დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანების საკითხის მოგვარების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 835 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 11/11/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 11/11/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №835
2009 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანების საკითხის მოგვარების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „ სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული, დედაქალაქში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანების საკითხის მოგვარების მიზნით:
1. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
ა) განიხილოს და მოამზადოს საკითხი დაზარალებულ პირთათვის განსაზღვრული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მიზნით, მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე მათი მხრიდან უარის თქმის სანაცვლოდ;
ბ) უზრუნველყოს გადასაცემი ქონების აზომვითი სამუშაოების ჩატარება და ამ ქონების საჯარო რეესტრში თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებად რეგისტრაცია;
გ) უზრუნველყოს დაზარალებულ პირთათვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის საკითხისა და შესაბამისი შუამდგომლობების წარდგენა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის წინაშე;
დ) დაზარალებულ პირთათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებების თანახმად უზრუნველყოს მათთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ქ. თბილისის მერის თხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს ამ განკარგულებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელების დროს შერჩეული, სახელმწიფო საკუთრებად გამოვლენილი უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში გადაცემა ამავე განკარგულებით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გატარების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები