საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 190020060.10.003.017567
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
400
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
190020060.10.003.017567
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2013 - 06/03/2014)

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №400

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ.თბილისი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმ­დე­ბარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიც­ხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლო­მირებული მედიკოსის/სტომატოლოგის,  მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უმაღლესი განათლების მიღების ხელშე­წყობის მიზნით,  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანო­ნის 897 მუხლის შესაბამისად, განხორციელდეს შემდეგი სახის დაფინანსება:

მუხლი 1. დაფინანსების ოდენობა
1. გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების (შემდგომში − დაზარალებული სტუდენტები) 2013-2014 სასწავლო წლის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „საქართ­ვე­ლოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გამო­ყო­ფი­ლი ასიგნებების ფარგლებში.

2. დაზარალებულ სტუდენტთა დაფინანსების ფარგლებში:

ა) აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომი­რე­ბული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ  საგანმანათლებლო  პრო­გ­რამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანა­თ­ლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესა­ბა­მისად, მაგრამ არაუმეტეს დაზარალებული სტუდენტის ჩარიცხვის შე­საბა­მის წელს განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდე­ნო­ბის მაქსიმალური ოდენობისა;

ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის აკრედი­ტე­ბ­ულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავ­ლის საფასურის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს დაზარალებული სტუ­დე­ნ­ტ­ის ჩარიცხვის შესაბამის წელს  განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობისა.

3. ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის  სა­გა­ნმანათლებლო პროგრამის იმ დაზარალებულ სტუდენტს, რომელსაც ერ­თიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს სახელმწიფო სა­ს­წავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, სწავლის საფასური შეევსება და­ზა­რალებული სტუდენტის ჩარიცხვის შესაბამის წელს განსაზღვრული სა­ხე­ლმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფა­რ­გლებში.

მუხლი 2. დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვა­ლის­წი­ნებული დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს დაზარალებულმა სტუდენტმა, რომლის ოჯახმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლა­რ­თების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად მიიღო  ქონე­ბ­რი­ვი ზიანი და რომელიც:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობს  აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მე­დიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრა­მა­ზე;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობს აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვა­ლისწინებული დაფი­ნა­ნ­სება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალი­სწი­ნებულ პირებზე გაიცემა გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების მიერ 2013 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარა­ლე­ბული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის N257 დადგენილებით შექმნილ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიისთვის ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ოფიციალურად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

3. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მხოლოდ იმ დაზარალებულმა სტუდენტმა, რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო სახელმწიფო სასწავლო ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით ან აფინანსებს ნაწილობრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ დაფინანსებას ვერ მოიპოვებენ დაზარალებული სტუდენტები, რომლებიც 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულნი არიან „2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების განსაზღვრის შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 24 ივნისის №79/ნ ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებულ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის  აკრედიტებული საგა­ნ­მა­ნა­თლებლო პროგრამების იმ პროგრამულ მიმართუ­ლებაზე/მიმა­რთუ­ლე­ბე­ბზე, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

5. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ დაფინა­ნ­სე­ბას ვერ მოიპოვებს პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-2 და 23 პუნქტების შესაბამისად არ არის უფლებამოსილი მიიღოს სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სას­წა­ვლო სამაგისტრო გრანტი.

მუხლი 3. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ
ამ დადგენილების ფარგლებში დაფი­ნანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქარ­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლებ­რივი აქტით.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს „უმაღლესი განათლების შესა­ხ­ებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პა­რ­ლამენტის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს მიღებული საქართველოს კა­ნო­ნ­ის ძალაში შესვლისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.