საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1867-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.017289
1867-რს
25/12/2013
ვებგვერდი, 30/12/2013
010100000.05.001.017289
საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.06.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016342) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 1. კანონის მიზანი

   ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.“.

   2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

   „ე) კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგია − ისეთი იდეოლოგია, რომელიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებითა და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობითა და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა;

   ვ) კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა − ისეთი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.“.

   3. მე-7 მუხლის:

   ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა პრევენციის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით და ამ კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“;

   ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს. კომისია ასევე აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს.“;

   გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“.

   4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

   „მუხლი 131. სასამართლო დავა

  ამ კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს აქვს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე−25-ე მუხლებით დადგენილი წესით სარჩელის წარდგენის უფლება.“.

 

   მუხლი 2

  1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ მე-7 მუხლში მითითებულმა სუბიექტებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარუდგინონ საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ არჩეული, იმავე კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული კომისიის წევრები.

  2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცოს საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ მე-7 მუხლით განსაზღვრული კომისიის დებულება.

 

   მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 დეკემბერი 2013 წ.

N1867-რს