ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში

  • Word
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 10/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2013
ვებგვერდი, 27/12/2013
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში
ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე- თავის მოთხოვნათა შესასრულებლად, კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე

 

2013 წლის განმავლობაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შემოსულია 14 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.

მათ შორის:

1.      საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან-2;

2.      ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურიდან-2;

3.      მოქალაქისაგან-3;

4.      ინტერნეტ გამოცემა ,,www.livepress.ge”-იდან-1;

5.      ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო’’-დან 4.

6.      საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან - 2.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად 13 მოთხოვნა დაკმაყოფილდა

(საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან შემოსული მოთხოვნა საქართველოს სასამართლო სხდომის აუდიო ან ვიდეო ჩაწერაზე ინფორმაციის გაცემის შესახებ.

ინტერნეტ გამოცემა ,,www.livepress.ge ”-იდან შემოსული 1 მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2012 წლის 1 იანვრიდან შემოსული და განხილული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო’’ შემოსული 4 მოთხოვნა სასამართლო სხდომის აუდიო ან ვიდეო ჩაწერაზე ინფორმაციის გაცემის შესახებ, ასევე მოთხოვნა 2013 წლის 18 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეთა მონაცემების შესახებ და  ინფორმაცია ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის და მათ მიერ განხილული სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეთა შესახებ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურიდან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შესახებ სახელობითი სიის მოთხოვნის თაობაზე).

მოქალაქისაგან შემოსული 3 მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განაჩენების დაშტრიხული ფორმით გადაცემის შესახებ და ინფორმაცია 2012-2013 წლებში განხილული შრომითი დავების შესახებ, სადაც მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საჯარო სამსახური.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული მომართვები 2013 წლის 18 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით ჩანიშნული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეთა შესახებ ინფორმაციის გაცემაზე და 2011-2012 წლებში მშობლის უფლების შეზღუდვაზე და შეჩერებაზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლების გაცემის შესახებ.

ხოლო რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან შემოსულ მოთხოვნას საიას სარჩელებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის შესახებ, ასეთი საქმეები ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში არ არის რეგისტრირებული.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში შემავალ ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაგისტრატ სასამართლოებში შემოსულია 2 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან 1.

 ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო’’-დან -1. 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად 1 მოთხოვნა დაკმაყოფილდა

 

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო’’ შემოსული 1 მოთხოვნა მოსამართლეთა რაოდენობის და მათ მიერ განხილული სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეთა შესახებ, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან შემოსულ მოთხოვნას საიას სარჩელებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის შესახებ, ასეთი საქმეები ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაგისტრატ სასამართლოში არ არის რეგისტრირებული.

რაც შეეხება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში შემავალ მესტიის მაგისტრატ სასამართლოს 2013 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე განაცხადი რეგისტრირებული არ არის.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსი ნინო ჩემინავა.

 

ნატრული აკობია

 

სასამართლოს თავმჯდომარე