„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 395
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.017560
395
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
290160000.10.003.017560
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №395

2013 წლის 31 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2012  წლის 7 მაისის №165 დადგენილებით (www.matsne.gov.ge,08/05/2012, 290160000.10.003.016838) დამტკიცებული დანართი №1–ის (ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობები):

1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დაზღვეულ კატეგორიას შეეცვალა სტატუსი და აღარ განეკუთვნება იმავე დადგენილებით განსაზღვრულ კატეგორიას, მაშინ მას სადაზღვევო პერიოდის ბოლომდე, მაგრამ არაუგვიანეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული ვაუჩერის პირობების მე-13 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის თარიღისა, უნარჩუნდება იგივე დაზღვევა და შემდეგ ხდება ამ დადგენილების მოსარგებლე, თუკი აკმაყოფილებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოსარგებლის მოთხოვნებს. აღნიშნული პრინციპი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სადაზღვევო კომპანიის ნაცვლად სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას უზრუნველყოფს სააგენტო შესაბამისი წესებისა და პირობების გათვალისწინებით. “.

2. მე-2 მუხლს:

ა) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„71. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ფარგლებში დაზღვეულ პირს  მიენიჭება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული კატეგორია, მაშინ იგი ხდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლე.“;

ბ) დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„12. ვაუჩერის პირობების მე-13 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომისას, ის პირები,  რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს ხდებიან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მოსარგებლეები. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტის შესაბამისი წესებისა და პირობების გათვალისწინებით.“.

3. მე-5 მუხლის 91  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. მოსარგებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას, ისარგებლოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით ან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით  განსაზღვრული პირობებით, უარის თქმის მომდევნო თვიდან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს  ამ დადგენილებით დამტკიცებული  ვაუჩერის პირობების მე-13 მუხლით განსაზღვრული გარემოებების (პროგრამის შეწყვეტა) დადგომის თარიღისა  და იგი ხდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების  დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლე. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, პირი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სააგენტოს. ამ შემთხვევაში პირი დაზღვევით სარგებლობის უფლებას მოიპოვებს განცხადებით მიმართვის თვის პირველი რიცხვიდან, თუ პირი განეკუთვნება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოსარგებლეთა კატეგორიას.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილებით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.“;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. 2012 წლის 1 სექტემბრიდან და შემდგომ გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება ერთი წლით (გარდა ვაუჩერის პირობების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), იმავე მზღვეველთან ავტომატური განახლების პირობით (გარდა ვაუჩერის პირობების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტისა).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი