საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 19/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.017521
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
351
23/12/2013
ვებგვერდი, 24/12/2013
200250000.10.003.017521
საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/12/2013 - 16/04/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №351

2013 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს საქართ­ვე­ლოს ინტეგრირებული ტარიფი (№1, №2, და №3 დანარ­თე­ბი).
მუხლი 2
 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადა­კარ­გულად გამოცხადდეს სა­­ქა­რთ­ვე­ლოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №18 დადგენილება „საქართველოს ინტეგ­რი­რე­ბული ტარიფის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართ­ველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქ­მე­თა სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სა­ქართ­ველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართ­ველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტ­რომ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურ­სების დაცვის სამინისტრომ, საქართველოს კულტურისა და ძეგ­ლთა და­­ცვის სამინისტრომ, საქარ­თველოს სპორტისა და ახალ­გა­ზრ­დობის საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს­ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თავიანთი კომპე­ტენ­ციის ფარგ­ლებში სისტემატურად უზრუნველყონ შესაბამის ნორმა­ტიულ აქტებში განხორციელებული ცვლილებების სა­ქართ­ველოს ინტეგრირებულ ტარიფში ასახვა და საქართ­ვე­ლოს ფი­ნანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, წარმოუდ­გინონ წინადა­დე­ბები საქართველოს მთავრობას. 
მუხლი 4
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი