დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 100 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240020.22.027.016501 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 457) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა და კერძო აღმასრულებელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიების ჩატარება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში;“.
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეების და კერძო აღმასრულებლების მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) ისარგებლოს სამინისტროს სისტემაში არსებული საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამებით და მონაცემთა ბაზებით;“;
გ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მინისტრთან შეთანხმებით, მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურის ან მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; თ) მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და ინფორმაციის, ასევე საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების საშუალებით გამოვლენილი დარღვევების შესწავლა-გადამოწმების მიზნით, კერძო აღმასრულებლისაგან მიიღოს ახსნა-განმარტება და მოთხოვნილი მასალები;“;
დ) „ო“-„ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, გარდა ამ დებულების მე-7 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, მოპოვებული მასალები, მინისტრთან შეთანხმებით, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს; პ) თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდნენ სამინისტროს და მის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრაციულ და სამსახურებრივ შენობებში; ჟ) განახორციელოს მონიტორინგი სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრაციულ და სამსახურებრივ შენობებში არსებულ ელექტრონული პირადობის მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებსა და სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერებზე, რომელთა შენახვის ვადა განისაზღვრება მათი ფიქსაციიდან 2 თვემდე ვადით;“.
3. მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წინასწარ განუმარტოს პირს მისი უფლება უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე;“.
4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, გენერალური ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები, გეგმური შემოწმების გრაფიკი და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები.“.
5. მე-15 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილ თანამდებობის პირს მიმართავს წარდგინებით კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული წარდგინების შესრულება სავალდებულოა.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით უფლებამოსილია, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს წარუდგინოს მოთხოვნა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ. გენერალური ინსპექციის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.“.
6. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ დებულებით დადგენილი წესით სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას;“.
7. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ინფორმაციას საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემულ საქმეთა ჩამონათვალს;“.
8. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს გენერალური ინსპექციის უფროსი. გენერალური ინსპექციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსი.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები