დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
რეკრეაციული მცურავი საშუალებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 452 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017636 |
|
მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში საქართველოს მთავრობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №965 განკარგულების და „სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში საკანონმდებლო რეფორმის და ტექნიკური რეგლამენტების მიღების სამთავრობო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №1140 განკარგულების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტი „რეკრეაციული მცურავი საშუალებების შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი). |
მუხლი 2 |
სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდეგ ბაზარზე განთავსებულ რეკრეაციულ მცურავ საშუალებებზე. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი
რეკრეაციული მცურავი საშუალებების შესახებ |
თავი I
მუხლი 1 1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ეხება: ა) დაპროექტებისა და კონსტრუქციის მიხედვით: ა.ა) რეკრეაციულ მცურავ საშუალებებს და მათ ნაწილობრივ დასრულებულ მოდელებს; ა.ბ) პერსონალურ მცურავ საშუალებებს; ა.გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართში განსაზღვრულ კომპონენტებს, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ან განკუთვნილია დამონტაჟებისათვის; ბ) გამონაბოლქვის მიხედვით: ბ.ა) ძრავებს, რომლებიც დამონტაჟებულია ან განკუთვნილია დასამონტაჟებლად რეკრეაციულ მცურავ საშუალებაში ან პერსონალურ მცურავ საშუალებაში; ბ.ბ) ძრავებს, რომლებიც დამონტაჟებულია რეკრეაციულ მცურავ საშუალებებში ან მათზე და წარმოადგენენ „ძრავის ძირითადი მოდიფიკაციის“ საგანს; გ) ხმაურის მიხედვით: გ.ა) რეკრეაციულ მცურავ საშუალებებს ინტეგრირებული გამონაბოლქვის სისტემის არმქონე კიჩოს ძრავით ან ბორტს შიდა ძრავით; გ.ბ) რეკრეაციულ მცურავ საშუალებებს ინტეგრირებული გამონაბოლქვის სისტემის არმქონე, კიჩოს ძრავით ან ბორტს შიდა ძრავით, რომელიც წარმოადგენს „მცურავი საშუალების ძირითადი გადაკეთების“ საგანს და შემდგომში განთავსდება ბაზარზე გადაკეთებიდან 5 წლის განმავლობაში; გ.გ) პერსონალურ მცურავ საშუალებებს; გ.დ) ბორტს გარეთ და კიჩოს ძრავებს, ინტეგრირებული გამონაბოლქვის სისტემით, რომლებიც განკუთვნილია რეკრეაციულ მცურავ საშუალებაში დასამონტაჟებლად; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტში, „ბ“ პუნქტსა და „გ“ პუნქტში განსაზღვრულ პროდუქტებზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პროდუქტის ბაზარზე განთავსდება პირველად ამ ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ამ მუხლი პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით: ა.ა) მხოლოდ სპორტული შეჯიბრისთვის განკუთვნილ მცურავ საშუალებაზე, მათ შორის, სპორტულ სანიჩბოსნო და სავარჯიშო სანიჩბოსნო ნავებზე, რომლებიც მწარმოებლის მიერ ამგვარად არის ეტიკეტირებული; ა.ბ) კანოეზე, კაიაკზე, გონდოლასა და წყლის ველოსიპედებზე; ა.გ) სერფინგის იალქნიან დაფაზე; ა.დ) მოტორიან სერფინგის დაფაზე, წყლის პერსონალურ მოტოციკლზე და სხვა მსგავს მოტორიან საშუალებებზე; ა.ე) 1950 წლამდე წარმოებულ ისტორიული მცურავი საშუალებების ორიგინალზე და მის ინდივიდუალურ ასლზე, რომლიც ძირითადად იგივე მასალისგან არის წარმოებული და მწარმოებლის მიერ ამგვარად არის ეტიკეტირებული; ა.ვ) ექსპერიმენტულ მცურავ საშუალებაზე, იმ პირობით, რომ იგი არ იქნება განთავსებული ბაზარზე; ა.ზ) პირადი სარგებლობის მიზნით დამზადებულ მცურავ საშუალებაზე, იმ პირობით, რომ იგი არ იქნება განთავსებული ბაზარზე ხუთი წლის განმავლობაში; ა.თ) წყალქვეშა აპარატებზე; ა.ი) საჰაერო ბალიშიან ტრანსპორტზე; ა.კ) წყალქვეშა ფრთიან მცურავ საშუალებაზე; ა.ლ) მცურავ საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება მგზავრების გადასაყვანად კომერციული მიზნებისათვის; ა.მ) შიდა წვის ძრავებიან საშულებებზე, რომლების საწვავადაც გამოიყენება ზეთი, გაზი, შეშა, ქვანახშირი ან კოქსი. ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით: ბ.ა.ა) ქვემოთ ჩამოთვლილ რეკრეაციულ საშუალებებში დამონტაჟებულ ან დასამონტაჟებლად განკუთვნილ ძრავებს: ბ.ა.ბ) სპორტული შეჯიბრებისათვის განკუთვნილ რეკრეაციულ მცურავი საშუალებებში, რომლებიც ასეთად არის დასახელებული მწარმოებლის მიერ; ბ.ა.გ) ექსპერიმენტულ რეკრეაციულ მცურავი საშუალებებში, რომლებიც არ არის ბაზარზე განთავსებისათვის წარმოებული; ბ.ა.დ) მცურავ საშუალებებში, რომლებიც გამოიყენება მგზავრების გადასაყვანად კომერციული მიზნებისათვის; ბ.ა.ე) წყალქვეშა აპარატებში; ბ.ა.ვ) საჰაერო ბალიშიან ტრანსპორტში; ბ.ა.ზ) წყალქვეშა ფრთიან მცურავ საშუალებებში; ბ.ბ) 1950 წლამდე წარმოებულ ისტორიული მცურავი საშუალებების ორიგინალსა და მის ინდივიდუალურ ასლზე, რომელიც არ იწარმოება სერიულად და არ არის დამონტაჟებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ე“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ რეკრეაციულ მცურავ საშუალებებზე; ბ.გ) პირადი სარგებლობის მიზნით დამზადებულ ძრავებზე, იმ პირობით, რომ ისინი არ განთავსდება ბაზარზე მათი წარმოებიდან 5 წლის განმავლობაში. გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით: გ.ა) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ ყველა რეკრეაციულ მცურავ საშუალებაზე; გ.ბ) პირადი სარგებლობის მიზნით დამზადებულ მცურავ საშუალებაზე, იმ პირობით, რომ იგი არ იქნება განთავსებული ბაზარზე ხუთი წლის განმავლობაში; 3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებები: ა) „რეკრეაციული მცურავი საშუალება“ - ყველა სახის ნავი განკუთვნილი სპორტისა და დასვენების მიზნებისათვის 2,5-მეტრიდან 24 მეტრის კორპუსის სიგრძის მქონე, გაზომილი ჰარმონიზებული სტანდარტების შესაბამისად, მიუხედავად მისი ძრავის სიმძლავრისა. ის ფაქტი, რომ შესაძლებელია ნავი გამოყენებულ იქნეს ჩარტერისათვის ან ტრენინგის მიზნებისათვის, არ გამორიცხავს მას ამ ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფეროდან, თუ იგი ბაზარზე განთავსდა, როგორც რეკრეაციული მცურავი საშუალება; ბ) „პერსონალური მცურავი საშუალება“ - მცურავი საშუალება, რომლის სიგრძე არ აღემატება 4 მეტრს, გააჩნია შიდა წვის ძრავზე მომუშავე წყლის ტუმბო გადაადგილებისათვის და რომლის მართვაც ხორციელდება ადამიანის ან ადამიანების მიერ უფრო ხშირად მჯდომარე, მდგომარე ან ჩამუხლულ მდგომარეობაში, ვიდრე მთელი ტანის მოქმედებით; გ) „ძრავი“ - პროპელერის ამძრავი, საწვავის ნარევის აალებით მომუშავე შიდა წვის ორ ან ოთხ ტაქტიანი, ბორტს შიგნით, კიჩოზე და ბორტს გარეთ დამონტაჟებული, ინტეგირებული გამონაბოლქვის მქონე ან არ მქონე ძრავები. დ) „ძრავის მოდიფიკაცია“ - ძრავის მოდიფიკაცია, რომელიც: - პოტენციურად ქმნის საშუალებას, რომ ძრავის გამონაბოლქვმა გადააჭარბოს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის „ბ“ ნაწილით განსაზღვრულ ლიმიტს, გარდა ისეთი ცვლილებებისა, რომელიც არ ცვლის ძრავის ემისიის მახასიათებლებს; - ზრდის სიმძლავრეს 15%-ზე მეტით. ე) „მცურავი საშუალების მნიშვნელოვანი გადაკეთება“ - მცურავი საშუალების იმგვარი გადაკეთება, რომელის დროსაც: - მნიშვნელოვნად შეიცვალა მცურავი საშუალების გადაადგილებისათვის გამოყენებული სისტემა; - განხორციელდა მცურავი საშუალების ძრავის მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია; - განხორციელდა მცურავი საშუალების იმგვარი გადაკეთება, რომ იგი ფაქტობრივად წარმოადგენს ახალ მცურავ საშუალებას. ვ) „გადაადგილების საშუალება“ - მექანიკური მეთოდი, რომლითაც მცურავი საშუალება გადაადგილდება. ეს შეიძლება იყოს ბარბაცა ან წყლის გამომფრქვევი მექანიკურად მომუშავე სისტემა. ზ) „ძრავების ერთგვაროვნება/ოჯახი“ - მწარმოებლების მიერ ძრავების დაჯგუფება მათი პროექტირების მიხედვით, რომელიც გულისხმობს ემისიის მსგავს მახასიათებლებს და შესაბამისობაშია ამ ტექნიკურ რეგლამენტთან. თ) „მწარმოებელი“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აპროექტებს და აწარმოებს იმ პროდუქტს, რომელიც შედის ამ ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფეროში, ან ის პირი რომელმაც აწარმოა ამგვარი პროდუქტი ბაზარზე განთავსების მიზნით. ი)s „ავტორიზებული წარმომადგენელი“ - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც პროდუქტის მწარმოებლისაგან წერილობითი ფორმით, მინიჭებული აქვს უფლებამოსილება რომ შეასრულოს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები. მუხლი 2. ბაზარზე განთავსება და ექსპლუატაციაში მიღება შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლით გათვალისწინებული რეკრეაციული მცურავი საშუალებების ბაზარზე განთავსება და ექსპლუატაციაში მიღება მხოლოდ დანიშნულებისამებრ, თუ ისინი სწორად კონსტრუირებისა და მოვლა-შენახვის შემთხვევაში საფრთხეს არ უქმნიან ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე, მათ ქონებას ან გარემოს უსაფრთხოებას. მუხლი 3. სავალდებულო მოთხოვნები ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლით განსაზღვრული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით განსაზღვრულ უსაფრთხოების, ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, საკუთრებისა და გარემოსდაცვით სავალდებულო მოთხოვნებს. მუხლი 4. რეკრეაციული მცურავი საშუალებების თავისუფალი გადაადგილება 1. არ შეიძლება აიკრძალოს ან სხვაგვარად შეიზღუდოს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქტის ბაზარზე განთავსება, რომელიც შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისობის შეფასების პროცედურები ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 თავით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნაწილობრივ დასრულებული რეკრეაციული მცურავი საშუალება ბაზარზე განთავსდება შეზღუდვების გარეშე იმ შემთხვევაში, თუკი მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ან ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირი, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის „ა“ პუნქტის შესაბამისად, განაცხადებს, რომ ეს პროდუქტი სხვა პირის მიერ უნდა დასრულდეს. 3. არ შეიძლება აიკრძალოს ან სხვაგვარად შეიზღუდოს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრული კომპონენტების ბაზარზე განთავსება და ექსპლუატაციაში მიღება, თუკი ისინი აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და ეს შესაბამისი წერილობითი დეკლალირებით არის დადასტურებული წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის XV დანართის შესაბამისად და ეს კომპონენტები განკუთვნილია რეკრეაციული მცურავი საშუალებისათვის ამ რეგლამენტის III დანართის „ბ“ პუნქტით განსაზღვრული დეკლარაციის შესაბამისად მისი მწარმოებლის, მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის, ან მესამე ქვეყნიდან იმპორტირების შემთხვევაში ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის დეკლარაციის შესაბამისად. 4. არ შეიძლება აიკრძალოს ან სხვაგვარად შეიზღუდოს ისეთი ძრავების ბაზარზე განთავსება ან ექსპლუატაციაში გაშვება, როგორებიცაა: - ბორტს შიდა ან ინტეგრირებული გამონაბოლქვის სისტემის არმქონე, კოჩოზე ძრავები. რომლებზეც მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი განახორციელებს დეკლარირებას ამ ტექნიკური რეგლამენტის XV დანართის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ძრავის ემისიის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან, როდესაც ეს ძრავები განთავსებულია რეკრეაციულ მცურავ საშუალებებში ან პერსონალურ მცურავ საშუალებებში მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად. 5. გამოფენა-გაყიდვებზე, გამოფენებზე, ჩვენებაზე დაშვებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქტების ჩვენება, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ მათ ექნებათ ნიშანი, რომელიც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება ამ პროდუქტების ბაზარზე განთავსება და ექსპლუატაციაში მიღება, სანამ ისინი არ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. 6. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პროდუქტებზე ვრცელდება სხვა ტექნიკური რეგლამენტები (სხვა ასპექტებში), რომლებიც ასევე მოითხოვენ ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით განსაზღვრული ნიშანდებას, ეს უკანასკნელი უნდა აღნიშნავდეს იმას, რომ ეს პროდუქტი აკმაყოფილებს სხვა (მასზე გავრცელებულ) ტექნიკური რეგლამენტის პირობებსაც. ამავე დროს, თუ პროდუქტზე გავრცელებული ერთი ან რამდენიმე ტექნიკური რეგლამენტი საშუალებას აძლევს მწარმოებელს გარდამავალ პერიოდში აირჩიოს, თუ რომელი მოთხოვნები გამოიყენოს, ნიშანდება უნდა აღნიშნავდეს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს მხოლოდ მწარმოებლის მიერ არჩეული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, რაც ასევე მითითებული უნდა იყოს ამავე ტექნიკური რეგლამენტით მოთხოვნილ დოკუმენტებში. მუხლი 5 წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების მიზნით საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს ამ ტექნიკური რეგლამენტის ჰარმონიზებულ სტანდარტებს. მუხლი 6 თუ დაინტერესებულ მხარეს მიაჩნია, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული სტანდარტები სრულად არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნებს, მან უნდა აცნობოს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს შესაძლო ღონისძიებების გასატარებლად. მუხლი 7. დამცავი დებულება 1. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ორგანო დაადგენს, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლით განსაზღვრული რეკრეაციული მცურავი საშუალება ან მისი კომპონენტები, რომლებსაც გააჩნიათ ამავე ტექნიკური რეგლამენტის IV დანართის შესაბამისი ნიშანდება, სწორად არის დაპროექტებული, აწყობილი და გამოიყენება დანიშნულებისამებრ, თუმცა საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, საკუთრებას ან/და გარემოს, მან ყველა წინასწარი ზომა უნდა მიიღოს ბაზრიდან მათი ამოღების, ან ბაზარზე განთავსების და ექსპლუატაციაში მიღების აკრძალვის ან შეზღუდვის მიზნით. უფლებამოსილმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სხვა შესაბამის ორგანოებს გატარებული ღონისძიების შესახებ, შესაბამისი მიზეზების მითითებით, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეუსაბამობა წარმოიშვა: ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნების დაუცველობით; ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტების არასწორი გამოყენებით, თუკი მითითებულია, რომ ეს სტანდარტები იქნა გამოყენებული; გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტების ნაკლოვანებით. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლით განსაზღვრული პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და აქვს ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით განსაზღვრული ნიშანდება, შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
თავი II შესაბამისობის შეფასება მუხლი 8 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქტების დამზადებამდე ან/და მათ ბაზარზე განთავსებამდე მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა განახორციელოს ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროცედურები. იმ შემთხვევაში, თუ რეკრეაციულ მცურავ საშუალებას უნდა ჩაუტარდეს აწყობის - შემდგომი შეფასება, მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს რეკრეაციული მცურავი საშუალება შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. ასეთი შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, რომელმაც რეკრეაციული მცურავი საშუალება განათავსა ბაზარზე ან გაუშვა ექსპლუატაციაში საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში, პირი, რომელმაც რეკრეაციული მცურავი საშუალება განათავსა ბაზარზე, ვალდებულია მიმართოს ნოტიფიცირებულ ორგანოს აწყობის შემდგომი შეფასების ჩატარებისათვის. პირი, რომელმაც განათავსა რეკრეაციული მცურავი საშუალება ბაზარზე ან გაუშვა ექსპლუატაციაში, ვალდებულია ნოტიფიცირებულ ორგანოს მიაწოდოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი, მათ შორის, ტექნიკური დოკუმენტები მისი წარმოების ქვეყანაში პროდუქტის ბაზარზე პირველად განთავსების მითითებით. ნოტიფიცირებული ორგანო ვალდებულია ჩაატაროს შეფასება, განახორციელოს გამოთვლები და სხვა სახის შეფასებები იმისათვის, რომ უზრუნველყოს რეკრეაციული მცურავი საშუალების შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. ასეთ შემთხვევაში მწარმოებლის გრაფაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის 2.2 პუნქტის შესაბამისად, მიეთითება სიტყვები „აწყობის - შემდგომი შეფასება“. ამის შემდეგ ნოტიფიცირებულმა ორგანომ უნდა შეადგინოს შესაბამისობის ანგარიში განხორციელებული ქმედებების, შედეგების მითითებით და გადასცეს იგი რეკრეაციული მცურავი საშუალების ბაზარზე განმათავსებელს, ან ექსპლუატაციაში გამშვებს, ასევე, გააფრთხილოს ისინი მათი ვალდებულებების შესახებ. ამის შემდეგ, პირი ადგენს შესაბამისობის დეკლარაციას, უკეთებს შესაბამის ნიშანდებას რეაკრეაციულ მცურავ საშუალებას და ამ ნიშანზე უთითებს იმ ნოტიფიცირებული ორგანოს ნომერს, რომელმაც განახორციელა შეფასება. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პროდუქტის დაპროექტებისა და აწყობის მიზნებისათვის, ნავის მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დაპროექტების A, B, C და D კატეგორიებისათვის უნდა მიმართოს პროცედურებს, რომელიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის I „ა“ დანართის პირველ ნაწილში: ა) A და B კატეგორიებისთვის: - 2,5 მეტრიდან 12 მეტრის კორპუსის სიგრძის მქონე ნავებისთვის: წარმოების შიდა კონტროლი და გამოცდები (მოდული Aა) VI დანართის შესაბამისად ან ტიპის გამოცდა (მოდული B-ის) VII დანართის შესაბამისად, დამატებული VIII დანართით განსაზღვრული ტიპის შესაბამისობა (მოდული C), ან ერთ-ერთი, შემდეგი მოდულების კომბინაციიდან: B+D, ან B+E, ან B+F, ან G ან H ; - 12 - დან - 24 მეტრის კორპუსის სიგრძის მქონე ნავებისთვის: ტიპის გამოცდა (მოდული B) როგორც ეს მითითებულია VII დანართში, რომელიც შევსებულია ამავე რეგლამენტის VIII დანართში მითითებული C მოდულით (ტიპის შესაბამისობა), ან ერთ-ერთი, შემდეგი მოდულების კომბინაციიდან: B + D, ან B+E ან B + F, ან G ან H. ბ) C კატეგორიისთვის: ბ.ა) 2,5-დან - 12 მეტრის კორპუსის სიგრძის მქონე ნავებისათვის: - როდესაც ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის 3.2 და 3.3 პუნქტების ჰარმონიზებული სტანდარტები დაცულია: წარმოების შიდა კონტროლი (მოდული A), V დანართის შესაბამისად ან შიდა საწარმოო კონტროლს დამატებული გამოცდა (მოდულიAa) VI დანართის შესაბამისად, ან ტიპის გამოცდა (მოდული B) VII დანართს დამატებული ტიპის შესაბამისობა (მოდული C) VIII დანართის შესაბამისად ან ერთ-ერთი, შემდეგი მოდულების კომბინაციიდან: B + D ან B+E ან B+F ან G ან H; - როდესაც ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის 3.2 და 3.3 პუნქტების ჰარმონიზებული სტანდარტები არ არის დაცული: წარმოების შიდა საწარმოო კონტროლი და გამოცდები (მოდული Aa) VI დანართის შესაბამისად, ან ტიპის გამოცდით (მოდული B) VII დანართის შესაბამისად, დამატებული VIII დანართით განსაზღვრული ტიპის შესაბამისობა (მოდული C), ან ერთ-ერთი, შემდეგი მოდულების კომბინაციიდან: B + D ან B+E ან B+F ან G ან H. ბ.ბ) 12 - დან - 24 მეტრის კორპუსის სიგრძის მქონე ნავებისათვის: ტიპის გამოცდა (მოდული B) VII დანართის და მოდული C (ტიპის შესაბამისობა) VIII დანართის შესაბამისად, ან ერთ-ერთი, შემდეგი მოდულების კომბინაციიდან: B + D, ან B+E, ან B + F, ან G ან H. გ) D კატეგორიისთვის: 2,5 - დან - 24 მეტრის კორპუსის სიგრძის მქონე ნავებისთვის: წარმოების შიდა კონტროლი (მოდული A) V დანართის შესაბამისად, ან შიდა საწარმოო კონტროლი და გამოცდა (მოდული Aa) VI დანართის შესაბამისად, ან ტიპის გამოცდა (მოდული B) VII დანართის შესაბამისად, დამატებული ტიპის შეფასება (მოდული C) VIII დანართის შესაბამისად, ან ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი, შემდეგი მოდულების კომბინაციიდან: B + D ან B+E ან B+F ან G ან H. დ) პერსონალური მცურავი საშუალებებისათვის, წარმოების შიდა კონტროლი (მოდული A) V დანართის შესაბამისად ან შიდა საწარმოო კონტროლს დამატებული გამოცდა (მოდულიAa) VI დანართის შესაბამისად, ან ტიპის გამოცდა (მოდული B) VII დანართის შესაბამისად, დამატებული ტიპის შესაბამისობა (მოდული C) VIII დანართის შესაბამისად, ან ერთ-ერთი, შემდეგი მოდულების კომბინაციიდან: B + D ან B+E ან B+F ან G ან H; ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართში მითითებული კომპონენტებისთვის: ერთ-ერთი შემდეგი მოდულებიდან: B + C, ან B + D, ან B + F, ან G ან H. ვ) გამონაბოლქვის მიხედვით: ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ძრავების მწარმოებელმა ან მისმა ოფიციალურმა წამომადგენლემა უნდა განახორციელოს ტიპის გამოცდა (მოდულიB) VII დანართის შესაბამისად და ასევე, ტიპთან შესაბამისობა (მოდული C) VIII დანართის შესაბამისად, ან ერთ-ერთი, შემდეგი მოდულების კომბინაციიდან: B+D, ან B+E, ან B+F ან G ან H. ზ) ხმაურის მიხედვით: ზ.ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პროდუქტებზე, გემების მწარმოებელი ან მისი ოფიციალური წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს შემდეგი: - იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ჩატარდა წინამდებარე ტექნიკური რეგლამეტის ჰარმონიზებული სტანდარტით: ან შიდა საწარმოო კონტროლი და გამოცდა (მოდული Aa) VI დანართის შესაბამისად, ან ერთეულის დამოწმება (მოდული G) XI დანართის შესაბამისად, ან სრული ხარისხის შეფასება (მოდული H) XII დანართის შესაბამისად; - სადაც ფრაუდის რიცხვი და ძალის განლაგების განაწილების მეთოდი გამოიყენება შეფასებისათვის: შიდა საწარმოო კონტროლი (მოდულიA) V დანართის შესაბამისად, ან შიდა საწარმოო კონტროლი და გამოცდა (მოდული Aa) VI დანართის შესაბამისად, ან ერთეულის დამოწმება (მოდული G) XI დანართის შესაბამისად, ან სრული ხარისხის შეფასება (მოდული H) XII დანართის შესაბამისად; - როდესაც სერტიფიკატში მითითებული გემის ამ მუხლის „ზ.ა“ პუნქტის მეორე აბზაცით გათვალისწინებული მონაცემების ფასდება: ან შიდა საწარმოო კონტროლი (მოდულიA) მითითებული V დანართში, ან შიდა საწარმოო კონტროლი და დამატებითი მოთხოვნები (მოდული Aa) მითითებული VI დანართში, ან ერთეულის დამოწმება (მოდული G) მითითებული XI დანართში ან სრული ხარისხის შეფასება (მოდული H) მითითებული XII დანართში. თ) ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის, პირველი პუნქტის „გ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტებისათვის, პერსონალური მცურავი საშუალების/ძრავის დამამზადებელმა ან მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა უნდა იხელმძღვანელოს: შიდა საწარმოო კონტროლი და დამატებითი მოთხოვნები (მოდული Aa) მითითებული VI დანართში, ან მოდული G, ან მოდული H.
თავი III ნიშანდება მუხლი 9 1. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ პროდუქტს, რომელიც განთავსდება ბაზარზე უნდა გააჩნდეს შესაბამისი ნიშანდება, ეს პროდუქტებია: ა) რეკრეაციული მცურავი საშუალება, პერსონალური მცურავი საშუალება და ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრული რეკრეაციული მცურავი საშუალების უსაფრთხოების კომპონენტები, რომლებიც განიხილება იმგვარად, რომ შეესაბამებიან I დანართით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს. ბ) ბორტის გარეთა ძრავი, რომელიც აკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს, I დანართის ბ“ და „გ“ ნაწილებით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს. გ) გამონაბოლქვის ინტეგრირებული სისტემის მქონე, კიჩოზე ჩამონტაჟებული ძრავები, რომლებიც აკმაყოფილებენ I დანართის „ბ“ და „გ“ ნაწილებით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს. 2. რეკრეაციულ მცურავ საშუალებაზე შესაბამისობის ნიშანდება უნდა გაკეთდეს თვალსაჩინო ადგილას, გარკვევით და ისე, რომ არ წაიშალოს, როგორც ეს მითითებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის „ა“ ნაწილის 2.2 მუხლში ნიშანდება ასევე კეთდება უსაფრთხოების კომპონენტებზე ან/და მათ შეფუთვაზე. ნიშანდებას უნდა ახლდეს იმ ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც პასუხს აგებს VI, IX, X, XI და XII დანართებით განსაზღვრული პროცედურების შესრულებაზე. 3. აკრძალულია რეკრეაციულ მცურავ საშუალებაზე ისეთი ნიშანდების ან წარწერების გაკეთება, რომლებმაც შესაძლებელია შეცდომაში შეიყვანოს მხარეები ნიშანდების ფორმასთან დაკავშირებით. რაიმე სხვა ნიშანდების გაკეთებამ რეკრეაციულ მცურავი საშუალებაზე ან/და მის კომპონენტებზე ან/და მათ შეფუთვაზე არ უნდა დააზიანოს ნიშანდების ხილვადობა. 4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის დებულებების გათვალისწინებით: ა) თუ უფლებამოსილი ორგანო დაადგენს, რომ ნიშანდება არასწორად არის დატანილი, მწარმოებელი, ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია გამოასწოროს აღნიშნული დარღვევა კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) თუ შეუსაბამობა გაგრძელდა, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რათა აკრძალოს ან შეზღუდოს ამ პროდუქტის ბაზარზე განთავსება, ან უზრუნველყოს მისი ბაზრიდან ამოღება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
დანართი I ა) სავალდებულო უსაფრთხოების მოთხოვნები რეკრეაციული მცურავი საშუალებების დაპროექტებისა და მშენებლობისთვის 1. რეკრეაციული მცურავი საშუალების დიზაინის კატეგორიები
განმარტებები: A. ოკეანე: განკუთვნილია ხანგრძლივი რეისებისთვის, როდესაც ქარის ძალა შეიძლება ბოფორტის შკალის მიხედვით 8-ს აღემატებოდეს, მნიშვნელოვანი ტალღის სიმაღლე 4მ და უფრო მეტი იყოს, ხოლო ხომალდები მნიშვნელოვანწილად ავტონომიურია. B. ოფშორი: განკუთვნილია ოფშორული რეისებისთვის, როდესაც შესაძლებელია შემდეგი პირობები: ქარის ძალა ბოფორტის სკალის მიხედვით ნაკლებია ან უდრის 8-ს, მნიშვნელოვანი ტალღის სიმაღლე ნაკლებია ან უდრის 4 მ-ს. C. ინშორი: განკუთვნილია სანაპირო წყლებზე, დიდ ყურეებში, შესართავებზე, ტბებსა და მდინარეებზე რეისებისთვის, როდესაც შესაძლებელია შემდეგი პირობები: ქარის ძალა ნაკლებია ან უდრის 6-ს, მნიშვნელოვანი ტალღის სიმაღლე ნაკლებია ან უდრის 2 მ-ს. D. თავშესაფარი წყლები: განკუთვნილია მცირე ტბების, მდინარეების და არხებისთვის, როდესაც შესაძლებელია შემდეგი პირობები: ქარის ძალა ნაკლებია ან უდრის 4-ს, ხოლო მნიშვნელოვანი ტალღის სიმაღლე ნაკლებია ან უდრის 0,5 მ-ს. თითოეული კატეგორიის რეკრეაციული მცურავი საშუალება ისე უნდა იყოს დაპროექტებული და აგებული, რომ სიმტკიცის და ტივტივადობის ამ პარამეტრებს გაუძლოს და აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით განსაზღვრულ სხვა რელევანტურ მოთხოვნებს და ასევე, ჰქონდეს მართვის კარგი მახასიათებლები. 2. საერთო მოთხოვნები ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდნენ ძირითად მოთხოვნებს, თუ ისინი ეხება მათ. 2.1. საბორტე ნომერი ყველა რეკრეაციულ მცურავ საშუალებას უნდა ჰქონდეს ნიშანდება საბორტე საიდენტიფიკაციო ნომრით, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: - მწარმოებლის კოდი; - მწარმოებლის ქვეყანა; - უნიკალური სერიული ნომერი; - დამზადების წელი; - მოდელის წელი. ამ მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციას იძლევა ამ ტექნიკური რეგლამენტის ჰარმონიზებული სტანდარტი. 2.2. გემთმშენებლის დაფა ყველა რეკრეაციულ მცურავ საშუალებას უნდა ჰქონდეს მუდმივად მიმაგრებული დაფა, რომელიც საბორტე საიდენტიფიკაციო ნომრისგან განცალკევებით იქნება დამაგრებული და შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: - მწარმოებლის სახელწოდება; - ნიშანდება (IVდანართის შესაბამისად); - რეკრეაციული მცურავი საშუალების პროექტის კატეგორია (ამ დანართის პირველი ნაწილის შესაბამისად); - მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული მაქსიმალური დატვირთვა (ამ დანართის 3.6. პუნქტის შესაბამისად); - მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ადამიანების რაოდენობა, სრული სვლისთვის. 2.3. ბორტიდან გადავარდნისგან დაცვა და ბორტზე ამოყვანის საშუალებები პროექტის კატეგორიის მიხედვით, რეკრეაციული მცურავი საშუალება ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ ადამიანის ბორტიდან გადავარდნის რისკები მინიმალური იყოს და ადვილი იყოს ბორტზე ამოყვანა. 2.4. ხილვადობა მთავარი სამართავი პოზიციიდან მოტორიან ნავში მთავარი სამართავი პოზიცია ნორმალურ პირობებში (სიჩქარე და დატვირთვა) ოპერატორს უნდა აძლევდეს კარგი წრიული ხილვადობის საშუალებას. 2.5. მომხმარებლის (მფლობელის) სახელმძღვანელო ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ყველა მცურავ საშუალებას უნდა ჰქონდეს მომხმარებლის სახელმძღვანელო ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე. ეს სახელმძღვანელო ფოკუსირებული უნდა იყოს ხანძრის და წყალდიდობის რისკებზე და უნდა შეიცავდეს ამ დანართის 2.2, 3.6 და მე-4 პუნქტებში მითითებულ ინფორმაციას, ასევე, დაუტვირთავ წონას კილოგრამებში. 3. მთლიანობა და კონსტრუქციული მოთხოვნები 3.1. კონსტრუქცია მასალების შერჩევა და კომბინაცია, ასევე კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს რეკრეაციული მცურავი საშუალების სიმტკიცეს ყველა ასპექტში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პროექტის კატეგორიას და მწარმოებლის მიერ რეკომენდებულ მაქსიმალურ დატვირთვას. 3.2. სიმტკიცე და წყალზედა ბორტის სიმაღლე მცურავ საშუალებას უნდა ჰქონდეს საკმარისი სიმტკიცე და წყალზედა ბორტის სიმაღლე პროექტის კატეგორიის გათვალისწინებით, ასევე, მწარმოებლის მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დატვირთვა. 3.3. ტივტივადობა და ფლოტაცია რეკრეაციული მცურავი საშუალება ისე უნდა იყოს აშენებული, რომ მისი ტივტივადობის მახასიათებლები შეესაბამებოდეს პროექტის კატეგორიას და დაცული იყოს მწარმოებლის მიერ რეკომენდებულ მაქსიმალური დატვირთვა. ყველა მრავალკორპუსიან გემს უნდა ჰქონდეს საკმარისი ტივტივადობა იმისათვის, რომ გადაბრუნებულ მდგომარეობაში წყლის ზედაპირზე დარჩეს. ექვს მეტრზე ნაკლები სიგრძის გემები, რომლებიც მათი პროექტის კატეგორიაში სარგებლობისას ჩაძირვისადმი არიან მიდრეკილი, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ წყლის ზედაპირზე ამოსვლის საშუალებებით. 3.4. ღიობები კორპუსზე, გემბანზე და სუპერსტრუქტურაზე ღიობები კორპუსზე, გემბან(ებ)ზე და სუპერსტრუქტურაზე არ უნდა არღვევდეს გემის კონსტრუქციულ მთლიანობას, ან მის წყალგაუმტარ მთლიანობას დახურულ მდგომარეობაში. ფანჯრებმა, საბორტე ილუმინატორებმა, კარებმა და ლუკის სახურავებმა უნდა გაუძლონ წყლის წნევას, ასევე, გემბანზე მოძრავი ადამიანების წონით გამოწვეულ წერტილოვან დატვირთვას. კორპუსის მოწყობილობები, რომელთა საშუალებით წყალი კორპუსში შედის, ან კორპუსიდან წყლის ხაზის ქვემოთ გადის, მწარმოებლის მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დატვირთვის შესაბამისად, აღჭურვილი უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი ჩამკეტი საშუალებებით. 3.5. წყალდიდობა რეკრეაციული მცურავი საშუალება ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ ჩაძირვის რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს: - კოკპიტებს და შახტებს, რომლებსაც თვითდრენაჟი ან სხვა საშუალება უნდა ჰქონდეთ გემის ინტერიერიდან წყლის გასაყვანად; - სავენტილაციო მოწყობილობებს; - წყლის გაყვანას ტუმბოების ან სხვა საშუალებით. 3.6. მწარმოებლის მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დატვირთვა მწარმოებლის მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დატვირთვა (საწვავი, წყალი, მარაგები, სხვადასხვა მოწყობილობა და ადამიანები (კგ-ში)), რომლისთვისაც არის რეკრეაციული მცურავი საშუალება დაპროექტებული და რომელიც გემთმშენებლის დაფაზეა აღნიშნული, უნდა განისაზღვროს კატეგორიის მიხედვით, სტაბილურობის, წყალზედა ბორტის სიმაღლისა და ტივტივადობის/ფლოტაციის მიხედვით. 3.7. მაშველი ტივის მოთავსება A და B კატეგორიის და C და D კატეგორიის 6 მეტრზე გრძელი რეკრეაციული მცურავი საშუალებები აღჭურვილი უნდა იყვნენ მაშველი ტივ(ებ)ისთვის ერთი ან მეტი შესანახი ადგილით. ტივი საკმაოდ დიდი უნდა იყოს, რათა ადამიანების გარკვეული რაოდენობა დაიტიოს მწარმოებლის რეკომენდირებული რაოდენობის შესაბამისად. ეს შესანახი ადგილ(ებ)ი ნებისმიერ დროს ადვილად მისადგომი უნდა იყოს. 3.8. გაქცევა ყველა სამგზავრო, მრავალკორპუსიანი, 12 მეტრზე მეტი სიგრძის გემი გაქცევის სანდო საშუალებებით უნდა იყოს აღჭურვილი გადაბრუნების შემთხვევაში. ყველა სამგზავრო რეკრეაციული მცურავი საშუალება გაქცევის სანდო საშუალებებით უნდა იყოს აღჭურვილი ხანძრის შემთხვევაში. 3.9. ღუზის ჩაშვება, ტროსებით მიმაგრება და ბუქსირება ყველა რეკრეაციული მცურავი საშუალება მათი პროექტის, კატეგორიის და მახასიათებლების გათვალისწინებით აღჭურვილი უნდა იყოს ერთი ან მეტი საყრდენი წერტილით ან სხვა საშუალებით, რომელსაც ექნება შესაძლებლობა უსაფრთხოდ მიიღოს ღუზის ჩაშვებასთან, ტროსებით მიმაგრებასა და ბუქსირებასთან დაკავშირებული დატვირთვები. 4. მართვის მახასიათებლები მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ რეკრეაციული მცურავი საშუალების მართვის მახასიათებლები დამაკმაყოფილებელი იყოს, აგრეთვე ჰქონდეს პროექტით გათვალისწინებული მაქსიმალური სიმძლავრის ძრავა. მომხმარებლის სახელმძღვანელოში მითითებული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრული ძრავის ნომინალური სიმძლავრე ყველა რეკრეაციული მცურავი საშუალების ძრავისთვის. 5. ინსტალაციის მოთხოვნები 5.1. ძრავები და ძრავის ადგილები 5.1.1. შიდა ძრავა - რეკრეაციული მცურავი საშუალების შიგნით დამაგრებული ყველა ძრავი მოთავსებული უნდა იყოს შემოსაზღვრულ ადგილას, ადამიანებისათვის განსაზღვრული ადგილებიდან მოშორებით და ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ ხანძრის, ცეცხლის, ტოქსიკური გამონაბოლქვების, მაღალი ტემპერატურის, ხმაურის ან ვიბრაციის საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ძრავის დეტალები და ნაწილები, რომლებიც ხშირ შემოწმებას ან/და მომსახურებას საჭიროებენ, ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ძრავის სივრცის შიგნით საიზოლაციო მასალები უნდა იყოს არააალებადი. 5.1.2. ვენტილაცია - ძრავის განყოფილება უნდა ნიავდებოდეს. თავიდან უნდა იყოს აცილებული ნებისმიერი შესასვლელიდან წყლის სახიფათო შეღწევა ძრავის განყოფილებაში. 5.1.3. დაუცველი/დაუფარავი ნაწილები - თუ ძრავი არ იქნება დაცული სახურავით ან საკუთარი გარსით, გაშიშვლებული მოძრავი ან ცხელი ნაწილები ეფექტურად უნდა იყოს ეკრანირებული. 5.1.4. ბორტს გარე ძრავების ამუშავება - ბორტს გარე ძრავების მქონე რეკრეაციული მცურავი საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც ხელს შეუშლის ძრავის ამუშავებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ა) ძრავი წარმოქმნის 500 ნიუტონზე ნაკლებ სტატიკურ დარტყმას; ბ) ძრავას აქვს დროსელირების 500 ნიუტონამდე მალიმიტირებელი მოწყობილობა ძრავის ჩართვისას. 5.1.5 პერსონალური მცურავი საშუალება მართვადი მძღოლის გარეშე პერსონალური მცურავი საშუალება უნდა დაპროექტდეს ავტომატური ძრავის გამთვიშით ან ავტომატური მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს სიჩქარის შენელებას, ცირკულარულად, წინ სვლით, როდესაც მძღოლი მოქმედებს შეგნებულად ან თუ გადავარდება ბორტიდან. 5.2. საწვავის სისტემა 5.2.1. ზოგადი ცნობები - საწვავით შევსების, მისი შენახვის, ვენტილაციის სისტემები ისე უნდა იყოს დაგეგმილი და დამონტაჟებული, რომ ხანძრის და აფეთქების საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. 5.2.2. საწვავის ავზები - საწვავის ავზები, ხაზები და მილები დაცული და განცალკევებული უნდა იყოს რაიმე მნიშვნელოვანი სითბოს წყაროსგან. ავზების მასალა და დამზადების მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს მათ ტევადობას და საწვავის ტიპს. ავზის ფართი უნდა ნიავდებოდეს. თხევადი საწვავი, რომლის აალების ტემპერატურა ნაკლებია 55°C, უნდა ინახებოდეს ავზში, რომელიც არ შეადგენს კორპუსის ნაწილს და უნდა იყოს იზოლირებული: ა) ძრავის განყოფილებისგან და ყველა სხვა აალების წყაროსგან; ბ) საცხოვრებელი ადგილიდან. თხევადი საწვავი, რომლის აალების ტემპერატურა უდრის ან მეტია 55°C, შეიძლება ინახებოდეს ავზში, რომელიც კორპუსის შემადგენელი ნაწილია. 5.3. ელექტროსისტემა - ელექტროსისტემები ისე უნდა იყოს დაგეგმილი და დამონტაჟებული, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეკრეაციული მცურავი საშუალების სათანადო მუშაობა ნორმალურ პირობებში სარგებლობისას და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დენის დარტყმის და ხანძრის საფრთხე. ყურადღება უნდა მიექცეს წრედების დაცვას გადატვირთვის და მოკლე ჩართვისგან, გარდა ძრავის ჩართვის წრედებისა, რომლებიც აკუმულატორით იკვებებიან. აუცილებელია ვენტილაცია, აკუმულატორებისგან გამოყოფილი აირების დაგროვების პრევენციის მიზნით. აკუმულატორები სანდოდ უნდა იყოს დაცული წყლის შეღწევისგან. 5.4. სამართავი სისტემა 5.4.1. ზოგადი სამართავი სისტემები ისე უნდა იყოს დაგეგმილი, აგებული და დამონტაჟებული, რომ სამართავი დატვირთვების გადაცემა მოხდეს გათვალისწინებულ სამუშაო პირობებში საგანგებო ზომების დაცვით. 5.4.2. დისტანციური საჭის სამართავი სისტემით აღჭურვილი იალქნიანი რეკრეაციული მცურავი საშუალება და ერთძრავიანი შიდა კვების მოტორიანი რეკრეაციული მცურავი საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაბალ სიჩქარეზე გემის მართვის საგანგებო საშუალებებით. 5.5. გაზმომარაგების სისტემა ადამიანების სარგებლობისთვის განკუთვნილი გაზმომარაგების სისტემები უნდა იყოს ორთქლის გამყვანი ტიპის. ისინი დაგეგმილი და დამონტაჟებული უნდა იყოს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული გაჟონვა და შესაძლებელი იყოს გაჟონვისას აფეთქების რისკის ტესტირება. მასალები და კომპონენტები უნდა შეესაბამებოდეს გაზის ტიპს, რათა სისტემამ გაუძლოს წნევას და ზღვის გარემოს. გაზის ყველა დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს ალის ჩამქრობი მოწყობილობით, რომელიც ყველა სანთურისთვის იქნება ეფექტური. გაზის ყველა დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს განაწილების სისტემის ცალკეული განყოფილებით და თითოეული დანადგარი უნდა კონტროლდებოდეს ცაკლე ჩამკეტი მოწყობილობით. აუცილებელია სათანადო ვენტილაცია გაჟონვისა და აალების პროდუქტების საფრთხის პრევენციის მიზნით. მუდმივად დამონტაჟებული გაზმომარაგების სისტემის მქონე მცურავ საშუალებას უნდა ჰქონდეს გაზის ცილინდრების მოსათავსებელი განყოფილება, რომელიც მოშორებული იქნება საცხოვრებელი ადგილებიდან, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ გარედან და განიავდება შიგნიდან გარეთ, ისე, რომ გაჟონილი გაზი რეკრეაციული მცურავი საშუალებიდან გარეთ გავიდეს. ყველა მუდმივი გაზმომარაგების სისტემა დამონტაჟების შემდეგ უნდა გამოიცადოს. 5.6. ხანძრისგან დაცვა 5.6.1 ზოგადი ცნობები რეკრეაციულ მცურავ საშუალებაში გამოყენებული მოწყობილობის ტიპსა და რეკრეაციული მცურავი საშუალების გეგმარებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ცეცხლის გავრცელების რისკი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ღია ცეცხლის დანადგარებს, ცხელ ადგილებს ან ძრავებს და სარეზერვო (დამხმარე) დანადგარებს, ნავთობის და საწვავის დაქცევას, ნავთობის და საწვავის დაუფარავ მილებს. არ შეიძლება ელექტროსადენების გაყვანა დანადგარების ცხელი ადგილების ზემოთ. 5.6.2. ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა რეკრეაციული მცურავი საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, რომელიც შეესაბამება ხანძრის საფრთხეს. არ შეიძლება რეკრეაციული მცურავი საშუალების ექსპლუატაციაში გაშვება თუ მასზე დამონტაჟებული არ არის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. ბენზინის ძრავის განყოფილება დაცული უნდა იყოს ცეცხლჩამქრობი სისტემით, რაც ხანძრის შემთხვევაში ძრავის გარსის გახსნის საჭიროებას გამორიცხავს. დამონტაჟების შემდეგ პორტატული ცეცხლჩამქრობები ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ შეიძლებოდეს იოლად წვდომა გემის მთავარი სამართავი პოზიციიდან. 5.7. ნავიგაციური სინათლეები ნავიგაციური სინათლეები უნდა შეესაბამებოდეს 1972 Colreg ან CEVNI რეგულაციებს. 5.8. ნარჩენების ჩაშვების პრევენცია რეკრეაციული მცურავი საშუალება ისე უნდა იყოს აგებული, რომ არ მოხდეს დამაბინძურებლების (ნავთობი, საწვავი და სხვ.) ბორტიდან ზღვაში შემთხვევით ჩაშვება. ტუალეტებით აღჭურვილ მცურავ საშუალებას უნდა ჰქონდეს: ა) შემკრები საცავები ან ბ) დროებითი შემკრები საცავები ისეთ ადგილებზე, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩაშვება აკრძალულია. რეკრეაციული მცურავი საშუალება, რომელზეც მუდმივად არის დამონტაჟებული ავზები აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი საშუალებით, რომ განმტვირთავ გაყვანილობას შეეძლოს მიიღოს მცურავი საშუალებების მილგაყვანილობიდან გატარებული ნარჩენები. გარდა ამისა, კორპუსზე გამავალი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მილები ვენტილებით უნდა იყოს აღჭურვილი, რომლებიც მჭიდროდ იკეტება. ბ) ძირითადი მოთხოვნები ძრავებიდან გამონაბოლქვზე ძრავები, გამონაბოლქვთან მიმართებაში უნდა შეესაბამებოდნენ შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:
1.1. თითოეულ ძრავაზე დატანილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: - ძრავის მწარმოებლის სავაჭრო ნიშანი ან სავაჭრო სახელი; - ძრავის ტიპი, ძრავის ჯგუფი, სადაც ეს შესაძლებელია; - ძრავის იდენტიფიკაციის უნიკალური კოდი; - შესაბამისი ნიშანდება თუ ეს შესაძლებელია. 1.2 ძრავაზე დატანილი უნდა იქნეს ნიშანდება, რომლის ადვილად მოცილება შეუძლებელია, ძრავის ჩვეულებრივ პირობებში გამოყენების შემთხვევაში. თუ ასეთი ნიშანდება მოსცილდა ძრავას, მასზე უნდა იყოს დატანილი ნიშანდება იმგვარად, რომ მისი მოცილება შეუძლებელი იყოს ძრავის დაზიანების, ან მასზე გადაკვრის გარეშე. 1.3 ძრავაზე დატანილი ნიშანდება დაცული უნდა იყოს ძრავის ნორმალური მუშაობის პირობებში და არ უნდა იყოს საჭირო მისი ჩანაცვლება ძრავის არსებობის განმავლობაში. 1.4 ნიშანდება დატანილი უნდა იყოს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი დანახვა საშუალო ადამიანის მიერ, მას შემდეგ, რაც ძრავას მიუმაგრდება ყველა ის კომპონენტი რომელიც საჭიროა მისი მუშაობისათვის.
ძრავები იმგვარად უნდა დაპროექტდეს და აეწყოს, რომ მისი სწორად დამონტაჟების შემთხვევაში გამონაბოლქვი არ უნდა აღემატებოდეს ცხრილ 1 -ში მოცემულ ლიმიტებს: ცხრილი 1 (g/kWh)
სადაც A, B და n შეესაბამება ცხრილის მონაცემებს, PN ძრავის ძალა არის გაზომილი kW-ში და გამონაბოლქვი გაზომილია ჰარმონიზებული სტანდარტით (სსტ ენ ისო 8178 -1: 1996). ძრავებისათვის, რომელთა სიმძლავრე მეტია 130 kW-ზე ან E3 (IMO) ან E5 (მცურავი საშუალებები) განიხილება მუშაობის ციკლის მიხედვით. საწვავი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გამონაბოლქვის გამოცდისათვის, დიზელი და ბენზინი, განსაზღვრულია ევროპული დირექტივის - 98/69/EC - IX დანართის ცხრილებით 1 და 2. ხოლო ძრავები, რომლებიც მუშაობენ თხევად გაზზე განსაზღვრულია ევროპული დირექტივით 98/77/EC. 3. გამძლეობა ძრავის დამამზადებელმა უნდა შეიმუშავოს ძრავის დამონტაჟებისა და მოვლის ინსტრუქცია, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ძრავის მუშაობას ამ ნაწილის მე-2 პუნქტის ცხრილი 1-ით განსაზღვრულ ფარგლებში ნორმალური გამოყენების პირობებში. ასეთი ინფორმაცია მწარმოებელმა უნდა მიიღოს გამძლეობაზე გამოცდების ჩატარებიდან ძრავის ჩვეულებრივი სამუშაო ციკლის განმავლობაში და ასევე გამოთვლებით კომპონენტების დაღლილობის შესახებ. აუცილებელი მოვლის ინსტრუქცია უნდა შემუშავდეს მწარმოებლის მიერ და თან უნდა დაერთოს ყველა ძრავს რომელიც პირველად განთავსდება ბაზარზე. ძრავის ნორმალური ცხოვრების ციკლი ნიშნავს: ა) ბორტს შიგნით ინტეგრირებული გამონაბოლქვის სიტემის მქონე ან არმქონე, კიჩოზე ჩამონტაჟებული ძრავები: 480 საათი ან 10 წელი, პირველი გამოყენებიდან; ბ) პერსონალური მცურავი საშუალებები: 350 საათი ან 5 წელი, პირველი გამოყენებიდან; გ) ბორტსგარე ძრავები: 350 საათი ან 5 წელი, პირველი გამოყენებიდან. 4. ინსტრუქცია თითოეულ ძრავას უნდა ჰქონდეს ინსტრუქცია შესაბამის ენაზე ან ენებზე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ძრავის დამონტაჟების, მოვლისა და ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციას ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; ბ) ძრავის სიმძლავრის განმარტებას, ჰარმონიზებული სტანდარტების შესაბამისად. გ) ძირითადი მოთხოვნები ხმაურიანობაზე რეკრეაციული მცურავი საშუალებები ბორტს შიგნით ან კიჩოზე დამონტაჟებული ძრავებით ინტეგრირებული მაყუჩის გარეშე, პერსონალური მცურავი საშუალებები და ბორტს გარეთ დამონტაჟაბული ძრავები, კიჩოზე დამონტაჟებული ძრავები ინტეგრირებული გამონაბოლქვის სისტემით, ხმაურიანობის მიხედვით, უნდა შეესაბამებოდნენ შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:
1.1 რეკრეაციული მცურავი საშუალებები ბორტს შიგნით დამონტაჟებული ძრავებით და კიჩოზე დამონტაჯებული ძრავებით ინტეგრირებული გამონაბოლქვის სისტემის გარეშე, პერსონალური მცურავი საშუალებები და ბორტს გარეთ დამონტაჟაბული ძრავები, კიჩოზე დამონტაჟებული ძრავები ინტეგრირებული გამონაბოლქვის სისტემით, დაპროექტებული და აწყობილი უნდა იქნეს იმგვარად, რომ ხმაურიანობაზე გამოცდის შემთხვევაში, რომელიც განხორციელდება ჰარმონიზებული სტანდარტების შესაბამისად, არ უნდა აჭარბებდეს შემდეგ ლიმიტებს:
ცხრილი 2
სადაც Pn = ნომინალურ სიმძლავრეს kW - ში ნომინალურ სისწრაფეში და LpASmax = მაქსიმალური ხმაურის წნევის დონე dB -ში. ტყუპი ძრავებისა და მრავალ დანაყოფიანი ძრავების ყველა ტიპისათვის გამოიყენება 3 dB. 1.2 რეკრეაციული მცურავი საშუალებების, ბორტსშიდა ძრავით ან კიჩოზე დამონტაჟებული ძრავის კონფიგურაციით, ინტეგრირებული გამონაბოლქვის სისტემის გარეშე, ძრავების ხმაურიანობაზე ალტერნატიული გამოცდა, იმ პირობებში, როდესაც ძრავა და გამონაბოლქვის სისტემა დამონტაჟებულია ძრავის მწარმოებლის მიერ განსაზღვრული სპეციფიკაციით, უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მონაცემებს: ფროუდის ციფრი ≤ 1,1; სიმძლავრის განაწილება ≤ 40. 1.3 „ფროუდის ციფრი“ - გამოითვლება შემდეგი ფორმულით: ნავის მაქსიმალური სიჩქარე V (m/s) შეფარდებული მცურავი საშუალების წყლის ზედაპირის კვადრატული lwl (m) მეტრების რაოდენობის და გრავიტაციის მუდმივის (g=9,8 m/s2) ნამრავლზე. Fn = V √(g.Lwl)
სიმძლავრის განაწილება გამოითვლება ძრავის სიმძლავრის P (kW) შეფარდებით მცურავი საშუალების მოძრაობაზე D(T)=P/D 1.4 ხმაურის გაზომვის ალტერნატივად, იმ რეკრეაციული მცურავი საშუალებებისთვის, რომლებსაც აქვთ ბორტს შიგნით ჩამონტაჟებული ან კიჩოზე დამონტაჟებული ძრავა ინტეგრირებული გამონაბოლქვის სისტემის გარეშე, ითვლება გარემოება, თუ მისი დაპროექტების ძირითადი პარამეტრები არის იგივე ან თავსებადი სერტიფიცირებული ნავის პარამეტრებისა და რომელიც აკმაყოფილებს ჰარმონიზებულ სტანდარტებს. ამ შემთხვევაში, განიხილება, რომ რეკრეაციული მცურავი საშუალება აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის ხმაურის პარამეტრებს. 1.5 „სერტიფიცირებული ნავი“ - ნავი, რომელსაც აქვს სპეციალური კომბინაციის მქონე კორპუსზე/ბორტსშიდა ან ინტეგრირებული გამონაბოლქვის სისტემის არმქონე კიჩოზე დამონტაჯებული ძრავა, რომლის ხმაური შეესაბამება ამ მუხლის 1.1 პუნქტში მოცემულ მონაცემებს და რომლის დაპროექტების პარამეტრები და ხმის დონის გაზომვა მოცემული იქნება სერტიფიცირებული ნავების ნუსხაში. 2. ინსტრუქცია რეკრეაციული მცურავი საშუალებები ბორტსშიდა ძრავით ან კიჩოზე დამონტაჟებული ძრავით, რომელთაც ინტეგრირებული აქვთ გამონაბოლქვის სისტემა ან მის გარეშე და პერსონალური მცურავი საშუალების ინსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს I დანართის „ა“ ნაწილის 2.5 პუნქტს და უნდა უზრუნველყოფდეს მცურავი საშუალების გამონაბოლქვის სისტემის შესაბამისობას და მის ხმის ზომას იმ ზღვრების ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია მათი ნორმალური გამოყენებისათვის. ბორტსგარე ძრავებისათვის ინსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს I დანართის „ბ“ ნაწილის მე-4 პუნქტს და იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ძრავა ისე იქნეს შენახული, რომ მისი ხმაური ჯდებოდეს იმ ზღვრებში, რომლებიც დადგენილია ძრავების ნორმალური გამოყენების დროს.
დანართი II უსაფრთხოების კომპონენტები 1. აალებისგან დამცავი მოწყობილობა მცურავი საშუალების შიდა ძრავისა და კიჩოს ძრავისთვის. 2. ჩართვისგან დასაცავი მოწყობილობა გარე ძრავისთვის. 3. საჭის ბორბლები, სამართავი მექანიზმები და კაბელები შემაერთებლებით. 4. საწვავის ავზები განკუთვნილი სტაციონარული დანადგარებისთვის და საწვავის შლანგები. 5. ქარხნული ხუფები და ნავიგაციური სინათლეები.
დანართი III გემთმშენებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, ან ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის დეკლარაცია ა) გემთმშენებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: - გემთმშენებლის სახელწოდება და მისამართი; - გემთმშენებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელწოდება და მისამართი; - ნაწილობრივ დასრულებული რეკრეაციული მცურავი საშუალების აღწერილობა; - განაცხადი იმის თაობაზე, რომ ეს პროდუქტი სხვა პირის მიერ უნდა დასრულდეს და რომ იგი აკმაყოფილებს მშენებლობის ამ ეტაპისთვის არსებულ სავალდებულო მოთხოვნებს. ბ) გემთმშენებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, ან ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: - გემთმშენებლის სახელწოდება და მისამართი; - გემთმშენებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის, ან ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელწოდება და მისამართი; - უსაფრთხოების კომპონენტის აღწერილობა; - განაცხადს იმის თაობაზე, რომ უსაფრთხოების კომპონენტი აკმაყოფილებს შესაბამის სავალდებულო მოთხოვნებს.
დანართი IV ნიშანდება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პოროდუქტებისათვის გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნიშანდება.
დანართი V შიდასაწარმოო კონტროლი (მოდული A) 1. მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ასრულებს ამ დანართის მე-2 პუნქტში მითითებულ ვალდებულებებს და აცხადებს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი დაიტანს ნიშანდებას თითოეულ პროდუქტზე და შეადგენს წერილობით შესაბამისობის დეკლარაციას XV დანართის შესაბამისად. 2. მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რომელიც მან ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეინახოს პროდუქტის ბოლო გამოშვების თარიღიდან სულ მცირე 10 წლის მანძილზე, უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენის მიზნით. თუ არც მწარმოებელი და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ არიან საქართველოს რეზიდენტები, ტექნიკური დოკუმენტების შენახვის ვალდებულება ეკისრება პირს, რომელმაც პროდუქტი განათავსა საქართველოს ბაზარზე. 3. ტექნიკურმა დოკუმენტაციამ უნდა უზრუნველყოს ამ ტექნიკურ რეგლამენტის მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობა შეფასების დროს. იგი უნდა ასახავდეს პროდუქტის პროექტს, წარმოების და ექსპლუატაციის პროცესებს XIII დანართის შესაბამისად. 4. მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის დეკლარაციის ასლი. 5. მწარმოებელმა ყველა ზომა უნდა მიიღოს იმისათვის, რომ წარმოების პროცესში უზრუნველყოფილი იყოს წარმოებული პროდუქტების ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
დანართი VI პროდუქციის შიდა კონტროლი და ტესტირება (მოდული Aa, option 1) ეს მოდული მოიცავს მოდულ A-ს, მე-5 დანართის მიხედვიათ და ასევე დამატებით მოთხოვნებს:
ერთ ან რამდენიმე გემზე, რომლებიც წარმოადგენს მწარმოებლის პროდუქციას, შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ერთი ან რამდენიმე ტესტირების პროცესი, შესაბამისი კალკულაცია და კონტროლი მწარმოებლის მიერ ან მისი სახელით: ა) ტესტირება მდგრადობაზე (I დანართის „ა“ ნაწილის 3.2 პუნქტის შესაბამისად); ბ) ტესტირება წყლის ზედაპირზე გაჩერების უნარზე (I დანართის „ა“ ნაწილის 3.3 პუნქტის შესაბამისად). ქვემოთ მოცემული ღონისძიებები საერთოა ორივე შემთხვევისთვის: ეს ტესტირება/კალკულაცია/კონტროლი ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებლობით. უფლებამოსილ ორგანოს ირჩევს მწარმოებელი. B. ხმაური რეკრეაციული მცურავი საშუალებებისათვის, რომლებიც აღჭურვილია ბორტსშიდა ან კიჩოზე დამონტაჟებული ძრავით და ინტეგრირებული გამონაბოლქვის სისტემით და პერსონალური მცურავი საშუალებებისათვის: ერთ ან რამდენიმე გემზე, რომლებიც წარმოადგენენ გემების მწარმოებლის პროდუქციას, გამოცდა ხმაურის ემისიაზე (გამოშვებაზე) I დანართის „გ“ ნაწილის შესაბამისად, შეიძლება განხორციელდეს გემის მწარმოებლის მიერ ან მისი სახელით, უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებლობით, რომელსაც ირჩევს მწარმოებელი. ბორტსგარე და კიჩოზე დამონტაჟებული ძრავებისათვის არაინტეგრირებული გამონაბოლქვის სისტემით: ერთ ან რამდენიმე ძრავაზე თითოეული ერთგვაროვანი ძრავებიდან, რომლებიც წარმოადგენენ ძრავების მწარმოებლის პროდუქციას, ტესტირება ხმაურის ემისიაზე, I დანართის „გ“ ნაწილის შესაბამისად, შეიძლება განხორციელდეს ძრავის მწარმოებლის მიერ ან მისი სახელით, უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებლობით, რომელსაც ირჩევს მწარმოებელი. იმ შემთხვევაში, თუ ერთზე მეტი ძრავა ან ძრავების სერია (ერთგვაროვან ძრავებზე) იქნება ტესტირებული, სტატისტიკური მეთოდი, XVII დანართის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნიმუშთან შესაბამისობა.
დანართი VII პროდუქტის ნიმუშის (ტიპის) შესაბამისობის შეფასება - (მოდული B) 1. შესაბამისობის შემფასებელი პირი ადგენს და ადასტურებს, რომ პროდუქტის ნიმუში აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 2. განცხადებას ტიპის ნიმუშის შემოწმების შესახებ მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი წარუდგენს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - მწარმოებლის სახელწოდება და მისამართს. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი წარმოადგენს, დამატებით მის სახელს/გვარსა და მისამართს; - წერილობით დადასტურებას, რომ იგივე განცხადებით არ მიუმართავს რომელიმე სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირისათვის; - ტექნიკურ დოკუმენტებს. განმცხადებელმა შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა წარუდგინოს პროდუქტის ნიმუში „ტიპი”. შესაბამისობის შემფასებელ პირს, საჭიროების შემთხვევაში, უფლება აქვს დამატებითი ნიმუშები მოითხოვოს გამოცდების ჩასატარებლად. 3. ტექნიკური დოკუმენტები უნდა უზრუნველყოფდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობას. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს პროდუქტის პროექტს, წარმოებას და მისი ექსპლუატაციის პროცედურებს. 4. შესაბამისობის შემფასებელი ვალდებულია: 4.1. შეამოწმოს ტექნიკური დოკუმენტები, გადაამოწმოს, რომ ტიპი ამ დოკუმენტების შესაბამისად არის დამზადებული და განსაზღვროს ის ელემენტები, რომლებიც ამ ტექნიკური რეგლამენტის ჰარმონიზებული სტანდარტების მეშვეობით არის დამზადებული, ასევე კომპონენტები, რომლებიც ამ სტანდარტების გარეშეა დამზადებული. 4.2. ჩაატაროს (ან ჩაატარებინოს) სათანადო შემოწმება და საჭირო გამოცდები, რათა დაადგინოს, არის თუ არა და სად არ არის დაცული ამ ტექნიკური რეგლამენტის ჰარმონიზებული სტანდარტი, მწარმოებლის მიერ მიღებული გადაჭრის გზები ამ ტექნიკური რეგლამენტის სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის. 4.3. ჩაატაროს (ან ჩაატარებინოს) სათანადო შემოწმება და საჭირო გამოცდები, რათა შეამოწმოს რომელი შესაბამისი სტანდარტები გამოიყენა მწარმოებელმა და რეალურად არის თუ არა დაცული გამოყენებული სტანდარტების პირობები. 4.4. აპლიკანტთან შეათანხმოს შემოწმებისა და საჭირო გამოცდები, ჩატარების ადგილი. 5. თუ პროდუქტის ტიპი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი გასცემს ტიპური ნიმუშის შემოწმების შესაბამისობის სერტიფიკატს. სერტიფიკატში მითითებული უნდა იყოს მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი, შემოწმების დასკვნა, ვალიდურობის პირობები და დამტკიცებული ტიპის იდენტიფიკაციისთვის საჭირო სხვა მონაცემები. სერტიფიკატს თან უნდა დაერთოს ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისი ნაწილების ნუსხა, ხოლო მისი ასლი რჩება შესაბამისობის შემფასებელ პირთან. თუ მწარმოებელს უარს ეტყვიან ტიპის სერტიფიკატზე, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია წარმოადგინოს უარის დეტალური საფუძვლები. 6. აპლიკანტი ატყობინებს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომ იგი ფლობს ტიპური ნიმუშის შემოწმების სერტიფიკატს. დამტკიცებული ტიპური ნიმუშის შესაბამისად წარმოებული პროდუქტის ტექნიკური დოკუმენტების ყველა მოდიფიკაციაზე, მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს დამატებითი დამტკიცება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ეს მოდიფიკაციები ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სავალდებულო მოთხოვნების დაცვაზე, ან პროდუქტით სარგებლობისთვის დადგენილ პირობებზე. დამატებითი დამტკიცება გაიცემა ორიგინალი ტიპური ნიმუშის შემოწმების სერტიფიკატის დამატების სახით. 7. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შესაბამის ორგანოებს, საჭიროების შემთხვევაში, გააცნოს ყველა საჭირო ინფორმაცია ტიპური ნიმუშის შემოწმების სერტიფიკატისა და დამატებების გაცემისა და ჩამორთმევის შესახებ. 8. სხვა შესაბამისობის შემფასებელმა პირებმა შეიძლება მიიღონ ტიპური ნიმუშის შემოწმების სერტიფიკატისა ან/და დამატებების ასლები. 9. მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია ტექნიკურ დოკუმენტებთან ერთად ტიპური ნიმუშის შემოწმების სერტიფიკატისა ან/და დამატებების ასლები აღნიშნული პროდუქტის ბოლო გამოშვების თარიღიდან სულ მცირე 10 წლის მანძილზე შეინახოს. თუ არც მწარმოებელი და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ არის საქართველოს რეზიდენტი პირი, არსებული ტექნიკური დოკუმენტების შენახვის ვალდებულება ეკისრება პირს, რომელმაც პროდუქტი განათავსა საქართველოს ბაზარზე. დანართი VIII პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე (მოდული C) 1. მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ პროდუქტი შეესაბამება ტიპური ნიმუშის შემოწმების სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელი ვალდებულია თითოეულ პროდუქტს გაუკეთოს ნიშანდება და შეადგინოს შესაბამისობის წერილობითი დეკლარაცია. 2. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს წარმოების პროცესში პროდუქტის შესაბამისობა ტიპური ნიმუშის შემოწმების სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. 3. მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია შეინახოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი აღნიშნული პროდუქტის ბოლო გამოშვების თარიღიდან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში. თუ არც მწარმოებელი და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ არის საქართველოს რეზიდენტი პირი, არსებული ტექნიკური დოკუმენტების შენახვის ვალდებულება ეკისრება პირს, რომელმაც პროდუქტი განათავსა საქართველოს ბაზარზე. 4. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული გამონაბოლქვის ემისიის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და თუ მწარმოებელი არ მოქმედებს შესაბამისი ხარისხის სისტემის ფარგლებში, XII დანართის შესაბამისად, უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც მწარმოებელი ირჩევს, შეუძლია განახორციელოს ან უკვე განახორციელა პროდუქტის შემოწმება შემთხვევითობის პრინციპით და შემთხვევითი ინტერვალებით. თუ ხარისხის დონე არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება, ან თუ საჭირო გახდება მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის ვალიდურობის შემოწმება, შემდეგი პროცედურები შეიძლება იქნეს გამოყენებული: ძრავას იღებენ სერიიდან და უტარებენ ტესტირებას, I დანართის „ბ“ ნაწილის შესაბამისად, ძრავების ტესტირების პროცესი უნდა განხორცილდეს ნაწილობრივ ან სრულად, მწარმოებლების სპეციფიკაციების შესაბამისად. თუ სერიიდან ამოღებული ძრავის სპეციფიკური გამონაბოლქვი აჭარბებს I დანართის „ბ“ ნაწილით დადგენილ დონეს, მწარმოებელს შეუძლია მიმართოს იმ ღონისძიებებს, რომელიც დაკავშირებულია ამ ძრავის ნიმუშთან და რომელსაც შეიცავს ამ ძრავის ორიგინალის ვერსია. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ძრავის ნიმუშის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის ნორმებთან, შეიძლება გამოყენებულ იქნეს XVII დანართში აღწერილი სტატისტიკური მეთოდი.
დანართი IX ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე (მოდული D) 1. მწარმოებელი, რომელიც ასრულებს ამ დანართის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ პროდუქტი შეესაბამება ტიპური ნიმუშის შემოწმების სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი თითოეულ პროდუქტზე დაიტანს ნიშანდებას და ადგენს შესაბამისობის წერილობით დეკლარაციას. ნიშანდებას თან უნდა ახლდეს იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის ნომერი, რომელიც პასუხს აგებს ამ დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მონიტორინგზე. 2. მწარმოებელს უნდა გააჩნდეს დამტკიცებული ხარისხის სისტემა წარმოებისთვის, საბოლოო პროდუქტის შემოწმებისა და გამოცდისათვის, ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ხარისხის სისტემა ექვემდებარება შემოწმებას ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 3. ხარისხის სისტემა 3.1. მწარმოებელი მის მიერ არჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს მიმართავს განცხადებით თავისი პროდუქტის ხარისხის სისტემის შეფასების თხოვნით. განცხადება უნდა შეიცავდეს: - შესაბამის ინფორმაციას პროდუქტის კატეგორიის შესახებ; - ხარისხის სისტემასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს; - ტექნიკურ დოკუმენტებს დამტკიცებული ტიპის შესახებ და ტიპური ნიმუშის შემოწმების სერტიფიკატის ასლს. 3.2. ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა, ტიპური ნიმუშის შემოწმების სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მწარმოებლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მოთხოვნა და დებულება უნდა იყოს დოკუმენტირებული სისტემურად და თანმიმდევრულად, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტები უნდა იძლეოდეს ხარისხის პროგრამების, გეგმების და ხარისხის ჩანაწერების თანმიმდევრული ინტერპრეტირების საშუალებას. სახელდობრ, მასში შესული უნდა იყოს შემდეგი ასპექტების ადეკვატური აღწერილობა: - ხარისხის უზრუნველყოფის ამოცანები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მენეჯმენტის პასუხისმგებლობა და უფლებამოსილებები, პროდუქტის ხარისხთან მიმართებაში; - წარმოების, ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდები, გამოსაყენებელი პროცესები და სისტემური ქმედებები; - შემოწმებები და გამოცდები, რომლებიც უნდა ჩატარდეს წარმოებამდე, წარმოების დროს და წარმოების შემდეგ, ასევე მათი ჩატარების სიხშირე; - ხარისხის ჩანაწერები (დოკუმენტები), როგორიცაა ინსპექტირების ანგარიშები და ტესტირების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, პერსონალის საკვალიფიკაციო ანგარიშები და ა.შ.; - პროდუქტის სასურველი ხარისხის და ხარისხის სისტემის ეფექტური მუშაობის მისაღწევად ჩატარებული მონიტორინგის საშუალებები. 3.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის სისტემა, რათა დაადგინოს აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ დანართის 3.2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს. მან ასევე უნდა შეაფასოს ხარისხის სისტემის შესაბამისობა ჰარმონიზებული სტანდარტის მოთხოვნებთან, რომლითაც დაკმაყოფილებული უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები. აუდიტის ჯგუფში სულ მცირე ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს გამოცდილება რელევანტური პროდუქტის ტექნოლოგიის შეფასებაში. შეფასების პროცედურაში შედის საკონტროლო ვიზიტი წარმოების ადგილზე. გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. 3.4. მწარმოებელმა უნდა იკისროს ვალდებულება დამტკიცებული ხარისხის სისტემის მოთხოვნების შესრულებაზე და უნდა იზრუნოს ხარისხის სისტემის ადეკვატურად და ეფექტურად ფუნქციონირების შენარჩუნებაზე. მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მუდმივად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისობის შემფასებელ პირის ხარისხის სისტემაში დაგეგმილი ცვლილების შესახებ. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეაფასოს განხორციელებული ცვლილები და გადაწყვიტოს, აკმაყოფილებს თუ არა შეცვლილი ხარისხის სისტემა ამ დანართის 3.2 პუნქტის მოთხოვნებს, თუ შეფასების ხელმეორედ ჩატარება იქნება საჭირო. მან უნდა აცნობოს თავისი გადაწყვეტილება მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. 4. შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობა ზედამხედველობასთან დაკავშირებით 4.1. ზედამხედველობის მიზანია უზრუნველყოს მწარმოებელის მიერ ხარისხის სისტემიდან წარმოშობილ ვალდებულებებს ჯეროვნად შესრულება. 4.2. მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა მისცეს საწარმოში ინსპექტირების, ტესტირებისა და საწყობის ნაგებობებში შესვლის საშუალება შემოწმების ჩასატარებლად. ასევე, უნდა მიაწოდოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, კერძოდ: - ხარისხის სისტემის დოკუმენტები; - ხარისხის ჩანაწერები, როგორიცაა ინსპექტირების ანგარიშები და ტესტირების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, პერსონალის საკვალიფიკაციო ანგარიშები და ა.შ. 4.3. შესაბამისობის შემფასებელი პირი პერიოდულად უნდა ატარებდეს აუდიტს, რათა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელს აქვს და იყენებს ხარისხის სისტემას. მან აუდიტის დასკვნა უნდა წარუდგინოს მწარმოებელს. 4.4. შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია მოულოდნელად განახორციელოს ვიზიტი მწარმოებელთან. ასეთი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია გამოცდა ჩაატაროს (ან ჩაატარებინოს) საჭიროების შემთხვევაში, რათა დარწმუნდეს, რომ ხარისხის სისტემა სწორად ფუნქციონირებს. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მწარმოებელს მიაწოდოს ვიზიტის ანგარიში და გამოცდის ჩატარების შემთხვევაში მისი ანგარიშიც. 5. მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტის ბოლო გამოშვების თარიღიდან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში უფლებამოსილი ორგანოებისათვის წარდგენის მიზნით შეინახოს: - ამ დანართის 3.1 პუნქტით განსაზღვრული ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტები; - ამ დანართის 3.4 პუნქტის მეორე აბზაცით განსაზღვრული ცვლილებები; - შესაბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც განსაზღვრულია ამ დანართის 3.4 ბოლო აბზაცში და ასევე ამავე დანართის 4.3 და 4.4. პუნქტებში. 6. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შესაბამის ორგანოებს მიაწოდოს რელევანტური ინფორმაცია გაცემული და ჩამორთმეული ხარისხის სისტემის შესახებ.
დანართი X ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული პროდუქტის შემოწმებაზე (მოდული F) 1. ამ მოდულში აღწერილია პროცედურა, რომელშიც მწარმოებელი, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი უზრუნველყოფს და იღებს ვალდებულებას, რომ პროდუქტი შეესაბამება ტიპური ნიმუშის შემოწმების სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 2. მწარმოებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა წარმოების პროცესში დაცული იყოს პროდუქტის შესაბამისობა ტიპური ნიმუშის შემოწმების სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მწარმოებელს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს თითოეულ პროდუქტზე დააქვს შესაბამისი ნიშანდება და ადგენს შესაბამისობის დეკლარაციას. 3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს სათანადო შემოწმება და გამოცდა, რათა დაადგინოს პროდუქტის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან თითოეული პროდუქტის შემოწმებით ან გამოცდით, ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ან სტატისტიკური შემოწმებით და გამოცდით, ამ დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მწარმოებლის არჩევანის საფუძველზე. მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია შეინახოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ბოლო პროდუქტის გამოშვების თარიღიდან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში. 4. შემოწმება თითოეული პროდუქტის შემოწმებით ან გამოცდით 4.1. აუცილებელია ყველა პროდუქტის ინდივიდუალური შემოწმება და გამოცდა შესაბამისი სტანდარტ(ებ)ის დაცვით, ან ეკვივალენტური გამოცდის ჩატარება, რათა დადგინდეს პროდუქტის შესაბამისობა ტიპური ნიმუშის შემოწმების სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. 4.2. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა თითოეულ პროდუქტზე უნდა დაიტანოს (ან დაატანინოს) თავისი განმასხვავებელი ნომერი და შეადგინოს შესაბამისობის სერტიფიკატი ჩატარებული გამოცდების გათვალისწინებით. 4.3. მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული სერტიფიკატის წარმოდგენა მოთხოვნის საფუძველზე. 5. სტატისტიკური შემოწმება 5.1. მწარმოებელმა თავისი პროდუქტები ერთგვაროვანი პარტიების სახით უნდა წარმოადგინოს და ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ წარმოების პროცესში თითოეული პარტიის ერთგვაროვნება იყოს უზრუნველყოფილი. 5.2. ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემოწმებისათვის ერთგვაროვანი პარტიის სახით. თითოეული პარტიიდან მოხდება შემთხვევითი შერჩევა. ნიმუში ცაკლე შემოწმდება და ჩაუტარდება სათანადო გამოცდა შესაბამისი სტანდარტ(ებ)ის დაცვით ან ეკვივალენტური გამოცდები, რათა დადგინდეს მისი შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება პარტიის მიღების ან დაწუნების შესახებ. 5.3. სტატისტიკური შემოწმების პროცედურა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: — გამოსაყენებელი სტატისტიკური მეთოდი, — შერჩევითი კონტროლის გეგმა თავისი ოპერატიული მახასიათებლებით. იმისათვის, რომ გამონაბოლქვის ემისია შეესაბამებოდეს დადგენილ მოთხოვნებს, გამოიყენება XVII დანართით განსაზღვრული ნორმები. 5.4. პარტიის მიღების შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა თითოეულ პროდუქტზე უნდა დაიტანოს (ან დაატანინოს) თავისი განმასხვავებელი ნომერი და შეადგინოს წერილობითი შესაბამისობის სერტიფიკატი ჩატარებული გამოცდების შედეგების გათვალიწინებით. პარტიის ყველა პროდუქტი შეიძლება ბაზარზე განთავსდეს, გარდა იმ ნიმუშის პროდუქტებისა, რომლებიც ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. პარტიის დაწუნების შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა ან სხვა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიიღოს სათანადო ზომები ამ პარტიის ბაზარზე განთავსების პრევენციისთვის. პარტიების ხშირი დაწუნების შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია შეწყვიტოს სტატისტიკური შემოწმება. მწარმოებელს, შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობით შეუძლია ამ უკანასკნელის განმასხვავებელი ნომერი წარმოების პროცესში დაიტანოს პროდუქტზე. 5.5. მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული სერტიფიკატის წარმოდგენა მოთხოვნის საფუძველზე.
დანართი XI ერთეულის შემოწმება (მოდული G) 1. ამ მოდულში აღწერილია პროცედურა, რომელშიც მწარმოებელი უზრუნველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროდუქტი, რომელზეც გაიცა სერტიფიკატი, აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს პროდუქტზე დააქვს ნიშანდება და ადგენს შესაბამისობის დეკლარაციას. 2. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს ცალკეული პროდუქტის შემოწმება და სტანდარტ(ებ)ის შესაბამისი გამოცდა ან ეკვივალენტური გამოცდა, რათა დაადგინოს პროდუქტის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მოწონებულ პროდუქტზე უნდა დაიტანოს (ან დაატანინოს) თავისი განმასხვავებელი ნომერი და შეადგინოს შესაბამისობის სერტიფიკატი, ჩატარებული გამოცდების შედეგების გათვალიწინებით. 3. ტექნიკური დოკუმენტაციის მიზანია ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და პროდუქტის პროექტის, წარმოებისა და ექსპლუატაციის პროცესების ასახვა.
დანართი XII შესაბამისობა დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე (მოდული H) 1. ამ მოდულში აღწერილია პროცედურა, რომელშიც მწარმოებელი იღებს ვალდებულებებს, უზრუნველყოფს და ადასტურებს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი თითოეულ პროდუქტზე დაიტანს ნიშანდებას და ადგენს შესაბამისობის დეკლარაციას. ნიშანდებას უნდა ახლდეს იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის განმასხვავებელი ნომერი, რომელიც პასუხს აგებს ამ მოდულის შესრულების ზედამხედველობაზე. 2. მწარმოებელს უნდა გააჩნდეს დამტკიცებული ხარისხის სისტემა პროექტირების, წარმოებისა და საბოლოო პროდუქტის შემოწმება/ გამოცდებისათვის, ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სისტემა ექვემდებარება შემოწმებებს ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 3. ხარისხის სისტემა 3.1. მწარმოებელი შესაბამისობის შემფასებელ პირს აბარებს განცხადებას ხარისხის სისტემის შეფასების თხოვნით. განცხადება უნდა შეიცავდეს: - შესაბამის ინფორმაციას პროდუქტის კატეგორიის შესახებ; - ხარისხის სისტემის დოკუმენტაციას. 3.2. ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს პროდუქტის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მწარმოებლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მოთხოვნა და დებულება სისტემურად უნდა იყოს დოკუმენტირებული და თანმიმდევრულად დალაგებული პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის პოლიტიკისა და პროცედურების, როგორიცაა ხარისხის პროგრამები, გეგმები, სახელმძღვანელოები და ჩანაწერები - თანმიმდევრული ინტერპრეტირების საშუალებას. კერძოდ, მასში შესული უნდა იყოს შემდეგი ასპექტების აღწერილობა: - ხარისხის უზრუნველყოფის ამოცანები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მენეჯმენტის პასუხისმგებლობა და უფლებამოსილებები პროდუქტის პროექტსა და ხარისხთან მიმართებით; - პროექტირების ტექნიკური პირობები, მათ შორის, გამოსაყენებელი სტანდარტები, ასევე, ამ რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული სტანდარტების არასრულად გამოყენების შემთხვევები, ამ ტექნიკური რეგლამენტის სავალდებულო მოთხოვნების დასაცავად გამოყენებული სხვა საშუალებები; - პროექტის კონტროლისა და შემოწმების მეთოდები, პროცესები და სისტემური ქმედებები, რომლებსაც გამოიყენებენ კატეგორიის შესაბამისი პროდუქტების დაპროექტებისას; - წარმოების, ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდები, გამოსაყენებელი პროცესები და სისტემური ქმედებები; - შემოწმება და გამოცდები, რომლებიც უნდა ჩატარდეს წარმოებამდე, წარმოების დროს და წარმოების შემდეგ, ასევე მათი ჩატარების სიხშირე; - ხარისხის ჩანაწერები (დოკუმენტები), როგორიცაა ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, პერსონალის საკვალიფიკაციო ანგარიშები და ა.შ.; - პროდუქტის სასურველი ხარისხის და ხარისხის სისტემის ეფექტური მუშაობის მისაღწევად ჩატარებული მონიტორინგის საშუალებები. 3.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის სისტემა, რათა დაადგინოს აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ დანართის 3.2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს. იგი უნდა შეესაბამებოდეს რელევანტური სტანდარტის მოთხოვნებს ხარისხის სისტემებისთვის. აუდიტის ჯგუფში სულ მცირე ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს გამოცდილება შესაბამისი პროდუქტის ტექნოლოგიის შეფასებაში. შეფასების პროცედურაში შედის წარმოების ადგილის საკონტროლო ვიზიტი. გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. 3.4. მწარმოებელმა უნდა იკისროს ვალდებულება დამტკიცებული ხარისხის სისტემის მოთხოვნების შესრულების კუთხით და უნდა შეინარჩუნოს იგი ადეკვატურ და ეფექტურად ფუნქციონირებად დონეზე. მწარმოებელმა ან უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მუდმივად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ხარისხის სისტემაში რაიმე დაგეგმილი ცვლილების შესახებ იმ შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც მისი ხარისხის სისტემა დაამტკიცა. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეაფასოს შემოთავაზებული ცვლილები და გადაწყვიტოს, დააკმაყოფილებს თუ არა შეცვლილი ხარისხის სისტემა ამ დანართის 3.2 პუნქტის მოთხოვნებს, თუ შეფასების ხელმეორედ ჩატარება იქნება საჭირო. გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. 4. შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობა ზედამხედველობის განხორციელების დროს 4.1. ზედამხედველობის მიზანია უზრუნველყოს, მწარმოებელის მიერ ხარისხის სისტემიდან წარმოშობილ ვალდებულებებს ჯეროვნად შესრულება. 4.2. მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა მისცეს პროექტირების, საწარმოო, ინსპექტირების, ტესტირებისა და საწყობის ნაგებობებში შესვლის საშუალება შემოწმების ჩასატარებლად. ასევე, უნდა მიაწოდოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, კერძოდ: - ხარისხის სისტემის დოკუმენტები; - ხარისხის ჩანაწერები, რომლებიც გათვალისწინებულია ხარისხის სისტემის პროექტის ნაწილში, როგორიცაა ანალიზის, კალკულაციის, გამოცდის შედეგები და ა.შ.; - ხარისხის ჩანაწერები რომლებიც გათვალისწინებულია ხარისხის სისტემის საწარმოო ნაწილში, როგორებიცაა ინსპექტირების ანგარიშები და ტესტირების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, პერსონალის საკვალიფიკაციო ანგარიშები და ა.შ. 4.3. შესაბამისობის შემფასებელი პირი პერიოდულად უნდა ატარებდეს აუდიტს, რათა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელს აქვს და იყენებს ხარისხის სისტემას. მან აუდიტის დასკვნა უნდა მიაწოდოს მწარმოებელს. 4.4. შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია განახორციელოს მოულოდნელი ვიზიტები მწარმოებელთან. ამ ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია ჩაატაროს (ან ჩაატარებინოს) გამოცდების, რათა დარწმუნდეს, რომ ხარისხის სისტემა სწორად ფუნქციონირებს. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მწარმოებელს მიაწოდოს ვიზიტის ანგარიში და გამოცდების ჩატარების შემთხვევაში - მისი ანგარიში. 5. მწარმოებელი ვალდებულია წარმოებული პროდუქტის ბოლო გამოშვების თარიღიდან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში შესაბამისი ორგანოებისათვის წარსადგენად შეინახოს: - ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია, ამ დანართის 3.1 პუნქტის შესაბამისად; - ამ დანართის 3.4 პუნქტის მეორე აბზაცში მითითებული ცვლილებები; - შესაბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც განსაზღვრულია ამ დანართის 3.4 პუნქტის ბოლო აბზაცში და ასევე, ინფორმაცია ამავე დანართის 4.3 და 4.4. პუნქტების შესაბამისად. 6. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია სხვა შესაბამის ორგანოებს მიაწოდოს რელევანტური ინფორმაცია მიერ დამტკიცებული და გაუქმებული ხარისხის სისტემის შესახებ.
დანართი XIII მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია ამ ტექნიკური რეგლამენტის V, VII, VIII, IX, XI და XVI დანართებში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ყველა შესაბამის მონაცემს ან საშუალებას, რომლებსაც მწარმოებელი იყენებს იმის დასამტკიცებლად, რომ კომპონენტი ან რეკრეაციული მცურავი საშუალება აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნებს.
ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ინფორმაციას პროდუქტის პროექტის, წარმოებისა და მუშაობის შესახებ, ასევე, ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შეფასებისთვის აუცილებელ შემდეგ ინფორმაციას: - ტიპის ზოგადი აღწერილობა; - კონცეპტუალური პროექტი, კომპონენტების, ასაწყობი ნაწილების, წრედების და ა.შ. საწარმოო ნახაზები და სქემები; - ნახაზების და დიაგრამების, ასევე, პროდუქტის მუშაობაში გარკვევისთვის საჭირო აღწერილობა და განმარტებები; - ამ ტექნიკური რეგლამენტის ჰარმონიზებული სტანდარტებიდან ნაწილობრივ ან სრულად გამოყენებული სტანდარტების ნუსხა, ასევე, ამ ტექნიკური რეგლამენტის სავალდებულო მოთხოვნების შესასრულებლად მიღებული გადაჭრის გზები, როდესაც ამ ტექნიკური რეგლამენტის ჰარმონიზებული სტანდარტები არ არის გამოყენებული; - საპროექტო გამოთვლების, შემოწმების და სხვა შედეგები; - ტესტირების ან კალკულაციების ანგარიშები სტაბილურობაზე სავალდებულო მოთხოვნების (I დანართის „ა“ ნაწილის 3.2. პუნქტის) შესაბამისად და ტივტივადობაზე სავალდებულო მოთხოვნების (I დანართის „ა“ ნაწილის 3.3. პუნქტის) შესაბამისად. - ტესტირების ანგარიშები გამონაბოლქვზე სავალდებულო მოთხოვნების (I დანართის „ბ“ ნაწილის მე-2 პუნქტის) შესაბამისად. - ტესტირების ანგარიშები ხმის ემისიაზე ან ნავის საძიებო მონაცემები სავალდებულო მოთხოვნების (I დანართის „გ“ ნაწილის 1-ლი პუნქტის) შესაბამისად.
დანართი XIV მინიმალური კრიტერიუმები შესაბამისობის შემფასებელი პირების მიმართ 1. შესაბამისობის შემფასებელი პირი, მისი დირექტორი და პერსონალი, რომელიც შესამოწმებელ გამოცდაზეა პასუხისმგებელი, არ უნდა იყოს დამპროექტებელი, მწარმოებელი, მიმწოდებელი ან დამმონტაჟებელი პროდუქტის, რომელიც მოცემულია ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ მუხლში, რომლის გამოცდასაც ატარებს და ასევე, არც რომელიმე ამ მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი. მათ არც პირდაპირ და არც უფლებამოსილი წარმომადგენლის სახით არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ პროდუქტების პროექტში, კონსტრუირებაში, მარკეტინგში ან მოვლა-პატრონობაში. ეს არ გამორიცხავს მწარმოებელსა და ორგანოს შორის ტექნიკური ინფორმაციის მიმოცვლის შესაძლებლობას. 1.ა უფლებამოსილი ორგანო უნდა იყოს დამოუკიდებელი და არ უნდა კონტროლდებოდეს მწარმოებლის ან მიმწოდებლის მიერ. 2. შესაბამისობის შემფასებელი პირი ან/და მისი პერსონალი შესამოწმებელ გამოცდებს მაღალი პროფესიული პატიოსნებით და ტექნიკური კომპეტენციით უნდა ატარებდეს და თავისუფალი უნდა იყოს ყველანაირი წნეხისგან (განსაკუთრებით იმ პირების, ან ჯგუფის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შემოწმების შედეგებში) და ცდუნებებისგან (კერძოდ ფინანსური), რომლებმაც შესაძლოა შემოწმების შედეგების შეფასებაზე იქონიოს ზეგავლენა. 3. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა ჰყავდეს საჭირო პერსონალი და გააჩნდეს აუცილებელი დანადგარები, რათა სათანადოდ შეასრულოს შემოწმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ტექნიკური ამოცანები. მას აგრეთვე უნდა ჰქონდეს წვდომა სპეციალური შემოწმებისთვის საჭირო აღჭურვილობაზე. 4. შემოწმებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მოეთხოვება შემდეგი კვალიფიკაცია: - კარგი ტექნიკური და პროფესიონალური მომზადება; - მათ მიერ ჩასატარებელი გამოცდის (ტესტირების) მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ცოდნა და მათი ჩატარების გამოცდილება; - ჩატარებული გამოცდის ჩანაწერების, ანგარიშებისა და სერტიფიკატების შედგენის უნარი. 5. გარანტირებული უნდა იყოს შემმოწმებელი პერსონალის მიუკერძოებლობა. მათი შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩატარებული გამოცდების რაოდენობაზე ან მათ შედეგებზე. 6. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა პასუხისმგებლობის დაზღვევა უნდა აიღოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პასუხისმგებლობა სახელმწიფომ იკისრა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ან თავად ქვეყანა არის უშუალოდ პასუხისმგებელი ამ გამოცდაზე. 7. შესაბამისობის შემფასებელი პირის პერსონალი ვალდებულია დაიცვას პროფესიული საიდუმლო (მაგრამ არა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის წინაშე, სადაც ეს აქტივობები ხორციელდება) ამ ტექნიკური რეგლამენტის ან ეროვნულ დონეზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი XV შესაბამისობის წერილობითი დეკლარირება 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის წერილობითი დეკლარაცია ყოველთვის უნდა ახლდეს: - რეკრეაციულ მცურავ საშუალებას და გაერთიანებული უნდა იყოს მომხმარებლის (მფლობელის) სახელმძღვანელოსთან; - კომპონენტებს, რომლებიც მითითებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართში. 2. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: - მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელწოდებასა და მისამართს; - რეკრეაციული მცურავი საშუალების ან კომპონენტის აღწერილობას; - გამოყენებულ სტანდარტებს ან იმ სპეციფიკაციების მითითებას, რომელთა შესაბამისობაზეც კეთდება განცხადება; - შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული ტიპის შემოწმების სერტიფიკატს, შესაბამის შემთხვევებში; - შესაბამისობის შემფასებელი პირის მისამართს, შესაბამის შემთხვევებში; - მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელით ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს. 3. შესაბამისობის შესახებ განაცხადი ბორტზე არსებული ძრავების, უკანა და წინ გამწევი ძრავების არაინტეგრირებული გამონაბოლქვის სისტემით, გარდა ამ დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა, უნდა შეიცავდეს მწარმოებლის განცხადებას იმის შესახებ, რომ ძრავი აკმაყოფილებდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ გამონაბოლოქვის ნორმებს, როდესაც დამონტაჟდა მცურავ საშუალებში, მწარმოებლის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად და რომ ეს ძრავა არ უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში მანამ, სანამ მცურავი საშუალება, რომელშიც უნდა დამონტაჟდეს ეს მოწყობილობა, არ იქნება აღიარებული შესაბამისად, თუ ამას მოითხოვს, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი დებულება.
დანართი XVI ხარისხის უზრუნველყოფა (მოდული E) 1. ეს მოდული აღწერს პროცედურების იმ ნაწილს, რომელთა საშუალებითაც მწარმოებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოდულის მე-2 პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს, უზრუნველყოფს და ადასტურებს, რომ პროდუქტი შესაბამისობაშია ტიპთან, რომელიც აღწერილია ტიპის სერტიფიკატში და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, ყოველ ერთეულზე უნდა დაიტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. ნიშანდებას უნდა ახლდეს ამ მოდულის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერი.
2. საბოლოო პროდუქტის შემოწმების და გამოცდისათვის მწარმოებელმა უნდა იმოქმედოს დამტკიცებული ხარისხის სისტემით ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად და უნდა ექვემდებარებოდეს ზედამხედველობას ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
3. ხარისხის სისტემა
3.1 მწარმოებელმა უნდა წარადგინოს განაცხადი, ხარისხის სისტემის შეფასებისთვის, მის მიერ შერჩეულ უფლებამოსილ ორგანოში. განაცხადი უნდა შეიცავდეს: - პროდუქტის კატეგორიის შესახებ ყველა შესაბამის ინფორმაციას; - დოკუმენტაციას ხარისხის სისტემის შესახებ; - საჭიროების შემთხვევაში, დამტკიცებული ტიპის ტექნიკურ დოკუმენტაციას და ტიპის ექსპერტიზის სერტიფიკატის ასლს.
3.2 ხარისხის სისტემის ფარგლებში, მცურავი საშუალებების ყოველ ერთეულს უნდა ჩაუტარდეს შემოწმება და სათანადო გამოცდა, როგორც ამ დირექტივის ჰარმონიზებული სტანდარტებით არის გათვალისწინებული, ან უნდა ჩატარდეს ეკვივალენტური გამოცდები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მწარმოებლის მიერ მიღებული ყველა მოთხოვნა თუ დებულება სისტემატურად და სათანადოდ უნდა იყოს დოკუმენტირებული მომსახურების წესების, პროცედურების და ინსტრუქციების ფორმით. ხარისხის სისტემის ეს დოკუმენტაცია ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ჩანაწერების ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას უნდა იძლეოდეს. კერძოდ, მასში ადეკვატურად უნდა იყოს აღწერილი შემდეგი: - ხარისხის მიზნები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მენეჯმენტის პასუხისმგებლობა და უფლებები, პროდუქტის ხარისხთან მიმართებაში; - შემოწმებები და გამოცდები, რომლებიც უნდა ჩატარდეს წარმოების შემდეგ; - ხარისხის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებაზე მონიტორინგის საშუალებები; - ხარისხის ჩანაწერები, როგორებიცაა ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, ანგარიშები ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ და ა. შ. 3.3 შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის სისტემა, რათა განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა ის ამ მოდულის 3.2 პუნქტში მოყვანილ მოთხოვნებს. ხარისხის სისტემის ელემენტები, რომლებიც შესაბამისობაშია სათანადო ჰარმონიზებულ სტანდარტებთან, წარმოადგენს ამ მოდულის 3.2 პუნქტში მოყვანილ მოთხოვნებთან შესაბამისობის პრეზუმპციას. აუდიტორულ გუნდში უნდა იყოს სულ ცოტა ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება პროდუქტის განსახილველი ტექნოლოგიის შეფასების გამოცდილება. შეფასების პროცედურა უნდა მოიცავდეს მწარმოებლის ორგანიზაციაში შეფასების ვიზიტს. გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს გამოცდის დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. 3.4 მწარმოებელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა შეასრულოს ხარისხის სისტემით გათვალისწინებული ვალდებულებები და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი ფუნქციონირება. მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც დამტკიცა ხარისხის სისტემა მასში მოსალოდნელი ყველა ცვლილების შესახებ. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს შეთავაზებული ცვლილებები და გადაწყვიტოს აკმაყოფილებს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 პუნქტში აღწერილ მოთხოვნებს და არის თუ არა საჭირო განმეორებითი შეფასება. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან მწარმოებელს უნდა აცნობოს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. 4. ზედამხედველობა უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ
4.1 ზედამხედველობის მიზანია დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი სრულად ასრულებს დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებებს. 4.2 ინსპექტირების მიზნებისათვის, მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის, ხელმისაწვდომი უნდა გახადოს წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და სათავსო ადგილები და სრულად მიაწოდოს მას საჭირო ინფორმაცია, კერძოდ: – დოკუმენტაცია ხარისხის სისტემის შესახებ; – ტექნიკური დოკუმენტაცია; – ხარისხის ჩანაწერები, როგორებიცაა ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, ანგარიშები პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ და ა. შ. 4.3 შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს პერიოდული აუდიტი, რათა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელს აქვს და იყენებს ხარისხის სისტემას და მიაწოდოს მწარმოებელს აუდიტის ანგარიში. 4.4 დამატებით, შესაბამისობის შემფასებელი პირი შეიძლება მოულოდნელად ეწვიოს მწარმოებელს. ამგვარი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შეიძლება, თუ ეს საჭირო იქნება, ჩაატაროს ან ჩატარებული ჰქონდეს გამოცდები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ხარისხის სისტემა სწორად ფუნქციონირებს. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებელს უნდა მიაწოდოს ვიზიტის ანგარიში, და თუ ადგილზე გამოცდა იქნა ჩატარებული, გამოცდის ანგარიშიც. 5. მწარმოებელი, პროდუქტის ბოლო ერთეულის წარმოების დღიდან ათი წლის განმავლობაში უნდა ინახავდეს ეროვნული სამსახურებისთვის წარსადგენად შემდეგ დოკუმენტაციას: – ამ მოდულის 3.1 პუნქტის მესამე აბზაცში განსაზღვრულ დოკუმენტაციას; – ამ მოდულის 3.4 პუნქტის მეორე აბზაცით გათვალისწინებულ ცვლილებებს; – შესაბამისობის შემფასებელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მოცემულია ამ მოდულის 3.4 პუნქტის ბოლო აბზაცში და 4.3 და 4.4 პუნქტებში. 6. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი აწვდის სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს სათანადო ინფორმაციას იმ ხარისხის სისტემის შესახებ, რომელიც გაუქმდა და მოთხოვნის მიხედვით იმის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა.
დანართი XVII წარმოების შესაბამისობა გამონაბოლქვისა და ხმაურის სფეროში 1. ძრავების შესაბამისობის დადასტურებისათვის, ძრავების ნიმუში აღებულია სერიიდან. უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით მწარმოებელი წყვეტს ნიმუშების სიდიდეს (n). 2. შედეგების არითმეტიკული საშუალო X მიღებული ნიმუშებიდან უნდა გამოითვლებოდეს გამონაბოლქვის და ხმაურის ემისიის თითოეული რეგულირებადი კომპონენტიდან. სერიის წარმოება ჩაითვლება მოთხოვნების შესაბამისად (მიღებული გადაწყვეტილება), თუ დაცულია შემდეგი მდგომარეობები: X + K. S ≤ L, S არის სტანდარტული გადახრა, სადაც: S2 = ∑(x-X) 2/ (n-1) X = შედეგების არითმეტიკული საშულო x = ნიმუშის დამოუკიდებელი შედეგები L = შესაბამისი ზღვრული მნიშვნელობა n = ძრავების რაოდენობა ნიმუშებში k = სტატისტიკური ფაქტორი დამოკიდებული n-ზე (იხილეთ ცხრილი)
თუ n ≥ 20 მაშინ k = 0,860/√n. k = 0,860/√2n.
|
დოკუმენტის კომენტარები