დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | საჩხერის რაიონული სასამართლო |
მიღების თარიღი | 10/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2013 |
სარეგისტრაციო კოდი |
საჩხერის რაიონული სასამართლოს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საჩხერის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს მენეჯერი იროდი ასანიძე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა.შ.
2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე საჩხერის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 10 განცხადება შემოვიდა და ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:
ლია ჭიღლაძე - სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი, საჩხერის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი 2012 წლის 11 დეკემბრიდან 2013 წლის 13 ივნისამდე.
იროდი ასანიძე - სასამართლოს მენეჯერი - საჩხერის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი 2013 წლის 13 ივნისიდან.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა საჩხერის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.
საჩხერის რაიონულ სასამართლოს აქვს საკუთარი ვებ-გვერდი ინტერნეტ პორტალზე www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი
პირი - სასამართლოს მენეჯერი ი. ასანიძე
დოკუმენტის კომენტარები