„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1490-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.017197
1490-Iს
01/11/2013
ვებგვერდი, 11/11/2013
280060000.05.001.017197
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „გ) საჯარო საქმიანობა – საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, რომლის შესახებ ინფორმაციას კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;“.

    2. 241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 241. ზედმეტად დარიცხული პენსიის ლეგალიზაცია

  1. 2013 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული პენსია (მათ შორის, პენსიაზე დანამატი) ექვემდებარება ლეგალიზაციას.

   2. 2013 წლის 1 დეკემბრამდე ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე პენსიიდან დაკავებული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 ნოემბერი 2013 წ.

N1490-Iს