საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 202/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016722
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
202/ნ
12/12/2013
ვებგვერდი, 13/12/2013
480180000.22.022.016722
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/12/2013 - 16/12/2013)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №202/ნ

2013 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

დანართი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

        საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო  მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

1. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი:

1.1.  კონკურსში მონაწილე კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

1.2. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება;  

ბ) მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  გამოცდილება  არანაკლებ 3 წელი;

დ) პედაგოგიური/სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება;

ე) განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ვ) ფართომასშტაბიანი ტესტირებების დაგეგმვისა და ორგანიზების გამოცდილება;

ზ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook) ცოდნა;

თ) უცხოური ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).

 1.3.  სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საგამოცდო მოდელები; 

ბ) ტესტის შექმნისა და  შეფასების მეთოდოლოგიური პრინციპები (ტესტის  კლასიკური თეორია, ტესტის თანამედროვე თეორია (Item Response Theory); სკალირების მეთოდები; სტანდარტების დადგენის პროცედურა და სხვა);

გ) სასელექციო და სასერტიფიკაციო ტესტის შექმნის ძირითადი პრინციპები;

დ) კვლევის დაგეგმვის, კვლევის ინსტრუმენტების კონსტრუირების, კვლევის შედეგების ანალიზის   ძირითადი მეთოდოლოგიური პრინციპები;

ე) სახელმწიფო შეფასების მეთოდოლოგიის  ძირითადი პრინციპები;

ვ) საერთაშორისო საგანმანათლებლო (ქროსკულტურული) კვლევების მეთოდოლოგია და  დიზაინი;  

ზ) ტესტის ადაპტაციისა და სტანდარტიზაციის ძირითადი პრინციპები;

თ) კვლევისა და ტესტირების ეთიკის ძირითადი პრინციპი;

ი)  საქართველოს კონსტიტუცია;

კ)  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ლ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

მ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”;

ნ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 05 თებერვლის N93 ბრძანება.

ო) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.

2. სსიპ  - ,,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი:

2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2.2. სსიპ - ,,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;  

ბ) მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  გამოცდილება  არანაკლებ 3 წელი;

დ) პედაგოგიური/სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება;

ე) განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ვ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook) ცოდნა;

ზ) უცხოური ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);

თ) თვითმმართველობის განვითარების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;

ი) დონორებთან მუშაობის გამოცდილება;

კ) ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;

ლ) გამოცდილება თვითმმართველობის განვითარების მიზნით სატრენინგო პროგრამების შემუშავებაში.

მ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს თვითმმართველობის განვითარების კუთხით ნაშრომი/სახელმძღვანელო.

2.3. სსიპ - ,,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

დ),,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოსკანონი;

ე)საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ზ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

კ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ლ)„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2005 წლის 18 აგვისტოს №411  ბრძანება.

3. სსიპ  - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე:

3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

3.2. სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;  

ბ) მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

დ) განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook) ცოდნა;

ვ) უცხოური ენის ცოდნა კარგად (ინგლისური,  რუსული);

ზ) კვლევების ჩატარების, პროექტების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება.

3.3. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) სწავლების მეთოდები და ფორმები;

ბ) საქართველოს კონსტიტუცია;

დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”;

ვ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ზ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) ,,სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის N714 ბრძანება;

კ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.

4. სსიპ - „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის“ უფროსი:

4.1.კონკურსში მონაწილე კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

4.2. სსიპ - „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის“ უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;  

ბ) მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  გამოცდილება  არანაკლებ 3 წელი;

დ) განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook) ცოდნა;

ვ) უცხოური ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).

4.3. სსიპ - „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის“ უფროსის მოადგილეების ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოსკანონი;

დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ზ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის №414  ბრძანებულება;

თ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2010  წლის 20 აგვისტოს №74/ნ  ბრძანება.

5. სსიპ - „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის“ უფროსის მოადგილე:

5.1.კონკურსში მონაწილე კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

5.2. სსიპ - „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის“ უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;  

ბ) მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  გამოცდილება  არანაკლებ 2 წელი;

დ) განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook) ცოდნა;

ვ) უცხოური ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).

5.3. სსიპ - „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის“ უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ზ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის №414  ბრძანებულება;

თ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2010  წლის 20 აგვისტოს №74/ნ  ბრძანება.

6. სსიპ  - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  დირექტორი: 

6.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

6.2. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება; 

ბ) მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

გ)  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  გამოცდილება  არანაკლებ 3 წელი;

დ) განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook) ცოდნა;

ვ) უცხოური ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).

6.3. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) ,,უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონი;

ე) ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

თ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2010  წლის 14 სექტემბრის  №89/ნ  ბრძანება;

ი) ბოლონიის დეკლარაცია (1999);

კ) პრაღის კომუნიკე (2001);

ლ) ბერლინის კომუნიკე (2005);

მ) ბერგენის კომუნიკე (2005);

ნ) ლონდონის კომუნიკე (2007);

ო) ბუდაპეშტი - ვენის დეკლარაცია  (2010);

პ) ლისაბონის კონვენცია (1997);

ჟ) სორბონის დეკლარაცია (1997);

რ) უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩო - დუბლინის დესკრიპტორი (2005);

ს) ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტები  (2005).

10. 31/05/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 80/ნ - ვებგვერდი, 01/06/2017 9. 10/03/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 40/ნ - ვებგვერდი, 10/03/2017 8. 31/10/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 143/ნ - ვებგვერდი, 02/11/2016 7. 31/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 104/ნ - ვებგვერდი, 01/09/2016 6. 06/11/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 147/ნ - ვებგვერდი, 09/11/2015 5. 21/05/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 50/ნ - ვებგვერდი, 21/05/2015 4. 25/03/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 27/ნ - ვებგვერდი, 25/03/2015 3. 24/10/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 141/ნ - ვებგვერდი, 27/10/2014 2. 19/08/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 101/ნ - ვებგვერდი, 20/08/2014 1. 16/12/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 203/ნ - ვებგვერდი, 16/12/2013