეწყობა, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის და დასაქმების საკითხების მოგვარებაზე.

ჩატარებულია შესაბამისი მუშაობა დონორებსა და სათანადო ორგანიზაციებთან, რათა თუშეთში განხორცილედეს პროექტები, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის და დასაქმების საკითხების მოგვარებაზე.

ხელშეწყობა

პარტნიორი ორგანიზაციები

არ არის

5.2 ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების ლობირება თუშეთში ბიზნესის მხარდასაჭერად სპეციალური საკრედიტო პაკეტების გასავითარებლად.

ჩატარებულია შესაბამისი მუშაობა ბანკებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან

განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

არ არის

5.3 შესაბამის პროფესიულ ჯგუფებთან და სააგენტოებთან თანამშრომლობა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების მოსაწყობად ბიზნესის განვითარების და მართვის საკითხებზე.

ჩატარებულია შესაბამისი მუშაობა პროფესიულ ჯგუფებთან და სააგენტოებთან ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების მოსაწყობად

განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

არ არის

5.4 ისეთი პროექტების ხელშეწყობა, რომლებიც მიმართულია მდგრადი ენერგიის (ბუნებაზე ნულოვანი ზემოქმედების მქონე) ტექნოლოგიების განვითარებაზე.

ჩატარებულია შესაბამისი მუშაობა დონორებსა და სათანადო ორგანიზაციებთან.

განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

არ არის

 

მუხლი 41. ეკოტურიზმის (ვიზიტორთა) პროგრამა

1. ეკოტურიზმის პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სააგენტო მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებულ იქნება იმის შესაფასებლად, მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები, არის შემდეგი:

 

მიზნები (რისი მიღწევა გვსურს მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვამდე)

ინდიკატორები (რა უნდა შევაფასოთ იმისათვის, რომ გავიგოთ მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზნებს)

1

დაინტერესებულ მხარეებთან, ადგილობრივ თემთან და ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობით ვიზიტორთა დასვენებისთვის უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს უზრუნველყოფა თუშეთის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაუზიანებლად.

– გაზრდილია კმაყოფილი ვიზიტორების რაოდენობა.

– ტურიზმთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა ეფუძნება მდგრადი ტურიზმის პრინციპებს.

 

2.    ეკოტურიზმის პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მოცემული მიზნები, შემდეგია:

 

1.

ტურისტული მომსახურებისა და ტურიზმის განვითარების ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა.

2.

უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი ტურიზმისა და რეკრეაციის ინფრასტრუქტურის, სახელმძღვანელო მითითებებისა და მართვის სისტემების განვითარება.

3.

თუშეთის დაცული ტერიტორიების მარკეტინგი, პოპულარიზაცია და ინფორმაციის მენეჯმენტი.

4.

ტურიზმით მიღებული შემოსავლების გაზრდა და მისი გამოყენება თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საქმიანობების მხარდასაჭერად.

5.

ტურისტული მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტურიზმის დივერსიფიკაცია.

 

3. ეკოტურიზმის პროგრამის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს დაცული ტერიტორიების სააგენტო თითოეული სტრატეგიული ქმედების ფარგლებში, არის შემდეგი:

ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებები 1-სთვის: ტურისტული მომსახურებისა და ტურიზმის განვითარების ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა.

 

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

1.1 ტურიზმის მართვის კოორდინაცია.

რეგულარული შეხვედრები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მუნიციპალიტეტთან და სხვა მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან.

განხორციელება

მუნიციპალიტეტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, თუშეთის ტურიზმის ასოციაცია, ტურ ოპერატორები და სხვ.

არ არის

1.2 ადმინისტრაციის შესაბამის თანამშრომელთა ტრეინინგი ტურიზმისა და რეკრეაციის, და ვიზიტორთა მართვის საკითხებში.

შესაბამის თანამშრომლებს გავლილი აქვთ ტრეინინგი ტურიზმისა და რეკრეაციის, და ვიზიტორთა მართვის საკითხებში.

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

1.3 ადგილობრივ მეგზურთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.

ჩატარებულია ტრენინგები და სხვა სამუშაო ადგილობრივ მეგზურთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

განხორციელება და კოორდინირება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

1.4 ადგილობრივ მეგზურთა მომზადება უცხო ენებში (უპირატესად ინგლისურში), რათა მათ მიაღწიონ ევროპულ სტანდარტს (Common European Framework Standard B1.)

ჩატარებულია სამუშაო ადგილობრივი მეგზურებისთვის უცხო ენების სწავლებისთვის.

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

1.5 თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის და ადგილობრივი ტურისტული სერვისების მიმწოდებლების მიერ ტურიზმის მართვის სფეროში სხვა დაცული ტერიტორიების გამოცდილებისა და მიღწევების გაცნობა და გაზიარება.

ჩატარებულია სასწავლო ტურები სხვა დაცულ ტერიტორიებზე

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

1.6 უწყვეტი დიალოგის წარმოება ადგილობრივ თემთან ტურიზმის და რეკრეაციის საკითხებზე და ადგილობრივი „ტურიზმის მხარდამჭერი ჯგუფის“ ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

რეგულარული შეხვედრების წარმოაება ადგილობრივ თემთან ტურიზმის და რეკრეაციის საკითხებზე; დაარსებულია ადგილობრივი „ტურიზმის მხარდამჭერი ჯგუფი“

განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

არ არის

1.7 ადგილობრივი ტურისტული ბიზნესის მხარდასაჭერად მცირე გრანტების და ტურისტული ბიზნესის წარმოების ტრენინგების/სემინარების ხელშეწყობა.

ჩატარებულია სამუშაო ადგილობრივი ტურისტული ბიზნესის მხარდასაჭერად მცირე გრანტების მოსაზიდად და ტურისტული ბიზნესის წარმოების ტრენინგების/სემინარების ჩასატარებლად.

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

1.8 ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტულ სააგენტოებს შორის პირდაპირი ურთიერთობების ხელშეწყობა თუშეთში ტურისტული პროდუქტების და სერვისების განვითარებისათვის.

ჩატარებულია შეხვედრების ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტულ სააგენტოებს შორის პირდაპირი ურთიერთობების ხელშესაწყობად.

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები, ტურისტული სააგენტოები.

არ არის

ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებები 2-სთვის: უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი ტურიზმისა და რეკრეაციის ინფრასტრუქტურის, სახელმძღვანელო მითითებებისა და მართვის სისტემების განვითარება.

 

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

2.1 ვიზიტორთა "გამტარუნარიანობის" შეფასება და სათანადო შეზღუდვების დაწესება.

შეფასებულია ვიზიტორთა "გამტარუნარიანობა" ბილიკების/ადგილების მიხედვით და განსაზღვრულია სათანადო შეზღუდვები.

განხორციელება და კოორდინირება

შესაბამისი ექსპერტები, პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

2.2 არსებული ინფრასტრუქტურისა და ბილიკების განახლება/შეკეთება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოებისა და ეკოლოგიურ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.

განახლებული და შეკეთებულია არსებული ინფრასტრუქტურა და ბილიკები.

განხორციელება

დონორი/პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

2.3 ახალი ინფრასტრუქტურის, ბილიკების და საკემპინგე ადგილების და სხვ. დაგეგმვა და მოწყობა, მხოლოდ მას მერე, რაც ჩატარდება ზემოქმედების შეფასება და განისაზღვრება შერბილების ღონისძიებები.

დაგეგმილი და მოწყობილია ახალი ინფრასტრუქტურა, ბილიკები და საკემპინგე ადგილები.

განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

2.4 საკემპინგე და სხვა ტურისტულ ადგილებში ნარჩენების მართვის გრძელ- და მოკლევადიანი გეგმების შემუშავება და დანერგვა.

ნარჩენების მართვის გრძელ- და მოკლევადიანი გეგმები; დაწყებულია ამ გეგემების განხორციელება.

განხორციელება და კოორდინირება

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები.

დამატებითი დაფინანსება

2.5 არქიტექტურული სტანდარტების შემუშავების ხელშეწყობა თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის

ჩამოყალიბებულია არქიტექტურული სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფს ტრადიციული და დამახასიათებელი სტილის შენარჩუნებას.

განხორციელება და კოორდინირება

შესაბამისი სამსახურები, ექსპერტები.

 

დამატებითი დაფინანსება

გ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 3-სათვის: თუშეთის დაცული ტერიტორიების მარკეტინგი, პოპულარიზაცია და ინფორმაციის მენეჯმენტი.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

3.1 შიდა (ქართულ) ბაზარზე და პარალელურად საერთაშორისო ბაზარზე თუშეთის დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია შედარებით იაფი, მარტივი და ეფექტური მარკეტინგული ღონისძიებების და პროგრამების საშუალებით.

თუშეთის დაცული ტერიტორიები წარდგენილი იქნა ეროვნულ (შეძლებისდაგვარად საერთაშორისო) ტურისტულ ბაზრობებზე; მაქსიმალურად ათვისებულია ინტერნეტ მარკეტინგის შესაძლებლობები.

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

3.2 ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ვებგვერდის წარმოება.

გამართულად ფუნქციონირებს და მუდმივად განახლებულია ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ვებ-გვერდი.

განხორციელება

არ არის

არ არის

3.3 თუშეთის სასტუმროების ინტერნეტდაჯავშნის სისტემის დაგეგმვა და განხორციელება.

რეკომენდაციები თუშეთის სასტუმროების ინტერნეტდაჯავშნის სისტემის განვითარებისთვის.

განხორციელება და კოორდინირება

ექსპერტები/ პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

3.4 თუშეთის დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა ყოველწლიური ფესტივალები და ფონდების მოძიების ღონისძიებები.

ჩატარებულია ყოველწლიური ფესტივალები და ფონდების მოძიების ღონისძიებები.

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

3.5 განახლებული, კარგი ხარისხის დეტალური რუკების, მეგზურებისა და საინფორმაციო მასალების გამოშვება.

დაბეჭდილი მასალები.

 

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

დ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებ 4-სათვის: ტურიზმით მიღებული შემოსავლების გაზრდა და მისი გამოყენება თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საქმიანობების მხარდასაჭერად.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

4.1 შესასვლელი ბილეთების სისტემის დანერგვა სხვადასხვა დაინეტრესებულ მხარეებთან შეთანხმებული მოდელის მიხედვით.

ფუნქციონირებს შესასვლელი ბილეთების სისტემა შეთანხმებული მოდელის მიხედვით.

განხორციელება და კოორდინირება

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, პარტნიორი ორგანიზაციები

არ არის

4.2 კერძო მართავაში გაცემული ვიზიტორთა ცენტრში არსებული სასტუმრო ოთახების, კაფეტერიის, საკონფერენციო დარბაზის მართვის მონიტორინგი

კერძო მართვაში გაცემული ინფრასტრუქტურის მართვის მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი.

განხორციელება

არ არის

არ არის

ე) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 5-სათვის: ტურისტული მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტურიზმის დივერსიფიკაცია.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

5.1 საერთაშორისო ეკოტურიზმის საზოგადოების (TIES – The International Ecotourism Society) ქცევის კოდექსის დანერგვა და მისი პოპულარიზაცია ვიზიტორებსა და თუშეთის დაცული ტერიტორიების პარტნიორ ორგანიზაციებს შორის.

დაბეჭდილი შესაბამისი ინფორმაციის შემცველი მასალები და ვრცელდება ვიზიტორებსა და თუშეთის დაცული ტერიტორიების პარტნიორ ორგანიზაციებს შორის.

განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

5.2 ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა - თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ეფექტური საძიებო და სამაშველო, სასწრაფო ევაკუაციის, მკურნალობის და ჰოსპიტალიზაციის პროცედურების დანერგვა და განხორციელება.

შემუშავებული და დანერგილია შესაბამისი პროცედურები

განხორციელება

ექსპერტები/პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

5.3 ტრენინგების ჩატარება ტურიზმის საფუძვლებში ადგილობრივი სერვისების მიმწოდებლებისთვის და კონცესიორნერებისთვის და თავად დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის შესაბამისი პერსონალისთვის.

ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგები;

განხორციელება და კოორდინირება

ექსპერტები/პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

5.6 სამეცნიერო (ბოტანიკური, ზოოლოგიური და სხვ.) ტურების მოწყობის ხელშეწყობა

გმოვლენილი და ტურისტულ მარშრუტებში შეტანილია ბოტანიკური დ ზოოლოგიური ტურების კუთხით საინტერესო ტერიტორიები, შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე, მომზადებულია ბროშურა(ები)

განხორციელება და კოორდინირება

შესაბამისი ექსპერტები, პარტნიორი ორგანიზაციები

საბიუჯეტო და დამატებითი დაფინანსება

5.7 ბუნებაზე დაფუძნებული ტურიზმის (ველურ ბუნებაზე დაკვირვება) და სხვა ისეთი აქტივობების განვითარების ხელშეწყობა, რაც არ იწვეევს უარყოფით ზემოქმედებას ველურ ბუნებაზე.

ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ ბუნებაზე დაფუძნებული ტურიზმის სხვადასხვა ფორმებით.

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

 

მუხლი 42. ადმინისტრაციის პროგრამა

1. ადმინისტრაციის პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სააგენტო მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებული იქნება იმის შესაფასებლად, მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები, არის შემდეგი:

 

მიზნები (რისი მიღწევა გვსურს მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვამდე)

ინდიკატორები (რა უნდა შევაფასოთ იმისათვის, რომ გავიგოთ მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზნებს)

1

მოცემული მენეჯმენტის გეგმის განხორციელებისთვის საკმარისი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების უზრუნველყოფა არსებული დაფინანსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების გზით.

ძირითადად შენარჩუნებულია კვალიფიციური პერსონალი;

წარმატებით განხორციელებულია დაგეგმილი საქმიანობების 80%.

 

2. ადმინისტრაციის პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო

განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მოცემული მიზნები შემდეგია:

 

1.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის პერსონალის სამუშაო პირობებისა და მოტივაციის გაუმჯობესება.

2.

სათანადო და მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა მენეჯმენტის გეგმის განსახორციელებლად.

3.

ადმინისტრაციის ორგანიზაციული განვითარება

4.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ძირითადი საოპერაციო ინფრასტრუქტურის და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

5.

ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და არსებული ურთიერთობების შენარჩუნება დაინტერესებულ მხარეებთან, დონორებთან და მხარდამჭერ ჯგუფებთან.

3. ადმინისტრაციის პროგრამის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს დაცული ტერიტორიების სააგენტო თითოეული სტრატეგიული ქმედების ფარგლებშ. არის შემდეგი:

ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 1-სთვის: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის პერსონალის სამუშაო პირობებისა და მოტივაციის გაუმჯობესება.

 

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

1.1 თანამშრომელთა შეფასების სისტემის შექმნა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის.

თანამშრომელთა შეფასების სისტემის ამსახველი დოკუმენტი

განხორციელება

ექსპერტ(ებ)ი.

დამატებითი დაფინანსება

1.2 არსებული შტატების სრულად დაკომპლექტება და თანამშრომელთა შორის პასუხისმგებლობის უფრო ეფექტურად გადანაწილება.

სრულად დაკომპლექტებულია არსებული შტატები და თითოეული თანამშრომელი მათგანი იყოს თანაბრად და ადეკვატურადაა დასაქმებული.

განხორციელება

არ არის

არ არის

1.3 რეინჯერების უზრუნველყოფა საკვებითა და გასაჩერებელი პირობებით პატრულირების დროს.

პატრულირების დროს ყველა რეინჯერს ეძლევა საკვები და უზრუნველყოფილია ელემენტარული გასაჩერებელი პირობებით.

განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

1.4 პერსონალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის უზრუნველყოფა.

დაზღვეულია ყველა თანამშრომელი

განხორციელება

არ არის

დამატებითი დაფინანსება

ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 2-სათვის: სათანადო და მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა მენეჯმენტის გეგმის განსახორციელებლად.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

2.1 მენეჯმენტის გეგმის დაფინანსებაში ხარვეზების შეფასება და გარე დაფინანსებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრა.

იდენტიფიცირებულია ხარვეზები მენეჯმენტის გეგმის დაფინანსებაში.

განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

2.2 ალტერნატიული დაფინანსების უზრუნველყოფა.

თდტ დამატებით დაფინანსებას იღებს ალტერნატიული წყაროებიდან (მაგ.: პარკში შესასვლელი ბილეთების სისტემა, რესურსების მოხმარების გადასახადი და ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვა).

განხორციელება

ექსპერტები/პარტნიორი ორგანიზაციები

საწყისი დამატებითი დაფინანსება

2.3 დონორებისა და ფონდების მოძიება თუშეთის დაცული ტერიტორიების სასარგებლოდ.

ჩატარებულია სამუშაო დონორებთან, ჩამოყალიბებულია საპროექტო წინადადებები დონორებისთვის.

განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

არ არის

გ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 3-სათვის: ადმინისტრაციის ორგანიზაციული განვითარება

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

3.1 ადმინისტრაციის თანამშრომელების უნარ-ჩვევების განვითარება.

ადმინისტრაციის თანამშრომელებისთვის განხორციელებულია ტრენინგებისა და გამოცდილების გაცვლის პროგრამები და სასწავლო ტურები.

განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

3.2 ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და მოხალისეებისთვის ინგლისური ენის გაკვეთილების ორგანიზება, რათა მათ მიაღწიონ ინგლისური ენის ცოდნის სასურველ დონეს („საერთო ევროპულ სტანდარტ - B1“-ს).

აღნიშნულ თანამშრომლებს გავლილი აქვთ ინგლისური ენის კურსები.

განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

3.3 თანამშრომელების უზრუნველყოფა განახლებული შესაბამისი ინფორმაციითა და ლიტერატურით.

ადმინისტრაციის თანამშრომელებს ხელი მიუწვდებათ შესაბამისი ინფორმაციასა და ლიტერატურაზე.

განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

3.4 სიტუაციაზე მორგებული შიდა ტრენინგების სისტემის შემუშავება.

სიტუაციაზე მორგებული შიდა ტრენინგების სისტემის ამსახველი დოკუმენტი.

კოორდინირება

ექსპერტები

დამატებითი დაფინანსება

3.5 სათანადოდ მომზადებული მოხალისეების „რეზერვის“ ჩამოაყალიბება, რომლის წევრებიც თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას დაეხმარებიან.

თუშეთში არსებობს სათანადოდ მომზადებული მოხალისეების ჯგუფი.

განხორციელება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

დ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 4-სათვის: თუშეთის დაცული ტერიტორიების ძირითადი საოპერაციო ინფრასტრუქტურის და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

4.1 ადმინისტრაციის ხელთ არსებული ტექნიკური აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის განახლება და მოვლა.

სათანადო მდგომარეობაშია ადმინისტრაციის ხელთ არსებული ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა.

განხორციელება

არ არის

დამატებითი დაფინანსება

4.2 ადმინისტრაციის თანამშრომელების უნიფორმებით უზრუნველყოფა.

ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს აქვს უნიფორმა.

განხორციელება

არ არის

დამატებითი დაფინანსება

4.3 თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის აუცილებელი (მათ შორის დაცვისათვის საჭირო) სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფა.

აუცილებელი (მათ შორის დაცვისათვის საჭირო) სატრანსპორტო საშუალების არსებობა.

განხორციელება

არ არის

დამატებითი დაფინანსება

4.4 ალვანში ადმინისტრაციისა და ვიზიტორთა ახალი საინფორმაციო ცენტრის განვითარებისთვის/ აშენებისათვის დაფინანსების მოპოვება.

ჩატარებულია სამუშაო ალვანში ადმინისტრაციისა და ვიზიტორთა ახალი საინფორმაციო ცენტრის განვითარებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

არ არის

4.5 ადმინისტრაციის უზრუნველყოფა სახანძრო ინვენტრითა და და სატრანპორტო საშუალებებით.

ადმინისტრაცია სათანადოდაა აღჭურვილი, რათა ეფექტურად განახორციელოს ხანძრების აღკვეთა და პრევენცია.

განხორციელება და კოორდინირება

პარტნიორი ორგანიზაციები

დამატებითი დაფინანსება

ე) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 5-სათვის: ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და არსებული ურთიერთობების შენარჩუნება დაინტერესებულ მხარეებთან, დონორებთან და მხარდამჭერ ჯგუფებთან.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

5.1 თუშეთის დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს გააქტიურების ხელშეწყობა დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვისა და ამ გეგმის განხორციელების მხარის დასაჭერად.

ჩატარებულია სამუშაო თუშეთის დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით.

განხორციელება

არ არის

არ არის

5.2 ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაში.

ჩატარებულია რეგულარული შეხვედრები მუნიციპალიტეტთან.

განხორციელება

არ არის

არ არის

5.3 თუშეთის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის მხარდაჭერა,

დაგეგმილია/ჩატარებულია ერთობლივი ღონისძიებები.

განხორციელება

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია, პარტნიორი ორგანიზაციები.

დამატებითი დაფინანსება (გარკვეული ერთობლივი ღონისძიებებისთვის)

5.4 კორპორატიულ ბიზნესთან ურთიერთობების და პარტნიორობის ჩამოყალიბება და მათი მხარდაჭერის მოძიება თუშეთის დაცული ტერიტორიებისა და მისი საქმიანობისთვის.

ჩატარებულია შეხვედრები კორპორატიულ ბიზნესის წარმომადგენლებთან.

განხორციელება

რა არის

არ არის

5.5 შესაბამის უწყებებთან მუშაობა ალვანი-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საგზაო მიმოსვლის სეზონის გახანგრძლივებისთვის.

ჩატარებულია შეხვედრები შესაბამის უწყებებთან

განხორციელება

ადგილობრივ მუნიციპალიტეტი

არ არის

5.6 თანამშრომლობა შესაბამის უწყებებთან, რათა ომალოში დაარსდეს პირველადი გადაუდებელი დახმარების და ტრიაჟის ცენტრი, რომელიც იმუშავებს მთელი ტურისტული სეზონის განმავლობაში.

ჩატარებულია შეხვედრები შესაბამის უწყებებთან.

განხორციელება

ადგილობრივ მუნიციპალიტეტი

არ არის

 

მუხლი 43. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობის პროგრამა.

1. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობის პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სააგენტო მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებულ იქნება იმის შესაფასებლად, მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები, არის შემდეგი:

 

მიზნები (რისი მიღწევა გვსურს მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვამდე)

ინდიკატორები (რა უნდა შევაფასოთ იმისათვის, რომ გავიგოთ მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზნებს)

1.

თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა დაცული ლანდშაფტის მმართველობასთან თანამშრომლობით და თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის და მისი მნიშვნელობის რეკლამირების გზით.

– ერთობლივი პროექტების/ღონისძიებების მაგალითები;

– გაუმჯობესებულია კულტურული მემკვიდრეობის პრიორიტეტული ელემენტები.

 

2. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობის პროგრამის

ღონისძიებები, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მოცემული მიზნები, შემდეგია:

 

1.

თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის და მასზე არსებული ინფორმაციის გაუმჯობესება

2.

თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის და ტრადიციების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ხელშეწყობა.

3.

კულტურული მემკვიდრეობიდან მიღებული სარგებლის გაზრდა.

 

3. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობის პროგრამის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს დაცული ტერიტორიების სააგენტო თითოეული სტრატეგიული ქმედების ფარგლებში არის შემდეგი:

ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 1-სათვის: თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის და მასზე არსებული ინფორმაციის გაუმჯობესება

 

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

1.1 თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონაცემთა „გის“ ბაზის შექმნა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების „გის“ ბაზა და რუკები.

ხელშეწყობა

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, პარტნიორი ორგანიზაციები.

დამატებითი დაფინანსება

ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 2-სათვის: თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის და ტრადიციების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

 

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

2.1 თუშური კულტურის მნიშვნელოვან ელემენტებზე (სამზარეულო, თამაშები, ტრადიციები, არქიტექტურა) პუბლიკაციების, მაგ., საინფორმაციო ფურცლების/ბროშურების მომზადება.

შესაბამისი პუბლიკაციები (საინფორმაციო ფურცლები, ბროშურების და სხვ.)

ხელშეწყობა და განხორციელება

ექსპერტ(ებ)ი და პარტნიორი ორგანიზაციები.

დამატებითი დაფინანსება

2.2 თუშეთის კულტურისადმი ინტერესის სტიმულირება სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ასევე ვიზიტორებს შორის, ლექციების და პრეზენტაციების ჩატარების გზით.

ჩატარებულია ლექციები და პრეზენტაციები თუშეთის კულტურის შესახებ.

ხელშეწყობა და განხორციელება

ექსპერტ(ებ)ი და პარტნიორი ორგანიზაციები.

დამატებითი დაფინანსება

გ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 3-სათვის: კულტურული მემკვიდრეობიდან მიღებული სარგებელის გაზრდა.

ქმედება

შედეგი

დტს/თდტ-ის როლი

სხვა პარტნიორების ჩართულობა

წინაპირობა

3.1 თუშური ფოლკლორის და ტრადიციული ხელოვნების წარმომადგენელთა მხარდაჭერა და მათი ფესტივალებში, კულტურულ ღონისძიებებსა და ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის წახალისება.

თუშური ფოლკლორის და ტრადიციული ხელოვნების მუშაკებმა მონაწილეობა მიიღეს ფესტივალებში, კულტურულ ღონისძიებებსა და ტურისტულ გამოფენებში.

ხელშეწყობა და განხორციელება

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, პარტნიორი ორგანიზაციები.

დამატებითი დაფინანსება

3.2 საოჯახო სასტუმროების მეპატრონეების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ თუშეთის კულტურის სათანადო დონეზე წარმოჩენა თავიანთ სტუმრებთან.

საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს აქვთ სათანადო ცოდნა და უნარი, ასევე მასალები.

ხელშეწყობა და განხორციელება

ადგილობრივ მუნიციპალიტეტი, პრტნიორი ორგანიზაციები.

დამატებითი დაფინანსება

3.3 ტრადიციული პროდუქციის (ნაკეთობები, ყველი და სხვ.) მწარმოებლების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ თავისი ნაწარმის გამოფენა და გაყიდვა თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე.

ტრადიციული პროდუქციის (ნაკეთობები, ყველი და სხვ.) მწარმოებლებმა მონაწილეობა მიიღეს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ხელშეწყობა და განხორციელება

ადგილობრივ მუნიციპალიტეტი, პარტნიორი ორგანიზაციები.

დამატებითი დაფინანსება

თავი VII

მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგი

მუხლი 44. ინდიკატორები და მათი შერჩევის დასაბუთება

მენეჯმენტის გეგმის შესრულების ინდიკატორები გრძელვადიანი მიზნების, სტრატეგიული ღონისძიებებისა და ქმედებებისთვის დეტალურად აღწერილია VI თავში თითოეული პროგრამისათვის. ინდიკატორების შერჩევა მოხდა მათი გაზომვადობის (რაოდენობრივი და ხარისხობრივი) და დროში მიღწევადობის პრინციპით.

მუხლი 45. მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგის მიზანი

მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესის შეფასება და ბუნებრივ და სოციო-კულტურულ გარემოში მომხდარი ცვლილებების დროულად დაფიქსირება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის ადაპტირების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 46. მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგის ღონისძიებები

ადაპტაციური მართვის მთავარი პირობა გეგმის პრაქტიკული რევიზირების პროცესია. საჭიროა ყველა საქმიანობის ყოველწლიური მონიტორინგი და შეფასება. ხოლო შედეგები გათვალისწინებული უნდა იყოს მენეჯმენტის კუთხით მიღებულ გადაწყვეტილებებში. მართვის მონიტორინგისა და შეფასებისთვის გამოიყენება მონიტორინგის სხვადასხვა ღონისძიებები (საშუალებების) ერთობლიობა, რაც მოიცავს შემდეგს:

1. სოციო-ეკონომიკური მონიტორინგის მართვის მნიშვნელოვანი ასპექტია სოციო-ეკონომიკური ტენდენციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აზრის უწყვეტი მონიტორინგი. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია სოციო-ეკონომიკური მონიტორინგის და შეფასების პროცედურას ახორციელებს 2005 წლიდან. ეს პროცესი შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს.

2. მენეჯმენტის ეფექტურობის კონტროლის ინსტრუმენტის მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდაში მიღწეული პროგრესის მონიტორინგისთვის მთელ მსოფლიოში გამოიყენება ე.წ. „მენეჯმენტის ეფექტურობის კონტროლის ინსტრუმენტი“. ეს მექანიზმი სათანადო ინფორმაციის მოგროვებისა და დროთა განმავლობაში მიღწეული პროგრესის შეფასების საშუალებას გვაძლევს. იგი წარმატებით დაინერგა საქართველოშიც და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაცული ტერიტორიების შეფასების ჰარმონიზებული ანგარიშგების სისტემას წარმოადგენს. თავად შეფასების პროცესი შედარებით სწრაფი და იოლია და წელიწადში ერთხელ ხდება. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ამ პროცედურას ყოველწლიურად ატარებს და ეს შემდგომ წლებშიც უნდა გაგრძელდეს.

3. დეტალური ყოველწლიური განხილვების თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მომზადებული ყოველწლიური სამუშაო გეგმები განსაზღვრავს თითოეული ქმედების ფარგლებში მისაღწევ შედეგებს. თითოეული ქმედების შედეგების მონიტორინგი ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს. შედეგები უნდა შეჯამდეს შეფასების ანგარიშში, რომელიც გამოყენებული იქნება მომდევნო წლების სამუშაო გეგმების შემუშავებისას.

4. გეგმის შესრულების მონიტორინგი და დოკუმენტირება სამუშაო გეგმის თანახმად, მენეჯმენტის გეგმის ამა თუ იმ კომპონენტის შესრულებაზე პასუხისმგებელი იქნებიან სხვადასხვა პირები ან ადმინისტრაციის განყოფილებები. ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი უნდა იცნობდეს მონიტორინგის ინდიკატორებს. ისინი უნდა მონაწილობდნენ სათანადო მასალებისა და ინფორმაციის შეგროვებაში იმისთვის, რომ შეფასდეს, რამდენად კარგად სრულდება დასახული ინდიკატორები, თანამშრომლებთან ტარდება რეგულარული სამუშაო შეხვედრები, სადაც განიხილება მიღწეული პროგრესი.

5. განხორციელებული საქმიანობის განხილვებისა და უწყვეტი მონიტორინგის საფუძველზე შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები მენეჯმენტის გეგმის გარკვეული ქმედებების მოდიფიკაციის თაობაზე. ეს რეკომენდაციები უნდა ჩამოყალიბდეს ყოველწლიური სამუშაო გეგმის შედგენამდე, რათა მომდევნო წლისთვის დაგეგმილი ქმედებების ადაპტირება მოხდეს გასული წლის გამოცდილების, ახალი გარემოებების ან ახალი ინფორმაციის შესაბამისად.

მუხლი 47. მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგის სამოქმედო გეგმა

 

1.

მენეჯმენტის გეგმის სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მოგროვილი მონაცემების განხილვისა და ანალიზის ჩატარება ყოველი წლის ბოლოს, რათა დადგინდეს მიღწეული შედეგები, საყურადღებო ტენდენციები და ის პირობები, რაც სათანადოდ უნდა აისახოს შემდგომ მენეჯმენტში.

2.

პარკთან დაკავშირებული ბეჭდვითი მასალების კატალოგის (ბიბლიოთეკის) წარმოება, სადაც თავს მოიყრის ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა სამოქმედო გეგმები, კვლევების ანგარიშები, საინტერპრეტაციო და საგანმანათლებლო მასალები, სახელმძღვანელოები, პრესაში გამოქვეყნებული სტატიები და ა.შ.

3.

შესაბამისი თანამშრომლების მიერ სათანადო საბუთების არქივის (პრეზენტაციები, მიწოდებული დოკუმენტები, ანგარიშები, ფოტო მასალები) წარმოება სხვა უწყებებთან, პარტნიორებთან, რესურსების მომხმარებლებთან და ზოგადად ადგილობრივ თემთან და მის ცალკეულ სამიზნე ჯგუფებთან საკონსულტაციო შეხვედრების, საგანმანათლებლო თუ სხვა სახის შეხვედრებისა და სემინარების კულტურული ღონისძიებების და ფესტივალების  შესახებ.

4.

დაცული ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებული ყველა სტრატეგიული თუ ლეგალური დოკუმენტის, ჩატარებული კვლევების, პროექტების, სემინარების, კონფერენციების და კონსულტაციების ანგარიშების არქივის წარმოება ადმინისტრაციაში.

5.

ყოველწლიური სამუშაო გეგმების დეტალური განხილვის ჩატარება, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მასში გათვალისწინებული და შეტანილი იყოს მენეჯმენტის გეგმით გაწერილი ყველა მნიშვნელოვანი აქტივობა.

6.

მენეჯმენტის გეგმის განხორციელების სრული შეფასების ჩატარება მისი განხორცილების დაწყებიდან მე-6 წელს და ამ შეფასების შედეგების გათვალისწინება მენეჯმენტის გეგმის განახლების პროცესში.

დანართები:

ა) რუკები:

ა.ა) თუშეთის დაცული ტერიტორიის რუკა, დანართი №1;

ა.ბ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის რუკა, დანართი №2;

ა.დ) თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი სახეობების გავრცელების (ნიამორი, ჯიხვი) რუკები, დანართი №3;

ა.ე) თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე პატრულირების მარშრუტები დანართი №4;

ა.ვ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების მართვის რუკა, დანართი №5;

ა.ზ) თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მაღალი რისკის მქონე ხანძარსაშიში ზონების რუკები დანართი №6;

ა.თ) თუშეთის ეროვნული პარკის ზონირების რუკა, დანართი №7;

ბ) თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გავრცელებული ფლორისა და ფაუნის ჩამონათვალი, დანართი №8;

გ) საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი იმ ცხოველებისა და მცენარეების სახეობები, რომლებიც თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება, დანართი №9;

დ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ზონების კოორდინატები, დანართი №10;