„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5869
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 25/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.05.001.003.144
  • Word
5869
14/03/2008
სსმ, 6, 25/03/2008
280.070.010.05.001.003.144
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

�სახელმწიფო პენსიის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1. �სახელმწიფო პენსიის შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის �კ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�კ) სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნისას (გარდა ხანდაზმულთა თავშესაფარში მყოფი პენსიონერისა);�.

2. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის �დ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�დ) �ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ� და �სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ� საქართველოს კანონებით გათვალისწინებული:

დ.ა) მეორე მსოფლიო ომის I და II ჯგუფების ინვალიდებისათვის � 129 ლარი, მეორე მსოფლიო ომის III ჯგუფის ინვალიდებისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის � 80 ლარი;

დ.ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირთათვის � 55 ლარი;

დ.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების:

დ.გ.ა) I და II ჯგუფების ინვალიდებისათვის � 84 ლარი, III ჯგუფის ინვალიდებისათვის � 70 ლარი;

დ.გ.ბ) მონაწილეთათვის � 60 ლარი;

დ.გ.გ) მონაწილეებთან გათანაბრებულ პირთათვის � 55 ლარი;�.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:

��� მუხლი 241. ზედმეტად დარიცხული პენსიის ლეგალიზაცია

1. 2008 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად დარიცხული პენსია, იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით, ექვემდებარება ლეგალიზაციას და მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება.

2. 2008 წლის 1 აპრილამდე ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პენსიიდან დაკავებული თანხები არ ექვემდებარება დაბრუნებას.�.

��� მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 14 მარტი.

№5869�Iს