„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 988
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 27/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016239
988
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
140130000.22.034.016239
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება988

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის,  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ' საქართველოს მთავრობის  2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა' და „ნ' ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/08/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში  შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

 1. 24-ე მუხლს დამატოს  მე-20, 21-ე, 22-ე და 23-ე  პუნქტები შემდეგი რედაქციით:                                   

„20. აკრძალულია ერთსა და იმავე დღეს, ერთი და იმავე მძღოლობის კანდიდატის მექანიკური და ავტომატური კოლოფის მქონე  „B“ კატეგორიის ან „BE“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვება.

21. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ.

22. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებაჩამორთმეული პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ ექიმი-სპეციალისტების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა (ფორმა №IV-100/ა) და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის  სააგენტოში წარმოდგენის შემთხვევაში.

23. ამ მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ მიიღება, თუ მისი გაცემიდან სააგენტოში წარდგენამდე გასულია 30 კალენდარული დღე.“.

2.  28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, I კატეგორიის თეორიული გამოცდა სავალდებულოა ჩააბაროს მძღოლობის კანდიდატმა, რომელსაც სურს „A“, „B“, „BE“ ან ტრამვაის კატეგორიის ან „A1“ ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება.“.

3. 45-ე და 46-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 45.  სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევისა და შეწყვეტის (გაუქმება) საფუძვლები

1. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების საფუძველია:

ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ  სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან  შეუსაბამობა;

ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით შეჩერება;

გ) პირისათვის მინიჭებული A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“, „A1“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ ან „D1E“ კატეგორიის (ქვეკატეგორია) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვა (მხოლოდ ამ კატეგორიისათვის ან/და ქვეკატეგორიისათვის);

დ) მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა.

2.  სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის საფუძველია:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით ჩამორთმევა;

ბ) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამორთმევა.

3. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია:

ა) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირი) მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმება) თაობაზე;

ბ) პირის გარდაცვალება;

გ) მართვის უფლების მქონე პირის მიერ უფლების გაუქმების მოთხოვნის შესახებ სააგენტოში განცხადების წარდგენა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა.

4. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერება, ჩამორთმევა და შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ გარემოებათა არსებობისას პირს ეკრძალება  სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების/ჩამორთმევის საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე. სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით  მართვის უფლების შეჩერებიდან ამ უფლების  კანონმდებლობით დადგენილი წესით აღდგენამდე, უფლებაშეჩერებული პირი ითვლება მართვის უფლების არმქონედ.

7. სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია პირს ჩამოართვას სააგენტოში წარმოდგენილი მართვის მოწმობა:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1211 მუხლით განსაზღვრული გარემოების გამოვლენისას;

 ბ) ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული გარემოების არსებობისას;

გ) მართვის მოწმობაში ასახული მონაცემების მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შეუსაბამობისას;

დ) მართვის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის გამო.

8. პირს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდა ან ჩამოერთვა ამ წესის 46–ე მუხლის მე–3, მე–5 და მე–7 პუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით, მართვის უფლების აღდგენის თაობაზე უფლება აქვს სააგენტოს მიმართოს, მხოლოდ უფლების შეჩერების ან  ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდგომ.

9. პირის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის განხორციელების შემთხვევაში, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული უფლება უქმდება ავტომატურად. ამასთან, სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს პირის მოთხოვნის მოტივი და გასაუქმებელ უფლებასთან დაკავშირებით სააგენტოში არსებული დოკუმენტები ან მათი დამზადების სისწორე. შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების მქონე პირს უფლების გაუქმების მოთხოვნით შეუძლია მიმართოს სააგენტოს, მხოლოდ შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის შემდგომ.

10. პირი, რომელსაც შეუწყდა (გაუუქმდა) მართვის უფლება, ითვლება მართვის უფლების არმქონედ.

11. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირი) მიერ მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის (გაუქმება) შედეგად ჩამორთმეული მართვის მოწმობები შესანახად უნდა გადაეგზავნოს სააგენტოს.

             მუხლი 46. შეჩერებული, ჩამორთმეული  ან შეწყვეტილი (გაუქმებული) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა

1. ამ წესის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა შესაძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაძლებლობას. ამასთან, შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა იურიდიულ ძალას იძენს მართვის მოწმობის დაბრუნებიდან. ამ  პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ჯანმრთელობის შესახებ ცნობის  შესაბამისად, მართვის უფლება შეიძლება აღდგენილ იქნეს ნაკლები კატეგორიით ან/და ქვეკატეგორიით.

2. ამ წესის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღდგენილად ჩაითვლება  მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ამასთან, მართვის უფლების აღდგენის შემდგომ პირი ვალდებულია დადგენილი წესით დაიბრუნოს ჩამორთმეული მართვის მოწმობა.

3. საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-5  და მე-7 (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი პირი იმყოფებოდა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან/და სამართალდამრღვევმა პირმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თავი აარიდა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას) ნაწილებით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდგომ, ამასთან, შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა იურიდიულ ძალას იძენს მართვის მოწმობის დაბრუნებიდან (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

4. ამ წესის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენის შემდეგ ამ ბრძანებით დადგენილი წესით.  ამასთან, შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა იურიდიულ ძალას იძენს მართვის მოწმობის დაბრუნებიდან.

5. ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა იურიდიულ ძალას იძენს მართვის მოწმობის დაბრუნებიდან (გარდა ამ მუხლის    მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

6. ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მართვის მოწმობის დაბრუნებად ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერების/ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ, უფლების აღდგენის თაობაზე დაინტერესებული პირის მომართვისა და კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების წარმოდგენის  საფუძველზე სააგენტოს მიერ ახალი მართვის მოწმობის დამზადება (დაბეჭდვა) და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში შესაბამისი ჩანაწერების ასახვა.

7. იმ  პირებს, რომლებსაც საქართველოში ჩამოერთვათ ან შეუჩერდათ უცხო ქვეყნის მიერ მინიჭებული და საქართველოს მიერ აღიარებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება:

ა) საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-5  ნაწილისა და მე-7 ნაწილით (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი პირი იმყოფებოდა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან/და სამართალდამრღვევმა პირმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თავი აარიდა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას) გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგებათ შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ,  სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირებისა და ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენის საფუძველზე; 

ბ)  ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგებათ ამ მუხლის მე–10 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის შემდგომ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჩამორთმეული ან შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა იურიდიულ ძალას იძენს უფლების აღდგენის თაობაზე დაინტერესებული პირის მომართვისა და კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების წარმოდგენის  საფუძველზე სააგენტოს მიერ მართვის უფლების აღდგენის შესახებ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვის შემდეგ, ამასთან, მართვის უფლება  არ აღდგება, თუ გასულია ამ წესის 48-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადები.

9. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის მიზნით დაინტერესებული პირი ვალდებულია, სააგენტოში წარადგინოს სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი.

10. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული მართვის უფლების აღსადგენად და მართვის მოწმობის დასაბრუნებლად პირმა სააგენტოში  უნდა წარადგინოს ექიმ-სპეციალისტების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა (ფორმა №IV-100/ა) და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული  დოკუმენტი არ მიიღება, თუ მათი გაცემიდან სააგენტოში წარდგენამდე გასულია 30 კალენდარული დღე.

12. ამ მუხლით გათვალისწინებული შეჩერებული ან ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების აღდგენის წესი არ ვრცელდება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.

4. 54–ე მუხლს დაემატოს მე–13 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„13. შეჩერებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 2013 წლის 27 დეკემბრიდან აღუდგეთ იმ პირებს, რომლებსაც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  2013 წლის 27 ნოემბრის N1644 საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის ვადა გაუვიდათ 2013 წლის 27 დეკემბრამდე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 27 დეკემბრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე