საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1642-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017233
1642-Iს
27/11/2013
ვებგვერდი, 16/12/2013
080000000.05.001.017233
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 137-ე–141-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 137. გაუპატიურება

  1. გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, −

   ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.

   2. იგივე ქმედება:

   ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

   ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, −

   ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.

   3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

   ა) არაერთგზის;

  ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-ე–141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

   გ) ჯგუფურად;

   დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, −

   ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე.

   4. იგივე ქმედება:

   ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;

   ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;

   გ) ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, –

   ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

 

   მუხლი 138. სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

  1. მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, −

   ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.

   2. იგივე ქმედება:

   ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

   ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, −

   ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.

   3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

   ა) არაერთგზის;

  ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 139-ე–141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

   გ) ჯგუფურად;

   დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, −

   ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე.

   4. იგივე ქმედება:

   ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;

   ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;

   გ) ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, –

   ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

 

   მუხლი 139. სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება

   1. სქესობრივი კავშირის, მამათმავლობის, ლესბოსელობის ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების ან ქონებრივი დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, −

   ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

   2. იგივე ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, −

   ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 

   მუხლი 140. სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან

   სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი, მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

 

   მუხლი 141. გარყვნილი ქმედება

   ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, −

   ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ნოემბერი 2013 წ.

N1642-Iს