დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ტექნიკური რეგლამენტის - „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 443 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/01/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017643 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/01/2014 - 11/05/2015)
|
მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი - „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად. |
მუხლი 2 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 104 მუხლის მეორე ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №2-212 ბრძანება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი
„საქართველოში პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების შესახებ“ |
თავი I. ზოგადი დებულებები
პესტიციდების რეგისტრაცია
მუხლი 1. ზოგადი დებულებები წინამდებარე დებულება განსაზღვრავს პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრაციის წესს და არეგულირებს ურთიერთობებს სარეგისტრაციო ორგანოს და რეგისტრანტს შორის.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პესტიციდი – ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთა ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის; ბ) პესტიციდის მოქმედი ნივთიერება – პესტიციდის ბიოლოგიურად აქტიური ნაწილი, რომლის სხვადასხვა პრეპარატული ფორმით გამოყენება ზემოქმედებას ახდენს მავნე ორგანიზმებზე ან მცენარის ზრდა-განვითარებაზე; გ) კომბინირებული პესტიციდი – პესტიციდი, რომელიც შეიცავს ორ ან მეტ მოქმედ ნივთიერებას; დ) აკრძალული პესტიციდი – პესტიციდი, რომლის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით ნებისმიერ სფეროში აკრძალულია სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებით; ე) მკაცრად შეზღუდული პესტიციდი – პესტიციდი, რომლის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით პრაქტიკულად აკრძალულია სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებით, თუმცა დასაშვებია მისი ზოგიერთი სახით გამოყენება; ვ) პესტიციდების და აგროქიმიკატების ზღვრულად დასაშვები ნარჩენი რაოდენობა (ზდნრ) – ნარჩენი რაოდენობის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია, რომელიც გათვალისწინებულია ნორმატიული აქტებით ან საყოველთაოდ მიღებულია კვების პროდუქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ან ცხოველების საკვებში; ზ) საყოველთაოდ მიღებული დასახელება – სახელწოდება, რომელიც მინიჭებული აქვს პესტიციდის ან აგროქიმიკატის მოქმედ ნივთიერებას სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO-ს) მიერ ან სტანდარტიზაციის ნაციონალური ორგანოების მიერ, როგორც კლასის (ჯგუფის) ან კერძო (მხოლოდ კონკრეტული მოქმედი ნივთიერებისათვის) დასახელების გამოსაყენებლად; თ) განმასხვავებელი (სავაჭრო) დასახელება – სახელწოდება რომლითაც მოცემული პესტიციდი ან აგროქიმიკატი დამამზადებლის მიერ გადის ეტიკეტირებას, რეგისტრაციას და რეკლამირებას და რომელიც (იმ შემთხვევაში თუ ის ექვემდებარება ნაციონალური კანონმდებლობით დაცვას) შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ მისი დამამზადებლის მიერ იმისათვის, რომ განასხვაოს ეს პროდუქტი იგივე მოქმედi ნივთიერების სხვა პესტიციდებისაგან; ი) სახელმწიფო რეგისტრაცია – პროცესი, რომლის საფუძველზედაც აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო პესტიციდის/აგროქიმიკატის გამოცდების შედეგების და სამეცნიერო მონაცემების, რეგისტრანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის კომპლექსური შეფასებისა და ანალიზის შემდეგ იძლევა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საქართველოში წარმოების, შემოტანის, შენახვის, რეალიზაციის, გამოყენებისა და რეკლამის უფლებას; კ) ხელახალი რეგისტრაცია – სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას პესტიციდების და აგროქიმიკატის განმეორებითი რეგისტრაცია; ლ) სარეგისტრაციო გამოცდები – პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბიოლოგიური და ეკონომიკური ეფექტურობის, ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხოების შესწავლის რეგლამენტირებული სისტემა; მ) გამოყენების რეგლამენტი – აუცილებელი მოთხოვნა პესტიციდების და აგროქიმიკატის გამოყენების წესისა და პირობების შესახებ; ნ) საშიშროება – ადამიანსა და გარემოზე უარყოფითი გავლენის ალბათობა; ო) რისკი – პესტიციდის ან აგროქიმიკატის საშიშროების განხორციელების ალბათობის ხარისხი მისი კონკრეტულ პირობებში გამოყენებისას; პ) რეგისტრანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეაქვს განაცხადი პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრაციისათვის; ჟ) აგროქიმიკატები - სასუქები, ქიმიური მელიორანტები, აგრომადნეულები, საკვები დანამატები, რომლებიც გათვალისწინებულია მცენარეთა კვებისათვის, ნიადაგის ნაყოფიერების რეგულირებისა და ცხოველთა დამატებითი კვებისათვის; რ) მელიორანტები და აგრომადნეულები – ბუნებრივი ნაერთები, მრეწველობის ნარჩენები, რომლებიც გამოიყენება ნიადაგის ქიმიურ-ფიზიკური და ბიოლოგიური თვისებების გასუმჯობესებლად; ს) აგროქიმიკატის მოქმედი ნივთიერება – აგროქიმიკატში შემავალი აქტიური ნაწილი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს მცენარეთა კვებაზე და ნიადაგის ნაყოფიერებაზე; ტ) სარეგისტრაციო ორგანო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო; უ) სახელმწიფო კატალოგი - საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ჩამონათვალი; ფ) პესტიციდის გამოყენების სფეროს გაფართოება – რეგისტრირებული პესტიციდის რეგისტრაცია სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე/კულტურათა ჯგუფზე; ქ) პესტიციდის ანალოგი – პესტიციდი, რომელიც შეიცავს იგივე მოქმედ ნივთიერებას (ნივთიერებების კომბინაციას) რაც ორიგინალი პრეპარატი და რომლის პრეპარატული ფორმა, მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია, დანიშნულება და ეფექტურობა იგივეა.
თავი II. პესტიციდების რეგისტრაცია
მუხლი 3. პესტიციდის სახელმწიფო რეგისტრაცია 1. პესტიციდის სარეგისტრაციო პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) პესტიციდის განაცხადის (დოსიეს) განხილვა; ბ) ექსპერტიზა; ბ.ა) პესტიციდის გამოყენების ბიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო ეფექტურობის და რეგლამენტების დადგენა; ბ.ბ) ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების შეფასება, ჰიგიენური ნორმატივების, სანიტარიული ნორმების და წესების შემუშავება; ბ.გ) ეკოლოგიური შეფასება, გარემოს დაცვის ნორმების და წესების შემუშავება; გ) სარეგისტრაციო გამოცდა; დ) ექსპერტიზის და პესტიციდის სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და პესტიციდის რეგისტრაციაში გატარება. 2. რეგისტრაციაში შეიძლება გატარდეს მხოლოდ ის პესტიციდი, რომელზეც მიღებულია შესაბამისი ექსპერტიზის და სარეგისტრაციო გამოცდის დადებითი დასკვნები. 3. პესტიციდის რეგისტრაციის პრინციპები: ა) პესტიციდი, რომელიც რეგისტრირებულია EPPO-ს სტანდარტით დადგენილ საქართველოს მსგავს ნიადაგობრივ-კლიმატურ სამხრეთ-აღმოსავლურ ზონაში შემავალ ევროკავშირის ქვეყნებში სარეგისტრაციო ორგანოს მიერ რეგისტრირდება მხოლოდ განაცხადის (დოსიეს) შემოწმების საფუძველზე, იგივე კულტურებზე და მავნე ორგანიზმებზე; ბ) ანალოგი, რომელიც რეგისტრირებულია EPPO-ს სტანდარტით დადგენილ საქართველოს მსგავს ნიადაგობრივ-კლიმატურ სამხრეთ-აღმოსავლურ ზონაში შემავალ ევროკავშირის ქვეყნებში, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ რეგისტრირდება განაცხადის (დოსიეს) შემოწმების საფუძველზე, იმ გამოყენების რეგლამენტებით, რომელიც მითითებულია სახელმწიფო კატალოგში ორიგინალი პესტიციდებისათვის; გ) პესტიციდი, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის ქვეყნებში (გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა) და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ რეგისტრირდება მხოლოდ განაცხადის (დოსიეს) შემოწმებისა და ექსპერტიზის საფუძველზე; დ) პესტიციდი, რომელიც რეგისტრირებულია ქვეყნებში, რომლებიც არ წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნებს ან ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოებს, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ რეგისტრირდება განაცხადის (დოსიეს) შემოწმების, ექსპერტიზის და სარეგისტრაციო გამოცდების საფუძველზე; ე) ადგილობრივი წარმოების პესტიციდზე ვრცელდება ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები; ვ) პესტიციდი/ანალოგი ხელახალ რეგისტრაციაში სარეგისტრაციო ორგანოს მიერ ტარდება მხოლოდ განაცხადის (დოსიეს) შემოწმების საფუძველზე; ზ) პესტიციდის/ანალოგის რეგისტრაცია, გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ ხორციელდება ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით; თ) პესტიციდის რეგისტრაცია, გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით, გადიდებული ხარჯვის ნორმით, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ ხორციელდება ექსპერტიზის საფუძველზე; ი) პესტიციდი შეიძლება დარეგისტრირდეს შემოკლებული ვადით – 3 წლით, თუ სარეგისტრაციო ორგანოში წარდგენილია რეგლამენტაციის არასრული მონაცემები, აუცილებელია დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, მოსალოდნელია პესტიციდის მიმოქცევიდან ამოღება ან/და წარმოების შეყვეტა. ამ შემთხვევაში რეგისტრაცია ხორციელდება „ა”, „ბ”, „გ”, „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით. 4. პესტიციდის მოქმედი ნივთიერების რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება 10 წლით, ხოლო მისგან წარმოებული პროდუქტის - 5 წლით. 5. რეგისტრაცია შეიძლება შეიზღუდოს ან შეწყდეს ხუთწლიანი ვადის გასვლამდე, თუ მიღებულია ახალი მონაცემები და დასკვნები პესტიციდის საშიშროების შესახებ, რომლებიც ადრე არ იყო ცნობილი. 6. შეტყობინება პესტიციდის აკრძალვაზე ან მკაცრ შეზღუდვაზე და მიღებულ საკონტროლო ღონისძიებებზე ეგზავნება სარეგისტრაციო ორგანოს მიერ სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებს (FAO, U NEP). 7. რეგისტრირებულ პესტიციდს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა. 8. რეგისტრირებული პესტიციდი შეიტანება სახელმწიფო კატალოგში. 9. არარეგისტრირებული პესტიციდის შემოტანა, წარმოება, გამოყენება და რეალიზაცია აკრძალულია.
მუხლი 4. პესტიციდის განაცხადის (დოსიეს) წარდგენა და განხილვა 1. პესტიციდის განაცხადი (დოსიე) შეიძლება წარადგინოს შემმუშავებელმა, მწარმოებელმა, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელიც ახორციელებს პესტიციდის რეალიზაციას. 2. განაცხადი (დოსიე) უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ცნობებს პესტიციდის შესახებ (დანართი №1). 3. განცხადების (დოსიეს) წარდგენა ხდება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე, ხოლო განაცხადის მოკლე რეზიუმე და ტარის ეტიკეტი - ოთხ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. 4. სარეგისტრაციო ორგანო წარმოდგენილ განაცხადის (დოსიეს) იხილავს 2 თვის ვადაში. 5. იმ შემთხვევაში, თუ დოსიე არასრულყოფილია, სარეგისტრაციო ორგანო აცნობებს რეგისტრანტს მონაცემების ხარვეზის შესახებ და მის გამოსაწორებლად აძლევს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. 6. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში დოსიეს განხილვის ვადა ჩერდება. თუ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდა რეგისტრანტს უარი ეთქმება რეგისტრაციაზე და უბრუნდება განაცხადი (დოსიე). 7. რეგისტრანტის მიერ განაცხადის (დოსიეს) სრულყოფილად წარმოდგენის შემდგომ სარეგისტრაციო ორგანო დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პესტიციდის რეგისტრაციაში გატარების, ექსპერტიზის ან/და სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარების შესახებ და აცნობებს რეგისტრანტს.
მუხლი 5. ექსპერტიზა 1. ექსპერტიზას ატარებს შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, ლაბორატორია ან ექსპერტი. 2. ექსპერტიზის ჩატარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. 3. სარეგისტრაციო ორგანო ორგანიზაციას და კოორდინაციას უწევს ექსპერტიზის ჩატარებას და ახორციელებს მეთოდურ დახმარებას (დანართი №2) . 4. რეგისტრანტს უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს პესტიციდის ექსპერტიზაში. 5. რეგისტრანტის მოთხოვნით შეიძლება დაინიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა, რომელსაც აკეთებს შესაბამისი კვალიფიკაციისა და პროფილის სხვა ექსპერტი. 6. პესტიციდის განაცხადი (დოსიე), რომელიც წარმოდგენილია რეგისტრანტის მიერ (ასევე ექსპერტიზისა და გამოცდის მასალები) არის მისი საკუთრება და არ ექვემდებარება გადაცემას მესამე პირზე (სარეგისტრაციო ორგანოს გარდა). 7. ექსპერტიზა ტარდება რეგისტრანტის ხარჯზე. 8. პესტიციდის ექსპერტიზის შედეგები და გამოყენების რეკომენდაციები (დანართი №3, დანართი №4) წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს.
მუხლი 6. სარეგისტრაციო გამოცდა 1. სარეგისტრაციო გამოცდები ტარდება სამეცნიერო-კვლევითი და სხვა შესაბამისი დაწესებულებათა ლაბორატორიების ან ექსპერტების მიერ კულტურების მოყვანის ნიადაგურ-კლიმატურ ზონებში (დანართი №5), მავნე ობიექტების თავისებურებების გათვალისწინებით. 2. სარეგისტრაციო ორგანო ორგანიზაციას და კოორდინაციას უწევს სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარებას და ახორციელებს მეთოდურ დახმარებას (დანართი №2; დანართი №6; დანართი №7; დანართი №8) . 3. სარეგისტრაციო ორგანო ადგენს პესტიციდის გამოცდის პროგრამას და ჩატარების დროს . 4. სარეგისტრაციო გამოცდების ხანგრძლივობა - გამოყენების სფეროს გაფართოების ჩათვლით შეადგენს 1-2 სავეგეტაციო სეზონს. თუ წარმოდგენილი პესტიციდი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას (ნივთიერებათა კომბინაციას), რომელიც შედის იმავე დანიშნულების უკვე რეგისტრირებული პესტიციდის შემადგენლობაში, იგივე კულტურებზე, სადემონსტრაციო გამოცდები ტარდება ერთი სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში. თუ წარმოდგენილი პესტიციდი არ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას (ნივთიერებათა კომბინაციას), რომელიც შედის იმავე დანიშნულების უკვე რეგისტრირებული პესტიციდის შემადგენლობაში, ან/და სხვა კულტურებზე, აგრეთვე არასაკმარისი შედეგების მიღების შემთხვევაში სადემონსტრაციო გამოცდები ტარდება ორი სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში. 5. სადემონსტრაციო ცდები ტარდება შეზღუდულ ფართობზე (0.2–2ჰა). 6. სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარებისათვის რეგისტრანტი ვალდებულია წარადგინოს პესტიციდის საცდელი პარტია, მოქმედი საწყისის ანალიტიკური სტანდარტი და აუცილებლობის შემთხვევაში მეტაბოლიტების სტანდარტი. საქართველოს ტერიტორიაზე პესტიციდების მიწოდება ხდება რეგისტრანტის ხარჯზე. 7. სარეგისტრაციო გამოცდები ტარდება რეგისტრანტის ხარჯზე. 8. პესტიციდის სარეგისტრაციო გამოცდის შედეგები, დანართი №3-ის და დანართ №4-ის შესაბამისად შედგენილი გამოყენების რეკომენდაციები და ანგარიში წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს.
მუხლი 7. პესტიციდის რეგისტრაციაში გატარება 1. სარეგისტრაციო ორგანო განიხილავს განაცხადს (დოსიეს) ან/და ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდების შედეგებს, აძლევს შეფასებას და იღებს გადაწყვეტილებას პესტიციდის რეგისტრაციაში გატარების ან უარის თქმის შესახებ. 2. პესტიციდის ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდის შედეგების ანალიზს და პესტიციდის რეგისტრაციაში გატარებას ახორციელებს სარეგისტრაციო ორგანო შედეგების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. 3. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ პესტიციდის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა (დანართი №9) და პესტიციდი შეიტანება სახელმწიფო კატალოგში.
თავი III. აგროქიმიკატების რეგისტრაცია მუხლი 8. აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაცია 1. აგროქიმიკატის რეგისტრაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა; ბ) ექსპერტიზა: ბ.ა) ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების შეფასება, ჰიგიენური ნორმატივების, სანიტარიული წესების შემუშავება; ბ.ბ) ეკოლოგიური შეფასება. გ) სარეგისტრაციო გამოცდა; დ) ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და აგროქიმიკატის რეგისტრაციაში გატარება. 2. რეგისტრაციაში შეიძლება გატარდეს მხოლოდ ის აგროქიმიკატი, რომელზეც მიღებულია შესაბამისი ექსპერტიზის და სარეგისტრაციო გამოცდის დადებითი დასკვნები. 3. აგროქიმიკატის რეგისტრაციის პრინციპები: ა) ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალ მიმოქცევაში დაშვებული აგროქიმიკატი, რომელსაც ტარაზე გააჩნია მარკირება „EC სასუქები“ და აქვს შესაბამისი აღნიშვნა თანმხლებ დოკუმენტაციაში, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ რეგისტრირდება განაცხადის შემოწმების საფუძველზე; ბ) აგროქიმიკატი, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში, იგივე კულტურებზე, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ რეგისტრირდება განაცხადის შემოწმების საფუძველზე; გ) აგროქიმიკატი, რომელიც რეგისტრირებულია იმ ქვეყანაში, რომელიც არ განეკუთვნება ევროკავშირის ქვეყნებს და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ რეგისტრირდება განაცხადის შემოწმების, ექსპერტიზის და სარეგისტრაციო გამოცდების საფუძველზე; დ) ადგილობრივი წარმოების აგროქიმიკატი რეგისტრირდება განაცხადის შემოწმების, ექსპერტიზის და სარეგისტრაციო გამოცდების საფუძველზე. 4. აგროქიმიკატი რეგისტრირდება 5 წლის ვადით. 5. აგროქიმიკატი ხელახალ რეგისტრაციაში, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ ტარდება მხოლოდ განაცხადის შემოწმების საფუძველზე. 6. რეგისტრირებულ აგროქიმიკატს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა.
მუხლი 9. აგროქიმიკატის განაცხადის წარდგენა და განხილვა 1. განაცხადი აგროქიმიკატის რეგისტრაციაზე შეიძლება წარადგინოს აგროქიმიკატის შემმუშავებელმა, მწარმოებელმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა, რომელიც ახორციელებს მის რეალიზაციას. 2. რეგისტრაციაზე განაცხადი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ცნობებს აგროქიმიკატზე (დანართი №10) და თანდართულ დოკუმენტაციას. 3. აგროქიმიკატის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. მასალების სხვა ენაზე არსებობის შემთხვევაში აუცილებელია დოკუმენტების ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. 4. სარეგისტრაციო ორგანო რეგისტრანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს 2 თვის ვადაში. 5. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილია, სარეგისტრაციო ორგანო აცნობებს რეგისტრანტს მონაცემების ხარვეზის შესახებ და აძლევს მის გამოსასწორებლად გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. 6. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში დოკუმენტაციის განხილვის ვადა ჩერდება. თუ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსო, რეგისტრანტს უარი ეთქმება რეგისტრაციაზე და უბრუნდება დოკუმენტაცია. 7. სარეგისტრაციო ორგანო განაცხადის განხილვის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აგროქიმიკატის რეგისტრაციაში გატარების ან ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდის ჩატარების შესახებ.
მუხლი 10. აგროქიმიკატის ექსპერტიზა და სარეგისტრაციო გამოცდა 1. ექსპერტიზასა და სარეგისტრაციო გამოცდას ატარებს შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, ლაბორატორია ან ექსპერტი. 2. ექსპერტიზა ტარდება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე გავლენის დადგენის მიზნით. 3. სარეგისტრაციო ორგანო განსაზღვრავს აგროქიმიკატის გამოცდის არეალს, სასოფლო-სამეურნეო კულტურას, გამოცდის პროგრამას, ორგანიზაციას, კოორდინაციას და მეთოდურ დახმარებას (დანართი №11) უწევს ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდის ჩატარებას. 4. აგროქიმიკატის ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდების ხანგრძლივობა არის არაუმეტეს ორი წელი. 5. სადემონსტრაციო ცდები ტარდება შეზღუდულ ფართობზე (1–10ჰა). 6. ექსპერტიზისა და გამოცდისთვის აგროქიმიკატების საცდელი პარტიის მიწოდება, ექსპერტიზა და გამოცდა ტარდება რეგისტრანტის ხარჯზე. 7. სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, ლაბორატორია ან ექსპერტი შეიმუშვებს აგროქიმიკატის გამოყენების რეკომენდაციებს, ჰიგიენურ და სანიტარიულ ნორმატივებს, გარემოს დაცვის წესებს. 8. ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდის შედეგები (დანართი №12) წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს.
მუხლი 11. აგროქიმიკატის რეგისტრაციაში გატარება 1. სარეგისტრაციო ორგანო განიხილავს განაცხადს ან/და ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდების შედეგებს, აძლევს შეფასებას და იღებს გადაწყვეტილებას აგროქიმიკატის რეგისტრაციაში გატარების ან უარის თქმის შესახებ. 2. აგროქიმიკატის ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდის შედეგების ანალიზს და რეგისტრაციაში გატარებას ახორციელებს სარეგისტრაციო ორგანო შედეგების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. 3. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ აგროქიმიკატის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა (დანართი №13) და აგროქიმიკატი შეიტანება სახელმწიფო კატალოგში.
დანართი №1 განაცხადი (დოსიე) რეგისტრაციაზე შემოკლებები და პირობითი აღნიშვნები დებულებაში გამოყენებულ შემოკლებებსა და პირობით აღნიშვნებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მდდ – მაქსიმალურად დასაშვები დონე; ბ) დმდდ – დროებითი მაქსიმალურად დასაშვები დონე; გ) ზდკ – ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია; დ) ზსუდ – მოქმედების საორიენტაციოდ უვნებელი დონე; ე) სდკ – საორიენტაციოდ დასაშვები კონცენტრაცია; ვ) დსდ – დასაშვები სადღეღამისო დოზა; ზ) სუდ – საორიენტაციო უსაფრთხო დონე; თ) სტ – სრული ტენტევადობა; ი) LD50 – სასიკვდილო დოზა, რომელიც იწვევს საცდელი ცოცხალი ორგანიზმების 50%-ით დაღუპვას; კ) LC50 – სასიკვდილო კონცენტრაცია, რომელიც იწვევს საცდელი ცოცხალი ორგანიზმების 50%-ით დაღუპვას; ლ) T50 – პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდი; მ) T90 – პრეპარატის სრული დაშლის პერიოდი; ნ) ჟბმ – ჟანგბადზე ბიოქიმიური მაჩვენებელი 5-დღიანი ექსპოზიციით; ო) ISO – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია; პ) IUPAK – სუფთა და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი; ჟ) NPAC - ნივთიერების ნომერი “ქემიკალ აბსტრაქტი”-ს მიხედვით; რ) FAO - გაერთიანებული ერების სასურსათო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია; ს) WHO - ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია; ტ) EPA - გარემოს დაცვის სააგენტო; უ) U NEP - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამა; ფ) MSDS – ნივთიერებათა უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი; ქ) NOEL -არაეფექტური დოზა . 1. რეგისტრანტის განცხადება: ა) რეგისტრანტი (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი); ბ) პესტიციდის და მოქმედი ნივთიერების მწარმოებელი (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი); გ) რეგისტრანტის/მწარმოებლის წერილი წარმომადგენელზე/განმცხადებელზე უფლებამოსილების გადაცემის შესახებ; დ) განმასხვავებელი დასახელება (სავაჭრო); ე) დანიშნულება; ვ) მოქმედი ნივთიერება (ISO, IUPAK, NCAS მიხედვით); ზ) ქიმიური კლასი ; თ) კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ); ი) პრეპარატული ფორმა; კ) სხვა ქვეყნებში რეგისტრაცია (ქვეყნების დასახელება, სარეგისტრაციო მოწმობის №, რეგისტრაციის წელი და ვადა, გამოყენების რეგლამენტები და სფერო); ლ) გამოყენების სფერო, რომელშიც რეგისტრანტი ითხოვს პესტიციდის რეგისტრაციაში გატარებას (კულტურები, მავნე ობიექტი). 2. მონაცემები ბიოლოგიური თვისებების შესახებ ა) მოქმედების სპექტრი; ბ) სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მავნე ობიექტი (მათ შორის ლათინური დასახელება); გ) რეკომენდებული ხარჯვის ნორმა და გამოყენების ხერხი; დ) გამოყენების რეკომენდებული რეგლამენტები (დამუშავების ჩატარების ვადა – კულტურის და მავნე ორგანიზმის განვითარების ფაზის ჩვენებით, ჯერადობა, ინტერვალი დამუშავებებს შორის, შეზღუდვები); ე) რეკომენდებული ლოდინის პერიოდი (დღეებში მოსავლის აღებამდე); ვ) მავნე ორგანიზმებზე მოქმედების სახეობა (მოქმედების მექანიზმი); ზ) დაცვითი მოქმედების პერიოდი; თ) სელექტურობა; ი) ზემოქმედების სიჩქარე; კ) სხვა პრეპარატებთან შეთავსება; ლ) ეფექტურობა (მინდვრის ცდები); მ) ფიტოტოქსიკურობა, კულტურების ტოლერანტობა; ნ) რეზისტენტობის წარმოშობის ალბათობა; ო) თესლბრუნვაში კულტურების ვარირების ალბათობა; პ) სხვა ქვეყნებში ბიოლოგიური შეფასების შედეგები; ჟ) ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის შედეგები სხვა ქვეყნებში (დინამიკაში) და ნორმატივები. 3. ფიზიკურ-ქიმიური თვისებები ა) მოქმედი ნივთიერების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ა.ა) მოქმედი ნივთიერება (ISO, IUPAK, N CAS მიხედვით); ა.ბ) სტრუქტურული ფორმულა ; ა.გ) ემპირიული ფორმულა; ა.დ) მოლეკულური მასა; ა.ე) აგრეგატული მდგომარეობა; ა.ვ) ფერი, სუნი; ა.ზ) ორთქლის წნევა მმ, ვერცხლის წყ. სვ-სა T - 20C და 40C დროს; ა.თ) წყალში ხსნადობა; ა.ი) ხსნადობა ორგანულ გამხსნელებში (მგ/100 მლ); ა.კ) გადანაწილების კოეფიციენტი N-ოქტანოლი /წყალი; ა.ლ) ლღობის ტემპერატურა; ა.მ) დუღილისა და გაყინვის ტემპერატურა; ა.ნ) აფეთქებისა და აალების ტემპერატურა; ა.ო) სტაბილურობა წყალ ხსნარებში (PH-3-5, 7, 10) ტ - 20C-ზე, მათ შორის დაბალ კონცენტრაციებში (1 მგ/დმ3-ზე ნაკლები); ა.პ) სიმკვრივე (ნივთიერების აირადი მდგომარეობის შემთხვევაში, სიმკვრივე მიეთითოს T - 0C-ზე და ვერცხლწყ. სვ.760 მმ დროს). ბ) ტექნიკური პროდუქტის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ბ.ა) ტექნიკური პროდუქტის სისუფთავე, შენაერთების თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა; ბ.ბ) აგრეგატული მდგომარეობა; ბ.გ) ფერი, სუნი; ბ.დ) ლღობის ტემპერატურა; ბ.ე) აფეთქების და აალების ტემპერატურა; ბ.ვ) სიმკვრივე (ნივთიერების აირადი მდგომარეობის შემთხვევაში, სიმკვრივე მიეთითოს ტ - 0C და ვერცხლწყ. სვ.760 მმ დროს); ბ.ზ) თერმო - და ფოტოსტაბილურობა; ბ.თ) ტექნიკური პროდუქტის სიწმინდის განსაზღვრის ანალიტიკური მეთოდი, რომელიც აგრეთვე საშუალებას იძლევა განისაზღვროს პროდუქტის შემადგენლობა, იზომერები, მინარევები და ა.შ. გ) პრეპარატული ფორმის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გ.ა) აგრეგატული მდგომარეობა; გ.ბ) ფერი, სუნი; გ.გ) წყლიანი ემულსიის ან სუსპენზიის სტაბილურობა; გ.დ) PH; გ.ე) ტენის შემცველობა (%); გ.ვ) სიბლანტე; გ.ზ) დისპერსულობა; გ.თ) სიმკვრივე; გ.ი) ნაწილაკების ზომები (ფხვნილი, გრანულები და ა.შ.); გ.კ) სველებადობა; გ.ლ) აფეთქების ტემპერატურა; გ.მ) კრისტალიზაციის ტემპერატურა, ყინვაგამძლეობა; გ.ნ) აქროლადობა; გ.ო) მონაცემები დატკეპნის შესახებ; გ.პ) კოროზიული თვისებები; გ.ჟ) შენაერთების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა; გ.რ) სტაბილურობა შენახვის პირობებში. დ) პრეპარატის შემადგენლობა: დ.ა) შემადგენელი ნაწილების ქიმიური დასახელება IUPAK, N CAS თანახმად; დ.ბ) პრეპარატული ფორმის შემადგენელი ნაწილების ფუნქციონალური მნიშვნელობა. ე) მიკრობიოლოგიური პრეპარატები. ცნობები აქტიური ინგრედიენტის და პრეპარატული ფორმის შემადგენლობის და თვისებების შესახებ (ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული, მიკროსპოროიდული, მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის პროდუქტების საფუძველზე შექმნილი პრეპარატები). ვ) პროდუცენტი შტამის თვისებები: ვ.ა) მიკროორგანიზმის სახეობა (ლათინური სახელწოდება); ვ.ბ) შტამის (იზოლატის) ნომერი ან სახელწოდება; ვ.გ) შტამის გამოყოფის წყარო; ვ.დ) კულტურალურ-მორფოლოგიური და ბიოქიმიური თვისებები, საიდენტიფიკაციო ტესტები და კრიტერიუმები; ვ.ე) პათოგენობა ან ანტაგონიზმი მავნე ობიექტების მიმართ; ვ.ვ) განსხვავება მოცემული სახეობის არსებული შტამებისაგან ; ვ.ზ) დამოკიდებულება იმ ფაგების მიმართ, რომლებიც იწვევენ იმავე სახეობის მიკროორგანიზმების სხვა შტამების უჯრედების ლიზისს; ვ.თ) შტამის შენახვის მეთოდი, პირობები და საკვები არეების შემადგენლობა; ვ.ი) მიკროორგანიზმების გამრავლების ხერხი, საკვები არეების პირობები და შემადგენლობა: ვირუსებისათვის და მიკროსპორიდიებისათვის მიეთითება გამრავლებისათვის სპეციფიკური ნედლეულის დახასიათება; ვ.კ) შტამის მიერ სინთეზირებული პროდუქტი (ქიმიური შემადგენლობა, სტრუქტურული ფორმულა, სტაბილურობა, ნაშთების განსაზღვრის მეთოდი). ზ) პრეპარატული ფორმის დახასიათება: ზ.ა) პრეპარატის შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერების (ცოცხალი უჯრედების ან მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტების, ვირუსული სხეულაკების და ჩანართების ტიტრი), დამხმარე ნივთიერებების შემცველობა და მათი დანიშნულება; ზ.ბ) აგრეგატული მდგომარეობა; ზ.გ) სველებადობა; ზ.დ) ტენის შემცველობა; ზ.ე) გარეშე მიკროფლორის შედგენილობა; ზ.ვ) მოქმედი ნივთიერების განსაზღვრის მეთოდი; ზ.ზ) შენახვის პირობები და ვადები; ზ.თ) სამუშაო ხსნარების მომზადების ხერხი; ზ.ი) ტანსაცმლის, ტარის, დაღვრილი და დაფრქვეული პრეპარატების, სატრანსპორტო საშუალებების და უვარგისი პრეპარატის გაუვნებლობის ხერხები; ზ.კ) სხვა პესტიციდებთან შეთავსება. 4. ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენური დახასიათება ა) მოქმედი ნივთიერების ტოქსიკოლოგიური დახასიათება (ტექნიკური პროდუქტი): ა.ა) მწვავე პერორალური ტოქსიკურობა (თაგვების, ვირთაგვების) – LD50. მწვავე მოქმედების ზღვარი (პრეპარატებისთვის, რომლებიც იწარმოება საქართველოში); ა.ბ) კანის მწვავე ტოქსიკურობა – LD50; ა.გ) მწვავე ინჰალაციური ტოქსიკურობა – LD50. მწვავე მოქმედების ზღურბლი (პრეპარატებისათვის, რომლებიც იწარმოება საქართველოში); ა.დ) მწვავე ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი; ა.ე) გამაღიზიანებელი მოქმედება კანზე და ლორწოვან გარსზე; ა.ვ) შენელებული ნეიროტოქსიკური მოქმედება ქათმებზე (ფოსფორორგანული პესტიციდებისათვის, სხვა პესტიციდებისათვის – საჭიროების შემთხვევაში); ა.ზ) ქვემწვავე პერორალური ტოქსიკურობა (კუმულაციური თვისებები), კუმულაციის კოეფიციენტი (კაგანის მეთოდით იმ პრეპარატებისათვის, რომელთა წარმოება ხდება საქართველოში); ა.თ) ქვემწვავე ტოქსიკურობა კანზე (არაეფექტური დოზა – NOEL); ა.ი) მასენსიბილიზებელი მოქმედება; ა.კ) ქრონიკული ტოქსიკურობა (ზღვრული და არაეფექტური დოზები – NOEL); ა.ლ) ონკოგენობა, რომელიც ისაზღვრება ორი წლის მანძილზე ცხოველების ორ სახეობაში (თაგვები, ვირთაგვები) გამოსაცდელი აგენტის შეყვანით; ა.მ) ტერატოგენობა და ემბრიოტოქსიკურობა (ნაყოფის ანომალიები და ტოქსიკურობა ნაყოფის მიმართ); ა.ნ) რეპროდუქტული ტოქსიკურობა ორი თაობის მეთოდით და გონადოტოქსიკურობა; ა.ო) მუტაგენობა; ა.პ)ციტოგენეტიკური (ინ ვივო) ტესტი მღრნელების ძვლის ტვინის უჯრედებში (ქრომოსომული აბერაციები, მიკრობირთვები); ა.ჟ) მეტაბოლიზმი თბილსისხლიანების ორგანიზმში, ძირითადი მეტაბოლიტების ტოქსიკურობა; ა.რ) მავნე მოქმედების მალიმიტირებული მაჩვენებელი; ა.ს) დასაშვები სადღეღამისო დოზა (ადამიანის სხეულის მგ/კგ წონაზე); ა.ტ)საშიშროების კლასი (WHO-ს კლასიფიკაციის მიხედვით) ა.უ) მეტაბოლიზმი სასოფლო – სამეურნეო მცენარეებში; ბ) პრეპარატული ფორმის ტოქსიკოლოგიური დახასიათება: ბ.ა) მწვავე პერორალური ტოქსიკურობა (თაგვების, ვირთაგვების) – LD50 ; ბ.ბ) კანის მწვავე ტოქსიკურობა – LD50; ბ.გ) მწვავე ინჰალაციური ტოქსიკურობა – LS50; ბ.დ) გამაღიზიანებელი მოქმედება კანზე და ლორწოვან გარსზე; ბ.ე) ქვემწვავე პერორალური ტოქსიკურობა, არაეფექტური დოზა – NOEL (კუმულაციური თვისებები). კუმულაციის კოეფიციენტი (იმ პრეპარატებისათვის, რომლებიც იწარმოება საქართველოში); ბ.ვ) ქვემწვავე ტოქსიკურობა კანზე (პრეპარატებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ გამოხატული დერმატული საშიშროება); ბ.ზ) ქვემწვავე ინჰალაციური ტოქსიკურობა (პრეპარატებისათვის, რომლებიც ხასიათდებიან გამოხატული ინჰალაციური საშიშროებით); ბ.თ) მასენსიბილიზებელი მოქმედება; ბ.ი) პრეპარატული ფორმის ტოქსიკოლოგიური დახასიათება იმ შემთხვევაში თუ პესტიციდის შემადგენლობაში შედის ტოქსიკურად მნიშვნელოვანი ნივთიერებები, რომლებსაც გააჩნიათ ტოქსიკური მოქმედების გაძლიერების უნარი მოქმედ ნივთიერებასთან შედარებით; ბ.კ) საშიშროების კლასი (WHO-ს კლასიფიკაციის მიხედვით). გ) პრეპარატული ფორმის ჰიგიენური დახასიათება: გ.ა) პესტიციდის რძესთან ერთად გამოყოფის შესაძლებლობა( საკვებ კულტურებსა და მეცხოველეობაში გამოსაყენებელი პრეპარატებისათვის); გ.ბ) რეკომენდებული ჰიგიენური ნორმები, ნორმატივები და ლოდინის პერიოდი ; გ.გ) რეკომენდაციები მწვავე მოწამვლის დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესახებ, მათ შორის მოწამვლის დროს პირველი დახმარება, ანტიდოტები; გ.დ) პესტიციდის საშიშროების შეფასება - მონაცემები FAO/WHO, EPA-ს, მიხედვით; გ.ე) უსაფრთხოების რეკომენდებული ზომები მუშაობის, შენახვის, ტრანსპორტირების და წარმოების დროს (თუ პრეპარატი იწარმოება საქართველოში). დ) ჰიგიენური ნორმატივების, სანიტარული ნორმებისა და წესების დადგენა გამოყენებისა და წარმოების დროს: დ.ა) სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის ლოდინის პერიოდების დასაბუთება, პესტიციდის ნარჩენი რაოდენობების გათვალისწინებით; დ.ბ) პესტიციდის გამოყენებისას შრომის პირობების ჰიგიენური შეფასება ხარჯვის ნორმების და ჯერადობის გათვალისწინებით ( მათ შორის – დახურული გრუნტისათვის ცალკე), სამუშაოზე გასვლის უსაფრთხო ვადები; დ.გ) პესტიციდების წარმოებისა და გამოყენებისას მომუშავე პერსონალის და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოცემული უნდა იქნეს ჰიგიენური ნორმები: მაქსიმალურად დასაშვები დონე (მდდ/დმდდ) კვების პროდუქტებსა და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულში, ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) წყალში სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო წყალმოხმარების წყაროებისათვის, ზდკ სამუშაო ზონის ჰაერში (იმ პრეპარატებისათვის, რომელთა წარმოება და დაფასოება ხდება საქართველოში და იმპორტირებული პრეპარატებისათვის, რომლებსაც გააჩნია მკვეთრად გამოხატული ინჰალაციური საშიშროება). ზსუდ სამუშაო ზონის ჰაერში დანარჩენი პრეპარატებისათვის, ზემოქმედების საორიენტაციოდ უვნებელი დონე (ზსუდ) ატმოსფერულ ჰაერში (საჭიროების შემთხვევაში), ზდკ ატმოსფერულ ჰაერში (პრეპარატებისათვის, რომელთა წარმოება ხდება საქართველოში), ზდკ ნიადაგისათვის (მდგრადი პრეპარატებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ მცენარეში ტრანსლოკაციის და ზღვრულ გარემოში მიგრაციის უნარი), საორიენტაციოდ დაშვებული კონცენტრაცია (სდკ) ნიადაგში სხვა პრეპარატებისათვის, რეკომენდაციები პესტიციდების გამოყენებაზე, მითითებები ტარის ეტიკეტზე პესტიციდის საშიშროების შესახებ; ე) მიკროორგანიზმის ტოქსიკოლოგიური შეფასება (ბაქტერიები, სოკოები): ე.ა) ბაქტერიების და სოკოების პათოგენობა (ლაბორატორიული ცხოველების ორ სახეობაზე მუცლის არეში და კუჭში ერთჯერადი შეყვანით, ზედა სასუნთქ ორგანოებში შეღწევისა და თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას); ე.ბ) მიკროორგანიზმების მოქმედება იმუნურ სისტემებზე (მასენსიბილიზებელი,ალერგიული), ზედა სასუნთქ ორგანოებში შეღწევისას ერთი თვის განმავლობაში; ვ) მიკრობული სინთეზის პროდუქტების ტოქსიკოლოგიური შეფასება: ვ.ა) მწვავე პერორალური ტოქსიკურობა (თაგვები, ვირთაგვები) – LD50. მწვავე მოქმედების ზღვარი (პრეპარატებისათვის, რომელთა წარმოება ხდება საქართველოში); ვ.ბ) კანზე მწვავე ტოქსიკურობა – LD50; ვ.გ) მწვავე ინჰალაციური ტოქსიკურობა – LC50. მწვავე მოქმედების ზღვარი (პრეპარატებისათვის, რომლის წარმოება ხდება საქართველოში); ვ.დ) მწვავე ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი; ვ.ე) გამაღიზიანებელი მოქმედება კანზე და ლორწოვან გარსზე; ვ.ვ) ქვემწვავე პერორალური ტოქსიკურობა (კუმულაციური თვისებები), კუმულაციის კოეფიციენტი (პრეპარატებისათვის, რომელთა წარმოება ხდება საქართველოში); ვ.ზ) ქვემწვავე ტოქსიკურობა კანზე; ვ.თ) მასენსიბილიზირებელი მოქმედება; ვ.ი) ქრონიკული ტოქსიკურობა (ზღვრული და არაეფექტური დოზები – NOEL); ვ.კ) ონკოგენობა (პირველადი განზოგადოებული მასალები – მონაცემები საცდელ ცხოველებში სიმსივნეების სიხშირეზე; ვ.ლ) ტერატოგენობა და ემბრიოტოქსიკურობა – იმ მეთოდური მიდგომით რომლის გამოყენებით შესალებელია ნაყოფების ანომალიების და ნაყოფისათვის ტოქსიკურობის გამოვლენა; ვ.მ) რეპროდუქციული ტოქსიკურობა ორი თაობის მეთოდით და გონადო ტოქსიკურობა ; ვ.ნ) მუტაგენობა; ვ.ო) ქრომოსომული აბერაციები (ინ ვივო ლაბორატორიულ ცხოველებში); ვ.პ) მეტაბოლიზმი თბილსისხლიანების ორგანიზმში, ძირითადი მეტაბოლიტები, მათი ტოქსიკურობა; ვ.ჟ) ტოქსიკურობის მალიმიტირებელი მაჩვენებელი; ვ.რ) დასაშვები სადღეღამისო დოზა (დსდ) ადამიანის სხეულის მგ/კგ წონაზე. ზ) მიკრობიოლოგიური პრეპარატის პრეპარატული ფორმის ტოქსიკოლოგიური შეფასება იმ შემთხვევაში, თუ მის შემადგენლობაში შედის ტოქსიკურად მნიშვნელოვანი ნივთიერებები, რომლებსაც გააჩნიათ ტოქსიკური მოქმედების გაძლიერების უნარი; თ) მიკრობიოლოგიური პრეპარატების ჰიგიენური შეფასება, მათ შორის, ჰიგიენური ნორმატივები, რომლებიც უზრუნველყოფენ პესტიციდების წარმოებაში და გამოყენებაზე მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებას (დახურული გრუნტისათვის ცალკე საჭიროების შემთხვევაში). 5. პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდური მითითებები ა) საკვებ პროდუქტებში, საკვებში, გარემოს ობიექტებში და ბიოლოგიურ მასალაში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მეთოდური მითითებები: ა.ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში (მისი გადამუშავების პროდუქტებში) და სხვა მცენარეულ ობიექტებში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მეთოდური მითითებები; ა.ბ) ნიადაგში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მეთოდური მითითებები; ა.გ) წყალში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მეთოდური მითითებები; ა.დ) ჰაერში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მეთოდური მითითებები; ა.ე) ბიოლოგიურ არეებში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მეთოდური მითითებები; ბ) პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის ადაპტირებული მეთოდები საქართველოს პირობებისათვის. 6. პესტიციდების იქტიოტოქსიკოლოგიური შეფასება ა) წყალში ნივთიერების განსაზღვრის მეთოდი; ბ) პრეპარატის სტაბილურობა წყლის გარემოში PH 7-8 დროს (50 და 95 პროცენტიანი დაშლის დრო); გ) პრეპარატის საშუალო ლეტალური კონცენტრაცია (LC50), რომელიც იწვევს 50% დაფნიების დაღუპვას 48 საათის განმავლობაში; დ) პრეპარატის საშუალო ლეტალური კონცენტრაცია (LC50), რომელიც იწვევს 50% თევზების დაღუპვას 96 საათის განმავლობაში; ე) პრეპარატის საშუალო ლეტალური კონცენტრაცია (LC50), რომელიც იწვევს ზუთხისნაირების ან სხვა სახეობის თევზების 50% ლარვების დაღუპვას 48 საათის განმავლობაში; ვ) პრეპარატის და მისი მეტაბოლიტების ხსნადობა, მდგრადობა და წყალში დეტოქსიკაციის ვადები; ზ) წყლის ქიმიურ შემადგენლობაზე და თვითგაწმენდის პროცესებზე პრეპარატის გავლენის შეფასება; თ) პრეპარატის გავლენის შეფასება ერთუჯრედიანი წყალმცენარეების მასობრივი სახეობის კულტურების პირველადი პროდუცირების პროცესებზე; ი) პრეპარატის ტოქსიკურობა ზოოპლანქტონური ორგანიზმებისათვის; კ) პრეპარატის ტოქსიკურობა მოლუსკებისათვის; ლ) პრეპარატის ტოქსიკურობა თევზებისათვის; ლ.ა) მატერიალური ან ფიზიოლოგიური კუმულაციის შეფასება; ლ.ბ) მოქმედების შეფასება ზუთხის ან სხვა სახეობის თევზების ქვირითზე განვითარების დროს და ლარვებზე; ლ.გ) მოქმედების შეფასება ერთწლიანებზე და ზრდასრულ თევზებზე (კობრისებრი, კალმახი, ორაგულისებურები); მ) მონაცემების წარდგება ხდება მოქმედი ნივთიერების და პრეპარატული ფორმის მიხედვით; ნ) მონაცემები ზდკ-ის შესახებ, რომლებიც მიღებულია სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყალსატევების წყლისთვის სამედიცინო დაწესებულებების მიერ; ო) ზემოქმედების საორიენტაციო უვნებელი დონე (ზსუდ) თევზსამეურნეო წყალსატევების წყალში; პ) პრეპარატის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) თევზსამეურნეო წყალსატევების წყალში. 7. პესტიციდების ეკოტოქსიკოლოგიური შეფასება: ა) მოქმედი ნივთიერების დაშლის სიჩქარე (T50 და T90) ნიადაგში: ა.ა) ლაბორატორიულ პირობებში ოთხი ტიპის ნიადაგიდან: წითელმიწა-ეწერი, შავმიწა, ყავისფერი და ალუვიური ნიადაგები PH 3, 5-8-დე და ორგანული ნივთიერებების 1%-დან- 4%-მდე შემცველობისას, სხვადასხვა ჰიდროთერმული რეჟიმის და ტენიანობის დროს), ორში კულტურის მოყვანის ზონის გათვალისწინებით; ა.ბ) ლაბორატორიულ ანაერობულ პირობებში ერთ ნებისმიერი ტიპის ნიადაგში; ა.გ) მინდვრის პირობებში ოთხ ნიადაგობრივ-კლიმატური ზონიდან - ორში. ბ) პესტიციდის ახალი მოქმედი ნივთიერების შემთხვევაში დაშლის პროცესში წარმოქმნილი მეტაბოლიტების შემადგენლობა და პროცენტული შემცველობა (ლაბორატორიულ ანაერობულ და აერობულ პირობებში, ერთი ნებისმიერი ტიპის ნიადაგი). გ) ახალი მოქმედი ნივთიერების სორბციის/დესორბციის მაჩვენებლები ნიადაგიდან (წითელმიწა-ეწერი, შავმიწა, ყავისფერი და ალუვიური) ორში (ლაბორატორიული პირობები). დ) პესტიციდის მოქმედი ნივთიერების მიგრაციის მაჩვენებლები ნიადაგში: დ.ა) ლაბორატორიულ პირობებში ოთხი ტიპის ნიადაგიდან: (წითელმიწა-ეწერი, შავმიწა, ყავისფერი და ალუვიური) ორში ; დ.ბ) მინდვრის პირობებში ოთხ ნიადაგობრივ-კლიმატური ზონიდან - ორში. ე) მოქმედი ნივთიერების აორთქლების მაჩვენებლები (აქროლადი პრეპარატებისათვის) ერთი ნებისმიერი ტიპის ნიადაგიდან. ვ) მოქმედი ნივთიერების დაშლის სიჩქარე (T50 და T90, ჰიდროლიზი და ფოტოლიზი ლაბორატორიულ პირობებში) წყალში. ზ) წყალში ახალი მოქმედი ნივთიერების დეგრადაციისას წარმოქმნილი მეტაბოლიტების შემადგენლობა და პროცენტული შემცველობა. თ) პრეპარატის ქცევა სარწყავი სისტემის ელემენტებში. ი) პესტიციდის მოქმედების ეკოლოგიური შეფასება გარემოს ცოცხალ ორგანიზმებზე (ფრინველები, თევზები, ფუტკრები, ჭიაყელები, წყალმცენარეები). კ) პრეპარატის ტოქსიკურობა ნიადაგის მიკროორგანიზმებისათვის . ლ) პრეპარატის ფიტოტოქსიკურობა თესლბრუნვის კულტურებისათვის და მისი მცენარეში ტრანსლოკაცია. მ) დაღვრილი და დაფრქვეული პესტიციდის გაუვნებელყოფის წესები. პესტიციდების ნარჩენების და ტარის გაუვნებელყოფის და უტილიზაციის წესები. 8. პესტიციდების საშიშროების ვეტერინარულ-სანიტარული და ეკოტოქსიკოლოგიური შეფასება (მეფუტკრეობა, მეცხოველეობა) ა) პესტიციდების ტოქსიკურობის ლაბორატორიული გამოცდები ფუტკრის მიმართ (არ არის საჭირო იმ პრეპარატებისათვის, რომლებსაც იყენებენ თესლის შესაწამლად და სარგავი მასალის დასამუშავებლად; აღმოცენებამდე გამოსაყენებელ ჰერბიციდებისათვის): ა.ა) მოქმედი ნივთიერების და პრეპარატული ფორმის მწვავე და ქრონიკული კონტაქტური ტოქსიკურობა – LD50 (მკგ/ ფუტკარზე) და LC50 (%); ა.ბ) მოქმედი ნივთიერების და პრეპარატული ფორმის მწვავე და ქრონიკული ორალური ტოქსიკურობა – LD50 (მკგ/ფუტკარზე) და LC50 (მკგ/სმ2); ა.გ)პრეპარატის ფუმიგაციური ტოქსიკურობა – LD50 (მკგ/სმ2); ა.დ) პრეპარატის რეპელენტური აქტივობა ; ა.ე) ლაბორატორიულ პირობებში ფუტკრის მიმართ მოქმედი ნივთიერების და პრეპარატის ტოქსიკურობის კლასი; ა.ვ) პრეპარატის საშიშროების კლასი ფუტკრის მიმართ საველე პირობებში (მისი პრაქტიკული გამოყენების რეკომენდებულ რეჟიმში); ა.ზ) ფუტკრის მიმართ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების რეკომენდებული რეჟიმი და მისი შემდგომი მოქმედების რისკის შემცირება; ბ) ფუტკრის მიმართ პესტიციდების საშიშროების საპავილიონე და საველე გამოცდები (იმ პრეპარატებისათვის, რომლის LD50 მწვავე კონტაქტური ზემოქმედების დროს 1,0 მკგ/ფუტკარზე ნაკლებია და პრეპარატებისათვის, რომლებსაც იყენებენ მცენარის კოკრებისა და ყვავილობის სტადიებში); ბ.ა) ფუტკრის დაფრენა დამუშავებულ მცენარეებზე და მათი აქტიურობა დამუშავებულ მცენარეებიდან ნექტრის და მტვრის შეგროვებაზე; ბ.ბ) შეგროვილი ნექტრის და მტვრის ტოქსიკურობა სკის შიდა ახალგაზრდა ფუტკრებისა და ბარტყისათვის; ბ.გ) დამუშავებულ მცენარეებზე პრეპარატის დეტოქსიკაციის ვადები; ბ.დ) პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდიკა ფუტკრის სამარაგო საკვებში (საკვები თაფლი, ჭეო); ბ.ე) მეფუტკრეობის პროდუქტებში ნარჩენი რაოდენობის დაგროვების/დაშლის დინამიკა; ბ.ვ) პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის მდდ ფუტკრის სამარაგო საკვებში; გ) პესტიციდების საშიშროების ვეტერინარულ-სანიტარიული და ტოქსიკოლოგიური შეფასება მეცხოველეობისათვის (პრეპარატებისათვის, რომლებსაც იყენებენ საკვები კულტურების დამუშავებისათვის); გ.ა) პრეპარატის ტოქსიკურობის პარამეტრები და კლასი თბილსისხლიანების და ფრინველების მიმართ, ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნები, მოწამლვის სიმპტომები; გ.ბ) პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდიკა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების საკვებში (თივა, ჩალა, მარცვლეული, ძირხვენები) (მიიღება მეთოდიკები, რომლებიც დამუშავებულია სასაქონლო პროდუქციისათვის); გ.გ) სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და ფრინველების საკვებში პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის დაგროვების/დაშლის დინამიკა; გ.დ) მდდ სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და ფრინველების საკვებში (თივა, ჩალა, მარცვლეული, ძირხვენები) (მიიღება მეთოდები, რომლებიც დამუშავებულია სასაქონლო პროდუქციისათვის); გ.ე) მდდ-ს გადაჭარბებისას სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და ფრინველების საკვების დაბინძურების დონის შესაძლო შემცირების რეკომენდაციები. 9. იმ შემთხვევაში თუ დოსიეს რომელიმე პუნქტის შესახებ მონაცემები არ არსებობს, უნდა მიეთითოს: „მონაცემები არ არის“, „არ არის გამოკვლეული“ ან „არ საჭიროებს“ (დასაბუთებით). 10. პესტიციდის გამოყენების სფეროს გაფართოებაზე რეგისტრანტი წარმოადგენს მონაცემებს განაცხადის პირველი და მე-2 პუნქტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ჰიგიენურ ნორმატივებს. 11. პესტიციდის ხელახალ რეგისტრაციაში გასატარებლად რეგისტრანტი წარმოადგენს განაცხადს, რეზიუმეს, ტარის ეტიკეტს და MSDS -ს. 12. განაცხადზე თანდართული დოკუმენტაცია: ა) რეგისტრანტის/მწარმოებლის წერილი წარმომადგენელზე/განმცხადებელზე უფლებამოსილების გადაცემის შესახებ; ბ) MSDS – ნივთიერებათა უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი; გ) მოკლე რეზიუმე დოსიეს პუნქტების თანახმად; დ) პესტიციდის ტარის ეტიკეტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ყველა პუნქტზე (დიზაინი არ არის რეგლამენტირებული),ეტიკეტზე მიეთითება : დ.ა) გაფრთხილება – გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ; დ.ბ) მწარმოებლის მონაცემები (საფოსტო მისამართი, რეკვიზიტები) და შეფუთვა; დ.გ)განმასხვავებელი სახელწოდება, რეგისტრანტი; დ.დ) მოქმედი ნივთიერება (ISO-თი) (მიკროორგანიზმის სახეობრივი სახელწოდება, შტამის ან იზოლატის სახელწოდება); დ.ე) კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ), (ცოცხალი უჯრედების ან მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტის ტიტრი); დ.ვ) პრეპარატული ფორმა; დ.ზ) დანიშნულება; დ.თ) სასოფლო-სამეურნეო კულტურები, გამოყენების რეგლამენტები; დ.ი) შეთავსება პესტიციდებთან; დ.კ) შეზღუდვები; დ.ლ) ტარის ხელმეორედ გამოყენების აკრძალვა; დ.მ) ტოქსიკურობა (მიეთითება საშიშროების კლასი და საშიშროების ნიშანი); დ.ნ) უსაფრთხოების ზომები; დ.ო) ანტიდოტი; დ.პ) დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა; დ.ჟ)შენახვის პირობები; დ.რ) სარეგისტრაციო ნომერი; ე) პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდური მითითებები; ვ)პესტიციდში მოქმედი ნივთიერების განსაზღვრის მეთოდი; ზ) ლაბორატორიული ანალიზის შედეგი; თ) მონაცემები პატენტის მოქმედების ვადის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი)საქართველოში წარმოებულ პესტიციდზე /აგროქიმიკატზე მეწარმე სუბიექტის სტანდარტი: ი.ა) საქართველოში წარმოებულ პესტიციდებზე (მცენარეთა დაცვის საშუალებებზე სოფლის მეურნეობაში, სატყეო და კომუნალურ მეურნეობაში, მცენარეთა მავნებლების, დაავადებათა და სარეველების წინააღმდეგ) და აგროქიმიკატებზე მეწარმე სუბიექტის სტანდარტის დამტკიცება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი.ბ) რეცეპტურა წარმოადგენს მეწარმე სუბიექტის სტანდარტის აუცილებელ დანართს. რეცეპტურა არის დამმუშავებელის საკუთრება და არ ექვემდებარება გარეშე ორგანიზაციებზე გადაცემას დამმუშავებლის ნებართვის გარეშე; ი.გ) მეწარმე სუბიექტის სტანდარტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების და მისი გაუქმების შესახებ მეწარმე ატყობინებს სარეგისტრაციო ორგანოს; ი.დ) მეწარმე სუბიექტის სტანდარტის მოქმედების ვადის შეზღუდვა ხდება საჭიროების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ორგანოს წარდგინებით; ი.ე) პრეპარატში მოქმედი საწყისის განსაზღვრის მეთოდიკა აპრობირებული უნდა იყოს შესაბამის ლაბორატორიაში; ლაბორატორიული ანალიზის შედეგი მეწარმე სუბიექტის სტანდარტთან ერთად წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს; კ) საქართველოში წარმოებულ პესტიციდზე გამოცდის ანგარიშები; ლ) მონაცემები კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციის შესახებ.
დანართი №2 მეთოდური დოკუმენტების ჩამონათვალი 1. სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებათა მოქმედების საორიენტაციო უსაფრთხო დონის დადგენის მეთოდური მითითებანი. №4000-85, 4.11.85 წ. 2. დასახლებული ადგილების ატმოსფეროს ჰაერში გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებების მოქმედების საორიენტაციო უსაფრთხო დონის დადგენის მეთოდური მითითებანი. № 2630-82, 25.11.82 წ. 3. ახალი პესტიციდების ჰიგიენური შეფასების მეთოდური მითითებანი. №4263-84, 13.3.87 წ. 4. სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებათა სანიტარიული ნორმების დასასაბუთებელი კვლევის დაყენების მეთოდური მითითება. №2163-80, 4.4.80 წ. 5. სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზდკ და მსუდ დასაბუთებისათვის კვლევის დაყენების კრიტერიუმები. №4225-86, 11.12.86 წ. 6. წყალსაცავების წყალში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების შემუშავების და მეცნიერული დასაბუთების მეთოდური მითითებანი. №1296-75, 15.4.75წ. 7. დასახლებულ ადგილებში ატმოსფერული ჰაერის გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებებით ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დასაბუთების დროებითი მეთოდური მითითებანი. №4681-88, 11.6.88 წ. 8. ქიმიური კანცეროგენური ნივთიერებების ჰიგიენური რეგლამენტების ექსპერიმენტული დასაბუთების მეთოდური რეკომენდაციები. №3664-85, 8.5.85 წ. 9. ქიმიური ნივთიერებების წარმოების და გამოყენების სხვადასხვა ეტაპზე განსაზღვრას დაქვემდებარებული ტოქსიკომეტრიის მაჩვენებლები. №4230-86, 25.12.86 წ. 10. არასპორაწარმომქმნელი მიკროორგანიზმების საფუძველზე დამზადებული მაჩვენებლების და დაავადებების წინააღმდეგ მცენარეთა დაცვის მიკრობული საშუალებების ჰიგიენური შეფასების მეთოდური მითითებანი. №4682-88, 11.6.88 წ. 11. თევზსამეურნეო წყალსატევების გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დადგენის მეთოდური რეკომენდაციები, 1988.წ. 12. ფუტკარზე ბიოპრეპარატების და პესტიციდების ტოქსიკური მოქმედების შესწავლის მეთოდური მითითებანი, 1989.წ. 13. მემცენარეობაში ინსექტიციდების, აკარიციდების და მოლუსკოციდების გამოცდის მეთოდური მითითებანი, 1986წ. 14. მემცენარეობაში ჰერბიციდების საველე გამოცდის მეთოდური მითითებანი, 1981წ. 15. ფერომონების სახელმწიფო გამოცდის ჩატარების მეთოდური მითითებანი, 1988.წ. 16. ნემატიციდების სახელმწიფო გამოცდის ჩატარების მეთოდური მითითებანი, 1989.წ. 17. ფუნგიციდების, თესლის შესაწამლების და ანტიბიოტიკების სახელმწიფო გამოცდის ჩატარების მეთოდური მითითებანი, 1985.წ.
დანართი №3 1. პრეპარატის დოსიეს ექსპერტიზის (ან სარეგისტრაციო გამოცდების) შედეგები სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, დაწესებულება ან ექსპერტი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ( სახელწოდება ან სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, სამუშაო ადგილი, თანამდებობა) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საექსპერტო დასკვნა ფირმის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მასალებზე ( სახელწოდება, ქვეყანა) პრეპარატის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სავაჭრო დასახელება, ჯგუფი გამოყენების სფეროს მიხედვით)
გამოყენების ბიოლოგიური რეგლამენტების დადგენის შესახებ ა) მოქმედი ნივთიერების სახელწოდება (ISO და IUPAK-ით); ბ) კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ); გ) პრეპარატული ფორმა; დ) ქიმიური კლასი; ე) სხვა ქვეყნებში ბიოლოგიური შეფასების შედეგები (მიეთითოს კულტურა, ხარჯვის ნორმა, დამუშავების ჯერადობა და ვადა, მავნე ობიექტი ლათინური სახელწოდების ჩვენებით, ბიოლოგიური ეფექტურობა); ვ) სხვა ქვეყნებში ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის შედეგები. შენიშვნა: ტექსტში აღინიშნება მავნე ორგანიზმზე მოქმედების მექანიზმი, დაცვითი მოქმედების ხანგრძლივობა, სელექტურობა, ზემოქმედების სიჩქარე, სხვა პრეპარატებთან შეთავსება, ეფექტურობა, ფიტოტოქსიკურობა, კულტურის ტოლერანტობა, რეზისტენტობის წარმოქმნის შესაძლებლობა, თესლბრუნვაში კულტურების ვარირების შესაძლებლობა. დასკვნები: 1. მიზანშეწონილია პრეპარატი –––––––––––––– გატარდეს რეგისტრაციაში (ან შემოკლებული ვადით რეგისტრაციაში, დაასაბუთეთ), (არ არის მიზანშეწონილი, დაასაბუთეთ) საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი რეგლამენტებით: .
2. ან მიზანშეწონილია (დაასაბუთეთ) ჩატარდეს სარეგისტრაციო გამოცდები შემდეგი პროგრამით –––––––––– წლის განმავლობაში: ა) გამოცდის ზონა; ბ) კულტურა; გ) მავნე ობიექტი; დ) გამოყენების ხერხი და ვადა (კულტურის, მავნე ობიექტის განვითარების ფაზა, დამუშავების ტექნოლოგია და ჯერადობა); ე) სამუშაო სითხის ხარჯვა; ვ) პრეპარატის შესატანი ტექნიკა; ზ) ნაკვეთის ზომები (ფართობი); თ) ცდის შეფასება (აღრიცხვის საჭირო პარამეტრი); ი) ცდის სქემა, სტანდარტი (ეტალონი), კონტროლი; კ) ნარჩენი რაოდენობის შესწავლა; ლ) მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდების მიკრორაოდენობების განსაზღვრის მეთოდიკა. ექსპერტის ხელმოწერა სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, თანამდებობა, თარიღი.
2. პრეპარატის დოსიეს ექსპერტიზის შედეგები სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, დაწესებულება ან ექსპერტი ––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ( სახელწოდება ან სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, სამუშაო ადგილი, თანამდებობა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საექსპერტო დასკვნა ფირმის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მასალებზე ( სახელწოდება, ქვეყანა) პრეპარატის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სავაჭრო დასახელება, ჯგუფი გამოყენების სფეროს მიხედვით) მეფუტკრეობისათვის (მეცხოველეობისათვის) საშიშროების შეფასების შესახებ ა) მოქმედი ნივთიერების სახელწოდება (ISO და IUPAK-ით); ბ) კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ); გ) პრეპარატული ფორმა; დ) ქიმიური კლასი; ე) შეფასების პარამეტრები (რეგისტრაციაზე განაცხადის მე-8 პუნქტის მოკლე გადმოცემა). დასკვნა: მიზანშეწონილია (არ არის მიზანშეწონილი, დაასაბუთეთ) პრეპარატი –––––––––––– გატარდეს რეგისტრაციაში (ან შემოკლებული ვადით რეგისტრაციაში, დაასაბუთეთ) საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების შემდეგი ზომების დაცვით: ექსპერტის ხელმოწერა სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, თანამდებობა, თარიღი 3. პრეპარატის დოსიეს ექსპერტიზის შედეგები სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, დაწესებულება ან ექსპერტი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელწოდება ან სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება,(სამუშაო ადგილი, თანამდებობა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საექსპერტო დასკვნა ფირმის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მასალებზე (სახელწოდება, ქვეყანა) პრეპარატის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სავაჭრო დასახელება, ჯგუფი გამოყენების სფეროს მიხედვით) იქტიო-ტოქსიკოლოგიური შეფასების შესახებ ა) მოქმედი ნივთიერების სახელწოდება (ISO და IUPAK-ით); ბ) კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ); გ) პრეპარატული ფორმა; დ) ქიმიური კლასი; ე) შეფასების პარამეტრები (რეგისტრაციაზე განაცხადის მე-6 პუნქტის მოკლე გადმოცემა). დასკვნა: მიზანშეწონილია პრეპარატის –––––––––––––– რეგისტრაციაში გატარება (ან შემოკლებული ვადით რეგისტრაციაში გატარება, დაასაბუთეთ), (არ არის მიზანშეწონილი, დაასაბუთეთ) საქართველოს ტერიტორიაზე. ექსპერტის ხელმოწერა სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, თანამდებობა თარიღი 4. პრეპარატის დოსიეს ექსპერტიზის შედეგები სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, დაწესებულება ან ექსპერტი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ( სახელწოდება ან სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, სამუშაო ადგილი, თანამდებობა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საექსპერტო დასკვნა ფირმის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მასალებზე (სახელწოდება, ქვეყანა) პრეპარატის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სავაჭრო დასახელება, ჯგუფი გამოყენების სფეროს მიხედვით) ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენური შეფასების შესახებ პესტიციდის შემთხვევაში მიეთითოს: ა) მოქმედი ნივთიერების სახელწოდება (ISO და IUPAK-ით); ბ) კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ); გ) პრეპარატული ფორმა; დ) ქიმიური კლასი; ე) სტრუქტურული ფორმულა; ვ) ემპირული ფორმულა; ზ) მოლეკულური მასა თ) ტექნიკური პროდუქტის სისუფთავე და მინარევების რაოდენობრივი შედგენლობა; ი) შეფასების პარამეტრები (რეგისტრაციაზე განაცხადის მე-4 პუნქტის მოკლე გადმოცემა). ბიოპრეპარატების შემთხვევაში: რეგისტრაციაზე განაცხადის შესაბამისი პუნქტების მოკლე გადმოცემა. დასკვნა: 1. მიზანშეწონილია პრეპარატი –––––––––––––– გატარდეს რეგისტრაციაში საქართველოს ტერიტორიაზე (შემოკლებული ვადით რეგისტრაციაში, დაასაბუთეთ), (არ არის მიზანშეწონილი, დაასაბუთეთ) შემდეგი ჰიგიენური ნორმატივების გათვალისწინებით: მდდ პროდუქციაში -, დსდ -, ზდკ/სდკ ნიადაგებისათვის -, ზდკ/სდდ სანიტარიულ- საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყალსატევების წყლისთვის - , ზდკ/მსუდ სამუშაო ზონის ჰაერში -, ზდკ/მსუდ ატმოსფერულ ჰაერში – . შენიშვნა: ტექსტში აღინიშნება: წარმოდგენილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ პრეპარატი მიეკუთვნება საშიშროების – კლასს. ორგანიზმზე ნივთიერების მოქმედების მალიმიტირებელ მაჩვენებელს წარმოადგენს ---------------------------------. უსაფრთხოების წესები პესტიციდთან მუშაობის დროს. პირველი დახმარება მოწამვლისას. უსაფრთხოების წესები ტრანსპორტირებისას და შენახვის დროს. პროდუქციაში და გარემოს ობიექტებში მიკროორგანიზმების კონტროლის მეთოდები. ექსპერტის ხელმოწერა სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, თანამდებობა, თარიღი. 5. პრეპარატის დოსიეს ექსპერტიზის შედეგები სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, დაწესებულება ან ექსპერტი –––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ( სახელწოდება ან სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, სამუშაო ადგილი, თანამდებობა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საექსპერტო დასკვნა ფირმის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მასალებზე (სახელწოდება, ქვეყანა) პრეპარატის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სავაჭრო დასახელება, ჯგუფი გამოყენების სფეროს მიხედვით) ეკოლოგიური შეფასების შესახებ ა) მოქმედი ნივთიერების სახელწოდება (ISO და IUPAK-ით); ბ) კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ); გ) პრეპარატული ფორმა; დ) ქიმიური კლასი; ე) სტრუქტურული ფორმულა (მიეთითოს ოპტიკური იზომერები); ვ) ემპირული ფორმულა; ზ) შეფასების პარამეტრები (რეგისტრაციაზე განაცხადის მე-7 პუნქტის მოკლე გადმოცემა). დასკვნა: გარემოში პესტიციდის ქცევის და მისი ეკოტოქსიკოლოგიის დამახასიათებელი მაჩვენებლები პასუხობენ საქართველოში მიღებულ ნორმატივებს. პესტიციდი –––––––––––––– გარემოზე მოქმედების შეფასებული დონის, მისი ეკოლოგიური თვისებების, ნორმატივების მაჩვენებლების გათვალისწინებით გატარდეს რეგისტრაციაში საქართველოს ტერიტორიაზე (არ არის მიზანშეწონილი, დაასაბუთეთ) . შენიშვნა: ტექსტში აღინიშნება მოქმედი ნივთიერება, პრეპარატის სავაჭრო დასახელება, ზდკ (მგ/ლ) თევზსამეურნეო წყალსატევების წყალში, რეგისტრანტის მონაცემების ანალიზის საფუძველზე და საქართველოს ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით პესტიციდის მოქმედი ნივთიერების დახასიათება (მისი ნიადაგებში აკუმულაციის და გრუნტის და ზედაპირულ წყლებში შეღწევის შესაძლებლობა). პრეპარატის ქცევა სარწყავი სისტემის ელემენტებში აღინიშნება საჭიროებისამებრ (სარწყავ პირობებში კულტურების მოყვანის შემთხვევაში). პესტიციდი –––––––––––––– ტოქსიკურია (მიეთითოს ტოქსიკურობის ხარისხი) ორგანიზმებისათვის (მიეთითოს რომლებისათვის) ან - არ არის ტოქსიკური. ექსპერტის ხელმოწერა, სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, თანამდებობა, თარიღი.
დანართი № 4 რეკომენდაციები პესტიციდის გამოყენებაზე 1. განმასხვავებელი დასახელება, რეგისტრანტი. 2. მოქმედი ნივთიერება (ISO-თი) (მიკროორგანიზმის სახეობრივი სახელწოდება, შტამის ან იზოლატის სახელწოდება). 3. კონცენტრაცია (გ/ლ-ში ან გ/კგ), ცოცხალი უჯრედების ან მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტის ტიტრი, ვირუსული სხეულაკების ან ჩანართების ტიტრი. 4. პრეპარატული ფორმა. 5. დანიშნულება. 6. შეთავსება სხვა პესტიციდებთან. 7. დაცვითი მოქმედების პერიოდი. 8. მოქმედების სიჩქარე. 9. ფიტოტოქსიკურობა. 10. რეზისტენტობის წარმოშობის შესაძლებლობა. 11. ფლორისა და ფაუნის სასარგებლო ობიექტების დაცვის რეკომენდაციები. 12. საშიშროების კლასი (WHO-ს კლასიფიკაციის მიხედვით). 13. პირველი დახმარება მოწამვლის დროს. 14. უსაფრთხოების ღონისძიებები მუშაობის, ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს. 15. დაღვრილი და გაფრქვეული პესტიციდის გაუვნებელყოფის ხერხები, პესტიციდების ნაშთების და ტარის უტილიზაციის და გაუვნებელყოფის ხერხები. 16. გამოყენების ტექნოლოგია: ა) სამუშაო სითხის მომზადების წესი; ბ) ცხრილი №1 (პესტიციდის გამოყენების სფეროს გაფართოებისას შესწორების შესატანად ცხრილი ივსება ცალკე).
ცხრილი №1
დანართი №5 საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური ზონები, რომლებშიც ტარდება პესტიციდების სარეგისტრაციო გამოცდები
შენიშვნა: ცდების მინიმალური რაოდენობა შეადგენს 2 (იმ კულტურებისთვის, რომლებიც იწარმოება მცირე ფართობებზე –1), მაქსიმალური – 3, დახურული გრუნტის და დეკორატიული კულტურები – ორ ნებისმიერ წერტილში მავნე ობიექტის გათვალისწინებით. სამკურნალო და ეთერზეთოვანი კულტურები, ტყის მერქნიანები და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამუშაო ზონებში, მავნე ობიექტის გათვალისწინებით. ჰერბიციდები საკოლექტორო-სადრენაჟე ქსელში სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად – ორ წერტილში, მავნე ობიექტის გათვალისწინებით.
დანართი №6 პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის შესწავლისა და ანგარიშის შედგენის ერთიანი მოთხოვნები 1. პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის დინამიკის შესასწავლად საველე გამოცდები ტარდება „სარეგისტრაციო ცდების ჩატარების მეთოდური მითითებების” შესაბამისად პესტიციდების სათანადო ჯგუფების მიხედვით (ინსექტიციდები, ფუნგიციდები, ჰერბიციდები). გამოყენების რეგლამენტების დადგენისათვის კვლევა ხორციელდება სპეციალურ ცდებში იმ ზონებში, სადაც ტარდება სარეგისტრაციო ცდები ერთ ან ორ სავეგეტაციო პერიოდში. 2. პესტიციდების ნაშთის დინამიკის შესწავლის შედეგების ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) შესასწავლი პრეპარატის მოკლე დახასიათება და მისი დანიშნულება; ბ) ცდის საერთო დახასიათება; გ) მეტეოფაქტორების საშუალო მრავალწლიანი მნიშვნელობები; დ) სინჯის აღების და შენახვის პირობები; დ.ა) სინჯის აღება და შენახვა ხდება „პესტიციდების „მიკრორაოდენობის განსაზღვრისათვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სინჯის აღების უნიფიცირებული წესებით, 21.08.79, № 2051-79; დ.ბ) აღებული საშუალო ნიმუშები როგორც წესი მიეწოდება ლაბორატორიას სინჯის აღების დღეს; ე) ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდი –პესტიციდების დინამიკის შესწავლისა და მოსავალში მათი ნაშთის განსაზღვრისათვის საჭირო მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფირმა დამამზადებლის (პრეპარატის რეგისტრანტის) მეთოდიკა ან ის, რომელიც მოდიფიცირებულია ექსპერიმენტატორის მიერ; ვ) გამოყენებული აპარატურისათვის უნდა მიეთითოს, მეთოდის აღმოჩენის ზღვარი და პესტიციდისათვის არსებული ჰიგიენური ნორმატივები; ზ) პესტიციდებისათვის, რომლებიც გამოიყენებიან თესლის დასამუშავებლად, მაშინვე დათესვის შემდეგ, ყვავილობამდე (ხეხილკენკროვანი კულტურები), ვეგეტირებულ მცენარეებზე, თუ ბოლო შესხურება ტარდება მოსავლის აღებამდე 60-ზე მეტი დღის შემდეგ. ნაშთი ამ შემთხვევაში განისაზღვრება მხოლოდ მოსავალში; თ) პესტიციდებისათვის, რომლებიც რეკომენდებულია საკვებ კულტურებში, ან იმ კულტურებში, რომელთა მწვანე მასა უშუალოდ გამოიყენება ცხოველების გამოსაკვებად, მოქმედი ნივთიერების დაშლის დინამიკა ისწავლება ჩვეულებრივი სქემის შესაბამისად და რეგისტრანტი – ფირმის რეკომენდაციით ბოლო შესხურების მიხედვით.; ი) პესტიციდებისათვის, რომლებიც გამოიყენებიან ღია გრუნტის ბოსტნეულში და მათი კრეფა სეზონის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ხდება (კიტრი, პამიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, საადრეო კომბოსტო), სინჯის აღება საანალიზოდ ხდება ბოლო შესხურების დღეს (2 საათის შემდეგ), დამუშავებიდან 7 დღეში და 15 დღეში; კ) იმ პესტიციდებისათვის, რომლებიც გამოიყენებიან დახურულ გრუნტში და სადაც მოსავლის აღება ხდება სეზონის განმავლობაში რამოდენიმეჯერ (კიტრი, პამიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა), სინჯის აღება ხდება ბოლო შესხურების დღეს (2 საათის შემდეგ), დამუშავებიდან 3 დღეში და 7 დღეში; ლ) პესტიციდების ნაშთის განსაზღვრა არ ხდება იმ პრეპარატებისათვის, რომლებიც გამოიყენებიან სადედეებში, სათესლეებში, სანერგეებში, სამკურნალო მცენარეებსა და ეთერ-ზეთოვან კულტურებში; მ) ანალიზები ჩატარდება მცენარის იმ ნაწილში, რომელიც საკვებად გამოყენებად ნაწილებში; ნ) ანალიზის შედეგები ფორმდება ცხრილის სახით:
დანართი №7 ერთიანი მოთხოვნები კვების პროდუქტებსა და გარემოს ობიექტებში პესტიციდების განსაზღვრის მეთოდების მიმართ მუხლი 1. ზოგადი დებულებანი წინამდებარე დებულება ვრცელდება ჰაერში, წყალში, ნიადაგში, კვების პროდუქტებში, საკვებში და ბიოლოგიურ ობიექტებში პესტიციდების შემცველობის განსაზღვრის მეთოდიკებზე. მუხლი 2. საერთო დებულებები 1. მეთოდური მითითება უნდა: ა) მოიცავდეს თანამედროვე ფიზიკურ-ქიმიურ მეთოდებს (ფოტომეტრიას, ქრომატოგრაფიას, მასსპექტრომეტრიას და სხვებს), რომლებსაც აქვთ მეტროლოგიური დასაბუთება; ბ) ითვალისწინებდეს ხელსაწყოებს, რომელთა მიმართ მოთხოვნები დამტკიცებულია სახელმწიფო სტანდარტებით და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით; გ) უზრუნველყოფდეს შრომის უსაფრთხოების და საწარმოო სანიტარიის მოთხოვნებს. 2. მეთოდიკების მოქმედების ვადები არ განისაზღვრება. მეთოდიკები გადაისინჯება და ხელახლა მტკიცდება ანალიზის მეთოდების სრულყოფის მიხედვით. მუხლი 3. ერთიანი მოთხოვნა მეთოდიკებისადმი 1. მეთოდური მითითებანი უნდა შეიცავდეს შესავალ ნაწილს და განსაზღვრის მეთოდიკის შემდეგ ნაწილებს: ა) ძირითადი დებულებანი; ბ) რეაქტივები და მასალები (ხელსაწყოები, აპარატურა, ჭურჭელი); გ) სინჯის აღება; დ) განსაზღვრისათვის მომზადება; ე) განსაზღვრის ჩატარება; ვ) შედეგების დამუშავება; ზ) უსაფრთხოების მოთხოვნები; თ) ავტორები. 2. მეთოდური მითითების სათაურში უნდა აისახოს პრეპარატის მოქმედი ნივთიერების სახელწოდება (IშO-ს ნომენკლატურით) ან ქიმიური ჯგუფის სახელწოდება, ანალიზის ობიექტი და განსაზღვრის მეთოდის პრინციპი. 3. დოკუმენტის შესავალ ნაწილში უნდა აისახოს მეთოდიკის დანიშნულება, გამოყენების არე. განკუთვნილია საგამოცდო ლაბორატორიებისათვის , რომლებიც დაკავებული არიან პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრით კვების პროდუქტებსა, საკვებსა და გარემოს ობიექტებში. 4. შესავალ ნაწილში მითითებულიუნდა იყოს: ა) პრეპარატის ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები; ბ) მოკლე ტოქსიკოლოგიური დახასიათება; გ) ჰიგიენური ნორმატივები; დ) პრეპარატის გამოყენების სფერო; ე) პესტიციდების ჯგუფი მოქმედების უნარის და გამოყენების ობიექტის ან მცენარის მიხედვით. 5. ქვეთავი „ძირითადი დებულებები” უნდა მოიცავდეს პრინციპს, რომელსაც ემყარება მეთოდიკა განსაზღვრის ძირითადი პარამეტრების ჩვენებით. 6. ქვეთავი „რეაქტივები და მასალები” უნდა შეიცავდეს ნაშთების განსაზღვრისათვის საჭირო რეაქტივების და მასალების ნუსხას სისუფთავის ხარისხის ჩვენებით. 7. ქვეთავი „განსაზღვრისათვის მომზადება” უნდა შეიცავდეს მოთხოვნებს ყველა მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომლებიც წინ უძღვის პრეპარატის ნაშთის განსაზღვრას. 8. ქვეთავი „სინჯის აღება”, გარდა სინჯის აღების წესებისა, უნდა შეიცავდეს მოთხოვნებს სინჯის შენახვის პირობებსა და მისი საანალიზოდ მომზადების წესის თანახმად. 9. ქვეთავი „განსაზღვრების ჩატარება” უნდა შეიცავდეს კონკრეტულ, დაწვრილებით მონაცემებს პროდუქტებში, საკვებში და გარემოს ობიექტებში პრეპარატების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის ყველა ოპერაციის შესახებ. 10. პრეპარატების იდენტიფიკაციის სარწმუნოობის გაზრდისათვის მეთოდიკა უნდა შეიცავდეს ექსტრაქტების გაწმენდის ალტერნატულ ხერხებს. პრეპარატების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის აირქრომატოგრაფიული მეთოდიკა სხვადასხვა პოლარობის უძრავი ფაზებით შევსებულ ორ სვეტზე ანალიზის შედეგებს უნდა მოიიცავდეს. თხელფენოვანი ქრომატოგრაფიით პრეპარატების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდიკა როგორც წესი უნდა შეიცავდეს ქრომატოგრაფირების ალტერნატიულ პირობებს (სხვადასხვა სორბენტები, გამამჟღავნებელი რეაქტივები, არანაკლებ ორი მოძრავი გამხსნელისა). 11. ქვეთავი „შედეგების დამუშავება” უნდა შეიცავდეს ცნობებს მონაცემების დამუშავების შესახებ და ანალიზის შედეგების გაანგარიშების ფორმულებს. პრეპარატების საანალიზო სინჯებიდან ნაშთების შემცველობა გამოითვლება საშუალოდ ორი-სამი პარალელური განსაზღვრიდან. პრეპარატების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის შედეგებს, მოქმედი ნივთიერების მიხედვით აჯამებენ ტოქსიკური მეტაბოლიტების საწყის მოქმედ ნივთიერებაზე გადაანგარიშებულ განსაზღვრის შედეგებთან. 12. თავი „უსაფრთხოებისადმი მოთხოვნები” უნდა შეიცავდეს სპეციალურ მოთხოვნებს უსაფრთხოების ტექნიკისადმი და უნდა ემთხვეოდეს “მოწყობის, ტექნიკის უსაფრთხოების, საწარმოო სანიტარიის, ეპიდემიოლოგიის საწინააღმდეგო რეჟიმის და პირადი ჰიგიენის სამკურნალო და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ დაწესებულებებში მუშაობისას წესებს” (№ 2455-81, 20.10.81) . 13. თავი „დამმუშავებლები” უნდა შეიცავდეს მონაცემებს ავტორზე ან ავტორთა კოლექტივზე. 14. ახალი მეთოდური მითითების მიღებისას დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს ადრე დამტკიცებული ძალადაკარგული მეთოდიკების შესახებ (თუ ასეთი არის)თუ მეთოდიკის რაიმე ნაწილი ადრე იყო დამტკიცებული, უნდა მიეთითოს დამტკიცების ნომერი, დრო და ორგანო, ვის მიერაც იყო დამტკიცებული.
დანართი №8 სასოფლო-სამეურნეო ნედლეულში, კვების პროდუქტებში, ბიოლოგიურ და გარემოს ობიექტებში პესტიციდების მიკრორაოდენობის განსაზღვრის მეთოდიკების დამუშავების, ადაპტაციის, აპრობაციის და დამტკიცების წესები 1. პესტიციდის განსაზღვრის მეთოდიკების შემუშავება, ადაპტაცია, აპრობაცია და დოკუმენტაციის მომზადება სრულდება სათანადო სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში, საგამოცდო ლაბორატორიებში, სპეციალისტების მიერ შესაბამისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით. 2. პრეპარატის სახელწოდება, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და დრო, აგრეთვე იმ ორგანიზაციის სახელწოდება, სადაც უნდა გაიგზავნოს მეთოდიკა სააპრობაციოდ განისაზღვრება ცდის მიზნებიდან და პროგრამიდან გამომდინარე. 3. სამუშაოს დამთავრების შემდეგ მეთოდიკის დამმუშავებელი ადგენს გაშლილ მეთოდიკას, რედაქტორულად შემოწმებულს, მომზადებულს ერთიანი მოთხოვნების (დანართი №4) თანახმად აპრობატორების დახასიათებებით. 4. ორგანიზაციების მეთოდიკები და ანგარიშები, აპრობაციის შედეგები მიიღება დასამტკიცებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარეგისტრაციო ორგანოს მიერ. 5. სარეგისტრაციო ორგანო რეკომენდაციას უწევს მეთოდს ოფიციალური გამოყენებისათვის და რეგისტრაციაში გატარებისათვის. 6. სოფლის მეურნეობის პროდუქციაში და გარემოს ობიექტებში პესტიციდის ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მეთოდიკა, პესტიციდში მოქმედი ნივთიერების განსაზღვრის მეთოდიკა ტარდება რეგისტრაციაში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №9
დანართი №10 1. განაცხადი აგროქიმიკატის რეგისტრაციაზე ა) რეგისტრანტი (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი); ბ) მწარმოებელი (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი); გ) სავაჭრო დასახელება ; დ) აგროქიმიკატის დანიშნულება ნიადაგური ტიპებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით; ე) გამოყენების რეკომენდაცია-დოზა, შეტანის წესი, ვადები, ჯერადობა მოქმედების ეფექტიანობის ჩვენებით; ვ) სხვა ქვეყნებში რეგისტრაცია. 2. აგროქიმიკატის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები: ა) ქიმიური ფორმულა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მოქმედი ნივთიერება, პროცენტული შემცველობა; ბ) აგროქიმიკატის ფორმა (გრანულა, კრისტალი, ფხვნილი, თხევადი); გ) ფერი, სუნი; დ) წყალში ხსნადობა; ე) ლღობის ტემპერატურა; ვ) აფეთქების და აალების ტემპერატურა; ზ) ტენი; თ) PH; ი) კოროზიული თვისებები; კ) ტრანსპორტირების და შენახვის პირობები, ვარგისიანობის ვადა; ლ) მონაცემები შეთავსებადობაზე; მ) ჰიგროსკოპულობა, შებელტვის ხარისხი; ნ) აგროქიმიკატის შეფუთვა, წონა; ო) აგროქიმიკატის მოქმედი ნივთიერებების ლაბორატორიული განსაზღვრის მეთოდები. 3. აგროქიმიკატის ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენური დახასიათება და გავლენა გარემოზე: ა) ტოქსიკური ელემენტების შემცველობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათი დასაშვები დონე; ბ) გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე (მომუშავე პერსონალის კანსა და ლორწოვან გარსზე); გ) მოქმედება შინაურ ცხოველებსა და ფრინველებზე; დ) გავლენა ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებსა და მიკროფლორაზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ხარისხსა და უვნებლობაზე; ე) აგროქიმიკატში მძიმე ლითონების შემცველობა, ინფორმაცია მათი დასაშვები დონის ფარგლებში არსებობის შესახებ, განსაზღვრის მეთოდები; ვ) ევროკავშირის ნორმატივები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში აგროქიმიკატის ნარჩენების (ნიტრატების და სხვათა) დასაშვები რაოდენობების შესახებ. 5. განაცხადზე თანდართული დოკუმენტაცია: ა) რეგისტრანტის განცხადება აგროქიმიკატის რეგისტრაციაში გატარების შესახებ; ბ) რეგისტრანტის წერილობითი უფლებამოსილება იყოს მწარმოებლის წარმომადგენელი; გ) ევროკავშირის EC 2001/58/ დირექტივის მიხედვით შედგენილი უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი (MSDS) ; დ) ეტიკეტი („EC-სასუქები“-ის მარკირებით ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ლაბორატორიული ანალიზის შედეგი ; ვ)საქართველოში წარმოების შემთხვევაში წარსადგენია მეწარმე სუბიექტის სტანდარტი.
დანართი №11 მეთოდური დოკუმენტაცია ა) ევროკავშირის დირექტივა EC 2003/2003; ბ) რეკომენდაცია მინერალური სასუქების დოზების გაანგარიშების შესახებ ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურებში; გ) მინდვრის ცდების ჩატარების მეთოდური მითითება; დ) ნიადაგში, ბუნებრივ წყლებში და მცენარეში ნიტრატების და ნიტრიტების განსაზღვრის მეთოდური მითითება; ე) ნიადაგში, წყალში და საკვებ პროდუქტებში მძიმე მეტალების ნარჩენი რაოდენობის განსზღვრის მეთოდური მითითებები; ვ) ნიადაგში რადიონუკლიდების განსაზღვრის მეთოდები.
დანართი №12 საექსპერტო დასკვნა აგროქიმიკატის სარეგისტრაციო გამოცდის ( ექსპერტიზის) შესახებ ა) რეგისტრანტი; ბ) მწარმოებელი; გ) სავაჭრო დასახელება; დ) ქიმიური ფორმულა; ე) მოქმედი ნივთიერება, პროცენტული შემცველობა; ვ) დანიშნულება; ზ) ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები ; თ) ევროკავშირის ნორმატივები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში აგროქიმიკატის ნარჩენების (ნიტრატების და სხვათა) დასაშვები რაოდენობების შესახებ, განსაზღვრის მეთოდები; ი) აგროქიმიკატის გამომცდელი ორგანიზაცია; კ) გამოცდის არეალი ნიადაგური ტიპების ჩვენებით; ლ) სასოფლო-სამეურნეო კულტურა; მ) გამოცდის სქემა; ნ) ნარჩენი რაოდენობების შესწავლის შედეგი; ო) ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლების შესწავლის შედეგები; პ) პროდუქციის ხარისხის ანალიზის შედეგები; ჟ) გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოველებზე, ფრინველებზე; რ) ჰიგიენური ნორმატივები და სანიტარული წესები; ს) გავლენა გარემოზე; ტ) გარემოს დაცვის წესები; უ) გამოყენების რეკომენდაცია (წესი, დოზა, ვადა, ჯერადობა). დასკვნები: 1. მიზანშეწონილია აგროქიმიკატი –––––––––––––– გატარდეს რეგისტრაციაში (არ არის მიზანშეწონილი, დაასაბუთეთ) საქართველოს ტერიტორიაზე .
დანართი №13
|
დოკუმენტის კომენტარები