დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4688 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/04/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 07/05/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.250.000.04.001.002.806 |
საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 652 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 652. ადგილობრივი თვითმმართველობის დროებითი უფლებამოსილება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელონ კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით განახორციელონ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენა.
3. ამ კანონის ამოქმედებიდან თვითმმართველი ერთეულისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემამდე ის ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, კლუბი, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო სასწავლებლები, რომლებსაც აფინანსებდა შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო, დაფინანსდეს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.“.
2. 67-ე მუხლის:
ა) 14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ამ მუხლის 12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების შემუშავებამდე ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.) საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად განკარგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;
ბ) 14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 პუნქტი:
„15. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია თვითმმართველ ერთეულს მისცეს ამ მუხლის 14 პუნქტით განსაზღვრული ქონების სამინისტროს თანხმობის გარეშე განკარგვის უფლება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 27 აპრილი.
№4688_Iს
დოკუმენტის კომენტარები