„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5029
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 11/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 160.000.000.05.001.002.910
  • Word
5029
22/06/2007
სსმ, 26, 11/07/2007
160.000.000.05.001.002.910
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ. 78) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა;“.

2. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა პირმა, რომელსაც სურს გაიაროს სტაჟირება ადვოკატთან ან საადვოკატო ბიუროში, განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის ადვოკატს ან საადვოკატო ბიუროს. ადვოკატი ან საადვოკატო ბიურო იღებს გადაწყვეტილებას პირის სტაჟიორად გამწესების შესახებ და ამ გადაწყვეტილებას არა უგვიანეს 5 დღისა აცნობებს შესაბამის ადვოკატთა ასოციაციას.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 22 ივნისი.

№5029–Iს