„საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“

„საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 412
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017628
412
31/12/2013
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017628
„საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №412

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის)  უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის)  უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ


 თავი I. რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება

 

 მუხლი 1. რეგულირების სფერო

 

 1. ტექნიკური რეგლამენტი საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (შემდეგში - რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომელებიც ექსპლუატაციას უწევენ საბაგირო მოწყობილობებს.

 2. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება საბაგირო მოწყობილობაზე, რომელსაც გააჩნია შემდეგი მახასიათებლები და პარამეტრები:

ა) საბაგირო გზაზე, რომელიც მოიცავს რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარ ერთიან სტაციონარულად დამონტაჟებულ სისტემას და განკუთვნილია ადამიანების გადასაყვანად მოძრავი შემადგენლობით ან საბუქსირე მოწყობილობებით, სადაც დაკიდება და/ან გაწევა უზრუნველყოფილია სამოძრაო მარშრუტის გასწვრივ განლაგებული ბაგირების მეშვეობით, როგორიცაა:

 ა.ბ) კიდული ბაგირგზა, სადაც სატრანსპორტო საშუალება დაკიდებულია და/ან გადაადგილდება ერთი ან მეტი გამწევი ბაგირით;

 ა.გ) სათრეველა საწეველები, როდესაც მომხმარებელი შესაბამისი აღჭურვილობით (თხილამურები, ციგა) გადაადგილდება ბაგირზე მიმაგრებული გასათრევი აღჭურვილობით.

 ბ) ფუნიკულიორზე, რომელიც განკუთვნილია ადამიანების გადასაყვანად, გააჩნიათ დახრილი სარელსო გზებზე მოძრავი, თვლებზე ან მზიდ მექანიზმებზე მდგარი სატრანსპორტო საშუალებები, სადაც გაწევა უზრუნველყოფილია ერთი ან მეტი ბაგირით ვაგონისაგან განცალკევებულად დამონტაჟებული ამძრავი მექანიზმის მეშვეობით.

 3. რეგლამენტი არ ვრცელდება:

ა) სოფლის მეურნეობის მიზნით გამოყენებულ საბაგირო გზებზე და ფუნიკულიორებზე;

ბ) საგამოფენო და/ან გასართობ პარკებში გამოყენებულ სტაციონარულ ან მოძრავ საბაგირო გზებზე, რომლებიც განკუთვნილია დასვენების მიზნისათვის და არა მგზავრთა გადასაყვანად;

გ) სამთო მომპოვებელ და სამრეწველო დანიშნულების საბაგირო გზებზე და ფუნიკულიორებზე;

დ) ბაგირ-მართვად ბორანებზე.

ე) ბაგირის საშუალებით გადაადგილებად ტრამვაებზე;

ვ) კბილანური სარკინიგზო გზებზე;

ზ) ჯაჭვით-ამძრავიან მოწყობილობებზე.

 

 მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნი­შვ­ნელობა:

 1. საბაგირო მოწყობილობის სატრანსპორტო საშუალება - კიდული ბაგირგზის ვაგონი, კაბინა, სავარძელი და სათრეველა საწეველას სათრეველი აღჭურვილობა, ასევე ფუნიკულიორის ვაგონი, რომლებიც განკუთვნილია მგზავრთა ტრასპორტირებისათვის.

 2. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია – საბაგირო მოწყობილობის სასიცოცხლო ციკლის ნაწილი, რომლის განმავლობაში ხდება მისი გამოყენება და მომსახურეობა დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული დანიშნულებით.

 3. საბაგირო მოწყობილობის მომსახურება – ექსპლუატაციის პროცესში პერიოდული დათვალიერების, შეპოხვის, გაწმენდის, რეგულირების და შეკეთების სამუშაოების ჩატარება. აგრეთვე კონტროლი მის მუშაობაზე და დანიშნულების მიხედვით გამოყენებაზე.

 4. საბაგირო მოწყობილობის რეკონსტრუქცია – საბაგირო მოწყობილობის არსებითი ცვლილება, რომელიც იწვევს ტექნიკური მახასიათებლებისა და პარამეტრების შეცვლას და არ არის გათვალისწინებული დამამზადებლის მიერ.

 5. საბაგირო მოწყობილობის მოდერნიზაცია – კვანძების, დეტალების განახლება, რომლის შედეგად ხდება საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური დონის ხარისხობრივად გაუმჯობესება, რომლის დროსაც უცვლელი რჩება ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები: ტვირთამწეობა, სიჩქარე, კინემატიკური სქემები და სხვა.

 6. საბაგირო მოწყობილობის დამამზადებელი – პირი/პირები, რომელიც ახორციელებს საბაგირო მოწყობილობის დაპროექტებას, წარმოებას, დამონტაჟებას და ბაზარზე განთავ­სებას, ახორციელებს ნიშანდებას და ადგენს შესაბამისობის დეკ­ლარაციას.

 7. უს­აფრ­თხო­ებ­ის კომ­პო­ნენ­ტი – ნე­ბის­მი­ე­რი ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტი ან კომ­პო­ნენ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, ნა­ხევ­რად აწ­ყო­ბი­ლი ან აწ­ყო­ბი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც მი­ერ­თე­ბუ­ლია მოწ­ყო­ბი­ლო­ბას­თან და განკუთვნილია უს­აფრ­თხო­ებ­ის ფუნ­ქცი­ებ­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და რომ­ლის გა­უმ­არ­თა­ობ­ის შემ­თხვე­ვა­შიც საფრ­თხე ექ­მნე­ბა ად­ამ­ი­ან­ებ­ის უს­აფრ­თხო­ებ­ას, ჯანმრთელობას და სა­კუთ­რე­ბას.

 8. მოწ­ყო­ბი­ლო­ბა – სტა­ცი­ონ­არ­უ­ლი სის­ტე­მის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და ქვე­სის­ტე­მე­ბი­სა­გან, სა­დაც ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა სპე­ცი­ალ­ურ­ად­აა დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მოწ­ყო­ბი­ლო­ბი­სათ­ვის და აგ­ებ­ულ­ია სტა­ცი­ონ­არ­ულ­ად, რომ­ლებ­შიც მო­ი­აზ­რე­ბა: პრო­ექ­ტი, მო­ნა­ცემ­თა სის­ტე­მა, სად­გუ­რის ნა­გე­ბო­ბე­ბი და ნა­გე­ბო­ბე­ბი ხა­ზის გას­წვრივ, რომ­ლე­ბიც აუც­ილ­ებ­ელ­ია მოწ­ყო­ბი­ლო­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და ექს­პლუ­ატ­აც­ი­ის­ათ­ვის, მათ შო­რის, ფუ­ძე-სა­ძირ­კვლე­ბი. 

 9. ნი­შან­დე­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­საზ­ღვრუ­ლი ნი­შან­დე­ბა, რო­მე­ლიც და­იტ­ან­ე­ბა პრო­დუქ­ტზე და ას­ახ­ავს ამ პრო­დუქ­ტის შე­სა­ბა­მი­სო­ბას შე­სა­ბა­მის ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენ­ტთან.

 10. ექსპლუატაციის ფაქტიური პირობები – საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციის დროს მასზე მოქმედი ფაქტორების ერთობლიობა (კლიმატური ფაქტორები, გარემოს აგრესიულობა ან ფეთქებადსაშიშროება, მუშაობის რეჟიმი, ქარის დატვირთვები, რაიონის სეისმურობა).

 

თავი II. ექსპლუატაცია და რეგისტრაცია

 

მუხლი 3. მოთხოვნები საბაგირო მოწყობილობების ექსპლუატაციისადმი

 1. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს საბაგირო მოწყობილობის დამამზადებლის მიერ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

 2. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია დაუშვებელია, თუ სათანადო (დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად) დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის მიუხედავად საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

 3. საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, მფლობელი ვალდებულია:

 ა) განახორციელოს მის განკარგულებაში მყოფ საბაგირო მოწყობილობასთან დაკავშირებული ყველა საფრთხის შეფას­ება (რისკის ანალიზი) და აღნიშნული შეფასების საფუძველზე მიიღოს ზომები მომ­ხმა­რებ­ლე­ბის, და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი­სა და მე­სა­მე პი­რე­ბის უს­აფრ­თხო­ე­ბის უზრუნველსაყოფად;

 ბ) უზრუნველყოს საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია სათანადო კვალიფიკაციის მქონე პასუხისმგებელი და მომსახურე პერსონალით;

 გ) დანიშნოს საბაგირო მოწყობილობის გამართულ მდგომარეობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების პირი - გზის უფროსი, რომელსაც აქვს უმაღლესი ტექნიკური განათლება ან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება და გააჩნია ბაგირგზაზე პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;

 დ) უზრუნველყოს საბაგირო მოწყობილობის პასუხისმგებელი და მომსახურე პერსონალის თანამდებობრივი და სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების ინსტრუქციების შემუშავება, პერსონალისთვის გაცნობა, ინსტრუქციების სრულყოფილობის ანალიზი და მათი შესრულებაზე კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში გადასინჯვა და შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარება; 

 ე) უზრუნველყოს პასუხისმგებელი და მომსახურე პერსონალის მიერ რეგლამენტისა და ინსტრუქციების მოთხოვნათა ცოდნის პერიოდული შემოწმება; 

 ვ) ავარიულ შემთხვევებში (საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური გაუმართაობა, ელექტრო ენერგიის გამორთვა და სხვა.) საბაგირო მოწყობილობის სატრანსპორტო საშუალებებში მყოფი მგზავრების დროული განთავისუფლებისათვის საჭირო სამაშველო ღონისძიებების ორგანიზება;

 ზ) მომხმარებლებისთვის საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხოდ გამოყენების ინსტრუქციის ხელმისაწვდომობა და მათ შესრულებაზე კონტროლი.

 4. დაუშვებელია საბაგირო მოწყობილობის შენობა-ნაგებობების მზიდუნარიანობის დაუსაბუთებელი შემცირება.

 5. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციის პროცესში უწესივრობათა გამოვლენისას, აგრეთვე არსებული რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის დროს გზის უფროსმა უნდა მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გააჩეროს გზა. კერძოდ, გზის ექსპლუატაცია არ დაიშვება, როდესაც:

 ა) გასულია მორიგი ტექნიკური შემოწმების ვადა;

 ბ) არ ემსახურება სათანადო კვალიფიკაციის მომსახურე პერსონალი;

 გ) მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობა არ არის საიმედო და უსაფრთხო.

 6. საბაგირო მოწყობილობას თან უნდა ახლდეს დამამზადებლის მიერ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია. საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური დოკუმენტაციის არ არსებობის შემთხვევაში, იგი უნდა აღდგეს დამამზადებლის მეშვეობით. თუ ეს შეუძლებელია ტექნიკური დოკუმენტაცია აღდგენილ უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტის (შემდგომში-სტანდარტი) მოთხოვნათა შესაბამისად.

 7. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: თითოეული ქვესისტემის და მასში გამოყენებული უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის დეკლარაციებსა და სერტიფიკატებს; აგ­ებ­ის გეგ­მებს და გა­მოთ­ვლებს; ელ­ექ­ტრო­ნულ და ჰიდ­რავ­ლი­კუ­რ სქე­მებს; მარ­თვი­სა და კონ­ტრო­ლის წრე­დე­ბის სქე­მებს; კომ­პი­უტ­ერ­უ­ლი და ავ­ტო­მა­ტუ­რი სის­ტე­მე­ბის აღ­წე­რი­ლო­ბას; ექს­პლუ­ატ­აც­ი­ი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბ­ის ინ­სტრუქ­ცი­ებს; ქვე­სის­ტე­მებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, უსაფრთხოების ანალიზის შედეგად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლ უს­აფრ­თხო­ებ­ის კომ­პო­ნენ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს; გზის გეგმასა და პროფილებს; გზაზე სასწავლო სამაშველო ოპერაციის (სატრანსპორტო საშუალებებიდან მგზავრთა ევაკუაციის) ჩატარების ინსტრუქციებს. მომსახურებისა და ექსპლუატაციის ინსტრუქციები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.

 8. საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია, რომლის წარმოება და განთავსება უნდა განხორციელდეს უშუალოდ ობიექტზე, დადგენილია სტანდარტით. საბაგირო მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია რისკის ანალიზის საფუძველზე უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტაციის შინაარსის, მოცულობის და რაოდენობის საკმარისობა.

 9. საბაგირო მოწყობილობის სადგურებში თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას: მგზავრთა გადაყვანის წესები; ვაგონით გადასაყვან მგზავრთა რიცხვი; გადასაყვან მგზავრთა მიმართ დაწესებული შეზღუდვები. წრიულ საბაგირო გზებზე, სადგურებთან ახლომდებარე საყრდენებზე საჭიროა გამოიკრას სავარძლებში მგზავრთა ქცევის საილუსტრაციო პლაკატები, აგრეთვე გამაფრთხილებელი წარწერები სავარძლებიდან მგზავრთა გადმოსვლის მომზადების შესახებ.

 10. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციისას არსებული ფაქტობრივი პირობები (კლიმატური ფაქტორები, გარემოს აგრესიულობა, მუშაობის რეჟიმი, ქარის დატვირთვები, რაიონის სეისმურობა) არ უნდა იყოს უარესი იმ პირობებთან შედარებით, რომლებიც დადგენილია საბაგირო მოწყობილობის და მისი უსაფრთხოების კომპონენტებისათვის დამამზადებლის მიერ.

 11. ექსპლუატაციის ფაქტობრივი პირობებთან საბაგირო მოწყობილობის შესაბამისობაზე პასუხისმგებელია საბაგირო მოწყობილობის მფლობელი.

 12. საბაგირო მოწყობილობის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 13. თუ საბაგირო მოწყობილობა დაპროექტებულია იმგვარად, რომ სატრანსპორტო საშუალებაში ჩარჩენილ მგზავრებს შეუძლიათ ჩამოსვლა/გადმოსვლა სხვა პირების დახმარების გარეშე, კაბინაში განთავსებული უნდა იყოს აღნიშნული ქმედებების შესრულების მკაფიო და თვალსაჩინო ინსტრუქციები.

 14. მუშაობის დაწყების წინ საბაგირო მოწყობილობა უნდა გაისინჯოს უქმ სვლაზე, შემდეგ კი მოხდეს მისი დათვალიერება ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად. მგზავრთა გადაყვანის დაწყება დასაშვებია, თუ არ გამოვლინდა უწესივრობანი და დარღვევები. დათვალიერების შედეგები უნდა დაფიქსირდეს.

 15. საგანგებო მდგომარეობის დროს (ქრიშხალი, ჭექა–ქუხილი, ზვავი და ა.შ) საბაგირო მოწყობილობის მუშაობის განახლებისას სავალდებულოა საკონტროლო გაშვება შესრულდეს ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.

 16. საბაგირო მოწყობილობა უნდა დაექვემდებაროს ტექნიკურ დიაგნოსტირებას სამუშაო რესურსის ამოწურვის შემთხვევაში, ხოლო შემდგომი დიაგნოსტირებას, შემოწმების დასკვნის შედეგებიდან გამომდინარე.

 

 მუხლი 4. საბაგირო მოწყობილობის რეგისტრაცია

 საბაგირო მოწყობილობი ექსპლუატაციაში გაშვებამდე, უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №317 დადგენილებით დამტკიცებული ,,მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი”-ს შესაბამისად.

 

 

თავი III. ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები ექსპლუატაციაში მყოფი საბაგირო მოწყობილობისადმი.

 

 მუხლი 5. საერთო მოთხოვნები

 1. საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობა უნ­და უზრუნველყოფდეს მის უსაფრთხო ექსპლუატაციას.

 2. ექსპლუატაციაში მყოფი საბაგირო მოწყობილობების ქვე­სის­ტე­მე­ბის და მათი უსაფრ­თხო­ებ­ის კომ­პო­ნენ­ტების ტექნიკური მდგომარეობა, უნდა უზრუნველყოფდეს რეგლამენტთან და იმ ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობას, რომელთა მიხედვითაც ისინი არიან დაპროექტებული და დამზადებული.

 3. დაუშვებელია საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია როდესაც:

ა) გაუმართავია მუხრუჭები;

ბ) ბაგირების დეფექტები აღემატება დასაშვებ ზღვარს;

გ) გაუმართავ მდგომარეობაშია უსაფრთხოების ხელსაწყოები (საბოლოო ამომრთველები, მონიტორინგისა და კონტროლის ხელსაწყოები), მაშველი მოწყობილობა, დამცავი ნაგებობები.

დ) აღინიშნება დაუშვებელი სიდიდის ბზარები და/ან კოროზია მოწყობილობის და ლითონკონსტრუქციების საპასუხისმგებლო ადგილებში;

ე) არ არის ჩატარებული ტექნიკური შემოწმება.

 ვ) ქარის სიჩქარე აღემატება დასაშვებ ნორმას.

 4. საბაგირო მოწყობილობის ელ. მოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაცია უნდა წარმოებდეს ელექტრომოწყობილობების მიმართ დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად.

 5. საბაგირო მოწყობილობებზე არ ვრცელდება ამ თავით განსაზღვრული ის მოთხოვნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ ტექნიკური ნორმებით, რომელთა შესაბამისად მოწყობილობები არიან დაპროექტებული და დამზადებული. აღნიშნული გამონაკლისი არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №320 დადგენილებით დამტკიცებული ,,ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების შესახებ’’ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად დამონტაჟებულ სა­ბა­გი­რო მოწ­ყო­ბი­ლო­ბზე.

 6. ამ თავში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა განხორცილდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

მუხლი 6. გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა

საბაგირო მოწ­ყო­ბი­ლო­ბის ექსპლუატაცია უნ­და განხორციელდეს იმ­გვა­რად, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფილი იყ­ოს მი­სი უს­აფრ­თხოდ ფუნ­ქცი­ონ­ირ­ე­ბა. მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნ­და იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი მოწ­ყო­ბი­ლო­ბის ტი­პი, იმ ად­გილ­მდე­ბა­რე­ობ­ის ბუ­ნებ­რი­ვი პირობები და ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი, სა­დაც ის არ­ის გან­ლა­გე­ბუ­ლი, გა­რე­მო, ატ­მოს­ფე­რუ­ლი და მე­ტე­ორ­ოლ­ოგ­ი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი და შე­საძ­ლო დაბრ­კო­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია მოწ­ყო­ბი­ლო­ბის უშ­უ­ა­ლო სი­ახ­ლო­ვეს – მი­წა­ზე ან ჰა­ერ­ში.

 

 მუხლი 7. მოწ­ყო­ბი­ლო­ბის მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი

 1. საბაგირო მოწ­ყო­ბი­ლო­ბა, მისი ქვე­სის­ტე­მე­ბი და უს­აფრ­თხო­ებ­ის კომ­პო­ნენ­ტი უნ­და უზრუნველყოფდეს, ექსპლუატაციის პროცესში გა­მოვ­ლე­ნილ ყვე­­ლა პროგ­ნო­ზი­რე­ბად ზე­მოქ­მე­დე­ბის მიმართ გამძლეობას, მათ შო­რის, მოწ­ყო­ბი­ლო­ბის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის შე­ჩე­რე­ბის დროს. ას­ე­ვე მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნ­და იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი გა­რე ზე­მოქ­მე­დე­ბის ფაქ­ტო­რე­ბი, დი­ნა­მი­კუ­რი დატ­ვირ­თვე­ბი და მა­სა­ლის დაღ­ლი­ლო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი.

 2. საბაგირო მოწ­ყო­ბი­ლო­ბა, ქვე­სის­ტე­მა და ყვე­ლა უს­აფრ­თხო­ებ­ის კომ­პო­ნენ­ტი ექსპლუატაციის ეტაპზე უნდა ინარჩუნებდეს მომსახურების, შეცვლის და შემოწმებისათვის საჭირო სამუშაოების უს­აფრ­თხოდ შესრულების შესაძლებლობას.

 3. უს­აფრ­თხო­ებ­ის კომ­პო­ნენ­ტი ექსპლუატაციის პროცესში უნ­და უზრუნველყოფდეს, რომ მი­სი მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის ალ­ბა­თო­ბა იყ­ოს მი­ნი­მა­ლუ­რი და ჰქონ­დეს უს­აფრ­თხო­ებ­ის საკ­მა­რი­სი მა­რა­გი, არ უნ­და და­ირ­ღვეს უს­აფრ­თხო­ებ­ის კომ­პო­ნენ­ტის მთლი­ან­ო­ბა იმ მოწ­ყო­ბი­ლო­ბას­თან, რო­მელ­ზეც ის არ­ის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

 4. საბაგირო მოწ­ყო­ბი­ლო­ბის ექს­პლუ­ატ­აც­ი­ის­ას უს­აფრ­თხო­ებ­ის კომ­პო­ნენ­ტის ნე­ბის­მი­ე­რი გა­უმ­არ­თა­ობ­ის შემ­თხვე­ვა­ში, უზ­რუნ­ველ­ყო­ფილი უნდა იქ­ნეს შესაბამისი უს­აფრ­თხო­ებ­ის ზო­მე­ბის დრო­უ­ლი მი­ღე­ბა.

 5. დაცული უნ­და იყ­ოს უს­აფრ­თხო­ებ­ის კომ­პო­ნენ­ტე­ბის გეგ­მ­უ­რი შე­მოწ­მე­ბის პე­რი­ო­დულობა, რომელიც მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს ექს­პლუ­ატ­აც­ი­ის ინ­სტრუქ­ცი­ა­ში.

 6. ექსპლუატაციის პროცესში დაუშვებელია იმ მოწ­ყო­ბი­ლო­ბის გაუმართავ მდგომარეობაში ყოფნა, რომლის დანიშნულებაა ხან­ძრის გა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყოს მგზავ­რე­ბის უს­აფრ­თხო­ე­ბა.

 7. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციისას მიღებული უნდა იქნას ზო­მე­ბი მოწ­ყო­ბი­ლო­ბი­სა და ად­ამ­ი­ან­ებ­ის მე­ხის­გან და­სა­ცა­ვად. 

 8. დამცავი დამიწება და დანულება უნდა გამორიცხავდეს ელექტროდანადგარების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ადამიანების ძაბვის ქვეშ მოხვედრის შესაძლებლობას.

 9. დამჭიმი მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს ბაგირების დაჭიმულობას დასაშვებ ზღვრებში და საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციას, სვლა უნდა შეზღუდული იყოს საბჯენებით და კონტროლდებოდეს საბოლოო გამომრთველებით.

 

მუხლი 8. უს­აფრ­თხო­ებ­ის სის­ტე­მა

1. საბაგირო მოწ­ყო­ბი­ლო­ბის უსაფრთხოების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ნე­ბის­მი­ე­რი გაუმართაობის (რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­და­იზ­არ­დოს და­ზი­ან­ებ­ა­ში და რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უს­აფრ­თხო­ებ­ის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა) გამოვლენას, დამუშავებას და თუ საჭიროა გაჩერებას. იგ­ი­ვე შე­ეხ­ე­ბა ნე­ბის­მი­ერ სხვა გა­რე პროგ­ნო­ზი­რე­ბად მოვ­ლე­ნას, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნას ადამიანების უს­აფრ­თხო­ებ­ას.

 2. უს­აფრ­თხო­ებ­ის სის­ტე­მის მი­ერ მოწ­ყო­ბი­ლო­ბის გა­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლი უნ­და იყ­ოს მოწ­ყო­ბი­ლო­ბის ხე­ლა­ხა­ლი ჩარ­­თ­ვა, სა­ნამ სა­თა­ნა­დო უს­აფ­რთხო­ებ­ის ზო­მე­ბი არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

 3. საბაგირო მოწყობილობაზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მე­ქა­ნი­კუ­რი გა­მორ­თვის შესაძლებლობა.

 4. საბაგირო მოწ­ყო­ბი­ლო­ბა უნ­და უზრუნველყოფდეს გეგ­მურ ან არაგეგმურ მომ­სა­ხუ­რე­ბას­ა და შე­კე­თე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლ პრო­ცე­დუ­რე­ბის უს­აფრ­თხოდ გან­ხორ­ცი­ელ­ებას.

 

მუხლი 9. უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა მოწ­ყო­ბი­ლო­ბა­ზე

საბაგირო მოწ­ყო­ბი­ლო­ბა უნ­და უზრუნველყოფდეს ნე­ბის­მი­ე­რი ში­და და გა­რე ფაქ­ტო­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი დისკომფორტის, მავ­ნე აირ­ებ­ის, ხმა­ურ­ის ან ვიბ­რა­ციის სახით, შემცირებას დად­გე­ნილ ზღვრებამდე.

 

მუხლი 10. გან­ლა­გე­ბა, სიჩ­ქა­რე და მან­ძი­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ებს შო­რის

1. საბაგირო მოწ­ყო­ბი­ლო­ბა საფრ­თხეს არ უნდა უქ­მნი­დეს ად­ამ­ი­ან­ებს, ექსპლუატაციის, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ის ან შე­სა­ბა­მის შემ­თხვე­ვებ­ში ად­ამ­ი­ან­თა გა­და­სარ­ჩე­ნად გა­მიზ­ნუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო ოპ­ერ­აც­ი­ებ­ის ჩატარებისას.

 2. სა­ბა­გი­რო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ებს, სა­ბუქ­სი­რე მოწ­ყო­ბი­ლო­ბებს, სა­ვალ გზებ­სა და ბა­გი­რებს შო­რის, ას­ე­ვე მათ­თან უშ­უ­ა­ლო სი­ახ­ლო­ვეს, მი­წა­ზე ან ჰა­ერ­ში არ­სე­ბულ ნა­გე­ბო­ბე­ბსა და დაბრ­კო­ლე­ბებს შო­რის შენარჩუნებული და და­ცუ­ლი უნ­და იქ­ნეს საკ­მა­რი­სი ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი და ვერ­ტი­კა­ლუ­რი უსაფრთხო მან­ძი­ლე­ბი. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნეს ბა­გი­რე­ბის და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის ან სა­ბუქ­სი­რე მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბის ვერ­ტი­კა­ლუ­რი, გას­წვრი­ვი და ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა, მუ­შა­ობ­ის ყვე­ლა­ზე არ­ახ­ელ­საყ­რელ პროგ­ნო­ზი­რე­ბად პი­რო­ბებ­ში.

 3. მაქსიმალური მანძილი სატრანსპორტო საშუალებებსა და მიწას შორის უნდა ითვალისწინებდეს მოწყობილობების მახასიათებლებს, სატრანსპორტო საშუალებების და სამაშველო პროცედურების სახეობას. ღია კაბინის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ვარდნის რისკი, ასევე ფსიქოლოგიური ასპექტი ასოცირებული სატრანსპორტო საშუალებებსა და მიწას შორის მანძილთან.

 4. სა­ბა­გი­რო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებების ან სათრეველა საშუალებების მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რე, აჩ­ქა­რე­ბა, და­მუხ­რუ­ჭე­ბა და მათ შო­რის მი­ნი­მა­ლური მან­ძი­ლი უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს ად­ამ­ი­ან­ებ­ის უს­აფრ­თხო­ებ­ას და მოწ­ყო­ბი­ლო­ბის უს­აფრ­თხო ექს­პ­ლუ­ატ­აც­ი­ას.

 

 მუხლი 11. სად­გუ­რე­ბი და ნა­გე­ბო­ბე­ბი სა­ბა­გი­რო გზის გას­წვრივ

1. სად­გუ­რე­ბი და ნა­გე­ბო­ბე­ბი სა­ბა­გი­რო მოწყობილობის გას­წვრივ უნდა იყ­ოს მდგრა­დი და ჰქონდეს უსაფრთხო მისასვლელები და მისადგომები. სად­გუ­რე­ბი და ნა­გე­ბო­ბე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბად სა­ექს­პლუ­ატ­აც­იო პი­რო­ბებ­ში უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს ბა­გი­რე­ბის, სა­ბა­გი­რო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის და სათრეველა საშუალებების უს­აფრ­თხო მარ­თვას და სა­რე­მონ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბის უს­აფრ­თხო გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას.

 2. საბაგირო მოწ­ყო­ბი­ლო­ბის შე­სას­ვლე­ლი და გა­მო­სას­ვლე­ლი ად­გი­ლე­ბი უნ­და უზ­რუნ­ველ­ყო­ფდეს სა­ბა­გი­რო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის, სა­ბუქ­სი­რე მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და ად­ამ­ი­ან­ებ­ის უს­აფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბას. სადგურებში სატრანსპორტო საშუალებებსა და სათრეველა საშუალებებზე ადამიანებს უნდა შეეძლოთ განთავსდნენ რისკის გარეშე, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მათი შესაძლო აქტიური მონაწილეობა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის თანხვედრისთვის.

3. საბაგირო გზის სადგურები და მათში განთავსებული ელექტრო და მექანიკური მოწყობილობები დაცული უნდა იქნას კლიმატური პირობების ზემოქმედებისაგან.

 

მუხლი 12. ბა­გი­რე­ბი და მა­თი სა­მაგ­რი საშუალებები

1. ექსპლუატაციის პროცესში ყვე­ლა ზო­მა უნ­და იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი იმ­ის­ათ­ვის, რომ:

ა) თა­ვი­დან იქ­ნეს აც­ილ­ებ­უ­ლი ბა­გი­რე­ბის და მა­თი სა­მაგ­რი საშუალებე­ბის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლა;

ბ) და­ცულ იქ­ნეს ბა­გი­რე­ბი­სა და სა­მაგ­რი საშუალებების მი­ნი­მა­ლუ­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვე­ბის/და­ძა­ბუ­ლო­ბის ზღვრე­ბი;

გ) უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნეს ბა­გი­რე­ბის სა­იმ­ე­დო და­მაგ­რე­ბა/და­კავ­ში­რე­ბა სა­მაგრ საშუალე­ბებ­ზე ბა­გი­რე­ბის გადმოვარდნის თა­ვი­დან ას­აც­ილ­ებ­ლად;

დ) ბა­გი­რე­ბი და სა­ყრდენი საშუალებები უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს მა­თი დათ­ვა­ლი­ერ­ებ­ის/შე­მოწ­მე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას;

ე) უზრუნველყოფილ იქნეს ბაგირის ექსპლუატაცია სიმტკიცის მარაგის გათვალისწინებით;

ზ) უზრუნველყოფილ იქნეს ბაგირის საიმედო დამაგრება და შეერთება.

 2. ყვე­ლა ზო­მა უნ­და იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი, რა­თა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნეს ბა­გი­რის მიმმართველში დაბრუნება. ბა­გი­რის მიმ­მარ­თვე­ლე­ბი­დან ამ­ოვ­არ­დნის შემ­თხვე­ვა­ში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საბაგირო მოწ­ყო­ბი­ლო­ბის გა­მორ­თვა ად­ამ­ი­ან­ებ­ის­თვის ზი­ან­ის მი­ყე­ნე­ბის გა­რე­შე.

 

 მუხლი 13. ამ­ძრა­ვი მოწ­ყო­ბი­ლო­ბა

1. საბაგირო მოწ­ყო­ბი­ლო­ბის ამ­ძრა­ვი სის­ტე­მა უნ­და იყ­ოს თავ­სე­ბა­დი და საკ­მა­რი­სად მძლავ­რი, რა­თა უზ­რუნ­ველ­ყოს მარ­თვის სის­ტე­მის სხვა­დას­ხვა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა.

 2. დაუშვებელია იმ საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია გამართული სა­რე­ზერ­ვო ამ­ძრა­ვი მოწ­ყო­ბი­ლო­ბის გარეშე, როდესაც საბაგირო მოწყობილობის გაჩერების შემთხვევაში მგზავ­რებს არ შე­უძ­ლი­ათ სა­ბა­გი­რო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის, მათ შო­რის, სა­ბუქ­სი­რე მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბის, ად­ვი­ლად, სწრა­ფად და უს­აფრ­თხოდ და­ტო­ვე­ბა.

 3. სა­რე­ზერ­ვო ამ­ძრა­ვის არ­სე­ბო­ბა არ არ­ის აუც­ილ­ებ­ე­ლი, თუ მის გა­რე­შეც მგზავ­რებს შე­უძ­ლი­ათ სა­ბა­გი­რო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის, მათ შო­რის, სა­ბუქ­სი­რე მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბის, ად­ვი­ლად, სწრა­ფად და უს­აფრ­თხოდ და­ტო­ვე­ბა.

 4. სა­რე­ზერ­ვო ამ­ძრა­ვ მოწ­ყო­ბი­ლო­ბას უნდა ჰქონდეს ძი­რი­თა­დი ამ­ძრა­ვი სის­ტე­მის­გან და­მო­უკ­იდ­ებ­ე­ლი ელ­ექ­ტრო­მო­მა­რა­გე­ბის წყა­რო.

 

 

მუხლი 14. მუხ­რუ­ჭი

1. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­აც­ი­ებ­ში, მათ შო­რის, ექს­პლუ­ატ­აც­ი­ის ყვე­ლა­ზე არ­ახ­ელ­საყ­რელ პი­რო­ბებ­ში, სა­ექს­პლუ­ატ­აც­იო დატ­ვირ­თვის და ბაგირის შკი­ვთან არ­ას­ათ­ან­ა­დო მო­ჭი­დე­ბი­სას, შე­საძ­ლე­ბე­ლი უნ­და იყ­ოს საბაგირო მოწ­ყო­ბი­ლო­ბის და/ან სა­ბა­გი­რო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის ნე­ბის­მი­ერ დროს გა­ჩე­რე­ბა. სა­მუხ­რუ­ჭე მან­ძი­ლი უნ­და იყ­ოს ის­ე­თი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოწ­ყო­ბი­ლო­ბის უს­აფრ­თხო­ე­ბა.

 2. და­მუხ­რუ­ჭე­ბის დროს შე­ნე­ლე­ბის სიდიდე უნ­და იყ­ოს იმ ზღვრებში, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნეს ად­ამ­ი­ან­თა უს­აფრ­თხო­ე­ბა, ბა­გი­რე­ბის, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ი­სა და მოწ­ყო­ბი­ლო­ბის სხვა ნა­წი­ლე­ბის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა.

 3. ყვე­ლა სა­ბა­გი­რო მოწ­ყო­ბი­ლო­ბას უნ­და გა­აჩნ­დეს ორი ან მე­ტი სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა, თი­თო­ე­ულს უნ­და შე­ეძ­ლოს მოწ­ყო­ბი­ლო­ბის გა­ჩე­რე­ბა და ისე უნ­და იყ­ოს მოწ­ყო­ბი­ლი, რომ ძი­რი­თა­დი მოქ­მე­დი სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლი­სას შესაძლებელი იყოს დამატებითი მუხრუჭით ჩა­ნ­აც­ვლება. სა­წე­ვი ბა­გი­რის სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა­თა­გან ერთ-ერ­თი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნ­და იყ­ოს უშ­უ­ალ­ოდ ამ­ძრავ შკივ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი არ ვრცელ­დე­ბა სათ­რე­ვე­ლა სა­წე­ვე­ლებ­ზე.

 4. საბაგირო მოწ­ყო­ბი­ლო­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი უნ­და იყ­ოს ეფ­ექ­ტუ­რი სა­მაგ­რი და ჩამ­კე­ტი მე­ქა­ნიზ­მით, რა­თა გა­მო­რიც­ხუ­ლი იყ­ოს მოწ­ყო­ბი­ლო­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი გან­მე­ორ­ებ­ი­თი ჩარ­თვა.

 

მუხლი 15. მარ­თვის მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბი

მარ­თვის მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბი უნ­და იყ­ოს უს­აფრ­თხო და უძ­ლებ­დეს ნორ­მა­ლურ სა­მუ­შაო დატ­ვირ­თვას და ის­ეთ გა­რე ფაქ­ტო­რებს, რო­გო­რე­ბი­ცაა სი­ნეს­ტე, ექს­ტრე­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ან ელ­ექ­ტრო­მაგ­ნი­ტუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი და არ ქმნი­დეს საფრთხეს, მათ შო­რის, ოპ­ერ­აც­ი­უ­ლი შეც­დო­მის შემ­თხვე­ვა­შიც.

 

მუხლი 16. სა­კო­მუ­ნი­კა­ციო მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბი

სა­ბა­გი­რო მოწ­ყო­ბი­ლო­ბაზე უნდა იყოს და გამართულა­დ ­მუშაობდეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­თა­ნა­დო მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბი, რა­თა მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნალს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ეძ­ლოს ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­აც­ი­ებ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მი­რე­ბა.

 

მუხლი 17. სატ­რან­სპორ­ტო და სათრეველა სა­შუ­ალ­ებ­ე­ბი

1. სატ­რან­სპორ­ტო და/ან სათრეველა სა­შუ­ალ­ებ­ე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბად სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ში უნ­და გა­მო­რიც­ხავდეს ად­ამ­ი­ან­ის გად­მო­ვარ­დნას ან მ­­ის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და უს­აფრ­თხო­ებ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლ ნე­ბის­მი­ე­რ რის­კს.

 2. სატ­რან­სპორ­ტო და სათრეველა სა­შუ­ალ­ებ­ე­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არ უნ­და ა­ზი­ანებ­დეს ბა­გი­რს, გა­მო­რიც­ხულ უნ­და იყოს აღ­ნიშ­ნუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გას­რი­ალ­ე­ბა, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე არ­ახ­ელ­საყ­რელ პი­რო­ბებ­შიც კი გას­რი­ალ­ე­ბა არ­სე­ბით საფრ­თხეს არ უქ­მნის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ის უს­აფრ­თხო­ებ­ას, სათრეველა საშუალებას ან საბაგირო მოწ­ყო­ბი­ლო­ბას.

 3. დაუშვებელია სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის ექსპლუატაცია, როდესაც არ ი­ხურება და/­ან არ იკეტ­ება კა­რე­ბი (ვა­გო­ნებ­ზე, კა­ბი­ნებ­ზე). სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ის იატ­ა­კი უნდა ­უძ­ლებდეს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან წარმოქმნილ ზე­წო­ლას და დატ­ვირ­თვას ნე­ბის­მი­ე­რი გა­რე­მო­ებ­ის დროს.

 4. თუ საბაგირო ­მ­ოწყობილობის უს­აფრ­თხო­ ექსპლუატაცი­ის­ათ­ვის ოპ­ერ­ატ­ორს მო­ეთ­ხო­ვე­ბა, რომ იმ­ყო­ფე­ბო­დეს სა­ბა­გი­რო მოწყობილობის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ა­ში, დაუშვებელია ისეთი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ის მუშაობა, რომელსაც გაუმართავი აქვს აღჭურ­ვი­ლო­ბა, რო­­მე­­­ლიც სა­შუ­ალ­ებ­ას აძლევს ოპ­ერ­ატ­ორს შე­ას­რუ­ლოს მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ობ­ე­ბი.

 5. სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ე­ბი და/ან სა­ბუქ­სი­რე მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბი, კერ­ძოდ კი, მა­თი შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის უს­აფრ­თხო­ებ­ას მათზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ების ­ჩატარების დროს.

 6. თუ სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია ჩახსნადი მოწყობილობით, მათი გამგზავრების ან ჩამოსვლის დროს, თუ ჩასახსნელი სამაგრი არასწორედ მიუერთდა ან ჩაეხსნა ბაგირს, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს სატრანსპორტო საშუალების ჩამოვარდნა და რისკის ქვეშ გაჩერება.

 7. ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ის და ორ­ბა­გი­რი­ა­ნი (საწევი და მზიდი) საბა­გირ­ო გზის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლი უნ­და იყ­ოს ავ­ტო­მა­ტუ­რი სა­მუხ­რუ­ჭე მოწ­ყო­ბი­ლო­ბით. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორბაგირიანი საბაგირო გზის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბიდან გამომდინარე ავ­ტო­მა­ტუ­რ სა­მუხ­რუ­ჭე სისტემას არ საჭიროებს.

 8. თუ არ არის გა­მო­რიც­ხუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ალ­ებ­ის გზი­დან გა­დას­ვლის რის­კი, სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს ავარიის საწინააღმდეგო მოწყობილობით, რომელიც შეაჩერებს სატრანსპორტო მოწყობილობას ადამიანებისთვის რისკის გარეშე.

 

 მუხლი 18. მოწ­ყო­ბი­ლო­ბა მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის

1. მგზავრთა ჩასასხდომა-გადმოსასხდომის ადგილები მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ უზრუნველყოფდეს მგზავრების უსაფრთხოებას, მათ შო­რის იმ ადგილებში, სადაც არსებობს ჩავარდნის საფრთხე.

 2. ბავ­შვებს და შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებს უნ­და ჰქონ­დეთ საბაგირო მოწ­ყო­ბი­ლო­ბის უს­აფრ­თხოდ გა­მო­ყე­ნე­ბის შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწ­ყო­ბი­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს მა­თ გა­დაყ­ვა­ნას.

 3. მოწ­ყო­ბი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოთ­ხოვ­ნე­ბი და ყვე­ლა მი­ღე­ბუ­ლი უს­აფრ­თხო­ებ­ის ზო­მა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს მოწ­ყო­ბი­ლო­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­მო­ყე­ნე­ბას ტექ­ნი­კუ­რი სპე­ცი­ფი­კა­ცი­ი­სა და სა­ექს­პლუ­ატ­აც­იო მოთ­ხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

 

 მუხლი 19. უს­აფრ­თხო­ე­ბა მოწ­ყო­ბი­ლო­ბის გა­მორ­თვის შემ­თხვე­ვა­ში

მი­ღე­ბული უნ­და იქ­ნეს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი, რა­თა მოწ­ყო­ბი­ლო­ბის ტი­პი­სა და მი­სი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­სა­ბა­მის დრო­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნეს მგზავრთა უს­აფრ­თხო­ე­ბა, რო­დე­საც მოწ­ყო­ბი­ლო­ბა გა­მორ­თუ­ლია და ვერ ხერ­ხდე­ბა მი­სი სწრა­ფი ხე­ლა­ხა­ლი ჩარ­თვა.

 

მუხლი 20. ოპ­ერ­ატ­ორ­ებ­ის მარ­თვის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და სა­მუ­შაო ად­გი­ლი

მოძ­რა­ვი ნა­წი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­თვის სად­გუ­რებ­ში ჩვე­ულ­ებ­რივ ხელ­მი­საწვ­დო­მია, აღ­ჭურ­ვილ­ი უნ­და იყ­ოს დამ­ცა­ვი საშუალე­ბე­ბით, რა­თა გა­მო­ირ­იც­ხოს მათ მოძრავ ნა­წი­ლებ­თან ნე­ბის­მი­ე­რი შეხება, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს უბ­ედ­უ­რი შემ­თხვე­ვა. შეუძლებელი უნდა იყოს ას­ე­თი საშუალებე­ბის ად­ვი­ლად მოხ­სნა და მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა.

 

 მუხლი 21. ვარ­დნის რის­კი

სამუშაო სივრცე და მათთან მისასვლელი, მათ შორის ისეთიც, რომელიც იშვიათად გამოიყენება, უნდა მოეწყოს ისე, რომ გამორიცხული იყოს მომუშავეთა ვარდნის საფრთხე. იმ შემთხვევაში, თუ კონსტრუქცია არ არის ადეკვატური, მაშინ გათვალისწინებული უნდა იყოს ჩამოვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალების სამაგრი წერტილები.

 

 მუხლი 22. ინფორმაციის დატანა

საბაგირო მოწყობილობაზე დატანილი ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიო და არ უნდა იშლებოდეს ადვილად. მითითებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) მწარმოებლის/დამამზადებლის დასახელებასა და მისამართს;

ბ) მინიჭებულ სერიასა და ტიპს;

გ) სერიულ ნომერს;

დ) დამზადების წელს.

 

თავი III. ტექნიკური შემოწმება, რემონტი, რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია

 

 მუხლი 23. ტექნიკური შემოწმება

1. ექსპლუატაციაში მყოფი საბაგირო მოწყობილობის საიმედობის დადგენის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი ტექნიკური შემოწმება ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და/ან სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

 2. საბაგირო მოწყობილობის საიმედოობის დადგენისთვის ორგანიზებული უნდა იყოს სტატიკური და დინამიკური გამოცდების ჩატარება, დამამზადებლის ტექნიკურ დოკუმენტაციის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს აღნიშნულ მეთოდიკას, მაშინ გამოცდები უნდა ჩატარდეს სტანდარტის მიხედვით.

 

 მუხლი 24. საბაგირო მოწყობილობის რემონტი

1. საბაგირო მოწყობილობის რემონტისთვის დაუშვებელია ისეთი ტექნიკური მახასიათებლების მქონე მასალების, ასევე მექანიკური, ელექტრული და მაკომპლექტებელი მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური დოკუმენტაციით და საფრთხეს შეუქმნის საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციას.

 2. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციის გამწევმა უნდა უზრუნველყოს საბაგირო მოწყობილობის ჩატარებული სარემონ­ტო სამუშაოების აღრიცხვა.

 3. საბაგირო მოწყობილობის რემონტისთვის გამოყენებული უსაფრთხოების კომპონენტებისა და სხვა მაკომპლექტებელი ნაკეთობების, საბაგირო მოწყობილობის და მის ექსპლუატაციის ფაქტობრივი პირობებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია საბაგირო მოწყობილობის სარემონტო სამუშაოების განმახორციებელი პირი.

 4. ლითონკონსტრუქციების შედუღება უნდა წარმოებდეს სათანადო კვლიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ. შედუღებით შეერთების სახეები, კონტროლისა და შეფასების ნორმები, უნდა განისაზღვროს სარემონტო სამუშაოებისთვის შემუშავებული ტექნიკური პირობებით სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.

 5. მზიდი, მზიდ-საწევი, და დამჭიმი ბაგირების დამონტაჟების წინ საჭიროა მათი გამოცდა ბაგირსაცდელ სადგურში.

 6. მზიდი და დამჭიმი ბაგირების შეცვლის ან დამოკლების დროს აუცილებელია ახალი ქუროების დაყენება.

 7. მზიდი ბაგირის გადაბმა დაუშვებელია იმ მონაკვეთზე, სადაც ვაგონი მოძრაობს.

 

 მუხლი 25. საბაგირო მოწყობილობის რეკონსტრუქცია

1. საბაგირო მოწყობილობის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №320 დადგენილებით დამტკიცებული ,,ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების შესახებ’’ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად.

 2. საბაგირო მოწყობილობის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე.

 3. საბაგირო მოწყობილობის რეკონსტრუქციისთვის გამოყენებული უსაფრთხოების კომპონენტებისა და სხვა მაკომპლექტებელი ნაკეთობების საბაგირო მოწყობილობის და საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციის ფაქტიურ პირობებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია:

 - საბაგირო მოწყობილობის პროექტირების ეტაპზე დამპროექტებელი;

 - რეკონსტრუქციის ეტაპზე, რეკონსტრუქციის განმახორციელებელი.

 

 მუხლი 26. საბაგირო მოწყობილობის მოდერნიზაცია

1. საბაგირო მოწყობილობის მოდერნიზაცია უნდა განხორციელდეს დამამზადებელი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე და დამზადებისთვის გათვალისწინებული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად.

 2. მოდერნიზებული საბაგირო მოწყობილობა ითვლება ტექნიკურად გამართულად, თუ მისი ტექნიკური მდგომარეობის შებამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დადასტურებულია შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ.

 

 თავი IV. არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები

 

 მუხლი 27. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

1. რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველ, მე-6 და მე-13 პუნქტებში, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-7 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტებში, მე-8 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-14 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში, მე-15 მუხლში, მე-16 მუხლში, მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-6 და მე-8 პუნქტებში, მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-19 მუხლში, მე-20 მუხლში, 21-ე მუხლში, 24-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

 2. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში, მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, მე-10, მე-11, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებში, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, მე-7 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებში, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-11 მუხლის პირველ პუნქტში, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში, 23-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 24-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

 

 მუხლი 28. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა

1. რეგლამენტის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

 2. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებში, 24-ე მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

 

 მუხლი 29. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

რეგლამენტის 27-ე და 28-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.