„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4857
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 16/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.05.001.002.855
  • Word
4857
05/06/2007
სსმ, 20, 16/06/2007
280.070.010.05.001.002.855
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემთხვევაში პენსიის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და ანაზღაურდება ამ დაწესებულებაში პირის ყოფნის პერიოდისთვისაც. ამასთანავე, თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ პენსია წარსული დროისთვის გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით. სხვა საპატიო მიზეზები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

2. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს პენსიის გაცემის შეჩერების ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება – მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პენსიის გაცემის შეწყვეტა განხორციელდეს „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლით განსაზღვრული პირის მიერ წარმოდგენილი პენსიის მიმღების გარდაცვალების მოწმობის ან გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდებული ყოველთვიური ინფორმაციის საფუძველზე.“;

გ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პენსიის გაცემის შეწყვეტის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემდეგ;“.

3. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 23. იმ პენსიონერთა უფლებები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით

ამ კანონის ამოქმედებამდე ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პენსიონერებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის – 28 ლარის მიღება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენილ ვადაში გადამოწმებამდე, ხოლო ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ავტომატურად ენიჭებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. სხვა საფუძვლით პენსიის მიმღებ პირებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის მიღება პენსიის გაცემის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საპენსიო კანონმდებლობიდან.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 5 ივნისი.

№4857–Iს