„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4717
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 22/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.05.001.002.824
  • Word
4717
08/05/2007
სსმ, 18, 22/05/2007
450.190.000.05.001.002.824
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 89) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. მე-12 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     “მუხლი 13. საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირება

საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე.“.

4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის შესწავლისას (დათვალიერებისას) აღმოჩნდა, რომ მას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიშნები და არ აქვს მინიჭებული ძეგლის სტატუსი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო არა უგვიანეს 15 დღისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას განხილვის ვადის გახანგრძლივების შესახებ. თუ სამინისტრო განცხადების მიღებიდან 3 თვის ვადაში არ მიანიჭებს კულტურულ ფასეულობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, იგი გას-ცემს ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას.“.

5. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     “მუხლი 34. სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება საქართველოდან გასატანად განცხადებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე

1. თუ კულტურული ფასეულობის, რომელსაც მინიჭებული აქვს (მათ შორის, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, საქართველოდან გატანა ხორციელდება გაყიდვის მიზნით, მესაკუთრე ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სამინისტროს.

2. სამინისტროს აქვს გაყიდვის მიზნით საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიული, მხატვრული ან/და კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, საქართველოში დატოვებისათვის მისი უპირატესი შესყიდვის ან/და საქართველოში აუქციონის წესით გაყიდვის უფლება.

3. სამინისტრო ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების რეალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს გატანის ნებართვის გასაცემად საჭირო ვადისა და დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს.

4. თუ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესყიდვის ან/და აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ, იგი უნდა აღსრულდეს მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

5. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აუქციონის წესით გაყიდვის უმთავრესი პირობაა მყიდველის მიერ ძეგლის გარკვეული ვადით ან უვადოდ საქართვე-ლოდან არგატანის ვალდებულება.

6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები არ ვრცელდება:

ა) „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ კულტურულ ფასეულობებზე, რომელთაც აქვთ რელიგიური და სასულიერო ღირებულება;

ბ) სახელმწიფო სამუზეუმო ფონდებში, არქივებში, ბიბლიოთეკებში და კულტურული ფასეულობების დაცვის სხვა ანალოგიურ დაწესებულებებში დაცულ ფასეულობებზე, ექსპონატებზე, კოლექციებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე; გაყიდვის მიზნით მათი საქართველოდან გატანა შეიძლება მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით და იმ პირობით, რომ გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება მხოლოდ სანაცვლო, ტოლფასი ისტორიული, მხატვრული ან/და კულტურული ღირებულების მქონე ფასეულობების შეძენას;

გ) ისეთ შემთხვევებზე, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე არის ძეგლის ავტორი (ან მისი მემკვიდრე, ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში), საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი და იგი მუდმივად საცხოვრებლად მიემგზავრება საზღვარგარეთ, ან რო-დესაც ძეგლი მემკვიდრეობით მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქემ; ასეთ შემთხვევაში ძეგლის სახელმწიფოს მიერ შეძენა ან/და მისი საქართველოში აუქციონის წესით გაყიდვა შეიძლება მხოლოდ მესაკუთრის თანხმობით.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი:

     “მუხლი 341. სახელმწიფოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესყიდვის ფასის ან/და მის მიერ გამოცხადებული აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის წესი

1. თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გატანის მსურველს გატანის მომენტისათვის აქვს ოფიციალური შეთავაზება (ოფერტი) პოტენციური მყიდველი-საგან, სამინისტროს მიერ ძეგლის შესყიდვის ფასად და მის მიერ გამოცხადებული აუქციონის საწყის ფასად მიიჩნევა აღნიშნულ შეთავაზებაში დაფიქსირებუ-ლი ფასი.

2. თუ გასატანად განცხადებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გამიზნულია საქართველოს ფარგლებს გარეთ მოწყობილ აუქციონზე გასაყიდად, ან თუ ძეგლის გატანის მსურველს გატანის მომენტისათვის არ აქვს ოფიციალური შეთავაზება (ოფერტი), სამინისტროს მიერ ძეგლის შესყიდვის ფასად და მის მიერ გამოცხადებული აუქციონის საწყის ფასად მიიჩნევა შესაბამისად გასაყიდად გასატან აუქციონზე ან მსოფლიოს სხვა აუქციონზე:

ა) თუ ძეგლის ავტორი ცნობილია, ამავე ავტორის ძეგლის შესაბამისი ჟანრისა და თემატიკის კულტურულ ფასეულობებზე დაფიქსირებული გაყიდვის ბოლო ფასი;

ბ) თუ ძეგლის ავტორი უცნობია, ძეგლის შექმნის ისტორიული ეპოქის შესაბამისი ჟანრისა და თემატიკის კულტურულ ფასეულობებზე დაფიქსირებული გაყიდვის ბოლო ფასი.

3. თუ გასატანად განცხადებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასის დადგენა შეუძლებელია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სამინისტროს მიერ ძეგლის შესყიდვის ფასი ან/და მის მიერ გამოცხადებული აუქციონის საწყისი ფასი დგინდება მოლაპარაკებით; მოლაპარაკების უფლება არ იზღუდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებშიც.“.

8. 36-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 მაისი.

№4717–Iს