„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 572
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, 0, 08/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
572
08/09/2008
გაურკვეველი, 0, 08/09/2008
000000000.00(0).000.000000
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №572

2008 წლის 8 სექტემბერი

. თბილისი

„ადგილობრივი  თვითმმართველი  ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველი ერთე­ულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თან­ხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1.1. №2 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 110 000 (ერთი მილიონ ას ათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) შიდა ხიდების შეკეთება და აღდგენა;

ბ) ქალაქისა და სოფლების გაზიფიკაცია;

გ) სოფლების წყალმომარაგების ქსელის აღდგენა;

დ) მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია;

ე) მუნიციპალიტეტის შიდა გზების შეკეთება;

ვ) სპორტული მოედნების მოწყობა;

ზ) მუნიციპალიტეტის გაერთიანებული მუზეუმების კაპი­ტალური ხარჯები;

თ) ქალაქ ლანჩხუთის ცენტრალური პარკის კეთილ­მოწყობა;

ი) სოფელ ნიგვზიანში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე გაბიონის მოწყობა;

კ) სოფელ ღრმაღელეში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის რეაბილიტაცია;

ლ) სოფელ ჩოჩხათში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია;

მ) ქალაქ ლანჩხუთში ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ორ­სარ­თულიანი სახლის გადახურვა..

1.2. №6 დანართის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ” ქვეპუნქტი:

,,პ) დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები”;

1.3. №6 დანართის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. გარდაბნის წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ სართიჭალაში წყალსადენის გაყვანა;

გ) საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშა­ოები..

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                ვ. გურგენიძე