საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1728-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017240
1728-Iს
11/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
080000000.05.001.017240
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. 171-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

  „შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

    2. 253-ე მუხლის:

    ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ან არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმისაგან სარგებლის მიღება, −

    ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.“;

     ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

  „შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

     3. 254-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

   „შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

    4. 255-ე მუხლის:

    ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ჩვენებაზე დასწრება, შეთავაზება, გავრცელება, გადაცემა, რეკლამირება, ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა, –

   ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“;

     ბ) შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები არის ნებისმიერი მეთოდით შექმნილი ვიზუალური ან აუდიოვიზუალური მასალა, აგრეთვე დადგმული წარმოდგენა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენილია არასრულწლოვნის ან არასრულწლოვნის გამოსახულების მქონე პირის მონაწილეობა ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ სექსუალურ სცენებში ან ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. პორნოგრაფიულად არ ჩაითვლება ნაწარმოები, რომელსაც აქვს სამედიცინო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება.“.

    5. 2551 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 2551. არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში

    არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში ან ამ ქმედებისაგან სარგებლის მიღება,  –

    ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

  შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

    6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2552 მუხლი:

 „მუხლი 2552. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის

  სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება მის მიმართ ამ კოდექსის 140-ე მუხლის ან/და 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით, როდესაც შეთავაზებას მოჰყვა ასეთი შეხვედრისკენ მიმართული ქმედებები, −

   ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“.

    7. 376-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 376. დანაშაულის შეუტყობინებლობა

  დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან/და ამ კოდექსის 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 255ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, –

     ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“.

 

     მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2013 წ.

N1728-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.