დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4954 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/06/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 02/02/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.05.001.002.894 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;“.
2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს საერთო სასამართლოებისა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა) და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტიმ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 19 ივნისი.
№4954–Iს
დოკუმენტის კომენტარები