იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა 2013-2014 წლების ზამთრის სეზონში სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სოციალური დახმარების შესახებ

  • Word
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა 2013-2014 წლების ზამთრის სეზონში სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სოციალური დახმარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1502
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016170
  • Word
1502
30/10/2013
ვებგვერდი, 08/11/2013
000000000.00.003.016170
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა 2013-2014 წლების ზამთრის სეზონში სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სოციალური დახმარების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1502

2013 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა 2013-2014 წლების ზამთრის სეზონში სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სოციალური დახმარების შესახებ

1. 2013-2014 წლების ზამთრის სეზონში სათბობი საშუალებებით (ელ­ექტროენერგია, ბუნებრივი აირი) უზრუნველყოფილ იქნენ იძულე­ბით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ის ოჯახები, რომლებიც 2013 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით რე­გი­ს­ტირებულნი არიან საქართვე­ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტროს სა­ხელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ‑ სოციალური მომ­სა­ხურების სააგენ­ტოს მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათი სარეიტინგო ქულა არის 70 001‑ზე ნაკლები.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოჯახები 2013‑2014 წლის ზამთრის სეზონში სათბობი საშუალებებით უზრუნ­ველ­ყოფისათვის სოცია­ლუ­რი დახმარების სახით სს „ლიბერთი ბანკის“ სერ­ვის­ცენტრების მეშ­ვე­ობით, მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილის (დევ­ნილის რეგისტ­რა­ციის ადგილი) მიხედვით მიიღებენ შესაბამის ელ ­ ­ ­ტრონულ ბარათებს, რომელზეც ჯამურად დარიცხული იქნება 200 (ორ ­ასი) ლარის ლიმიტი.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამის ელექტრო­ნულ ბარათზე დარიცხული 200 ლარის ლიმიტი ამ განკარგულების პირ ­ველ პუნქტში აღნიშნულმა დევნილმა ოჯახებმა შეიძლება გამოიყენონ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ან /და ბუნებრივი აირის ღი­რებუ­ლე ­ბის ანაზღაურებისათვის, უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

4. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ დევნილ ოჯა­ხებს ამ განკარგულების მე-2 პუნქტში აღნიშნული შესაბამისი ელექტრო­ნული ბარათის მიღება შეეძლებათ 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე, ნებისმიერ დროს. 2014 წლის 1 მარტიდან შესაბამისი ელექ­ტ ­რონული ბარათი არ გაიცემა და სს „ლიბერთი ბანკი“ გაუცემელ ბარა­თებზე დარიცხულ გამოუყენებელ თანხას აბრუნებს სახელმწიფო ხაზი­ნაში.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­და­ადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოჯახების განსაზღვ­რისა­თვის ხელმძღვანელობს სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში 2013 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით არსებული ინფორმაციით. ამ განკარ­გუ­­ლების მე-2 პუნქტში აღნიშნულ შესაბამის ელექტრონულ ბარათს მიი­ღებენ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოჯახების უხუ­ცე­სი წევრები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები.

6. ამ განკარგულების მე‑5 პუნქტში აღნიშნული ოჯახების მონა­ცე­მებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­და­ადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წა­რუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაც­ვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ ‑ სოციალური მომსახურების სააგენ­ტოს, რომე­ლიც წარდგენიდან არა უგ­ვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში უბრუნებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­და­ადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარდგენილ ბაზას, ამ განკარგულების პირ­ველი პუნქტის გათვალისწინებით, „სოციალურად დაუცველი ოჯა­ხე­ბის მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაცული შესაბამისი ინფორმაციის მითი­თებით.

7. ამ განკარგულების მიზნების განხორციელებისათვის, ნება დაერ­თოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადა­ადგი­ლებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „სა­ქარ­თველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს შესაბამისი თან­ხა.

8. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ამ განკარგულების მიზნებისათვის, „სახელმწიფო შესყიდ­ ვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვე­ პუნქტის შესაბამისად, სს „ლიბერთი ბანკთან“ გააფორმოს შესაბამისი ხე­ლშეკრულება, გამარტივებული შესყიდვის გზით, რომლის პირობებშიც გათვალისწინებული იქნება ამ განკარგულების პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტებისა და მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნე­ბი.

პრემიერ-მინისტრი                                . ივანიშვილი