აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 24/10/2013
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016239
  • Word
0
24/10/2013
ვებგვერდი, 24/10/2013
000000000.00.00.016239
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
პროექტის ავტორი

პროექტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კონსტიტუციური კანონი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში

ცვლილებების ა და დამატებების შეტანის შესახებ

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში (აფხაზეთის ხმა, #27, 06.07.2001წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

1. მე-4 თავი ამოღებულ იქნეს.

 

2. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 93

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

 

3. 95-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარმართავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებულ აქტებს, ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

 

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

 

„3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან თანამდებობიდან მისი გადაყენებისას.“.

 

4. 96-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 96

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი უფლებით იკრიბება წელიწადში ორჯერ. საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია იხსნება და დახურულად ცხადდება პლენარულ სხდომაზე.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, სესიებს შორის პერიოდში იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან ორი დღის ვადაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტის თანახმად ვალდებულია მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეიკრიბოს და შეუდგეს მუშაობას.

3. წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის (სხდომის) მოწვევის თაობაზე ერთვის განსახილველ საკითხთა ნუსხა.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია (სხდომა) ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.“.

 

5. 97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 97

 

1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს მუდმივ კომისიას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არანაკლებ 5 000 ამომრჩეველს.

2. მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა უფლებამოსილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტები.

3. მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, მუდმივი კომისია და ფრაქცია არიან უფლებამოსილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი.“.

 

6. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 98

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.

2. სხვა სახის გადაწყვეტილებათა მიღების წესი განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.“.

 

7. 99-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 99

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს. თუ ამ ვადაში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი და არც უმაღლეს საბჭოს არ დაუბრუნა კანონპროექტი, მომდევნო 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

2. თუ მთავრობის თავმჯდომარე დააბრუნებს კანონპროექტს, უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

3. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. კანონპროექტის მიღების შემთვევაში იგი 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

4. თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, ან ამ მუხლის პირველ-მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში შეუძლებელია კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

5. კანონი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს, თუ სხვა ვადა არ არის დადგენილი.“.

 

8. მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 100

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს და მიიღოს მათგან პასუხი.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა სულ ცოტა ხუთკაციან ჯგუფს, უმაღლესი საბჭოს ფრაქციას უფლება აქვთ შეკითხვით მიმართონ უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის ცალკეულ წევრს, რომლებიც ვალდებული არიან უპასუხონ დასმულ შეკითხვას უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს უმაღლესი საბჭოს განხილვის საგანი.“.

 

9. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 103

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები, უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოს ფრაქციების თავმჯდომარეები.“.

 

10. 104-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

11. კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1081 მუხლი:

 

„მუხლი 1081

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ უმაღლესი საბჭოს ფრაქციაში.

2. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.“.

 

12. კონსტიტუციის 109-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 109

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომები საჯაროა. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შეუძლია ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომა ან მისი ნაწილი დახურულად გამოაცხადოს.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს უმაღლესი საბჭოს, მისი მუდმივი კომისიისა და დროებითი კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ასეთი თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს უმაღლესმა საბჭომ, მუდმივმა კომისიამ ან დროებითმა კომისიამ.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია ან ფარული. კენჭისყრა ღიაა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია პლენარული სხდომის ოქმი საჯაროა.“.

 

13. 111-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 111

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაზღვრავს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თავისი მუშაობის შესახებ ყოველწლიურად ანგარიშს აბარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.“.

 

14. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 112

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისგან.“.

 

15. 1121 მუხლის:

ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარის აფხაზეთის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიაკს.

 

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.“.

 

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებს.“.

 

16. კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1122 მუხლი: 

 

„მუხლი 1122

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნიდან 5 დღის ვადაში მთავრობის თავმჯდომარეშეარჩევს მთავრობის წევრბის კანდიდატურებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 5 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. უმაღლესი საბჭოს ნდობის მისაღებად საჭიროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის წევრები უნდა დაინიშნონ ნდობის გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია ნდობა არ გამოუცხადოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას და იმავე გადაწყვეტილებაში დასვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცალკეული წევრის აცილების საკითხი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარის მიერ აცილების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შემთხვევაში დაუშვებელია აცილებული პირის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იმავე შემადგენლობაში დანიშვნა მთავრობისგათავისუფლებული ან გადამდგარი წევრის ნაცვლად.

4. თუ მთავრობის შემადგენლობამ ვერ მიიღო უმაღლესი საბჭოს ნდობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 7 დღის ვადაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მთავრობის იმავე ან ახალ შემადგენლობას. უმაღლესი საბჭო ახორციელებს ამ მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს“.

 

17. 113-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 113

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობას. თუ უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 15 და არაუგვიანეს 20 დღისა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, მთავრობის უნდობლობის საკითხის დასმა შემდეგი 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.“.

 

18. 1131მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 1131

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 7 დღის ვადაში ნიშნავს მთავრობის ახალ წევრს.

2. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობა ნახევარზე მეტით განახლდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 7 დღის ვადაში წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ნდობის მისაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას.

3. უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის 1122 მუხლით დადგენილი წესით“.

 

19. კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1132 მუხლი: 

 

„მუხლი 1132

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მინისტრი მთავრობის თავმჯდომარის დავალებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უფლება არა აქვს თანამდებობიდან გადააყენოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები.“.

 

20. კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1133 მუხლი:

 

„მუხლი 1133

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტისას;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისას.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადადგომისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს თავის უფლებამოსილებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.“.

 

21. მე-15 თავი ამოღებულ იქნეს.

 

22. 151-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ.“.

 

23. 1541 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

24. მე-17 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი მეჩვიდმეტე

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კონსტიტუციის გადასინჯვა“.

 

25. 155-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

26. 156-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 

„მუხლი 156

 

1.   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არანაკლებ 30 000 ამომრჩეველს.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, რომელიც აქვეყნებს მას საჯარო განხილვისთვის. უმაღლეს საბჭოში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან 2 კვირის შემდეგ.

3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.“.

 

 

მუხლი 2.

ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს „აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

 

მუხლი 3.

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 და 15 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 და 15 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი   ვ. ყოლბაია