ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016110
10
29/11/2013
ვებგვერდი, 29/11/2013
010250020.35.131.016110
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2013 წლის 29 ნოემბერი

ქ. ქობულეთი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და  დროშის გამოსახულებები:
  1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულება (დანართი №1).
  2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა (დანართი №2).
  3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშის  გამოსახულება (დანართი №3).
  4. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა (დანართი №4).
მუხლი 2
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოყენება მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეელგუჯა ბაგრატიონი



დანართი №1
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულება

 


      

დანართი №2
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

გერბის ფარი გაკვეთილი და გადაკვეთილია ოთხ ნაწილად. გერბის ფარის ცენტრში მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია ვერცხლის შველი და ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი. I ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი, რომლის ქვემოთაც გამოსახულია თაღოვანი ხიდი და სამი შემცირებული ვერცხლის ტალღისებური სარტყელი. II ნაწილი - ლაჟვარდის ველსდიაგონალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. III ნაწილი - ლაჟვარდის ველს დიაგონალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. IV ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის ციხე-სიმაგრე, რომლის ქვემოთაც მოთავსებულია სამი შემცირებული ვერცხლის ტალღისებური სარტყელი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით. 

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „ქობულეთი“.


დანართი №3
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშის  გამოსახულება


     

დანართი №4
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ ნაწილად. I ნაწილი - ზურმუხტოვანი ველი, რომელიც დროშის 1/3-ია. II ნაწილი - ლაჟვარდის ველი, რომელსაც ჰორიზონტალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. II  ნაწილს უჭირავს დროშის ფართობის 2/3. ზურმუხტისა და ლაჟვარდის ველებს შორის მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, ისე რომ მისი ნახევარი ზურმუხტის ველს ფარავს, ნახევარი კი – ლაჟვარდისას. მეწამულ ჰერალდიკურ ფარზე გამოსახულია ვერცხლის შველი და ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი.  ფარს გარსშემოუყვება  ვერცხლის კანტი.

დროშის პროპორცია 2/3.