დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 41 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/01/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/01/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017577 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/01/2014 - 04/12/2020)
|
მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების თანდართული ტექნიკური რეგლამენტი“ და გეგმარებითი ელემენტები ნახაზების სახით (დანართი №1). |
მუხლი 2 |
აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები მოყვანილი იქნეს შესაბამისობაში ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან, მისი ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში. |
მუხლი 3 |
იმ საზოგადოებრივ ობიექტებზე, რომლებზედაც დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ამ ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლამდე, საპროექტო დოკუმენტაცია შესაბამისობაში მოვიდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის დასრულებამდე. |
მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საცხოვრებელი გარემო ინვალიდებისათვის“, „საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები ინვალიდებისათვის - გეგმარებითი ელემენტების ნორმალებისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიცოცხლისუნარიანი სივრცის პროექტირების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის 3 თებერვლის №1 ბრძანება. |
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტი
|
დანართი №1
გეგმარებითი ელემენტები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტები თავი I ზოგადი დებულებები |
მუხლი 1. რეგულირების საგანი და მიზნები
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ა) შეზღუდული შესაძლებლლობის მქონე პირებს განეკუთვნებიან ადამიანები - ხანგრძლივი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რაც სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთქმედებისას შეიძლება ხელს უშლიდეს მათ სრულ, ეფექტურ და თანასწორ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ ბ) მწოლიარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - თხოულობენ მუდმივ მოვლასა და განსაკუთრებული პირობების შექმნას საცხოვრებელი სახლის პირობებში. გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ეტლებით - თხოულობენ გარკვეულ მოვლასა და დახმარებას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმყოფებიან ეტლების გარეშე. დ) ნახევრად მობილური ადამიანები - განსაკუთრებულ შემთხვევებში საჭიროებენ ნაწილობრივ მოვლას. განსაკუთრებული მოვლის შემთხვევაში შესაძლებელია მათი დამოუკიდებლობაც. ე) მოსიარულე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - სრული დამოუკიდებლობით შეუძლიათ ცხოვრება ჩვეულებრივ სახლებში თუ გათვალისწინებულია მომსახურების ყველა სახეობა. ვ) დამოუკიდებლად გადამაადგილებელი (მოძრავი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - ითვლებიან ის პირები, რომლებიც არ თხოულობენ წოლით რეჟიმს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც სარგებლობენ ეტლებით, თუმცა შეუძლიათ ეტლიდან წამოდგომა და გადაადგილება რაიმე საყრდენის გამოყენებით. ზ) კარსელ-რაბი - ლიფტის წინ მოწყობილი რეგულირებადი სიმაღლის ბაქანი, რომელიც უზრუნველყოფს ეტლიანი შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უსაფრთხო გადადგილებას. თავი II საზოგადოებრივი შენობა-ნეგებობებისა და მათი დამხმარე სათავსების გეგმარებითი კრიტერიუმები
მუხლი 3. ზოგადი მოთხოვნები
მუხლი 4. შესასვლელი შენობაში სხვადასხვა დონეზე განლაგებულ უბნებს შორის სიმაღლეთა ვარდნის ადგილებში, ფეხით სავალ გზებზე საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს პანდუსებისა და კიბეების მოწყობა. ყველა შენობასა და ნაგებობას, რომლებითაც შეუძლიათ ისარგებლონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი შესასვლელი, რომელიც იქნება ადაპტირებული მოსახლეობის ამ კატეგორიისათვის. მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლები უნდა დაპროექტდეს უნივერსალური დიზაინით, სპეციალური საევაკუაციო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი. მუხლი 5. პანდუსები
მუხლი 6. კიბეები
მუხლი 7. ლიფტები
მუხლი 8. გასასვლელი შენობაში
მუხლი 9. ღიობები
მუხლი 10. მოთხოვნები სანიტარიული კვანძებისადმი
მუხლი 11. სანიტარიული კვანძების მოწყობილობები
თავი III შენობა-ნაგებობების საპროექტო ელემენტები
მუხლი 12. საერთო მოთხოვნები
თავი IV სპეციალიზებული შენობა-ნაგებობები
მუხლი 13. სპეციალიზებულ დაწესებულებათა საცხოვრებელი შენობები
ა) სააბაზანო ოთახი ფართობით არანაკლებ 12 კვმ-ისა; ბ) საპირფარეშო ფართობით არანაკლებ 4,5 კვმ-ისა; გ) საშხაპე კაბინა ფართობით არანაკლებ 3 კვმ-ისა, რომელსაც უნდა ჰქონდეს ადგილი ტანისამოსის გამოსაცვლელად; დ) სანიტარიული ოთახი ფართობით არანაკლებ 16 კვმ-ისა; ე) ოთახი საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის ფართობით არანაკლებ - 12 კვმ-ისა; ვ) საკუჭნაო, სუფთა და გასარეცხი თეთრეულისთვის. 3. გარდა აღნიშნულისა, ყოველი საცხოვრებელი უჯრედის შემადგენლობაში იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მოხუცებულთათვის, რომლებსაც შეუძლიათ თვითმომსახურება, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ოთახი - შეხვედრებისათვის, ანგარიშით არანაკლებ 1,2 კვმ-ისა ყოველ მაცხოვრებელზე და სამზარეულო-ბუფეტი, არანაკლებ 0,6 კვმ-ისა, ასევე ყოველ მაცხოვრებელზე.
მუხლი 14. სოც.უზრუნველყოფის ტერიტორიული ცენტრები
ა) ორი საპროცედურო ოთახი, ფართობით არანაკლებ 12 კვმ-ისა თითოეული; ბ) ოთახი გადახვევებისათვის, ფართობით არანაკლებ 22 კვმ-ისა; გ) სამი კაბინეტი ფართობით არანაკლებ 18 კვმ-ისა თითოეული; დ) ლაბორატორიული სათავსები, საერთო ფართობით არანაკლებ 14 კვმ-ისა; ე) ორი სათავსი საპროთეზო პროცედურებისათვის ფართობით არანაკლებ 12 კვმ-ის თითოეული;
ა) საგარდერობე ფართობი, არანაკლებ 15 კვ.მ-ისა; ბ) ოთახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მოხუცთათვის, ფართობით არანაკლებ 36 კვ.მ თითოეული; გ) ოთახები, დღის განმავლობაში დასვენებისათვის, ფართობით არანაკლებ 16 კვ.მ-ისა თითოეული; დ) სამზარეულო-სასადილო, ფართობით არანაკლებ 9 კვმ-ისა; ე) საშხაპე კაბინა ტანისამოსის გამოსაცვლელ ოთახებითურთ;
მუხლი 15. მიწის ნაკვეთების ზომები
ცხრ.1
შენიშვნა: მიწის ნაკვეთის ფართობი იმ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებისათვის, რომლებიც უნდა განთავსდეს ქალაქის გარეუბანში, ტყეპარკთან, პარკთან ან უკვე განაშენიანებულ უბანში, შეიძლება შემცირდეს არაუმეტეს 20%-ისა.
ცხრ.2
შენიშვნა: გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა, პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებისათვის, მიწის ნაკვეთის ფართობი შემცირდეს არაუმეტეს 15%-ისა. 4. სკოლამდელ ასაკის ბავშვთა სპეციალიზირებული დაწესებულებისა და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა, პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების, ტერიტორიაზე საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს სასწავლო-საცდელი მოედნები, საანგარიშო ფართობით არანაკლებ 5 კვ.მ-სა - ერთი აღსაზრდელზე.
თავი V
სპეციალიზებული საბავშვო დაწესებულებები მუხლი 16. საერთო მოთხოვნები
ა) ბავშვების საცხოვრებლად; ბ) ფიზკულტურულ, მუსიკალურ და სპეციალურ მეცადინეობებისათვის; გ) სამედიცინო მომსახურებისათვის; დ) საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის.
მუხლი 17. ბავშვთა საცხოვრებელი სათავსები 1. ბავშვთა საცხოვრებელი სათავსების ჯგუფებისთვის საჭიროა დაპროექტდეს: ა) ჯგუფური უჯრედები - სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის; ბ) სასწავლო-საცხოვრებელი უჯრედები - სასკოლო უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის, 2. საცხოვრებელ და სასწავლო-საცხოვრებელ უჯრედების შემადგენლობაში საჭიროა ჩაირთოს სათავსები საანგარიშო ფართობით ერთი მაცხოვრებლისთვის, არანაკლებ: ა) საძინებელი ოთახები - ბავშვთა სპეციალიზირებულ დაწესებულებებში თითო აღსაზრდელზე არანაკლებ - 6კვმ-ისა; ბ) დღისით სამყოფელად განკუთვნილი ოთახები - 3 კვმ-ისა; გ) საკლასო ოთახები, სასწავლო-საცხოვრებელ უჯრედებში - 2,5 კვმ-ისა; დ) საგარდერობე - 1 კვმ-ისა; ე) საბუფეტე, გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებისთვის - 0,5 კვმ-ის; ვ) სანიტარიულ-ჰიგიენური სათავსები - 1 კვმ-ისა; ზ) სათავსები, ტანისამოსის გასაშრობად - 0,35 კვმ-ის; თ) საკუჭნაოები - 0,5 კვმ-ისა და მორიგე აღმზრდელის სათავსები, საკუჭნაოთი ბავშვთა პირადი საგნებისთვის. 3. პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში უფროსი კლასის მოსწავლეთა საცხოვრებელი უჯრედის შემადგენლობაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს დამატებითი ოთახები ინდივიდუალური მეცადინეობისათვის, ანგარიშით: 1 აღსაზრდელისათვის არანაკლებ 1,5 კვმ-ისა, ხოლო პოლიომიელიტისა და ცერებრალური დამბლის ნარჩენი მოვლენებით დაავადებული ბავშვებისათვის არანაკლებ 1,8 კვმ-ისა. მუხლი 18. სასწავლო და სასწავლო-საწარმოო სათავსოები 1. პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში, საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს: ა) სასწავლო კაბინეტები, გაანგარიშებულები 1 მოსწავლეზე ფართობით მინიმუმ 2,5 კვმ გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის (იმ ბავშვთათვის, რომლებსაც დაზიანებული აქვთ სმენა და ინტელექტი), ხოლო მინიმუმ 3 კვმ-ისა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის (იმ ბავშვთათვის, რომლებსაც დაზიანებული აქვთ მხედველობა და აღენიშნებათ პოლიომიელიტი და ცერებრალური დამბლა). ბ) სასწავლო ლაბორატორიები გაანგარიშებულები 1 მოსწავლეზე ფართობით მინიმუმ 3 კვმ-ისა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის, ხოლო მინიმუმ 3,5 კვმ-ისა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის. გ) სასწავლო კაბინეტი ძერწვისა და რელიეფური ხატვის დასაუფლებლად გაანგარიშებული 1 მოსწავლეზე, ფართობით მინიმუმ 4 კვმ-ისა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.
ა) სახელოსნოები, უმცროსი კლასების მოსწავლეთათვის, საანგარიშო ფართობით 1 ადგილისათვის მინიმუმ 2 კვმ-ისა, გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის - მინიმუმ - 2,5 კვმ-ისა, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის. ბ) სახელოსნოები, საშუალო და მაღალი სასკოლო ასაკის მოსწავლეთათვის, საანგარიშო ფართობით 1 ადგილისათვის მინიმუმ 5 კვმ-ისა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის, მინიმუმ 5,5 კვმ-ისა - განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის. გ) სახელოსნო მწარმოებლური შრომისათვის, სასაწყობო სათავსებითა და შრომის ორგანიზატორის კაბინეტით, რომელიც უნდა დაპროექტდეს სამუშაოს წარმოების ტექნოლოგიისადმი წაყენებულ მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 19. სათავსები ფიზკულტურულ, მუსიკალურ და სპეციალურ მეცადინეობებისათვის
მუხლი 20. სათავსები სამედიცინო მომსახურებისთვის
ა) ექიმის; ბ) ფიზიოთერაპიული; გ) მასაჟისთვის; დ) საპროცედურო; ე) იზოლატორი.
მუხლი 21. კვების ბლოკი
თავი VI სპორტული დანიშნულების შენობა-ნაგებობები მუხლი 22. საერთო მოთხოვნები
ა) მოძრაობის მიმართულების ორიენტირების უზრუნველსაყოფად გამოყენებულ იქნეს ხმოვანი ,,შუქურები”; ბ) სათამაშო მოედნის პერიმეტრზე მოეწყოს საორიენტაციო ზოლი, სიგანით არანაკლებ 1,5 მ-ისა, მასთან უშუალოდ მიმდებარე უსაფრთხოების ზოლითურთ, სიგანით არანაკლებ 2,5 მ-ის; გ) სარბენ ბილიკთა გასწვრივ ან ნახტომის შესასრულებელ გამორბენისათვის მოეწყოს საორიენტაციო ზოლი, სიგანით არანაკლებ 2 მ-ისა; დ) მოძრაობის მიმართულებით სარბენ ბილიკზე გათვალისწინებულ იქნეს სასტარტო ზონა, სიგრძით არანაკლებ 5 მ-ისა და ფინიშის ზონა - სიგრძით არანაკლებ 25 მ-ის;
მუხლი 23. საცურაო აუზები
მუხლი 24. დამხმარე სათავსები
თავი VII სამედიცინო დაწესებულებების გეგმარებითი ვარიანტები მუხლი 25. დერეფნები შენობაში სამედიცინო დაწესებულებებში გასასვლელების (დერეფნების) სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 1,80 მეტრისა. ხოლო დერეფანში კარის გაღებისას - 2,70 მეტრი. (იხილეთ დანართი 1. ნახაზი 8.)
მუხლი 26. კაბინეტები
მუხლი 27. სანიტარიული კვანძები
თავი VIII საზოგადოებრივი შენობები მუხლი 28. სავაჭრო დაწესებულებები
მუხლი 29. კვების ობიექტები
თავი IX საზოგადეობრივი სივრცის მოწყობა მუხლი 30. საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა
მუხლი 31. ავტოტრანსპორტის გაჩერებები და სადგომები
მისადგომი ავტოსადგომისათვის
|
დოკუმენტის კომენტარები