დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კარიერების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 450 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017633 |
|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი კარიერების უსაფრთხოების შესახებ“. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილება „კარიერების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი
კარიერების უსაფრთხოების შესახებ |
კარი I
ზოგადი წესები თავი I რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება მუხლი 1. რეგულირების სფერო ტექნიკური რეგლამენტი კარიერების უსაფრთხოების შესახებ (შემდგომში – რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა საწარმოსათვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე აპროექტებენ, აშენებენ და ექსპლუატაციას უწევენ კარიერებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 1. კარიერი1 - საწარმო, რომელიც სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებს ღია სამთო სამუშაოებით. ტერმინ “კარიერის” ნაცვლად პრაქტიკაში, ნახშირის და ქვიშრობული საბადოების ღია წესით დამუშავებისას იხმარება “ჭრილი” და “სარეწი”. 2. კარიერი2 - ღია სამთო სამუშაოების შედეგად მიღებული ნამუშევარი სივრცე, ღია სამთო გვირაბების ერთობლიობა. 3. ღია სამთო სამუშაოები - სამთო სამუშაოები, რომელთა დროსაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საწარმოო პროცესები სრულდება ღია წესით. 4. გადახსნის სამუშაოები (გადახსნა) - სამუშაო, რომლის დროსაც ხორციელდება სასარგებლო წიაღისეულის გადამხურავი და შემცველი ქანების ამოღება. 5. საფეხური - კარიერის გვერდითი ზედაპირის ნაწილი, ქანის შრე, რომელსაც საფეხურის ფორმა აქვს. 6. საფეხურის ზედა და ქვედა ბაქანი _ ზედაპირი (სიბრტყე), რომელიც საფეხურს საზღვრავს, შესაბამისად, ზედა და ქვედა მხრიდან. 7. საფეხურის სიმაღლე - ვერტიკალური მანძილი ზედა და ქვედა ბაქნებს შორის. 8. საფეხურის სატრანსპორტო ჰორიზონტი (ბაქანი) - ბაქანი, რომელზეც მოთავსებულია სატრანსპორტო გზები (საფეხურს ერთი სატრანსპორტო ჰორიზონტი აქვს). 9. საფეხურის ფერდო - დახრილი სიბრტყე, რომელიც საფეხურს საზღვრავს გამომუშავებული სივრცის მხრიდან. 10. საფეხურის ზედა და ქვედა კიდე (წარბა) - ფერდოს გადაკვეთის ხაზი, შესაბამისად, საფეხურის ზედა და ქვედა ბაქანთან. 11. საფეხურის დაფერდების კუთხე - კუთხე, რომელიც მიიღება ფერდოს ჰორიზონტალურ სიბრტყესთან გადაკვეთისას. 12. ქვესაფეხური - საფეხურის ნაწილი (სატრანსპორტო ბაქნის საფეხურის შუაში მოთავსებისას საფეხური იყოფა ორ - ზედა და ქვედა ქვესაფეხურად). 13. ბეგი - მცირე სიგანის ბაქანი, რომელზეც სამუშაოები არ წარმოებს. 14. მცველი ბეგი - ბეგი, რომელიც დატოვებულია კარიერის არასამუშაო გვერდზე საფეხურის დაცვის მიზნით. 15. სატრანსპორტო ბეგი - ბეგი, რომელიც დატოვებულია კარიერის არასამუშაო გვერდზე მასზე სატრანსპორტო გზების მოსაწყობად. 16. კარიერის ველი - საბადო ან მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ერთი კარიერით დასამუშავებლად. 17. კარიერის გვერდი - საფეხუროვანი ზედაპირი, რომელიც კარიერს შემოფარგლავს გვერდებიდან. 18. კარიერის ძირი - ზედაპირი, რომელიც კარიერს საზღვრავს ქვემოდან. 19. კარიერის ზედა და ქვედა კონტური - კარიერის გვერდის (გვერდების) გადაკვეთის ხაზი, შესაბამისად, დღისეულ ზედაპირთან და კარიერის ძირთან. 20. კარიერის გვერდის ფერდო - პირობითი ზედაპირი, რომელიც გადის კარიერის ზედა და ქვედა კონტურებზე. 21. კარიერის გვერდის დაფერდების კუთხე - კუთხე კარიერის ფერდოსა და ძირში გამავალ ჰორიზონტალურ სიბრტყეს შორის. 22. კარიერის სიღრმე - ვერტიკალური მანძილი კარიერის ძირსა და ზედაპირის გაშუალედებულ ნიშნულს შორის. 23. სანაყარო - ადგილი, სადაც თავსდება ფუჭი ქანი. 24. ნაყარი - სანაყაროში მოთავსებული (დაყრილი) ფუჭი ქანი. 25. სანაყაროს საფეხური - სანაყაროს გვერდითი ზედაპირის ნაწილი, ფუჭი ქანის შრე, რომელსაც საფეხურის ფორმა აქვს (სანაყარო საფეხურს აქვს იგივე ელემენტები, რაც კარიერის საფეხურს). 26. ქანის ნაშალი - საფეხურის სამუშაო ბაქანზე დაყრილი აფეთქებული ქანი (ნაშალს აქვს თავისი ფორმა, სიმაღლე და სიგანე, რომლებიც დამოკიდებულია საფეხურის სიმაღლეზე, ქანის თვისებებსა და აფეთქების ტექნოლოგიაზე). 27. სტანდარტი - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტი. თავი II პერსონალი მუხლი 3. ხელმძღვანელები და სპეციალისტები 1. საწარმოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა და სპეციალისტებმა, რომლებიც დასაქმებული არიან კარიერების დაპროექტებით, მშენებლობით, ექსპლუატაციით, ტექნიკური ზედამხედველობით, მოწყობილობის გამართვითა და გამოცდით, აგრეთვე კადრების მომზადებით, უნდა გაიარონ რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნის პირველადი შემოწმება მათი საქმიანობის შესაბამისი მოცულობით. 2. ღია სამთო სამუშაოებზე ტექნიკურ ხელმძღვანელებად დაიშვებიან პირები, თუ: ა) აქვთ უმაღლესი ტექნიკური ან საშუალო სამთოტექნიკური განათლება ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გავლილი აქვთ სწავლება; ბ) შეუძლიათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით სარგებლობა; გ) იციან პირველადი სამედიცინო დახმარების ხერხები; დ) ცოდნის პირველადი შემოწმების შემდეგ გავლილი აქვთ ორკვირიანი სტაჟირება. სტაჟირებასა და სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულებაზე დაშვება უნდა გაფორმდეს ბრძანებით. 3. რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნის პერიოდული შემოწმება უნდა ჩატარდეს არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ. 4. სხვა სამუშაოზე გადასვლისას, რომელიც წინასაგან განსხვავდება ნორმატიული აქტებისა და უსაფრთხოების რეგლამენტის მოთხოვნების პირობებითა და ხასიათით, აუცილებელია ცოდნის შემოწმება ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით. მუხლი 4. მომსახურე პერსონალი 1. დამოუკიდებელ სამუშაოზე დაშვებამდე მომსახურე პერსონალმა უნდა გაიაროს სწავლება შესაბამის სამუშაო ადგილზე ამ სამუშაოების შესრულების უსაფრთხო მეთოდებსა და ხერხებში. 2. სამუშაოთა წარმოების უსაფრთხო მეთოდებისა და ხერხების სწავლება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამუშაოების შესრულების უსაფრთხო მეთოდებისა და ხერხების ცოდნის შემოწმება უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს. 4. მომსახურე პერსონალი სამუშაოზე დაიშვება, თუ: ა) გავლილი აქვთ სწავლება შესაბამისი სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიაში, შესრულების უსაფრთხო მეთოდებსა და ხერხებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) შეუძლიათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით სარგებლობა; გ) იციან პირველადი სამედიცინო დახმარების ხერხები; დ) ცოდნის პირველადი შემოწმების შემდეგ გავლილი აქვთ სამუშაო ადგილზე სტაჟირება. 5. წინასაგან განსხვავებულ ახალ სამუშაოზე დაშვებამდე მომსახურე პერსონალმა უნდა გაიაროს ინსტრუქტაჟი ან შესაბამისი სწავლება. 6. კარიერზე საწარმოო პრაქტიკის წინ სტუდენტებმა უნდა გაიარონ შესაბამისი სწავლება. 7. სამთო და სატრანსპორტო მანქანების სამართავად დაიშვებიან პირები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური სწავლება. მუხლი 5. მემანქანეები და მათი თანაშემწეები 1. იმ სამთო და სატრანსპორტო მანქანების (დანადგარების) მემანქანეებსა და მათ თანაშემწეებს, რომელთა მართვაც დაკავშირებულია ელექტროდანადგარების ოპერატიულ ჩართვა-გამორთვასთან, უნდა ჰქონდეთ საკვალიფიკაციო ჯგუფი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. 2. უსაფრთხოების ტექნიკაში შესაბამისი საკვალიფიკაციო ჯგუფის მინიჭების შემდეგ მემანქანეებსა და მათ თანაშემწეებს უფლება აქვთ მოემსახურონ მათთვის მინდობილ სამთო და სატრანსპორტო მანქანებს (დანადგარებს), აგრეთვე მიერთების პუნქტებს და ჩაუტარონ მიმდინარე პროფილაქტიკური რემონტი (მათ შორის, კაბელის გადართვამიერთების პუნქტში). მემანქანეებსა და მათ თანაშემწეებს დროებით სხვა მანქანაზე (დანადგარზე) გადაყვანისას აღნიშნული სამუშაოების წარმოების უფლება ეძლევათ ამ მანქანის (დანადგარის) ენერგო-მომარაგების სისტემის გაცნობის შემდეგ. მუხლი 6. პასუხისმგებლობა რეგლამენტის დამრღვევი პირი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი III კარიერი მუხლი 7. კარიერი - სამთო საწარმო 1. კარიერს უნდა ჰქონდეს: ა) დამუშავების პროექტი, ტექნოლოგიური სქემა, სამთო სამუშაოების განვითარების წლიური გეგმა, რომელიც შეიცავს დარღვეული მიწების რეკულტივაციის ნაწილს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) სამარკშაიდერო და გეოლოგიური დოკუმენტაცია; გ) ავარიის ლიკვიდაციის გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს. 2. ავარიის ლიკვიდაციის გეგმას ყოველწლიურად ადგენს კარიერის უფროსი ან მისი მოადგილე და ამტკიცებს საწარმოს ხელმძღვანელი. სამთო სამუშაოების წარმოების სქემის ან ტექნოლოგიის შეცვლისას შესაბამისი შესწორებები გეგმაში უნდა შევიდეს სულ გვიან ორ დღეში. 3. ხელმძღვანელები ვალდებული არიან შეისწავლონ ავარიის ლიკვიდაციის გეგმა მისი შესრულების დონეზე და ავარიების დროს ქცევის წესები გააცნონ ყველა მუშას, რომლებმაც ხელი უნდა მოაწერონ სპეციალურ ჟურნალში. 4. კარიერზე, სადაც წარმოებს თვითანთებადი და თვითაალებადი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, აუცილებელია სპეციალური პროფილაქტიკური და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გათვალისწინება. მუხლი 8. დაპროექტება, მშენებლობა, საექსპლუატაციოდ მიღება 1. ახლად აშენებული და რეკონსტრუირებული კარიერი და მისი ობიექტები საექსპლუატაციოდ მიიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საწარმოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა შენობა და ნაგებობა უნდა აკმაყოფილებდეს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს. მუხლი 9. ექსპლუატაცია 1. საგანწესო სათავსებში, სამუშაო ადგილებზე და ადამიანების გადაადგილების გზებზე უნდა გამოიკიდოს უსაფრთხოების ტექნიკის პლაკატები და მაფრთხილებელი წარწერები, ხოლო სამანქანო სათავსებში (კამერებში) – უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციები. 2. სამუშაოს დაწყების წინ ან ცვლის განმავლობაში თითოეული სამუშაო ადგილი უნდა დათვალიერდეს სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. 3. აკრძალულია განწესის გაცემა იმ ადგილებში სამუშაოდ, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების მოთხოვნები. განწესის გაცემა უნდა მოხდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული განწესის დებულების შესაბამისად. 4. თითოეული მუშა სამუშაოს დაწყების წინ უნდა დარწმუნდეს თავისი სამუშაო ადგილის უსაფრთხო მდგომარეობაში, შეამოწმოს სამუშაოსათვის საჭირო მცველი მოწყობილობის, ინსტრუმენტების, მექანიზმებისა და სამარჯვების წესივრულობა. ისეთი ხარვეზის აღმოჩენისას, რომლის აღმოფხვრაც მუშას არ შეუძლია, ის ვალდებულია არ დაიწყოს მუშაობა და შეატყობინოს ეს ხელმძღვანელობას. 5. აკრძალულია დასვენება უშუალოდ სანგრევებში და საფეხურის ფერდოებთან, აგრეთვე მოქმედ მექანიზმებთან ახლოს, სატრანსპორტო გზებზე, მოწყობილობაზე. 6. მექანიზმების ამუშავების და მანქანების, სარკინიგზო შემადგენლობების ან ავტომობილების მოძრაობის დაწყების წინ აუცილებელია ხმოვანი ან შუქური სიგნალების მიცემა. ხელმძღვანელები ვალდებული არიან მათი მნიშვნელობა გააცნონ ყველა მომუშავეს. ამასთან, მანქანებისა და მექანიზმების მოქმედების ზონაში სიგნალი უნდა ესმოდეს ყველა მომუშავეს (ჩანდეს ყველასათვის). 7. ყოველი არასწორად მიცემული ან გაუგებარი სიგნალი აღქმული უნდა იქნეს როგორც სიგნალი “დადექ”. 8. სამუშაოს ან მანქანების, მექანიზმების მოძრაობის დაწყების წინ მემანქანე უნდა დარწმუნდეს ბრიგადის წევრებისა და ახლომყოფი პირების უსაფრთხოებაში. 9. სიგნალების და მათი მნიშვნელობების ცხრილი უნდა გაიკრას მომუშავე მექანიზ-მზე ან მასთან ახლოს. 10. სამთო მასის ხელით დაშლისა და დატვირთვისას მომსახურე პერსონალი უნდა მუშაობდეს არამსხვრევადმინებიანი დამცავი სათვალეებით და ხელთათმანებით. 11. საწარმოში მომუშავე ყოველი პირი, როცა შეამჩნევს საფრთხეს, რომელიც ემუქრება ადამიანებს ან საწარმოს (ლიანდაგის, მანქანის და მექანიზმის, ელექტროქსელის უწესივრობა, შესაძლო მეწყერის, საფეხურის ჩამოქცევის, ხანძრის გაჩენის ნიშნები), ვალდებულია საფრთხის აღმოსაფხვრელად ზომების მიღებასთან ერთად შეატყობინოს ეს ხელმძღვანელობას. 12. კარიერის გვირაბების ის ადგილები, სადაც არის ადამიანების ჩავარდნის საფრთხე, აგრეთვე ჩანაქცევები და ძაბრები, უნდა შემოიფარგლოს მაფრთხილებელი ნიშნებით და განათდეს სიბნელეში. ზუმპფები, საამფეთქებლო და სადრენაჟო ჭაბურღილები, შურფები და სხვა ვერტიკალური ან დახრილი გვირაბები საიმედოდ უნდა იყოს დახურული ან შემოღობილი. 13. აკრძალულია სამუშაო ადგილების და მათგან გამოსასვლელების ჩახერგვა ქანით და სხვა საგნებით, რომლებიც ართულებენ ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. 14. არასამუშაო დროს სამთო, სატრანსპორტო და საგზაოსამშენებლო მანქანები სანგრევიდან გაყვანილი უნდა იქნეს უსაფრთხო ადგილას, მუშა ორგანო უნდა დაეშვას მიწაზე, კაბინა დაიკეტოს და მკვებავი კაბელიდან ძაბვა მოიხსნას. 15. კარიერზე, სადაც სამთო სამუშაოების წარმოებისას ხდება მტვერწარმოქმნა და აირგამოყოფა, კვარტალში ერთხელ მაინც იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტად წარმოიქმნება მტვერი და გროვდება აირი, უნდა მოხდეს სინჯების აღება ჰაერის ანალიზისათვის. ჰაერისა და მტვრის სინჯების აღების ადგილები განისაზღვრება გეგმით, რომელსაც ამტკიცებს კარიერის ხელმძღვანელი. 16. სამუშაო ადგილებზე ჰაერის მტვრიანობა და მავნე აირების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს სანიტარიული ნორმებით დადგენილ სიდიდეებს. ყველა შემთხვევაში, როდესაც ჰაერის მტვრიანობა ან მავნე აირების შემცველობა კარიერზე აღემატება დასაშვებ ნორმებს, მიღებულ უნდა იქნეს ზომები უსაფრთხო და ჯანმრთელი შრომის პირობების უზრუნველსაყოფად. 17. ხანძრის გაჩენისას კარიერის იმ უბანზე, სადაც ატმოსფერო გაჭუჭყიანებულია წვის პროდუქტებით, უნდა შეწყდეს ყველა სამუშაო გარდა ადამიანების გადარჩენასა და ხანძრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა. 18. კარიერზე ადამიანების გადაადგილებისათვის უნდა მოეწყოს მოხერხებული გზები, ხოლო ლიანდაგებსა და საავტომობილო გზებზე გადასვლისათვის -მაჩვენებლებით აღნიშნული განსაზღვრული ადგილები. საქვეითო გზები, ლიანდაგებსა და საავტომობილო გზებზე გადასავლელები სიბნელეში უნდა იყოს განათებული. 19. თუ კარიერზე სამუშაო ადგილამდე გზის სიგრძე აღემატება 2,5 კმს ან სამუშაოთა სიღრმე 100 -მზე მეტია, მომსახურე პერსონალის გადაყვანა სამუშაო ადგილზე უნდა მოხდეს ამ მიზნით სპეციალურად მოწყობილი ტრანსპორტით. 20. აკრძალულია ადამიანების გადაყვანა თვითგანტვირთვადი ვაგონებით, თვითსაცლელი ავტომობილების ძარებითა და სატვირთო ბაგირგზებით. 21. საფეხურები კარიერში უნდა მოეწყოს სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. 22. კიბეებს შორის მანძილი საფეხურის სიგრძეზე უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს. კიბეების საფეხურები და ბაქნები სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს თოვლისაგან, ტალახისაგან და საჭიროების შემთხვევაში მათზე დაიყაროს ქვიშა. კიბეებთან მისასვლელები უნდა მოსწორდეს სულ ცოტა 0,8-მ სიგანეზე. კიბეების ნაცვლად დასაშვებია 200მდე დახრილი გზების მოწყობა ფეხით მოსიარულეთათვის. 23. საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისას ადამიანების გადაადგილება ფერდოებზე და აფეთქებულ სამთო მასაზე დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული საწარმოო აუცილებლობის დროს და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ხელმძღვანელის ნებართვით. 24. ლენტურ კონვეიერზე გადასასვლელად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სახელურებიანი გადასასვლელი ბოგა. კონვეიერის ქვეშ ადამიანებისა და ტრანსპორტის გასასვლელ ადგილებში აუცილებელია მოეწყოს დამცავი თაროები ლენტიდან ჩამოვარდნილი ნატეხებით ადამიანთა შესაძლო დაზიანებისაგან დასაცავად. 25. აკრძალულია საფეხურზე მუშაობა გადმოკიდებული ქიმების, ლოდებისა და ცალკეული მსხვილი კაჭრების, აგრეთვე თოვლისა და ყინულის გადმონაშვერების არსებობისას. იმ შემთხვევაში, როდესაც გადმონაშვერების ან ქიმების აღმოჩენისას შეუძლებელია კიდულების ლიკვიდაცია ან საფეხურის გაწმენდა, სახიფათო ზონაში ყველა სამუშაო უნდა შეჩერდეს და ადამიანები გამოყვანილ იქნენ ზონიდან, ხოლო უბანი შემოიფარგლოს მაფრთხილებელი ნიშნებით. 26. სარკინიგზო შემადგენლობისა და ლოკომოტივის კაბინაში მგზავრობის უფლება აქვთ შემადგენლობის გამყოლ პირებს, აგრეთვე ზედამხედველს და ცალკეულ მომსახურე პერსონალს იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ ხელმძღვანელის წერილობითი ნებართვა. 27. კარიერზე ბულდოზერების, ავტომობილებისა და სხვა თვლებიანი, მუხლუხა ან მაბიჯი მანქანების ლიანდაგებზე გადასვლა ნებადართულია სპეციალურად მოწყობილ და მაჩვენებლებით აღნიშნულ დადგენილ ადგილებში. 28. კარიერის მიწისქვეშა გვირაბებისა და ქანობების გაყვანა და ექსპლუატაცია უნდა მოხდეს ნახშირის შახტების უსაფრთხოების უსაფრთხოების შესახებ და მადნეული, არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა შესაბამისად. 29. კარიერზე საამფეთქებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ“–ის მოთხოვნათა შესაბამისად. 30. სასარგებლო წიაღისეულის ღია წესით მოპოვებისას სამთო საწარმოებში სამშენებლო–სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს რეგლამენტის გარდა დაცული უნდა იქნეს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები. კარი II ტექნოლოგია თავი IV ღია სამთო სამუშაოების ტექნოლოგია (ძირითადი მოთხოვნები) მუხლი 10. საფეხურის სიმაღლე საფეხურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მუხლი 11. საფეხურის დაფერდების კუთხე საფეხურის დაფერდების კუთხე არ უნდა აღემატებოდეს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მუხლი 12. საფეხურზე მოწყობილობისა და მომსახურე პერსონალის განლაგება, უსაფრთხო მანძილები სამთო და სატრანსპორტო მოწყობილობა, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ელექტრომომარაგებისა და კავშირის ხაზები განლაგებული უნდა იყოს საფეხურის სამუშაო ბაქანზე ჩამოქცევის პრიზმის საზღვრებს იქით. საფეხურზე მოწყობილობისა და მომსახურე პერსონალის განლაგება, უსაფრთხო მანძილები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს. მუხლი 13. საფეხურის გაუქმება 1. საფეხურის გაუქმებისას დატოვებულ უნდა იქნეს მცველი ბეგები, რომელთა სიგანე არ უნდა იყოს მოსაზღვრე ბეგებს შორის ვერტიკალური მანძილის ერთ მესამედზე ნაკლები. ბეგები დატოვებულ უნდა იქნეს სულ ბევრი ყოველი სამი საფეხურის შემდეგ. 2. ყველა შემთხვევაში ბეგის სიგანე უნდა უზრუნველყოფდეს მისი მექანიზებული გაწმენდის შესაძლებლობას. როცა სატრანსპორტო ბეგის სიგანე არ არის ნაკლები მცველი ბეგებისათვის დადგენილ სიდიდეზე, სპეციალური მცველი ბეგის მოწყობა ამ ჰორიზონტზე საჭირო არ არის. 3. საფეხურების გაუქმებისას დაცული უნდა იყოს კარიერის გვერდის ისეთი დახრის კუთხე, როგორიც პროექტითაა დადგენილი. 4. მცველი ბეგები უნდა იყოს ჰორიზონტალური ან ჰქონდეს ქანობი კარიერის გვერდის მხრისკენ და იწმინდებოდეს რეგულარულად სასარგებლო წიაღისეულის და ფუჭი ქანის ნატეხებისა და გარეშე საგნებისაგან. ბეგები, რომლებზეც სისტემატურად დადის მომსახურე პერსონალი, უნდა იყოს შემოღობილი. 5. ცალეული ქვისა და მსხვილი ბლოკების მოპოვების დროს საფეხურების გაუქმებისას ყოველ საფეხურზე დატოვებულ უნდა იქნეს 1 მ სიგანის მცველი ბეგი. დასაშვებია რამდენიმე საფეხურისათვის ერთი 1,5 მ სიგანის ბეგის დატოვება, თუ ამ საფეხურების საერთო სიმაღლე 3 მს არ აღემატება. მუხლი 14. საფეხურის გაწმენდა 1. საფეხურზე მუშაობისას იგი სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს ქიმებისა და გადმონაშვერებისაგან. 2. საფეხური უნდა იწმინდებოდეს მექანიზებული ხერხით. ხელით გაწმენდა დასაშვებია მხოლოდ ზედამხედველის ან ბრიგადირის მეთვალყურეობით. მომსახურე პერსონალი, რომელიც არ მონაწილეობს გაწმენდაში, გაყვანილ უნდა იქნენ უსაფრთხო ადგილზე. 3. საფეხურის გაწმენდისას დაუშვებელია სამუშაოების წარმოება და ხალხის ყოფნა ქიმებისა და გადმონაშვერების ქვეშ. 4. ცალეული ქვისა და მსხვილი ბლოკების მოპოვებისას ქვის ნარჩენებისაგან უნდა გაიწმინდოს ზედა საფეხურის სახურავი საფეხურის კიდიდან 2 მ მანძილზე მაინც. მუხლი 15. საფეხურების დამუშავების თანამიმდევრობა 1. საფეხურების ხელით დამუშავებისას სამუშაოების წარმოება დასაშვებია მხოლოდ ზევიდან ქვევით დაფერდების კუთხის შენარჩუნებით და შეყელვის გარეშე. 2. ცალეული ქვისა და მსხვილი ბლოკების მოპოვება კარიერზე უნდა წარმოებდეს საფეხურების თანამიმდევრული დამუშავებით ზევიდან ქვევით. საფეხური შეიძლება დაიყოს ქვესაფეხურებად. 3. ქვის მონგრევა საფეხურზე უნდა ხდებოდეს ზევიდან ქვევით. მუხლი 16. ჭაბურღილების ბურღვა 1. ჭაბურღილების ბურღვა უნდა წარმოებდეს ინსტრუქციების შესაბამისად, რომლებიც დამუშავებულია საწარმოს მიერ ტიპური ინსტრუქციების საფუძველზე ბურღვის თითოეული სახეობისათვის. 2. ბაგირდარტყმითი ბურღვის დაზგით ჭაბურღილების წინაბურღვა უნდა ხდებოდეს მიმმართველი ჭიქისა და წინაბურღვის მილის გამოყენებით. მუხლი 17. მდგომარეობის კონტროლი კარიერზე 1. აუცილებელია საფეხურების, ფერდოების, ნაყარის, ტრანშეების გვერდების მდგომარეობის მუდმივი კონტროლის განხორციელება. ქანების დაძვრის ნიშნების გამოვლენისას სამუშაოები უნდა შეწყდეს. 2. მეწყრისადმი მიდრეკილების მქონე კარიერზე უნდა ხდებოდეს კარიერის გვერდებისა და ნაყარის ფერდოების ინსტრუმენტული დაკვირვებები სპეციალურ ჟურნალში ჩაწერით. 3. მიწისქვეშა გვირაბების ან კარსტების არსებობის შედეგად შესაძლო ჩამოქცევების ან ჩაქცევების ზონაში მუშაობისას უნდა ხორციელდებოდეს საგულდაგულო მარკშაიდერული დაკვირვებები კარიერის გვერდებისა და ძირის მდგომარეობაზე. ქანების დაძვრის ნიშნების გამოვლენისას სამუშაოები უნდა შეწყდეს და განახლდეს მხოლოდ საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა ორგანიზაციის სპეციალური პროექტის მიხედვით. მუხლი 18. დამცავი საშუალებები 1. 350-ზე მეტი დახრის მქონე საფეხურის ფერდოზე მომუშავეები, რომლებიც აწარმოებენ ბურღვას, გაწმენდას და სხვა ოპერაციებს, უნდა სარგებლობდნენ საიმედო საყრდენებზე დამაგრებული ბაგირიანი მცველი ქამრებით. 2. საბურღი დაზგის ანძაზე მომუშავე უნდა სარგებლობდეს მცველი ქამრით. 3. მცველი ქამრების და დამზღვევი ბაგირების გამოცდის მეთოდიკა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს. 4. ქვასაჭრელი მანქანის გამოყენებისას მისი მომსახურე პერსონალი დაცული უნდა იყოს მანქანის მჭრელი ორგანოს მიერ ქვის ნატეხების შესაძლო გამოსროლისაგან მცველი ფარების, დახურული კაბინების ან სხვა საშუალებების მოწყობის გზით. 5. ბურღვის დამთავრების შემდეგ ჭაბურღილი უნდა დაიხუროს საცობით. დასაშვებია გაბურღული ჭაბურღილების უბანი შემოიფარგლოს მაფრთხილებელი ნიშნებითა და წარწერებით, თუ ჭაბურღილების დიამეტრი 120 მმ-ზე ნაკლებია. მუხლი 19. უსაფრთხოების სპეციალური ზომები 1. მიწისქვეშა გვირაბების ან კარსტების არსებობის შედეგად შესაძლო ჩამოქცევების ან ჩაქცევების ზონაში მუშაობისას მიღებულ უნდა იქნეს სპეციალური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ მუშაობის უსაფრთხოებას (მოწინავე სადაზვერვო ბურღვა, აფეთქების დროს სამთო მანქანების გაყვანა შესაძლო ჩამოქცევის ზონის მახლობელი სანგრევიდან და სხვ.). 2. მეწყრისადმი მიდრეკილების მქონე საბადოს დამუშავების პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს უსაფრთხოების სპეციალური ზომები. თუ მეწყრისადმი მიდრეკილება გამოვლინდება სამთო სამუშაოების წარმოებისას, საჭიროა პროექტში შესაბამისი კორექტივების შეტანა და გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების მიღება. 3. საბადოს ერთდროულად ღია და მიწისქვეშა ხერხით დამუშავებისას, აგრეთვე მიწისქვეშა სადრენაჟო გვირაბების გაყვანისა და ექსპლუატაციისას უნდა ხორციელდებოდეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მიწისქვეშა და ღია სამუშაოებზე მომუშავეთა უსაფრთხოებას (სამთო და საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების გეგმებისა და გრაფიკების შეთანხმება, ატმოსფეროს მდგომარეობის კონტროლი, კარიერიდან მიწისქვეშა გვირაბებში აფეთქების შხამიანი პროდუქტების მოხვედრის თავიდან აცილება, კარიერიდან მიწისქვეშა გვირაბებში წყლის გამოხეთქვის საფრთხის თავიდან აცილება და სხვ.). ქვედამუშავებული მასივის მდგომარეობა და დასახული ღონისძიებების შესრულება უნდა კონტროლდებოდეს სისტემატურად. 4. სამუშაოების წარმოებისას ზვავსახიფათო რაიონებში მიღებულ უნდა იქნეს ზომები თოვლის ზვავებისაგან დასაცავად. ზვავსაწინაღო დაცვის ღონისძიებების გეგმა მუშავდება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და მტკიცდება საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ. გეგმაში ჩაირთვება: ზვავსახიფათო ადგილების გამოვლენა გეომორფოლოგიური გადაღებებისა და მიმოკვლევის გზით; ფერდობების დატერასება; თოვლსაჭერი ფარების დაყენება; საინჟინრო ნაგებობების მოწყობა ამრიდი კედლების, ჯებირებისა და გალერეების სახით; სპეციალური ზვავსაწინაღო სამსახურის ორგანიზაცია; ზვავსახიფათო ფერდობების თოვლის გროვების ლიკვიდაცია. 5. ფერდობზე ნაყარის განლაგებისას მიღებულ უნდა იქნეს ნაყარის ჩამოცურების საწინააღმდეგო სპეციალური ზომები. 6. ნაყარის ჩამომეწყრების ნიშნების გამოვლენისას სანაყარო სამუშაოები უნდა შეჩერდეს უსაფრთხოების სპეციალური ზომების შემუშავებამდე და დამტკიცებამდე. თავი V ცალეული ქვისა და მსხვილი ბლოკების მოპოვების ტექნოლოგია (დამატებითი მოთხოვნები) მუხლი 20. ქვისა და ბლოკების ამოღება, ხელით მუშაობა, დატვირთვა, განტვირთვა და გადატანა ქვისა და ბლოკების ამოღება, ხელით მუშაობა, დატვირთვა, განტვირთვა და გადატანა უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. თავი VI სანაყარო სამუშაოების ტექნოლოგია (დამატებითი მოთხოვნები) მუხლი 21. ნაყარის ზომები 1. კლდოვანი ქანებისა და ფხვიერი მორენული დანალექების ერთობლივად სანაყაროში მოთავსებისას ნაყარის სიმაღლე განისაზღვრება პროექტით, სანაყაროში მოსათავსებელი ქანების ფიზიკურმექანიკური თვისებების გათვალისწინებით. 2. ნაყარის სიმაღლე, ფერდოს და პრიზმის ჩამოქცევის კუთხეები, სანაყაროს სამუშაოების ფრონტის წინწაწევის სიჩქარე განისაზღვრება პროექტით, ნაყარისა და მისი ფუძის ქანების ფიზიკურმექანიკური თვისებების, ნაყარის წარმოქმნის ხერხისა და ადგილის რელიეფის მიხედვით. 3. საბულდოზერო სანაყაროში ბეგს განტვირთვის მთელ სიგანეზე უნდა ჰქონდეს სულ ცოტა 30 განივი ქანობი, რომელიც მიმართული უნდა იყოს ფერდოს კიდიდან ნაყარის სიღრმისაკენ. კიდეს მთელ სიგრძეზე უნდა მიჰყვებოდეს ქანის ყრილი, სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 22. სანაყაროს განლაგება და მოწყობა 1. მოქმედი მიწისქვეშა გვირაბების ზემოთ განლაგებული ნაყარების წარმოქმნისა და ექსპლუატაციის, აგრეთვე ჩანაქცევების ამოვსების წესი განისაზღვრება სპეციალური პროექტით და უნდა შეიცავდეს სამუშაოების უსაფრთხოების ღონისძიებებს. 2. სანაყაროზე ქანების ერთ ნაყარად მოთავსებისას იმ რაიონებში, სადაც გამოიყოფა ნალექების მნიშვნელოვანი რაოდენობა თოვლის სახით, დამუშავებულ უნდა იქნეს უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები ზაფხულში ნაყარის შესაძლო მეწყრისაგან დასაცავად. აკრძალულია საფეხურებისა და საკარიერო გზების გაწმენდისას აღებული თოვლის გატანა ნაყარზე. 3. აკრძალულია ნაყარის განლაგება საბადოს დასამუშავებელ ფართობებზე. 4. დაჭაობებულ და არადრენირებულ ტერიტორიებზე სანაყაროს მოწყობა ხდება სპეციალური პროექტით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს სანაყაროს სამუშაოების უსაფრთხოების აუცილებელ ღონისძიებებს. 5. ნაყარის განლაგებისათვის უბნების შერჩევას წინ უნდა უსწრებდეს საინჟინროგეოლოგიური გამოკვლევები. პროექტში მოცემული უნდა იყოს ნაყარის განლაგებისათვის განკუთვნილი უბნების გრუნტების დეტალური დახასიათება. 6. ნაყარის განლაგება უნდა მოხდეს სამრეწველო საწარმოების დაპროექტების სანიტარიული ნორმების მოთხოვნების შესაბამისად. 7. მანძილი ლიანდაგის ღერძიდან საგუთნე ნაყარის კიდემდე ლიანდაგის ყოველი გადაწევის შემდეგ და ექსკავატორით აღჭურვილ სანაყაროში დუმპკარების განტვირთვის ადგილებში მანძილი ლიანდაგის ღერძიდან ზედა კიდემდე უნდა დადგინდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. 8. გასატვირთავი გზის გარე რელსი შიგა რელსთან შედარებით უნდა იყოს 100-150 მმ–ით ამაღლებული. როგორც გამონაკლისი, ლიანდაგის მრუდის შიგა მხარეს ქანის განტვირთვისას საექსკავატორო სანაყაროს გასატვირთავი ჩიხის ორივე რელსი დუმპკარების განტვირთვის ადგილას შეიძლება ერთ დონეზე იყოს განლაგებული. ამ პირობებში სამუშაოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საწარმოს ხელმძღვანელმა უნდა დაამტკიცოს სპეციალური ღონისძიებები. 9. გასატვირთავი ჩიხის ბოლოს უნდა დაიდგას საბჯენი. ნაყარზე გასატვირთავი გზების სიგრძე თანაორმოდან საბჯენამდე უნდა იყოს განტვირთვის ადგილზე მიწოდებული შემადგენლობის არანაკლებ 1,5 სიგრძისა. ნაყარის თანაორმოდან ჩიხამდე უბნის ამოვსებისას უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებები. 10. ნაყარის ჩიხის საბჯენს უნდა ჰქონდეს ლიანდაგის ღობურას წესივრული მაჩვენებლები და სიბნელეში უნდა განათდეს. ლიანდაგის ღობურას მაჩვენებლები უნდა განლაგდეს ნაყარის ჩიხის თავსა და ბოლოში ლოკომოტივის მემანქანის მხარეს და გამოტანილ იქნეს ლიანდაგის ღერძიდან 2,5 მ მანძილზე და სულ ცოტა 1,5 მ სიმაღლეზე. 11. ნაყარის მუშა ნაწილი სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის განტვირთვის ადგილებში სიბნელეში უნდა განათდეს. 12. ლიანდაგის გადაადგილებისა და რემონტის დროს სანაყაროს უბანი, რომელზეც მიმდინარეობს ეს სამუშაოები, უნდა შემოიფარგლოს უბნის ორივე მხარეს დაყენებული სასიგნალო ნიშნებით. 13. მანქანამექანიზმების სავალი გზები უნდა განლაგდეს ნაყარიდან ქანის ნატეხების დაგორების საზღვრებს გარეთ. 14. ნაყარზე უნდა გამოიკრას მაფრთხილებელი წარწერები ნაყარის ფერდოზე, ნაყარის ფუძის მახლობლად და სატრანსპორტო საშუალებების განტვირთვის ადგილებში ადამიანების ყოფნის საშიშროების შესახებ. 15. ნაყარის ბულდოზერით მოსწორებისას ფერდოს კიდესთან ბულდოზერის მისვლა ნებადართულია მხოლოდ დანით წინ გადაადგილებისას. ფერდოს კიდესკენ ბულდოზერების უკუსვლით გადაადგილება აკრძალულია. 16. აკრძალულია ზედაპირული და კარიერის წყლის ნაყარზე გადაშვება. 17. საწარმოში უნდა მოეწყოს ნაყარში ქანების მდგრადობის სისტემატური კონტროლი. მუხლი 23. სატრანსპორტო საშუალებების დაცლა 1. სანაყაროს გზის თითოეული გადაწევის შემდეგ დატვირთული მატარებლის მიღება ნაყარზე ქანის განტვირთვისათვის დასაშვებია მხოლოდ სანაყაროს ზედამხედველის თანხმობით და სპეციალურ ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერების გაკეთებით. 2. დატვირთული მატარებლის მიწოდება სანაყაროს გასატვირთავ ჩიხში დასაშვებია მხოლოდ ვაგონებით წინ. გამონაკლისია სააბზეტცერო სანაყარო. 3. ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია დატვირთული მატარებლის მიწოდება ლოკომოტივით წინ იმ პირობით, რომ დამუშავებულია უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც დამტკიცებულია საწარმოს ხელმძღვანელის მიერ. 4. დუმპკარების განტვირთვისას, როცა ძარა გადაყირავებულია, ადამიანები უნდა იმყოფებოდნენ სამთო მასის სანაყარო ზონის გარეთ, ხოლო დუმპკარის ძარას გაწმენდისას - არ უნდა იმყოფებოდნენ მისი კიდული ბორტის ქვეშ. 5. შემადგენლობის განტვირთვის ადგილზე ნაყარის შიგა მხრიდან მომსახურე პერსონალისათვის ბაქანი უნდა მოსწორდეს. 6. დუმპკარების გაწმენდა უნდა იყოს მექანიზებული. ნებადართულია დუმპკარების ხელით გაწმენდა სპეციალურად დამუშავებული და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების ზომების დაცვით. 7. დუმპკარის ძარას გადაყირავება და განტვირთვის შემდეგ მისი სატრანსპორტო მდგომარეობაში დაბრუნება უნდა მოხდეს ქვესადგამების, შპალების, რელსებისა და მსგავსი საგნების დახმარების გარეშე. 8. დუმპკარების განტვირთვის დაჩქარებისათვის აკრძალულია ექსკავატორის გამოყენება. 9. ავტომობილებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების განტვირთვა ნაყარზე უნდა მოხდეს პასპორტით გათვალისწინებულ ადგილებში, ქანის შესაძლო ჩამოქცევის პრიზმის იქით. პრიზმის ზომები უნდა დაადგინოს სამარკშაიდერო სამსახურმა და ეს რეგულარულად უნდა ეცნობოს ნაყარზე მომუშავეებს. თავი VII გადატვირთვის სამუშაოების ტექნოლოგია (დამატებითი მოთხოვნები) მუხლი 24. გადამტვირთავი პუნქტი 1. გადამტვირთავი პუნქტის განლაგების ადგილი, აგრეთვე მისი მოწყობის და ექსპლუატაციის წესი განისაზღვრება სპეციალური პროექტით და უნდა ითვალისწინებდეს სექტორების აუცილებელ რაოდენობას და ზომებს, ადამიანების გადაადგილების გზებს, შუქურ და ხმოვან სიგნალიზაციას. 2. გადამტვირთავი პუნქტი, რომელზეც შუალედურ რგოლად გამოიყენება ექსკავატორი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იარუსის სიმაღლე უნდა დაწესდეს სამთო მასის ფიზიკურმექანიკური თვისებების მიხედვით, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს ექსკავატორის აჩამჩვის სიმაღლეს; ბ) გასატვირთავი ბაქანი უნდა მოეწყოს სტანდარტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოთხოვნების შესაბამისად; გ) იარუსის დაფერდების კუთხე სექტორის შევსებისას უნდა შეესაბამებოდეს სანაყაროზე მოსათავსებელი სამთო მასის ბუნებრივი დაფერდების კუთხეს; დ) სატვირთავი ლიანდაგები ამაღლებული უნდა იყოს ექსკავატორის დგომის დონიდან სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. 3. სექტორში მუშაობა ხორციელდება სამუშაოების წარმოების პასპორტის შესაბამისად და რეგულირდება სპეციალური ნიშნებით. მუხლი 25. გადამტვირთავი პუნქტის გასატვირთავი ბაქანი 1. გადამტვირთავი პუნქტის გასატვირთავი ბაქნის ზომები უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაოების საწარმოებლად გამოყენებული ყველა მანქანისა და მექანიზმის ნორმალურ და უსაფრთხო მუშაობას მათი გადაადგილების, გვერდის აქცევისა და მანევრების დროს. 2. გასატვირთავი ბაქნის სიგანე და განტვირთვის ფრონტის სიგრძე უნდა განისაზღვროს სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტული ზომების, მანევრების მიღებული სქემისა და მოხვევის რადიუსის მიხედვით, განტვირთვაზე მდგომ და გამვლელ სატრანსპორტო საშუალებებს შორის უსაფრთხო მანძილის გათვალისწინებით. გასატვირთავი ბაქნის სიგანე და განტვირთვის ფრონტის სიგრძე ყველა შემთხვევაში უნდა იყოს სულ ცოტა 5 მ. 3. ერთდროული მუშაობა გასატვირთავი ბაქნის სექტორში (ავტომობილების განტვირთვა და ბულდოზერების მუშაობა) და უფრო დაბალ ჰორიზონტზე (ექსკავატორის დგომის დონეზე) უნდა წარმოებდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. 4. გასატვირთავი ბაქნის ესტაკადაზე საკონტაქტო ქსელის მოწყობა აკრძალულია. 5. გასატვირთავ ბაქანზე თვითსაცლელი ავტომობილისა და ბულდოზერის სამუშაო ზონაში აკრძალულია ადამიანების ყოფნა და რაიმე სამუშაოს წარმოება. ყველა შემთხვევაში ადამიანები უნდა იმყოფებოდნენ მექანიზმიდან სულ ცოტა 5 მ-ის დაშორებით. 6. გასატვირთავ ბაქანზე თვითსაცლელი ავტომობილის მიწოდება უკუსვლით, აგრეთვე ბულდოზერის მუშაობა უნდა მოხდეს ბაქნის ფერდოს ზედა კიდის პერპენდიკულარულად. ამასთან, ბულდოზერის მოძრაობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ დანით წინ. თავი VIII მოტივტივე მიწასაწოვი იარაღებით დამუშავების ტექნოლოგია მუხლი 26. მიწასაწოვი იარაღებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა 1. მიწასაწოვი იარაღის მონტაჟი და რეკონსტრუქცია, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა და სამთომოსამზადებელი სამუშაოები უნდა წარმოებდეს პროექტის მიხედვით. აკრძალულია მიწასაწოვ იარაღზე ისეთი მოწყობილობისა და მასალების განლაგება, რომლებიც პროექტით არაა გათვალისწინებული. 2. მშენებარე და სარეკონსტრუქციო მიწასაწოვ იარაღზე: ა) ჩარჩოს ასაწევი ჯალამბარი აღჭურვილი უნდა იყოს ორი - მუშა და მცველი მუხრუჭით; ბ) კენჭნარის კონვეიერს თავსა და ბოლოში დაყენებული უნდა ჰქონდეს საჩერებელი ღილაკები, ხოლო ხიმინჯებს - გადამეტაწევისაგან დამცავი ბოლო ამომრთველები; გ) კიბეს, რომლის დახრა 750-ზე ნაკლებია, უნდა ჰქონდეს მტკიცე მოაჯირი და ბრტყელი საფეხურები, რომლებიც გამორიცხავენ დაცურებას; დ) კიბეს, რომლის დახრა აღემატება 750 -ს ანდა სიმაღლე - 3 მ-ს, უნდა ჰქონდეს გვირაბისებრი შემოღობვა; ე) პონტონში უნდა არსებობდეს სიგნალიზაცია წყლის არსებობის შესახებ და სიგნალი გამოყვანილი უნდა იყოს მართვის პულტზე; ვ) მიწასაწოვ იარაღზე დადგმული უნდა იყოს საავარიო ტუმბოები წყლის ამოსაღვრელად. 3. სამშენებლოსამონტაჟო, სარემონტო, სატაკელაჟო და სხვა სამუშაოების დროს მიწასაწოვ იარაღზე გამოყენებული უნდა იქნეს მექანიზმები, მოწყობილობა და სამარჯვები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხო მუშაობას ტვირთის აწევისას და გადაადგილებისას. მუხლი 27. მიწასაწოვი იარაღებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ექსპლუატაცია 1. წყალგადასაშვები, კაშხალი და მთელი ჰიდრავლიკური მეურნეობა დროულად უნდა მომზადდეს ზამთრის პერიოდისათვის და მოვარდნილი წყლის გასაშვებად პროექტის შესაბამისად. კაშხალთან, აგრეთვე მიწასაწოვ იარაღზე დადგენილ ადგილზე უნდა ინახებოდეს ავარიასაწინაღო მოწყობილობის, მასალების, ინვენტარისა და ინსტრუმენტების მარაგი ნუსხის მიხედვით, რომელიც მტკიცდება ყოველწლიურად საწარმოს ხელმძღვანელის მიერ. 2. დასამუშავებელი უბანი უნდა გაიწმინდოს ხეტყის, ძირკვების, ბუჩქნარისა და ყინულისაგან. 3. კარიერის წყალზედა გვერდის ზღვრულად დასაშვები სიმაღლე, აგრეთვე მანძილი პონტონის ძროსა და კარიერის ძირს შორის განისაზღვრება პროექტით. 4. პონტონის ყველა ლიუკს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 400 მმ სიმაღლის წყალდამცავი გვერდი და სახურავი, რომელიც ჰერმეტულად იხურება. მიწასაწოვი იარაღის მუშაობა ღია ლიუკებით და სხვა ამოუვსებელი ნახვრეტებით პონტონში აკრძალულია. 5. მიწასაწოვი იარაღის გემბანი, ტრაპები, ბოგები, გადასასვლელები და კიბეები უნდა იყოს მოწყობილი ღარული ან დადუღებულზოლებიანი რკინისაგან, მოაჯირით შემოღობილი და დასუფთავებული. პონტონის გემბანი და ზედა ნაგებობების სახურავები სისტემატურად უნდა სუფთავდებოდეს თოვლისა და ყინულისაგან. 6. ორთქლსადენთან შესაძლო შეხების მისაწვდომი ადგილები მიწასაწოვ იარაღზე უნდა იყოს განმხოლოებული ან შემოღობილი. 7. მიწასაწოვი იარაღის გემბანზედა ნაწილის სამუშაო ადგილების გასანათებლად გამოყენებული ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს 220 ვ-ს, ხოლო პონტონის შიგა განათების, გადასატანი ნათურების, ელექტრული ხელის ინსტრუმენტების (ბურღი, სარჩილავი, ელექტროხერხი და სხვ.) მკვებავი ძაბვა 12 ვ-ს არ უნდა აღემატებოდეს. მიწასაწოვ იარაღზე უნდა არსებობდეს საავარიო განათება. გაუნათებელ პონტონში ჩასვლა აკრძალულია. 8. მიწასაწოვ იარაღზე უნდა იყოს ორმხრივი ხმოვანი სიგნალიზაცია სათავსსა და მექანიზმებს შორის. 9. მიწასაწოვი იარაღის მისაწვდომ და თვალში საცემ ადგილებზე (პონტონის გვერდებზე და გემბანზედა ნაგებობის გარედან) თანაბრად უნდა იყოს განლაგებული მაშველი საკუთნოები (წრეები, სფეროები, ბოლოები) ისე, რომ გემბანის სიგრძის ყოველ 20 -მ-ზე მოდიოდეს სულ მცირე ორი კომპლექტი. 10. მიწასაწოვ იარაღს პონტონის ირგვლივ გაჭიმული უნდა ჰქონდეს გვარლი, რომელიც ისეთ სიმაღლეზე იქნება მიმაგრებული, რომ ბორტს იქით ჩავარდნილ ადამიანს შეეძლოს მასზე ჩაჭიდება. წყალში უნდა იყოს სულ მცირე ორი ნიჩბებიანი ნავი, მათ შორის ერთი - პონტონთან. პონტონზე ნავისაკენ გასასვლელ ადგილებზე უნდა იყოს მოაჯირიანი გადასახსნელი ბოგასაბიჯელები და ღიობები, შემოღობილი ჯაჭვით. 11. ნავის ტვირთამწეობა და ერთდროულად გადასაყვანი ადამიანების დასაშვები რიცხვი მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული ნავის კორპუსზე. ყოველ ნავზე უნდა იყოს მაშველი საკუთნოები (წრეები, სფეროები, ბოლოები) სულ მცირე ორი ბარჯი, ერთი სათადარიგო ნიჩაბი, ჩამჩა, ორი ფარანი. ნავის გადამეტტვირთვა აკრძალულია. 12. ელექტროენერგია მიწასაწოვ იარაღს მიეწოდება სანაპირო მანაწილებელი მოწყობილობიდან კაბელის საშუალებით, რომელიც ჩადებულია მიწაში და შემოღობილია მაფრთხილებელი ნიშნებით, გადებულია ხარიხებზე ან ჩამოკიდებულია გვარლზე. წყალზე კაბელი გაყვანილი უნდა იყოს ტივებზე (ტივტივებზე). აკრძალულია ძაბვის ქვეშ მყოფი სანაპირო კაბელის გადატანა, მასზე მანქანის (ტრანსპორტის) გადასვლა სპეციალური გადასასვლელების მოწყობის გარეშე, კაბელის ჩახერგვა. უნდა გამოირიცხოს ყინულსა და გრუნტში კაბელის ჩაყინვა. 13. როცა მიწასაწოვი იარაღი აღჭურვილია პულპასადენით კარიერის გვერდზე ქვიშის ტრანსპორტირებისათვის, მისი მუშაობისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები: ა) მოტივტივე პულპასადენის გასწვრივ მოწყობილი უნდა იყოს ბოგები, რომლებიც შემოფარგლული იქნება სულ მცირე 1 მ სიმაღლის მოაჯირით; ბ) მოტივტივე პულპასადენი სიბნელეში უნდა იყოს განათებული. 14. მიწასაწოვ იარაღზე უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი და მოწყობილობა (ვედროები, ბარჯები, ცეცხლსაქრობები, გადასატანი ტუმბოები და სხვ.) შესაბამისი ნომენკლატურითა და რაოდენობით. ტუმბოდან ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი უნდა გადიოდეს მთელ მიწასაწოვ იარაღზე და უნდა ჰქონდეს ონკანების საკმარისი რაოდენობა სახანძრო სახელოების მისაერთებლად. სახელოების სიგრძე უნდა უზრუნველყოფდეს წყლის დაწნევითი ჭავლის მიწოდებას მიწასაწოვი იარაღის ყველაზე დაშორებულ ადგილებში. 15. საპოხი მასალები, ნახშირი, სათადარიგო ნაწილები, ხანძარსაწინააღმდეგო და მაშველი ინვენტარი უნდა ინახებოდეს მიწასაწოვი იარაღის გემბანზე ამ მიზნით განსაკუთრებულად გამოყოფილ ადგილებში. 16. ყინულზე მუშაობისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები: ა) მანქანებისა და მექანიზმების მუშაობა ყინულზე დასაშვებია განწესით (უსაფრთხოების ზომების ჩვენებით) ყინულის სისქის გულმოდგინე შემოწმებისა და სიმტკიცეზე მისი გაანგარიშების შემდეგ; ბ) ადგილები, სადაც ნებადართულია ხალხისა და ტრანსპორტის ყინულზე გადაადგილება, უნდა იყოს აღნიშნული მაფრთხილებელი ნიშნებით და განათებული სიბნელეში; გ) ყინულის აწმენდის დროს სამუშაო ადგილთან უნდა იყოს ნავი და მაშველი რგოლები; დ) ყინულის აწმენდის სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს უნდა ეცვათ მაშველი ჟილეტები; ე) ყინულის აწმენდის სამუშაოები უნდა წარმოებდეს ტექნიკური ზედამხედველის თანდასწრებით და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის მიხედვით. 17. მიწასაწოვი იარაღის მუშაობის დაწყების წინ გულდასმით უნდა იქნეს შემოწმებული ღუზის გამართვის სისწორე, აგრეთვე გვარლების დამაგრება. 18. საცურაო საშუალებებზე მყოფ ადამიანებს ეკრძალებათ მიწასაწოვ იარაღთან მიცურება შემწოვი გრუნტსადენის მხრიდან მისი მუშაობის დროს. 19. მიწასაწოვ იარაღზე უნდა იყოს მუდმივად მოქმედი კავშირი დასახლებასთან. 20. აკრძალულია ხალხის ყოფნა ბაგირების მოძრაობის ზონაში მიწასაწოვი იარაღის მუშაობის დროს. 21. აკრძალულია საფხვიერებლის შეკეთება მიწასაწოვი იარაღის მუშაობის დროს და ნავების დაყენება მისი ისრის ქვეშ. 22. მიწასაწოვ იარაღზე შესასვლელად და გამოსასვლელად მოწყობილი უნდა იყოს სპეციალური მოაჯირიანი გადასახსნელი ბოგები (ტრაპები). ტრაპის დაშვება ნაპირზე ნებადართულია მოსწორებულ ადგილებში სანგრევის გვერდზე, რომელსაც არა აქვს დაკიდული ქიმები. ტრაპის სანაპირო ბოლო დაშვებულ მდგომარეობაში უნდა ფარავდეს სანგრევის ხაზს სულ მცირე 2 -მ-ზე. აკრძალულია ტრაპის დაშვება და აწევა, თუ მასზე იმყოფებიან ადამიანები. თავი IX საბადოს ამოშრობისა და წყალამოღვრის ტექნოლოგია მუხლი 28. საბადოს ამოშრობა 1. საბადოს გაწყლოვანებულობის დროს დამუშავებული და განხორციელებულიუნდა იქნეს ამოშრობის ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების უსაფრთხოებას. 2. სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ღია წესით დამუშავებისას საბადოს ამოშრობა უნდა განხორციელდეს დადგენილი წესით დამტკიცებული სპეციალური პროექტის მიხედვით. აკრძალულია პროექტიდან გადახრით სამუშაოების შესრულება შესაბამის საპროექტო ორგანიზაციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. 3. სადრენაჟო შახტების ჭაურების, შტოლნების, შურფების, ჭაბურღილების და სხვა გვირაბების პირი საიმედოდ უნდა იქნეს დაცული მათი გავლით სამთო გვირაბებში ზედაპირული წყლების შეღწევისაგან. 4. კარიერის ტერიტორიაზე მეწყრის არსებობისას მეწყრული მასივის ზედაპირი მასში ზედაპირული წყლების შეღწევისაგან დასაცავად შემოღობილ უნდა იქნეს ზედა მხრის თხრილებით. 5. კარიერზე ყოველწლიურად უნდა დამუშავდეს და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცდეს ღონისძიებები გაზაფხულსა და შემოდგომაზე, აგრეთვე თოვლის დნობისა და ნიაღვრების დროს სამუშაოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 6. ძველ დატბორილ გვირაბებთან ან სხვა წყალსატევებთან (მდინარეები, ტბორები, ტბები) ახლოს სამთო სამუშაოები უნდა წარმოებდეს კარიერის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს სპეციალური მთელანების დატოვებას წყლის გამოხეთქისაგან დასაცავად და სამუშაოების უსაფრთხო წარმოების ნორმებს. 7. საწარმოს მარკშაიდერმა სამთო სამუშაოების მცველ მთელანებთან მიახლოებისას სულ მცირე ერთი თვით ადრე წერილობით უნდა აცნობოს ეს საწარმოს ხელმძღვანელს. 8. სადრენაჟო შახტების ქვესადგურების კვება უნდა წარმოებდეს ელექტროგადაცემის ორი ხაზით. თითოეულმა ხაზმა უნდა უზრუნველყოს შახტის მაქსიმალური დატვირთვა. 9. სადრენაჟო გვირაბების მშენებლობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საშუალებები, რომლებიც წყლის გამოხეთქის შემთხვევაში უზრუნველყოფენ ადამიანების უსაფრთხო გამოყვანასა და მოწყობილობის დაცვას. 10. ნებისმიერი სიმაგრის ქანებში მიწისქვეშა სადრენაჟო გვირაბების გაყვანისას ზემომდებარე წყლოვანი ჰორიზონტების ქვეშ აუცილებელია გაიბურღოს წინმსწრები ჭაბურღილები, რომელთა სიგრძე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქანების სიმაგრისა და სტრუქტურის შესაბამისად გამაგრების პასპორტში ან გვირაბების გაყვანის პასპორტში. ამ ჭაბურღილების სიგრძე ყველა შემთხვევაში უნდა იყოს სულ ცოტა 5 მ. 11. თითოეულ გასაყვან გვირაბში უნდა იყოს მასალების მარაგი აუცილებლობის შემთხვევაში დროებითი მფილტრავი ზღუდრების ასაგებად. 12. კარიერით ქვედამუშავებადი ჭაბურღილის სამაგრი მილები დროულად უნდა მოიჭრას და საიმედოდ გადაიხუროს. 13. საბადოს ამოშრობის პროცესში წარმოქმნილი ჩანაქცევები და ბზარები, აგრეთვე ზედაპირზე შესაძლო ჩაქცევის ადგილები საიმედოდ უნდა შემოიღობოს ამ ზონებში ადამიანების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ცხოველების შემთხვევით მოხვედრისგან დასაცავად. 14. კარიერიდან მოცილებული წყალი გადაგდებულ უნდა იქნეს უახლოეს წყლის ნაკადში ან ისეთ ადგილას, საიდანაც გამოირიცხება მიმდებარე ტერიტორიების დაჭაობება და გვირაბებში მისი უკუშეღწევა ბზარებით, ჩანაქცევებით ან წყალშეღწევადი ქანებით. 15. სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ამოშრობის შედეგად მიღებული წყლების გადაგდება უნდა მოხდეს მხოლოდ მისი გაკამკამების, ხოლო აუცილებელ შემთხვევებში _ მავნე მინარევებისაგან გაწმენდის შემდეგ. 16. აკრძალულია სადრენაჟო გვირაბის პირთან ახლოს კოცონის დანთება, ჭაბურღილის პირის გალხობა ღია ცეცხლით, აგრეთვე მომუშავე შიგაწვისძრავიანი მანქანების დგომა. 17. სადრენაჟოსავენტილაციო ჭაბურღილების პირი გამაგრებული უნდა იყოს საფეხურის ძირიდან ერთ მეტრ სიმაღლეზე გამოშვერილი პერფორირებული მილებით. მილები უნდა შეიღებოს კაშკაშა ფერად და მასზე უნდა დაიწეროს ჭაბურღილის ნომრები, ხოლო მილის პირი უნდა დაიხუროს მიდუღებული ლითონის ბადით. მუხლი 29. წყალამოღვრა 1. კარიერი, რომელსაც არა აქვს ზედაპირული და ნიადაგის წყლების ბუნებრივი ჩასადინარი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყალამოსაღვრელი დანადგარით. 2. კარიერზე და სადრენაჟო გვირაბებში წყალამოსაღვრელი დანადგარის ავტომატიზაცია უნდა უზრუნველყოფდეს მწყობრიდან გამოსული ტუმბოს ნაცვლად სარეზერვო ტუმბოს ავტომატურ ჩართვას, ტუმბოების დისტანციური მართვის შესაძლებლობას და დანადგარის მუშაობის კონტროლს მართვის პულტზე სიგნალის გადაცემით. 3. სადრენაჟო გვირაბების მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის კამერის იატაკი უნდა იყოს განლაგებული ჭაურმიმდებარე გვირაბებში გამოსაზიდი გზების რელსების თავის დონეზე 0,5 მ–ით მაღლა. 4. დასაშვებია ჩაღრმავებული ტიპის (ჭაურმიმდებარე ეზოს დონის ქვემოთ) მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის კამერის მოწყობა იმ პირობით, თუ დამუშავებულია მოწყობილობა და ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ წყალამოსაღვრელი დანადგრის შეუფერხებელ მუშაობას და სრულ უსაფრთხოებას. 5. მთავარ წყალამოსაღვრელ დანადგართან უნდა იყოს წყალსაკრები. სადრენაჟო გვირაბებში წყალსაკრებს უნდა ჰქონდეს ორი განყოფილება. წყალსაკრების ტევადობა ღია წყალამოღვრისას გათვლილი უნდა იყოს სამსაათიან, ხოლო მიწისქვეშა წყალამოღვრისას _ ოთხსაათიან ნორმალურ მოდინებაზე. 6. მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის ნორმალურ რეჟიმში ერთდროულად მომუშავე ტუმბოების ჯამური მწარმოებლურობა უნდა უზრუნველყოფდეს წყლის მაქსიმალური მოსალოდნელი დღეღამური მოდინების ამოტუმბვას სულ ბევრი 20 სთ-ის განმავლობაში. დანადგარს უნდა ჰქონდეს სარეზერვო ტუმბოები, რომელთა ჯამური მწარმოებლურობა მუშა ტუმბოების 25% ჯამური მწარმოებლურობის ტოლია. მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის ტუმბოების დაწნევა უნდა იყოს ერთნაირი. 7. მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის სატუმბო კამერა უნდა შეუერთდეს: ჭაურს - დახრილი სასვლელით, სატუმბო სადგურის იატაკის დონიდან 7 მ სიმაღლეზე მაინც; ჭაურმიმდებარე ეზოს - სულ ცოტა ერთი სასვლელით, რომელიც ჰერმეტულად უნდა დაიკეტოს. 8. წყალამოსაღვრელი დანადგარი ზედაპირზე, აგრეთვე მილსადენები ჰაერის უარყოფითი ტემპერატურის რაიონებში უნდა დაითბუნოს ზამთრის პერიოდის წინ და დაიფაროს შესაძლო დაზიანებისაგან დასაცავად საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების დროს. 9. ზედაპირზე განლაგებულ მილსადენებს უნდა ჰქონდეს სამარჯვები წყლისაგან მთლიანად დაცლის უზრუნველსაყოფად. კარი III მექანიკური მოწყობილობა თავი X უსაფრთხო ექსპლუატაციისა და რემონტის ზოგადი დებულებები მუხლი 30. მექანიკური მოწყობილობის ექსპლუატაცია 1. სამთო, სატრანსპორტო და სამშენებლოსაგზაო მანქანები უნდა იმყოფებოდეს წესივრულ მდგომარეობაში და აღჭურვილი იყოს სასიგნალო მოწყობილობით, მუხრუჭებით, მისაწვდომი მოძრავი ნაწილებისა (ქუროების, გადაცემების, შკივების და სხვ.) და სამუშაო ბაქნების შემოღობვებით, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით, ჰქონდეს განათება, წესივრული ინსტრუმენტების კომპლექტი და აუცილებელი საზომსაკონტროლო აპარატურა, აგრეთვე წესივრული დაცვა გადამეტაწევისაგან. 2. მანქანების წესივრულობა მოწმდება მემანქანის მიერ ყოველ ცვლაში, უბნის მექანიკოსის მიერ – ყოველ კვირაში და კარიერის მთავარი მექანიკოსის (მისი მოადგილის) ან სხვა დანიშნული პირის მიერ – ყოველ ყოველ თვეში. შემოწმების შედეგები ფიქსირდება ჟურნალში. აკრძალულია უწესივრო მანქანებისა და მექანიზმების ექსპლუატაცია. 3. მანქანების ტრანსპორტირება ტრაქტორებით და ბულდოზერებით დასაშვებია მხოლოდ ხისტი ჩაბმის გამოყენებით და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეციალურად დამუშავებული ღონისძიებების განხორციელებით. განსაკუთრებით მძიმე მანქანების ტრანსპორტირება ჩაბმის სხვა სახეების გამოყენებით ხდება სპეციალურად დამუშავებული და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით. 4. მანქანებისა და მექანიზმების შეზეთვა სვლის დროს დასაშვებია მხოლოდ სპეციალური მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ სამუშაოების უსაფრთხოებას. კატეგორიულად აკრძალულია ღია ცეცხლისა და სარჩილი ლამპის გამოყენება ზეთისა და წყლის გასათბობად. 5. ექსკავატორზე უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სანგრევის პასპორტი. პასპორტში ნაჩვენები უნდა იყოს სამუშაო ბაქნების, ბეგების, დაფერდების კუთხეების დასაშვები ზომები, საფეხურის სიმაღლე და დაშორება სამთო და სატრანსპორტო მოწყობილობიდან საფეხურის ან ნაყარის კიდემდე. 6. სატრანსპორტოსანაყარო ხიდების, ნაყარწარმომქმნელებისა და ექსკავატორების კონსტრუქციული ელემენტები, აგრეთვე მათი ტრაპები და ბაქნები ყოველთვიურად უნდა იწმინდებოდეს სამთო მასისა და ტალახისაგან (ჭუჭყისაგან). 7. საპოხი და საწმენდი მასალები სამთო და სატრანსპორტო მანქანებზე ინახება ლითონის დახურულ ყუთებში. სამთო მანქანებსა და ლოკომოტივებზე ბენზინისა და სხვა ადვილაალებადი ნივთიერებების შენახვა დაუშვებელია. 8. ელექტროენერგიის მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტისას მექანიზმების მომსახურე პერსონალი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ძრავების ასამუშავებელი მოწყობილობა და მართვის ბერკეტები მდგომარეობაში “დადექ” (ნულოვან მდგომარეობაში). 9. გარეშე პირების ყოფნა ექსკავატორის კაბინაში და გარე ბაქნებზე ექსკავატორის მუშაობის დროს აკრძალულია. 10. ელექტრიფიცირებულ ხაზებზე ამწეების ექსპლუატაცია უნდა წარმოებდეს უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად. 11. მანქანებსა და მექანიზმებზე ავტომატიკის, ტელემექანიკისა და დისტანციური მართვის სისტემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ბლოკირებების არსებობისას, რომლებიც გამორიცხავენ ენერგიის მიწოდებას ამ სისტემების უწესივრობის დროს. 12. მომსახურე პერსონალს, რომელთაც ექსპლუატაციისა და რემონტის პროცესში უხდებათ ტვირთების დაჯამბარება, უნდა ჰქონდეთ გავლილი სპეციალური სწავლება და მიღებული მოწმობა ასეთი სამუშაოების წარმოების უფლებით. 13. ძირითადი სამთოსატრანსპორტო მოწყობილობა მონტაჟისა და კაპიტალური რემონტის შემდეგ საექსპლუატაციოდ მიიღება კომისიის მიერ. კომისიას ნიშნავს და მის მიერ მისაღები მოწყობილობის ნუსხას განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელი. მუხლი 31. მექანიკური მოწყობილობის რემონტი 1. ყველა სახის რემონტთან დაკავშირებით შედგენილი უნდა იყოს ინსტრუქციები (ტექნოლოგიური რუკები, სახელმძღვანელოები, სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტები), რომლებიც ადგენენ სამუშაოების წესსა და თანამიმდევრობას, საჭირო სამარჯვებსა და ინსტრუმენტებს სამუშაოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამუშაოების დაწყების წინ ინიშნება სამუშაოების წარმოებისათვის პასუხისმგებელი პირი. რემონტის სამუშაოებით დასაქმებული მომსახურე პერსონალი უნდა გაეცნოს აღნიშნულ ინსტრუქციებს და ეს დაადასტუროს ხელმოწერით. 2. სამთო, სატრანსპორტო, სამშენებლოსაგზაო მანქანებისა და სხვა მოწყობილობის რემონტი წარმოებს დამტკიცებული სამუშაოთა წარმოების გეგმის გრაფიკის მიხედვით. 3. აკრძალულია სარემონტოსამონტაჟო სამუშაოების წარმოება მექანიკური დანადგარების ღია მოძრავი ნაწილების უშუალო სიახლოვეს, აგრეთვე ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრული სადენებისა და მოწყობილობის მახლობლად, თუ ეს მოძრავი ნაწილები, სადენები და მოწყობილობა სათანადოდ არაა შემოღობილი. 4. პირებს, რომლებიც დაიშვებიან ელექტრომოწყობილობის რემონტზე, უნდა ჰქონდეთ საკვალიფიკაციო ჯგუფი ელექტროუსაფრთხოებაში. 5. მექანიზმების ნაწილების რემონტი და შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მანქანის სრული გაჩერებისა და იმ ამამუშავებელი აპარატების ბლოკირების შემდეგ, რომლებსაც მოძრაობაში მოჰყავთ ეს მექანიზმები. თუ სარემონტო სამუშაოებისათვის აუცილებელია ელექტროენერგიის მიწოდება, დამუშავებულ უნდა იქნეს სამუშაოთა ორგანიზაციის სპეციალური პროექტი. 6. ცეცხლოვანი სამუშაოები (აირსაშემდუღებლო, აირსაჭრელი და ელექტროსაშემდუღებლო) უნდა წარმოებდეს უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად. 7. კომპლექსის ლითონკოსტრუქციების რღვევასთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოები წარმოებს საწარმოს ხელმძღვანელის ნებართვითა და ტექნიკური ზედამხედველის თანდასწრებით. 8. ექსკავატორებისა და საბურღი დაზგების რემონტი დასაშვებია საფეხურის სამუშაო ბაქანზე, ამასთან, ეს მექანიზმები განლაგებული უნდა იყოს შესაძლო ჩამოქცევის ზონის იქით. ბაქანი უნდა იყოს მოსწორებული და ჰქონდეს მანქანების მისასვლელი გზა. 9. სატრანსპორტოსანაყარო ხიდის რემონტის დროს დაუშვებელია ხელისა და ავტომატური სამუხრუჭო მოწყობილობის ერთდროულად დაშლა. თავი XI საბურღი დაზგები მუხლი 32. საბურღი დაზგის განლაგება და გადაადგილება 1. საბურღი დაზგა უნდა დაიდგას საფეხურის მოსწორებულ ბაქანზე და განლაგდეს ისე, რომ დაზგის სავალი ნაწილი 3 მ–ით მაინც იყოს დაცილებული საფეხურის კიდიდან. ცალკეულ შემთხვევებში, საბურღი დაზგის კონსტრუქციის გათვალისწინებით, დასაშვებია სავალი ნაწილის განლაგება უფრო ახლოს, ჩამოქცევის პრიზმის საზღვრებში. 2. აკრძალულია საბურღი დაზგის დომკრატების ქვეშ მადნისა და ქანის ნატეხების ამოდება. 3. ფრეზული ბურღვის საბურღი დაზგების დაყენებისას ჭაბურღილების პირველ რიგზე დაზგები უნდა იმართებოდეს დისტანციურად. 4. ჭაბურღილების პირველი რიგის ბურღვისას საბურღი დაზგა ისე უნდა იქნეს განლაგებული, რომ მისი გრძივი ღერძი საფეხურის კიდის პერპენდიკულარული იყოს. 5. აწეული ანძით საბურღი დაზგის გადაადგილება საფეხურზე დასაშვებია მხოლოდ მოსწორებულ ჰორიზონტალურ ბაქანზე. დაზგის გადაადგილებისას ელექტროგადაცემის ხაზების ქვეშ ანძა უნდა იყოს დაშვებული. 6. საბურღი დაზგის გადაადგილებისას საბურღი ინსტრუმენტი უნდა იყოს მოხსნილი ან საიმედოდ დამაგრებული. მუხლი 33. სამუშაოები საბურღ დაზგაზე და საბურღი დაზგის ბაგირი 1. აკრძალულია მუშაობა ბრუნვითი და საღარავი ბურღვის დაზგებზე, თუ უწესივრო მდგომარეობაშია საბურღი იარაღის გადამეტაწევის შემზღუდველები და ჯალამბრის მუხრუჭი. 2. ბრუნვითი ბურღვის დაზგაზე, თუ შტანგების შეერთება არაკუთხვილურია, შტანგების განცალკევება აწევისას დასაშვებია მხოლოდ ამოუღებელი შტანგების დგარის სპეციალური გასაღებით დამაგრების შემდეგ. 3. თვითმბრუნავი ბაგირული შეერთებების გამოყენებისას ბაგირის წნების შეგრეხის მიმართულება და საბურღი ინსტრუმენტის კუთხვილური შეერთებების დაკუთხვა ურთიერთსაწინააღმდეგო უნდა იყოს. 4. საბურღი დაზგის ამწევი ბაგირი გაანგარიშებული უნდა იყოს მაქსიმალურ დატვირთვაზე და ჰქონდეს სიმტკიცის ხუთმაგი მარაგი. 5. ამწევი ბაგირის შერჩევას საფუძვლად უნდა დაედოს ქარხნის აქტი _ სერტიფიკატი. კვირაში ერთხელ მაინც ბაგირი უნდა დაათვალიეროს უბნის მექანიკოსმა ან სხვა სპეციალურად დანიშნულმა პირმა და დათვალიერება დაადასტუროს ჟურნალში ხელმოწერით. 6. ამწევი ბაგირის მავთულების გამოშვერილი ბოლოები უნდა მოიჭრას. 7. თუ ამწევ ბაგირში შეგრეხის ერთი ბიჯის სიგრძეზე მავთულების 10 %ზე მეტია გაწყვეტილი, ბაგირი უნდა გამოიცვალოს. თავი XII ექსკავატორები მუხლი 34. ერთჩამჩიანი ექსკავატორის განლაგება და გადაადგილება 1. ექსკავატორი უნდა განლაგდეს კარიერის ან ნაყარის საფეხურზე მყარ, მოსწორებულ ფუძეზე, რომლის ქანობი არ აღემატება ექსკავატორის ტექნიკური პასპორტით გათვალისწინებულ დასაშვებ ქანობს. ყველა შემთხვევაში მანძილი საფეხურის ნაყარის გვერდს ან სატრანსპორტო ჭურჭელსა და წინაღტვირთს შორის უნდა იყოს სულ ცოტა 1 მ. 2. ექსკავატორის მუშაობისას მისი კაბინა უნდა განლაგდეს სანგრევის საწინააღმდეგო მხარეს. 3. ჰორიზონტალურ გზაზე ან აღმართზე ექსკავატორის გადაადგილებისას მისი წამყვანი ღერძი უნდა იყოს უკან, ხოლო ზემოდან ქვემოთ დაშვებისას - წინ. ჩამჩა უნდა დაიცალოს და აიწიოს ძირიდან სულ ბევრი 1 მ სიმაღლეზე, ხოლო ისარი დაყენებულ უნდა იქნეს ექსკავატორის მოძრაობის მიმართულებით. 4. მაბიჯი ექსკავატორის მოძრაობისას ჩამჩა უნდა დაიცალოს, ხოლო ისარი დაყენებულ უნდა იქნეს ექსკავატორის მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს. 5. აღმართსა და დაღმართზე ექსკავატორის მოძრაობისას აუცილებელია თვითნებური დასრიალების გამომრიცხავი ღონისძიებების გათვალისწინება. 6. ექსკავატორის გადაადგილება უნდა მოხდეს მემანქანის თანაშემწის სიგნალების მიხედვით. ამასთან, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ექსკავატორის მემანქანესა და მის თანაშემწეს შორის მუდმივი ხილვადობა. მაბიჯი ექსკავატორისათვის დასაშვებია სიგნალების გადაცემა მემანქანის თანაშემწედან მემანქანესთან ბრიგადის მესამე წევრის მეშვეობით. 7. დაუშვებელია ექსკავატორის მუშაობა საფეხურების შვერილებისა და ქიმების ქვეშ. მუხლი 35. ექსკავატორის სავალი გზები და ბაგირები 1. ჯაჭვიანი მრავალჩამჩიანი (რკინიგზის, მუხლუხა, თვლიანი), აგრეთვე მაბიჯი ექსკავატორის ლიანდაგისა და გზის ქანობი და რადიუსი განისაზღვრება ექსკავატორის ტექნიკური პასპორტით. მოწყობილობა, რომელიც აკონტროლებს და აფიქსირებს ლიანდაგის სიგანესა და ქანობს, თვეში ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს. შემოწმების შედეგები შეტანილ უნდა იქნეს ჟურნალში. ამ მოწყობილობის არარსებობისას ან უწესივრობისას ექსკავატორის მუშაობა დაუშვებელია. 2. დაუშვებელია ექსკავატორქვეშა ლიანდაგის ექსპლუატაცია კარიერის გაწყლოვანებულ საფეხურზე, თუ არ გამოიყენება წყალსარინი მოწყობილობა. 3. ერთჩამჩიან ექსკავატორზე გამოყენებული ბაგირები უნდა შეესაბამებოდეს პასპორტს. ისრის ბაგირები უბნის მექანიკოსმა უნდა დაათვალიეროს კვირაში ერთხელ მაინც. გაწყვეტილი მავთულების რაოდენობა შეგრეხის ბიჯის სიგრძეზე არ უნდა აღემატებოდეს ბაგირში მისი საერთო რაოდენობის 15 %-ს. გაწყვეტილი მავთულების გამოშვერილი ბოლოები უნდა მოიჭრას. ბაგირების დათვალიერების შედეგები და ჩანაწერები მათი შეცვლის შესახებ გამოცვლის თარიღის და ახალი ბაგირის ტიპის ჩვენებით, შეიტანება სპეციალურ ჟურნალში, რომელიც უნდა ინახებოდეს ექსკავატორზე. ამწევი და წევის ბაგირები უნდა დაათვალიეროს საწარმოს მთავარმა მექანიკოსმა დადგენილ ვადებში. მუხლი 36. ექსკავატორის მუშაობა 1. ერთჩამჩიანი ექსკავატორით რკინიგზის ვაგონების დატვირთვისა და განტვირთვისას საექსკავატორო სანაყაროზე მატარებლის ბრიგადა უნდა დაემორჩილოს ექსკავატორის მემანქანის სიგნალებს. 2. ერთჩამჩიანი ექსკავატორით საავტომობილო და რკინიგზის ტრანსპორტის საშუალებების დატვირთვისას ექსკავატორის მემანქანემ უნდა მისცეს შემდეგი სახის სიგნალები: ა) ბრძანებაზე: “დადექ” - ერთი მოკლე; ბ) სატრანსპორტო საშუალების დასატვირთად მიწოდების ნებართვაზე - ორი მოკლე; გ) დატვირთის დაწყებაზე - სამი მოკლე; დ) დატვირთვის დამთავრებასა და სატრანსპორტო საშუალების გასვლის ნებართვაზე - ერთი გრძელი. 3. სიგნალების ცხრილი უნდა გაიკრას ერთჩამჩიანი ექსკავატორის ძარაზე თვალსაჩინო ადგილას და მას უნდა გაეცნონ ლოკომოტივების მემანქანეები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები. 4. დრაგლაინით რკინიგზის დუმპკარების ან სხვა მოცულობების დატვირთვა დასაშვებია საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული მუშაობის უსაფრთხო მეთოდების ღონისძიებების განხორციელებით. 5. ერთჩამჩიანი ექსკავატორის მუშაობისას აკრძალულია ჩამჩის მოქმედების ზონაში ადამიანების ყოფნა (კერძოდ, მომსახურე პერსონალისა). 6. ერთჩამჩიანი ექსკავატორის მუშაობისას საფეხურის ჩამონგრევის ან ჩამომეწყრების საფრთხის შემთხვევაში ან ფეთქებადი მასალების მტყუნებული მუხტის აღმოჩენისას ექსკავატორის მუშაობა უნდა შეწყდეს და ექსკავატორი გაყვანილ იქნეს უსაფრთხო ადგილას. ექსკავატორის სანგრევიდან გამოსაყვანად ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი გასასვლელი. 7. ერთჩამჩიანი ექსკავატორის ისეთ გრუნტზე მუშაობისას, რომელიც ვერ უძლებს მუხლუხების წნევას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ექსკავატორის მდგრადი მდგომარეობის უზრუნველმყოფი სპეციალური ღონისძიებები. 8. უტრანსპორტო სისტემისას, როდესაც დრაგლაინი გადახსნაზე მუშაობს შეწყვილებულად სხვა ექსკავატორთან ან სხვა ტიპის მიწასათხრელ მანქანასთან კომპლექსში, მათ შორის უმოკლესი მანძილი არ უნდა იყოს მათი მოქმედების უდიდესი რადიუსების ჯამზე ნაკლები დრაგლაინის ჩამჩის გადასროლის სიდიდის გათვალისწინებით. უფრო ახლო მანძილზე მუშაობის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შედგეს სამუშაოს უსაფრთხო წარმოების სპეციალური პასპორტი და დამტკიცდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ. 9. მრავალჩამჩიანი (ჯაჭვიანი და როტორული) ექსკავატორების კაბინებში დაყენებული უნდა იყოს საავარიო სიგნალიზაციის ფარი, აგრეთვე ხელსაწყოები შემდეგი სიდიდეების საკონტროლოდ: ა) როტორის ისრის სიჩქარე და მობრუნების კუთხე; ბ) ექსკავატორის გადაადგილების სიჩქარე; გ) ძაბვა და დატვირთვა შესავალზე. 10. მრავალჩამჩიანი ექსკავატორის მუშაობის დროს ადამიანები არ უნდა იმყოფებოდნენ დატვირთულ ვაგონებთან და მათ შუა, ჩამტვირთავი და განმტვირთავი ლიუკების, კონვეიერების, გადამტვირთავი მოწყობილობისა და ექსკავატორის სავალი მოწყობილობის ჩარჩოს ქვეშ. 11. მრავალჩამჩიანი ექსკავატორის კაბინა აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც საშუალებას აძლევს მემანქანეს მხედველობის არეში იქონიოს ექსკავატორის მიმდებარე უბანი სანგრევში. 12. მრავალჩამჩიანი ექსკავატორის მუშაობის ადგილებზე უნდა არსებობდეს ექსკავატორის მემანქანის გამოძახების საშუალებები. 13. მრავალჩამჩიან ექსკავატორს უნდა ჰქონდეს სამარჯვები, რომლებიც გამორიცხავენ ჩამჩის ჩარჩოს, როტორის ისრისა და კონვეიერის აწევას, დაშვებას ან მობრუნებას მეტი კუთხით, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ექსკავატორის კონსტრუქციით. 14. მრავალჩამჩიანი ექსკავატორით ახალი სპირაჯოს დამუშავების დაწყების წინ ცვლის უფროსმა ან მისმა შემცვლელმა პირმა უნდა დაათვალიეროს სანგრევი და მიიღოს ზომები გარეშე საგნების (მსხვილი ფესვები, ხეტყე, ლითონის საგნები და სხვ.) მოსაცილებლად ექსკავატორის მთელი სამუშაო ფრონტის გასწვრივ სპირაჯოს სიგანეზე ჩამოქცევის პრიზმის გათვალისწინებით. 15. ჯაჭვიანი ექსკავატორის მუშაობა ქვედა აჩამჩვით დასაშვებია იმ პირობით, რომ დასამუშავებელ სიზრქეზე არ არის ჩამოცურებისადმი მიდრეკილების მქონე ქანები და უზრუნველყოფილია ფერდოსა და ექსკავატორის სამუშაო ბაქნის მდგრადობა. 16. თუ როტორული ექსკავატორი მუშაობს კონვეიერთან და ნაყარწარმომქმნელთან კომპლექსში ან ჯაჭვიანი ექსკავატორი კონვეიერზე დატვირთვით, მართვა უნდა იყოს ბლოკირებული. სარემონტო და გასამართი სამუშაოებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული მექანიზმის ხელით მართვა ცალცალკე. 17. არაგამოსაწევისრიანი როტორული ექსკავატორი აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის სიჩქარისა და როტორის ისრის მობრუნების კუთხის დავალებულ მნიშვნელობებს. თავი XIII ქვასაჭრელი მანქანები მუხლი 37. მუშაობა ქვასაჭრელ მანქანაზე 1. ქვასაჭრელი მანქანის ხერხის დაყენება და გამოცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ ამ მიზნისათვის განკუთვნილი სამარჯვებით და ინსტრუმენტებით. ხერხის დაყენება და გამოცვლა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვასაჭრელი მანქანის ელექტროძრავას ამამუშავებელი ამორთულია. 2. ქვასაჭრელი მანქანის მომსახურე პერსონალის წასვლისას მანქანის კვება უნდა გამოირთოს, ხოლო ქვედა ურიკის თვლები საბჯენებით უნდა დამაგრდეს რელსებზე. 3. ქვასაჭრელ მანქანაზე ხერხის გამოცვლისას მჭრელი თავი არ უნდა იყოს 1,2 მ–ზე მაღლა. ხერხის აწევა მანქანის ლილვამდე უნდა განხორციელდეს გამძლე ხის ქვესადგამიდან, რომლის სიმაღლე 1 მ-ს არ აღემატება და დადგმულია მანქანის მჭრელი თავის ქვეშ. 1,2 მ-ზე მეტ სიმაღლეზე ხერხის გამოცვლის აუცილებლობის შემთხვევაში სამუშაოები უნდა შესრულდეს მტკიცე ხარაჩოებიდან. 4. ქვასაჭრელი მანქანის მოძრაობისას აკრძალულია ფიქსირებული ჭანჭიკების მოშვება ან მოჭერა, აგრეთვე მჭრელი თავის შემოტრიალება. 5. ქვასაჭრელი მანქანით მსხვილი საკედლე ბლოკების მოპოვებისას წრიული ფრეზების დასაყენებლად გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური ქვესადგამები. აკრძალულია ქვესადგამების ნაცვლად ძალაყინებით და ფიცრის ჩამონაჭრებით სარგებლობა. წრიული ფრეზების დემონტაჟისას აუცილებელია რბილი ქვესადგამების გამოყენება. 6. წრიული ფრეზის მონტაჟის (დემონტაჟის) დროს ფრეზის კრონშტეინზე ჭანჭიკებით დამაგრებამდე მუშა უნდა იმყოფებოდეს კრონშტეინის მხარეს. 7. ქვასაჭრელი მანქანის გაჭედილი ფრეზის, დისკოიანი ხერხის ან ჯაჭვური ბარის შეცვლის ან გათავისუფლებისას მანქანა უნდა გაჩერდეს და ძრავა გამოირთოს. მუხლი 38. ქვასაჭრელი მანქანის გადაადგილება 1. ქვასაჭრელი მანქანის ან ქვის ბლოკების ბაგირული წევით გადადგილებისას ადამიანები უნდა იმყოფებოდნენ დაჭიმული ბაგირებიდან მოშორებით. 2. ქვასაჭრელი მანქანის გადასაადგილებელი ლიანდაგის ბოლოს დაყენებულ უნდა იქნეს მცველი საბჯენები. 3. მომსახურე პერსონალს ეკრძალება რელსსა და სანგრევის კედელს შორის სივრცეში ყოფნა მანქანის უკან (მოძრაობის მიმართულების მიხედვით) 7 მ მანძილზე გვარლთან ჩაჭიდების შემდეგ. 4. მაღალ საფეხურზე მომუშავე მანქანის ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ნალოთი ან ტრაილერით, საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ტექნოლოგიური რუკების შესაბამისად. 5. ტრანსპორტირებისას დაცულ უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი მოთხოვნები: ა) ნალოს (ტრაილერის) გადადგილების სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს: ჰორიზონტალურ უბნებზე - 5 კმ/სთ-ს, დახრილ უბნებზე - 0,5 კმ/სთ-ს; ბ) ქვასაჭრელი მანქანის ტრანსპორტირებისას მისი მჭრელი ორგანო დაშვებულ უნდა იქნეს ქვედა კიდურ მდგომარეობაში და დაფიქსირდეს; გ) მანქანის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ტექნიკური ზედამხედველი პირის ხელმძღვანელობით. 6. დაბალ საფეხურზე მომუშავე მანქანის საფეხურიდან საფეხურზე თვითსვლით გადაადგილება ნებადართულია საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ტექნოლოგიური რუკების შესაბამისად. მუხლი 39. ქვასაჭრელი მანქანის ლიანდაგი 1. ქვასაჭრელი მანქანით ფერდობზე ნახევარტრანშეის გაყვანისას რელსები ფერდობის მხრიდან უნდა მოთავსდეს შპალების ან მაგარი ქვის საყრდენებზე და უნდა განხორციელდეს ღონისძიებები, რომლებიც გამორიცხავენ საყრდენის ჩამონგრევას ან რელსებიდან მანქანის აცდენას. ქვის საყრდენის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს ბრტყლად დადებული ბლოკის გაორკეცებულ სიმაღლეს. ყველა სხვა შემთხვევაში საყრდენი უნდა მოეწყოს შპალებით. საყრდენად გამოყენებულ ქვებს არ უნდა ჰქონდეს შუაშრე და ბზარები. 2. ქვასაჭრელი მანქანების ლიანდაგი უნდა შედგებოდეს ერთი ტიპის რელსებისაგან, მიერთებული უნდა იყოს ადგილობრივ დამამიწებლებთან და რელსების პირაპირზე ჰქონდეს ელექტრული შეერთება. 3. ქვასაჭრელი მანქანის ლიანდაგის ფერდობზე გასვლისას მისი ბოლოების ქვეშ უნდა მოთავსდეს სპეციალური ქვესადგამები. აკრძალულია არასწორზედაპირიანი ქვის გამოყენება ქვესადგამად. მუხლი 40. ქვასაჭრელი მანქანის მუშაობა 1. აკრძალულია ქვასაჭრელი მანქანის: ა) კონტრდენით გაჩერება; ბ) ჩართვა, როდესაც მართვის პულტის კარი გაღებულია; გ) მჭრელი ორგანოს ქვეშ გავლა; დ) მუშაობა მოხსნილი ამრეკლი ფარით ან ეკრანის მინის გარეშე, აგრეთვე უწესივრო მტვერსაჭერი ან მტვერჩამხშობი მოწყობილობით. 2. აკრძალულია მომსახურე პერსონალის ან სხვა პირების ყოფნა მომუშავე ქვასაჭრელი მანქანის წინ (მისი მოძრაობის მიმართულებით) 10 მ-ზე ნაკლებ მანძილზე. თავი XIV სატრანსპორტოსანაყარო ხიდები და კონსოლური ნაყარწარმომქმნელები მუხლი 41. ავტომატიკა და დამცავი საშუალებები, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა 1. სატრანსპორტოსანაყარო ხიდებს და კონსოლურ ნაყარწარმომქმნელებს ქარის სიჩქარისა და მიმართულების უწყვეტი ავტომატური გაზომვისათვის უნდა ჰქონდეს მოქმედი ხელსაწყოები, რომლებიც ბლოკირებული უნდა იყოს ნაყარწარმომქმენელების ავარიულ სიგნალსა და სავალი მექანიზმების მართვის სისტემებთან, აგრეთვე, საზომსაკონტროლო ხელსაწყოები, ბოლო ამომრთველები, სასიგნალო და სალაპარაკო მოწყობილობა. გარდა ავტომატური სამუხრუჭო მოწყობილობისა, ხიდის სავალ ურიკას უნდა ჰქონდეს წესივრული ხელის მუხრუჭი. 2. გზებსა და გასასვლელებთან ახლოს განლაგებული ყველა წინაღტვირთი უნდა იყოს შემოღობილი. 3. სატრანსპორტოსანაყარო ხიდებისა და კონსოლური ნაყარწარმომქმნელების ყველა საკონვეიერო ხაზს ორივე მხრიდან უნდა ჰქონდეს შემოღობილი ბაქნები კონვეიერის მომსახურებისათვის. კონვეიერის გასწვრივ გასასვლელის სიგანე უნდა იყოს სულ ცოტა 0,7 მ. 4. სატრანსპორტოსანაყარო ხიდის კომპლექსის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს, აგრეთვე განსაზღვრავდეს ხანძრის ჩაქრობის საშუალებათა რაოდენობასა და შენახვის ადგილებს. მუხლი 42. სატრანსპორტო–სანაყარო ხიდებისა და კონსოლური ნაყარწარმომქმნელების გადაადგილება და მუშაობა 1. მაბიჯ და მაბიჯლიანდაგიანი სვლის კონსოლური ნაყარწარმომქმნელის გადაადგილებისას აკრძალულია კონსოლის ქვეშ ტრანსპორტის, მანქანის, მექანიზმებისა და ადამიანების გავლა. 2. სატრანსპორტოსანაყარო ხიდის სანაყარო კონსოლის ბოლოსა და ნაყარის ქიმს შორის მანძილი არ უნდა იყოს 3 მ-ზე ნაკლები. პერიოდული გადაადგილების კონსოლური ლენტური ნაყარწარმომქმნელისათვის ეს სიდიდე უნდა იყოს 1,5 მ მაინც. 3. ჭექაქუხილის დროს, ნისლსა და ქარბუქში 25 მ-დე ხილვადობისას, აგრეთვე, თავსხმა წვიმის, სველი და დიდი თოვლის დროს აკრძალულია სატრანსპორტოსანაყარო ხიდის გადაადგილება და მუშაობა. 4. დაუშვებელია 1 მ-ზე ახლოს სატრანსპორტოსანაყარო ხიდის მიახლოება შენობებთან ან სამთოსატრანსპორტო მოწყობილობასთან. აკრძალულია სატრანსპორტოსანაყარო ხიდის მუშაობა მომუშავე სამთოსატრანსპორტო მოწყობილობის ზემოთ. 5. აკრძალულია ხიდის გზების ექსპლუატაცია კარიერის გაწყლოვანებულ საფეხურებზე. 6. ნაყარის ჩამოცურების ნიშნების გამოვლენისას სატრანსპორტოსანაყარო ხიდი გამოყვანილი უნდა იქნეს სახიფათო ზონიდან. 7. სატრანსპორტოსანაყარო ხიდის სანაყარო საყრდენის გავლა სადრენაჟო შტრეკებზე უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური პასპორტის შესაბამისად. თავი XV სკრეპერები და ბულდოზერები მუხლი 43. სკრეპერები 1. ბაგირიანი სასკრეპერო დანადგარის გამოყენებისას საფეხურის დაფერდების კუთხე 350ს არ უნდა აღემატებოდეს. 2. დაუშვებელია ბაგირიანი სასკრეპერო დანადგარის ჩართვა მაფრთხილებელი სიგნალის გარეშე, რაიმე სარემონტო სამუშაოს შესრულება, ბაგირის მოქმედების ზონაში ყოფნა და ბაგირის ხელით მიმართვა დანადგარის მუშაობის დროს. 3. მოძრაობისას თვითმავალი და მისაბმელი სკრეპერები უნდა იყოს სულ მცირე 2 მ-ის დაშორებით საფეხურის კიდიდან. განტვირთვისას სკრეპერი არ უნდა გადაადგილდეს ფერდოზე უკუსვლით. 4. ტრაქტორული წევის თვლიანი სკრეპერის გამოყენებისას ჩასასვლელების ქანობი არ უნდა აღემატებოდეს 150ს სატვირთო მიმართულებით და 250ს - საცარიელო მიმართულებით. მუხლი 44. ბულდოზერები 1. დაუშვებელია ბულდოზერის (ტრაქტორის) უმეთვალყურეოდ დატოვება ჩართული ძრავითა და აწეული დანით, ხოლო მუშაობისას - გვარლის მიმართვა, კიდულ ჩარჩოსა და დანაზე დგომა. 2. აკრძალულია ბულდოზერით (ტრაქტორით) მუშაობა ბლოკირების გარეშე, რომელიც გამორიცხავს ძრავის ამუშავებას, თუ გადაცემათა კოლოფი ჩართულია ან ძრავას არა აქვს კაბინიდან ამუშავების მოწყობილობა. 3. აკრძალულია ბულდოზერით (ტრაქტორით) მუშაობა ციცაბო ქანობის განივად. 4. რემონტის, შეზეთვისა და რეგულირების დროს ბულდოზერი უნდა იდგეს ჰორიზონტალურ ბაქანზე, ძრავა უნდა იყოს გამორთული, ხოლო დანა - მიწაზე დაშვებული. 5. დახრილ სიბრტყეზე ბულდოზერის ავარიული გაჩერების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს ზომები, რომლებიც გამორიცხავენ ქანობზე მის თვითნებურ მოძრაობას. 6. დანის ქვემოდან დათვალიერებისათვის იგი დაშვებული უნდა იქნეს საიმედო ქვესადებზე, ხოლო ძრავა გამოირთოს. აკრძალულია აწეული დანის ქვეშ ყოფნა. 7. მანძილი ბულდოზერის სავალი ნაწილის კიდიდან ფერდოს კიდემდე განისაზღვრება სამთოგეოლოგიური პირობების გათვალისწინებით და შეიტანება სანგრევში (ნაყარზე) სამუშაოთა წარმოების პასპორტში. 8. ბულდოზერის მუშაობისას სანგრევის დაფერდების მაქსიმალური კუთხე არ უნდა აღემატებოდეს 250ს აღმართზე და 300ს - ქანობზე (ტვირთით დაშვებისას). კარი IV კარიერის ტრანსპორტი თავი XVI რკინიგზის ტრანსპორტი მუხლი 45. რკინიგზის ტრანსპორტის რეგლამენტირება კარიერის რკინიგზის ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის, ლიანდაგების მოვლასა და სიგნალიზაციაზე ვრცელდება სამრეწველო საწარმოების რკინიგზის ტრანსპორტის უსაფრთხოების ტექნიკის წესები და სამრეწველო საწარმოების რკინიგზის ტექნიკური ექსპლუატაციის წესები იმ ნაწილში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება რეგლამენტს. მუხლი 46. ლოკომოტივის მართვა 1. ლოკომოტივის სამართავად დაიშვებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები. 2. სალოკომოტივო ბრიგადის შემადგენლობა და ლოკომოტივის მომსახურების წესი განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ ლოკომოტივის ტიპისა და მუშაობის ადგილობრივი პირობების მიხედვით. 3. ელექტრული და სათბომავლო წევისას ერთი სალოკომოტივო ბრიგადა ერთი კაბინიდან შეიძლება მოემსახუროს რამდენიმე ლოკომოტივს. მუხლი 47. სარკინიგზო ტვირთები, ვაგონების დატვირთვა 1. გადმოტვირთული ან დასატვირთად გამზადებული ტვირთი ლიანდაგის გასწვრივ უნდა განლაგდეს და დამაგრდეს ისე, რომ შენობებთან მიახლოების ზომები არ დაირღვეს. 2. 1,2 მ-მდე სიმაღლის ტვირთი (გარდა საგზაო სამუშაოებისათვის გადმოტვირთული ბალასტისა) უნდა იყოს განაპირა რელსის თავის გარე კიდიდან სულ მცირე 2 მ მანძილზე, ხოლო მეტი სიმაღლისას - არანაკლებ 2,5 მ-ზე. 3. ვაგონების ცალმხრივი, ზეგაბარიტული, აგრეთვე ტვირთამწეობაზე მეტად დატვირთვა დაუშვებელია. 4. დატვირთვის პროცესში რკინიგზის შემადგენლობის სანგრევის გასწვრივ გადაადგილება უნდა მოხდეს მხოლოდ ექსკავატორის მემანქანის ნებართვის სიგნალების მიხედვით. მუხლი 48. ლიანდაგის მოწყობა 1. კარიერზე ლიანდაგები კვარტალში ერთხელ მაინც უნდა გაიწმინდოს და შემოწმდეს ინსტრუმენტებით პროექტთან შესაბამისობის მიზნით. მათი შემოწმების წესსა და ვადებს განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელი. 2. კარიერზე ლიანდაგების მდგომარეობის კონტროლისათვის სამთო სამუშაოთა გეგმაზე დატანილი უნდა იქნეს სატრანსპორტო კომუნიკაციების სქემა, რომელიც ყოველთვიურად უნდა შეივსოს. 3. აკრძალულია რკინიგზაზე ისეთი ისრის გადასაყვანის ექსპლუატაცია, რომელსაც აქვს სტანდარტით გათვალისწინებული თუნდაც ერთი სახის უწესივრობა. 4. სადგურებსა და პოსტებზე, სადაც ისრები იმართება ცენტრალიზებულად, ისრები უნდა გაწმინდოს ორმა პირმა. 5. სიბნელეში, ნისლსა და ქარბუქში ისრების გასაწმენდი სამუშაოების შესრულებისას რელსის თავიდან 0,5 მ - 0,6 მ სიმაღლეზე უნდა დაიდგას ფარანი. 6. სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის, ბლოკირებისა და კავშირგაბმულობის ნაგებობები და მოწყობილობა დაცული უნდა იყოს წევის დენის, ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზებისა და მეხის განმუხტვის ხელშემშლელი და საშიში გავლენისაგან. სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის, ბლოკირების სისტემის მოწყობილობის, ავტობლოკირებისა და კავშირგაბმულობის კონტროლი უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გრაფიკით. 7. ხელით მართვის ისრის გადასაყვანები აღჭურვილი უნდა იყოს განათებადი ან არაგანათებადი მაჩვენებლებით. ისრების განათებადობა და არაგანათებადობა განისაზღვრება სადგურის ტექნიკურგანმკარგულებელი აქტით. 8. ლიანდაგის გადასასვლელზე, სადაც მატარებლების ინტენსიური მოძრაობა და დიდი სამანევრო სამუშაოებია, უნდა მოეწყოს საქვეითო გვირაბები, ხიდები ან ბილიკები, რომლებიც შემოღობილი უნდა იყოს თვითმნათი მაფრთხილებელი ნიშნებით ან უნდა განათდეს სიბნელეში. დაუდგენელ ადგილებში ლიანდაგზე გადასვლა აკრძალულია. 9. რკინიგზის ღობურას მოწყობილობამ (ჩამომგდები ბუნიკები ან ისრები, საბრუნი ძელები) გადამღობ მდგომარეობაში უნდა გამორიცხოს მოძრავი შემადგენლობის გამოსვლა რკინიგზიდან, რომელზეც ის დგას. ეს მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს რკინიგზის ღობურას მაჩვენებლებით. 10. ნაგებობებისა და მოწყობილობის რემონტი უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია მოძრაობის უსაფრთხოება და საწარმოს საამქროების შეუფერხებელი მომსახურება. აკრძალულია: ა) სამუშაოს დაწყება მოძრავი შემადგენლობის სვლისათვის საშიში ადგილების სიგნალებით შემოფარგვლამდე; ბ) სამუშაო ადგილების შემოფარგვლის სიგნალების აღება სამუშაოს მთლიანად დამთავრებამდე, აგრეთვე გზის მდგომარეობის, საკონტაქტო ქსელის შემოწმებამდე და გაბარიტის დაცვამდე. 11. მოძრავი შემადგენლობის სვლისათვის საშიში სამუშაოს წარმოების ადგილები ორივე მხარეს უნდა შემოიფარგლოს სიგნალებით როგორც ერთლიანდაგიან, ისე ორ და_ მრავალლიანდაგიან გზის უბნებზე იმის მიუხედავად, მოსალოდნელია თუ არა მატარებლის გავლა. 12. ლიანდაგის სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე ხელმძღვანელმა ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტაროს მომსახურე პერსონალს ამ სამუშაოების უსაფრთხო წარმოების პირობებზე და მიუთითოს ადგილები, სადაც მომსახურე პერსონალი უნდა იმყოფებოდეს მატარებლის გავლისას. 13. აკრძალულია ლიანდაგის დაშლა და დაგება მანქანებითა და მექანიზმებით, რომლებიც აღჭურვილი არ არის ტვირთის ასაწევი მოწყობილობით. 14. სანგრევის ლიანდაგი უნდა დამთავრდეს მცველი საბჯენით, რომელიც შემოფარგლული უნდა იყოს სიგნალებით და სიბნელეში განათდეს. 15. სანგრევისა და სანაყარო ჩიხების (ლიანდაგის) არასამუშაო ნაწილში აკრძალულია ამწეების, ლიანდაგგადასაწევებისა და სხვა მექანიზმების დატოვება მათი ჩამომგდები მოწყობილობით გადაღობვის გარეშე, რომლებიც გამორიცხავენ მათზე მოძრავი შემადგენლობის დაჯახებასა და ლიანდაგის სამუშაო ნაწილზე გასვლას. 16. აკრძალულია დამჭერი და მცველი ჩიხების დაკავება მოძრავი შემადგენლობით. მუხლი 49. ლიანდაგის გადაკვეთა 1. კარიერის მუდმივ ლიანდაგზე ეწყობა ტიპური გადასავლები. დროებით ლიანდაგზე გადასავლები, რომლებიც უნდა უზრუნველყოფდნენ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას უნდა აკმაყოფილებდნენ სტანდარტის მოთხოვნებს. 2. გადასავლების კლასიფიკაციასა და მათი დაცვის წესს განსაზღვრავს საწარმოს ადმინისტრაცია. დაუცველი გადასავალი ავტობლოკირებულ უბანზე აღჭურვილი უნდა იქნეს ავტომატური სიგნალიზაციით. 3. გადასავალზე განსაკუთრებით მძიმე და დიდი ტვირთების გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ გზის ოსტატის ნებართვითა და მეთვალყურეობით. 4. გადასავლის ავტომატური შლაგბაუმის ნორმალური მდგომარეობაა ღია, ხოლო ავტომატიზებულისა - დაკეტილი. ყველა დაცული შლაგბაუმი სიბნელეში, აგრეთვე ნისლის, თოვლისა და ქარბუქის დროს უნდა განათდეს და ჰქონდეს პირდაპირი სატელეფონო კავშირი უახლოესი სადგურის მორიგესთან ან დისპეტჩერთან. 5. გადასავლის ორივე მხარეს სამუხრუჭო გზის მანძილზე ლოკომოტივის მემანქანისათვის უნდა მოეწყოს მაფრთხილებელი ნიშნები. 6. ყველა სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია ელექტროგადაცემის, კავშირგაბმულობის ხაზებით, ნავთობსადენებით, წყალსადენებითა და სხვა მიწისზედა და მიწისქვეშა მოწყობილობით ლიანდაგის გადაკვეთასთან, დასაშვებია მხოლოდ პასუხისმგებელი პირის ნებართვით. ასეთ გადაკვეთებზე პროექტით გათვალისწინებული უნდა იქნეს სპეციალური მცველი მოწყობილობა, რომელიც უნდა შეთანხმდეს პასუხისმგებელ პირებთან. მუხლი 50. მოძრაობა ლიანდაგზე 1. კარიერის ლიანდაგზე მატარებლის მოძრაობის სიჩქარე განისაზღვრება გამოყენებული მოძრავი შემადგენლობის, ლიანდაგის ზედა წყობისა და პროფილის, აგრეთვე ადგილობრივი პირობების მიხედვით საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ. 2. გადასარბენებზე (სადგურთშორისი, პოსტთშორისი და ბლოკუბანი) დაშვებულია მხოლოდ ერთი მატარებლის ყოფნა. 3. ელექტრიფიცირებულ რკინიგზაზე აკრძალულია აწეულისრიანი ამწის გადაადგილება. 4. აკრძალულია რკინიგზის პლატფორმებზე შესაბამისი დამაგრების გარეშე სარელსე რგოლების გადატანა. 5. მატარებლის სვლა ვაგონებით წინ ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ წინა ვაგონი მატარებლის მოძრაობის მიმართულებით აღჭურვილია სამუხრუჭე ბაქნით, რომელზეც უნდა იმყოფებოდეს გამცილებელი. დასაშვებია მატარებლის სვლა ვაგონებით წინ გამცილებლის გარეშე, მაგრამ წინა ვაგონს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხმოვანი სიგნალი, ხოლო სიბნელეში - შუქსიგნალი. ამ შემთხვევაში გაჩერებებზე მატარებლის შემდგენლის მოვალეობა ეკისრება მემანქანის თანაშემწეს. 6. აკრძალულია ვაგონების გადაბმა და გადახსნა, პლატფორმასა და ლოკომოტივზე ახტომა ან ჩამოხტომა მოძრაობის დროს, აგრეთვე, ბუფერებსა და ავტოგადასაბმელებზე მგზავრობა. მუხლი 51. მოძრავი შემადგენლობა 1. მოძრავი შემადგენლობა უნდა იყოს წესივრულ მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს მის უწყვეტ მუშაობას და მოძრაობის უსაფრთხოებას. 2. ლოკომოტივს უნდა ჰქონდეს წესივრულად მოქმედი: ა) მუხრუჭების სისტემა - არანაკლებ ორისა (ხელის და პნევმატიკური ან ელექტრული); ბ) მოწყობილობა ბგერითი სიგნალების მისაცემად; გ) საქვიშარი; დ) სიჩქარის საზომი; ე) ხანძრის ჩაქრობის საშუალებები; ვ) განათების საშუალებები. 3. ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობა და დუმპკარები აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური მუხრუჭებით. 4. მოძრავი შემადგენლობის ავტომატური მუხრუჭები უნდა აკმაყოფილებდეს ცალკეული ელემენტების შემცველობის დადგენილ ნორმებს და უზრუნველყოფდეს სამუხრუჭო ძალას, რომელიც საგანგებო დამუხრუჭებისას სამუხრუჭო გზის მანძილზე შემადგენლობის გაჩერების გარანტიას იძლევა. 5. ტვირთიანი ავტომატური მუხრუჭები უნდა იძლეოდეს ცარიელი და დატვირთული შემადგენლობის დამუხრუჭების რეჟიმების გამოყენების საშუალებას. სატვირთო ვაგონების სამუხრუჭო ბაქნები საგანგებო დამუხრუჭებისათვის აღჭურვილი უნდა იყოს სამუხრუჭო ონკანებით. 6. ვაგონების შემადგენლობის ქანობზე დატოვებისას მუხრუჭები უნდა იყოს ჩაჭერილი, ხოლო თვლების ქვეშ უნდა დაიდოს სამუხრუჭო ბუნიკები. ჩახსნილი ვაგონები კარიერის ლიანდაგებზე საიმედოდ უნდა იყოს დამუხრუჭებული ქანობზე მათი თავისით გადაადგილებისაგან დასაცავად. 7. სატვირთო მატარებლის შემადგენლობაში ადამიანების გადასაყვანი ვაგონების ჩართვა აკრძალულია. კარიერზე ადამიანების გადაყვანის ორგანიზაცია ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ დამუშავებული ინსტრუქციით. თავი XVII საავტომობილო და სატრაქტორო ტრანსპორტი მუხლი 52. საავტომობილო გზის მოწყობა 1. საავტომობილო გზების გეგმა და პროფილი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს. 2. გზებისათვის მიწის ვაკისი უნდა გაკეთდეს მტკიცე გრუნტისაგან. დაუშვებელია ნაყარისათვის ტორფის, კორდებისა და მცენარეული ნარჩენების გამოყენება. შიგასაკარიერო გზების გრძივი ქანობი მიღებული უნდა იქნეს ტექნიკურეკონომიკური გაანგარიშების საფუძველზე მოძრაობის უსაფრთხოების გათვალისწინებით. 3. გზის სავალი ნაწილის სიგანე დადგენილი უნდა იქნეს პროექტით მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების გათვალისწინებით, ავტომობილებისა და ავტომატარებლების ზომებიდან გამომდინარე. 4. ტრანშეაში დროებითი შესასვლელი ისე უნდა მოეწყოს, რომ მის გასწვრივ ტრანსპორტის მოძრაობისას თავისუფალი გასასვლელის სიგანე იყოს სულ ცოტა 1,5 მ. 5. გზის გაჭიანურებული 0,06-ზე მეტი ქანობისას ყოველ 600 მ-ში მაინც უნდა მოეწყოს ჰორიზონტალური მოედნები 0,02 ქანობით და არანაკლებ 50 მ სიგრძით. 6. მრუდის რადიუსი გეგმაში მიღებული უნდა იქნეს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით. განსაკუთრებით შეზღუდულ პირობებში შიგასაკარიერო და სანაყარო გზებზე მრუდების რადიუსის სიდიდე გეგმაში დასაშვებია მიღებული იქნეს სატრანსპორტო საშუალების მობრუნების არანაკლებ ორი კონსტრუქციული რადიუსისა - ერთეულ ავტომობილზე გაანგარიშებისას და მობრუნების არანაკლებ სამი კონსტრუქციული რადიუსისა - ნახევარმისაბმელიან საწევარზე გაანგარიშებისას. 7. კარიერის კონტურის შიგნით გზის სავალი ნაწილი (გარდა სანგრევის გზებისა) უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს და გადაღობილი უნდა იყოს ჩამონგრევის პრიზმიდან მიწის ზვინულით ან დამცავი კედლით. გადაღობვის სიმაღლე მიღებული უნდა იქნეს გაანგარიშებით, მაგრამ არ უნდა იყოს ნაკლები საანგარიშო ავტომობილის თვლის სიმაღლის 1/3-ზე, ხოლო სიგანე - შემოღობვის სიმაღლის 1,5-ზე. 8. მონოლითური ქანის საფეხურზე, რომელსაც არა აქვს ჩამონგრევის პრიზმა, შემოღობვა იდგმება საფეხურის კიდიდან არანაკლებ 1 მ მანძილზე გადამღობი ზვინულის ძირამდე. 9. დატვირთვის ადგილები, ვირაჟები, კაპიტალური ტრანშეები და მცოცავი ჩასასვლელები, აგრეთვე შიგასაკარიერო გზები (მოძრაობის ინტენსიურობის მიხედვით) სიბნელეში უნდა განათდეს. 10. ზამთარში საავტომობილო გზები სისტემატურად უნდა გაიწმინდოს თოვლისა და ყინულისაგან, დაიყაროს ქვიშა, წიდა ან წვრილი ღორღი. 11. საავტომობილო გზები უნდა გაიწმინდოს და შემოწმდეს ინსტრუმენტებით პროექტთან მისი შესაბამისობა. მათი გაწმენდის, შემოწმების, შენახვის წესსა და ვადას განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელი. 12. კარიერზე საავტომობილო გზების მდგომარეობის კონტროლისათვის სამთო სამუშაოების გეგმაზე დატანილი უნდა იქნეს სატრანსპორტო კომუნიკაციების სქემა, რომელიც ყოველთვიურად უნდა შეივსოს. მუხლი 53. მოძრაობა საავტომობილო გზაზე 1. კარიერის გზებზე ავტომობილების, საავტომობილო და ტრაქტორის მატარებლების მოძრაობის სიჩქარესა და წესს განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელობა ადგილობრივი პირობების, გზების ხარისხისა და სატრანსპორტო საშუალებების მდგომარეობის გათვალისწინებით. 2. საავტომობილო და სატრაქტორო მატარებლებს უნდა ჰქონდეთ საიმედო გადასაბმელი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების მოძრაობას გაკვრის და გვერდზე გადახრის გარეშე. მისაბმელები და ნახევარმისაბმელები აღჭურვილი უნდა იყოს მუხრუჭებით და გაბარიტული შუქსიგნალებით _ “დადექ” და მოხვევის სიგნალებით. აკრძალულია ავტომობილების, ჩარხების, მოწყობილობისა და მასალების ბუქსირზიდვა მოქნილი გადასაბმელით. 3. კარიერის გზებზე მოძრაობა უნდა დარეგულირდეს საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული სტანდარტული ნიშნებით. 4. კარიერზე სხვა საწარმოსა და ორგანიზაციის ავტომობილების, ტრაქტორების, საწევრების, სატვირთავი და ამწევი მანქანების და სხვა სახის ტრანსპორტის ერთჯერადი შესვლა დასაშვებია მხოლოდ კარიერის ხელმძღვანელობის ნებართვით, მემანქანის ან მძღოლისათვის აუცილებელი ინსტრუქტაჟის ჩატარების და სპეციალურ ჟურნალში ჩაწერის შემდეგ. 5. კარიერზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ტექნიკაში ინსტრუქტირება ხორციელდება კარიერისა და ავტომეურნეობის ხელმძღვანელობის მიერ და მოძრაობის მარშრუტების პრაქტიკულად გაცნობის შემდეგ მძღოლებს მიეცემათ კარიერზე მუშაობის ნებართვა (მოწმობის სახით). 6. კარიერის საავტომობილო გზებზე ავტომანქანების მოძრაობა უნდა განხორციელდეს გასწრების გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში, კარიერზე სხვადასხვა ტექნიკური სიჩქარის ავტომობილების გამოყენებისას, დასაშვებია ავტომობილების გასწრება, თუ უზრუნველყოფილია მოძრაობის უსაფრთხო პირობები.) მუხლი 54. დატვირთვა–განტვირთვის ოპერაციები 1. ავტომობილების (ავტომატარებლების) ექსკავატორით დატვირთვისას უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები: ა) ავტომობილი (ავტომატარებელი), რომელიც ელოდება დატვირთვას, უნდა იმყოფებოდეს ექსკავატორის ჩამჩის მოქმედების რადიუსის გარეთ და უნდა დადგეს დატვირთვის ადგილზე მხოლოდ ექსკავატორის მემანქანის ნებართვის სიგნალის შემდეგ; ბ) ავტომობილი (ავტომატარებელი), რომელიც იტვირთება, უნდა იყოს დამუხრუჭებული; გ) ავტომობილის (ავტომატარებლის) ძარაში ჩატვირთვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ გვერდიდან ან უკანა მხრიდან. აკრძალულია ექსკავატორის ჩამჩის გადატარება ავტომობილის ან ტრაქტორის კაბინაზე; დ) დატვირთული ავტომობილი (ავტომატარებელი) უნდა გადაადგილდეს განტვირთვის პუნქტისკენ მხოლოდ ექსკავატორის მემანქანის ნებართვის სიგნალის შემდეგ; ე) ავტომობილი, რომელიც იტვირთება, უნდა იყოს მემანქანის მხედველობის არეში. 2. კარიერის თვითსაცლელი ავტომობილის კაბინა გადახურული უნდა იყოს სპეციალური დამცავი ქიმით, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლის უსაფრთხოებას დატვირთვისას. თუ კაბინას არ გააჩნია დამცავი ქიმი, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია დატვირთვისას გამოვიდეს კაბინიდან და იმყოფებოდეს ექსკავატორის ჩამჩის მოქმედების რადიუსის გარეთ. 3. დატვირთვა–განტვირთვის პუნქტებს უნდა ჰქონდეს ავტომობილების (ბულდოზერების, ტრაქტორების) და ავტომატარებლების სამანევრო ოპერაციებისათვის აუცილებელი ფრონტი – სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით. ავტომობილების (ავტომატარებლების) დატვირთვისა და განტვირთვის ბაქნები უნდა იყოს ჰორიზონტალური (დასაშვებია არა უმეტეს 0,01 ქანობი). 4. მანქანების უკუსვლით მოძრაობის შეზღუდვის მიზნით განტვირთვის ბაქნების მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს. 5. ცალმხრივი ან ზეგაბარიტული დატვირთვა, აგრეთვე ავტომობილის (ავტომატარებლის) დადგენილ ტვირთამწეობაზე მეტად დატვირთვა დაუშვებელია. მუხლი 55. ავტომობილის მუშაობა კარიერზე 1. კარიერზე საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციისას აუცილებელია საგზაო მოძრაობის წესებითა და საავტომობილო ტრანსპორტის საწარმოებისათვის უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნათა დაცვით ხელმძღვანელობა იმ ნაწილში, სადაც ისინი არ ეწინააღმდეგებიან რეგლამენტს. ავტომობილი უნდა იყოს ტექნიკურად წესივრული და უნდა ჰქონდეს უკან ხედვის სარკე, მოქმედი ხმოვანი და შუქური სიგნალიზაცია და განათება. 2. კარიერზე ავტომობილის მუშაობისას აკრძალულია: ა) ავტომობილის მოძრაობა აწეული ძარათი; ბ) დატვირთვის ადგილისაკენ 30 მ-ზე მეტ მანძილზე უკუსვლით გადაადგილება (ტრანშეას გაყვანის შემთხვევის გარდა); გ) გარეშე ადამიანების კაბინით გადაყვანა. ნებადართულია ტექნოლოგიურიავტომობილების კაბინებით ტექნიკური ზედამხედველი პირებისა და ცალკეული მომსახურე პერსონალის გადაადგილება, თუ მათ აქვთ წერილობითი ნებართვა და კაბინაში ადგილი; დ) ავტომობილის დატოვება დაღმართსა და აღმართზე. დაღმართსა და აღმართზე ტექნიკური უწესივრობის გამო ავტომობილის გაჩერებისას მძღოლმა უნდა მიიღოს ზომები, რომლებიც გამორიცხავენ ავტომობილის თვითნებურ მოძრაობას _ გამორთოს ძრავა, დაამუხრუჭოს მანქანა, თვლების ქვეშ დადოს საბჯენები (ბუნიკები); ე) ძრავის ამუშავება ავტომობილის დაღმართზე დაგორებით. 3. ყველა შემთხვევაში ავტომობილის უკუსვლით მოძრაობისას საჭიროა უწყვეტი ხმოვანი სიგნალის მიცემა, ხოლო 10 ტ და მეტი ტვირთამწეობის ავტომობილის უკუსვლით გადაადგილებისას ხმოვანი სიგნალი ავტომატურად უნდა ჩაირთოს. 4. კარიერზე ავტომობილით ადამიანების გადაყვანა დასაშვებია საწარმოში დამუშავებული და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული მარშრუტებით დროის, გადაადგილების სიჩქარის მითითებით და მხოლოდ ავტობუსებით და ადამიანების გადასაყვანად სპეციალურად აღჭურვილი ავტომობილებით. 5. ადამიანების ჩასხდომის ბაქნები უნდა იყოს ჰორიზონტალური. 6. აკრძალულია ჩასხდომის ბაქნების მოწყობა გზის სავალ ნაწილზე. თავი XVIII საკონვეიერო ტრანსპორტი მუხლი 56. საკონვეიერო დანადგარის მოწყობა 1. საკონვეიერო დანადგარს უნდა ჰქონდეს: ა) მოწყობილობა მთელ სიგრძეზე ნებისმიერი წერტილიდან კონვეიერის ავარიული გაჩერებისათვის; ბ) სიგნალიზაცია ამუშავების დაწყებისათვის; გ) მაბლოკირებელი მოწყობილობა, რომელიც კონვეიერის დაცვის ამოქმედების შემდეგ გამორიცხავს დისტანციური ამუშავების შესაძლებლობას; დ) მოწყობილობა, რომელიც ჩართული ამძრავისას ლენტის გაჩერების შემთხვევაში გამორთავს კონვეიერს; ე) მოაჯირით შემოღობილი გადასასვლელი ბოგები; ვ) დამცავი მოწყობილობა კონვეიერის ქვეშ გასასვლელ ადგილებში გადასაადგილებელი მასალის ვარდნილი ნაჭრებისაგან ადამიანების დასაცავად. 2. სიბნელეში ყველა სამუშაო ადგილი და გასასვლელი უნდა იყოს განათებული. 3. საკონვეიერო გალერეაში კონვეიერსა და კედელს, აგრეთვე ორ კონვეიერს შორის ადამიანებისათვის გასასვლელის ზომები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს. 4. ლენტური კონვეიერის ამძრავ, დამჭიმ, გადამხრელ და ბოლო სადგურებს უნდა ჰქონდეს შემოღობვა, რომელიც კონვეიერების მუშაობის დროს გამორიცხავს დოლებთან დაბნეული მასალის ხელით აწმენდას. კონვეიერის ამძრავ ძრავასთან შემოღობვა ისე უნდა იყოს ბლოკირებული, რომ გამოირიცხოს ძრავას ამუშავება მოხსნილი შემოღობვის შემთხვევაში. 5. კონვეიერზე უნდა დაიდგას ლენტის გამწმენდი მოწყობილობა, რომლის წესივრულობა ყოველ ცვლაში უნდა შეამოწმოს ცვლის ტექნიკურმა ზედამხედველმა პირმა. ჩახერგილ კონვეიერზე მუშაობა აკრძალულია. 6. სარემონტო სამუშაოები, ხელით შეზეთვა და კონვეიერის გაწმენდა უნდა შესრულდეს მხოლოდ გაჩერებულ კონვეიერსა და ბლოკირებულ ასამუშავებელ მოწყობილობაზე. 7. 80 ზე მეტი დახრით დაყენებული ლენტური კონვეიერი აღჭურვილი უნდა იყოს საიმედო ავტომატური სამუხრუჭო მოწყობილობით, რომელიც უნდა ამუშავდეს ძრავას გამორთვისას. მუხლი 57. საკონვეიერო დანადგარის მუშაობა 1. საკონვეიერო დანადგარის მუშაობისას აკრძალულია: ა) ადამიანების გადაყვანა ამ მიზნისათვის მოუწყობელი კონვეიერებით; ბ) ლენტით მოწყობილობის ტრანსპორტირება; გ) ამძრავ დოლზე კოლოფონის ან სხვა მასალების დაყრა ლენტის წაბუქსავების აღმოფხვრის მიზნით; დ) მოძრავი ლენტის ხელით მიმართვა. 2. ბუნკერებში ადამიანების ჩასვლა ნებადართულია მხოლოდ ჩამტვირთავი კონვეიერების გაჩერების შემდეგ და უნდა ხდებოდეს ბუნკერის კედელზე დამაგრებული კიბეებით. ბუნკერში ჩასვლა და იქ მუშაობა უნდა წარმოებდეს საწარმოს ხელმძღვანელობის ნებართვითა და ტექნიკური ზედამხედველი პირის მეთვალყურეობით. ჩამტვირთავი კონვეიერის ასამუშავებელი აპარატურის გამორთულ სახელურებზე უნდა გამოიკრას პლაკატები “არ ჩართოთ - მუშაობენ ადამიანები”. 3. ბუნკერში ჩამსვლელ ადამიანებს უნდა ჩაუტარდეთ ინსტრუქტაჟი და ჰქონდეთ ბუნკერის ზედა ნაწილში დამაგრებული მცველი სარტყლები და ბაგირები. 4. “საცობების” ლიკვიდაციისათვის ბუნკერი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური მოწყობილობით. ბუნკერის განათებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საშახტო შესრულების სანათები. 5. ადამიანების ისეთ ბუნკერში ჩასვლის წინ, რომელშიც სამთო მასა გამოყოფს აირად ნივთიერებებს, საჭიროა ჩატარდეს ჰაერის სინჯების ანალიზი. 6. კონვეიერის ლენტის მოძრაობის სიჩქარე ქანის ხელით გამორჩევისას არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მ/წმ-ს. ქანის გამორჩევის ადგილას ლენტი უნდა იყოს შემოღობილი. კარი V ელექტროდანადგარები თავი XIX ელექტროდანადგარების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის ზოგადი დებულებები მუხლი 58. ზოგადი მოთხოვნები ელექტროდანადგარების მიმართ 1. გადასატანი ელექტროდანადგარების კვებისათვის 35 კვ-ზე მეტი ძაბვის გამოყენება დაუშვებელია. 2. ელექტროდანადგარებს, რომელთა ძაბვა 35 კვ-ს არ აღემატება, უნდა ჰქონდეს იზოლირებული ნეიტრალი. 3. მცველების დნობადი სადგმელი დაკალიბრებული უნდა იყოს დამამზადებელი ქარხნის ან ელექტროტექნიკური ლაბორატორიის მიერ და დაღზე ნაჩვენები უნდა ჰქონდეს სადგმელის ნომინალური დენი. დაუკალიბრებელი დნობადი სადგმელის გამოყენება აკრძალულია. მისი შეცვლა დასაშვებია მოხსნილი ძაბვისას. სადგმელის შეცვლა ჭექაქუხილის დროს დაუშვებელია. 4. კარიერზე მომუშავეები უნდა ფლობდნენ ელექტროდენით დაშავებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ხერხებს. მუხლი 59. ტექნიკური დოკუმენტაცია 1. კარიერს უნდა ჰქონდეს: ა) სამთო სამუშაოების გეგმაზე დატანილი ელექტრომომარაგების სქემა, რომელზეც ნაჩვენებია ძალური და ელექტროწევის ქსელები, ელექტრო- დანადგარების (სატრანსფორმატორო ქვესადგურების, მანაწილებელი მოწყობილობის და სხვა) განლაგების ადგილები; ბ) პრინციპული ცალხაზა სქემა, რომელზეც ნაჩვენებია ძალური ქსელები, ელექტროდანადგარები (სატრანსფორმატორო ქვესადგურები, მანაწილებელი მოწყობილობა და სხვა), აგრეთვე დენის სახე, სადენებისა და კაბელების კვეთები, მათი სიგრძეები, დანადგარების მარკა, ძაბვა და სიმძლავრე, ჩამიწების, დამცავი და საკომუტაციო აპარატურის განლაგების ადგილები. 2. ცვლილებები სქემებზე დაიტანება არა უგვიანეს მომდევნო დღისა. მუხლი 60. ორგანიზაციულტექნიკური ღონისძიებები 1. ყოველ ასამუშავებელ აპარატზე უნდა იყოს მკაფიო წარწერა იმის ჩვენებით, თუ რომელი დანადგარის ჩასართავადაა იგი განკუთვნილი. 2. თუ ხაზზე ადამიანები მუშაობენ, გამორთული ამამუშავებლების სახელურებზე, ავტომატებსა და მაღალი ძაბვის მანაწილებელ მოწყობილობაზე გამოკიდებული უნდა იყოს პლაკატები “არ ჩართოთ - მუშაობენ ადამიანები”. სამუშაოს დამთავრების შემდეგ პლაკატების მოხსნისა და აპარატების ჩართვის უფლება აქვთ მხოლოდ ამ სამუშაოების მწარმოებელ ან ხელმძღვანელ პირებს. 3. ხაზსა და ელექტროდანადგარებზე მუშაობისას დაცული უნდა იყოს მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოთა უსაფრთხოებას. მუხლი 61. დამცავი საშუალებები ელექტროდანადგარებზე მუშაობისას 1. ელექტროდანადგარების მომსახურებისას გამოყენებული უნდა იქნეს აუცილებელი დამცავი საშუალებები (დიელექტრიკული ხელთათმანები, ბოტები, ხალიჩები, საიზოლაციო ქვესადგამები და სხვა). გამოყენების წინ დამცავი საშუალებები გულდასმით უნდა იქნეს დათვალიერებული. დაბალი ტემპერატურის დროს გამოყენებული უნდა იქნეს დათბუნებული დიელექტრიკული ხელთათმანები. დროებით დასაშვებია დიელექტრიკული ხელთათმანებით სარგებლობა თბილ (შალის ან სხვა) ხელთათმანებთან ერთად. 2. დამცავი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ელექტროდანადგარების მომსახურებისას, პერიოდულად, დადგენილ ვადებში უნდა გამოიცადოს ელექტრულად. 3. ელექტროდანადგარების შიშველი დენგამტარი ნაწილები, შიშველი სადენები და სალტეები, ჩამრაზებისა და მცველების კონტაქტები, ელექტრული მანქანებისა და აპარატების მომჭერები და სხვა ელემენტები, რომლებიც მისაწვდომია შემთხვევითი შეხებისათვის, საიმედოდ უნდა იყოს დაცული გადაღობვით. ელექტროქსელის უმოქმედო ნაწილები გამორთული უნდა იყოს მკვებავი ქსელიდან. 4. ელექტროდენით დაშავებისაგან ადამიანების დასაცავად 1000 ვ-მდე ძაბვის ელექტროდანადგარებზე გამოყენებული უნდა იქნეს აპარატები (გაჟონვის რელეები), რომლებიც ავტომატურად გამორთავენ ქსელს სახიფათო გაჟონვის დენის დროს. დაზიანებული ქსელის გამორთვის საერთო დრო 200 მწმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. 5. გაჟონვის რელეს ამოქმედების წესივრულობა უნდა შემოწმდეს ყოველი ცვლის დაწყების წინ. ავტომატთან ერთად გაჟონვის რელეს შემოწმება ამოქმედების დროზე აუცილებელია ექვს თვეში ერთხელ, აგრეთვე მისი გადაადგილებისას. 6. არ არის აუცილებელი გაჟონვისაგან დაცვის გამოყენება ქსელებისათვის, რომელთა ძაბვა 60 ვ-ს არ აღემატება. თავი XX სატრანსფორმატორო ქვესადგურები და მანაწილებელი მოწყობილობა მუხლი 62. ელექტროდანადგარების სათავსები 1. სტაციონარული ელექტროქვესადგურებისა და მანაწილებელი მოწყობილობის სათავსებში გამოკიდებული უნდა იყოს პირველადი და მეორეული კომუტაციის, საჰაერო და საკაბელო ქსელების სქემები, ინსტრუქციები მომსახურე პერსონალისათვის, მაფრთხილებელი ნიშნები, ელექტროდენით დაშავებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები. უნდა დაიდგას სტენდები მაფრთხილებელი პლაკატებით. 2. გადასატანი სატრანსფორმატორო ქვესადგურებისა და მანაწილებელი პუნქტების სათავსები შესრულებული უნდა იყოს უწვავი მასალისაგან. 3. გადასატანი ქვესადგურების, მანაწილებელი მოწყობილობისა და მიერთების პუნქტების ყველა კარს უნდა ჰქონდეს საიმედო ჩამკეტი მოწყობილობა, მექანიკური ბლოკირება ამომრთველებს, გამთიშებსა და კამერების კარებს შორის, რომლებიც გამორიცხავენ მცდარ ოპერაციებს გამთიშებთან და ამომრთველებთან და კარების გაღების შესაძლებლობას, თუ გამთიში ჩართულია, აგრეთვე გამთიშის ჩართვას, თუ კარი ღიაა. მუხლი 63. გადასატანი ელექტროდანადგარების მკვებავი ხაზები 1. ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებში 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის გამომავალი ფიდერები, რომლებითაც იკვებება საკარიერო გადასატანი ელექტროდანადგარები, აღჭურვილი უნდა იყოს აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფს ხაზების გამორთვას ერთი ფაზის მიწასთან შერთვისას. 2. მიწასთან ცალფაზა შერთვისაგან დაცვა უნდა იყოს ორსაფეხურიანი. დაცვის პირველი საფეხურის შემოწმება და საკონტროლო გამართვა უნდა მოხდეს ექვს თვეში ერთხელ მაინც, ხოლო მეორე საფეხურისა - წელიწადში ერთხელ მაინც. მუხლი 64. ელექტროდანადგარების მიერთება მკვებავ ხაზებთან 1. გადასატანი მანქანებისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურების მიერთება მკვებავ საკარიერო ხაზებთან უნდა წარმოებდეს ქარხნული შესრულების, სამთო სამუშაოებისათვის განკუთვნილი, სპეციალური გადასატანი მიერთების პუნქტების საშუალებით. 2. კაბელის უშუალო მიერთება საჰაერო ხაზთან მიერთების პუნქტის გარეშე აკრძალულია. 3. მიერთების პუნქტი და მომუშავე სამთო მანქანები უნდა იყოს ერთ ჰორიზონტზე (საფეხურზე) განლაგებული. ცალკეულ შემთხვევებში ჩასასვლელების მოწყობისას და გადამტვირთავ პუნქტებზე მუშაობისას დასაშვებია მიერთების პუნქტისა და მომუშავე ექსკავატორების განლაგება სხვადასხვა ჰორიზონტზე (საფეხურზე), თუ შექმნილი იქნება კაბელის დათვალიერების უსაფრთხო პირობები. 4. როცა გადასატანი სატრანსფორმატორო ქვესადგური იდგმება საჰაერო ხაზთან (კაბელის ჩაყენების გარეშე), მიერთების პუნქტის გამოყენება აუცილებელი არ არის. 5. მიერთების პუნქტის გადართვის სამუშაოები წარმოებს საწარმოში შედგენილი ინსტრუქციის შესაბამისად და განწესის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს მუშაობის უსაფრთხო პირობებს. თავი XXI ჩამიწება მუხლი 65. ელექტროდანადგარების ჩამიწების ზოგადი დებულებები 1. ჩამიწებას ექვემდებარება ელექტროდანადგარების ლითონური ნაწილები, რომლებიც ნორმალურ მდგომარეობაში ძაბვის ქვეშ არ არიან, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდნენ იზოლაციის დაზიანების შემთხვევაში: ა) ელექტრული ექსკავატორების, საბურღი დაზგების, ტუმბოების, კონვეიერების, ელექტრობურღებისა და სხვა მანქანების კორპუსები, ელექტრული მანქანების, ტრანსფორმატორების, ამომრთველების სადგარები და გარსაცმები, სხვა ელექტრომოწყობილობა და აპარატები; ბ) ელექტრული აპარატურის ამძრავები; გ) საზომი ტრანსფორმატორების მეორეული გრაგნილები; დ) მართვისა და მანაწილებელი ფარების კარკასები; ე) სტაციონარული და გადასატანი სატრანსფორმატორო ქვესადგურების, მანაწილებელი მოწყობილობისა და მიერთების პუნქტების ლითონური და რკინაბეტონის კონსტრუქციები და გარსაცმები; ვ) საკაბელო ქუროების ლითონური კორპუსები, კაბელებისა და სადენების ლითონური გარსაცმები, ელექტროგაყვანილობის ფოლადის მილები; ზ) ელექტროგადაცემის ხაზების ლითონური და რკინაბეტონის საყრდენები და კონსტრუქციები; თ) პროჟექტორებისა და განათების არმატურის კორპუსები; ი) ძაბვის ქვეშ მყოფი ნაწილების გადაღობვები, ლითონის გისოსური და მთლიანი შემოღობვები, ლითონის ფერმები, კოჭები, ბაქნები და სხვა ნაწილები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ ძაბვის ქვეშ. 2. ჩამიწებას არ ექვემდებარება: ა) საკიდი იზოლატორების არმატურა და საყრდენი იზოლატორების მანჭვლები; ბ) კრონშტეინები და განათების არმატურა, როცა ისინი იდგმება ელექტროგადაცემის ხაზების ხის საყრდენებსა და ღია ქვესადგურების ხის კონსტრუქციებზე, თუ ამას არ თხოულობს გადამეტძაბვებისაგან დაცვის პირობები; გ) მოწყობილობა, რომელიც დადგმულია ჩამიწებულ ლითონის კონსტრუქციებზე, ამასთან, საყრდენ ზედაპირებზე გათვალისწინებული უნდა იყოს გასუფთავებული და შეუღებავი ადგილები ელექტრული კონტაქტის უზრუნ ველსაყოფად; დ) ელექტროსაზომი ხელსაწყოების, რელეებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობის კორპუსები, რომლებიც დადგმულია ფარებზე, კარადებზე, აგრეთვე მანაწილებელი მოწყობილობის კამერების კედლებზე; ე) საკაბელო კონსტრუქციები, რომლებზეც გაყვანილია ნებისმიერი ძაბვისკაბელები, რომელთაც აქვთ ორივე ბოლოთი ჩამიწებული ლითონის გარსაცმები; ვ) ლიანდაგები ელექტროსადგურების, ქვესადგურებისა და მანაწილებელი მოწყობილობის ტერიტორიის გარეთ. 3. კარიერზე მომუშავე 1000 ვ-მდე და მეტი ძაბვის სტაციონარული და გადასატანი ელექტროდანადგარებისათვის ეწყობა საერთო ჩამიწება. მუხლი 66. ჩამიწების მოწყობა 1. სტაციონარული და გადასატანი მანქანებისა და მექანიზმების ჩამიწების საერთო ქსელი იქმნება ჩამიწების გამტარებისა (გვარლების) და მოქნილი კაბელების ჩამიწების ძარღვების ერთმანეთთან უწყვეტი ელექტრული შეერთების გზით. 2. კარიერის საერთო ჩამიწების მოწყობილობა შედგება ცენტრალური კონტურისა და ადგილობრივი ჩამიწების მოწყობილობისაგან. 3. დასაშვებია გადასატანი მიერთების პუნქტების, გადასატანი კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურების მუშაობა ადგილობრივი ჩამიწების მოწყობილობის გარეშე, თუ არსებობს დამატებითი ჩამამიწებელი (ცენტრალური ჩამამიწებლის ანალოგიური), რომელიც მიერთებულია ცენტრალური ჩამიწების მოწყობილობასთან ისე, რომ ჩამიწების მოწყობილობის ნებისმიერი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლისას ჩამიწების წინაღობა ჩამიწების ქსელის ნებისმიერ წერტილში 4 ომს არ აღემატება. 4. ჩამიწების გამტარის სიგრძე ერთ რომელიმე ცენტრალურ ჩამიწების მოწყობილობამდე 2 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. 5. ცენტრალური ჩამიწების მოწყობილობა სრულდება საერთო ჩამიწების კონტურის სახით ქვესადგურთან ან ცალკე ჩამიწების მოწყობილობის სახით კარიერზე. 6. ადგილობრივი ჩამიწების მოწყობილობა სრულდება ჩამამიწებლების სახით, რომლებიც ეწყობა გადასაადგილებელ მისაერთებელ პუნქტებთან, გადასატან კომპლექტურ სატრანსფორმატორო ქვესადგურებსა და სხვა დანადგარებთან. 7. ჩამიწება ქვანახშირის კარიერებზე ეწყობა ქვანახშირის შახტების, ჭრილებისა და მამდიდრებელი ფაბრიკების ელექტროდანადგარების დაპროექტების ინსტრუქციის შესაბამისად. 8. ჩამიწების გვარლი გაიყვანება საყრდენებზე ელექტროგადაცემის ხაზის სადენების ქვემოთ. ვერტიკალური მანძილი ელექტროგადაცემის ხაზის ქვედა სადენიდან ჩამიწების გვარლამდე არ უნდა იყოს 0,8 მ-ზე ნაკლები. 9. თუ ადგილობრივი ჩამიწება ეწყობა მიერთების პუნქტთან, დამატებითი ადგილობრივი ჩამამიწებლების მოწყობა გადასატანი მანქანისა, მოწყობილობისა და აპარატებისათვის, რომლებიც ამ მიერთების პუნქტიდან იკვებებიან, საჭირო არ არის. 10. ჩამიწების გამტარების მიერთება მანქანების, ელექტრომოწყობილობისა და აპარატების კორპუსებთან, აგრეთვე დამამიწებლებთან, ხდება შედუღებით ან საიმედო ჭანჭიკური შეერთებით. 11. ლითონის კონსტრუქციები (ხიდები, გზაგამტარები, შუქნიშნები, ჰიდროონკანები), რომლებიც განლაგებულია 5 მ-ზე ნაკლებ მანძილზე ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროწევის საკონტაქტო ქსელის ნაწილებიდან, საკონტაქტო ქსელის ლითონის საყრდენები, რკინაბეტონისა და ქვის ხელოვნურ ნაგებობებსა და რკინაბეტონის საყრდენებზე საკონტაქტო ქსელის იზოლატორების დამაგრების დეტალები, აგრეთვე სასექციო გამთიშების ამძრავები, ხის საყრდენებზე დადგმული კომპენსატორების არამუშა დასაანკერებელი შტოები და ტვირთები უნდა იყოს ჩამიწებული. ჩამიწება ხორციელდება ამ კონსტრუქციების მიერთებით წევის რელსებთან. ჩამიწების სადენები და რელსებთან და ჩასამიწებელ მოწყობილობასთან მათი მიერთების ადგილები უნდა იყოს მისაწვდომი კონტროლისათვის. მუხლი 67. ჩამიწების კონტროლი 1. კარიერზე თვეში ერთხელ მაინც უნდა განხორციელდეს ჩამიწების მთელი ქსელის გარე დათვალიერება, აგრეთვე ჩამიწების ქსელის საერთო წინაღობის გაზომვა. საერთო ჩამიწების მოწყობილობის წინაღობა არ უნდა იყოს 4 ომ-ზე მეტი. თუ მიწის კუთრი წინაღობა დიდია, ჩამიწება უნდა მოეწყოს უსაფრთხოების მოთხოვნათა სრული დაცვით. 2. ახლად დაყენებული ან გადაადგილებული ელექტრომოწყობილობის ჩართვის წინ უნდა გაიზომოს მისი ჩამიწების მოწყობილობის წინაღობა. გაზომვის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს სპეციალურ ჟურნალში. 3. საამფეთქებლო სამუშაოთა შესრულების შემდეგ აფეთქების ზონაში უნდა მოხდეს ჩამიწების ქსელის დათვალიერება. თავი XXII ელექტროგადაცემის ხაზები მუხლი. 68. ზოგადი მოთხოვნები ელექტროგადაცემის ხაზების მიმართ 1. მუხტების აფეთქების დროს ელექტროგადაცემის საკაბელო და საჰაერო ხაზები სახიფათო ზონის ფარგლებში გამორთული უნდა იყოს. აფეთქების შემდეგ, ჩართვის წინ აუცილებელია ამ ხაზების დათვალიერება და დათვალიერების შედეგების შეტანა სპეციალურ ჟურნალში. 2. კაბელის რემონტი დასაშვებია მისი მკვებავი პუნქტიდან გამორთვისა და ნარჩენი ელექტრული მუხტებისაგან განმუხტვის შემდეგ. 3. ლიანდაგების ან საავტომობილო გზების გადაკვეთის ადგილებში კაბელი დაცული უნდა იყოს დაზიანებისაგან მისი მილში, ხოკერში, ღარში ან სხვა საკაბელო ნაგებობაში გაყვანის გზით. საფარის ზომები 2 მ-ით მაინც უნდა აღემატებოდეს ლიანდაგის ან გზის სიგანეს ორივე მხრიდან. 4. აკრძალულია სამუშაოების წარმოება ელექტროგადაცემის ხაზებზე ჭექაქუხილის დროს. 5. დაუშვებელია ერთზე მეტი მიერთების (გამოყვანის) შესრულება ამამუშავებლის, ტრანსფორმატორისა და სხვა მოწყობილობის მომჭერებზე, თუ ეს არ არის გათვალისწინებული მომჭერების ან მისაერთებელი არმატურის კონსტრუქციით. მუხლი 69. საჰაერო და საკაბელო ხაზები 1. გადასატანი (დროებითი) საჰაერო ხაზების მოწყობა და ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს სტანდარტის და დამტკიცებული ტიპური ინსტრუქციის შესაბამისად. 2. მოქნილი კაბელების შეერთება წარმოებს ვულკანიზაციის გზით. თუ ვულკანიზაცია თხოულობს კაბელის ძარღვის იზოლაციის აღდგენას, ვულკანიზაციის შემდეგ საჭიროა კაბელის გამოცდა დიელექტრიკულ სიმტკიცეზე. გამოსაცდელად გამოყენებული მუდმივი დენის ძაბვის სიდიდე 2 ჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს ნომინალურ ძაბვას და გამოცდის ხანგრძლივობა 5 წთ უნდა იყოს. თუ საკაბელო ხაზის სიგრძე 100 მ-ზე მეტია, დასაშვებია მოქნილი კაბელის ნაჭრების შეერთება სპეციალური ქუროების საშუალებით. 3. გადასატანი მანქანების მკვებავი მოქნილი კაბელი ისე უნდა იყოს გაყვანილი, რომ გამოირიცხოს მისი დაზიანების, მიყინვის, ქანით ჩახერგვის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების გადავლის შესაძლებლობა. გაწყლოვანებულ ბაქანზე კაბელი გაიყვანება საყრდენებზე. ცვლის დასაწყისში და მუშაობის განმავლობაში უნდა წარმოებდეს მოქნილი კაბელის დათვალიერება ამ დანადგარის მომსახურე პერსონალის მიერ. დასაშვებია ძაბვის ქვეშ მყოფი მოქნილი კაბელის შენახვა სპეციალურ დოლზე (მოწყობილობაზე), თუ ეს გათვალისწინებულია მანქანის კონსტრუქციით. 4. ექსკავატორის კაბელის მიტანისას, თუ კაბელი ძაბვის ქვეშაა, მომსახურე პერსონალი ვალდებულია ისარგებლოს დიელექტრიკული ხელთათმანებით ან იზოლირებულსახელურიანი სპეციალური მოწყობილობით. 5. 1000 ვ-მდე ძაბვის მოქნილი კაბელების შეერთება, თუ მუშაობის პროცესში საჭიროა მათი ხშირი გათიშვა, სრულდება სპეციალური საშტეფსელო ქუროებით. როზეტი მონტაჟდება კვების წყაროს მხარეზე. თავი XXIII ელექტრული წევა მუხლი 70. საკონტაქტო ქსელისა და ლიანდაგების მოწყობა 1. საკონტაქტო ქსელისა დალიანდაგების მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს. მუხლი 71. მუშაობა საკონტაქტო ქსელზე 1. ძაბვის ქვეშ მყოფ საკონტაქტო ქსელზე სამუშაოდ დაიშვებიან პირები, რომელთაც აქვთ ამის უფლება. მუშაობა წარმოებს მხოლოდ ავტოდრეზინაზე ან სპეციალურ პლატფორმაზე დამონტაჟებული კოშკურიდან ან იზოლირებულბაქნიანი გადასატანი კიბიდან. 2. სამუშაოები ძაბვის ქვეშ მყოფ საკონტაქტო ქსელზე სრულდება განწესით. დაუშვებელია სამუშაოების წარმოება წვიმის, ნისლის, სველი თოვლის ან ჭექაქუხილის დროს. 3. საკონტაქტო ქსელზე მომუშავე ჯგუფში უნდა იყოს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისათვის. ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს IV ან V ჯგუფი ელექტროუსაფრთხოებაში. 4. მუშაობა საკონტაქტო ქსელზე წარმოებს მეორე პირის თანდასწრებით, რომელიც იმყოფება სამუშაო ადგილთან უშუალო სიახლოვეს. მუხლი 72. ელექტრული წევის მოწყობილობის დათვალიერება და რემონტი 1. ელმავალი აღჭურვილი უნდა იყოს ბლოკირებებით, რომლებიც გამორიცხავენ ელმავლის მაღალი ძაბვის კამერაში შესვლას და სახურავზე ასვლას, თუ პანტოგრაფი არ არის გათიშული. 2. ელმავლის სახურავზე განლაგებული მოწყობილობის დათვალიერება და რემონტი წარმოებს დეპოში ან სპეციალურად გამოყოფილ ლიანდაგზე (ლიანდაგის უბანზე). ამ დროს საკონტაქტო ქსელიდან ძაბვა აუცილებლად უნდა იყოს მოხსნილი და ქსელი - ჩამიწებული. 3. ელმავალზე დამხმარე მანქანების, წევის ძრავებისა და აპარატურის დათვალიერება და რემონტი დეპოს გარეთ წარმოებს შემდეგი პირობების დაცვით: ა)ელმავალი გაჩერებულია და დამუხრუჭებული ხელის მუხრუჭით; ბ) დამხმარე მანქანები და აპარატურა გამორთულია; გ) დენასართმევები დაშვებულია და ჩამიწებული; დ) დამხმარე მანქანებისა და დენასართმევების ელექტროფარები ბლოკირებულია და ამომრთველი გამორთული; ე) მთავარი გამთიში და დამხმარე წრედების გამთიშები გამორთულია (ეს ოპერაციები სრულდება დამხმარე მანქანების სრული გაჩერების შემდეგ გამთიში შტანგით); ვ) მართვის ფარების გასაღებები და რევერსიული მექანიზმის სახელური გადაცემული აქვს სამუშაოთა მწარმოებელს; ზ) ელმავლის მემანქანე უნდა დარწმუნდეს, რომ დენასართმევები დაშვებულია (მაშინაც კი, როცა ვოლტმეტრის ჩვენება ნულია). თავი XXIV განათება, კავშირი და სიგნალიზაცია მუხლი 73. ძაბვა განათების მოწყობილობისათვის 1. განათების ქსელისათვის კარიერზე, აგრეთვე სტაციონარული განათების წერტილებისათვის გადასატან მანქანებზე, მექანიზმებსა და აგრეგატებზე გამოიყენება იზოლირებულნეიტრალიანი ელექტრული სისტემა. ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს 220 ვ-ს. გამონაკლისი დასაშვებია განათების სპეციალური სახეების გამოყენებისას. 2. ხელის გადასატანი ნათურებისათვის გამოყენებული ცვლადი დენის ხაზური ძაბვა 36 ვ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო მუდმივი დენისა - 50 ვ-ს. თბომავლებით წევის დროს დასაშვებია ამ მიზნით მუდმივი დენის გამოყენება 75 ვ-მდე ძაბვით. 3. სანაყაროებისა და საავტომობილო გზების გასანათებლად კარიერის გარეთ ცალკეული სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან კვების შემთხვევაში დასაშვებია 380/220 ვ ძაბვის გამოყენება ჩამიწებულ ნეიტრალიან ქსელში. მუხლი 74. განათების ნორმები 1. ყველა სამუშაო ადგილი საწარმოში უნდა იყოს განათებული სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების დროს დაცული უნდა იყოს სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების ელექტრული განათების ნორმები. მუხლი 75. განათების ქსელის მოწყობა და ექსპლუატაცია 1. მუდმივი დენის საკონტაქტო ქსელის სტაციონარულ და გადასატან საყრდენებზე, როცა ძაბვა 1650 ვ-ს არ აღემატება, დასაშვებია ელექტრული განათების სადენებისა და სანათების დაკიდება საკონტაქტო სადენის ზევით საყრდენის საწინააღმდეგო მხარეს. 2. ვერტიკალური მანძილი საკონტაქტო სადენიდან განათების სადენებამდე არ უნდა იყოს 1,5 მ-ზე ნაკლები. განათების ქსელის იზოლატორები შეირჩევა უდიდეს ძაბვაზე 1650 ვ).მანძილი საკონტაქტო სადენიდან საყრდენამდე გვერდითი დაკიდებისას არ უნდა იყოს 1 მ-ზე ნაკლები. 3. ხის საყრდენებზე განათების სადენების ქვემოთ განლაგებული ნათურებისა და სანათების შეცვლა დასაშვებია, როცა ძაბვა საკონტაქტო ხაზიდან მოხსნილია. 4. განათების ქსელის რემონტი (კაკვების, მანჭვლებისა და იზოლატორების შეცვლა, სადენების კვლავდაჭიმვა და სხვა) დასაშვებია მაშინ, როდესაც ძაბვა მოხსნილია როგორც საკონტაქტო, ისე განათების ქსელიდან. მუხლი 76. კავშირი და სიგნალიზაცია 1. კარიერი აღჭურვილი უნდა იყოს ტექნიკური საშუალებების კომპლექსით, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიური პროცესების კონტროლსა და მართვას და სამუშაოთა უსაფრთხოებას. 2. კავშირისა და სიგნალიზაციის მოწყობილობის კვება (გარდა სპეციალური სატრანსპორტო მოწყობილობისა) ხორციელდება განათების ქსელიდან, რომლის ძაბვა 220 ვ-ს არ აღემატება, აკუმულატორული ბატარეიდან ან გამმართველი მოწყობილობიდან. 3. სასიგნალო მოწყობილობისათვის (გარდა სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სისტემისა), როცა ძაბვა 24 ვ-ს არ აღემატება, დასაშვებია ხაზის შესრულება შიშველი სადენებით. 4. საკონტაქტო სადენისა და კავშირის ხაზის ერთად დაკიდება საყრდენებზე დაუშვებელია. 5. კარიერის ქვესადგურს მისი დანიშნულების შესაბამისად უნდა ჰქონდეს სატელეფონო კავშირი ენერგოდისპეტჩერთან ან კარიერის კომუტატორთან. 6. კარიერის სატელეფონო ხაზი ორსადენიანი მაინც უნდა იყოს. 7. კავშირგაბმულობის მოწყობილობა დაცული უნდა იყოს მაღალი ძაბვის საკონტაქტო ქსელის, მეხის განმუხტვისა და მოხეტიალე დენების ხელშემშლელი და სახიფათო გავლენისაგან. კარი VI მტვერი და მავნე აირები, პირველადი სამედიცინო დახმარება თავი XXV მტვერთან და მავნე აირებთან ბრძოლა მუხლი 77. კარიერის ატმოსფეროს შედგენილობის კონტროლი 1. კარიერზე, სადაც არსებობს შხამიანი აირების გამოყოფის წყაროები (ავტომობილების მუშაობა, ხანძრის უბნები, დრენაჟის წყლები, საამფეთქებლო სამუშაოები და სხვა), სამუშაო ადგილებზე კვარტალში ერთხელ მაინც და სამუშაოთა ტექნოლოგიის ყოველი შეცვლის შემდეგ აღებული უნდა იქნეს ჰაერის სინჯები მასში მავნე აირების შემცველობის ანალიზისათვის. 2. ჰაერის სინჯების ანალიზი უნდა ჩატარდეს სამთომადნო და არამადნეულ მრეწველობის საწარმოებში ჰაერში მტვრის შემცველობის კონტროლის ინსტრუქციისა და ნახშირის კარიერების შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით. 3. მომსახურე და ტექნიკური პერსონალი მასიური აფეთქებების ჩატარების შემდეგ ატმოსფეროში შხამიანი აირების შემოწმებისა და შემცველობის სანიტარიულ ნორმებამდე შემცირების შემდეგ. მუხლი 78. მტვერთან და მავნე აირებთან ბრძოლის ხერხები და ღონისძიებები 1. კარიერის ცუდად განიავებად და ყრუ ზონებში ბუნებრივი ჰაერმიმოცვლის ინტენსიფიკაციისათვის უნდა მოეწყოს ხელოვნური ვენტილაცია ვენტილატორების ან სხვა საშუალებების დახმარებით. 2. კარიერზე, სადაც გამოიყოფა მავნე მინარევები, უშუალოდ მათი გამოყოფის ადგილებზე გამოყენებული უნდა იქნეს მტვრის, შხამიანი აირებისა და აგრესიული წყლების ჩახშობის ან დაჭერის საშუალებები. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებული საშუალებები ვერ უზრუნველყოფენ კარიერზე ჰაერის მტვრიანობის შემცირებას, ექსკავატორებისა და საბურღი დაზგების კაბინებს უნდა გაუკეთდეს იზოლაცია და მიეწოდოს გაწმენდილი ჰაერი. 4. ზოგიერთ ძნელ მტვერაირრეჟიმიან კარიერზე უნდა ჩამოყალიბდეს მტვერსავენტილაციო სამსახური. 5. წელიწადის თბილ დროს სამთო მასის ექსკავაციისას მტვერწარმოქმნის შესამცირებლად უნდა წარმოებდეს აფეთქებული სამთო მასის სისტემატური მორწყვა წყლით. 6. ჰაერის დადებითი ტემპერატურის შემთხვევაში საავტომობილო გზებზე მტვერწარმოქმნის შესამცირებლად უნდა მოხდეს გზებზე წყლის გადავლება, აუცილებლობის შემთხვევაში - შემკვრელი (მჭიდა) დანამატების გამოყენებით. 7. ქვასაჭრელი მანქანების, საბურღი დაზგების, პერფორატორებისა და ელექტრობურღების მუშაობა მტვერსაჭერი ან მტვერსახშობი ეფექტიანი საშუალებების გარეშე, აკრძალულია. 8. მოქმედი საბურღი დაზგების მტვერსაჭერი და მტვერჩამხშობი ეფექტიანი საშუალებებით აღჭურვის ვადებს ადგენს საწარმოს ხელმძღვანელობა. 9. სამსხვრევ-სახარისხებელ დანადგარებზე, აგრეთვე კონვეირიდან კონვეირზე სამთო მასის გადატვირთვის უბნებზე მტვრის წარმოქმნის ადგილები იზოლირებული უნდა იქნეს გარემოს ატმოსფეროდან გარსაცმისა და შესაფარების დახმარებით. მათგან დამტვრიანებული ჰაერი უნდა გაიწოვოს და შემდგომ გაიწმინდოს. 10. ზაფხულში კონვეიერებზე ხელით ქანის გამორჩევისას გამოყენებული უნდა იქნეს წყლით მორწყვა ან მტვერჩამხშობის სხვა საშუალებები. 11. ატმოსფეროს მტვრიანობისა და დაგაზიანების გარე წყაროების არსებობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ღონისძიებები, რომლებიც ამცირებენ მტვრისა და აირების მათგან კარიერზე შეღწევას. 12. გაშიშვლებული ან დაქუცმაცებული ქანებიდან მტვრის ინტენსიური შებერვით მოცილებისას კარიერის ასეთი უბნების ზედაპირები უნდა დაიფაროს შემკვრელი ხსნარებით. ამ მიზნით ნამუშევარ საფეხურებსა და ფხვიერი დანალექებით წარმოქმნილ ნაყარებზე შეიძლება დაირგოს ბალახი და ხეები. 13. კლარიერზე შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები, ბულდოზერების, ტრაქტორებისა და სხვა მანქანების ექსპლუატაცია ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება სამარჯვები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია გამონაბოლქვი აირების შხამიანი მინარევების გაუვნებლება. 14. ნახშირის, გოგირდისა და სხვა საწვავი წიაღისეულის კარიერებზე ატმოსფეროს აირებით გაჭუჭყიანების შემთხვევის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სისტემატურად განხორციელდეს პროფილაქტიკური ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ხოლო ხანძრის გაჩენის შემთხვევაში - მიღებულ იქნეს სასწრაფო ზომები მისი ლიკვიდაციისათვის. 15. კარიერზე ჩამდინარე წყლებიდან შხამიანი აირების გამოყოფისას გათვალისწინებული უნდა იყოს ღონისძიებები, რომლებიც ამცირებენ ან მთლიანად აღმოფხვრიან კარიერის საფეხურების ფერდობის გავლით წყლის ფილტრაციას. 16. საწარმოო ჩამდინარე წყლების ამოსატუმბი სატუმბი სადგურის სათვალიერებელი ჭები და ჭაბურღილები საიმედოდ უნდა იყოს დაკეტილი. 17. სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ჭებში მომსახურე პერსონალის ჩაშვება ნებადართულია წყლის გამოშვების, საგულდაგულო განიავებისა და მავნე აირების შემცველობის წინასწარი გაზომვის შემდეგ სამუშაოს ხელმძღვანელის თანდასწრებით. 18. ჭებსა და ჭაბურღილებში მავნე აირების აღმოჩენისას ან ჟანგბადის არასაკმარისობის შემთხვევაში ყველა სამუშაო ამ ჭებსა და ჭაბურღილებში უნდა შესრულდეს მაიზოლირებელი რესპირატორების ან თვითმაშველების გამოყენებით. თავი XXVI სამედიცინო დახმარება მუხლი 79. პირველადი სამედიცინო დახმარების ორგანიზაცია 1. კარიერზე ან ახლო განლაგებული კარიერების ჯგუფისათვის უნდა მოეწყოს პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი. 2. საწარმოში, სადაც მუშათა რაოდენობა 300-ზე ნაკლებია, მომსახურე პერსონალს სამედიცინო მომსახურება შესაძლებელია გაეწიოს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. თავი XXVII არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები მუხლი 80. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა 1. რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-9, მე-12, მე-13, მე-14, მე-18, 21-ე და 24-ე პუნქტებში, მე-10 მუხლში, მე-12 მუხლში, მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-14 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-19 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-20 მუხლში, 22-ე მუხლის პირველ, მე-4, მე-11 და მე-16 პუნქტებში, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 31-ე მუხლის მე-8 პუნქტში, 32-ე მუხლის პირველ, მე-4 და მე-5 პუნქტებში, 33-ე მუხლის პირველ და მე-7 პუნქტებში, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 38-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 39-ე მუხლის პირველ პუნქტში, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, 44-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებში, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 55-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას. 2. რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში, მე-9 მუხლის მე-16 პუნქტში, მე-11 მუხლში, მე-13 მუხლის პირველ პუნქტში, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში, 28-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-9 და მე-10 პუნქტებში, 29-ე მუხლის პირველ პუნქტში, 30-ე მუხლის მე-5 პუნქტში, 34-ე მუხლის პირველ და მე-7 პუნქტებში, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში და მე-3 პუნქტში, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 52-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებში, 58-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 63-ე მუხლის პირველ პუნქტში, 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში და მე-3 პუნქტში, 66-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 67-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას. მუხლი 81. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა 1. რეგლამენტის მე-9 მუხლის 25-ე პუნქტში, მე-15 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტში, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 22-ე მუხლის მე-15 პუნქტში, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას. 2. რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-20 პუნქტში, მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას. მუხლი 82. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა რეგლამენტის მე-80 და 81-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას. |
დოკუმენტის კომენტარები