თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 27-43 კმ (ნატახტარი-აღაიანი) მონაკვეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) ღონისძიებათა შესახებ

  • Word
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 27-43 კმ (ნატახტარი-აღაიანი) მონაკვეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 580
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 22/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
580
22/12/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 22/12/2005
000000000.00.00.000000
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 27-43 კმ (ნატახტარი-აღაიანი) მონაკვეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 580

2005 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის  საავტომობილო  გზის 27-43 კმ (ნატახტარი-აღაიანი) მონაკვეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) ღონისძიებათა შესახებ

2006 წლიდან დაგეგმილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ნატახტარი-გორი-ხაშურის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოთა დაწყება, რაც ითვალისწინებს არსებული ორზოლიანი მოძრაობის ოთხზოლი­ანად გადაკეთებას. სამუშაოთა პირველ ეტაპზე 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულია ოთხზოლიანი ავტომა­გის­ტრალის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობა) სამუშაოების შესრულება ამ გზის 27-43 კმ-ზე (ნატახტარი-აღაიანი), რომელიც მოიცავს აგრეთვე რამდენიმე გზაგამტარისა და კვანძის მშენებლობასაც.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსიურობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით მიზან­შეწონილი იქნება მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს ავტოტრანსპორტის ცალმხრივი მიმართულებით მოძრაობის რეჟიმის უზრუნველყოფა, რაც ძალზე აქტუალურია განსაკუთ­რებით ავტომატარებლების, სატვირთო ავტომობილებისა და დიდი ავტობუსების მოძრაობის ინტენსიურობის ზრდის ფონზე. ამ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის ცალმხრივ რეჟიმში გადაყვანით თავიდან იქნება აცილებული ავარიები, რომლებიც ხშირად ტრაგიკულად მთავრდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავ­ტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) უზრუნ­ველყოს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 27-43 კმ-ის მონაკვეთის (ნატახტარი-აღაიანი) ოთხზო­ლიანად მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენ­ტაციის პირველი სტადიის (ტექნიკური პარამეტრების, ხელოვნური ნაგებობების, საგზაო კონსტრუქციის პროექტისა და მოცულობის დაზუსტება) დამთავრება 2006 წლის 10 იანვრამდე, რის საფუძველზეც არა უგვიანეს 2006 წლის თებერვლისა უზრუნველყოს ტენდერით კონტრაქტორი კომპანიების შერჩევა და მარტში სამუშაოთა დაწყება, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციის მეორე სტადიის (სამუშაო ნახაზები, დეტალური დაპროექტება) დამუშავება განახორციელოს სამუშაოთა შესრულების პარალელურად.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) და ადგილობრივი მმართველობის შესაბამისმა სამსახურმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებათა განხორციელება ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენ­ტაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების მიზნით.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი):

ა) უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე გზის მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციისათვის სახელმწიფო მიწის ფართობის დრო­ულად გამოყოფასთან დაკავშირებით მის კომპეტენციას მიკუთ­ვნებულ ღონისძიებათა განხორციელება;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის­წინებული საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესაბამისად გარემოს­დაც­ვითი ნებართვის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განიხილოს და დააჩქაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურისაგან გათავისუფლების პროცესი და შესაბამისი გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა.

4. ეთხოვოთ მცხეთა-მთიანეთში საქართველოს პრეზი­დენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს, მცხეთისა და კასპის რაიონების გამგეობებს ყოველმხრივი დახმარება აღმო­უჩინონ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზასთან დაკავშირებული ტერიტორიის გათავისუფლებისა და მათ კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების გადა­საწყვეტად.

5. იმის გათვალისწინებით, რომ შემდგომ წლებში იგეგმება ნატახტარი-ხაშური-რიკოთის გვირაბის მონაკვეთზე გზის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა გაგრძელება, ეთხოვოთ შესაბამისი რაიონების გამგეობებს საპროექტო მიმართულებების დადგენამდე არ დაუშვან გზისპირა მშენებ­ლობების ნებართვების გაცემა. ამასთან, ერთ თვეში დააზუსტონ მაგისტრალურ გზისპირა 100-მეტრიან ზოლში მიწის აღრიცხვის საკადასტრო დოკუმენტაცია და გადასცენ საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

6.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ზ. ნოღაიდელი