„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1780-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 160000000.05.001.017263
1780-Iს
13/12/2013
ვებგვერდი, 28/12/2013
160000000.05.001.017263
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ. 78) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

      1. 26-ე მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:

     „ტ1) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად ირჩევს იურიდიული დახმარების საბჭოს 3 წევრს;“.

      2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

      „მუხლი 261. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრის არჩევის წესი

   1. იურიდიული დახმარების საბჭოს 3 წევრს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ირჩევს აღმასრულებელი საბჭო. კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დამსწრე ნებისმიერ წევრს.

     2. იურიდიული დახმარების საბჭოში ადვოკატთა ასოციაციის წევრის წარსადგენად აუცილებელია მისი წინასწარი თანხმობა.

   3. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ასარჩევზე ნაკლები რაოდენობის კანდიდატმა მიიღო, იმ კანდიდატებს, რომლებმაც ვერ მიიღეს ხმათა საჭირო რაოდენობა, ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ამასთანავე, კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არ უნდა იყოს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 1/3-ზე ნაკლები.

    4. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ასარჩევზე მეტი რაოდენობის კანდიდატმა მიიღო, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.“.

  

     მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 დეკემბერი 2013 წ.

N1780-Iს