„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 894
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016122
894
04/12/2013
ვებგვერდი, 06/12/2013
010170000.22.029.016122
„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №894

2013 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების (ვებგვერდი, 19/07/2013, სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016057) მე-2 პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3) გამოცხადდეს ძალადაკარგულად და დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ დანართი №2-ისა და დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე

დანართი №3
იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება

მუხლი 1.  ზოგადი დებულებები
იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება (შემდგომში - დებულება) შემუშავებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე და განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომში - დევნილი) მოწმობის აღწერილობას, მოწმობის რეკვიზიტებს, მოწმობის შევსებასთან, გამოცვლასთან, შეცვლასთან და გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2.  დევნილის მოწმობის რეკვიზიტები და აღწერილობა
1. დევნილის მოწმობაში აისახება ის აუცილებელი პერსონალური მონაცემები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გააჩნია დევნილის სტატუსის მქონე პირის შესახებ და იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას.

2. დევნილის მოწმობის რეკვიზიტებია:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების თარიღი;

დ) პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, ხოლო საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობის მიხედვით);

ე) დევნილის მოწმობის ნომერი;

ვ) შტრიხ-კოდი, რომელიც შეიცავს პირად ნომერს.

ზ) ფოტოსურათი;

თ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე;

ი) დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი);

კ) სარეგისტრაციო ნომერი (სამინისტროში დაცული დევნილის ანკეტის მიხედვით);

ლ) მინისტრის ხელმოწერა;

მ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

ნ) მოწმობის გაცემის თარიღი;

ო) დევნილის პირადი ხელმოწერა;

3. 6 წლამდე ასაკის დევნილის მოწმობა არ შეიცავს ფოტოსურათს.

4. დევნილის მოწმობა არის ორგვერდიანი დამცავი ნიშნების მქონე პლასტიკურ ბარათზე დამზადებული დოკუმენტი. მოწმობის ზომაა 85X53 მმ. მოწმობის დამზადება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. დევნილის მოწმობის პირველ გვერდზე, ზედა მარცხენა ნაწილში განთავსებულია სამინისტროს ლოგო, ლოგოს მარჯვენა მხარეს წარწერა ქართულ ენაზე: „საქართველო“, ხოლო ზედა მარჯვენა ნაწილში - დევნილის მოწმობის ნომერი და შტრიხ-კოდი. აღნიშნული მონაცემების ქვემოთ განთავსებულია წარწერა ქართულ ენაზე: „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა“. პირველ გვერდზე განთავსებულია დევნილის სტატუსის მქონე პირის ციფრული ფოტოსურათი, დევნილის ელექტრონული ხელმოწერა და მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: დევნილის მოწმობის მფლობელის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, სარეგისტრაციო ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე და დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი). დევნილის მოქმობის მარჯვენა ქვემო ნაწილში განთავსებულია მინისტრის ხელმოწერა,  მარცხენა ქვემო ნაწილში - გაცემის თარიღი, ხოლო ქვემო შუა ნაწილში დევნილის პირადი ელექრონული ხელმოწერა.

6. დევნილის მოწმობის მეორე გვერდზე ცენტრში განთავსებულია საქართელოს მცირე გერბი და წარწერა „საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო“, ხოლო ქვემო ნაწილში განთავსებულია წარწერა: „მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად“ სხვადასხვა ფერის და ზომის ოთხკუთხედი გეომეტრიული ფიგურების ფონზე.

მუხლი 3. დევნილის მოწმობის შევსება, გამოცვლა, შეცვლა და გაცემა
1. დევნილის მოწმობის შევსებას, გაცემასა და შეცვლას უზრუნველყოფს დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო.

2. დევნილის მოწმობის შევსება ხორციელდება დევნილის ანკეტაში არსებული პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების საფუძველზე.

3. მოწმობის გამოცვლა ხორციელდება დევნილთა რეგისტრაციის დროს.

4. დევნილის მოწმობის გამოცვლა ხდება:

ა) სამინისტროს მიერ დევნილის მოწმობის ახალი ნიმუშის დამტკიცების შემთხვევაში;

ბ) 6 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ;

გ) 16 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.

5. დევნილის მოწმობის შეცვლა ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) სახელის და/ან გვარის შეცვლისას;

ბ) ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენის ან ცვლილების შეტანისას.

6. დევნილის მოწმობის შეცვლა ხდება მოწმობის გამოსაყენებლად უვარგისად ცნობის (დაზიანება და სხვა) ან დაკარგვის შემთხვევაში.

7. დევნილის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების, სახელის და/ან გვარის შეცვლის, ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სამინისტროს ან ტერიტორიულ ორგანოს.

8. დევნილის მოწმობის შეცვლის თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნით დევნილის მოწმობის მფლობელი მიმართავს სამინისტროს ან ტერიტორიულ ორგანოს წერილობითი განცხადებით.

9. დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო ათი დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხზე. დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო არაუმეტეს ერთი თვის ვადაში ახორციელებს დევნილის მოწმობის გაცემას.

10. დევნილის მოწმობის შეცვლის დღიდან, დაკარგული ან სხვა მიზეზის გამო შესაცვლელი მოწმობა ძალადაკარგულად ითვლება.

11. დევნილის მოწმობის ჩაბარებისას მოწმობა ექვემდებარება განადგურებას, რაზედაც მონაცემთა ბაზაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

13. დევნილის სტატუსის მქონე პირისათვის დევნილის მოწმობის გაცემის აღრიცხვა ხდება მონაცემთა ბაზაში.

14. დევნილის სტატუსის მქონე პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, დევნილის მოწმობის მიღებას ადასტურებს  ხელმოწერით.

15. დევნილის მოწმობის შეცვლისას ახალი მოწმობის მიღებამდე სამინისტრო უზრუნველყოფს დევნილის მოთხოვნის შესაბამისად დროებითი ცნობის გაცემას. ცნობა შეიცავს დევნილის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ცნობის გაცემის თარიღს, აგრეთვე, თანამდებობის პირის ხელმოწერასა და დევნილის ფოტოსურათს, დამოწმებულს სამინისტროს ბეჭდით.

16. დევნილის სტატუსის მქონე პირი დროებითი ცნობის მიღებას ადასტურებს ხელმოწერით.