სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 328
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.017495
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №328

2013 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19  მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხ­ლის პირველი პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბა­მისად და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლი­ლე­ბის შეტანის თაობაზე“  2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართვე­ლოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თანდართული წესი.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს:

ა) სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპ­რივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს;

ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისა და საწყისი სარგებ­ლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს.

2. ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, ქონების მმართველში იგულის­ხმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს კანონმ­დებ­ლობით დადგენილი წესით.

3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „სახელმწიფო ქონების შესა­ხებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობა.

4. ამ წესით არ რეგულირდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვე­თის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, ასევე იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქცი­ო­ნის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი.

მუხლი 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივა­ტიზებო საფასურის განსაზღვრის წესი

1.  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უპირობო აუქ­ციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა გა­ნისაზღვრება არანაკლებ  დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დას­კ­ვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა შე­საძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვ­ნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, პირობებიანი აუქ­ციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხის და­მოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დად­გე­ნილ ფასზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის შემთხვევაში, ინფორ­მა­ცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარედგინება საქართველოს მთავ­რო­ბას მოწონებისათვის.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მი­ყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირ­დაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტი­ლე­ბით.

მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირ­დაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორ­მით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

მუხლი 4. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი

1. მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპ­რივატიზებო თანხა განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნ­ქტის შესაბამისად.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამა­რთლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მო­მ­სა­ხურების სააგენტოსათვის (შემდეგში - მომსახურების სააგენტო) გან­სა­კა­რგავად გადაცემული ქონების საპრივატიზებო საფასური და საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება მომსახურების სააგენტოს მი­ერ (ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების, მომსახურების სააგენ­ტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შეფასების ან საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) ან/და აუდიტური ფირმის (აუდიტორის)  შესაბამისი დასკვნის საფუძველზე), საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი პირობებით.

3. მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

მუხლი 5. სახელმწიფო ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი

1. სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას ქო­ნების საწყისი სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განი­საზ­ღვ­რება ქონების მმართველის მიერ, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნ­ქტის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო თანხის არა­ნაკ­ლებ 5 პროცენტის ოდენობით, გარდა იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშ­ნულების მიწების საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურისა, რომ­ლებიც არ ექვემდებარება პრივატიზებას.

2. სახელმწიფო ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას, ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის წლიურ საფასურზე ნაკლები ოდენობით, რასთან დაკავშირებითაც, ინფორმაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარედგინება საქართველოს მთავრობას მოწონებისათვის.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ სასოფლო-სამეურნეო და­ნი­შ­ნულების მიწების, რომლებიც არ ექვემდებარება პრივატიზებას, სას­ყიდლით აუქციონის საფუძველზე სარგებლობაში  გადაცემისას საწყის სარგებლობაში გადაცემის წლიურ საფასურს განსაზღვრავს საქართვე­ლოს მთავრობა.

4. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში აუქციონის გარეშე გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განი­საზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23   სექტემბრის  დადგენილება № 497   - ვებგვერდი, 25.09.2015წ.

მუხლი 6. წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი

1. წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას წილების/ აქციების საწყისი საპრივატიზებო თანხა უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტო­რის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობის, საწარმოს კაპიტალის ან არანაკლებ საწარმოს წმინდა აქტივების ღირე­ბულებისა (საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულებებს შორის სხვაობა), ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატი­ზე­ბისას საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლოა განისაზღვროს დამოუკი­დებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფას­ზე, საწარმოს კაპიტალის ან საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით.

2. წილების/აქციების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენ­ტუ­ლი შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზე­ბისას წილების/აქციების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქა­რთველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების/აქციების ან სერტი­ფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვე­ობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონ­დო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრი­ვა­ტიზებისას წილების და აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში ‑ საწყისი საპრივატიზებო საფასური) განისაზღვრება საქართველოს მთავ­რობის შესაბამისი გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადა­ცემისას მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საპრივატიზებო თანხა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ქონების მმართველის მიერ.

5. წილების/აქციების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფ­ლე­ბით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საპრივატიზებო საფა­სუ­რი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტი­ლებით. 

მუხლი 61. მოთხოვნებისა და უფლებების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციებისა) საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და საპრივატიზებოსაფასურის განსაზღვრის წესი

1. მოთხოვნებისა და უფლებების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციებისა) უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო მოთხოვნებისა და უფლებების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციებისა) პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, პირობებიანი აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციებისა) პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო თანხის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის შემთხვევაში, ინფორმაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარედგინება საქართველოს მთავრობას მოწონებისათვის.

3. მოთხოვნებისა და უფლებების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციებისა) პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის  29 ოქტომბრის  დადგენილება №556  - ვებგვერდი, 30.10.2015წ.

მუხლი 7. საწყისი საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის შემცირება განმეორებით აუქციონის დროს

თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი, სახელმწიფო ქონების განკარ­გვა ან სარგებლობაში გადაცემა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქო­ნების საწყისი საპრივატიზებო საფასური/საწყისი სარგებლობაში გადა­ცემის საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო  ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა ან არ გადაიცა სარგებ­ლო­ბაში, საწყისი საპრივატიზებო საფასური/საწყისი სარგებლობაში გა­და­ცემის საფასური  შეიძლება კიდევ შემცირდეს.


totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.