დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1794-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 470000000.05.001.017287 |
|
მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) 35-ე მუხლის მე-4−მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კომპეტენციაა: ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. 5. სამინისტრო და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის ერთობლივად ადგენენ შესაბამის სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს. 6. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს ინფორმაცია ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელმაც შესაძლებელია საშიშროება შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. 7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები დადგენილი წესის მიხედვით სამინისტროს გადასცემენ სამედიცინო სტატისტიკურ მონაცემებს. 8. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები თანამშრომლობენ სამინისტროსთან, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებთან ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დროს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
ქუთაისი, 13 დეკემბერი 2013 წ. N1794-Iს |
დოკუმენტის კომენტარები