ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 437
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017616
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
437
31/12/2013
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017616
ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/01/2014 - 01/12/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №437

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  103-ე მუხლის პირველი, მე-5 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად,  დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესი“.
მუხლი 2
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 104 მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის N2-155 ბრძანება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.  

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესი 


მუხლი 1. ზოგადი დებულება

პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესი განსაზღვრავს პესტიციდების საცალო ვაჭრობისათვისა და მოხმარებლისათვის მოსახერხებელი დაფასოების მიზნით დამამზადებლის ვალდებულებებსა და მოთხოვნებს.

 

მუხლი 2. მოთხოვნები შენობებისადმი

1. შენობები აღჭურვილი უნდა იყოს შემწოვგამწოვი ვენტილაციით, წყლით და კანალიზაციით.

2. უნდა გააჩნდეს სათავსოები ხანძარ და ფეთქებად საშიში ნივთიერებების შენახვისა და გადამუშავებისათვის.

3. სამუშაო ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს ამწოვი საშუალებებით (ასპირაციის სისტემა).

4. საწარმოო ნარჩენებისათვის (როგორც მყარი ასევე თხევადისათვის), დაბინძურებული ანარეცხი წყლებისათვის, დაქცეული და დაფანტული ქიმიკატების შეგროვებისა და გაუნებელყოფისათვის გამოყოფილ უნდა იქნეს სპეციალური ადგილი.

5. ადგილი, სადაც წარმოებს სამუშაოები ღია ალთან (მინის ამპულების მირჩილვა) ან გამახურებელ ხელსაწყოებით (პოლიმერის პაკეტებზე ნაწიბურების მირჩილვა) იზოლირებული უნდა იყოს შენობის იმ ნაწილიდან, სადაც ხდება პრეპარატების მომზადება დასაფასოებლად.

6. შენობას უნდა გააჩნდეს ძირითადი, ასევე საავარიო გასასვლელი.

7. შენობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი კავშირგაბმულობის საშუალებებით, განათებით, სიგნალიზაციით, საწარმოო პროცესის უსაფრთხოების კონტროლის სისტემით (გაზანალიზატორებით, დეტექტორ-გადამწოდებით და შეტყობინების საშუალებებით), სახანძრო ჰიდრანტებითა და რეზერვუარებით, ხანძრის ქრობისა და ხანძრის აღმომჩენი ავტომატური სისტემებით.

8. პერსონალისათვის უნდა იყოს შექმნილი პირადი ჰიგიენის სათანადო პირობები.

9. შენობაში ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული საევაკუაციო სქემები, ასევე ინსტრუქციები და პლაკატები, ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობისას უსაფრთხოების ღონისძიებებისა და მოწამვლის შემთხვევაში პირველი დახმარების შესახებ. უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქით და გამაუვნებელი ხსნარებით.

10. შენობის იატაკი, სადაც ხდება პესტიციდების წვრილი დაფასოება, უნდა იყოს გლუვი, წყალგაუმტარი (მობეტონებული ან მოპირკეთებული), ტრაპებისადმი შესაბამისი დახრილობით.

11. კედლები ან ტიხრები უნდა იყოს გლუვი, მოპირკეთებული არაადსორბირებადი, არატოქსიკური, გაუმტარი მასალით ან ზეთოვანი საღებავით შეღებილი, სველი და სუფთა წესით დასალაგებლად.

 

მუხლი 3. ტექნიკური უზრუნველყოფის მოთხოვნები

1. დანადგარები და ელექტროგაყვანილობა უნდა იყოს შესრულებული სათანადო საიზოლაციო მასალებიდან.

2. სავენტილაციო სისტემას უნდა გააჩნდეს სპეციალური ფილტრები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ გარემოს დაცვა შესაძლო დაბინძურებისაგან.

3. უნდა არსებობდეს ხელსაწყოები და მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დაქცეული და დაფანტული ქიმიკატების შეგროვება, შესაძლო დაბინძურების ადგილების დასუფთავება და გარემოში გამოთავისუფლებული ნივთიერების განეიტრალება.

 

მუხლი 4. მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვა

1. მცენარეთა დაცვის საშუალებები უნდა ინახებოდეს იმ წესით, რომელიც უზრუნველყოფს ნივთიერების სამომხმარებლო თვისებების შენარჩუნებასა და გამორიცხავს ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

2. მცენარეთა დაცვის საშუალებები, შენახვისას მიუწვდომელი უნდა იყოს უცხო პირებისათვის.

3. მცენარეთა დაცვის საშუალებები უნდა იყოს შენახული დაუზიანებელ ტარაში, რომელიც მარკირებული უნდა იყოს „პესტიციდების მარკირების წესის“ მიხედვით.

4. მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ოპტიმალურ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს და გამორიცხავს ხანძრის გაჩენის საშიშროებას.

 

მუხლი 5. მოთხოვნები პერსონალისათვის

1. პერსონალს, რომელთაც უხდებათ საქმიანობა მცენარეთა დაცვის საშუალებებთან უნდა ჰქონდეთ სპეციალური ცოდნა ქიმიური, ტექნიკური უსაფრთხოების და სანიტარიულ-ჰიგიენურ საკითხებში.

2. მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური სამუშაო ტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.