„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის № 1–1/1537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის № 1–1/1537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი № 1-1/345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 29/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016301
№ 1-1/345
29/11/2013
ვებგვერდი, 03/12/2013
040110030.22.024.016301
„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის № 1–1/1537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/345

2013 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის № 1–1/1537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1–1/1537 ბრძანებით (სსმ III, 21.09. 2010 წ., №120, მუხ. 1779) დამტკიცებულ  დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად  სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.

2. პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას შემძენი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას – სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება ასევე იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხოლო საკითხს ამზადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (შემდგომში – ქონების სააგენტო).“. 

3. პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ქონების სააგენტო ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს მთავრობა.“.

4. პირველი მუხლის მე-12-მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ ორი თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

12.1 ქონების სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის საკითხის მომზადებისას განმცხადებელს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წინასწარ წარმოდგენა.

13. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია კონკურენტული შერჩევის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გარეშე.“.

5. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების სააგენტო სახელმწიფო ქონების შემძენთან ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში  – ხელშეკრულება) დებს პირდაპირი მიყიდვის თაობაზე საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.

2. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენი საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში.“.

6. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)  შეძენის პირობები (ვალდებულებები), თუ ისინი დადგენილია სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.“.

7. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სახელმწიფო ქონების შემძენი სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის) თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ვადებში არ გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს, მყიდველისათვის საპრივატიზებო საფასურის გადახდისათვის მიცემული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შემძენის საკუთრებად რეგისტრირებულ ქონებაზე უქმდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში (რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება) ნივთი ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი