დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 307 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330110000.10.003.017474 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 25/11/2010, მუხლი 2185) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული N3 დანართის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.ნუმერაციის ახალი სისტემა ითვალისწინებს საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების შემდეგ უნიფიცირებულ ერთიან სამნიშნა სპეციალურ მოკლე ნომრებს: სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი–111, საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სამნიშნა ევრონომერი–112, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთიანი სამნიშნა ნომერი–113, გაზის საავარიო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი–114, საპატრულო პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 122, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 125, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 126 და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთიანი სამნიშნა ნომერი-153.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები