„სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 335
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 040110050.10.003.017502
335
13/12/2013
ვებგვერდი, 16/12/2013
040110050.10.003.017502
„სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №335

2013 წლის 13 დეკემბერი

ქ.თბილისი

„სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების სარგებ­ლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომ­ბრის №326 დადგენილებით (სსმ, 29/10/2010, მუხლი 2004) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-3 პუნქ­ტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლო­ბა­ში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს ვადით და სასყიდლით. სახე­ლ­მ­წიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს ამ­ტკიცებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო ქონების საწყის სარგებ­ლობაში გადაცემის საფასურს განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამ­ცემი ორგანო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს „სახელმწიფო ქონების საპრი­ვატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის და სარგებ­ლო­ბაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შეს­ვლის მომენტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი