საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 24/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 300010000.22.024.016332
1-1/202
24/07/2014
ვებგვერდი, 25/07/2014
300010000.22.024.016332
საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/202

2014 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

მუხლი 1. ზოგადი დებულება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის წესს.

 

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

1. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

2. ელექტრონული ფორმით მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა გაიგზავნოს სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ელექტრონულ მისამართზე tacsa@economy.ge ან/და სააგენტოს ვებგვერდზე.

3.  ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა შეიცავდეს:

ა) ინფორმაციის მომთხოვნი ფიზიკური პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს;

ბ) ინფორმაციის მომთხოვნი იურიდიული პირის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ მისამართს, ტელეფონის ნომერს, ხელმძღვანელი პირის სახელს, გვარს;

გ) მითითებას საჯარო ინფორმაციის მიღების სასურველი ფორმის შესახებ - ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი, მატერიალური სახით თუ დედანში გაცნობის გზით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სააგენტოს მიერ არ განიხილება. 

 

მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემა

1. ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ელექტრონული მისამართის  (tacsa@economy.ge) მეშვეობით გადის რეგისტრაციას სააგენტოში და მომთხოვნს ეგზავნება რეგისტრაციის დადასტურება.

2. „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადების ათვლა დაიწყება მოთხოვნის ელექტრონული ფორმით მიღებიდან (მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, სარეგისტრაციო ნომრის მითითებით) მეორე სამუშაო დღეს.

3.  თუ მოთხოვნილი ინფორმაცია, მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, სააგენტო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომთხოვნს და იტოვებს უფლებას მომთხოვნის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი გაცემა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.