„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 56531
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 08/11/2013
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2013
ძალაში შესვლის თარიღი 08/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016245
  • Word
56531
08/11/2013
ვებგვერდი, 18/11/2013
000000000.00.00.016245
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება 56531

2013 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებpაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ადმინისტრაციული სამმართველო:

ლ.ა) მატერიალური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება;

ლ.ბ) ადმინისტრაციული განყოფილება.“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ადმინისტრაციული სამმართველო

1. მატერიალური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება:

ა) ახორციელებს საბაჟო გამშვებ პუნქტებში და გაფორმების ადგილებზე არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზებას, საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას;

ბ) ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიაზე კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების ეფექტურ განხორცილებას;

) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისათვის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიწოდება ;

) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებს და მითითებებს.

2. ადმინისტრაციული განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში საქმისწარმოების ორგანიზებას და კონტროლს –

 შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

ბ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს და დეპარტამენტის უფროსს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანების) რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;

დ) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდენციის სათანადო დამუშავებას და აწესებს კონტროლს შემოსული კორესპონდენციის მოძრაობაზე;

) ამზადებს წინადადებებს გზათსარგებლობის საფასურის ბარათების ბეჭდვის ორგანიზებაზე, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარსადგენად. უზრუნველყოფს ბარათების გაცემას ბარათების რეალიზატორ პირებზე და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვას, ახორციელებს გაცემული ბარათების აღრიცხვას და რეალიზაციის კონტროლს;

) ახორციელებს გადასახადის გადამხდელებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დასმულ, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ პრობლემატურ საკითხებზე პერიოდული შეხვედრებისა და ფორუმების ორგანიზებას;

) უზრუნველყოფს გაფორმების ეკონომიკურ ზონებში და საბაჟო გამშვებ პუნქტებში ლოჯისტიკური ოპერაციების ორგანიზებას, კოორდინაციას და მართვას;

) საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამართალდარღვევის გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას;

) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებს და მითითებებს.“.

გ) მე-13 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი;“;

გ.ბ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ლ. ხუციშვილი