„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5970
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 28/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 240.140.000.05.001.003.178
  • Word
5970
19/03/2008
სსმ, 8, 28/03/2008
240.140.000.05.001.003.178
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ გადახდისუუნარობის საქმეების მიმართ, რომლებზედაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილია „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის შესაბამისად, გაკოტრების და რეაბილიტაციის პროცესი უნდა დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში და გაკოტრების რეჟიმში მყოფი სუბიექტების მიმართ შეწყდება „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის მოქმედების გავრცელება და ისინი ვალდებულნი იქნებიან დაიწყონ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ამ კანონის შესაბამისად.“

მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 მარტი.

№5970–რს