„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-48/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 280070010.22.035.016231
01-48/ნ
26/12/2013
ვებგვერდი, 26/12/2013
280070010.22.035.016231
„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-48/ნ

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №19, მუხლი 241) დამტკიცებული:
1. სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №1):
ა) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;
ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

    „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე.“;

გ) მე-9 მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ზ) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას, გარდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპენსაციის მიმღები პირებისა;“;

გ.ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) სოციალური პაკეტის დანიშვნისას;“;

გ.გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პენსიის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ხოლო  „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც სააგენტოს ინფორმაციას აწვდის შეთანხმებული ფორმატით.“.

დ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 11. პენსიის გადაანგარიშება

   სააგენტოს მიერ პენსიების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად (პენსიონერის სააგენტოში მიმართვის გარეშე) მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსიის ოდენობების კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილებების შემთხვევაში.“.

2. „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის” (დანართი №2):
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

  „ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.“;

გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარი ვრცელდება კომპენსაციის მიმღებ ყველა პირზე დანიშვნის ვადის მიუხედავად, გარდა ამ წესის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაციებისა.“;

დ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება კომპენსაცია ან სოციალური პაკეტი, გარდა 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.“.

3. „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესს” (დანართი№2) დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი V1 (კომპენსაცია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო):

„თავი V1. კომპენსაცია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო

მუხლი 141.კომპენსაცია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო

1. ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ენიშნება:

ა) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

2. ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახის წევრებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება კანონით.

5. ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ამ მუხლის   მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ-ცალკე მიიღებენ.“.

4. „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის” (დანართი№2):
ა) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2 ქვეპუნქტები:

„ა1) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვალების ფაქტი, ხოლო ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებებლი დოკუმენტი, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;

2) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის:  გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებებლი ცნობა. საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;“;

ბ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მარჩენალის გარდაცვლების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება (და ყველა საჭირო დოკუმენტი) სააგენტოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია დაინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“;

გ) მე-19 მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას, გარდა ამ წესის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა;“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის  წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს,  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში  – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც სააგენტოს ინფორმაციას აწვდის შეთანხმებული ფორმატით“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო